დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 760 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280000000.10.003.022483 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2020, 280000000.10.003.021932) შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად, 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამინისტროში წარდგენა და შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილების გაფორმება, არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები