დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2003
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 30/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.808

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №26

2003 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

„სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 ნოემბრის №485 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ბ. დარჯანია

რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები“ (შემდგომ – წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას.

    მუხლი 2

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „გადაზიდვის პირდაპირი მარშრუტი“ – ტვირთის გადაზიდვა, რომელიც სრულდება ერთ დანიშნულების (ტვირთგადაცლის) სადგურამდე, ერთი ან რამდენიმე ტვირთმიმღების მისამართით. აღნიშნული გადაზიდვისას სატვირთო ვაგონები თითოეული მიმღების მისამართით უნდა იმყოფებოდნენ ცალკე ჯგუფის შემადგენლობაში;

ბ) „გადაზიდვის სანაწევრებელი მარშრუტი“ – ტვირთის გადაიზიდვა, რომელიც სრულდება სატვირთო მატარებლების შედგენის გეგმით განსაზღვრულ დანაწევრების სადგურამდე ან რკინიგზის მიერ დადგენილ დანაწევრების პუნქტამდე, სადაც ხდება ტვირთის მისამართის დაზუსტება (დამისამართება) კონკრეტული ტვირთმიმღების მისამართით, ან იმ შემავალ და დანაწევრების სადგურებამდე დანიშვნით, რომლებიც იღებენ სათბობის ტვირთს გადმოტვირთვის სადგურში ვაგონების შემდგომი დამისამართებით;

გ) „დიდტონაჟიანი კონტეინერი“ – 10 და მეტი ტონა ბრუტო მასის მქონე უნივერსალური კონტეინერი;

დ) „ნაკრები სავაგონო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი სხვადასხვა დასახელების ტვირთი, რომელიც განკუთვნილია ერთი ტვირთმიმღებისათვის. თუ ზედნადებში ვერ დაეტია ტვირთის დასახელების ჩამონათვალი, ტვირთგამგზავნი ადგენს ტვირთის ნუსხას და გრაფაში „ტვირთის დასახელება” მიუთითებს „ნაკრები სავაგონო გზავნილი, ტვირთის ნუსხა თან ერთვის”;

ე) „საბაჟო ფირფიტა“ – განსაზღვრული ზომისა და გადაზიდვასთან დაკავშირებული მონაცემების შემცველი სწორკუთხა ლითონის ნაჭერი, რომელიც მაგრდება კონტეინერზე და ადასტურებს მის ვარგისობას საბაჟო კონტროლით ტვირთის გადასაზიდად;

ვ) „სავაგონო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც აუცილებელია ცალკე ვაგონის გამოყოფა;

ზ) „სამარშრუტო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც აუცილებელია იმ რაოდენობის ვაგონების გამოყოფა, რაც შეესაბამება მარშრუტებისათვის წონისა და ზომის მიხედვით დადგენილ ნორმებს;

თ) „საკონტეინერო გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც საჭიროა ერთი კონტეინერის გამოყოფა;

ი) „სატარიფო კილომეტრი“ – ტვირთის გადაზიდვის უმოკლესი მანძილი, რომლის საფუძველზედაც, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად, განისაზღვრება ტვირთის გადაზიდვის საფასურის ოდენობა;

კ) „საშუალოტონაჟიანი კონტეინერი“ – არანაკლებ 2,5 ტონა და არა უმეტეს 10 ტონა ბრუტო მასის მქონე უნივერსალური კონტეინერი;

ლ) „სპეციალიზებული კონტეინერი“ – გარკვეული ნომენკლატურის თხევადი, ნაყარი, საფრთხეშემცველი, მალფუჭებადი და სხვა ტვირთის მრავალგზის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო მოწყობილობის უნიფიცირებული ერთეული, რომელიც წარმოადგენს სტანდარტული ზომისა და მაქსიმალური ბრუტო წონის სტანდარტულ კონსტრუქციას და აქვს დადგენილი სახის აღნიშვნები და წარწერები;

მ) „უნივერსალური კონტეინერი“ – უნიფიცირებული სატვირთო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ტარაში მოთავსებული და ცალკეული ტვირთის გადასაზიდად და წარმოადგენს ბრუტო წონის, გაბარიტული ზომების, შემცველობის, განლაგების ადგილის, წარწერებისა და ფირფიტების მიხედვით სტანდარტიზებულ კონსტრუციას, მასზე განლაგებულ სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებზე დამაგრებისა და დატვირთა-გადმოტვირთვის სამუშაოების მექანიზაციის სამარჯვებითურთ;

ნ) „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციის ფირფიტა“ – უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ფირფიტა (შემდგომ – ფირფიტა), რომელიც სავალდებულოდ მაგრდება კონტეინერის კარზე კონტეინერის დამზადების ან კაპიტალური რემონტის დროს და ადასტურებს მის უსაფრთხოებას ექსპლუატაციისათვის;

ო) „წვრილმანი გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც არ არის საჭირო ცალკე ვაგონის ან კონტეინერის გამოყოფა;

რ) „ჯგუფური გზავნილი“ – გადასაზიდად ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთი, რომლისთვისაც საჭიროა ერთზე მეტი, მაგრამ სამარშრუტო გაგზავნილზე ნაკლები ვაგონების გამოყოფა.

    მუხლი 3

1. ამ წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე, რომელიც რკინიგზით ტვირთს გადასაზიდავს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. რკინიგზა ვალდებულია, დადოს გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

    მუხლი 4

1. რკინიგზით სამხედრო დანიშნულებისა და საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება შესაბამისი წესებით.

2. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით რკინიგზის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახეები და ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.

    მუხლი 5

რკინიგზით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა წესრიგდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II

ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის მიღების წესი

    მუხლი 6

1. რკინიგზით ტვირთი გადაიზიდება ტვირთის გადაზიდვაზე მიღებული განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) შესაბამისად, რომლის დადგენილი ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.

2. ტვირთგამგზავნი რკინიგზას განაცხადს წარუდგენს ტვირთის გაგზავნამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე.

3. თუ ტვირთი რკინიგზის მიერ გადაიზიდება საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით, ტვირთგამგზავნი განაცხადს წარუდგენს საზღვაო ტრანსპორტის შესაბამის საწარმოსა და ნავსადგურისპირა რკინიგზის სადგურს (შემდგომ – სადგური).

    მუხლი 7

1. რკინიგზას განაცხადი წარედგინება ტვირთგამგზავნის მიერ ხელმოწერილ და ბეჭედდამოწმებულ 3 ეგზემპლარად. არასწორად გაფორმებული განაცხადი განსახილველად არ მიიღება.

2. რკინიგზას განაცხადი წარედგინება ფოსტით ან ხელზე მიტანით, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე – ფაქსით ან ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.

3. განაცხადის მიღების თარიღი რეგისტრირდება რკინიგზის კალენდალური შტემპელით.

4. რკინიგზის სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით განაცხადის რეგისტრაციის გადაცემის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.

5. რკინიგზა უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნებს დადგენილი ფორმის განაცხადის ბლანკებით.

    მუხლი 8

1. ცალკეულ განაცხადს ტვირთგამგზავნი წარადგენს სადგურისა და ტვირთის თითოეული ნომენკლატურის ჯგუფის მიხედვით, მიმოსვლის სახეობათა კვალობაზე ტვირთის ზუსტი დასახელების მითითებით, მთლიანად განაცხადზე კრებსითი მონაცემების შეჯამებით.

2. განაცხადის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს.

    მუხლი 9

1. განაცხადი შეივსება სუფთად, საბეჭდი მანქანის ან სხვა მექანიკური საშუალების გამოყენებით.

2. განაცხადის შედგენისას ტვირთგამგზავნი ავსებს მის გრაფებს შემდეგი წესით:

ა) სტრიქონში ------------ რკ./გზა” აღინიშნება იმ რკინიგზის სახელწოდება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც იმყოფება ტვირთგამგზავნი და გაგზავნის სადგური;

ბ) სტრიქონში ტვირთგამგზავნი” – აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, ფაქტობრივი საფოსტო მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;

გ) სტრიქონში გადამხდელი” – აღინიშნება იმ ორგანიზაციის სრული სახელწოდება, ფაქტობრივი საფოსტო მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც იხდის გადაზიდვის საფასურს (საქართველოს ტერიტორიაზე);

დ) სტრიქონში პერიოდით ­­­­­­­­­­---------- -დან ---------ჩათვლით” – აღინიშნება დროის ინტერვალი (დატვირთვის პირველი და ბოლო დღე), რომლის განმავლობაშიც ტვირთგამგზავნი ვარაუდობს გადაზიდვის განხორციელებას;

ე) სტრიქონი ვაგონების, კონტეინერების მიწოდება” – ივსება, თუ განაცხადის მოქმედების მთელი დროის განმავლობაში განსაზღვრულია თანაბარზომიერი დატვირთვა. ამ შემთხვევაში, აღინიშნება ვაგონების (კონტეინერების) მოწოდების წესი (ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, ლუწ ან კენტ დღეებში);

ვ) გრაფაში გაგზავნის სადგური” – ზედა ნაწილში აღინიშნება გაგზავნის სადგურის სრული სახელწოდება, ხოლო ქვედაში – ამ სადგურის კოდი. თუ ტვირთი გადაიზიდება ვიწროლიანდიანი გაგზავნის სადგურიდან ფართოლიანდიან დანიშნულების სადგურში, გაგზავნის სადგურის ნაცვლად აღინიშნება ვიწრო ლიანდიდან ფართო ლიანდზე გადამტვირთი სადგურის კოდი და სახელწოდება;

ზ) გრაფაში ტვირთის ნომენკლატურული ჯგუფი” – ზედა ნაწილში აღინიშნება ტვირთის იმ ნომენკლატურული ჯგუფის სახელწოდება, რომელსაც განეკუთვნება ტვირთი, ქვედა ნაწილში კი, ტვირთის პოზიციის ნომერი;

თ) გრაფაში მიმოსვლის სახეობა” – აღინიშნება ტვირთის გადაზიდვის მიმოსვლის სახეობა;

ი) გრაფაში განყოფილების №” – აღინიშნება რკინიგზის იმ განყოფილების ნომერი, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც მდებარეობს გაგზავნის სადგური და ივსება რკინიგზის განყოფილების არსებობის შემთხვევაში;

კ) გრაფაში ტვირთგამგზავნის კოდი” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის კოდი კლასიფიკატორის მიხედვით;

ლ) გრაფაში გადამხდელის კოდი” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მინიჭებული გადამხდელის კოდი და კოდი კლასიფიკატორის მიხედვით;

მ) 1-ელ გრაფაში ვაგონების მიწოდების თარიღი” (ივსება დღეების მიხედვით ვაგონების ართანაბარზომიეად მიწოდებისას) – აღინიშნება განაცხადის მოქმედების ვადაში ვაგონების (კონტეინერების) მიწოდების კონკრეტული თარიღი, რომლის მიხედვითაც ჯამდება შედეგები გაცხადებული ტონების რაოდენობის და ვაგონების (კონტეინერების) სახეობათა კვალობაზე;

ნ) მე-2 გრაფაში ტვირთის კოდი და ზუსტი დასახელება” – ცალკეულ სტრიქონებზე აღინიშნება ტვირთის სატარიფო კოდი და მისი ზუსტი დასახელება, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით.; თანმიმდევრულად აღინიშნება იმ ტვირთის კოდი და სახელწოდება, რომელიც გადასაზიდად გაცხადდა ერთ დღეს. თუ ტვირთის ზუსტი დასახელება გადაიტანება განაცხადის ბლანკის მეორე მხარეზე, დანიშნულების რკინიგზის (სადგურის) სახელწოდება მეორდება. თუ ტვირთის ზუსტი სახელწოდება არ ეტევა ერთ სტრიქონზე, იგი შეიძლება გადატანილ იქნეს მე-2 გრაფის ფარგლებში მომდევნო სტრიქონებზე.

3. საზღვაო (სამდინარო) სატრანსპორტო საწარმოებთან ურთიერთობით პირდაპირი შერეული გადაზიდვისას განაცხადში დამატებით აღინიშნება:

ა) მე-3 გრაფაში ვაგონის (კონტეინერის) კუთვნილება” – აღინიშნება ვაგონის (კონტეინერის) კუთვნილების ნიშანი: რკინიგზის ინვენტარის პარკი – ინ”, საკუთარი პარკი – ს”, იჯარით აღებული ინვენტარის პარკი – იჯ”.

ბ) მე-4 გრაფაში საკუთარი ვაგონების, კონტეინერების კოდი” – აღინიშნება იმ პირის კოდი, რომელსაც ეკუთვნის ვაგონები (კონტეინერები) და ივსება, თუ მე-3 გრაფაში ნაჩვენებია კუთვნილების ნიშანი “ს”;

გ) მე-5 გრაფაში სადგურის, ტვირთგადაცლის, ტვირთმიმღების სახელწოდებები – რკინიგზის შემოკლებული სახელწოდება;

დ) მე-6 გრაფაში რკინიგზის და სადგურის, სასაზღვრო სადგურის, ტვირთგადასაცლელი პუნქტისა და დანიშნულების პუნქტის კოდი” – აღინიშნება შესაბამისი სტრიქონის მე-5 გრაფაში შევსებული მონაცემების შესაბამისად;

ე) მე-7 გრაფაში დანიშნულების სადგურის კოდი” – აღინიშნება დანიშნულების სადგურის კოდი საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას;

ვ) მე-8 გრაფაში ტვირთმიმღები და კოდი” – კლასიფიკატორის მიხედვით აღინიშნება ის ტვირთმიმღები, რომლის მისამართითაც გადაიზიდება ტვირთი და იმ პირის კოდი, რომელსაც დადებული აქვს ხელშეკრულება გადატვირთვის პუნქტთან. კოდები აღინიშნება შესაბამისი სტრიქონის მე-5 გრაფაში შევსებული მონაცემების მიხედვით;

ზ) მე-9 გრაფაში ტონების რაოდენობა” – აღინიშნება გადასაზიდად გაცხადებული ტვირთის მასა, ბრუტო მასის ერთ ტონამდე სიზუსტით;

თ) მე-10-12 გრაფებში ვაგონების, კონტეინერების გვარეობა” აღინიშნება:

თ.ა) მე-10 გრაფაში კოდი” – ვაგონის (კონტეინერის) სახეობის კოდი დარგობრივი კლასიფიკატორის შესაბამისად;

თ.ბ) მე-11 გრაფაში დასახელება” – მე-10 გრაფაში შევსებული მონაცემების გათვალისწინებით მიეთითება ვაგონის (კონტეინერის) სახეობის შემოკლებული დასახელება დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით;

თ.გ) მე-12 გრაფაში რაოდენობა” – ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, თითოეული დანიშნულების სადგურისა და თითოეული სახეობის მიხედვით.

4. მე-9 და მე-12 გრაფების მიხედვით ტონების, ვაგონების (კონტეინერების) კრებსითი რაოდენობა აღინიშნება ცალკე შემაჯამებელ სტრიქონში, რომელიც შეივსება დანიშნულების რკინიგზების (სადგურების) ჩამონათვალის შემდეგ.

5. სტრიქონში მთლიანად” – აღინიშნება მე-9 და მე-12 გრაფების თითოეული სტრიქონის ვაგონის (კონტეინერის) ტონების ჯამი, ტვირთის ზუსტი დასახელებისა და დატვირთის თარიღის შემაჯამებელი სტრიქონების გაუთვალისწინებლად.

6. ცალკეული შემაჯამებელი სტრიქონებით, სახეობათა მიხედვით დაყოფით, აღინიშნება ვაგონების (კონტეინერების) ჯამი (მე-12 გრაფა).

7. თუ შევსებულია განაცხადის სტრიქონი ვაგონების, კონტეინერების მოწოდება”, მაშინ შემაჯამებელი სტრიქონები დატვირთვის თარიღის მიხედვით არ ივსება.

8. სტრიქონში შენიშვნა” – აღინიშნება დამატებითი ინფორმაცია, თუ ტვირთი განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება.

9. სტრიქონებს განაცხადის რეგისტრაციის თარიღი”, განაცხადის დამტკიცების თარიღი”, განაცხადის ნომერი” ავსებს რკინიგზის უფლებამოსილი მუშაკი.

    მუხლი 10

1. ტვირთის სასწრაფო გადაზიდვაზე ტვირთგამგზავნის მიერ განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს რკინიგზა.

2. განაცხადის განხილვის ვადა აითვლება მისი მიღების დღიდან და ტვირთის პირდაპირი გადაზიდვისას შეადგენს 3 დღეს.

3. შესასრულებლად მიღებულ განაცხადზე დაისმის რკინიგზის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და კალენდარული შტემპელი.

4. განაცხადის ერთ ეგზემპლარს, მისი მიღების აღნიშვნით, რკინიგზა უგზავნის ტვირთმიმღებს კავშირგაბმულობის არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

    მუხლი 11

1. რკინიგზის უფლებამოსილი პირის მითითებით სადგურის უფროსი იღებს ტვირთს შიდა სასწრაფო გადაზიდვისთვის ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად.

2. გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი პირი, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შევსების დაწყებამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე ვალდებულია, დააზუსტოს ყოველდღიურად მისაწოდებელი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, გადასაზიდად წარსადგენი ტვირთის დასახელება და დანიშნულების სადგურის სახელწოდება.

    მუხლი 12

1. მიღებული განაცხადების მონაცემები შეიტანება დადგენილი წესით შედგენილ სააღრიცხვო ბარათში.

2. ტვირთგამგზავნის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიღებულ განაცხადში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილება. ამ განცხადების განხილვის ვადა აითვლება რკინიგზაში მისი მიღების დღიდან და შეადგენს:

ა) 3 დღეს – ტვირთის პირდაპირი გადაზიდვისას;

ბ) 10 დღეს – სხვა სახის გადაზიდვისას.

3. თუ ცვლილება შეეხება ტვირთის გადაზიდვის განაწილებას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადაიხადოს დადგენილი საფასური იმ შემთხვევაშიც, როცა განაცხადი მთლიანად შესრულდა.

    მუხლი 13

1. ტვირთგამგზავნთა თხოვნით რკინიგზას უფლება აქვს:

ა) ნებადართულად გამოაცხადოს ტვირთის გადაზიდვა ერთი სადგურის ფარგლებში (შიდასასადგურო), რომელიც შეიტანება განაცხადში და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში;

ბ) შეცვალოს განაცხადით განსაზღვრული დახურული მოძრავი შემადგენლობა ღიათი ან ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი;

გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების სადგური.

2. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ ან სახელმწიფო რეზერვის ბაზებიდან ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა სრულდება წინასწარი განაცხადის გარეშე, აღნიშნული ტვირთის გადასაზიდად წარდგენის კვალობაზე.

3. პირადი (ყოფითი) საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვის განაცხადი მიიღება დადგენილი წესით.

    მუხლი 14

1. თუ ტვირთგამგზავნმა სრულად გამოიყენა განაცხადით გათვალისწინებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა დატვირთვის ტექნიკური ნორმების მიხედვით, მაგრამ განაცხადი ვერ შეასრულა ტონობით, რკინიგზამ მას დამატებით უნდა გამოუყოს საჭირო რაოდენობის ვაგონები და კონტეინერები.

2. არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განაცხადის შესასრულებლად რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის კრებსით გეგმასა და რკინიგზის საექსპლუატაციო მუშაობის ტექნიკურ ნორმებს.

თავი III

ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათის შედგენის წესი

    მუხლი 15

1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვაზე განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათის შედგენის პირობებს.

2. ტვირთის გადაზიდვაზე მიღებული განაცხადის შესრულება აისახება გუ-1 ფორმის სააღრიცხვო ბარათში, რომლის ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.

3. სააღრიცხვო ბარათი წარმოებს ტვირთის გაგზავნის სადგურში ცალ-ცალკე თითოეული ტვირთგამგზავნის მიხედვით და ყოველი დასახელების ტვირთზე. თუ ტვირთგამგზავნის თხოვნით შედგენილი იქნება სააღრიცხვო ბარათის ასლი, მაშინ მისი დედანი ინახება სადგურში, ხოლო ასლი, რომელსაც რკინიგზა გასცემს დადგენილი საფასურით – ტვირთგამგზავნთან.

4. სააღრიცხვო ბარათს ხელს აწერს ტვირთგამგზავნი და სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ყოველი საანგარიშგებო დღის ბოლოს ან იმ დღის დასრულებისას, რომელიც განაცხადის მიხედვით დადგენილია დატვირთვისათვის.

5. თუ ტვირთგამგზავნი უარს აცხადებს სააღრიცხვო ბარათის ხელმოწერაზე, სადგური ადგენს საერთო ფორმის აქტს.

6. გაგზავნის სადგური განაცხადის მიღებისას აფორმებს სააღრიცხვო ბარათს და მიაკუთვნებს მას განაცხადის ნომერს.

    მუხლი 16

1. განაცხადის მონაცემების საფუძველზე სადგური აფორმებს სააღრიცხვო ბარათის სათაურს, აგრეთვე მის მე-2 და მე-3 გრაფებს (მათი შედეგების ჩათვლით) და მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველს იმ ნაწილში, რომელიც განაცხადს ეხება.

2. თუ ტვირთგამგზავნის თხოვნით რკინიგზაზე შეიცვალა დატვირთვის მოცულობა, რაც იწვევს სადღეღამისო დატვირთვის შეცვლას, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი სააღრიცხვო ბარათის მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველში, აგრეთვე მე-2 და მე-3 გრაფებში (მათი შედეგების ჩათვლით). ამ ცვლილების შეტანისათვის ტვირთგაგმგზავნს გადახდება დადგენილი საფასური.

    მუხლი 17

1. სააღრიცხვო ბარათი შეივსება შემდეგი წესით:

ა) მე-2 გრაფაში სადგური აღნიშნავს ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობას, განაცხადში განსაზღვრული დატვირთვის დღეების მიხედვით. თუ განაცხადით არ არის გათვალისწინებული დატვირთვის კონკრეტული ვადები, სადგური სააღრიცხვო ბარათის მე-2 გრაფას ავსებს განაცხადის შესაბამისად თვის დღეების მიხედვით, თანაბარზომიერი (საშუალო სადღეღამისო) დატვირთვიდან გამომდინარე;

ბ) მე-3 გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი უთითებს არა მარტო ვაგონებს (კონტეინერებს), არამედ ტვირთის მასასაც (ტონების რაოდენობას);

გ) მე-4 გრაფაში აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც საანგარიშგებო დღეებში, განაცხადის მიხედვით რკინიგზამ ფაქტობრივად მიაწოდა ტვირთგამგზავნს. ამ შემთხვევაში, მიწოდებულად ითვლება:

გ.ა) საანგარიშგებო დღეს დასატვირთავად მიწოდებული ცარიელი ვაგონები (კონტეინერები), მათ შორის, ორმაგი ოპერაციის წესით მიწოდებული, რომლებიც მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ტექნოლოგიური დროიდან გამომდინარე ტვირთგამგზავნმა შეიძლება იმავე დღე-ღამეში დატვირთოს;

გ.ბ) ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც წინა დღე-ღამეში დაუტვირთავი დარჩა;

გ.გ) ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც რკინიგზამ მიაწოდა ტვირთგამგზავნს საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში, მათი დატვირთვის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად, თუ ისინი ტვირთგამგზავნმა მაინც დატვირთა საანგარიშგებო დღე-ღამის გასვლამდე;

დ) მე-5 გრაფაში აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც ტვირთგამგზავნმა ფაქტობრივად დატვირთა მოცემული საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში;

ე) მე-6 გრაფაში აღინიშნება საანგარიშგებო დღე-ღამის განმავლობაში დატვირთული იმ ტვირთის ტონების ოდენობა, რომლის გადაზიდვა, განაცხადის თანახმად, ნაჩვენებია არა მარტო ვაგონებით (კონტეინერებით), არამედ ტონობითაც;

ვ) მე-7-მე-19 გრაფებში აღინიშნება მონაცემები დანიშნულების სადგურების მიხედვით ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის დატვირთვის შესახებ;

ზ) მე-20 და 21-ე გრაფებში აღინიშნება საანგარიშგებო დღე-ღამეში რკინიგზისა და/ან ტვირთგამგზავნის მიერ განაცხადის შეუსრულებლობის მიზეზები ან პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების საფუძველი. თუ სადგური მიიღებს ტვირთგამგზავნის წერილობით უარს დატვირთვაზე, 21-ე გრაფაში აღინიშნება უარი . . . ვაგონის, კონტეინერის დატვირთვაზე”, უარის თქმის თარიღის მითითებით. ეს განცხადება თან დაერთვის სააღრიცხვო ბარათს. თუ განაცხადი არ სრულდება რკინიგზის ან ტვირთგამგზავნის მიზეზით, მე-20 და 21-ე გრაფებში, უკმარდატვირთვის მიზეზების გარდა აღინიშნება იმ ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომლებიც არ დაიტვირთა შესაბამისად რკინიგზისა (მე-20 გრაფა) და ტვირთგამგზავნის მიზეზით (21-ე გრაფა). ვაგონები (კონტეინერები), რომლებიც რკინიგზამ ვერ მიაწოდა ტვირთგამგზავნის მიზეზით, აღინიშნება 21-ე გრაფაში.

4. საანგარიშგებო დღე-ღამის მანძილზე განაცხადის შესრულების შედეგებს, 22-ე და 23-ე გრაფებში ხელმოწერით ამოწმებს სადგურისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

    მუხლი 18

1. სააღრიცხვო ბარათის შემაჯამებელი გრაფა შეივსება განაცხადის შესრულების მომენტიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. თუ განაცხადის შესაბამისად დატვირთვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საანგარიშგებო თვის ცალკეულ დღეებში, მაშინ შედეგების შეჯამება ხდება ბოლო დატვირთვის დღის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.

2. შედეგები ჯამდება შემდეგი წესით:

ა) სააღრიცხვო ბარათის თითოეული გრაფის მონაცემები, 1-ლი, 22-ე, და 23-ე გრაფების გარდა, ჯამდება და აღინიშნება სტრიქონში მთლიანად”;

ბ) განაცხადის შესრულება იმ ტვირთის მიმართ, რომლის გადაზიდვა განაცხადის შესაბამისად დადგენილია ვაგონებით (კონტეინერებით) და ტონობით, განისაზღვრება მე-2 გრაფის შედეგის შედარებით მე-5 გრაფის შედეგთან და მე-3 გრაფის შედეგისა მე-6 გრაფის შედეგთან.

3. ქონებრივი პასუხისმგებლობის მონაცემები შეიტანება სააღრიცხვო ბარათის მეორე ნაწილში, თუ:

ა) განაცხადი არ სრულდება ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ვაგონებით (კონტეინერებით), გადასაზიდათ ტვირთის წარუდგენლობისას ან ამ ვაგონების (კონტეინერების) უქონლობის გამო, რაც რკინიგზის მიზეზით არ არის გამოწვეული;

ბ) ვიწრო ლიანდის მქონე სარკინიგზო ხაზზე არ სრულდება იმ ტვირთის გადაზიდვის განაცხადი, რომლის გადაზიდვა დადგენილია მხოლოდ ვაგონებით.

4. თუ იმ ტვირთის განაცხადი, რომლის გადაზიდვა დადგენილია როგორც ვაგონებით (კონტეინერებით), ისე ტონობით, შესრულდა მხოლოდ ტონობით, განაცხადი მთლიანად შესრულებულად ჩაითვლება.

    მუხლი 19

1. სააღრიცხვო ბარათის მეორე ნაწილი შეივსება განაცხადის შესრულების აღრიცხვის შედეგების მიხედვით.

2. რკინიგზის მიზეზით დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა დგინდება მე-2 და მე-4 გრაფების შედეგების სხვაობის განსაზღვრითა და ამ სხვაობიდან 21-ე გრაფით დადგენილი იმ ვაგონების (კონტეინერების) მთლიანი რაოდენობის გამოკლებით, რომლებიც არ იქნა მიწოდებული ტვირთგამგზავნის მიზეზით.

3. თუ მე-20 გრაფაში განსაზღვრულია განაცხადის შეუსრულებლობისათვის რკინიგზის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გარემოებები, მაშინ აღნიშნული გარემოებების დადგომის შედეგად მიუწოდებელი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა ასევე გამოაკლდება მიღებულ სხვაობას.

    მუხლი 20

     თუ განაცხადი ვერ შესრულდა დანიშნულების სადგურში ვაგონების (კონტეინერების) მიუწოდებლობის გამო, რკინიგზას, ტვირთგამგზავნის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელიც წარდგენილია არა უგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო დატვირთვის დღეს, მასში შეაქვს შესაბამისი ცვლილება, რომელიც სადგურს გადააქვს მე-2 და მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველში და აღნიშნავს დატვირთვის ნორმის ცვლილებას დანიშნულების სადგურში.

    მუხლი 21

1. ტვირთგამგზავნის მიზეზით დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა დგინდება მე-4 გრაფის შედეგიდან მე-5 გრაფის შედეგის გამოკლებით. ამ შემთხვევაში, მიღებულ სხვაობას გამოაკლდება საანგარიშგებო პერიოდში რკინიგზის მიზეზით დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა, რომელიც იანგარიშება მე-20 და 21-ე გრაფების მონაცემების გათვალისწინებით.

2. რკინიგზის ან ტვირთგამგზავნის მიზეზით განაცხადის საერთო შეუსრულებლობის მოცულობა ტონობით განისაზღვრება ამ წესების მე-19, მე-20 მუხლებითა და ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის გამრავლებით სტატიკური დატვირთვის სიდიდეზე. ამ შემთხვევაში სტატიკური დატვირთვის სიდიდის გამოსაანგარიშებლად მე-3 გრაფაში აღნიშნული ტონების რაოდენობა იყოფა მე-2 გრაფაში მითითებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობაზე.

    მუხლი 22

1.  განაცხადის შესრულების საბოლოო შედეგი დანიშნულების სადგურში განისაზღვრება მე-7-მე-19 გრაფების შემაჯამებელი სტრიქონის მრიცხველისა და მნიშვნელის სიდიდეთა სხვაობის მიხედვით.

2. ტვირთგამგზავნის მიერ განაცხადით გათვალისწინებული ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის შეუსრულებლობის მოცულობა დანიშნულების სადგურში განისაზღვრება გასაგზავნად წარდგენილი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობისა და დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის ჯამს შორის სხვაობის მიხედვით და აღინიშნება სააღრიცხვო ბარათის მეორე ნაწილში.

3. დატვირთვის ნორმის შეუსრულებლობის მოცულობა იმ ტვირთის მიმართ, რომლის გადაზიდვა, განაცხადის შესაბამისად, დადგენილია ვაგონობითა (კონტეინერობით) და ტონობით, დანიშნულების სადგურში იანგარიშება ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დაუტვირთავი ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობის გამრავლებით სტატიკური დატვირთვის სიდიდეზე.

    მუხლი 23

1. თუ ტვირთგამგზავნმა განაცხადი შეასრულა ტონობის მიხედვით, მაგრამ დატვირთვის ტექნიკური ნორმის გადაჭარბების გამო გამოიყენა ნაკლები რაოდენობის ვაგონები (კონტეინერები), უკმარდატვირთვის ოდენობა დანიშნულების სადგურში მცირდება დაზოგილი ვაგონების (კონტეინერების) შესაბამისი რაოდენობით.

2. თუ დასატვირთად მიწოდებული ვაგონები (კონტეინერები) ვერ გაიგზავნა განაცხადით გათვალისწინებულ დანიშნულების სადგურში, ტვირთმიმღებს, გაგზავნის სადგურთან შეთანხმებით, შეუძლია ტვირთი გაგზავნოს განაცხადით გათვალისწინებულ სხვა დანიშნულების სადგურში.

3. თუ რკინიგზის უფლებამოსილი პირისაგან გაგზავნის სადგური მიიღებს დატვირთვის ნორმების შეცვლის ნებართვას, მაშინ იგი ვალდებულია, უკმარდატვირთვის ოდენობის შემდგომი განსაზღვრისათვის, შეიტანოს შესაბამისი ცვლილება სააღრიცხვო ბარათში.

    მუხლი 24

1. ერთი ტვირთგამგზავნის ერთი ან რამდენიმე გზავნილით დატვირთული ვაგონი აღირიცხება ტვირთგამგზავნის სააღრიცხვო ბარათში აღრიცხვის ზოგადი მოთხოვნების დაცვით.

2. თუ ვაგონი დატვირთულია რამდენიმე ტვირთგამგზავნის წვრილმანი გზავნილით, მაშინ დატვირთვა აღირიცხება თითოეული ტვირთგამგზავნის სააღრიცხვო ბარათის მე-2 გრაფაში.

    მუხლი 25

1. თუ განაცხადი ვერ შესრულდა ტვირთგამგზავნთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელება, იგი ვალდებულია, წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ავარიის აქტის ასლი და დაურთოს იგი სააღრიცხვო ბარათს.

2. ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებმაც გამოიწვიეს გადაზიდვის დროებითი შეწყვეტა ან შეზღუდვა, დატვირთვა-გადმოტვირთის სამუშაოთა წარმოების აკრძალვა და განაპირობეს განაცხადის შეუსრულებლობა, უნდა აისახოს ორმხრივ აქტში, რომელსაც ხელს აწერენ გაგზავნის სადგურისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები, სააღრიცხვო ბარათზე შესაბამისი მტკიცებულებების თანდართვით.

3. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად წარუდგენლობისათვის საფასური არ გადაიხდება.

თავი IV

ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი

    მუხლი 26

1. ტვირთი გადასაზიდად მიიღება სატვითრო სამუშაოების შესასრულებლად სათანადოდ აღჭურვილი სადგურების საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში. ასეთი სადგურების ნუსხა ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ტვირთი შეიძლება გადაიზიდოს სავაგონო, საკონტეინერო, წვრილმანი, ჯგუფური, სამარშრუტო და ნაკრები სავაგონო გზავნილებით.

    მუხლი 27

1. ტვირთის გადასაზიდად მიღების საფუძველია შესაბამისი განაცხადი, რკინიგზის მიერ მისი მიღების აღნიშვნით და სადგურის თანხმობა (ვიზა ზედნადებზე) დატვირთვის დღის დანიშვნის თაობაზე.

2. სადგური, ვაგონების (კონტეინერების) დასატვირთად მიწოდების შესახებ, ტვირთგამგზავნს ატყობინებს მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე, შეტყობინების იმავდროული რეგისტრაციით დასატვირთად და გადმოსატვირთად ვაგონების მიწოდების დროის შეტყობინებათა დავთარში.

    მუხლი 28

1. დასატვირთად ვაგონების მიწოდების დროის შეტყობინების წესს, მათ შორის, ტვირთგამგზავნის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთვისას, ტვირთგამგზავნის წინადადებით ადგენს სადგური, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. შეტყობინებისათვის გამოიყენება კავშირგაბმულობის არსებული საშუალებები. შეტყობინების მიღების უზრუნველსაყოფად ტვირთგამგზავნი განსაზღვრავს შეტყობინების მიღებაზე პასუხისმგებელ პირს და წერილობით აცნობებს სადგურს მის სახელს, გვარს და ტელეფონის (ფაქსის, ტელექსის) ნომერს.

2. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინების გარეშე, ისინი ირიცხება ტვირთგამგზავნზე და მათი დგომის დრო მისასვლელ ლიანდაგზე აითვლება ვაგონების ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ.

3. თუ ვაგონები მიწოდებულია შეტყობინებაში მითითებულ დროზე გვიან, მაშინ მათი მისასვლელ ლიანდაგზე მიწოდების დრო აითვლება ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან. თუ დაგვიანება 2 საათს აღემატება, მაშინ რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს ხელახლა შეატყობინოს ვაგონების მომავალი მიწოდების თაობაზე.

4. გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ტვირთის ჩატვირთვა შეიძლება დროებით შეწყდეს ან შეიზღუდოს, რის თაობაზედაც წერილობით დაუყონებლივ უნდა ეცნობოს რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს. შეტყობინების მიღებიდან 12 საათის განმავლობაში ტვირთგამგზავნი ვალდებულია, დადგენილ მოცულობამდე შეწყვიტოს ან შეზღუდოს ტვირთის დატვირთვა გარკვეული მიმართულებებით.

    მუხლი 29

1. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში, განხორციელდეს მხოლოდ რკინიგზის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების საფუძველზე.

2. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს დასატვირთად მიაწოდოს გასუფთავებული, შიგნიდან და გარედან გაწმენდილი, საჭიროებისას კი, გარეცხილი და დეზიფინცირებული, ტვირის გადასაზიდად ვარგისი ვაგონები (კონტეინერები), მოხსნილი სამაგრი სამარჯვებით, თუ მათი მოხსნა ტექნიკურად დასაშვებია.

3. რკინიგზის ცისტერნების, ბუნკერული ტიპის ნახევარვაგონების მომზადებას უზრუნველყოფს რკინიგზა ან ტვირთმიმღები, რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სპეციალური ცისტერნების მომზადებას, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთგამგზავნი.

4. ვაგონების (კონტეინერების) კომერციულ ვარგისობას კონკრეტული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავენ:

ა) ვაგონების მიმართ – ტვირთგამგზავნი, თუ დატვირთვა განხორციელდა მის მიერ, ან რკინიგზა, თუ დატვირთვას ის აწარმოებს;

ბ) კონტეინერების მიმართ – ტვირთგამგზავნი.

6. ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მისი ტვირთის გადასაზიდად მიწოდებული უვარგისი ვაგონების (კონტეინერების) გამოყენებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს ისინი ვარგისით. ტვირთის გადასაზიდად ვაგონების უვარგისობის ფაქტი, მათ შორის, ტვირთის ვაგონიდან გადმოტვირთვის შემდეგ, ფორმდება საერთო ფორმის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ რკინიგზისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

    მუხლი 30

1. ვაგონებს ტვირთავს:

ა) რკინიგზა, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების თანხმობით – საერთო სარგებლობის ადგილებში, რომელიც აღჭურვილია ამისათვის საჭირო მექანიზმებითა და მოწყობილობებით, გარდა: საფრთხეშემცველი და მალფუჭებადი ტვირთისა; სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა; ტვირთისა, რომლის საერთო წონა შეადგენს 0,5 ტონას და გადაიზიდება დახურულ ვაგონში; არაგაბარიტული ტვირთისა; ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება დაყრით ან ჩასხმით, სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობით, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლების თანხლებით;

ბ) ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის.

2. კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი.

    მუხლი 31

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.

2. საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით ან რკინიგზის სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით გადასაზიდი, მათ შორის, საექსპორტი ტვირთის გაფუჭების, დაზიანების, დაკარგვის ან კლების თავიდან აცილების მიზნით, ასევე მოძრავი შემადგენლობის, რკინიგზის ვაკისის და გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტვირთი გადასაზიდად წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებს შესატყვის სატრანსპორტო ტარაში შეფუთული.

3. ტვირთგამგზავნი, სადგურის მოთხოვნით, ვალდებულია წარმოადგინოს გადასაზიდ ტვირთზე, ხოლო თუ იგი შეფუთულია, ასევე ტარასა და შეფუთვაზე არსებული სტანდარტები და ტექნიკური პირობები.

4. ტვირთი, რომლის ტარასა და შეფუთვაზე სტანდარტები და ტექნიკური პირობები არ არის დადგენილი, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს წესივრულ მდგომარეობაში, რაც გადაზიდვისას უზრუნველყოფს მის მთლიანობას.

5. იმპორტულტარიან და ცალკეულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს იმ ტარით (შეფუთვით), რომლითაც ის შემოზიდულია საზღვარგარეთიდან, თუ ტარა (შეფუთვა) უზრუნველყოფს ტვირთის მთლიანობას. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიზასთან ათანხმებს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს.

    მუხლი 32

1. გადასაზიდად წარმოდგენილ ტარიან-ცალეულ ტვირთს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო ნიშანდება იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ნიშანდება სხვა სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედ მოთხოვნებს. სატრანსპორტო ნიშანდების შინაარსი, მისი აღნიშვნის ხერხი და ადგილი, განთავსების წესი, ნიშანდების იარლიყებისა და წარწერების ზომები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი სტანდარტის მოთხოვნებს. სატრანსპორტო-სარკინიგზო ნიშანდება შედგება ძირითადი, დამატებითი და საინფორმაციო წარწერებისა და სამანიპულაციო ნიშნებისაგან.

2. ძირითადი წარწერები სატვირთო ადგილებზე უნდა შეიცავდეს:

ა) ტვირთმიმღების სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას, რეგისტრირებულს დადგენილი წესით;

ბ) დანიშნულების სადგურის სრულ სახელწოდებას;

გ) გზავნილში სატვირთო ადგილების რაოდენობასა და გზავნილის შიგნით ადგილების რიგით ნომერს (მიეთითება წილადით: მრიცხველში – გზავნილში ადგილის რიგითი ნომერი, მნიშვნელში – ადგილების რაოდენობა). სატვირთო ადგილების რაოდენობა და ადგილის რიგითი ნომერი აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ერთგვაროვანი ტარით გადაიზიდება ნაირგვარი ან სხვადასხვა ტიპის ტვირთი, ან ერთგვაროვანი ტვირთი განსხვავებული ტარით, ან დაუშვებელია ტვირთის სორტულობის აღრევა ერთგვაროვანი ტვირთის გზავნილებში, ან გადაიზიდება მოწყობილობათა კომპლექტი, ან გადაზიდვა ხორციელდება სვლის გზაზე ტვირთის გადატვირთივით ან წვრილმანი გზავნილებით ერთი ვაგონით,.

3. დამატებითი აღნიშვნები სატვირთო ადგილებზე უნდა შეიცავდეს:

ა) ტვირთგამგზავნის სრულ ან დადგენილი წესით რიგისტრირებულ პირობით სახელწოდებას;

ბ) გაგზავნის პუნქტის დასახელებას, გაგზავნის სადგურის მითითებით;

გ) სარკინიგზო ნიშანდებას, რომელიც წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას წილადის სახით დაიტანება თითოეულ სატვირთო ადგილზე და აღინიშნება: მრიცხველში – ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრით განსაზღვრული რიგითი ნომერი და ტირეთი – გზავნილებში ადგილების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.

4. სარკინიგზო ნიშანდება კეთდება:

ა) გაგზავნის სადგურის მიერ – თუ ტვირთი გასაგზავნად მიიღება საერთო სარგებლობის ადგილებში. ამის თაობაზე მიეთითება ზედნადების გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნა”;

ბ) ტვირთგამგზავნის მიერ, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე – თუ ტვირთის დატვირთვა ხორციელდება წვრილმანი გზავნილებით არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

5. საინფორმაციო წარწერები უნდა შეიცავდეს:

ა) სატვირთო ადგილის ბრუტო და ნეტო წონას კილოგრამობით. დასაშვებია, ნეტო წონის ნაცვლად მიეთითოს ნაკეთობათა რაოდენობა ცალობით. ეს მონაცემები შეიძლება არ აღინიშნოს, თუ ისინი მითითებულია ტვირთის შეფუთვის ამსახველ ნიშანდებაში;

ბ) სატვირთო ადგილების გაბარიტულ ზომებს სანტიმეტრობით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ან დიამეტრი და სიმაღლე). ამ ზომებს არ მიუთითებენ, თუ გაბარიტული ზომებიდან არც ერთი არ აღემატება 1 მეტრს – ტვირთის გადაზიდვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე და 1,2 მეტრს – ტვირთის გადაზიდვისას დახურულ ვაგონში.

6. ტვირთთან მოპყრობის მიმანიშნებელი გამოსახულების (შემდგომ – სამანიპულაციო ნიშნების) აღნიშვნის საჭიროება განისაზღვრება ტვირთის სტანდარტებითა და ტექნიკური პირობებით. თუ ტვირთთან მოპყრობის ხერხის გამოხატვა შეუძლებელია სამანიპულაციო ნიშნებით, დაიშვება გამაფრთხილებელი წარწერების გამოყენება.

7. თუ ერთგვაროვანი ტვირთი სავაგონო გზავნილებით პირდაპირი მიმოსვლით გადაიზიდება, სატრანსპორტო ნიშანდება უნდა გაკეთდეს თითოეულ ან არანაკლებ ოთხ სატვირთო ადგილზე. ამ შემთხვევაში, ნიშანდებულ სატვირთო ადგილებს განათავსებენ:

ა) დახურულ ვაგონებში – ორ-ორ ადგილს თითოეულ კართან, ნიშანდებით გარეთ;

ბ) ღია მოძრავ შემადგენლობაზე – ორ-ორ ადგილს ჩატვირთვის ზედა იარუსზე ვაგონის ყოველ გრძივ ბორტთან, ნიშანდებით მაღლა;

8. უნივერსალური კონტეინერებით გადასაზიდ ტვირთზე ძირითადი, დამატებითი და საინფორმაციო წარწერების მითითება, გარდა ბრუტო და ნეტო მასისა, სავალდებულო არ არის.

9. ნაყარი ან ჩამოსასხმელი ტვირთის უტაროდ გადაზიდვისას ტვირთს ნიშანდება არ უკეთდება.

10. ტვირთისაგან შედგენილ სატრანსპორტო პაკეტებზე წარწერების გაკეთების თავისებურებანი დადგენილია სატრანსპორტო პაკეტებით ტვირთის გადაზიდვის წესით.

    მუხლი 33

1. ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის ჩატვირთვა, განთავსება და დამაგრება უნდა უზრუნველყოფდეს მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებას, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების მექანიზაციის შესაძლებლობასა და ტვირთის, ვაგონების, კონტეინერების მთლიანობას.

2. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის დასატვირთად ვაგონები (კონტეინერები) სპეციალურად მზადდება, მოცემულია ამ წესების დანართში.

3. ტვირთი, რომლის შეფუთვაზეც არის სამანიპულაციო ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები, ვაგონებში იტვირთება ამ აღნიშვნებისა და წარწერების დაცვით.

4. ტვირთი ვაგონებსა და კონტეინერებში მაგრდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შესაბამისად. ტვირთის დასამაგრებლად, დასატვირთად და გადასაზიდად აუცილებელი სამარჯვების, მასალების, დაპაკეტების საშუალებების და სხვა მოწყობილობის მოწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზანი, ხოლო მათ დამაგრებას – დამტვირთავი მხარე.

5. აკრძალულია ერთ ვაგონში ისეთი ტვირთის ჩატვირთვა, რომელმაც თავისი თვისებების გამო შეიძლება დააზიანოს ან გააფუჭოს სხვა ტვირთი.

7. ვაგონის კართშორის სივრცეში ტარიან-ცალეული ტვირთი უნდა განთავსდეს კარსა და ტვირთს შორის სულ ცოტა 25 სმ დაშორებით.

8. ტვირთი ვაგონებში (კონტეინერებში) უნდა ჩაიტვირთოს მისი დატვირთვის ტექნიკური ნორმების დაცვით, ხოლო, თუ ტექნიკური ნორმები დადგენილი არ არის – ვაგონის (კონეტინერის) სრულ ჩატვირთვამდე, მაგრამ არა უმეტეს ვაგონის ან კონტეინერის ტრაფარეტზე მითითებული ტვირთამწეობისა.

9. აკრძალულია ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ტვირთის ჩატვირთვა დახურულ ვაგონში საერთო სარგებლობის ადგილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ტვირთის გადმოტვირთვას საერთო სარგებლობის ადგილებში უზრუნველყოფს ტვირთმიმღები.

    მუხლი 34

1. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა გადაიზიდება პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადმოტვირთვის სამუშაოების მაქსიმალური მექანიზება.

2. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად გადასაზიდად მიიღება ზედნადებში პაკეტების, შტაბელებისა და ლარტყულების რაოდენობის მითითებით.

3. თუ ხე-ტყე ბაქნებში ან ნახევარვაგონებში ჩაიტვირთება არა უმეტეს ორ შტაბელად, მაშინ უნდა მიეთითოს მორების რაოდენობა, როცა ეს რაოდენობა ერთ შტაბელში არ აღემატება 100 ერთეულს, ხოლო ორ შტაბელში 300 ერთეულს.

4. თუ ხე-ტყის ან დახერხილი მასალის ნახევარვაგონებში განთავსებისას გამოყენებულია ჩატვირთვის გაბარიტის ზედა ვიწრო ნაწილი (შემდგომ – გაბარიტის ვიწრო ნაწილი), ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, მიუთითოს გაბარიტის ვიწრო ნაწილში არსებული შტაბელების რაოდენობა მათი განთავსების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 35

1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას.

2. აკრძალულია ტვირთის წონის განსაზღვრა გაანგარიშებით ან ტვირთის აზომვით, თუ მისი ჩატვირთვა ვაგონების (კონტეინერების) სრულ შევსებამდე გამოიწვევს მათი ტვირთამწეობის დაშვებული ნორმების გადამეტებას.

3. არ დაიშვება ნაყარი და მარცვლეული ტვირთის წონის განსაზღვრა აზომვით ან პირობითად, თუ იგი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურებისა და სარკინიგზო სასაზღვრო გადამცემი სადგურის გავლით, არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით.

4. ტვირთის მასას განსაზღვრავს:

ა) რკინიგზა – თუ დატვირთვა ხორციელდება საერთო სარგებლობის ადგილებში;

ბ) ტვირთგამგზავნი – თუ დატვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

5. ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, რომელიც უნდა გადაიზიდოს ვაგონით (კონტეინერით), განისაზღვრება თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული ტრაფარეტის მიხედვით, სტანდარტული წონით, აგრეთვე გაანგარიშების გზით და აზომვით.

6. ტრაფარეტის საფუძველზე, სტანდარტის მიხედვით, გაანგარიშებით ან აზომვით ტვირთის წონას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთგამგზავნს არ აქვს ვაგონის სასწორი, ტვირთის წონა შეიძლება განისაზღვროს რკინიგზის სასწორით, ტვირთგამგზავნის ხარჯით.

    მუხლი 36

1. ცისტერნებში ჩასხმით გადასაზიდი ტვირთის წონას ტვირთგამგზავნი განსაზღვრავს აწონვით ან ჩამოსხმის სიმაღლისა და ჩასხმული ტვირთის მოცულობის დადგენით, ცისტერნების საკალიბრებელი ცხრილების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადებში, ტვირთის დასახელებასთან ერთად, მიუთითოს ჩასხმის სიმაღლე, ცისტერნაში ტვირთის ტემპერატურა და ტვირთის სიმკვრივე.

2. პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთი გადასაზიდად მიიღება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

    მუხლი 37

1. გადასაზიდი ტვირთის ასაწონად რკინიგზას – საერთო სარგებლობის ადგილებში და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) – არასაერთო სარგებლობის ადგილებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის საწონი ხელსაწყოები.

2. საწონი ხელსაწყოები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებასა და დადამღვას სტანდარტის მიხედვით.

3. რკინიგზას შეუძლია, ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება) ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და სხვა უფლებამოსილ პირთა საწონ ხელსაწყოებს.

4. ტვირთი ვაგონის სასწორზე იწონება გაჩერებულ მოხსნილ ან მოუხსნელ ვაგონში. ტვირთის აწონვა ვაგონის მოძრაობისას დაიშვება საგანგებოდ ასეთი აწონვისათვის განკუთვნილი ვაგონის სასწორით. თხევადი ტვირთით დატვირთული ცისტერნების მოძრაობისას დაუშვებელია აწონვა ურიკების ან ღერძების მიხედვით.

    მუხლი 38

1. გაჩერებულ მოხსნილ ვაგონში აიწონება დაყრით გადასაზიდი მარცვლეული და პურეული ტვირთი, პარკოსანი კულტურის თესლი, კომბინირებული საკვები, ქატო, დაყრით გადასაზიდი კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, დაუპაკეტებელი ფერადი ლითონი და ფერადი ლითონის ჯართი, სასურსათო და ჩამოსასხმელი ტვირთი, გარდა სპირტის, ღვინის და ღვინომასალისა. სხვა სახის ტვირთი აიწონება გაჩერებულ მოუხსნელ ან მოძრავ ვაგონში იმ სასწორზე, რომელიც განკუთვნილია ასეთი ტიპის აწონისათვის.

2. ვაგონის (კონტეინერის) ტარის წონა განისაზღვრება ვაგონზე (კონტეინერზე) მითითებული ტარფარეტის შესაბამისად. თუ ტვირთგამგზავნს აქვს ვაგონის სასწორი, ნებადართულია ვაგონის ტარის აწონვა ზედნადების გრაფაში „გადას. ტარა” ვაგონის ტარის ფაქტობრივი წონის აღნიშვნით.

3. ვაგონ-რეფრრატორებით გადასაზიდი ხორცის, მარცვლეულისა და სხვა მალფუჭებადი ტვირთის წონა განისაზღვრება სასაქონლო სასწორზე.

4. თუ ტვირთი გადაიზიდება მოსახსნელი მოწყობილობითა და სამაგრი რეკვიზიტებით, მათ შორის, ბოსტნეულის, პურეულის ფარებითა და სათბუნებლებით აღჭურვილი, ამ სამარჯვებისა და მასალების წონა არ შედის ტვირთის საერთო წონაში და მიეთითება ცალკე, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”. ამ შემთხვევაში, მოუხსნელი პურეულის ფარების წონა შედის ვაგონის ტარის მასაში.

    მუხლი 39

1. ტვირთის წონის განსაზღვრის ხერხი და ამწონი მხარე მიეთითება ზედნადების შესაბამის გრაფაში.

2. თუ ტვირთის წონა განსაზღვრულია სტანდარტის მიხედვით, მაშინ დამატებით მიეთითება ერთი ადგილის წონა.

    მუხლი 40

1. დატვირთულ ვაგონებს (კონტეინერებს) დადგენილი წესით პლომბავს ის მხარე (რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი), რომელმაც განახორციელა დატვირთვა.

2. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის გადაზიდვა დაიშვება დაუპლომბავად, მაგრამ რკინიგზის მიერ განსაზღვრული ტიპის კარებისა და ლუკების საკეტი ნაგრეხის სავალდებულო გამოყენებით, დგინდება ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესით.

    მუხლი 41

დატვირთვის დასრულების შემდეგ ტვირთგამგზავნმა უნდა გაასუფთაოს სპეციალიზებული და დახურული ვაგონების სახურავი და ჩასატვირთი ლუკები ჩატვირთული ტვირთის ნარჩენებისაგან, გაწმინდოს ვაგონებზე არსებული ტრაფარეტული წარწერები, ვაგონის ჩარჩო და სავალი ნაწილები.

    მუხლი 42

1. ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნმა თითოეულ სატვირთო გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით შედგენილი ზედნადები და სხვა საჭირო დოკუმენტები. აღნიშნული ზედნადები და მის საფუძველზე ტვირთგამგზავნისათვის გაცემული ტვირთის მიღების ქვითარი ადასტურებენ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას.

2. ტვირთის გადასაზიდად მიღების დასადასტურებლად ტვირთგამგზავნს გადაეცემა ტვირთის მიღების ქვითარი, რაზეც ის ხელს აწერს საგზაო უწყისის ყუაში.

3. ტვირთის გადასაზიდად მიღების დრო დასტურდება გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელით ზედნადების შესაბამის გრაფაში, სადაც აღინიშნება მიმდინარე დღე-ღამის თარიღი, მიუხედავად იმისა, აღნიშნული დღე-ღამის 18 საათამდე თუ შემდგომ გაფორმდა ტვირთის მიღება გადასაზიდად.

    მუხლი 43

1. განსხვავებული სიგანის ლიანდიან რკინიგზაზე ტვირთი გადასაზიდად მიიღება ამ წესებისა და ვაგონებზე (კონტეინერებზე) ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

2. იმ ტვირთმიმღების მისამართით გასაგზავნად, რომელსაც აქვს ვიწრო ლიანდის სარკინიგზო ხაზის მოქმედების ზონაში განლაგებული მისასვლელი ლიანდი, ტვირთი გადასაზიდად მიიღება დანიშვნით საქართველოს რკინიგზის საერთო ქსელში ჩართულ სადგურებში.

3. ფართო ლიანდის მქონე სადგურიდან ვიწრო ლიანდის მქონე სადგურის მიმართულებით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ტარიან-ცალეული ტვირთი, გარდა დახურულ ვაგონებში ჩატვირთული მძიმეწონიანი ან საფრთხეშემცველი ტვირთისა. ქაღალდის ტარაში (შეფუთვაში) მოთავსებული ტვირთის გადასაზიდად სხვადასხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ხაზზე, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ტვირთთან ერთად ვაგონში ჩატვირთოს ცარიელი ტომრები (კოლოფები), რომლის რაოდენობა უნდა იყოს ვაგონში ჩატვირთული ადგილების არანაკლებ 6 პროცენტისა.

4. ვიწროლიანდიანი სადგურისათვის განკუთვნილი ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურის თანხმობით, რომელსაც ესაზღვრება ვიწროლიანდიანი ხაზი.

5. თუ ტვირთი გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე შედგენილი დოკუმენტებით, მისი გადატვირთვა ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში ხორციელდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ. რკინიგზას ტვირთგამგზავნთან ან ტვირთმიმღებთან შეთანხმებით შეუძლია გადატვირთოს ასეთი ტვირთი, მათი ხარჯით.

6. ტარიან-ცალეული ტვირთი, რომელიც გადატვირთვის სადგურში მიტანილია წესივრული შეფუთვით, ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში გადაიტვირთება ტვირთის ადგილების რაოდენობის შემოწმებით. ამ შემთხვევაში ტვირთის წონა ან ნაკეთობათა რაოდენობა მოწმდება მხოლოდ დაზიანებულ ადგილებში.

7. ტვირთი ვიწრო ლიანდის ვაგონებში თავსდება და მაგრდება დადგენილი ტექნიკური ნორმების მიხედვით.

    მუხლი 44

თუ გაგზავნის სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთგამგზავნი ტვირთს შეიტანს მის ჩასატვირთად განსაზღვრულ ვადაზე ადრე, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს შესანახად. ამ შემთხვევაში ზედნადების გრაფაში „ჩატვირთვა დანიშნულია –––– (რიცხვი) –––––––– (თვე)” და ტვირთის გადასაზიდად მიღების კალენდარულ შტემპელში მიეთითება ამ ტვირთის ფაქტობრივი ჩატვირთვის თარიღი საერთო სარგებლობის ადგილებში.

    მუხლი 45

1. ტვირთის გადასაზიდად გაფორმება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ზედნადებით, თუ ტვირთგამგზავნი რეგისტრირებულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტად და გაგზავნის სადგური ჩართულია ამ სისტემაში.

2. თუ არ არსებობს დადგენილი წესით განსაზღვრული ელექტრონული სახის თანმხლები დოკუმენტაცია, გადაზიდვა ფორმდება ქაღალდის ზედნადებით.

თავი V

ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი

    მუხლი 46

1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების პირობებს გაგზავნის სახეობის მიხედვით.

2. ტვირთის გადაზიდვა სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით ფორმდება გუ-27 ფორმის ზედნადებით ან გუ-29-0 ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტით, რომელიც შედგება ზედნადების, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრისგან.

3. ტვირთის გადაზიდვა სავაგონო გზავნილებით შეიძლება გაფორმდეს გუ-27-უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადებით.

4. ტვირთის მარშრუტებით, ვაგონთა ჯგუფებით და კონტეინერებით გადაზიდვისას ზედნადების შევსების წესი და მისი ფორმა განისაზღვრება შესაბამისად ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებითა და უნივერსალური კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის წესებით.

    მუხლი 47

1. გადაზიდვის საბუთების ბლანკები შეივსება საბეჭდი მანქანის, მათ შორის, კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით, ან ხელით, მელნიანი (ბურთულიანი) კალმით, ხოლო ცალკეული მონაცემები აღინიშნება შტემპელით.

2. გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების წაშლა ან გადახაზვა აკრძალულია.

3. ტვირთგამგზავნის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების შეცვლის აუცილებლობისას იგი ვალდებულია შეავსოს ამ საბუთების ახალი ბლანკი.

4. რკინიგზის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების ცვლილებებსა და დამატებებს გადაზიდვის საბუთებს შემდგენელი რკინიგზის მუშაკი ამოწმებს ხელმოწერითა და სადგურის შტემპელით.

    მუხლი 48

1. ამ წესების შესაბამისად ტვირთგამგზავნის მიერ გაფორმებული ზედნადები და მის საფუძველზე გაცემული ტვირთის მიღების ქვითარი ადასტურებენ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას.

2. ზედნადები, საგზაო უწყისთან ერთად, თან ახლავს ტვირთს დანიშნულების სადგურამდე, სადაც იგი გადაეცემა ტვირთმიმღებს. ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ხელს აწერს საგზაო უწყისში, ხოლო ტვირთის მიღების ქვითრის გაცემისას – აგრეთვე საგზაო უწყისის ყუაზე. საგზაო უწყისის ყუა რჩება გაგზავნის სადგურს.

    მუხლი 49

1. აკრძალულია გადაზიდვის გაფორმება ერთი გადაზიდვის საბუთით, თუ:

ა) სხვა ტვირთთან ერთად გამყოლის გარეშე გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთი;

ბ) გადაიზიდება ტვირთი, რომლის თვისებების გამო აკრძალულია მისი გადაზიდვა ერთ ვაგონში სხვა ტვირთთან ერთად.

გ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამგვარი ზომების დაცვას არ მოითხოვს;

დ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს სანიტარიული, ვეტერინარული და სხვა განსაკუთრებული ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამ ზომების დაცვას არ მოითხოვს;

ე) გადაიზიდება შენახვის სხვადასხვა ვადის მქონე ტვირთი, თუ იგი არ გადმოსატვირთად იგზავნება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

2. ტვირთგამგზავნის თხოვნით რკინიგზას შეუძლია ზედნადები შეავსოს ხელშეკრულების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ზედნადებს ხელს აწერს ტვირთგამგზავნი.

    მუხლი 50

1. ტვირთგამგზავნი ქონებრივად აგებს პასუხს ზედნადებში შეტანილი მონაცემების უტყუარობასა და არასწორი, უზუსტო და არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგზე.

2. რკინიგზა უფლებამოსილია შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორე.

3. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით გადასაზიდი ტვირთის შესახებ არასწორი, უზუსტო, არასრული მონაცემების ჩვენების, გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნის ან ტვირთის თვისებების არასწორი მითითების გამო ტვირთგამგზავნს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 51

1. გადაზიდვის საბუთები, ტექსტობრივ ინფორმაციასთან ერთად, უნდა შეიცავდეს მის კოდირებულ ინფორმაციას, რომლის აღნიშვნების ადგილი გადაზიდვის საბუთების ბლანკებში ჩარჩოებით არის გამოყოფილი.

2. გადაზიდვის საბუთებში მოცემული ინფორმაციის კოდირების წესს შეიმუშავებს რკინიგზა.

    მუხლი 52

1. ელექტრონული ზედნადები შეივსება და გადაიცემა უქაღალდო ტექნოლოგიითა და ელექტრონული ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების (შემდგომ – ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა) გამოყენებით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრონული ზედნადების მონაცემების შენახვას, მათი კონფიდენციალობის დაცვას და გამორიცხავდეს ამ მონაცემებში უნებართვო შეღწევას.

2. ელექტრონული ზედნადები შეივსება მხოლოდ ავტომატიზებულ სამუშაო ადგილზე (შემდგომ – ავტომატიზებული ადგილი), რომელიც რეგისტრირებულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის სააბონენტო პუნქტის სახით.

3. გადაზიდვის ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადების ფაქტი დასტურდება ტვირთგამგზავნის ავტომატიზებული ადგილიდან ავტომატიზებულ საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ზედნადების შეტყობინების მიღების ნულოვანი კოდის მიწოდებით და ტვირთგამგზავნისათვის ტვირთის მიღების ქვითრის გაცემით.

    მუხლი 53

1. უფლებამოსილი პირის რეკვეზიტების მიხედვით ელექტრონულ ზედნადებს ავსებს ტვირთგამგზავნი ან გაგზავნის სადგური.

2. ტვირთგამგზავნი ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:

ა) გრაფაში სიჩქარე” – აღინიშნება გადაზიდვის სიჩქარე (სატვირთო ან დიდი). თუ გადაზიდვა დადგენილია მხოლოდ დიდი სიჩქარით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ამ გრაფაში მიუთითოს სწორედ ეს სიჩქარე;

ბ) გრაფები ვაგონის სახეობა”, ვაგონის ნომერი”, ვაგონის ტვირთამწეობა”, ღერძების რაოდენობა”, საკისრების მონაცემები”, მიბმის კოდი”, ვაგონის ტიპი”, ვაგონის ძარის მოცულობა”, დატვირთვის ტექნიკური ნორმა” – შეივსება თითოეულ ვაგონზე, თუ დატვირთვა განხორციელდა ტვირთგამგზავნის საშუალებებით. სარეფრიჟერატორო სექციებით გადაზიდვისას გრაფაში ვაგონის სახეობა” ჩაიწერება ასოები სს”, ხოლო გრაფაში ვაგონის ნომერი” წილადით აღინიშნება: მრიცხველში – სარეფრიჟერატორო სექციის ნომერი, მნიშვნელში – ვაგონის ნომერი და ვაგონის მესაკუთრე რკინიგზის ციფრული კოდი;

გ) გრაფა „არაგაბარატულობის სახეობა” – შეივსება მხოლოდ ტვირთის არაგაბარიტულობისას და აღინიშნება არაგაბარიტულობის ხუთნიშნა ინდექსით;

დ) გრაფაში დატვირთვის ნორმა” – აღინიშნება ვაგონის დატვირთვის საქსელო ან ტექნიკური ნორმა, ხოლო, თუ ტვირთზე ტექნიკური ნორმა არ არის დადგენილი, ამ გრაფაში შემოკლებით მიეთითება: არ/დადგ.”;

ე) გრაფაში გაგზავნის სადგური” – აღნიშნება გაგზავნის სადგურის ზუსტი სახელწოდება. ეს გრაფა შეიძლება, შეავსოს სადგურის შტემპელის გამოყენებით. თუ იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, გრაფაში გაგზავნის სადგური” მიეთითება ნავსადგურებთან განლაგებული პორტისპირა ან სასაზღვრო გადამცემი სადგური. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის საბუთს უკეთდება აღნიშნვა – იმპორტი”. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გაგზავნის სადგურის სახელწოდება აღინიშნება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემისათვის გათვალისწინებული სადგურების კლასიფიკატორის შესაბამისად;

ვ) გრაფაში დანიშნულების სადგური” – აღინიშნება ტვირთის დანიშნულების სადგურის ზუსტი სახელწოდება. თუ ტვირთი გადაიზიდება იმ სადგურისაკენ, სადაც გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ მისასვლელ ლიანდაგზე, ამ გრაფაში, სადგურის სახელწოდებასთან ერთად, კეთდება აღნიშვნა: მისასვლელ ლიანდაგზე ჩამოყენებით...…” და მიეთითება იმ მიმღების დასახელება, რომლის მომსახურებისათვის არის განკუთვნილი მისასვლელი ლიანდაგი. თუ საექსპორტო ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სასაზღვრო გადამცემი ან საზღვაო ნავსადგურისპირა სადგური. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის საბუთში კეთდება აღნიშნვა – ექსპორტი”. თუ ტვირთი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, დანიშნულების სადგურის სახელწოდება მიეთითება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის კლასიფიკატორის შესაბამისად;

ზ) გრაფაში გამგზავნი” – აღინიშნება მხოლოდ ერთი ტვირთგამგზავნი იურიდიული პირის ზუსტი საფირმო სახელწოდება და კოდი, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი ფიზიკური პირია – მისი სახელი, გვარი და საპასპორტო მონაცემები. თუ იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს ის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც თავისი ან ტვირთის მესაკუთრის სახელით ტვირთს გადასაზიდად წარუდგენს რკინიგზას;

თ) გრაფაში გამგზავნის საფოსტო მისამართი” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის სრული საფოსტო მისამართი, ინდექსის, რაიონის, ქალაქის, ქუჩის და სახლის ნომრის მითითებით;

ი) გრაფები მიმღები” და მიმღების საფოსტო მისამართი” შეივსება ამ მუხლის ზ” და თ” ქვეპუნქტების ანალოგიურად;

კ) „გამგზავნი” და მიმღები” გრაფების შევსებისას მიეთითება მხოლოდ ერთი იურიდიული პირის სახელწოდება ან ფიზიკური პირის გვარ-სახელი;

ლ) გრაფაში გადამხდელი” – აღინიშნება იმ პირის დასახელება და კოდი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ანგარიშწორებას ტვირთის გაგზავნა-გადაცემისას;

მ) გრაფაში გამგზავნის ნიშნები” – აღინიშნება სატვირთო ადგილებზე ტვირთგამგზავნის მიერ დატანებული განმასხვავებელი ნიშნები.

ნ) გრაფაში ადგილების რაოდენობა” – აღინიშნება ტვირთის ადგილების რაოდენობა ტვირთის თითოეული დასახელებისა (კრებსითი გზავნილი) და შეფუთვის სახეობის მიხედვით, აგრეთვე ადგილების საერთო რაოდენობა. თუ ტვირთი გადაიზიდება პაკეტებით ქვეშზე, ამ გრაფაში წილადით მიეთითება: მრიცხველში – ქვეშზე დაწყობილი პაკეტების რაოდენობა, მნიშვნელში – პაკეტებში ადგილების საერთო რაოდენობა;

ო) გრაფაში შეფუთვა” – შემოკლებით აღინიშნება ტვირთის ტარის სახეობა. თუ ტვირთი შეუფუთავად გადაიზიდება, ამ გრაფაში შემოკლებით აღინიშნება შეუფ.”;

პ) გრაფაში ტვირთის დასახელება” – აღინიშნება ტვირთის ზუსტი სრული დასახელება. თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ერთი გზავნილით გადასაზიდი მთელი ტვირთის ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი იურიდიული პირი, თავის საფირმო ბლანკზე, ადგენს მთელი გადასაზიდი ტვირთის ნუსხას ნიშნების, ადგილების რაოდენობის, შეფუთვის, დასახელებისა და წონის მითითებით. ნუსხა დგება საფინანსო ოპერაციებში მოსახმარი ბეჭდით დამოწმებულ და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოთხ ეგზემპლარად. ზედნადების შესაბამის გრაფებში მიეთითება ტვირთის საერთო რაოდენობა და წონა, ხოლო გრაფაში “ტვირთის დასახელება” აღინიშნება: კრებსითი გაგზავნა, ტვირთის ნუსხა თან ერთვის”. ნუსხის თითოეულ ეგზემპლარზე მიეთითება ზედნადების ნომერი და აღიბეჭდება გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ეგზემპლარი თან უნდა დაერთოს ზედნადებს, ხოლო ერთი პირი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, გადაეცემა ტვირთგამგზავნს. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ტვირთის დასახელება აღინიშნება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფაში ტვირთის დასახელება” აგრეთვე მიეთითება:

პ.ა) ხე-ტყის შტაბელებად გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილში მოთავსებული ძირითადი შტაბელების რაოდენობა და სიმაღლე;

პ.ბ) მორების და დახერხილი ხე-ტყის გადაზიდვისას – მორების და დახერხილი მასალის სიმაღლე ნახევარვაგონის ბორტის დონესთან შედარებით;

პ.გ) ჩამოსასხმელი ტვირთის გადაზიდვისას – ჩამოსხმის სიმაღლე, სიმკვრივე და ტვირთის ტემპერატურა;

პ.დ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლით გადაზიდვისას – გამყოლის სახელი, გვარი, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია, ნომერი და სამედიცინო მოწმობის ნომერი. ელექტრონული ზედნადების გამოყენებისას, აგრეთვე აღინიშნება გამყოლთა რაოდენობა. თუ გადასაზიდად წარდგენილია ვაგონები, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის ან მის მიერ სხვა პირთა დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში ტვირთის დასახელება” შეიტანოს შესაბამისი აღნიშნვა. თუ ტვირთი გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, ამ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „გადაზიდვა განსაკუთრებული პირობებით“;

რ) გრაფა გამგზავნის მიერ კგ-ობით განსაზღვრული ტვირთის წონა” – შეივსება ტვირთგამგზავნის მიერ, როდესაც ტვირთის წონა განსაზღვრულია მისი მონაწილეობით. თუ ტვირთის წონა დადგენილია სავაგონო სასწორზე, შესაბამის გრაფებში მიეთითება მისი ბრუტო, ნეტო და ვაგონის ტარის წონა. თუ ერთი გადაზიდვის საბუთით გადასაზიდად წარდგენლია სხვადასხვა დასახელებისა და შეფუთვის ცალკეული ტვირთი, ცალცალკე უნდა აღინიშნოს თითოეული დასახელების ტვირთის და აღნიშნული საბუთით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა;

ს) გრაფაში ადგილების საერთო რაოდენობა” – სიტყვიერად აღინიშნება გადასაზიდად წარდგენილი ყველა დასახელების ტვირთის ადგილების საერთო რაოდენობა;

ტ) გრაფაში საერთო წონა” – სიტყვიერად აღინიშნება გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, დადგენილი ტვირთგამგზავნის მიერ ან მისი მონაწილეობით;

უ) გრაფაში წონის განსაზღვრის ხერხი” – აღინიშნება, რა ხერხით განისაზღვრება ტვირთის წონა ტვირთგამგზავნის მიერ ან მისი მონაწილეობით; თუ ტვირთის წონა დადგენილია სტანდარტის მიხედვით, ამ გრაფაში მიეთითება ერთი სატვირთო ადგილის სტანდარტული წონის ბრუტო და ნეტო;

ფ) გრაფებში სსმ’’-ს (საკეტ-საპლომბი მოწყობლობის) მონაცემები”, სსმ ტიპი და საკონტ.ნიშნები” – აღინიშნება, თუ ვის მიერ არის დაყენებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, მისი ტიპი, მასზე მითითებული გაგზავნის რკინიგზის შემოკლებული სახელწოდება და საკონტროლო ნიშნები;

ქ) გრაფაში „გამოცხადებული ფასეულობა” – სიტყვიერად აღინიშნება ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გამოცხადებული ღირებულება ეროვნული ვალუტით;

ღ) გრაფაში პასუხს ვაგებ ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის სახელი, გვარი და ხელი მოეწერება მის მიერ, ხოლო, თუ გადაზიდვის საბუთებს ავსებს ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენელი – დამატებით მიეთითება მისი თანამდებობა;

ყ) ზედნადების უკანა მხარეს, გრაფა ტვირთის განლაგება და დამაგრება” – შეივსება ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების (შემდგომ – ტექნიკური პირობები) შესაბამისად და დასტურდება შემვსები პირის ხელმოწერით, მისი სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით. იგივე მონაცემები აღინიშნება ელექტრონულ ზედნადებში;

შ) გრაფაში გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” (ზედნადების უკანა მხარე) – ამ წესებითა და ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ტვირთგამგზავნი აღნიშნავს:

შ.ა) ტვირთის ქვეშზე გადასაზიდად წარდგენისას – ქვეშების რაოდენობას, ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონში დაყენებული იმ სამარჯვების დასახელებასა და რაოდენობას, რომელიც უნდა გადაეცეს ტვირთმიმღებს დანიშნულების სადგურში;

შ.ბ) მოსახსნელ-მოწყობილიანი და სათბუნებლიანი ტვირთის გადაზიდვისას – მოწყობილობისა და სათბუნებლის წონას;

შ.გ) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის შეყინვისაგან დასაცავად მიღებულ პროფილაქტიკურ ზომებს;

შ.დ) გადასაზიდად წარდგენილი შეუფუთავი ტვირთის ხილულ დაზიანებებს;

შ.ე) ტვირთგამგზავნის თანდართულ საბუთებს (სპეციფიკაცია, ტექნიკური პასპორტი და სხვა), რომელიც დამაგრებულია გადაზიდვის დოკუმენტებზე. თუ საექსპორტო და იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ან სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით, ზედნადების მე-4 გრაფაში ტვირთგამგზავნს შეაქვს, ხოლო პორტისპირა ან სასაზღვრო გადამცემი სადგურის უფლებამოსილ მუშაკს საგზაო უწყისსა და საგზაო უწყისის ყუაზე, მიმღების” გრაფაში გადააქვს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილ აღნიშვნათაგან:

შ.ე.ა) საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას საზღვაო ნავსადგურების გავლით – იგზავნება წყლის ტრანსპორტით... (აღინიშნება დანიშნულების ქვეყანა და ნავსადგური)”;

შ.ე.ბ) საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას სასაზღვრო გადამცემი ნავსადგურებიდან – იგზავნება ... (აღინიშნება დანიშნულების ქვეყანა)”;

შ.ე.გ) იმპორტული ტვირთის გადაზიდვისას საზღვაო ნავსადგურებიდან – შემოტანილია წყლის ტრანსპორტით ... (აღინიშნება გამომგზავნი ქვეყანა, ნავსადგურები)”;

შ.ე.დ) იმპორტული ტვირთის გადაზიდვისას სასაზღვრო გადამცემი სადგურებიდან – შემოტანილია ... (აღინიშნება გამგზავნი ქვეყანა)”. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, მე-4 გრაფაში დამატებით შეიტანოს სხვა აღნიშვნებიც, რომლებიც არ არის დადგენილი ამ წესებით.

3. საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვისას გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

    მუხლი 54

ზედნადები გაგზავნის სადგურის მიერ შეივსება შემდეგი წესით:

ა) გრაფაში განსაკუთრებული აღნიშვნების და შტემპელების ადგილი” აღინიშნება:

ა.ა) საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას – მატარებლის შემადგენლობაში ვაგონის დაცვა-დაფარვის აუცილებლობის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთების გადაზიდვის წესით;

ა.ბ) მოცემული მიმართულებით გადაზიდვის შეზღუდვის თაობაზე, მოძრავი შემადგენლობის მასის, სახეობის ან დატვირთვის გაბარიტის მიხედვით;

ა.გ) საფრთხეშემცველი, არაგაბარიტული ან მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვისას 1520 მმ-ლიანდიან რკინიგზაზე – გორაკიდან დაშვების აკრძალვის შესახებ;

.) ტვირთის გადაზიდვისას გამგზავნის მარშრუტითგამგზავნის მარშრუტის ნორმის და სახეობის შესახებ;

 ) გრაფაში ზედნადების №” – მიეთითება საგზაო უწყისის სასტამბო ნომერი (გზავნილის ნომერი), რომლითაც ეს ტვირთი გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე;

 ) გრაფაში განაცხადის №” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მიღებული განაცხადის ნომერი, ხოლო, თუ ტვირთი მიღებულია უგანაცხადოდ, აღინიშნება დატვირთვაზე გაცემული განკარგულების ნომერი;

 ) გრაფაში ტვირთის შემოზიდვის ნებადართული თარიღი” – მიეთითება ტვირთის შემოზიდვის რიცხვი და თვე. ეს გრაფა შეივსება ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში გადასაზიდად წარდგენის ყველა შემთხვევაში;

 ) გრაფაში დატვირთვის დანიშვნის თარიღი” – აღინიშნება საერთო და არასაერთო ადგილებში დატვირთვის რიცხვი და თვე. თუ გაგზავნის სადგურში ტვირთი ვადაზე ადრე იქნა შემოზიდული, აღნიშნული გრაფა შეივსება ამ მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ზედნადების ვიზირების წესს ადგენს სადგური;

) გრაფები რკინიგზის მიერ განსაზღვრული ტვირთის წონა, კგდა წონის განსაზღვრის ხერხი” – შეივსება, თუ ტვირთის წონა განსაზღვრულია რკინიგზის მიერ, სასწორის ტიპის ჩვენებით;

) გრაფაში რკინიგზის მიმღებ-ჩამბარებელი” – ხელს აწერს რკინიგზის მიმღებ-ჩამბარებელი;

) გრაფაში რკინიგზის მარკა” (შეივსება ტვირთის მცირე პარტიებით გაგზავნისას) – აღინიშნება რიგითი ნომერი, ადგილების რაოდენობა და გაგზავნის სადგურის კოდი გასაგზავნად ტვირთის მიღების დავთრის მიხედვით;

) გრაფაში ტვირთის ნაწილ-ნაწილ შემოზიდვა” (ზედნადების უკანა მხარე) – სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი აღნიშნავს ტვირთის ნაწილის ცალ-ცალკე შემოზიდვის თარიღს საერთო სარგებლობის ადგილებში, ადგილების რაოდენობასა და ტვირთის წონას. ეს მონაცემები დასტურდება მიმღებ-ჩამბარებლის ხელმოწერით;

) გრაფები სატარიფო აღნიშვნები”, საფასურის გაანგარიშება კილომეტრაჟის მიხედვითდა გასვლისას” – შეივსება მოქმედი ტარიფების მიხედვით. გრაფაში გასვლისასტვირთის გადაზიდვის საფასურის დამრიცხველი ან გადამხდევინებელი სადგური ვალდებულია, აღნიშნოს გადაზიდვის, გამყოლის მგზავრობის, რკინიგზის მიერ ტვირთის თანხლებისა და დაცვის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ფასეულობის გამოცხადების საფასური.

) გრაფაშისაფასური გადახდილია გაგზავნის სადგურზე” – აღინიშნება სხვადასხვა გადასახდელების ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადამხდელო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. საფასურის გადახდა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით. თუ ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ფიზიკური პირები არიან, გრაფებში გამგზავნიდა მიმღებიდამატებით მიეთითება ციფრული კოდი „100”.

    მუხლი 55

1. ზედნადებისა და საგზაო უწყისის უკანა მხარეს, აგრეთვე საგზაო უწყისის ყუის წინაპირზე და ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარზე დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გადასაზიდად მიღების დროის ჩვენებით.

2 თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, მისი გადასაზიდად მიღების დრო აღინიშნება ელექტრონულ ზედნადებში. თუ ტვირთგამგზავნმა გაგზავნის სადგურში ტვირთი შეზიდა დატვირთვის ვადამდე ადრე, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს შესანახად რკინიგზის სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში დატვირთვა დანიშნულია... “ და ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის კალენდარულ შტემპელში აღინიშნება ამ ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში ვაგონში (კონტეინერში) ფაქტობრივი ჩატვირთვის თარიღი.

    მუხლი 56

1. გაგზავნისა და დანიშნულების სადგურის სახელწოდების შემდეგ აღინიშნება ამ სადგურების კოდი.

2. თუ წარდგენილია ტვირთგამგზავნის მიერ გაფორმებული ზედნადები, მასში შეტანილი მონაცემები გაგზავნის სადგურს გადააქვს საგზაო უწყისში, საგზაო უწყისის ყუაზე და ტვირთის მიღების ქვითარში.

    მუხლი 57

1. სადგური სვლის გზაზე ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:

) სადგურების ყველა აღნიშვნა სრულდება ზედნადების უკანა მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაში რკინიგზის აღნიშვნები”;

) გაგზავნასთან დაკავშირებით აქტების შედგენისას აღინიშნება აქტის ნომერი, მისი შევსების თარიღი და აქტის შინაარსი.

2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მონაცემების გარდა, ზედნადებში აღინიშნება:

) იმ სადგურის კოდი, სადაც გაფორმდა აქტი;

) კომერციული უწესივრობის კოდი, ხოლო, თუ კომერციულ უწესივრობათა აღმოსაფხვრელად ან ტვირთის მდგომარეობის შესამოწმებლად საჭირო გახდა ვაგონის მატარებლიდან მოხსნა და სპეციალურ ლიანდაგზე ჩამოყენებამოხსნის მიზეზიც;

) დასაცავად ვაგონის სატრანსპორტო პოლიციისათვის გადაცემის შესახებ;

) იმ სადგურის კოდი, სადაც დაიშვება ვაგონის გატარება ტვირთის შესამოწმებლად;

) ტვირთის სხვა ვაგონში გადატვირთვის აუცილებლობის შესახებ;

) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) შეტყობინების შესახებ, შეტყობინების თარიღის, დროისა და შეტყობინების საშუალების მითითებით, თუ გადაიზიდება საფრთხეშემცვლელი ტვირთი.

    მუხლი 58

1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:

) გადაზიდვის პირვანდელ საბუთებშიტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, განკარგულების თარიღი, ნომერი და ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება;

) გადაზიდვის ახალ საბუთებშიტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, განკარგულების თარიღი, ნომერი, პირვანდელი ზედნადების ნომერი, გაგზავნის და დანიშნულების სადგურის სახელწოდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღნიშვნები მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და მისამართის შეცვლის გამფორმებელი სადგურის შტემპელით.

3. ტვირთის გადაზიდვისას ელექტრონული ზედნადებით გადაზიდვის საბუთები ფორმდება იგივე წესით.

    მუხლი 59

1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩაიწერება ახალი მონაცემები. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-5 გრაფასა და საგზაო უწყისში აღინიშნება ტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა. აღნიშვნა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.

2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული მონაცემები შეიტანება პირვანდელ ელექტრონულ ზედნადებში. გუ-27 -ვც ფორმის პირვანდელი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი, რომელიც ამოიბეჭდება მისამართის შეცვლის გაფორმებისას, მოწმდება საქონლის მოლარის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით გრაფაში რკინიგზის აღნიშვნები”.

    მუხლი 60

1. თუ ტვირთმიმღები შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დანიშნულების სადგური დარჩა, ტვირთმიმღების სახელწოდება და მისი კოდი გადაიშლება ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და ტვირთგამგზავნის განცხადების საფუძველზე აღინიშნება ახალი ტვირთმიმღების სახელწოდება და კოდი. ამ შესწორების დამოწმება ხდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.

2. სვლის გზაზე ტვირთის ერთი ვაგონიდან მეორეში გადატვირთვისას გადაზიდვის დოკუმენტებში გადაიშლება ვაგონის ნომერი და მის შესახებ არსებული სხვა მონაცემები ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და მასში ჩაიწერება იმ ვაგონის მონაცემები, რომელშიც გადაიტვირთა ტვირთი. ეს ცვლილება მოწმდება სადგურის მუშაკის ხელმოწერით, რომელიც ხელმძღვანელობდა გადატვირთვას და იმ სადგურის შტემპელით, სადაც განხორციელდა სხვა ვაგონში გადატვირთვა.

3. თუ ტვირთი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლით გასაზღვრული მონაცემების გარდა მასში აღინიშნება სადგურის იმ მუშაკის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც ხელმძღვანელობდა გადატვირთვას.

    მუხლი 61

1. ზედნადები დანიშნულების სადგურში შეივსება შემდეგი წესით:

) გრაფაში შემოსვლისას” – აღინიშნება გადაზიდვის საბოლოო ღირებულება, დანიშნულების სადგურში გადახდილი დამატებითი საფასური და საერთო თანხა გადაზიდვის საბუთების შესაბამისად;

) გრაფაში დანიშნულების სადგურზე აკრეფილი გადასახდელები” – აღინიშნება სხვადასხვა სახის საფასურის გადახდის ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადასახადო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. გადასახდელების გადახდა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით, ხოლო ზედნადების უკანა მხარესა და საგზაო უწყისში დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ;

) გრაფაში გადმოტვირთვა რკინიგზის მიერ ან ჩამოყენება მიმღების საშუალებით გადმოსატვირთად” – ზედნადების უკანა მხარეზე და საგზაო უწყისში დაისმის დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელი და აღინიშნება რკინიგზის მიერ გადმოსატვირთად ტვირთის მიწოდების დრო;

) გრაფა ტვირთის გატანა” (ზედნადების უკანა მხარეს) – შეივსება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის გადმოტვირთვისა და დანიშნულების სადგურიდან გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ, თითოეული ნაწილის გატანის შესახებ ამ გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. იმ სადგურზე, საიდანაც ტვირთის გატანა ხორციელდება საშვით ზედნადებში აგრეთვე მიეთითება საშვის ნომერი;

) გრაფაში რკინიგზის აღნიშვნები” (ზედნადების უკანა მხარეს) – აღინიშნება მონაცემები ამ წესების 57-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, თუ შეიცვალა მიტანილი ტვირთის მისამართი;

) გრაფაში აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ” (ზედნადების უკანა მხარეს) – ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად მიეთითება ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გაცემის თაობაზე,;

2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, იგი შეივსება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 62

1. ტვირთის მიღებისა და გადაზიდვისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად ტვირთმიმღები და სადგური ავსებენ საგზაო უწყისის შემდეგ გრაფებს:

) გადამხდელი” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ ტვირთის გადაზიდვისათვის ანგარიშსწორების განმხორციელებელი პირის დასახელებისა და კოდის მითითებით;

) ტვირთი მივიღე ……რიცხვითვე.“ – შეივსება ტვირთმიმღების მიერ;

) მინდობილობა № ….” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ და მასში აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;

) „პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერია“ – დანიშნულების სადგურის მიერ აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია, ნომერი და მისი მისამართი.

2. საგზაო უწყისში შეტანილი მონაცემები მოწმდება ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით.

3. იგივე მონაცემები აისახება ელექტრონულ ზედნადებში, თუ ტვირთი გადაიზიდა მისი გამოყენებით.

    მუხლი 63

1. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით, გადაზიდვის საბუთების გაფორმების დაჩქარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გუ-29-ი ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტი, რომელიც მოიცავს ზედნადებს, საგზაო უწყისს, საგზაო უწყისის ყუასა და ტვირთის მიღების ქვითარს.

2. გადაზიდვის საბუთების კომპლექტში შემავალი ბლანკების ფორმა საშუალებას იძლევა, რომ ასლის გადასაღები ქაღალდის გამოყენებით ერთდროულად იქნეს შევსებული იდენტურად განლაგებული გრაფები.

3. გადაზიდვის საბუთების შევსებულ კომპლექტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი.

    მუხლი 64

1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ტვირთგამგზავნი ავსებს ზედნადებს თავის ავტომატიზებულ ადგილზე ტვირთის ვაგონში ჩატვირთვამდე და ჩატვირთვის შემდეგ.

2. ელექტრონული ზედნადების შევსების თითოეულ ეტაპზე მასში შეიტანება მონაცემები ამ წესების 53-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხოლო გაგზავნის სადგურის მიერ – 54-ე-56-ე მუხლების მიხედვით.

3. საჭიროებისამებრ, დანიშნულების სადგური ახორციელებს გუ-27-უვც ფორმის ზედნადების, გუ-29--ვც საგზაო უწყისის და ელექტრონულ ზედნადებზე თანდართული ელექტრონული საბუთების ქაღალდის ასლების ამობეჭდვას. ამ შემთხვევაში, ქაღალდის ასლებზე ყველა შტემპელი, წარწერა და ხელმოწერა, რომლის გაფორმება გათვალისწინებულია ამ წესებით, გაგზავნის სადგურის მიერ და სვლის გზაზე აღინიშნება საბეჭდი მანქანის გამოყენებით.

4. ქაღალდის ასლები მოწმდება:

) გუ-27--ვც ზედნადების ფორმით ამობეჭდილი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი საქონლის მოლარის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით გრაფაში ტვირთის გაცემის გაფორმება”;

) გუ-29--ვც საგზაო უწყისის ფორმით ამობეჭდილი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი საქონლის მოლარისა და ტვირთმიმღების წარმომადგენლის ხელმოწერით, რომელმაც ელექტრონული ზედნადების განკრედიტება მოახდინა, აგრეთვე დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელით გრაფაში ტვირთის გაცემის გაფორმება”;

) ელექტრონული სახით გაფორმებული სხვა გადაზიდვის საბუთების ქაღალდის ასლები მოწმდება დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელით.

5. თუ გადაზიდვის საბუთები გაფორმდება ტვირთის დაშლის პუნქტში, ტვითგამგზავნის (ტვირთმიმღების) უფლებამოსილ პირს, რომელიც ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტია, ელექტრონულ ზედნადებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:

) განკარგულების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც მოხდა ტვირთის მისამართის დაზუსტება;

) ახალი დანიშნულების სადგურის კოდი და სახელწოდება;

) ახალი ტვირთმიმღების კოდი და სახელწოდება;

) ტვირთის მისამართის დამზუსტებელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

) ტვირთის მისამართის დაზუსტების გაფორმების თარიღი;

6. თუ აუცილებელია ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლის ამობეჭდვა, ტვირთის მისამართის დაზუსტების შტემპელი სრულდება საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი სახით.

    მუხლი 65

1. ცემენტის, კირიანი და დაყრით გადასაზიდი სხვა მასალის გადმოტვირთის შემდეგ გამოთავისუფლებული ცარიელი ცისტერნების, ჰოპერ-ცემენტმზიდების, მინერალმზიდების, მარცვლეულმზიდების, აპატიტმზიდების, გუნდამზიდების, ცივგლინული ფოლადის გადასაზიდად განკუთვნილი ბაქნების, მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდად განკუთვნილი დახურული ვაგონების, მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდი ორიარუსიანი ბაქნების, მთლიანლითონის სატვირთო ვაგონების, ტრანსპორტერების, ნახევარვაგონების, ბაქნების და დახურული ვაგონების გადაზიდვა ფორმდება გუ-27-სპ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით.

2. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩასასხმელ პუნქტებში მიმავალი რკინიგზის ცარიელი ცისტერნების, ბუნკერული ნახევარვაგონების გადაზიდვა მისი დავალებით ფორმდება:

) გუ-27-დს ფორმის გადაგზავნის ზედნადებითღია ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცარიელი ცისტერნების გადაზიდვისას;

) გუ-27-დტ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით ცარიელი ბუნკერული ნახევარვაგონებისა და მუქი ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცისტერნების გადაზიდვისას.

3. ტვირთმიმღების მიერ გადაგზავნის ზედნადები შეივსება თითოეული დაცლილი ვაგონის მიხედვით და წარედგინება სადგურს გადმოტვირთვის (ჩამოსხმის) შესახებ შეტყობინებასთან ერთად. გადაგზავნის ზედნადების წარუდგენლად სადგურის მიერ ვაგონები არ მიიღება.

4. ტვირთმიმღები აგრეთვე ვალდებულია, მის მიერ გადმოტვირთულ თითოეულ ვაგონზე შეავსოს გადაგზავნის ზედნადების ყუა, რომელიც რჩება ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურში.

5. ტვირთმიმღებისაგან გადაგზავნის ზედნადების მიღების შემდეგ სადგური ვალდებულია, შეამოწმოს მისი შევსების სისწორე, აგრეთვე ტვირთმიმღების ხელმოწერისა და შტემპელის არსებობა ვაგონის გადმოტვირთვისა (გადმოსხმის) და დაწმენდა-დასუფთავების გრაფაში.

6. საჯარისო ნაწილების მიერ ტვირთისგან დაცლილი ცარიელი ვაგონების გადაგზავნის ზედნადებში ტვირთმიმღები არ მიუთითებს გადმომტვირთველი (ჩამომსხმელი) პირის მონაცემებს და ტვირთის მიმღების წარმომადგენლის თანამდებობას, აგრეთვე არტყამს ბეჭედსა და შტემპელს.

7. თუ ვაგონი არასრულად არის გადმოტვირთული, არ არის დაწმენდილი-დასუფთავებლი და გამოუსადეგარია შემდგომი დატვირთვისათვის, ვაგონის ხელახალი დატვირთვის სადგურზე შეივსება გადაგზავნის ზედნადების უკანა მხარე, რომელიც შეიცავს მოსული ვაგონების დათვალიერების მონაცემებს.

8. გადაგზავნის ზედნადების ყველა ფორმას აქვს სასტამბო ნუმერაცია და შედგება ზედნადებისა და ზედნადების ყუისგან. გადაგზავნის ზედნადები გადაზიდვისას თან ახლავს ცარიელ ვაგონს, ხოლო ამ ზედნადების ყუა რჩება გადმოტვირთვის (ჩამოსხმის) და ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურს.

თავი VI

ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი

    მუხლი 66

1. ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა გამოითვლება გაგზავნის სადგურში იმ მანძილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც დგინდება გადაზიდვის საფასური ტვირთის გადაზიდვის სარკინიგზო მიმართულებების კვალობაზე.

2. ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლისას არასრული დღე-ღამე ითვლება სრულ დღე-ღამედ.

    მუხლი 67

1. საქართველოს ფარგლებში ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა სვლის მთელ გზაზე განისაზღვრება 1 დღე-ღამის განმავლობაში ვაგონის გარბენის ნორმების მიხედვით და შეადგენს:

ა) დიდი სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;

ბ) დიდი სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 320 სატარიფო კილომეტრზე;

გ) მცირე სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე;

დ) მცირე სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;

ე) მარშრუტებით (გაგზავნის მარშრუტებით) და საკონტეინერო მატარებლით გადაზიდვისას, გადაზიდვის მანძილის მიუხედავად – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 450 სატარიფო კილომეტრზე;

ვ) მარშრუტებით ცხოველების გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე.

2. იმ სარკინიგზო მიმართულებების ნუსხა, რომელზედაც ტვირთი გადაიზიდება დიდი სიჩქარით, ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ დიდი სიჩქარით ტვირთგამგზავნი ვალდებულია აღნიშნოს ეს სიჩქარე

    მუხლი 68

1. ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა აითვლება ტვითრის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან, რომელიც აღნიშნულია ზედნადებში, სადგურის კალენდარულ შტემპელსა და ტვირთის მიღების ქვითარში.

2. გაგზავნის სადგური ტვითრის მიტანის ვადის გასვლის თარიღს აღნიშნავს ტვირთგამგზავნისათვის გადასაცემ მიღების ქვითარში.

3. თუ საერთო სარგებლობის ადგილებიდან გასაგზავნი ტვირთი გაგზავნის სადგურში შეზიდულია მის მისაღებად დანიშნულ დროზე ადრე, ტვირთის მიტანის ვადა აითვლება იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ეს ტვითრი გადასაზიდად იქნა მიღებული. ამ შემთხვევაში, სადგური ზედნადებში მიუთითებს დატვირთვის თარიღს.

    მუხლი 69

1. ტვირთის მიტანის ვადა ცალკე ვაგონებითა და ვაგონთა ჯგუფებით აითვლება სადღეღამისო გარბენის იმ ნორმების მიხედვით, რაც დადგენილია სავაგონო გზავნილებისათვის.

2. თუ ერთი ვაგონით რამდენიმე სადგურის მიმართულებით გადაიზიდა ერთზე მეტი გზავნილი, ტვირთის მიტანის ვადა აითვლება წვრილმანი გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით, მიტანის ვადა აითვლება სამარშრუტო გზავნილებისათვის დაწესებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) პირდაპირი მარშრუტებისთვის, რომლებიც ტვირთგამგზავნმა დატვირთა ერთ გაგზავნის სადგურში ერთ დანიშნულების სადგურისკენ გასაგზავნად – სამარშრუტო გზავნილებისთვის გადაზიდვის მთელ მანძილზე დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;

ბ) დაშლის (განფორმირების) სადგურში მიმავალი გამგზავნის მარშრუტებისთვის: ცალკე გაგზავნის სადგურიდან დაშლის (განფორმირების) სადგურამდე მანძილზე – სამარშრუტო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით და ცალკე დაშლის (განფორმირების) სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე მანძილზე – სავაგონო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;

გ) თუ გამგზავნის მარშრუტში არის ძირითადი ნაწილი, რომელიც სვლის გზაზე მატარებლის წონის შეცვლისას დაუშლელად გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე (ბირთვი) – სამარშრუტო გზავნილებისათვის გათვალისწინებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, მხოლოდ ამ ბირთვში შეყვანილი ვაგონებისათვის.

    მუხლი 70

ამ წესით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების საფუძველზე გამოთვლილი ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება:

ა) 2 დღე-ღამით – ტვირთის გაგზავნასა და მიტანასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად;

ბ) 2 დღე-ღამით – სარეფრიჟერატორო სექციის დამტვირთავ-გადმომტვირთავი ყოველი შუალედური სადგურისთვის, თუ ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა რამდენიმე სადგურზე ხორციელდება;

გ) 1 დღე-ღამით – ტვირთის გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად, თუ ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით;

დ) 1 დღე-ღამით – პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ტვირთის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად;

ე) 2 დღე-ღამით – ტვირთის გადასატვირთად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვლიან ვაგონში;

ვ) 1 დღე-ღამით – ვაგონის გადასაყენებლად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვალზე;

ზ) 1 დღე-ღამით – ტვირთის მისამართის შესაცვლელად;

თ) 1 დღე-ღამით – წვრილმანი გზავნილებით ან კონტეინერებით 1000 კმ-მდე, ხოლო 2 დღე-ღამით – 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაზიდვისას, სატვირთო-სახარისხებელ ბაქნებზე ტვირთის დაგროვება-დასახარისხებლად;

ი) 1 დღე-ღამით – სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის უზრუნველსაყოფად საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში;

კ) 1 დღე-ღამით – ტვირთის წონის განსასაზღვრად გაგზავნის სადგურის მომიჯნავე სადგურში.

    მუხლი 71

1. ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება გადაზიდვის შეჩერების მთელი დროის შესაბამისად, თუ დატვირთული ვაგონი სვლის გზაზე შეჩერებულია:

ა) საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების მიერ ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით;

ბ) ტვირთგამგზავნის მიზეზით წარმოქმნილი გადამეტტვირთვის აღმოსაფხვრელად;

გ) მისი ტექნიკური ან კომერციული უწესივრობის აღმოსაფხვრელად, თუ უწესივრობის წარმოშობის მიზეზები რკინიგზასა და ტვირთმიმღებზე არ იყო დამოკიდებული;

დ) სტიქიური უბედურბების, საომარი მოქმედების, ბლოკადის, ეპიდემიის და სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო, რომლებმაც დააბრკოლეს ტვირთის გადაზიდვა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაზიდვის შეჩერების მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე რკინიგზა ორ ეგზემპლარად ადგენს საერთო ფორმის აქტს. აქტის ერთი პირი თან დაერთვის გადაზიდვის საბუთებს, ხოლო მეორე დანიშნულების სადგურში დაერთვება საგზაო უწყისს.

3. აქტში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება სადგურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით.

    მუხლი 72

1. არაგაბარიტული ტვირთის მიტანის ვადა, არაგაბარიტულობის მე-6 ხარისხისა და ზეგაბარიტული ტვირთის გარდა, განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით შემდეგი ნორმებით:

ა) 1 დღე-ღამე ყოველ 100 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის 1-4 ხარისხის ტვირთისთვის;

ბ) 1 დღე-ღამე ყოველ 80 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის მე-5 ხარისხის ტვირთისთვის.

2. ტვირთის მატანის ვადა არაგაბარიტულობის მე-6 ხარისხისა და ზეგაბარიტიანი ტვირთვისათვის, რომელიც სვლის მთელ გზაზე სიჩქარის სპეციალურ შეზღუდვას მოითხოვს, არ წესდება.

3. არაგაბარიტულობის 1-5 ხარისხის ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება:

ა) 1 დღე-ღამით – გაგზავნის მოსამზადებლად, სადგურის მიერ ტვირთის გატარებაზე ნებართვის მიღების მომენტიდან;

ბ) 1 დღე-ღამით – ტვირთის ყოველი გადაცემისთვის ერთი სადგურიდან მეორე სადგურზე;

გ) ამ წესების 70-ე და 71-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. საფრთხეშემცველი ტვირთის მიტანის ვადა განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით სარკინიგზო კვანძების შემოვლის გათვალისწინებით, ამ წესების 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 73

1. მშენებარე სარკინიგზო ხაზის სადგურში ან ამ ხაზის სადგურიდან საერთო სარგებლობის სარკინიგზო ხაზზე გასაგზავნი ტვირთის მიტანის ვადა, რომელიც ერთიანი გადაზიდვის საბუთით გადაიზიდება, განისაზღვრება ცალკე რკინიგზის საერთო ქსელის მანძილზე, ცალკე კი, მშენებარე სარკინიგზო ხაზის მანძილზე მიტანის ვადების ჯამით.

2. მშენებარე სარკინიგზო ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის ორჯერ შემცირებული ნორმებით და დამატებით მატულობს 2 დღე-ღამით რკინიგზის საერთო ქსელიდან მშენებარე სარკინიგზო ხაზზე (და უკან) ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო სექციით, მშენებარე სარკინიგზო ხაზის ერთ ან სხვადასხვა დანიშნულების სადგურზე მდებარე რამოდენიმე ტვირთმიმღების მისამართით, ამ ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება ამ წესების 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის სამჯერ შემცირებული ნორმებიდან გამომდინარე.

    მუხლი 74

1. ტვირთი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ მისი მიტანის ვადის გასვლამდე იგი გადმოიტვირთება დანიშნულების სადგურზე რკინიგზის მიერ, ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) გადმოსატვირთად ჩამოყენებული იქნება ტვირთმიმღების საშუალებით.

2. თუ ტვირთი საბაჟო კონტროლზეა აყვანილი, მისი მიტანის თაობაზე ტვირთმიმღებისა და საბაჟო ორგანოების შეტყობინების დღე ჩაითვლება ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ფაქტობრივ დღეთ და რკინიგზა პასუხს არ აგებს საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით ტვირთის შეჩერებისთვის დანიშნულების სადგურზე.

3. თუ ტვირთი მიტანილია საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მისი მიტანის ვადა გახანგრძლივდება დანიშნულების სადგურზე მიტანიდან საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დაწყებამდე.

4. ტვირთი ვადაში მიტანილად ითვლება, თუ ის დანიშნულების სადგურზე ვადაშია მიტანილი, მაგრამ ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება დაყოვნდა გადმოტვირთვის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადაუხდელობის ან ტვირთმიმღების მოქმედებით (უმოქმედობით) გამოწვეული სხვა მიზეზით, რის თაობაზე ფორმდება საერთო ფორმის აქტი.

5. ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ იგი დანიშნულების სადგურზე მივა დადგენილი ვადის გასვლამდე და რკინიგზის შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაცემა მიმღებისთვის.

    მუხლი 75

1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ტვირთის მიტანის ამ წესისგან განსხვავებული ვადა, რაც აღინიშნება ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.

2. ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების მიტანის ვადის გადაცილებისთვის რკინიგზა პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვის წესი

    მუხლი 76

1. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდად დაიშვება ტვირთი, რომლის ნუსხას შეიმუშავებს რკინიგზა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ტვირთი, რომელიც თავისი თვისებებითა და ხასიათით არ შეიძლება გაუთანაბრდეს ნუსხაში შეტანილ ტვირთს, ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ რკინიგზის ნებართვით.

    მუხლი 77

1. ღია მოძრავი შემადგენლობის სახეობას ირჩევს ტვირთგამგზავნი, გადასაზიდი ტვირთის თავისებურებების, დატვირთვა-გადმოტვირთვის პირობებისა და სამუშაოთა შესასრულებლად არსებული მოწყობილობისა და მექანიზმების გათვალისწინებით.

2. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა შესრულებისას დაცულ უნდა იქნეს სტანდარტებისა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, რომელიც შეეხება ვაგონების (კონტეინერების) დაცვა-შენახვის უზრუნველყოფას.

    მუხლი 78

     1. ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე განლაგდება და მაგრდება ვაგონსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

2. ტვირთის შეფუთვისას, მისი თვისებების გათვალისწინებით გამოიყენება სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისი სატრანსპორტო ტარა.

    მუხლი 79

1. აკრძალულია ღია მოძრავ შემადგენლობაზე იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც შეფუთულია ქაღალდის, პერგამენტისა და სხვა ადვილაალებადი მასალის გამოყენებით.

2. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდად დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთი და მისი გადაზიდვის პირობები განისაზღვრება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესით.

    მუხლი 80

1. ჯართი, შავი ლითონის ნარჩენები და მათი შენადნობები გადაიზიდება სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ, გადასაზიდად უსაფრთხო, ცეცხლაფეთქებასაშიშ და რადიაქტიულ მასალებისგან უვნებელყოფილ, აგრეთვე მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდილ მდგომარეობაში. აღნიშნულ ტვირთს დართული უნდა ჰქონდეს აფეთქებაუსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთი.

2. ჯართი, ფერადი ლითონის ნარჩენები და მათი შენადნობები გადაიზიდება ნახევარვაგონებით ან სპეციალიზებული კონტეინერებით, 500 კგ-ზე მეტი წონის პაკეტებად დაწნეხილი.

    მუხლი 81

1. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთის ნუსხით განსაზღვრული ტვირთის წვრილმანი ფრაქციებით გადაზიდვის შესაძლებლობას ადგენს ტვირთგამგზავნი.

2. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვამდე ტვირთგამგზავნი მოვალეა, დარწმუნდეს, რომ მოცემულ მოძრავ შემადგენლობაში წარდგენილი ტვირთის გადაზიდვა არ გამოიწვევს მის დანაკარგებს, სარკინიგზო ლიანდაგისა და გარემოს დაბინძურებას. თუ ვაგონის ბაქნის ან ძარის წესივრულობისას ტვირთის დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციულმა ღრეჩოებმა, ტვირთგამგზავნმა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ტვირთის გამოცვენის თავიდან ასაცილებლად.

3. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიიღოს ზომები სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს ტვირთის წვრილმანი ნაწილაკების გამოქრევისა და ტვირთის გადაცვენის თავიდან ასაცილებლად, თუ იგი ჩატვირთულია ვაგონების ბორტის დონეზე მაღლა. ტვირთის ზედაპირი, მამდიდრებელი ფაბრიკების მახარისხებელ დანადგარებზე განლაგებული სორტული და რიგითი ქვანახშირის ბრიკეტების გარდა, უნდა იყოს მოსწორებული და მოტკეპნილი იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობებით ან ტვირთგამგზავნის მიერ შედგენილი და რკინიგზასთან შეთანხმებული ინსტრუქციით. დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილს განივკვეთში უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა, ხოლო მისი ქვედა ძირი, ტვირთის დატკეპნის შემდეგ არ უნდა იყოს ნახევარვაგონის ძარის ზედა სარტყელზე უფრო მაღალი.

    მუხლი 82

1. ვაგონებში ტვირთის მოსწორებისა და დატკეპნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მექანიზებული დანადგარები და სხვა სამარჯვები.

2. თუ მინერალურ-სამშენებლო ტვირთი ჩატვირთულია ნახევარვაგონის ბორტზე მაღლა, დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებული ნაწილის ძირი სულ ცოტა 50 მმ-ით დაბლა უნდა იყოს ბორტების დონესთან შედარებით.

3. ტვირთის მექანიზებული დანადგარების დატკეპნა და სხვა ხერხის გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთისა და ვაგონების დაცვა-შენახვას.

4. შეყინვადი ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადაიზიდება შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

თავი VIII

ტვირთის ჩაყრითა და დაყრით გადაზიდვის წესი

    მუხლი 83

1. ფიზიკური თვისებებისა და შეფუთვის გათვალისწინებით ტვირთი ვაგონებში გადაიზიდება ჩაყრით ან დაყრით.

2. ჩაყრით გადაიზიდება ტვირთი, რომელიც წარმოადგენს ფრაქციული შემადგენლების (ნაწილაკების, ნაჭრების) ერთგვაროვან მასას, რომელსაც ახასიათებს ურთიერთძვრადობა (ფხვიერება). ჩაყრით გადასაზიდად დაშვებული ტვირთის ნუსხას შეიმუშავებს რკინიგზა.

    მუხლი 84

1. ფქვილი ჩაყრით გადაიზიდება აერირების სისტემით აღჭურვილი სპეციალიზებული ფქვილსაზიდი ვაგონებით. მარცვლეულის ტვირთი (ჭვავი, ხორბალი, შვრია, ქერი, წიწიბურა, ფეტვი, სორგო, სიმინდის მარცვალი, მარცვლოვანპარკოსნები, ბრინჯი (მარცვალი), ზეკულტურების თესლიცერცველამარცვლეულის ნარჩენები)‚ ქატო და საფქვავი წარმოების ნარჩენები გადაიზიდება მარცვლეულის ვაგონ-ჰოპერებში (მარცვალსაზიდ ვაგონებში) ჩაყრით.

2. დასატვირთად ჩამოყენებულ მარცვალსაზიდ ვაგონს უნდა ჰქონდეს წესივრული ძარადატვირთვა-გადმოტვირთვის ლუკების რეზინისსამჭიდროებლიანი სახურავირომელიც გამორიცხავს ღრეჩოების არსებობასაგრეთვე ჩამკეტი მექანიზმები და წესივრული ბლოკირების მოწყობილობარომელიც აღკვეთს ლუკების თავის ახდას საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაურღვევლად.

3. ვაგონების ვარგისობა ფქვილისა და მარცვლეული ტვირთის დასატვირთად განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამოსილი სამსახურის (შემდგომ უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახური) წარმომადგენლის მონაწილეობით.

4. ტვირთგამგზავნმა მარცვლეული ტვირთი გადასაზიდად უნდა წარადგინოს შესაბამისი ხარისხის მოწმობის (სერტიფიკატის) თანდართვით.

5. საექსპორტოდ ან საიმპორტოდ გადასაზიდი მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები მოწმდება უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ და მასზე გაიცემა ხარისხის მოწმობა (სერტიფიკატი). თუ ტვირთგამგზავნს არა აქვს მოწმობა (სერტიფიკატი)‚ მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები გადასაზიდად არ მიიღება.

    მუხლი 85

1. 16 %-მდე ტენიანობის მარცვლეული ტვირთიმათ შორის 17%-მდე სამარცვლე-პარკოსანი კულტურები‚ 15 %-მდე ფეტვი, 10%-მდე ზეთოვანი კულტურების თესლი და 8 %-მდემზესუმზირას თესლი, ჩაყრით გადაიზიდება გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად. უფრო მეტი ტენიანობის აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.

2. მცენარეთა კარანტინის უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი გადაიზიდება საქვეკონტროლო ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

3. დასნებოვნებული მარცვალი დასამუშავებლად და/ან გადასამუშავებლად შეიძლება გადაიზიდოს უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ განსაზღვრული ორგანიზაციების მისამართით. დასნებოვნებული მარცვლეული და არამარცვლეული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები რეცხავს ვაგონებს და ამის შესახებ წარუდგენს ცნობას დანიშნულების სადგურს.

    მუხლი 86

1. ატმოსფერული ნალექებისაგან და დაფანტვისაგან დასაცავი ტვირთი (ცემენტიკირიმინერალური სასუქებიაპატიტითაბაშირიცარცი და სხვა) გადაიზიდება ვაგონ-ჰოპერებშიცემენტსაზიდებშიმინერალსაზიდებშიაპატიტსაზიდებსა და სპეციალიზებულ დახურულ ვაგონებში ჩაყრით.

2. მადანიქვანახშირიფლუსებიქვიშახრეშიღორღიტორფიწიდა და სხვა ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს დაცვას ატმოსფერული ნალექებისაგან, გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე და სპეციალიზებულ ვაგონებში დაყრით. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა მთლიანლითონის უკიანი ნახევარვაგონების ნაცვლად ულუკო ნახევარვაგონებით ნებადართულიათუ ტვირთმიმღებს აქვს ვაგონ-საყურავები ან მათი მექანიკური გადმოტვირთვის სხვა საშუალება.

3. ტვირთის სპეციალიზებულ ვაგონებსა და ულუკო ნახევარვაგონებში ჩაყრით გადაზიდვის დოკუმენტების გაფორმებისას, ტვირთგამგზავნი მოვალეა ზედნადების გრაფაში გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები" შეიტანოს აღნიშვნა: სპეციალიზებული ვაგონებით (ან ულუკო ნახევარვაგონებით) გადაზიდვა მიმღებთან შეთანხმებულია. გადმოტვირთვის მოწყობილობა არის".

    მუხლი 87

1. დაყრითა და დაუპაკეტებლად სავაგონო გზავნილებით გადაიზიდება ტვირთირომელიც ვაგონში ჩატვირთვისას არ მოითხოვს ადგილების (ცალების) დათვლას და თავისი ფიზიკური მდგომარეობით არ შეიძლება განეკუთვნოს ჩასაყრელ ტვირთს.

2. დაყრით გადასაზიდი ტვირთის ნუსხას შეიმუშავებს რკინიგზა.

    მუხლი 88

1 ატმოსფერული ნალექებისა და გაჭუჭყიანებისგან დასაცავი ბაღჩეული კულტურებიბოსტნეული და სხვა დაყრით გადასაზიდი ტვირთი გადაიზიდება დახურულ ვაგონში.

2. შეშაბუნებრივი ქვებიშავი ლითონი და სხვა დაყრით გადასაზიდი ტვირთირომელიც არ მოითხოვს ატმოსფერული ნალექებისაგან დაცვას, გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე და სპეციალიზებულ ვაგონში.

    მუხლი 89

1. ტვირთის დაყრით გადაზიდვა დახურულ ვაგონში დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის მიერ დაყენებული ტარის გადამღობებით. ვაგონის კარის ღიობის გადასაღობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფარებიდაფებიყუაფიცრებისხვა მკვრივი მასალებით შეღობვააგრეთვე ტარაში ჩაწყობილი ტვირთი.

2. ტვირთის დაყრით ან ჩაყრით გადაზიდვის დოკუმენტების გაფორმებისას ზედნადების გრაფაში ადგილების რაოდენობატვირთგამგზავნი აღნიშნავს შესაბამისად ჩაყრითან დაყრით“.

3. ჩაყრით ან დაყრით გადასაზიდი ტვირთის ჩატვირთვის წინ, ტვირთგამგზავნი იღებს ზომებს ვაგონების კონსტრუქციული ღრეჩოების ამოსავსებადრათა სვლის გზაზე ტვირთი არ დაცვივდეს ლიანდაგზე და არ დააბინძუროს გარემო.

თავი IX

შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესი

    მუხლი 90

1. შეყინვად ტვირთს განეკუთვნება ამ წესების დანართში ჩამოთვლილი ნაყარი ტვირთი, რომელიც ცელსიუსის 0 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კარგავს ფხვიერებას, მისი შემადგენელი ნაწილაკების ერთმანეთზე შეყინვისა და იატაკსა და ვაგონის ძარის კედლებზე მიყინვის გამო

2. წლის ცივი პერიოდის დადგომამდე, როდესაც აუცილებელია ტვირთის შეყინვის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების გატარება, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, უზრუნველყოს ტვირთის შესაბამისი მომზადება.

3. ტვირთგამგზავნს, რომელიც ზედნადებში არასწორად მიუთითებს ტვირთის დასახელებას, განსაკუთრებულ აღნიშვნებს ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს, გაგზავნის გადასაზიდად აკრძალულ ტვირთს ან არასწორად აღნიშნავს მის თვისებებს, ეკისრება ზარალის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სადგურს უფლება აქვს დატვირთვის ადგილზე შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ გადასაზიდად შეყინვადი ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის მომზადების მდგომარეობა.

    მუხლი 91

რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონებისა და კონტეინერების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები ან სხვა პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ან გადაუხადოს რკინიგზას მათი ღირებულება და აუნაზღაუროს ზარალი კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 92

1. გადასაზიდად შეყინვადი ტვირთის წარდგენამდე ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიიღოს ზომები მისი ტენიანობის შესამცირებლად ან, თუ ეს შეუძლებელია მიიღოს შესაბამისი პროფილაქტიკური ზომები ტვირთის შეყინვის თავიდან ასაცილებლად.

2. თუ ტვირთგამგზავნი ნავსადგურია, ზედნადებში კეთდება აღნიშვნა ამ წესების 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად.

    მუხლი 93

1. ტვირთის შეყინვის საწინააღმდეგო ზომები მიიღება ამ წესების დანართით განსაზღვრულ ვადაში, რომლის შეცვლა დაიშვება დანიშნულების სადგურის ან ტვირთის მიმღების წინადადებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

2. თუ მიღებული პროფილაქტური ზომები არასაკმარისია ტვირთის შეყინვის თავიდან ასაცილებლად ტვირთმიმღები ვალდებულია, გადმოტვირთვის პუნქტში უზრუნველყოს ტვირთის ფხვიერების აღდგენა.

3. ტვირთის შეყინვისაგან დაცვის ძირითადი პროფილაქტიკური ზომებია:

ა) ნაყარი ტვირთის წინასწარი გაშრობა უსაფრთხო ტენიანობამდე;

ბ) დატვირთვამდე ტენიანი ტვირთის სრული გაყინვა;

გ) ტვირთის, ნახევარვაგონებისა და ბაქნების მოსხურება ქვანახშირითა და მინერალური ზეთით, აგრეთვე ნიოგრინით, სევერინით, ქლორკალციუმისა და მარილწყლის ხსნარებით;

დ) ტვირთში ხის ბურბუშელის და ჩაუმქრალი კირის შერევა.

    მუხლი 94

1. შეყინვისაგან ტვირთის დაცვის პროფილაქტიკურ ზომას ირჩევს ტვირთგამგზავნი ტვირთის სახეობის, გადმოტვირთვის ტექნოლოგიისა და მისი შემდგომი გმოყენების თავისებურებების გათვალისწინებით.

2. შერეული პროფილაქტიკური ზომები არ უნდა ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას მოძრავ შემადგენლობაზე, აგრეთვე ტვირთის ხარისხსა და თვისებებზე. მათი გამოყენება ტვირთგამგზავნმა უნდა შეათანხმოს ტვირთმიმღებთან.

3. ტვირთგამგზავნს დატვირთვის პუნქტში უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ტვირთის შეყინვისაგან დაცვის ღინისძიებათა განხორციელებაზე.

    მუხლი 95

1. თუ ჰაერის დაბალი ტემპერატურის ან ცვალებად კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ტვირთი გადაიზიდება შორეულ მანძილზე, ტვირთმიმღები ვალდებულია, შეყინვადი ტვირთის მიღების პუნქტი უზრუნველყოს გასათბობი ან ტვირთის ფხვიერების აღსადგენად საჭირო მექანიკური საშუალებებით.

2. ტვირთის შეთბობა ან მისი ფხვიერების აღდგენა მექანიკური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება ტვირთმიმღების მიერ დადგენილი წესით, რომელშიც განისაზღვრება ამ საშუალებების გამოყენების სამუშაო პარამეტრები და ტექნოლოგია, აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოებისა და მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისგან დაცვის მოთხოვნები.

    მუხლი 96

1. შეყინვადი გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” მიუთითოს ტენიანობის პროცენტი, შეყინვისგან დაცვის მიზნით მიღებული პროფილაქტიკური ზომები და დასვას შტემპელი „შეყინვადია”.

2. ტენიანობის მითითება არ არის სავალდებულო მიწის, თიხის, ქვიშის, ხრეშისა და ღორღის ჩატვირთვისას.

3. სადგურმა შეყინვადი ტვირთი გადასაზიდად შეიძლება მიიღოს პროფილაქტიკური ზომების მიუღებლად, თუ ამის თაობაზე ტვირთგამგზავნი წარმოადგენს ტვირთმიმღების წერილობით თანხმობას და უზრუნველყოფს მის დროულ გადმოტვირთვას. ამ შემთხვევაში ზედნადებში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

    მუხლი 97

1. იკრძალება გადასაზიდად შეყინული ტვირთის მიღება ამ წესების 90-97-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად.

2. თუ ტვირთი დანიშნულების პუნქტში მიტანილია შეყინულ მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია პროფილაქტიკური ზომების გამოყენების წესის ან ტვირთმიმღებთან შეთანხმებული გადაზიდვის პირობების დარღვევით, ტვირთმიმღები ვალდებულია, სადგურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, რომლითაც დასტურდება ტვირთის შეყინვის ფაქტი და მასში აღინიშნება ტვირთის გადმოტვირთვის პერიოდში ტვირთმიმღების მიერ ვაგონით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური.

თავი X

ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი

    მუხლი 98

1. ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი არეგულირებს ტვირთის გადაზიდვას ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის (შემდგომ გამყოლი) თანხლებით.

2. გამყოლის თანხლებით სავაგონო გზავნილებით გადაიზიდება შემდეგი ტვირთი:

ცხოველები;

) ცოცხალი თევზი და თევზსაშენი მასალა (ლიფსიტები);

) მალფუჭებადი და სასურსათო ტვირთი, რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს სპეციალურ მომსახურებას (გათბობას, ვენტილირებას, მოვლას);

) ღვინო, ღვინომასალა და საკონიაკო სპირტი, რომელიც ჩასხმით გადაიზიდება სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაზე (იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებზე, თერმოს-ცისტერნებზე);

) ღვინო, არაყი, კონიაკი ღია ყუთებში;

) სამუზეუმო და ანტიკვარული ფასეულობანი;

) სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა (თბომავლები, ელმავლები, ორთქლმავლები, ძრავამავლები, ვაგონები, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების თბომავალი ავტოდრეზინები, ავტომოტრისები, დიზელ და ელექტრომატარებლების ვაგონები, მოძრავი სატვირთო ამწეები, ელექტროსადგურები, ენერგომატარებლები და სარკინიგზო სვლის მქონე სხვა მოწყობილობა), რომელიც გადაიზიდება თავის ღერძებზე უმოქმედო მდგომარეობაში; ლოკომოტივების ტენდერები;

) ბაქნებზე გადასაზიდი ლოკომოტივები, რომლებიც განკუთვნილია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისთვის;

) ავტომობილები, ტრაქტორები, ყველა დასახელების მოტორიზებული მანქანები, რომლებიც ნამყოფია ექსპლუატაციაში, მათ შორის სარემონტოდ ან რემონტის შემდეგ გადასაზიდი;

) სპეციალური ავტომობილები, სპეციალიზებული ავტომობილები და ავტოცისტერნები (მათ შორის, ნავთობპროდუქტების, წყლის, თხევადი გაზისა და სათბობგამწყობების გადაზიდვისათვის), სპეციალური ძარების მქონე ავტომობილები; სავეტერინარო სამსახურის, მოსახლეობის კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფურგონ-ავტომობილები; მოძრავი სახელოსნოები ავტომობილებზე, მათ შორის ავტომობილ-ლაბორატორიები; ტექნიკური დახმარების ავტომანქანები, სახანძრო მანქანები, ავტობეტონსარევები; გზების გამწმენდი საფრქვეველიანი ავტომობილები, რენტგენის, სასწრაფო დახმარების, სარეანიმაციო და სხვა ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით;

) ტვირთი, რომელიც გადაიზიდება სვლის გზაზე ნაწილობრივი განტვირთვით ან დამატებითი დატვირთვით;

) საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის სავალდებულო თანხლება გათვალისწინებულიარკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესით“.

3. საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი ტვირთის ნუსხა და მისი თანხლების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

4. სპეციალური ტვირთის დაცვას უზრუნველყოფს სატრანსპორტო პოლიცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანო. დასაცავი ობიექტებისა და ტვირთის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 99

1. ტვირთგამგზავნი ზედნადებში ტვირთის დასახელების ქვეშ აღნიშნავს, რომ ტვირთი გადაიზიდება გამყოლთა თანხლებით და მიუთითებს გამყოლთა რაოდენობას, მათ გვარ-სახელებს (სრულად). სიტყვა „პასპორტის შემდეგ იწერება პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია და ნომერი, ხოლო სიტყვებისმივლ. მოწმ.“ შემდეგმივლინების მოწმობის ნომერი.

2. თუ გადაზიდვის დამაბრკოლებელი გარემოებების გამო აუცილებელი გახდა ტვირთის გაცემა, გამყოლს შეუძლია განახორციელოს ტვირთგამგზავნის ფუნქციები. ამ შემთხვევაში, კეთდება აღნიშვნა ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები“, სადაც ზუსტად აღიწერება გამყოლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.

3. თუ ტვირთგამგზავნი იურიდიული პირია, გამყოლისთვის მისი უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ტვირთგამგზავნის მიერ გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე.

4. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები ტვირთგამგზავნს მასში შეაქვს დატვირთვის შემდეგ.

    მუხლი 100

1. გამყოლს უფლება აქვს იმგზავროს:

) ვაგონით, რომლითაც გადაიზიდება ტვირთი;

) ცალკე ვაგონით, რომელსაც რკინიგზა გამოყოფს ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე;

) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცალკე ვაგონით.

2. თუ გამყოლი მგზავრობს ცალკე ვაგონით, ამ ვაგონის კუთვნილების მიუხედავად ტვირთგამგზავნი ავსებს გუ-27- ფორმის ზედნადებს, რომელშიც აღნიშნავს თითოეულ თანხლებულ ტვირთიან ვაგონს და იმ ვაგონს, რომლითაც მგზავრობს გამყოლი.

3. გამყოლის მგზავრობისათვის ტვირთგამგზავნს გადაეხდება დადგენილი ოდენობის საფასური, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.

4. გამყოლს უფლება აქვს უსასყიდლოდ გადაიტანოს თავისი ხელბარგი, ხოლო, თუ მისი მოცულობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, ხელბარგის ზედმეტი მასისათვის გამყოლს გადაეხდება დამატებითი საფასური, როგორც წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი პირადი (ყოფითი) საჭიროებებისათვის განკუთვნილ ტვირთზე.

    მუხლი 101

1. გამყოლი, რომელსაც მინდობილი აქვს ტვირთის თანხლება და დაცვა ვალდებულია, გაგზავნის სადგურს წარუდგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და მივლინების მოწმობა.

2. გადაზიდვის დოკუმენტების საფუძველზე გაგზავნის სადგური გამყოლს გადასცემს ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმის მოწმობას, რომელიც ხელმოწერილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ და დამოწმებულია კალენდარული შტემპელით. მოწმობის მიღებისას, საგზაო უწყისის ყუაზე, გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელის ქვეშ გამყოლმა უნდა აღნიშნოსმოწმობა მივიღედა მოაწეროს ხელი, ასევე ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი. მოწმობის მიღებისას გამყოლი უნდა გაეცნოს მასში განსაზღვრულ გამყოლის ძირითად მოვალეობებს, აგრეთვე ხელი მოაწეროს მოწმობასა და გამყოლისთვის მოწმობის გაცემის რეგისტრაციის წიგნში.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გამყოლს მოწმობა გადაეცემა ხელწერილით გაგზავნის სადგურის მიერ ამობეჭდილი გუ-27 -ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლის სახით. ამ შემთხვევაში, გაგზავნის სადგური ელექტრონულ ზედნადებში აღნიშნავს მოწმობის გაცემის თარიღს.

    მუხლი 102

1. გამყოლთა რაოდენობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). აკრძალულია 2 კაცზე ნაკლები და 3 კაცზე მეტი რაოდენობის გამყოლთა დანიშვნა თითოეულ ვაგონზე.

2. საფრთხეშემცველი ტვირთის თანხლების დამატებითი პირობები განისაზღვრება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისა და ცისტერნა-ვაგონებსა და ბუნკერულ ნახევარვაგონებში ტვირთის ჩასხმით გადაზიდვის წესებით.

3. ტვირთგამგზავნი მოვალეა გამყოლის თანხლებით გადასაზიდი ტვირთი განალაგოს და დაამაგროს ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 103

1. სვლის გზაზე გამყოლს შეუძლია ისარგებლოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი ფარნებითა და სტანდარტული ტიპის თუჯის ღუმელით, რომელშიც გამოიყენება ნახშირი, შეშა ან სხვა მყარი სათბობი. იკრძალება ვაგონში თამბაქოს მოწევა და ამ წესით გაუთვალისწინებელი გასათბობი და გასანათებელი ხელსაწყოების გამოყენება.

2. გამყოლი სვლის გზაზე ვალდებულია დაიცვას სახანძრო და პირადი უსაფრთხოების მოთხოვნები.

    მუხლი 104

1. თუ ტვირთგამგზავნმა ვაგონი ღუმელით აღჭურვა, იგი მოვალეა ხანძრის ჩასაქრობად გამყოლი უზრუნველყოს სულ ცოტა 100-ლიტრიანი მოცულობის ბრეზენტის ან პოლიეთილენის ჭურჭელში ჩასხმული წყლის მარაგით.

2. ტვირთის თანხლებით გადასაზიდად საჭირო მოსახსნელ სამარჯვებს, რომლებიც არ აზიანებენ მოძრავ შემადგენლობას და აკმაყოფილებენ მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.

    მუხლი 105

1. სატვირთო ვაგონში ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენება წარმოებს სარკინიგზო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

2. ღუმელების დაყენებისას ტვირთსა და ღუმელს შორის მანძილი უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი, ხოლო ტვირთის დატვირთვის ზედა დონესა და ვაგონის ჭერს შორისსულ ცოტა 50 სმ. ვაგონში, სადაც ტვირთთან ერთად ნავარაუდევია გამყოლის ყოფნაც, აკრძალულია კარის ღიობებში ტვირთის, მყარი სათბობის მარაგის ან სხვა მასალების განლაგება.

3. ვაგონში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენებისას ტვირთგამგზავნის მიერ მათი რაოდენობა აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-4 გრაფაშიგამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები“.

4. ვაგონების მომარაგებას სამყოფი რაოდენობის მყარი საღუმელე სათბობით სვლის მთელ გზაზე უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.

5. თუ საღუმელე სათბობი არასაკმარისია, გამყოლს უფლება აქვს მიიღოს იგი სვლის გზაზე მდებარე იმ სადგურში, სადაც არის სათბობის საწყობი.

    მუხლი 106

1. თუ ტვირთს გაფუჭების საფრთხე ექმნება და შეუძლებელი ხდება ტვირთმიმღებისათვის მისი უვნებლად მიტანა, ტვირთგამგზავნს ან საამისოდ უფლებამოსილ გამყოლს შეუძლია დამოუკიდებლად განკარგოს ტვირთი.

2. თუ გადაზიდვის პროცესში გამოვლინდა ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა, გამყოლი ვალდებულია წერილობით მიმართოს სადგურის უფროსს და მოითხოვოს ვაგონის მოხსნა. ამ შემთხვევაში გამყოლი იღებს ზომებს დამაგრების გამოსასწორებლად, ტვირთის განლაგებისა და მდგრადობის აღსადგენად. თუ ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა რკინიგზის მიზეზით მოხდა, იგი ვალდებულია თვითონ გამოასწოროს ეს ხარვეზი. ტვირთვის დამაგრებისა და დატვირთვის შემოწმების შედეგები, აგრეთვე ტვირთგამგზავნის მიზეზით ვაგონის იძულებითი მოცდენის დრო აღინიშნება საერთო ფორმის აქტში, რომელიც შეივსება ორ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, და ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაშირკინიგზის აღნიშვნებიჩაიწერება საერთო ფორმის აქტის ნომერი და შედგენის თარიღი. აქტის მეორე ეგზემპლარი რჩება იმ სადგურს, სადაც მოხდა ვაგონის მოხსნა.

    მუხლი 107

1. თუ სვლის გზაზე გამოვლინდა გამყოლთა თანმხლებით მიმავალი ვაგონების ტექნიკური უწესივრობა და ამ ვაგონების შემდგომი მსვლელობა შეუძლებელია მოცემულ მატარებელთან ერთად, ასეთი ვაგონები უნდა მოიხსნას.

2. თუ ვაგონი დაზიანდა ტვირთგამგზავნის ან გამყოლის მიზეზით, დგება ვუ-25 ფორმის ვაგონის დაზიანებისა და საერთო ფორმის აქტები. თუ გამყოლი არ ეთანხმება ვაგონის დაზიანების შესახებ აქტის შინაარსს იგი აქტს ხელს აწერს თავისი შენიშვნით და აღნიშნავს უთანხმოების მიზეზს. ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებისათვის გადასაცემად, ან დამატებით გასაგზავნ საგზაო უწყისს, თუ დაზიანებული ვაგონი ჯგუფური გზავნილის შემადგენლობაში მიდიოდა. დამატებით საგზაო უწყისში, ტვირთის დასახელების ქვეშ ან ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაშირკინიგზის აღნიშვნებიმიეთითება ვაგონის დაზიანების აქტის ნომერი, მისი შედგენის თარიღი და მიზეზი. ვაგონის დაზიანების აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ვაგონის დაზიანების ანგარიშს, რომელსაც რკინიგზა ასანაზღაურებლად წარუდგენს ტვირთმიმღებს. ვაგონის დაზიანების აქტის მესამე ეგზემპლარი რჩება სადგურში, სადაც მოიხსნა ვაგონი. აქტების საჭირო რაოდენობა განსაზღვრულია ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესით.

3. თუ ვაგონთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც აღმოჩნდა ტექნიკურად უწესივრო ვაგონი, მიდიოდა რამდენიმე გამყოლის თანხლებით, ერთი გამყოლი რჩება ამ ვაგონთან, ხოლო, თუ ვაგონთა ჯგუფი მიდიოდა ერთი გამყოლის თანხლებით, მაშინ დააკავებენ ვაგონთა მთელ ჯგუფს, სანამ არ აღმოიფხვრება მის შემადგენლობაში არსებული ვაგონის ტექნიკური უწესივრობა. თუ ვაგონის ტექნიკური უწესივრობის აღმოსაფხვრელად ტვირთი მეორე ვაგონშია გადატანილი, ამის შესახებ კეთდება აღნიშვნა გადაზიდვის დოკუმენტებში ან დამატებით საგზაო უწყისში.

    მუხლი 108 

1. თუ ტვირთის შემდგომი თანხლება შეუძლებელი გახდა, სადგური გამყოლის წერილობითი განცხადების საფუძველზე ამის შესახებ ატყობინებს ტვირთგამგზავნს ან ტვირთმიმღებს გაგზავნის ან დანიშნულების სადგურის მეშვეობით. თუ გამყოლს არ შეუძლია წერილობითი განცხადების გაკეთება, შეტყობინების გადაცემისა და ტვირთის თანხლების წესის შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს სამედიცინო დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული ცნობა. შეტყობინების მიღებისას ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ცვლიან გამყოლს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დატვირთული ვაგონები, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ახალი გამყოლების მოსვლამდე რჩება სადგურში, რის შესახებ დგება საერთო ფორმის აქტი.

3. სადგური, სადაც შეჩერდა დატვირთული ვაგონი, ახალ გამყოლებს გადასცემს მოწმობას ამ წესების 101- მუხლის შესაბამისად და მათ შესახებ მიუთითებს ზედნადების გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“.

    მუხლი 109

1. ტვირთის დანიშნულების სადგურში მიტანისას, გადაზიდვის დოკუმენტებზე თანდართული საერთო ფორმის აქტის საფუძველზე რკინიგზა ტვირთმიმღებს ანაზღაურებინებს ახალი გამყოლების მოსვლის მოლოდინში ვაგონების სადგურში დგომის ხარჯებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება გამყოლების თანხლებით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვაზე.

    მუხლი 110

1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ წესების 108- მუხლით გათვალისწინებული გამყოლთა წერილობითი განცხადება ან შესაბამისი ცნობა, აგრეთვე ახალი გამყოლების შესახებ შედგენილი აქტები და ცნობები სადგურმა, სადაც გამყოლების შეცვლა მოხდა, საჭირო აღნიშვნების შესატანად ელექტრონული სახით უნდა გადასცეს იმ საინფორმაციო-გამომთვლელ ცენტრს, რომელიც ამ სადგურს ემსახურება.

2. დედანი ქაღალდის დოკუმენტები (განცხადება, ცნობა) და გამყოლთა მიერ ხელმოწერილი აქტები შესანახად რჩება იმ სადგურს, სადაც შეცვალეს გამყოლები.

3. გამყოლთა თანხლებით მიმავალი ვაგონი მატარებლის შემადგენლობაში დაყენებულ უნდა იქნეს ერთ ჯგუფად.

4. ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო პოლიციის დაცვის თანხლებით ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რკინიგზასა და სატრანსპორტო პოლიციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თავი XI

ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესი.

    მუხლი 111

1. ეს წესი განსაზღვრავს ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს.

2. ვაგონთა ჯგუფებით გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ჯგუფური ან სამარშრუტო გაგზავნა) შეიძლება გაფორმებულ იქნეს ამ წესების დანართით განსაზღვრული გუ-27 ფორმის ერთი ზედნადებით, თუ:

) ტვირთი ერთგვაროვანია;

) დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში;

) ტვირთი გადასაზიდად ერთმა ტვირთგამგზავნმა წარუდგინა ერთ გაგზავნის სადგურს;

) ტვირთი იგზავნება ერთ დანიშნულების სადგურში ერთი ტვირთმიმღების მისამართით;

) გადაზიდვის პროცესში ტვირთის მასა და ვაგონების რაოდენობა უცვლელი რჩება.

3. ჯგუფური (სამარშრუტო) გზავნილით ტვირთის გადაზიდვის გაფორმება შეიძლება განხორციელდეს ამ წესების დანართით განსაზღვრული ელექტრონული ზედნადებით, ტვირთის გადასაზიდად მიღების წესის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 112

1. გამგზავნის მარშრუტის ფორმირებისას, რომელიც მარშრუტის ბირთვისა (გამგზავნის მარშრუტის ძირითადი ნაწილი) და მისაბმელი ნაწილისაგან შედგება, ცალკე ზედნადებებით ფორმდება როგორც მარშრუტის ბირთვი, ისე მისაბმელი ნაწილის შემადგენლობაში არსებული ვაგონთა ჯგუფი და მარშრუტის მისაბმელი ნაწილის თითოეული ცალკეული ვაგონი.

2. თუ ცხოველები გადაიზიდება ვაგონთა ჯგუფით გამყოლის თანხლებით, ნებადართულია ერთი ზედნადების გაფორმება.

    მუხლი 113

1. გუ-27 ფორმის ზედნადები შეივსება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად და მის სათაურში ტვირთგამგზავნი გადაშლის:

) სამარშრუტო გზავნილით ტვირთის გადაზიდვისასსიტყვებს „ან ვაგონთა ჯგუფებს”;

) ჯგუფური გზავნილით ტვირთის გადაზიდვისასსიტყვებს „მარშრუტს ან”.

2. ადგილების რაოდენობა, ტვირთის მასა და გადაზიდვის საფასური ზედნადების შესაბამის გრაფაში აღინიშნება თითოეული ვაგონის მიხედვით, ხოლო ადგილების საერთო რაოდენობა, გადასაზიდი ტვირთის მთელი მასა და გადაზიდვის საერთო ღირებულებაზედნადების წინაპირზე.

3. ჯგუფის თითოეული ვაგონის საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მონაცემების შესახებ ტვირთგამგზავნი აღნიშნავს ზედნადების თანდასართავ დამატებით ფურცელზე. დამატებით ფურცელს ტვირთგამგზავნი ავსებს სამ ეგზემპლარად და ხელს აწერს მათ. ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, ტვირთგამგზავნი აღნიშნავს: „მონაცემები საკეტ-საპლომბი მოწყობილობის შესახებ იხილე დამატებით ფურცელზე”.

4. ზედნადებსა და დამატებითი ფურცლის სამ ეგზემპლარს ტვირთგამგზავნი წარუდგენს გაგზავნის სადგურს, რომელსაც დამატებითი ფურცლის ყველა ეგზემპლარში შეაქვს ზედნადების ნომერი.

5. დამატებითი ფურცლის პირველი და მეორე პირი გაგზავნის სადგურმა თან უნდა დაურთოს შესაბამისად ზედნადებსა და საგზაო უწყისის ყუას, მესამე ეგზემპლარი კი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, დაუბრუნოს ტვირთგამგზავნს გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად.

6. ამ წესების 26-45- მუხლების მიხედვით შეივსება ელექტრონული ზედნადებიც, რომელშიც ადგილების რაოდენობა, ტვირთის მასა, საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მონაცემები და გადაზიდვის საფასური აღინიშნება თითოეული ვაგონის მიმართ.

    მუხლი 114

1. თუ ტვირთი ვაგონთა ჯგუფით ერთი გუ-27 ფორმის ზედნადებით გადაიზიდება, შეივსება გუ-29 და გუ-29ბრ ფორმის საგზაო უწყისი, ტვირთის მიღების ანალოგიური ფორმის ქვითარი და გუ-38 ფორმის სავაგონო ფურცელი. თუ ასეთი სახეობის გადაზიდვა ფორმდება გუ-27 -ვც ფორმის ელექტრონული ზედნადებით, შეივსება გუ-29ბც ფორმის საგზაო უწყისი, ტვირთის მიღების ანალოგიური ფორმის ქვითარი და გუ-38 -ვც ფორმის სავაგონო ფურცელი.

2. ტვირთის მიღების გუ-29 და გუ-29ბრ ფორმის ქვითრების შევსებისას ზედნადების უკანა მხარეს მიეთითება ჯგუფის ვაგონთა ნომრები, ხოლო ქვითარი მოწმდება სადგურის კალენდარული შტემპელით.

    მუხლი 115

1. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებით ერთი ზედნადებით გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება ტვირთის მისამართის შეცვლის წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილების ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მათი მისვლისას პირვანდელ დანიშნულების სადგურზე.

2. თუ უწესივრობის გამო ვაგონი (ვაგონთა ჯგუფი) სვლის გზაზე მოიხსნა სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებიდან (შემდგომძირითადი გზავნილი), სადგური, რომელშიც განხორციელდა ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნა, ვალდებულია, ორ ეგზემპლარად შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის მიზეზების, გაგზავნის ნომრის, დანიშნულების სადგურის სახელწოდებისა და კოდის, აგრეთვე ტვირთმიმღების სახელწოდების, კოდის, საფოსტო მისამართის, ტვირთის დასახელებისა და კოდის მითითებით.

3. ძირითადი გზავნილის ზედნადებისა და საგზაო უწყისის გრაფაში „გზაში შეტანილი აღნიშვნებიუნდა მიეთითოს მოხსნილი ვაგონის (ვაგონების) ნომერი, მოხსნის სადგურის სახელწოდება, მოხსნის მიზეზი, საერთო ფორმის აქტის ნომერი და მისი შევსების თარიღი. ეს აღნიშვნა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და კალენდარული შტემპელით. ზედნადებში (საგზაო უწყისში) საკმარისი ადგილის უქონლობისას ეს მონაცემები აღინიშნება მასზე მიმაგრებულ ფურცელზე.

4. საერთო ფორმის აქტის პირველი პირი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, ხოლო მეორე შესანახად რჩება იმ სადგურს, სადაც განხორციელდა ვაგონის მოხსნა.

5. მონაცემები მოხსნილი ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) შესახებ, ასევე ამოიშლება ძირითად გზავნილთან ერთად მიმავალი სავაგონო ფურცლიდან და მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის კალენდარული შტემპელით, ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის მიზეზის მითითებით.

    მუხლი 116

1. ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ, საერთო ფორმის აქტის მონაცემების საფუძველზე თითოეული მოხსნილი ვაგონის მიმართ დგება ახალი სავაგონო ფურცელი და დამატებითი საგზაო უწყისი, რომელთა თანდართვითაც ვაგონი განაგრძობს სვლას დანიშნულების სადგურისკენ.

2. მოხსნილ ვაგონში განლაგებული ტვირთის გადაზიდვის ვადა, უწესივრობათა აღმოფხვრის შემდეგ, გამოითვლება ტვირთის სავაგონო გზავნილის სადღეღამისო გარბენის ნორმის საფუძველზე.

    მუხლი 117

1. თუ სვლის გზაზე მოხსნილია ელექტრონული ზედნადებით გაფორმებული გაუმართავი ვაგონი (ვაგონთა ჯგუფი) სადგური, სადაც განხორციელდა ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნა, ვალდებულია გამოითხოვოს რკინიგზის მომსახურე საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრიდან ელექტრონული ზედნადები, ერთ ეგზემპლარად შეადგინოს საერთო ფორმის აქტი და წარმოადგინოს იგი ელექტრონული სახით, რომელშიც გადაზიდვის მონაცემები არ შეიტანება.

2. ვაგონის უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ, ელექტრონული ზედნადებისა და საერთო ფორმის აქტის მონაცემების საფუძველზე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თითოეული მოხსნილი ვაგონის მიმართ ავსებს დამატებით ელექტრონულ საგზაო უწყისს და გადასცემს მას სადგურის მომსახურე საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრს.

3. დამატებით ელექტრონულ საგზაო უწყისში აღინიშნება ვაგონის ნომერი, ტვირთის დასახელება და კოდი, ძირითადი გზავნილის ნომერი, ტვირთმიმღების სახელწოდება, კოდი და საფოსტო მისამართი, აგრეთვე საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ამსახველი მონაცემები.

4. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი იმ ტვირთის გაცემისას, რომლის თანმხლებ ზედნადებში არის ჩანაწერი ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის შესახებ, დანიშნულების სადგური ვალდებულია, გადაზიდვის დოკუმენტებზე თანდართული საერთო ფორმის აქტის (აქტების) საფუძველზე შეადგინოს კომერციული აქტი, მოუსვლელი ვაგონების ნომრების მითითებით.

    მუხლი 118

1. დანიშნულების სადგურში დამატებითი საგზაო უწყისით მიტანილი ტვირთი ტვირთმიმღებს გადაეცემა მისთვის გაცემული კომერციული აქტისა და გაგზავნის ზედნადების წარდგენის შემდეგ, ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად.

2. დანიშნულების სადგური კომერციული აქტის ყველა ეგზემპლარსა და გაგზავნის ზედნადებში ვალდებულია, მიუთითოს ტვირთის მიტანის შესახებ დამატებითი საგზაო უწყისით, უწყისისა და ვაგონის ნომრის, ტვირთის ჩატვირთვის გამფორმებელი სადგურის, დატვირთვის გაფორმებისა და ტვირთმიმღებისთვის ტვირთის გაცემის თარიღის აღნიშვნით.

3. ბოლო ვაგონის მოსვლის შემდეგ, რომელიც კომერციულ აქტში არშემოსულად არის აღნიშნული, ტვირთმიმღები კომერციულ აქტს შესანახად უბრუნებს სადგურს.

4. ძირითადი გზავნილის ტვირთზე ადრე დამატებითი საგზაო უწყისით მიტანილი ტვირთი გაიცემა ამ უწყისში ტვირთმიმღების ხელმოწერით. ძირითადი გზავნილის ტვირთის მიტანისას კომერციული აქტი არ დგება.

    მუხლი 119

1. ელექტრონული ზედნადებით გადაზიდული სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილის ტვირთის ნაწილის მიტანისას, თუ ზედნადებში შეტანილია აღნიშვნა სვლის გაზაზე ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის შესახებ, დანიშნულების სადგური ავსებს კომერციულ აქტს მოუსვლელი ვაგონების ნომრების მითითებით.

2. დანიშნულების სადგურის მიერ შედგენილი კომერციული აქტი ფორმდება ასევე ელექტრონული სახით და გადაეცემა დანიშნულების გზის საინფორმაციო -გამოთვლით ცენტრს, რომელიც ელექტრონულ ზედნადებში მიუთითებს მოუსვლელი ვაგონების ნომრებს.

3. თუ დანიშნულების სადგურში მისული ვაგონების ნომრები და რაოდენობის მაჩვენებლები არ შეესაბამება გადაზიდვის დოკუმენტების მონაცემებს, ტვირთის გაცემა ფორმდება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის მიხედვით.

4. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი ტვირთის გაცემისას, დანიშნულების სადგური გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ზედნადების (ელექტრონული ზედნადების) მიხედვით, ვაგონთა იმ რაოდენობაზე გაანგარიშებით, რომელიც მივიდა ერთი გზავნილით.

თავი XII

გამგზავნის მარშრუტებით ტვირთის გადაზიდვის წესი

    მუხლი 120

1. ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის დაჩქარებისა და გადაზიდვის სატრანსპორტო და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით ტვირთი შეიძლება გადაიზიდოს ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამგზავნის მარშრუტებით (შემდგომ – მარშრუტი).

2. მარშრუტი ნიშნავს დადგენილი სიგრძისა და წონის მატარებლის შემადგენლობას, რომელიც ტვირთგამგზავნის მიერ შედგენილია თავის მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სადგურში, თუ სატვირთო მატარებლების შედგენის გეგმით განსაზღვრული ამგვარი მატარებლის გადამუშავებისაგან გათავისუფლებულია, სულ ცოტა, ერთი ტექნიკური სადგური მაინც.

    მუხლი 121

1. მარშრუტი შეიძლება მოიწყოს პირდაპირი ან სანაწევრებელი.

2. დადგენილი წონის ან სიგრძის მარშრუტის გადმოსატვირთად მიღების შესაძლებლობას ტვირთგამგზავნი ათანხმებს ტვირთმიმღებთან.

3. მარშრუტი, რომელიც მიემართება დატვირთვის სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე ორი ან მეტი რკინიგზის ფარგლებში განეკუთვნება ქსელურს, ხოლო ერთი რკინიგზის ფარგლებშიშიდასაგზაოს.

    მუხლი 122

1. მარშრუტის სიგრძეს და წონას ადგენს და ტვირთგამგზავნებს აცნობებს რკინიგზა.

2. თუ მარშრუტის სვლის გზაზე განლაგებულია მატარებლის წონის შემცირების სადგური (გარდატეხის პუნქტი), მარშრუტი ყალიბდება ბირთვისგან (გამგზავნის მარშრუტის დადგენილი წონის ძირითადი ნაწილი, რომელიც წონის შეცვლის შემთხვევაში სადგურამდე სვლას განაგრძობს ხელახალი ფორმირების გარეშე) და მისაბმელი ნაწილისგან, რომელიც ჩართულია მარშრუტის შემადგენლობაში გარდატეხის პუნქტამდე. მარშრუტის ბირთვის სიგრძე და წონა დგინდება იგივე წესით, რა წესითაც იგი განისაზღვრა მთლიანად მარშრუტისათვის.

    მუხლი 123

1. ტვირთგამგზავნი, გადაზიდვის განაცხადთან ერთად რკინიგზას სამ ეგზემპლარად წარუდგენს ტვირთის მარშრუტებით გადაზიდვის განაცხადს, ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმით.

2. რკინიგზისთვის ტვირთის მარშრუტით გადაზიდვის განაცხადის წარდგენა და რკინიგზის მიერ მისი განხილვა ხორციელდება ამ წესებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. განაცხადის განხილვისას მოწმდება გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის მოცულობის შესაბამისობა მარშრუტის სიგრძისა და წონის დადგენილი ნორმებისადმი.

3. მარშრუტით გადაზიდვის განაცხადის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე ეგზემპლარი – გაგზავნის სადგურს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება რკინიგზას.

4. მარშრუტით გადასაზიდი ვაგონების დატვირთვა-გადმოსატვირთად მომზადების, დადგენილ წონასა და სიგრძემდე მათი ფორმირების, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის შემდეგ მათი უკან დაბრუნების წესი და დატვირთვა-გადმოტვირთვის ტექნოლოგიური ნორმები განისაზღვრება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით.

    მუხლი 124

1. მარშრუტის ან მარშრუტის ბირთვის შემადგენლობაში ერთ სადგურში მიმავალ ვაგონებზე მარშრუტის დატვირთვის სადგური გადაზიდვის დოკუმენტებში აკეთებს აღნიშვნას შტემპელით „გამგზავნის მარშრუტი ––––––– პირდაპირი”, ხოლო დანაწევრების სადგურებში ან გამანაწილებელ პუნქტებში – შტემპელით „გამგზავნის მარშრუტი –––––– დანაწევრდება სადგურში––––––”.

2. მარშრუტის შემადგენლობაში მიმავალ ვაგონებზე გადაზიდვის დოკუმენტების შევსება ხორციელდება ვაგონთა ჯგუფით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

    მუხლი 125

1. მარშრუტის შემადგენლობაში მიმავალი ვაგონის სანაწევრებელ პუნქტში (სადგურში) მისვლისას მისი დამისამართება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მიერ, ხოლო შესასვლელ და გამანაწილებელ სადგურებში მოსული ვაგონისა, რომელიც იღებს სათბობის ტვირთს – რკინიგზის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ იმ გადმოტვირთვის სადგურში, რომელიც შედის დანაწევრების პუნქტის (სადგურის) ან შესასვლელი და გამანაწილებელი სადგურების მოქმედების ზონაში.

2. იმ ვაგონის დამისამართება, რომელიც დანაწევრების პუნქტში (სადგურში) მივიდა მარშრუტის შემადგენლობაში, ხორციელდება გადაზიდვის პირვანდელი დოკუმენტების მიხედვით.

3. აღრიცხვას ექვემდებარება ყველა მარშრუტი, რომელიც პასუხობს ამ წესების 120- მუხლის მეორე ნაწილისა და 122- მუხლის მოთხოვნებს.

თავი XIII

წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი

    მუხლი 126

წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი ტვირთის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:

) ვაგონის ტევადობის მესამედს;

) 3, 5, 20 და 24-ტონიანი ბრუტო მასის ვაგონების ტევადობის მეოთხედს.

    მუხლი 127

წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი ტვირთის საერთო მასა არ უნდა აღემატებოდეს 20 ტონას, ხოლო ტვირთის ერთი ადგილის წონა უნდა შეადგენდეს:

ა) დახურულ ვაგონებში გადასიზიდი ტვირთისთვის – არანაკლებ 20 კგ და არაუმეტეს 1500 კგ;

ბ) ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთისთვის – არანაკლებ 1500 კგ და არაუმეტეს 10 ტონისა;

გ) დიდტონაჟიან უნივერსალურ კონტეინერებში გადასაზიდი ტვირთისთვის – არა უმეტეს 1500კგ, ხოლო საშუალოტონაჟიან უნივერსალურ კონტეინერებში გადასაზიდი ტვირთისთვის – არაუმეტეს 1000 კგ.

    მუხლი 128

წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი ტვირთის ერთი ადგილის სიგრძე უნდა შეადგენდეს:

) დახურულ ვაგონებში გადასაზიდი ტვირთისთვისარა უმეტეს 2 მეტრისა;

) ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთისთვისვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განთავსებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად;

გ) უნივერსალურ კონტეინერებში გადასაზიდი ტვირთისთვის – კონტეინერის შიდა ზომებიდან გამომდინარე, უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთის გადაზიდვის წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

    მუხლი 129

1. წვრილმანი გზავნილებით, მათ შორის უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთი გადაიზიდება ამგვარი გზავნილების მიღება-გასაცემად აღჭურვილ სადგურებს შორის.

2. აკრძალულია ერთ ვაგონში იმ წვრილმანი გზავნილის განთავსება, რომელიც იგზავნება ერთი სარკინიგზო კვანძის სხვადსხვა სადგურში.

3. ტვირთი წვრილმანი გზავნილებით იგზავნება ნაკრებ ვაგონებში ან კონტეინერებში:

) რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ ერთი სადგურის დანიშნულებით დატვირთული, სვლის გზაზე დახარისხების გარეშე (პირდაპირი ნაკრები ვაგონები, კონტეინერები);

) ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნის მიერ სხვადასხვა სადგურის დანიშნულებით დატვირთული, სვლის გზაზე დახარისხებით (გადასატვირთი ნაკრები ვაგონები);

გ) ნაკრებსექციებიან ვაგონებში ან ბაქნებზე დამაგრებულ კონტეინერებში, რომლებიც მოძრაობენ მომიჯნავე ტვირთმახარისხებელი სადგურებით შემოფარგლულ უბნებზე.

    მუხლი 130

1. წვრილმანი გზავნილების პირდაპირ ნაკრებ კონტეინერებში გადაზიდვასთან დაკავშირებული სამუშაო სრულდება უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდად ტვირთი მიიღება გადაზიდვის განაცხადის საფუძველზე საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ტვირთგამგზავნს მისასვლელი ლიანდაგი.

    მუხლი 131

1. წვრილმანი გზავნილების თითოეულ სავაგონო ან საკონტეინერო გადაზიდვაზე ტვირთგამგზავნი ადგენს გუ-27ვ ფორმის ცალკე ზედნადებს, რომელშიც მიუთითებს ტვირთის საერთო წონასა და ტვირთის პარტიაში შემავალი ადგილების საერთო რაოდენობას.

2. ტვირთგამგზავნი ზედნადებს ავსებს გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად. ზედნადების წინაპირის ზედა ნაწილში, გრაფაში „გაგზავნის სახეობა” მიეთითება: „პნკ“, რაც ნიშნავს „პირდაპირი ნაკრები კონტეინერები”. პირდაპირი ნაკრები კონტეინერების გამგზავნია მისი ფორმირების სადგური.

    მუხლი 132

1. წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთი ტვირთგამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს ტარაში ან სხვა შესაფუთ საშუალებაში, რომელიც შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს, ხოლო, თუ ეს სტანდარტები (ტექნიკური პირობები) არ არის დადგენილი, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი იმდაგვარად შეფუთოს, რომ უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება, ვაგონის (კონტეინერის), ტვირთის მთლიანობა და დაცვა-შენახვა.

2. წვრილმანი გზავნილების ყოველ სატვირთო ადგილზე, მათ შორის იმ გზავნილისა, რომელიც გადასაზიდად წარმოდგენილია საერთო სარგებლობის ადგილებში, ტვირთგამგზავნი აკეთებს გამგზავნის, სპეციალურ და სარკინიგზო აღნიშვნებს, ტვირთის გადასაზიდად მიღების წესის შესაბამისად.

    მუხლი 133

1. საფრთხეშემცველი ტვირთი წვრილმანი გზავნილებით გადაიზიდება ამგვარი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. პირადი საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთი წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდად მიიღება მგზავრთა გადაყვანის წესის შესაბამისად.

    მუხლი 134

წვრილმანი გზავნილების მისაღებად განკუთვნილი საწყობი შეიძლება სპეციალიზებულ იქნეს ამგვარი ტვირთის დანიშნულებისამებრ. თითოეული დანიშნულებისათვის კონტეინერების ფორმირების გეგმის მიხედვით გამოყოფენ გარკვეულ უბანს ან სექციას. კონტეინერით გადასაზიდი წვრილმანი გზავნილები დანიშნულებისამებრ ჯგუფდება საწყობში. მძიმეწონიანი და ზომაგრძელი ტვირთი თავსდება შტაბელის გარე მხრიდან. ტვირთის განთავსება ვაგონსა და კონტეინერებში ჩატვირთვამდე უნდა იძლეოდეს ადგილების დათვლისა და სარკინიგზო აღნიშვნების შემოწმების საშუალებას.

    მუხლი 135

1. წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი ტვირთის მიღებისას საერთო სარგებლობის ადგილებში, გამგზავნი სადგურის უფლებამოსილმა მუშაკმა უნდა შეამოწმოს შეფუთვის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან, ნიშანდების მდგომარეობა, ხოლო საჭიროებისას ტვირთის წონის შესაბამისობა ზედნადებში აღნიშნულ მონაცემებთან.

2. ტვირთის გადასაზიდად მიღების დასადასტურებლად რკინიგზა ვალდებულია, ზედნადებზე გააკეთოს აღნიშვნა კალენდარული შტემპელით. ტვირთის მიღების ქვითარი გადაეცემა ტვირთგამგზავნს საგზაო უწყისის ყუის შესაბამის გრაფაში ხელმოსაწერად.

    მუხლი 136

1. სადგურში წვრილმანი გზავნილების მიტანისას, მათ შორის პირდაპირ ნაკრებ კონტეინერებში გადასაზიდად, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს შეფუთვასა და ტვირთის წონის შესახებ მონაცემების არსებობას, აღნიშნავს თითოეულ გაგზავნას ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთარში და აკეთებს მითითებას ზედნადების უკანა მხარეს, რომელიც ტვირთგამგზავნს უბრუნდება ტვირთის უკანასკნელი ნაწილის სადგურში მიტანამდე.

2. თუ ჩატვირთვას ახორციელებს რკინიგზა, წვრილმანი გზავნილების გადასაზიდად წარმოდგენილი ვაგონებისა და ნაკრები კონტეინერების კომერციულ ვარგისობას განსაზღვრავს გაგზავნის სადგური. ამ შემთხვევაში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი არჩევს ტვირთს თითოეული ვაგონის ან ნაკრები კონტეინერისთვის და ავსებს სავაგონო ფურცელს, რომელიც გადაეცემა გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.

    მუხლი 137

1. ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თვალს ადევნებს წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთის სწორ განთავსებას.

2. წვრილმანი გზავნილი, რომელიც გაივლის მახარისხებელ სადგურს, დახურულ ვაგონებში უნდა განთავსდეს ერთ-ერთ ტორსულ კედელთან, რათა ტვირთის დახარისხების დროს შესაძლებელი იყოს მისი ამ გაგზავნისადმი კუთვნილების შემოწმება. სხვადასხვაგვარ შეფუთვაში მოთავსებული ან შეუფუთავი ტვირთი უნდა განლაგდეს ისე, რომ ერთობლივი გადაზიდვისას გამოირიცხოს მისი დაზიანება.

3. წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას რეკვიზიტების დაყენებასა და მოხსნას, აგრეთვე ვაგონების (კონტეინერების) ბორტების, ლუკებისა და კარებების გახსნა-დახურვას ახორციელებს რკინიგზა.

4. თუ წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე, ტვირთი ვაგონში იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ ცალკეული გზავნილების გადმოტვირთვისას გზად მდებარე სადგურებში საჭირო არ გახდეს დანარჩენი ტვირთის გადაადგილება. ტვირთი უნდა იყოს დამაგრებული ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

    მუხლი 138

1. საერთო სარგებლობის ადგილებში წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვის დამთავრებისთანავე, გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული გზავნილების რაოდენობას, წონასა და ადგილს; სავაგონო ფურცელში წერილობით მიუთითებს გზავნილების საერთო რაოდენობას და ხელს აწერს მას; იგი აგრეთვე ვალდებულია, თითოეული ვაგონის (კონტეინერის) მიხედვით შეაგროვოს მცირე გზავნილების ზედნადებები და გადასცემს ეს დოკუმენტები გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.

2. პირდაპირი ნაკრები კონტეინერის სავაგონო ფურცელს სადგური ავსებს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება წვრილმანი საკონტეინერო გზავნილების საწყობში, მეორე კი, თან ერთვის გასაგზავნ კონტეინერში ჩატვირთული ყველა წვრილმანი გზავნილის გადაზიდვის დოკუმენტებს.

3. კონტეინერის (ვაგონის) კარებების დაკეტვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი პლომბავს მას საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, აღნიშნავს მის მონაცემებს სავაგონო ფურცელსა (ნაკრები ვაგონისთვის) და გუ-37 ფორმის დავთარში და ამოწმებს ხელმოწერით.

    მუხლი 139

წვრილმანი გზავნილების გადამზიდი ნაკრები ვაგონები (კონტეინერები), დატვირთული არასაერთო სარგებლობის ადგილებში, იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს მათში ტვირთის სწორ განთავსებას. ამ ვაგონების (კონტეინერების) გადასაზიდად მიღების გაფორმებამდე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს:

ა) ვაგონის (კოტეინერის) ნომრის შესაბამისობას ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებთან;

ბ) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობას, წესივრულობას და საკონტროლო აღნიშვნების შესაბამისობას ზედნადების მონაცემებთან;

გ) ტვირთის ადგილების რაოდენობასა და ტვირთის დაზიანების, დაკარგვის ან შეფუთვის დაზიანების ნიშნების არარსებობას ღია მოძრავ შემადგენლობაში;

დ) დანიშნულების (დახარისხების) სადგურის სავაგონო ფურცელში მითითებული ნაკრები ვაგონების შესაბამისობას ამ ვაგონების ფორმირების გეგმასთან.

    მუხლი 140

1. გაგზავნის სადგურში წვრილმანი გზავნილების დაჯგუფების პირობები განისაზღვრება დახურულ ვაგონსა და ღია მოძრავ შემადგენლობაზე წვრილმანი გზავნილების ფორმირების საქსელო და საგზაო გეგმებით. წვრილმანი გზავნილები იმგვარად უნდა დაჯგუფდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რაც შეიძლება მეტი ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) ფორმირება.

2. წვრილმანი გზავნილებით სხვადასხვა დანიშნულების სადგურში გადასაზიდი ტვირთი ნაკრები დახურული ვაგონებიდან გადმოიტვირთება საერთო სარგებლობის ადგილებში.

3. წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გადმოსატვირთად სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ვაგონის (კონტეინერის) გახსნის წინ ამოწმებს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის სისწორეს და ხსნის მას.

4. თითოეული მცირე გზავნილის გადმოტვირთვა ხორციელდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის თანდასწრებით, რომელიც ამოწმებს ტარას და/ან შეფუთვას, ასევე გადმოსატვირთი ტვირთის შესაბამისობას სავაგონო ფურცლისა და ზედნადების მონაცემებთან.

    მუხლი 141

1. წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გადმოტვირთვისას სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთი დაიწყოს აკურატულად, დაუზიანებლად, აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნეს ვაგონის (კონტეინერის) უვნებლობა.

2. საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული წვრილმანი გზავნილები აღინიშნება თარიღის, გაგზავნის ნომრისა და ადგილების რაოდენობის მითითებით. მონაცემები გადმოცლილი ტვირთის შესახებ სადგურის უფლებამოსილ მუშაკს შეაქვს ტვირთის გადმოცლის დავთარში.

3. წვრილმანი გზავნილების საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთვისას ტვირთის დარჩენილ ადგილებს ამაგრებს და გადაადგილებს რკინიგზა.

4. ვაგონის გადმოტვირთვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი სავაგონო ფურცელში აღნიშნავს გადმოტვირთვის დასრულების თარიღს, ხელს აწერს მას და გადასცემს დანიშნულების სადგურის სატვირთო სალაროს.

5. სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ასევე ვალდებულია, შეამოწმოს ვაგონში (კონტეინერში) დარჩენილი, სხვა სადგურებისათვის განკუთვნილი წვრილმანი გზავნილების ადგილების რაოდენობა, მათი განთავსებისა და დამაგრების სისწორე, შესაბამისი აღნიშვნების არსებობა და შეადგინოს ახალი სავაგონო ფურცელი.

    მუხლი 142

1. წვრილმანი გზავნილებით მიტანილ და გადმოცლილ ტვირთს რკინიგზა გადასცემს ტვირთმიმღებს, ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად.

2. თუ სადგურიდან ტვირთის გატანა საშვით წარმოებს, ტვირთმიმღებმა სადგურის უფლემაბოსილ მუშაკს უნდა წარუდგინოს სადგურის სატვირთო სალაროს მიერ გაცემული საშვი.

3. ტვირთმიმღების მიერ ტვირთის შენახვის საფასურის გადახადის შემდეგ, თუ მისი უსასყიდლო შენახვის ვადა გავიდა, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი გასცემს ტვირთის ავტომობილზე დატვირთვის ნებართვას. ამ შემთხვევაში, ზედნადებში (საშვზე) იგი აღნიშნავს ტვირთის გაცემის შესახებ, ხოლო ტვირთის გადმოცლის დავთარში მიუთითებს გზავნილების გაცემის თარიღსა და ნომერს, აგრეთვე იმ ავტომობილის მარკასა და სახელმწიფო ნომერს, რომლითაც მოხდა ტვირთის გატანა.

    მუხლი 143

1. თუ წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გაცემისას არ არსებობს ტარის და შეფუთვის დაზიანების ნიშნები, საგზაო უწყისის მეორე მხარეს ტვირთმიმღების ნებართვით კეთდება ჩანაწერი, რომ ტვირთი გაიცემა გახსნისა და შემცველობის შემოწმების გარეშე.

2. თუ დანიშნულების სადგურში ტვირთის მდგომარეობის, წონისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებისას აღმოჩნდა დანაკლისი ან ტვირთის დაზიანება, ანდა ამგვარი გარემოება დადგენილია სვლის გზაზე შედგენილი კომერციული აქტით, დანიშნულების სადგური განსაზღვრავს ფაქტობრივი დანაკლისის ან ტვირთის დაზიანების ოდენობას და გადასცემს ტვირთმიმღებს კომერციულ აქტს.

3. თუ საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, სადგური, საკუთარი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით, იწვევს ექსპერტებს და სათანადო სპეციალისტებს. ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს ექსპერტების (სპეციალისტების) მოწვევით დაინტერესებული მხარე.

თავი XIV

ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი

    მუხლი 144

1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში (შემდგომ _ კონტეინერი) გადაზიდვის პირობებს და ამგვარი გადაზიდვის დოკუმენტების შევსების თავისებურებას.

2. ტვირთგამგზავის, ტვირთმიმღებს, რკინიგზასა და სხვა პირებს უფლება არა აქვთ ისარგებლონ კონტეინერებით მათი მესაკუთრის ნებართვის გარეშე.

    მუხლი 145

1. კონტეინერს უნდა ჰქონდეს დადგენილი ნიმუშის ნიშანდება, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართში. ყველა დიდტონაჟიან კონტეინერს უნდა გააჩნდეს ტრაფარეტი მორიგი შემოწმების ან რემონტის ვადების აღნიშვნით.

2. კონტეინერის ბრუტო წონა აღინიშნება მის კარებზე და კოდირებულია დიდტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის მეორე მწკრივში ან საშუალოტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის პირველ მწკრივში.

3. თუ კონტეინერს არა აქვს ნიშანდება და ტრაფარეტი, იგი გადასაზიდად არ მიიღება.

    მუხლი 146

1. კონტეინერით სრულდება პირდაპირი, საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო გადაზიდვა.

2. ფიზიკურ პირთა საჭიროებისთვის განკუთვნილი პირადი მოხმარების და მალფუჭადი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამ წესების მოთხოვნათა დაცვით.

3. რკინიგზის კონტეინერებში აკრძალულია მყრალი ან ისეთი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც აბინძურებს კონტეინერის შიდა ზედაპირს, და რომლის გადაზიდვისა და გადმოტვირთვის შემდეგ აუცილებელია კონტეინერის დეზინფექცია.

5. საფრთხეშემცველი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამგვარი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

6. თხევადი ტვირთი კონტეინერით გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ პირველად უმსხვრევ ტარაში (კასრები, ბიდონები, კანისტრები, პლასტმასის ჭურჭელი), აგრეთვე წვრილ ტარაში დაფასოებული, მუყაოს ყუთებში შეფუთული, მოლარტყული და სხვა მსუბუქი შეფუთვით. ამ შემთხვევაში, წვრილმანი ტარა განკუთვნილი უნდა იყოს წარმოდგენილი თხევადი ტვირთის გადასაზიდად.

    მუხლი 147

1. დიდტონაჟიან კონტეინერში ჩატვირთული ერთი ტვირთის ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 1500 კგ, ხოლო საშუალოტონაჟიან კონტეინერში ჩატვირთულისა – 1000 კგ-.

2. კონტეინერის ძირზე მოთავსებული ადგილების ერთიანი დატვირთვა, მათ შორის ფორმირებული შტაბელისა, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე არ უნდა აღემატებოდეს: 1 კგძ- დიდტონაჟიან კონტეინერში და 0,5 კგძ- საშუალოტონაჟიან კონტეინერში.

3. კონტეინერის ძირზე დასაშვები დატვირთვის გადაჭარბებისას სატვირთო ადგილი უნდა განთავსდეს არანაკლებ 100 X 20 მმ კვეთის სტანდარტულ ქვეშზე ან სათანადო საყრდენ ზედაპირიან ქვესადებზე. ასეთი სატვირთო ადგილები კონტეინერში განლაგდება მხოლოდ ერთ იარუსად.

    მუხლი 148

1. რკინიგზა ვალდებულია, დასატვირთად წარმოადგინოს წესივრული და მოცემული ტვირთის გადასაზიდად ვარგისი კონტეინერი, რომელიც გაწმენდილია ნაგვისა და ტვირთის ნარჩენებისგან.

2. გადასაზიდად პირველად შეფუთვაში უტაროდ ან შემსუბუქებული ტარით წარდგენილ ტვირთს, აგრეთვე მის გადასაზიდად განკუთვნილ კონტეინერს წინასწარ ამზადებს ტვირთგამგზავნი ისე, რომ ჩატვირთვის, გადაზიდვის ან გადმოტვირთვის დროს გამოირიცხოს ტვირთის სხვა და სხვაგვარი ხახუნი, დეფორმაცია, შეყინვა, გადამეტხურება ან ტვირთის სხვა უარყოფითი ზემოქმედება კონტეინერზე.

3. რკინიგზის კონტეინერებში დაზეთილი შეუფუთავი ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ მკვრივ ქაღალდში გახვეული, კონტეინერის ძირის, კედლებსა და ტვირთს შორის არსებული სივრცის დამცავი სადებებით აღჭურვილი, კონტეინერის შიდა ზედაპირის დაბინძურებისა და მექანიკური დაზიანებისგან დაცვის პირობით.

    მუხლი 149 

1. ტვირთგამგზავნმა კონტეინერში ტვირთი ისე უნდა განალაგოს, რომ გამოირიცხოს მისი გადაადგილება გადაზიდვის პროცესში ტვირთზე ბუნებრივი ზემოქმედების გამო.

2. დაუშვებელია ტვირთის მიბჯენა კონტეინერის კარზე (კონტეინერის კარსა და ტვირთს შორის მანძილი 3-დან 5 სმ-მდე უნდა დარჩეს), აგრეთვე ტვირთის ან მისი დასამაგრებელი მოწყობილობის დაჭედება კონტეინერის ძირზე. ტვირთის დასამაგრებლად გამოიყენება საბჯენი ძელები, ჯაჭვები, გამყოფი ფარები (კონტეინერის კარის ღიობში) და არანაკლებ 20 X 100 მმ განივკვეთის ფიცრის განმბჯენი ჩარჩოები.

3. ტვირთის შტაბელებს შორის, აგრეთვე ტვირთისა და კონტეინერის კედლებს შორის ღრეჩოების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ-ს, ხოლო გადაადგილება კონტეინერში მოთავსებული ტვირთის მასის საერთო ცენტრის შუაგულიდან არ უნდა აღემატებოდეს: 600 მმ – დიდტონაჟიანი კონტეინერის შუიდან, სიგრძეზე და 100 მმ – სიგანეზე.

    მუხლი 150

1. კონტეინერში ჩატვირთული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს მისი ნეტო წონის ტვირთამწეობას, რომელიც შეადგენს ტრაფარეტზე მითითებული კონტეინერის ბრუტო წონასა და კოტეინერის ტარის წონას შორის სხვაობას.

2. კონტეინერში ტვირთის ჩატვირთვის შემდეგ მისი კარი იხურება, იკეტება და იპლომბება ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესის შესაბამისად.

    მუხლი 151

1. კონტეინერის ვაგონში (ავტომობილზე) ჩატვირთვა სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში და მისი ვაგონიდან (ავტომობილიდან) გადმოტვირთვა ხორციელდება რკინიგზის მიერ. არასაერთო სარგებლობის ადგილებში ამ სამუშაოებს ასრულებს ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები.

2. დატვირთული კონტეინერი ვაგონში უნდა დაიდგას კარებით შიგნით.

    მუხლი 152

1. კონტეინერებში ტვირთი გადაიზიდება იმ სადგურებს შორის, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკური საშუალებებით კონტეინერებზე სამუშაოების უზრუნველსაყოფად. კონტეინერებში ტვირთის გადაზიდვა სხვა სადგურებს შორის დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. კონტეინერის მიღება იმ ნავსადგურიდან, რომელიც არ არის ჩართული პირდაპირ შერეულ სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვაში ან კონტეინერის გაგზავნა იმ ნავსადგურისა და სადგურის გავლით, რომელიც არ არის აღჭურვილი ტვირთის გადასაცლელად საჭირო ტექნიკური საშუალებებით, აკრძალულია.

3. თუ კონტეინერში ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურების გავლით, მათ შორის არაპირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით, ზედნადებს თან უნდა დაერთოს ტვირთგამგზავნის ხელმოწერით დადასტურებული ტვირთის ჩატვირთვისა და დამაგრების მოწმობა, რომელიც შეივსება ზედნადებში მითითებული მონაცემების შესაბამისად.

    მუხლი 153

1. ტვირთის გადაზიდვა კონტეინერში იმ სადგურებსა და პორტებს შორის, რომელიც აღჭურვილია კონტეინერების დასამუშავებლად საჭირო ტექნიკური საშუალებებით, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონტეინერებით ერთობლივი სარგებლობის წესი განისაზღვრება მათ მფლობელთა შეთანხმებით.

2. ზედნადების მე-3 გრაფაში „ტვირთგამგზავნის განსაკუთრებული აღნიშვნები და შენიშვნები” ტვირთგამგზავნმა უნდა აღნიშნოს: „----------------(დანიშნულების ქვეყნის დასახელება) წყლის ტრანსპორტით გადასაზიდად”.

3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტვირთგამგზავნი ქონებრივად აგებს პასუხს ზედნადებში შეტანილი მონაცებების უტყუარობასა და არასწორი ან არასრული მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგზე.

4. თუ საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთული კონტეინერები წარმოდგენილია კომპლექტებად (კონტეინერების ჯგუფები) და იგზავნება სვლის გზაზე დაუხარისხებლად ერთი დანიშნულების სადგურში, ზედნადები ფორმდება თითოეულ დატვირთულ კონტეინერზე.

    მუხლი 154

1. თუ წვრილმანი გზავნილების ტვირთი კონტეინერში გადასაზიდად მიღებულია საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, გადაზიდვა დაიშვება ერთ კონტეინერში ერთ დანიშნულების სადგურში გადმოსაცლელად, ტვირთის შუალედური დახარისხების გარეშე (შემდგომ – პირდაპირი ნაკრები კონტეინერი). წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას თითოეულ პირდაპირ ნაკრებ კონტეინერში, ექსპედიტორი თავისი ხარჯით ავსებს გუ-29კ ფორმის ზედნადებს, ამ წესების დანართში გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად და ზედნადების წინაპირის ზედა ნაწილის გრაფაში „გზავნილების ფორმა” დიდი ასოებით აღნიშნავს „პნკ”, რაც შემოკლებით ნიშნავს „პირდაპირი ნაკრები კონტეინერი“. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ნაკრებ კონტეინერში ჩატვირთულ ტვირთს ექსპედიტორი ათავსებს კონტეინერის შიგნით, რაზეც მიუთითებს ზედნადების შესაბამის გრაფაში.

2. რკინიგზის მიერ პირდაპირი ნაკრები კონტეინერის ფორმირებისას, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ავსებს კონტეინერის თანმხლებ ფურცელს, რომელსაც ერთვის კონტეინერებში განლაგებულ წვრილმან გზავნილებზე გაფორმებული ზედნადებები,

    მუხლი 155

1. თუ გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები უარს ამბობს კონტეინერის გაწმენდაზე, რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნისგან არ მიიღოს აღნიშნული კონტეინერი და მოსთხოვოს მას მთელი ამ დროის განმავლობაში კონტეინერით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის გადახდა.

2. კონტეინერის კომერციულ ვარგისობას გარკვეული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, არ მიიღოს მისი ტვირთის გადასაზიდად კომერციულად უვარგისი კონტეინერი და რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს იგი ვარგისით.

    მუხლი 156

1. დატვირთული კონტეინერი გადასაზიდად მიიღება გარეგნული დათვალიერების, ტვირთგამგზავნის საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობისა და ამის თაობაზე ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების შემდეგ, გარდა პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთით დატვირთული კონტეინერის წარდგენისა, როდესაც დაპლომბვას უზრუნველყოფს გამგზავნი სადგური ტვირთგამგზავნის ხარჯით.

2. ტვირთის კონტეინერებში გადაზიდვისას ტვირთგამგზავნს შეუძლია, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ვალდებულია, გამოაცხადოს გასაგზავნი ტვირთის ფასეულობა და შეადგინოს მისი ჩამონათვალი.

    მუხლი 157

1. კონტეინერი, რომელიც გაიცემა საერთო სარგებლობის ადგილებში, 24 საათის განმავლობაში უსასყიდლოდ ინახება დანიშნულების სადგურში.

2. ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ მის მფლობელობაში არსებული კონტეინერების მიღების დაყოვნებისას, რკინიგზის სასარგებლოდ გადაიხდება კონტეინერების საერთო სარგებლობის ადგილებში დგომის საფასური.

3. რკინიგზის ან სხვა პირთა მფლობელობაში არსებული კონტეინერებით სარგებლობისას ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, რომელთანაც რკინიგზას გაფორმებული აქვს კონტეინერების ერთობლივი ექსპლუატაციის ხელშეკრულება, რკინიგზას უხდის კონტეინერებით სარგებლობის დადგენილ საფასურს, კონტეინერის თითოეული ტიპის მიხედვით.

    მუხლი 158

1. დიდტონაჟიანი კონტეინერი სპეციალიზებულ ან გადაკეთებულ სარკინიგზო ბაქნებზე თავსდება და მაგრდება ტექნიკური პირობების მოთხოვნათა დაცვით.

2. საშუალოტონაჟიანი კონტეინერი, ნახევარაგონსა და უნივერსალურ (ბორტიან) ბაქანბზე გადაიზიდება მთლიანი კომპლექტით (კონტეინერების ჯგუფით), რომელიც იკავებს ნახევარვაგონის ან ბაქნის მთელ ფართობს, ტვირთის განთავსებისა და დამაგრების სქემების შესაბამისად.

3. თუ ბაქნის ურიკებზე უზრუნველყოფილია თანაბარი დატვირთვა, დიდტონაჟიანი კონტეინერი სპეციალიზებულ ბაქანზე შეიძლება გადაიზიდოს არასრული კომპლექტით, ბაქნის შუაში ფიტინგურ საბჯენებზე განლაგებით.

4. საშუალოტონაჟიანი კონტეინერების გადაზიდვა ადგილობრივი ტექნიკური საშუალებებით ნებადართულია მხოლოდ ერთი რკინიგზის ფარგლებში.

    მუხლი 159

1. კონტეინერი დანიშნულების სადგურში გაიცემა იმავე წესით, რა წესითაც ხდება მისი გადასაზიდად მიღება.

2. დატვირთული, მათ შორის იმპორტული ტვირთით დატვირთული კონტეინერები, ნავსადგურისგან მიიღება ან ბარდება მას კონტეინერისა და მისი დაპლომბვის მდგომარეობის გარეგნული დათვალიერების შემდეგ. საჭიროებისას, ნავსადგურში კონტეინერში ტვირთის შემოწმება ან მისი წესივრულ კონტეინერში გადატვირთვა ხორციელდება ჩამბარებელი მხარის თანდასწრებით და მისი ხარჯით. შემოწმების შემდეგ კონტეინერს პლომბავს ჩამბარებელი მხარე, თავისი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით.

3. იმპორტული ტვირთით დატვირთულ კონტეინერე საბაჟო ორგანოს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობა, ზედნადებს თანდართული გახსნის აქტისა და ზედნადებში შეტანილი შესაბამისი აღნიშვნითურთ, ტვირთის გაცემისას რკინიგზისათვის არ წარმოადგენს მისი მდგომარეობის, წონისა და ადგილების რაოდენობის შემოწმების სავალდებულო საფუძველს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 160

1. ექსპედიტორს, რომელსაც სადგურთან დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება, კონტეინერები სადგურში შემოაქვს და გააქვს სადგრიდან კეუ-16 ფორმის განწესის საფუძველზე, რომელსაც სადგური სამ ეგზემპლარად აფორმებს. განწესის ნომრად მიეთითება ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის ან ტვირთის გადმოტვირთვის დავთრის მიხედვით დადგენილი რიგითი ნომერი. ამავე განწესის შესაბამისად ხორციელდება ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და ექსპედიტორის მიერ კონტეინერებით სარგებლობის დროის აღრიცხვა. ამ მიზნით კეუ-16 ფორმის განწესში მითითებული უნდა იყოს კონტეინერების ნომრები. ამ შემთხვევაში, მისასვლელ ლიანდაგზე კონტეინერებიანი ვაგონების ჩამოყენებისას კეუ-16 ფორმის განწესი ფორმდება კონტეინერებიანი ვაგონის ჩამოყენებისა და დაწმენდა-დასუფთავების უწყისთან ერთად.

2. იმპორტული საქონლის მიღებისას კეუ-16 ფორმის განწესი, ზედნადებთან ერთად, გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ემსახურება დანიშნულების სადგურს. ტვირთის გაშვებისას, საბაჟო ორგანო ზედნადებსა და კეუ-16 ფორმის განწესში დაუსვამს დადგენილი ფორმის შტამპს.

3. დატვირთული ან ცარიელი კონტეინერის გაცემისას ან სადგურში მათი დაბრუნებისას, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი განწესის შესაბამის გრაფაში აღნიშნავს კონტეინერის გაცემისა და დაბრუნების თარიღსა და დროს. ეს აღნიშვნები მოწმდება მისი და ექსპედიტორის ხელმოწერით. განწესის ორი ეგზემპლარი, კონტეინერთან ერთად, გადაეცემა ექსპედიტორს, განწესის ერთი ეგზემპლარი კი, რჩება სადგურში ან საკონტეინერო მოედანზე.

4. რკინიგზის უფლება-ვალდებულებებს იმ კონტეინერის მიმართ, რომელიც სხვისი საკუთრებაა, არეგულირებს კონტეინერის მესაკუთრესა და რკინიგზას შორის დადებული კონტეინერებით ერთობლივი სარგებლობის ხელშეკრულება.

თავი XV

ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წესი

    მუხლი 161

სპეციალიზებული კონტეინერის სახეებია:

ა) სპეციალიზებული საშუალოტონაჟიანი კონტეინერი, რომლის ბრუტოს მაქსიმალური წონა 2,5 ტონაზე მეტი, მაგრამ 10 ტონაზე ნაკლებია;

ბ) სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი, რომლის ბრუტოს მაქსიმალური წონაა 10 ტონა და მეტია.

    მუხლი 162

1. ახლად დამზადებულ და რკინიგზაზე გადასაზიდად პირველად წარდგენილ სპეციალიზებულ კონტეინერებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისობის სერტიფიკატი ან „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციით” გათვალისწინებული ფირფიტა, რომელიც მაგრდება ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. თუ პირდაპირი ან შერეული მიმოსვლით გადამზიდი სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი არ შეესაბამება „უსაფრთხო კონტეინერების საერთაშორისო კონვენციის” ნორმებს, აგრეთვე სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებს, იგი გადასაზიდად არ მიიღება.

2. სპეციალიზებული კონტეინერის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი გამართული მდგომარეობა, ნიშანდების სისწორე და სისრულე.

3. საფრთხეშემცველი ტვირთი სპეციალიზებულ კონტეინერში გადაიზიდება ამ წესებისა დარკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესისშესაბამისად.

4. სპეციალიზებული კონტეინერების კომერციულ ვარგისობას გარკვეული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთის ჩატვირთვა კომერციულად უწესივრო, მათ შორის ამ წესების დარღვევით მარკირებულ სპეციალიზებულ კონტეინერებში, აკრძალულია.

    მუხლი 163

1. სპეციალიზებული კონტეინერების დატვირთვა-გადმოტვირთვა სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობაზე ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

2. სპეციალიზებული კონტეინერების მიღება, გაცემა და შენახვა, გარდა იმ კონტეინერებისა, რომლითაც გადაიზიდება საფრთხეშემცველი ტვირთი, შეიძლება განხორციელდეს საერთო სარგებლობის ადგილებში იმ პირობით, თუ კონტეინერი აღჭურვილია ხელშეუხებლობისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო მოწყობილობით.

    მუხლი 164

1. სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი კონტეინერმზიდ ბაქანზე განთავსდება ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განთავსებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

2. საქართველოდან გასაგზავნი ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტად მიმავალი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვა სრულდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების შეთანხმების“ შესაბამისად.

3. დიდი ან საშუალოტონაჟიანი სტანდარტული უნივერსალური კონტეინერების ზომისა და პარამეტრის მქონე სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერების გადაზიდვა დაიშვება ამ უნივერსალურ კონტეინერებთან ერთად, გარდა საფრთხეშემცველი ტვირთით დატვირთული კონტეინერებისა.

    მუხლი 165

1. სპეციალიზებული კონტეინერები იპლომბება ვაგონებისა და კონტეინერების დაპლომბვის წესის შესაბამისად.

2. ნაყარი ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სპეციალიზებული კონტეინერი, რომელიც ტორსული მხრიდან აღჭურვილია ერთი კარით, ხოლო საწინააღმდეგო მხარის ქვედა ნაწილში – ლუკით, სარკინიგზო ბაქნებზე განლაგებული უნდა იქნეს კარით შიგნით. კონტეინერების გვერდის ზედაპირზე აღინიშნება გადასაზიდი ტვირთის შესაბამისი ტრაფარეტი.

    მუხლი 166

1. სარკინიგზო ბაქანსა ან ნახევარვაგონზე განლაგებულ თითოეულ სპეციალურ კონტეინერზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია, შეავსოს გუ-29კ ფორმის ზედნადები, ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. ზედნადების თითოეულ ბლანკზე, გრაფაშიგაგზავნის ტიპიაღინიშნება სპეციალური კონტეინერის აბრევიატურასკ”.

3. თუ ტექნიკური პირობებით დადგენილი არ არის გარკვეული ტიპისა და ბრუტო წონის სპეციალიზებული კონტეინერების განლაგება-დამაგრების მოთხოვნები, ზედნადებში ტვირთგამგზავნი აღნიშნავს, რომ კონტეინერი განლაგებული და დამაგრებულია დამტკიცებული ნახაზის შესაბამისად.

4. საფრთხეშემცველი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის ან გადაზიდვის შემდეგ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერების დაბრუნებისას, გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

5. თუ ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერები გადაიზიდება სავაგონო ან მცირე გზავნილებით, ზედნადებში აღინიშნება სპეციალიზებული კონტეინერის აბრევიატურა და ყველა ცარიელი კონტეინერის საერთო წონა.

6. საქართველოდან მიმავალ სპეციალიზებულ კონტეინერებზე შეივსება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების” ზედნადები.

    მუხლი 167

1. თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია სპეციალიზებულ კონტეინერებში, ტვირთგამგზავნმა ზედნადებში უნდა მიუთითოს ტვირთის წონა, კონტეინერის საკუთარი წონა და მთელი გზავნილის საერთო ფაქტობრივი ბრუტო წონა.

2. სპეციალიზებულ კონტეინერებში განლაგებული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ტვირთამწეობას, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა კონტეინერისა და ტრაფარეტზე მითითებული მისი ტარის ნომინალური ბრუტო წონის შორის.

3. იკრძალება ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის წონის განსაზღვრა გაზომვის მეშვეობით, თუ ამ ტვირთით სპეციალიზებული კონტეინერის დატვირთვას სრულ ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.

    მუხლი 168

1. დატვირთული სპეციალიზებული კონტეინერი გადასაზიდად წარდგენილი შეიძლება იყოს ტვირთგამგზავნის საკეტ-საპლომბი მოწყობილობით.

2. დატვირთული სპეციალიზებული კონტეინერის მიღებისას პორტისპირა სადგურზე გასაგზავნად, ტვირთის განლაგება და დამაგრება კონტეინერში უნდა შეესაბამებოდეს საზღვაო ტრანსპორტით ტვირთის კონტეინერებით გადაზიდვის წესის მოთხოვნებს.

    მუხლი 169

1. რკინიგზის სპეციალიზებული კონტეინერებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით.

2. ცარიელი სპეციალიზებული კონტეინერის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, აგრეთვე მისი შემდგომი გამოყენების წესი, განისაზღვრება კონტეინერის მფლობელსა და რკინიგზას შორის დადებული ხელშეკრულებით.

თავი XVI

ტვირთის სატრანსპორტო პაკეტებად გადაზიდვის წესი

    მუხლი 170

1. ტვირთი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პაკეტის სახით, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს სატრანსპორტო პაკეტებად (შემდგომ – პაკეტი).

2. პაკეტი არის დაპაკეტების საშუალებით ერთმანეთთან დამაგრებული გამსხვილებული სატვირთო ადგილი, რომელიც შედგება ტარაში შეფუთული ან შეუფუთავი ტვირთის ცალ-ცალკე ადგილებისგან და გადაზიდვა-შენახვის პროცესში უზრუნველყოფს:

ა) მექანიზებული დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობას;

ბ) პაკეტის მთლიანობას;

გ) სატრანსპორტო, სასაწყობო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შემსრულებელ პირთა უსაფრთხოებას;

დ) დახურული, იზოთერმული ვაგონებისა და კონტეინერების ტვირთამწეობისა და ტევადობის რაციონალურ გამოყენებას, ხოლო ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის სრულ გამოყენებას;

ე) მდგრადობას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, პაკეტების დამაგრებას, განივი და გრძივი გადაადგილებისგან დასაცავად გადაზიდვის პროცესში;

ვ) მატარებლის უსაფრთხო მოძრაობას.

3. ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე სატრანსპორტო პაკეტებად გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

    მუხლი 171

1. გადასაზიდად წარდგენამდე, ტვირთგამგზავნი თავისი ხარჯით აყალიბებს ტვირთს სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების შესატყვის პაკეტებად,

2. თითოეულ პაკეტში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტვირთმიმღების მისამართით გადასაზიდი ერთგვაროვანი და ერთნაირად შეფუთული ან შეუფუთავი ტვირთის მოთავსება.

3. პაკეტის კონსტრუქციის, საკონტროლო ნიშნების, დაპაკეტებისა და დამაგრების საშუალებების საიმედობიათვის პასუხისმგებელია ტვირგამგზავნი.

5. თუ ტვირთი გადაიზიდება დახურული ვაგონით, პაკეტის პარამეტრები, რომელიც ჩამოყალიბებულია 800 X 1200 მმ ზომის მრავალჯერადი მოხმარების ქვეშის გამოყენებით, არ უნდა აღემატებოდეს 840 X 1240 მმ-ს.

    მუხლი 172

1. მრავალჯერადი მოხმარების დაპაკეტების საშუალებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფრთხეშემცველი და სპეციფიკური სუნის მქონე ტვირთის დაპაკეტებისთვის.

2. ტვირთგამგზავნმა პაკეტზე უნდა აღნიშნოს მასში მოთავსებული სატვირთო ერთეულების რაოდენობა.

3. აკრძალულია სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს შეუსაბამი დაპაკეტების საშუალებების გამოყენება.

    მუხლი 173

1. დაპაკეტებული ტვირთი სვლის გზაზე ხელუხლებლად გადაიზიდება.

2. ტვირთის სამაგრი საშუალებები და პაკეტები აღჭურვილი უნდა იყოს საკონტროლო ნიშნებით, რაც გამორიცხავს პაკეტებიდან ცალკეული სატვირთო ადგილების ამოღებას სამაგრი საშუალებებისა და საკონტროლო ნიშნების დაუზიანებლად.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საკონტროლო ნიშნებია:

ა) პლომბი, რომელზეც აღნიშნულია ტვირთგამგზავნის სახელწოდება;

ბ) კლიტეში დატანებული საკონტროლო ლენტი;

გ) შეკლების აფსკი.

    მუხლი 174

1. გადასაზიდად წარდგენამდე­­ ტვირთგამგზავნი პაკეტზე აკეთებს გამგზავნის, სპეციალურ და სარკინიგზო ნიშანდებას. თუ პაკეტში არსებულ თითოეულ სატვირთო ადგილზე არის ტვირთგამგზავნის ნიშანდება, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზუალური კონტროლისთვის, სატვირთო ადგილის გაუხსნელად, პაკეტზე ამგვარი ნიშანდება აუცილებელი არ არის.

2. ტვირთის თვისებები, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სასაწყობო სამუშაოს შესრულებისას მისი გადაადგილების წესი, აღინიშნება ტექსტის ან ნახატის სახით შესრულებული სპეციალური ნიშანდებით.

3. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო გზავნილებით, სარკინიგზო ნიშანდებას პაკეტზე აკეთებს ტვირთგამგზავნი, – ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე, ხოლო, თუ ტვირთი გადასაზიდად წარდგენილია წვრილმან გზავნილებად, – გაგზავნის სადგური, ტვირთის გადასაზიდად მიღებისას.

4. სარკინიგზო ნიშანდება კეთდება წილადი რიცხვის სახით, რომლის მრიცხველში ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრის მიხედვით მიეთითება სადგურის მიერ შეტყობინებული რიგითი ნომერი და ტირეთი გზავნილში პაკეტების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.

5. გამგზავნისა და სარკინიგზო ნიშანდება პაკეტზე კეთდება ჩამოურეცხავი საღებავით ან მასზე მჭიდროდ მიმაგრებული იარლიყით.

    მუხლი 175

1. პაკეტებად გადასაზიდად ტვირთი მიიღება საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

2. მიღების პირობების მიხედვით პაკეტი უთანაბრდება ცალკე სატვირთო ადგილს.

3. პაკეტის წონას, რომელიც მოიცავს ტვირთის წონას დაპაკეტების საშუალებებთან ერთად, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს მას ზედნადების შესაბამის გრაფაში.

    მუხლი 176

1. გადასაზიდად დახურულ და იზოთერმულ ვაგონებსა და კონტეინერებში წარდგენილი პაკეტების წონა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ტონას.

2. გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე წარდგენილი პაკეტის წონა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) სადგურზე არსებული დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანების ტვირთამწეობას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში;

ბ) ტვირთმიმღებთან შეთანხმებულ წონას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

3. იმ სადგურების ნუსხას, რომლებსაც საერთო სარგებლობის ადგილებში აქვთ დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანები, მათი ტვირთამწეობის მითითებით შეიმუშავებს რკინიგზა.

    მუხლი 177

1. პაკეტების განლაგება და დამაგრება ვაგონებსა და კონტეინერებში ხორციელდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვის წესის მიხედვით.

2. დახურული და იზოთერმული ვაგონების კართშორის სივრცეში პაკეტი იმგვარად უნდა განლაგდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი მექანიკური გადმოტვირთვა ნებისმიერი კარიდან.

3. თუ ტექნიკური პირობებით ღია მოძრავ შემადგენლობაზე პაკეტების განლაგებისა და დამაგრების წესი განსაზღვრული არ არის, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, თვითონ შეიმუშაოს იგი.

4. თუ არასაერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთულ-გადმოტვირთული პაკეტები დახურულ და იზოთერმულ ვაგონებში გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე გადაუტვირთავად, ტვირთგამგზავნმა ისინი ვაგონში შეიძლება ისეთი სამაგრი საშუალებით დაამაგროს, რომელიც უზრუნველყოფს სვლის გზაზე ტვირთის დაცულობას.

    მუხლი 178 

1. გადაზიდვის დოკუმენტების შევსებისას პაკეტებად გადასაზიდ ტვირთზე, ზედნადების, საგზაო უწყისის, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრის შესაბამის გრაფაში ტვირთგამგზავნი და რკინიგზა აღნიშნავენ:

ა) გრაფაში „ადგილების რაოდენობა”: მრიცხველში – პაკეტების რაოდენობას, მნიშვნელში – პაკეტებში სატვირთო ადგილების საერთო რაოდენობას, თუ ტვირთი გადასაზიდად მიღებულია ადგილების დათვლით;

ბ) გრაფაში „ტვირთის დასახელება” – „პაკეტს”;

გ) გრაფაში „ტვირთის წონა” – ტვირთის ბრუტო წონას, ხოლო ნაკრები გზავნილების გადაზიდვისას, რომელიც რამდენიმე დასახელების ტვირთისაგან შედგება – თითოეული დასახელების ტვირთის წონას;

დ) წვრილმანი გზავნილების პაკეტებად გადაზიდვისას, რომელიც ქვეშის გამოყენებით სრულდება, გრაფაში „ტვირთის მასა”: მრიცხველში – პაკეტის ბრუტო წონას, მნიშვნელში – პაკეტის ნეტო წონას, ქვეშის წონის გაუთვალისწინებლად.

2. პაკეტებში მოთავსებულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს საერთო სარგებლობის ადგილებში, პაკეტში ტვირთის რაოდენობის შეუმოწმებლად

3. დანიშნულების სადგურში დაზიანებული პაკეტის აღმოჩენისას, თუ იგი გადმოტვირთულია რკინიგზის მიერ, სადგური ვალდებულია შეამოწმოს პაკეტის შიგთავსი, ხოლო დაზიანებულ ადგილებში – ტვირთის რაოდენობა, წონა და მდგომარეობა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. შემოწმების შედეგები ფორმდება ტვირთის გადაზიდვისას აქტების შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 179

1. დაპაკეტების საშუალების გამოყენების წესი და დაბრუნების ვადა განისაზღვრება ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების შეთანხმებით.

2. ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების კუთვნილი დაპაკეტების საშუალების გადაზიდვა ხორციელდება სრული გადაზიდვის საბუთებით სავაგონო და მცირე გზავნილებით.

3. დაპაკეტების საშუალების ტექნიკურ ზედამხედველობას, შეკეთებასა და გამძლეობის გამოცდას უზრუნველყოფს მისი მფლობელი, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თავი XVII

ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვის წესი.

    მუხლი 180

1. ეს წესი განსაზღვრავს უნივერსალური და სპეციალიზებული ვაგონებით მსუბუქი, სატვირთო, სპეციალური ავტომობილების, ავტობუსების, ტროლეიბუსების, მათი ძარების, ტრაქტორების, ექსკავატორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტომატარებლების, კონტრეილერების, მოტო-ეტლების და სხვა თვლიანი და მუხლუხა ტექნიკის (შემდგომ – ავტოტრაქტორის ტექნიკა) რკინიგზით გადასაზიდად მომზადების, მიღებისა და გადაზიდვის მოთხოვნებს.

2. ავტოტრაქტორის ტექნიკის გადასაზიდად მომზადება მიზნად ისახავს გადაზიდვის პროცესში მისი დაცულობისა და მატარებლების უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, რისთვისაც ტვირთგამგზავნი:

ა) ხსნის და ფუთავს ადვილად მოსახსნელ მაკომპლექტებელ დეტალებს და აღნიშნავს მათ ზედნადებში;

ბ) შესაფუთი მასალით იცავს მსხრევად დეტალებს.

    მუხლი 181

1. ავტოტრაქტორის ტექნიკის მოხსნილი მაკომპლექტებელი დეტალები, რომლებიც გადაზიდვისას განლაგებულია კაბინაში, სალონში, საბარგულში ან დახურულ ძარაში, აგრეთვე თავიანთ ადგილებზე დამაგრებული კვანძები, შეიძლება შეუფუთავად გადაიზიდოს.

2. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით ან ვაგონთა ჯგუფით, სათანადოდ შეფუთული მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტის ტრანსპორტირება ხორციელდება ავტოტრაქტორის ტექნიკის საერთო პარტიასთან ერთად, დახურულ ვაგონებში მოთავსებულ უნივერსალური კონტეინერებში. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ზედნადების მე-4 გრაფაში მიუთითებს: „მაკომპლექტებელი დეტალები, კვანძები და ინსტრუმენტი არ არის ჩატვირთული“.

3. ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვისას სპეციალიზებულ ვაგონებში ადვილმოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების და კვანძების დემონტაჟი და მსხვრევადი დეტალების დაცვა სავალდებულო არ არის.

    მუხლი 182

1. ტექნოლოგიურად დაუკომპლექტებელი ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვისას ზედნადებში აღინიშნება ყოველი ერთეული გადასაზიდი ავტოტრაქტორის ტექნიკის ნაკლული დეტალების და კვანძების ნუსხა.

2. თუ ზედნადების მე-4 გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი მოხსნილი და დაუკომპლექტებელი დეტალების აღსანიშნავად, მათი ნუსხა იწერება ცაკლე ფურცელზე, რის თაობაზეც მიეთითება ზედნადებში. ამ შემთხვევაში, ნუსხა დგება ოთხ ცალად, ტვირთგაგზავნის შტემპელიან ბლანკზე და მისი ხელმოწერით. ნუსხის თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელი.

3. ნუსხის ერთი პირი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, გაგზავნის სადგურზე ბარდება ტვირთგამგზავნს, ხოლო მეორე პირი რჩება გაგზავნის სადგურს. ორი დანარჩენი ეგზემპლარი თან ერთვის ზედნადებს და საგზაო უწყისს, რომელთაგან ერთი, ზედნადებთან ერთად, გადაეცემა ტვირთგამგზავნს, მეორე კი, რჩება დანიშნულების სადგურს.

    მუხლი 183

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე უზრუნველყოს ავტოტრაქტორის ტექნიკის კაბინების, სალონების კარების, ძარების, კაპოტის, ნაკვეთურებისა და საბარგულების ჩაკეტვა ან ჩარაზვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აღჭურვოს ისინი დამატებითი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით და დაპლომბოს.

2. ტვირთმგზავნი ადგენს საინფორმაციო ფურცელს, რომელიც მაგრდება კაბინის მინის შიდა მხარეზე და მასში აღინიშნება ავტოტრაქტორის ტექნიკის ავზში არსებული დასაშვები რაოდენობის საწვავის დასახელება და მარკა (5 ტ-მდე ტვირთამწეობის ტექნიკისთვის ავზში საწვავის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ლ-ს, 5 ტ-ზე მეტი ტვირთამწეობისა – 15 ლ-ს), პლომბების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტის ყუთების რაოდენობა, მათი განლაგების ადგილი, მოხსნილი მაქომპლექტებელი დეტალების სია, ნაკლული დეტალების ნუსხა უკომპლექტო მოწოდებისას, ხოლო, თუ ტვირთი გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით და ვაგონთა ჯგუფებით, აგრეთვე მიეთითება „ინსტრუმენტი, მაკომპლექტებელი დეტალები და კვანძები არ ჩაწყობილა”.

    მუხლი 184 

1. ავტოტრაქტორის ტექნიკის გადასაზიდად მომზადების წესს (შემდგომ – შეთანხმებული წესი), ტექნიკის თითოეული მარკის მიხედვით, სათანადო ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს ტვირთგამგზავნი და ათანხმებს მას რკინიგზასთან. შეთანხმებული წესით, რომლის ასლი უნდა ინახებოდეს დატვირთვის სადგურში, განსაზღვრული უნდა იყოს მსხვრევადი დეტალების დაცვის ხერხი, ადვილად მოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების და სათადარიგო ნაწილების შეფუთვის ხერხი და განლაგების ადგილები, კარების ბლოკირების ხერხი, გასაღებების შენახვის ადგილი, პლომბების დადების დღე და ადგილი..

2. თუ კონსტრუქციული თავისებურებების გამო შეუძლებელია ავტოტრაქტორის ტექნიკის აწყობილ მდგომარეობაში გადაზიდვა, იგი ნაწილობრივ დაიშლება.

3. შეთანხმებული წესის პირველი ეგზემპლარი ინახება გაგზავნის სადგურში და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს დანიშნულების რკინიგზას.

4. შეთანხმებული წესის ასლები ინახება ტვირთგამგზავნთან და რკინიგზის შესაბამის სამსახურში.

5. ავტოტრაქტორის ტექნიკის ძნელად მისადგომ რაიონებსა ან საექსპორტოდ გასაგზავნად მომზადებისას, შეთანხმებული წესის დაცვის აუცილებლობასთან ერთად მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და ხელშეკრულების მოთხოვნები.

    მუხლი 185

1. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე მიიღება, რკინიგზა ვალდებულია, შეამოწმოს ამ ტექნიკის განლაგებისა და დამაგრების სისწორე, ტვირთგამგზავნის პლომბების არსებობა, ავტოტრაქტორის ტექნიკის კაბინის ან ძარის გარეთ ღია მოძრავ შემადგენლობაში განლაგებული დიდგაბარიტიანი დეტალებისა და კვანძების ყუთების რაოდენობა, საინფორმაციო ფურცლის არსებობა, აგრეთვე ვიზუალურად დაათვალიეროს ისინი.

2. რკინიგზა არ ამოწმებს ავტოტრაქტორის ტექნიკის კომპლექტურობას, აგრეთვე იმ ტევადობებისა და ნაკეთურების შემცველობას, რომლებსაც ადევს ტვირთგამგზავნის პლომბი.

3. ავტოტრაქტორის ტექნიკის გაცემა დანიშნულების სადგურში ან სასაზღვრო გადამცემ სადგურებსა და ტვირთგადასაცლელ პუნქტებში გადაცემა, კომერციულად გამართული გადაზიდვისას ხორციელდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება მათი გადასაზიდად მიღება გაგზავნის სადგურზე.

    მუხლი 186

1. ავტოტრაქტორის ტექნიკა მარშრუტებით ან ვაგონთა ჯგუფებით გადაიზიდება ვაგონების ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესისა და გამგზავნის მარშრუტებით ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება ერთი მარშრუტით ან გადაზიდვის ერთი დოკუმენტით მიმავალი ვაგონების ჯგუფით, ყველა მანქანის გასაღებები ინახება სპეციალურ უჯრედებიან პლანშეტში, რომელთა ნომრები შეესაბამება მანქანების ნომრებს. გასაღების პლანშეტი ინახება ერთ-ერთი მანქანის კაბინაში ან საბარგულში, რომლის გასაღებს ფუთავს, ლუქავს და გადაზიდვის დოკუმენტზე ამაგრებს ტვირთმგზავნი, რის თაობაზეც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ზედნადებში.

3. თუ ტვირთგამგზავნი ერთ ვაგონში (კონტეინერში) რამდენიმე მიმღების მისამართით გადასაზიდად, მათ შორის დანიშნულების სადგურში, წარადგენს რამდენიმე ავტომობილს, თითოეულ ავტომობილზე შეივსება ცალკე ზედნადები.

    მუხლი 187

1. გამყოლის თანხლებით ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესის შესაბამისად.

2. მსუბუქი ავტომობილების გადამზიდი სპეციალიზებული ვაგონების გადმოტვირთვის შემდეგ რკინიგზა ვალდებულია, შეამოწმოს მათი წესივრულობა, კომპლექტურობა და გაგზავნოს მიწერის რკინიგზის სადგურში:

ა) ავტომობილების გადამზიდი დახურული ვაგონები – გადასაზიდის სრული საბუთებით და ტვირთგამგზავნის საკეტ-საპლომბი მოწყობილობით დაპლომბილი;

ბ) ორიარუსიანი ბაქნები – გუ-27სპ გადაგზავნის ზედნადებით, გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად.

3. გადაზიდვის დოკუმენტებსა და გუ-27სპ ფორმის გადაგზავნის ზედნადებებს ცარიელი ვაგონების დაბრუნებაზე აფორმებს ტვირთმიმღები, რომელმაც გადმოტვირთა ავტოტრაქტორის ტექნიკა.

4. საკუთარი ან იჯარით აღებული ვაგონების დაბრუნებისას გადაიხდება დადგენილი საფასური.

    მუხლი 188

რკინიგზით გადასაზიდად მიიღება შემდეგი ტიპ-ზომების დატვირთული და ცარიელი ავტომატარებლები (ნახევარმისაბმელიანი, მისაბმელიანი ავტოსაწევარი) და კონტრეილერები (სპეციალური ნახევარმისაბმელი პნევმატიკურთვლიანი ფურგონი, განკუთვნილი ტარიან-ცალეული ტვირთის გადასაზიდად):

ა) ყველა ტიპის ავტომატარებლები, მათ შორის, არაუმეტეს 44 ტ სტანდარტული ბრუტო მასის, არაუმეტეს 18350 მმ საერთო სიგრძის, 2500 მმ სიგანისა და 4000 მმ სიმაღლის მისაბმელები;

ბ) არაუმეტეს 38,5 ტ მაქსიმალური ბრუტო მასისა და 2500 მმ სიგანის კონტრეილერები.

    მუხლი 189

1. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარის ბრეზენტის შალითები უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში, დაუზიანებული, აგრეთვე ჰქონდეს ძარაზე მისამაგრებელი სამარჯვები. ყულფებს და ნახვრეტებს ბრეზენტის შალითასა და ძარაში არ უნდა ჰქონდეს დარღვევები. შემოსაკრავი გვარლი უნდა იყოს მთლიანი, გადაუბმელ-გადაუკერებელი.

2. ტვირთი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარაში უნდა განლაგდეს ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.

3. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების ძარა, გარდა ცარიელი ძარებისა, იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ.

    მუხლი 190

1. ტვირთგამგზავნი, ან მისი დავალებით, მძღოლ-ექსპედიტორი, უზრუნველყოფს კაბინის კარების საიმედო დაკეტვას გასაღებით და აკუმულატორის, სამარაგო თვლისა და სხვა მაკომპლექტებელი დეტალებისა და კვანძების დაცულობას.

2. ავტომატარებელში კვანძების არსებული საწვავის დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება ავზის ტევადობით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 200 ლიტრს.

3. გადასაფარებელი ტენტის სამაგრ გვარლს არ უნდა ჰქონდეს რაიმე დაზიანება, ხოლო ტენტის ძირითადი სამაგრი გვარლის ბოლოები გადაიბმება საიმედო კვანძით, რომელზეც ასევე იდება პლომბი ან საკეტ-საპლომბი მოწყობილობა.

    მუხლი 191

1. რკინიგზით ავტომატარებლები შეიძლება გადაიზიდოს ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი მძღოლ-ექსპდიტორის თანხლებით, რომელიც ტვირთს მიჰყვება თანხლებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ვაგონში. ავტომატარებლების თანხლების პირობები განისაზღვრება ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესით. კონტრეილერები რკინიგზით შეიძლება გადაიზიდოს თანხლების გარეშეც.

2. ავტომატარებლების და კონტრეილერების გადაზიდვა სრულდება მათი მომსახურებისთვის საჭირო მოწყობილობებით აღჭურვილ სადგურებს შორის, სასაზღვრო გადამცემი სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტზე გადაცემის პუნქტების ჩათვლით, პირდაპირი გამგზავნის მარშრუტებით, პირდაპირი და ჯგუფური ჩქარი მატარებლების შემადგენლობაში დაყენებული გამსხვილებული ვაგონების ჯგუფებით.

    მუხლი 192

1. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების დატვირთვა სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაზე ხორციელდება საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

2. ავტომატარებლები და კონტრეილერები გადასაზიდად მიიღება ღია მოძრავ შემადგენლობაზე მათი განლაგებისა და დამაგრების სისწორის შემოწმების, მთლიანობის ვიზუალური დათვალიერებისა და რკინიგზის მიერ დადგენილი ტიპის საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ.

    მუხლი 193

1. თითეული დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლის (კონტრეილერის) გადასაზიდად ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს დადგენილი წესით შევსებული გუ-29კ ფორმის ზედნადები. თანხლების გარეშე მომავალ დატვირთულ ავტომატარებლებსა და კონტრეილერებზე შევსებული ზედნადები წარდგენილ უნდა იქნეს ძარაში მათავსებულ ტვირთზე გამოწერილ საავტომობილო ზედნადებთან ერთად.

3. ავტომატარებლებისა და კონტრეილერების სარეგისტრაციო ნომრები და ბრუტოს ნომინალური მასა აღინიშნება ზედნადების იმ გრაფაში, სადაც გათვალისწინებულია ნიშანდების კოდებისა და კონტრეილერების ბრუტო მასის აღნიშვნა.

4. ზედნადების გრაფაში „გაგზავნის სახეობა” აღინიშნება:

ა) „ამლ” – გადასაზიდად ავტომატარებლის წარდგენისას;

ბ) „კტრ” – გადასაზიდად კონტრეილერის წარდგენისას.

5. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღინიშნება ძარაში განლაგებული ტვირთის დასახელება, რომელიც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საავტომობილო ზედნადებში გაკეთებულ ჩანაწერს, ხოლო ზედნადების სხვა გრაფები შეივსება ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესის შესაბამისად.

6. ავტომატარებლებისა და კონტრაილერების საერთაშორისო გადაზიდვის დოკუმენტები ფორმდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 194

1. ტვირთგამგზავნი, სხვა მონაცემებთან ერთად, ზედნადებში უთითებს ძარაში განლაგებული ტვირთის წონის (მასის) შემდეგ მონაცემებს:

ა) ავტომატარებლის (კონტრეილერის) საკუთარ და გზავნილის ბრუტოს საერთო მასას;

ბ) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის რაოდენობასა და საკონტროლო ნიშნებს.

2. საფრთხეშემცვლელი ტვირთი ავტომატარებლებსა და კონტრეილერებში გადაიზიდება რკინიგზით საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.

3. სასურსათო და სხვა ტვირთი, რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვას და ვენტილაციას, გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ ამ სახის ტვირთისთვის განკუთვნილ საგანგებოდ აღჭურვილ ავტომატარებლებსა და კონტრეილერებში.

    მუხლი 195

1. გადასაზიდად დატვირთული ან ცარიელი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების მიღებისას მათი ყველა უწესივრობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალსა და ტვირთის შენახვას (კაბინის შუშის დაზიანება, ფარების უქონლობა და სხვ.), ტვირთგამგზავნის (მძღოლ-ექსპედიტორის) მიერ აღინიშნება ზედანადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.

2. თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების უწესივრობათა ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი (მძღოლ-ექსპედიტორი) თავის შტემპელიან ფურცელზე (ბლანკზე) 4 ეგზემპლარად ჩამოწერს ნაკლოვანებებს და აწერს ხელს ამ ნუსხას. ამ შემთხვევაში, თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ერთი პირი თან ერთვის ზედნადებს, მეორე, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, ბარდება ტვირთგამგზავნს (მძღოლ-ექსპედიტორს), მესამე რჩება გაგზავნის სადგურს, ხოლო მეოთხე პირი იდება ავტომობილის ან კონტრეილერის ძარაში. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-4 გრაფაში აღინიშნება: „უწესივრობათა ნუსხა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალს და გადაზიდვას, თან ერთვის” და „ძარაში ტვირთის განლაგება არ ემუქრება რკინიგზით გადაზიდვის უსაფრთხოებას”.

3. დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მქონე ავტომატარებლები და კონტრეილერები დანიშნულების სადგურში გაიცემა ვიზუალური დათვალიერებით.

    მუხლი 196

დანიშნულების სადგურში ან სადგურიდან ავტომატარებლების შეყვანა-გამოყვანასა და კონტრეილერების შეტანა-გამოტანას, სადგურის საბარგო სამსახურის ან ტერმინალის მიერ გაცემული საშვით, უზრუნველყოფს შესაბამისად ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები თავისი ხარჯით.

თავი XVIII

მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი

    მუხლი 197

1. მალფუჭებად ტვირთს განეკუთვნება ტვირთი, რომელიც რკინიგზით გადაზიდვისას მოითხოვს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან დაცვას, მოვლას ან სვლის გზაზე განსაკუთრებულ მომსახურებას.

2. მალფუჭებადი ტვირთის ნუსხა, აგრეთვე თერმულ-ტექნოლოგიური დამუშავებისა და წლის პერიოდის კვალობაზე მისი გადაზიდვის ზღვრული ვადები მოცემულია ამ წესების დანართში.

3. მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში (სარეფრიჟერატორო ვაგონი, ვაგონ-თერმოსი, ცისტერნა-თერმოსი, იზოთერმული ვაგონ-ცისტერნა), დახურულ ვაგონებში, უნივერსალურ და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში.

    მუხლი 198

1. მოძრავ შემადგენლობაზე იმ მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესების დანართში, დაიშვება განსაკუთრებული პირობებით, რომლებსაც ადგენს რკინიგზა, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად.

2. განსაკუთრებული პირობებით, აგრეთვე, გადაიზიდება ის მალფუჭებადი ტვირთი, რომლის მდგომარეობა და შეფუთვა არ შეესაბამება სტანდარტებსა და ტექნიკურ პირობებს, რის გამოც იგი შეიძლება გადაიზიდოს დადგენილი ზღვრული ვადების გადამეტებით.

3. თუ რკინიგზას არა აქვს ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაზიდვის პროცესში შესაძლებელია ტვირთგამგზავნის მიერ მოთხოვნილი ტემპერატურელი რეჟიმის ან გადაზიდვის სხვა პირობების დაცვა, რკინიგზას უფლება აქვს, არ მიიღოს ტვირთი გადასაზიდად.

    მუხლი 199

1. წლის პერიოდები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხი, მოცემულია ამ წესების დანართში. ამინდის კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე რკინიგზას უფლება აქვს, დროებით შეცვალოს გადაზიდვის დაწყებისა და დამთავრების ვადები.

2. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხის განსაზღვრისას, ტვირთგამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს მისი ხანგრძლივობა, აგრეთვე ტვირთის შესანარჩუნებლად ყველაზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელი წლის პერიოდი.

3. თუ ამ წესის შესაბამისად, მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ხერხს განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი იგი ვალდებულია, ამის თაობაზე გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”.

    მუხლი 200

1. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთი უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული დოკუმენტებით დაწესებულ მოთხოვნებს.

2. მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება შემდეგი სახის სატრანსპორტო ტარით:

ა) ხის, ფირფიცრის, მუყაოს, პოლიმერული ყუთებითა და ხონჩა-ყუთებით;

ბ) კასრებით;

გ) ტომრებით;

დ) ბადეებით;

ე) ბიდონებით;

ვ) მათარებით;

ზ) სპეციალიზიბული ქვეშებით.

3. მალფუჭებადი ტვირთის გადასაზიდი ტარა უნდა იყოს წესივრული, სუფთა და უზრუნველყოფდეს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას და დაწყობას მექანიზირებული საშუალებებით.

    მუხლი 201 

1. გაციებული, გაყინული და ახალგაყინული ხორცი (დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხო, ნახევარფეშხო) შეიძლება გადაიზიდოს შეუფუთავად.

2. რკინიგზის მოთხოვნით ტვირთგამგზავნი ვალდებულია, წარმოადგინოს ტვირთის (ტარის) მიმართ დადგენილი სტანდარტები და ტექნიკური პირობები, ხოლო, თუ იგი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას ან დადგინდება ტვირთის (ტარის) შეუსაბამობა სტანდარტებთან (ტექნიკურ პირობებთან), რკინიგზა უფლებამოსილია, უარი თქვას ამ ტვირთის გადაზიდვაზე.

    მუხლი 202

1. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს გადასაზიდად წარმოდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარის მდგომარეობა და მათი შესაბამისობა ნორმატიული დოკუმენტებისადმი. შემოწმება ხორციელდება ტვირთის გადასაზიდად წარდგენის პროცესში. გაციებული, გაყინული და ახალგაყინული ტვირთის ტემპერატურა უნდა გაიზომოს ვაგონში დატვირთვისას. ცალკეული სატვირთო ადგილების გახსნას და შემოწმების შემდეგ ტვირთის შეფუთვას, აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) დაპლომბვას ახორციელებს ტვირთგამგზავნი

2. გადასაზიდად მიღებასა და გაცემისას რკინიგზა არ ამოწმებს ჰერმეტულად შეფუთული ტვირთის ხარისხს.

    მუხლი 203

1. გადასაზიდად მალფუჭებადი ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაზიდვის საბუთებთან ერთად‚ გაგზავნის სადგურს წარუდგინოს ტვირთის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი და მიუთითოს ზედნადებში მისი დასახელება‚ ნომერი‚ გაცემის თარიღი და ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბუთთან ერთად ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ წარმოადგინოს:

ა) ხილბოსტნეულის გადაზიდვისას – ტოქსიკური ნივთიერების და პესტიციდების შემცველობის საბუთი;

ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და სასურსთო ნედლეულის გადაზიდვისას – ვეტერინარული მოწმობა ან სერტიფიკატი;

გ) საკარანტინო ზონიდან ხილ-ბოსტნეულის, ცოცხალი მცენარეულის‚ სათესლე და სარგავი მასალის საექსპორტო-საიმპორტო გადაზიდვისას – ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

3. დაფასოებულ მინერალურ წყალსა და ღვინოზე ხარისხის საბუთების წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

    მუხლი 204

1. ტვირთის დასახელების‚ თვისებების‚ გადაზიდვის უსაფრთხოების აუცილებელი ზომების ზედნადებში არასწორი მითითების‚ აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული მალფუჭებადი ტვირთის გაგზავნის შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მალფუჭებადი ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება‚ თუ ზედნადებში მითითებული ტრანსპორტაბელურობის ვადა ამ წესებით დადგენილ ვადაზე ნაკლებია.

    მუხლი 205

1. საერთო სარგებლობის ადგილებში დასატვირთად ტვირთგამგზავნის მიერ მალფუჭებადი ტვირთის სადგურში შეზიდვა დაიშვება მხოლოდ მიღებული განაცხადის საფუძველზე‚ სადგურთან შეთანხმებულ დატვირთის დღეს.

2. ზაფხულის ან წლის გარდამავალ პერიოდში გაციებული ან გაყინული ტვირთი‚ აგრეთვე ტვირთი‚ რომელიც ვერ უძლებს გაყინვას ზამთრის პერიოდში‚ დატვირთვის ადგილზე მიტანილი უნდა იქნეს გარე ჰაერის ტემპერატურისგან დაცული.

    მუხლი 206

1. რკინიგზა ვალდებულია‚ მალფუჭებადი ტვირთის დასატვირთად წარმოადგინოს გამართული და ვეტერინარიულ-სანიტარიული მოთხოვნების შესაბამისი ვაგონები და კონტეინერები. ვაგონების (კონტეინერების) შესაბამისობას ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებისადმი განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.

2. სპეციალიზებული ცისტერნების მომზადებას რძის‚ ღვინისა და სხვა თხევადი სასურსათო ტვირთის გადასაზიდად უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი‚ თუ ცისტერნები რკინიგზამ მას გადასცა ვადიან სარგებლობაში.

3. სხვადასხვა სახეობის მალფუჭებადი ტვირთის ერთობლივი გადაზიდვა ერთ ვაგონში (კონტეინერში) დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში‚ თუ ეს ტვირთი უსუნოა და არ იკარებს სხვა ტვირთის სუნს‚ აქვს გადაზიდვის ერთნაირი პირობები და მომსახურების ხერხი. ამგვარი გადაზიდვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე უფრო მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ვადას.

    მუხლი 207

1. მალფუჭებადი ტვირთის მისამართის შეცვლა ხდება:

ა) პირვანდელ დანიშნულების სადგურებში – ახალი გადაზიდვის საბუთების გაფორმებით‚ ხარისხის შესახებ ახალი საბუთის თანდართვით და ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონზე (კონტეინერზე) ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაყენებით;

ბ) სვლის გზაზე – გადაზიდვისა და ხარისხის პირვანდელი საბუთებით‚ თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში შეიძლება მიტანილი იქნეს ზედნადებში მითითებული ტრანსპორტაბელობის ვადის გასვლამდე;

გ) საექსპორტო-საიმპორტო ტვირთის – პირვანდელი გადაზიდვის საბუთით‚ თუ ზედნადებში მითითებული ტვირთის ტრანსპორტაბელობის ვადა გადის ახალი დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის შემდეგ, ხოლო, თუ ეს ვადა გადის ტვირთის მიტანამდე, ტვირთის მისამართი შეიცვლება გადაზიდვისა და ხარისხის ახალი საბუთების გაფორმებით.

2. იკრძალება მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა, თუ ისინი ჩართულია სარეფრიჟერატორო სექციის შემადგენლობაში.

3. იმ ტვირთის მისამართის შეცვლა‚ რომლის გადაზიდვისას დარღვეულია მიტანის ვადა‚ გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი‚ ვენტილირების წესი და გადაზიდვის სხვა პირობები‚ რასაც შეიძლება მოჰყვეს ტვირთის ხარისხის დაქვეითება‚ აგრეთვე ამ ტვირთის გადაზიდვა დაზიანებული ან გზად მდებარე სადგურების საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ნებადართულია ამ დარღვევების აღმოფხვრისა და ახალი ხარისხის საბუთის გაცემის პირობით.

    მუხლი 208 

1. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. ეს წესი არ ვრცელდება ამ ტვირთის გადაზიდვისას იზოთერმულ ვაგონებში‚ რომელიც მხოლოდ დიდი სიჩქარით ხორციელდება.

2. გადაზიდვის ვადის ან სარეფრიჟერატორო ვაგონში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით მიტანილი მალფუჭებადი ტვირთის გაცემისას დანიშნულების სადგურში‚ რკინიგზა ვალდებულია‚ შეამოწმოს მისი მდგომარეობა‚ წონა და ადგილების რაოდენობა.

3. სარეფრიჟერატორო ვაგონში, გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვით გადაზიდული მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისას დგება კომერციული აქტი‚ რომელსაც თან უნდა დაერთოს მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ამონაწერი გზაში ტემპერატურული რეჟიმის ჟურნალიდან.

    მუხლი 209

1. თუ ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე‚ მალფუჭებადი ტვირთი უნდა გადაიზიდოს საღუმელე გათბობით აღჭურვილი სავაგონო გზავნილებით, რკინიგზა გამოყოფს დახურულ ვაგონებს. ღუმლებისა და საღუმელე მოწყობილობის მიტანა-დაყენებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, თავისი სახსრებით.

2. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა გამყოლის თანხლებით ხორციელდება შესაბამისი წესების საფუძველზე. ტვირთგამგზავნის განაცხადის მიღებისას‚ რკინიგზას შეუძლია‚ გამოუყოს მას გამყოლისთვის ცალკე ვაგონი და მოსთხოვოს დადგენილი საფასურის გადახდა.

3. ხელშეკრულების საფუძველზე ან რკინიგზის ნებართვით გამყოლს უფლება აქვს‚ იმგზავროს სარეფრიჟერატორო სექციის სამსახურებრივ ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონში‚ რომელსაც აქვს სამსახურებრივი განყოფილება.

    მუხლი 210

1. მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ დაასუფთაოს ვაგონები (კონტეინერები)‚ ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდოს იზოთერმული ვაგონების (კონტეინერების) იატაკი და კედლები.

2. მალფუჭებადი ტვირთის‚ ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტებისა და ცხოველების გადაზიდვის შემდეგ ვაგონებს რეცხავს‚ საჭიროებისას კი, დეზინფექციას უტარებს‚ რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ვაგონების დამუშავების წესსა და რეჟიმს განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.

3. კონტეინერების‚ მათ შორის‚ სარეფრიჟერატორო კონტეინერების გარეცხვა-დეზინფექციას უზრუნველყოფს ტვირთმიმღები, ხოლო საქვეკარანტინო ტვირთის‚ ვაგონებისა და კონტეინერების გაუსნებოვნებას – საკარანტინო კონტროლის შესაბამისი სამსახური.

4. იმ ვაგონის მომართ‚ რომელმაც გაიარა ვეტერინარულ-სანიტარული დამუშავება‚ დადგენილი წესით გაიცემა შესაბამისი საბუთი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სარეფრიჟერატორო სექციით ან სამსახურებრივი განყოფილებით აღჭურვილი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების შემდეგ‚ მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს გადაეცემა ამ საბუთის ასლი, რომელიც წარმოადგენს მასში მალფუჭებადი‚ მათ შორის‚ ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოებისადმი საქვეკონტროლო ტვირთის, ჩატვირთვის საფუძველს.

    მუხლი 211

1. მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო სექციაში გადაზიდვისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ თითოეულ სატვირთო ვაგონზე წარმოადგინოს ზედნადები და სხვა თანმხლები საბუთები.

2. სავაგონო პარტიაზე ნაკლები რაოდენობის იმპორტული მალფუჭებადი ტვირთი‚ რომელიც არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურების ან სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით, შეიძლება ერთ გზავნილად გადაზიდული იქნეს იზოთერმულ დახურულ ვაგონში‚ აგრეთვე უნივერსალურ და სარეფრიჟერატორო კონტეინერში‚ ტვირთის დაცულობის უზრუნველყოფის პირობით.

    მუხლი 212

1. მალფუჭებადი ტვირთის დატვირთვისას ტვირთგამგზავნმა ვაგონში (კონტეინერში) მისი დაწყობა და განთავსება უნდა უზრუნველყოს ადგილების გაუჭუჭყიანებლად‚ ტარისა და ვაგონის (კონტეინერის) შიდა მოწყობილობის დაუზიანებლად.

2. თუ ვაგონს (კონტეინერს) კედლებზე ვერტიკალური ძელაკები ან გოფრები (ღვლარჭნილები) აქვს, მალფუჭებადი ტვირთი მათზე მიბჯენით უნდა იქნეს დაწყობილი‚ ხოლო ძელაკების და გოფრების არასებობისას, ტორსული და გრძივი კედლებიდან 4-5 სმ მანძილის დაშორებით.

    მუხლი 213

1. მალფუჭებადი ტვირთი‚ ხილ-ბოსტნეულის გარდა‚ დაიწყობა მჭიდრო შტაბელად (თაკარად)‚ ლარტყების გამოუყენებლად.

2. მჭიდროდ დაწყობისას ყუთები განლაგებული უნდა იყოს ერთმანეთთან მიჯრით და ტორსული კედლების გაყოლებით. ყუთების ზომისა და სატვირთო სათავსის სიგანის არაჯერადობის გამო ვაგონის (კონტეინერის) სიგანეზე, ყუთებს შორის, წარმოშობილი ღიობი თანაბრად უნდა განაწილდეს.

3. სატვირთო ადგილების ზომისა და ვაგონების (კონტეინერების) სიგანის არაჯერადობისას, კასრით‚ ტომრით‚ ბადით გადასაზიდი ტვირთი განლაგებული უნდა იყოს ვაგონის (კონტეინერის) გრძივი ღერძის სიმეტრიულად.

    მუხლი 214

1. კასრებს განალაგებენ ვერტიკალურად დასაგმანი ძროთი‚ ერთ ან რამდენიმე იარუსად, მილისით მაღლა‚ ან აწყობენ ჰორიზონტალურად‚ თუ მილისი გვერდიდან არის განლაგებული. კასრების განლაგებისას რამდენიმე იარუსად, სავალდებულოა შუასადებების გამოყენება.

2. 200 დმ3-ზე მეტი ტევადობის კასრები უნდა დაიწყოს შუასადებზე, რომლის სისქე სულ ცოტა 2,5 სმ, სიგანე 15-20 სმ, სიგრძე კი, კასრების უდიდესი დიამეტრის სიგრძის შესაბამისია.

3. იზოთერმულ ვაგონებში კასრების შესაგორებლად იატაკის ცხაურებზე სავალდებულოა ფიცრების დაფენა ან დაფის დაგება.

4. იზოთერმულ ვაგონებში, აკრძალულია, 400 დმ3-ზე მეტი, ხოლო კონტეინერებში, – 100 დმ3-ზე მეტი ტევადობის კასრების ჩატვირთვა.

5. დატვირთვის თითოეულ იარუსზე და რიგში დაწყობილი უნდა იყოს ერთნაირი ზომის და ტიპის კასრები. თუ ერთნაირი ზომის კასრების რაოდენობა ვერ ავსებს ვაგონის (კონტეინერის) სრულ ტევადობას, ერთგვაროვნების პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს კასრების იარუსებად დაწყობისას. ამ შემთხვევაში, პირველ იარუსზე იწყობა უფრო მძიმე კასრები.

6. დახურულ ვაგონებში და უნივერსალურ კონტეინერებში ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას, კასრში შეუვსებელი უნდა დარჩეს მისი ტევადობის 10 - 15%, რის თაობაზეც ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მითითოს ზედნადების შესაბამის გრაფაში.

    მუხლი 215

1. ყუთებში ჩაწყობილი ხილ-ბოსტნეული ვაგონში განლაგდება შემდეგი წესით:

ა) ჭადრაკულად დაწყობისას – კენტ იარუსებზე მოთავსებული ყუთები განლაგდება ვაგონის სიგრძის გაყოლებით, ერთმანეთს შუა 4 - 5 სმ-ზე, ვაგონის ერთი გასწვრივი კედლისაგან 7 - 8 სმ და მეორისაგან 2 - 3 სმ მანძილის დაშორებით. იმავე თანმიმდევრობით იწყობა ყუთები ლუწ იარუსებზე იმ განსხვავებით, რომ ქვემოთ განლაგებულ კენტ იარუსებზე მოთავსებულ ყუთებს შორის არსებული ღიობები გადაფარული უნდა იყოს სულ ცოტა 2 - 3 სმ პირგადადებით. განაპირა ყუთები შეიძლება გამოწეული იყოს არა უმეტეს მათი სიგანის ერთი მესამედით;

ბ) ვერტიკალურად დაწყობისას – ფიცრის ყუთები განლაგდება ვაგონის სიგრძის გაყოლებით, მჭიდროდ ერთმანეთთან და ვაგონის ტორსულ კედლებთან, ხოლო განივად – ყუთებს შუა, აგრეთვე ტვირთის შტაბელებსა და გრძივ კედლებს შორის 4-5 სმ ღიობის დატოვებით. ყოველი ორი იარუსის შემდეგ ყუთების ზედაპირზე იდება 2-3 სმ განივკვეთის ლარტყები, რომელთა ბოლოები ებჯინება ვაგონის გრძივ კედლებს. ზედა ორ იარუსზე ყუთები უნდა დაიწყოს ლარტყებზე, ხოლო მომდევნო იარუსების ყუთები ზუსტად ეწყობა ქვედა რიგის ყუთებზე;

გ) ხონჩა-ყუთები და მუყაოს ყუთები იწყობა მჭიდრო ლარტყების გამოუყენებლად. ხონჩა-ყუთები განლაგდება გრძივად ვაგონის გასწვრივ, მჭიდროდ ერთმანეთთან და გრძივ კედლებთან ისე, რომ ქვედა ხონჩა-ყუთების ყველა დგარი ზუსტად ჯდებოდეს ზედა ყუთებში მათთვის დატოვებულ კილოებში.

2. ზედა იარუსის მომიჯნავე ყუთების დგარებს ერთი მეორეზე აბამენ მავთულით ან ხეზით.

3. ვაგონში (კონტეინერში) ბოსტნეულის ტომრებსა და ბადეებს აწყობენ ვერტიკალურად, რამდენიმე იარუსად.

4. ზამთრის პერიოდში ბანანის გადაზიდვისას, მისი გადამეტცივობის თავიდან აცილების მიზნით, მუყაოს ყუთების (კოლოფების) ქვედა რიგი თავსდება ქვეშზე, რომელიც იატაკის ცხაურებზე იდება. ბანანის ყუთები იწყობა მჭიდრო შტაბელებად, ღრეჩოების დაუტოვებლად, ან ჭადრაკულად.

    მუხლი 216

1. პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე.

2. თუ პაკეტიანი ქვეშის სიმაღლე 110 სმ-ს არ აღემატება, პაკეტებს აწყობენ ორ იარუსად, ხოლო თუ სიმაღლე უფრო მეტია – ერთ იარუსად.

3. ქვეშებზე, რომლებზეც თერმოშეკლებადი პოლიმერული აფსკია გადაჭიმული, პაკეტების პირველ და მეორე იარუსებს შორის, დაცურების თავიდან ასაცილებლად, ჩაეფინება მუყაოს შუასადები. კართშორის სივრცეში პაკეტებს ქვეშებზე აყენებენ ერთ იარუსად, ვაგონის ნებისმიერი კარებიდან მათი მექანიკური გადმოტვირთვის უზრუნველსაყოფად.

4. 180 სმ-ზე მეტი სიმაღლის პაკეტები გადასაზიდად არ მიიღება. ქვეშები იწყობა გრძივი გვერდით ვაგონის სიგანეზე, ორ-ორი რიგში. ვაგონი უნდა დაიტვირთოს ქვეშების სრული კომპლექტით. პაკეტებს შორის 150 მმ-ზე მეტი მანძილის არსებობისას ისინი უნდა დამაგრდეს.

5. ტვირთის ორ იარუსად განლაგებისას, შტაბელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მეორე იარუსის განაპირა პაკეტები, კარშორის სივრცესთან, მაგრდება წინა რიგის პაკეტებთან მავთულგრეხილით – 4 მმ დიამეტრის ორძაფიანი მომწვარი მავთულით ან განმბჯენებით.

6. პაკეტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, დატვირთვა იზოლირებული ვაგონის იატაკის ცხაურებზე და იატაკზე არ უნდა აღემატებოდეს 1200 კგ., ხოლო დახურული ვაგონისა – 1500 კგ.

    მუხლი 217

1. ტვირთის ვაგონში განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მხრიდან კარების თავისუფალ გაღებას. ტარიან-საფუთავი და ცალკეული ტვირთი იწყობა კართშორის სივრცეში, კარიდან 25 სმ-ის დაშორებით. თუ ამგვარად დაწყობილი ტვირთი არამდგრადია განივი მოძრაობის მიმართ, მაშინ კარსა და ტვირთს შუა დატანებულ უნდა იქნს არანაკლებ 4 სმ სიგრძის ფიცრები ან დაფები. ამ შემთხვევაში, ტვირთი შეიძლება ფიცრებთან მჭიდროდ მიებჯნოს.

2. თუ ყუთების სიგრძე არ არის ვაგონის სიგრძის ჯერადი, ან თუ იგი განლაგებულია ჭადრაკულად, კართშორისი სივრცე 70 – 100 სმ სიგანეზე უნდა შემოიღობოს განმბჯენებით, რომლებიც შეიკვრება 18 – 20 სმ სიგანისა და 6 – 8 სმ საერთო სისქის ფიცრებისგან ან 10 – 15 სმ დიამეტრის მრგვალი დგარებისგან. ორი ზედა იარუსის ყუთები უნდა ეყრდნობოდეს განმბჯენების ფიცრებს. განმბჯენების მოწყობისას აკძალულია ვაგონის კედლებსა და იატაკში ლურსმნების ჩაჭედება.

    მუხლი 218

1. დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმაღლეზე, ქაღალდის წინასწარი ჩაფენით ისე, რომ დატოვებული იქნეს ადგილი ცხაურებსა და კედლებს შორის ცივი ჰაერის ცირკულირებისთვის.

2. ნახევარფეშხოები იწყობა ვაგონის ტორსული კედლებიდან დაწყებული. პირველ რიგში ათავსებენ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით ტორსული კედლისკენ, ხოლო გარე ზედაპირით – ცხაურისკენ, მეორე იარუსში – უკანა მხარეს, მესამეში – ისევ წინა მხარეს, კისრის გადანაჭერით კართშორისი სივრცისკენ და ა.შ. კართშორის სივრცეში, ჩატვირთვის საწინააღმდეგო კარიდან ვაგონის სიგძივი ღერძის მიმართულებით, დაიწყობა კისრის გადანაჭერები.

3. ცხვრისა და ღორის დაუფეშხოებელი ნაკლავი იწყობა ვაგონის გასწვრივ კართშორის სივრცემდე, სადაც ნაკლავი თავსდება ვაგონის გარდი-გარდმო.

    მუხლი 219

1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაციებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონის იატაკსა და კედლებს, ფეშხოების და ნახევარფეშხოების მარჯვენა ნახევრები იმყოფებოდეს ვაგონის კარიდან ერთ მხარეს, ხოლო მარცხენა ნახევრები – მეორე მხარეს, და მათი შიდა მხარე მიმართული იყოს ტორსული კედლისკენ, რომელზეც დაყენებულია ხელსაწყოები. საქონლის ნახევარფეშხოები და დაუფეშხოებელი ცხვარი დაკიდული უნდა იყოს კაკვებზე ორ იარუსად. დიდი ზომის ფეშხოები და ნახევარფეშხოები კაკვზე იკიდება ჭადრაკული წესით. გაციებული ღორის ხორცი, რომელიც დაჩეხილია ნახევარფეშხოებად, და ყველა სხვა სახის ცხოველის ხორცი, ადგილების მოცულობის კვალობაზე, იკიდება ისევე, როგორც საქონლისა და ცხვრის ხორცი.

2. შეყინული ხორცი, რომელიც განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, დაიწყობა არა უმეტეს 1,6 მ. სიმაღლის შტაბელებად ვაგონის გრძივი ღერძის გაყოლებით,.

3. დაფასოებული მყარი მარგარინის, საკონდიტრო, პურ-ფუნთუშეულისა და კულინარული ცხიმის ჩატვირთვისას ტვირთგამგზავნმა მუყაო უნდა ჩააფინოს ვაგონის იატაკისპირა ცხაურზე. ამგვარი ტვირთის განლაგება მუყაოს ყუთების ტორსზე არ დაიშვება.

    მუხლი 220

1. ფუტკრის სკები ან ფუტკრის ფანერის პაკეტები, დახურული ვაგონებით გადაზიდვისას, თავსდება რამდენიმე იარუსად ისე, რომ ვენტილაციური ხვრელები არ გადაიხუროს და რიგებს შორის იყოს გამყოლთა გასავლელი ადგილი. სიმყარისთვის პაკეტები ან სკები დაფებზე მაგრდება ლურსმნით, ხოლო ბოლო რიგები, გასასვლელთან, მაგრდება ვერტიკალური ძელებით.

2. სათესლე რკოს ყუთები ვაგონში იდგმება ვერტიკალური წესით. დახურულ ვაგონში ჩატვირთვისას სათესლე რკოს ყუთების ქვედა იარუსი თავსდება შუასადებზე.

    მუხლი 221

1. ხილ-ბოსტნეულის დაწყობის მაქსიმალური სიმაღლე, ვაგონის ტიპის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზომებს:

ა) საადრეო ჯიშების ყურძნის, გარგარის, ატმის, ალუჩის, ალუბლის, ბლის, ქლიავის, ვაშლის და მსხლის, ყუთებში – 1,8 მ;

ბ) საადრეო კომბოსტოს, საგვიანო კიტრის, ვაშლის, მსხლის, კომშის, მწვანე ბანანის, პამიდვრის, ნესვისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის, ყუთებში, ვაგონ-მაცივრებში – 2,0 მ;

გ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 1,7 მ;

დ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;

ე) საადრეო ვაშლის და მსხლის, ყუთებში, დახურულ ვაგონებში - 1,6 მ;

ვ) ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტაროს, ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონში: წინასწარ შეციებულის - 1,6 მ, შეუციებელის – 1,2 მ;

ზ) ნესვის, საზამთროსა და გოგრასი, ყუთის ქვეშში ან ყუთებში: სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 2-3 იარუსს, დახურულ ვაგონებში – 2 იარუსს;

თ) საგვიანო კარტოფილის, თავიანი ხახვის, სუფრის ჭარხლის, სტაფილოსი, კომბოსტოსი და სხვა ბოსტნეულისა, რომელიც შეფუთულია ტომრებსა ან ბადეებში, სარეფრიჟერატორო და დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;

ი) საგვიანო ვაშლისა და მსხლის, კომშის, მკვახე ხურმის, ბროწეულის, საშუალო სიმწიფის კომბოსტოსი, ნესვის, პამიდვრის და სხვა ხილ-ბოსტნეულისა, ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,8 მ;

კ) საშუალო საგვიანო (1-ლი სექტემბრის შემდეგ) თავთეთრი კომბოსტოსა და საზამთროსი, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;

ლ) საგვიანო თავთეთრი კომბოსტოსი, საგვიანო შემოდგომაზე ამოღებული კარტოფილისა და სუფრის ჭარხლის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში გადაზიდვისას – 1,6 მ;

ო) წინა წლის მოსავლის კარტოფილის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ;

პ) გოგრის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ;

2. სუფრის ჭარხლის, საზამთროს და ნესვის დაყრით გადაზიდვის დროს ვაგონის იატაკი და კედლები, დატვირთვის სიმაღლეზე, მოფენილი უნდა იყოს მშრალი ნამჯის ან ხის ბურბუშელის 10 სმ სისქის ფენით.

3. ბოსტნეულის, კარტოფილის და ბაღჩეულის დაყრით გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნმა დახურული ვაგონების კართშორისი სივრცე უნდა შეღობოს ბოსტნეულის ფარებით.

    მუხლი 222

1. მინერალური წყალი, უალკოჰოლო და მცირეალკოჰოლიანი, მათ შორის, გაზიანი წყალი და ლუდი, რომელიც დაფასოებულია პოლიმერულ ბოთლებსა (პეტ–ბოთლებში) და თუნუქის ქილებშია, უნდა შეიკრას შემოჭერილი თერმოშეკლებადი აფსკის ბლოკად.

2. „ტეტრა-ბლიკ ასეპტიკ” (შემდგომ – „ტბა“) შეფუთვაში დაფასოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ნექტარი, სტერილიზებული რძე და ნაღები, ხაჭო და ბრინზა შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთნაირი ტევადობის შეფუთვის ბლოკებად, რომელიც იდგმება თერმოშეკლებადი აფსკით შემოკრულ მუყაოს ხონჩაზე.

3. ბლოკები ვაგონებსა და კონტეინერებში გადაიზიდება მხოლოდ ქვეშებზე, პაკეტებად გაერთიანებული. ამ შემთხვევაში, პაკეტებს შემოკრული უნდა ჰქონდეს მკვრივი პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი.

4. პოლიმერული ბოთლების პაკეტების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ-ს, ხოლო თუნუქის ქილებისა და „ტბა“ შეფუთვისა – 1,1 მ-ს. პაკეტში, ბლოკების ჰორიზონტალურ რიგებს შუა, იგება მუყაო, ხოლო პაკეტები იწყობა ერთ იარუსად.

    მუხლი 223

1. მალფუჭებადი ტვირთი იმ ყუთებში, რომელთა დატვირთვის სიმაღლე ამ წესებით არ არის განსაზღვრული, იწყობა ისეთ სიმაღლემდე, რომ ჩატვირთული ტვირთის მასა არ სცილდებოდეს ვაგონის ტრაფარეტულ ტვირთამწეობას. ტვირთის შტაბელის ზედა მხარესა და უმოწყობილობო ვაგონის ჭერს შორის უნდა რჩებოდეს სულ ცოტა 70 სმ. ზომის შუალედი თუ ვაგონში არის ჰაერსადენები და კაკვებიანი კოჭები, მათსა და ტვირთს შორის მანძილი არ უნდა იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. ასეთი სატვირთო ადგილების განლაგება კართშორის სივრცეში, საჭიროებისას, დაიშვება ვაგონის გასწვრივ, გარდიგარდმო ან დიაგონალზე კარის ღიობებში ორი ზედა იარუსის სიმაღლეზე ფიცრების შტაბელის დაყენებით, რაც უზრუნველყოფს ტვირთის კარზე მიბჯენასა და მთელი შტაბელის მდგრადობას.

2. ადგილიდან დაძვრის თავიდან ასაცილებლად, არ დაიშვება ყუთების საფეხურისებრი არასრულრიგოვანი დაწყობა ზედა იარუსებში.

    მუხლი 224

1. ტვირთგამგზავნს უნდა ჰქონდეს მოწყობილობა, მასალები და სხვა სამარჯვები, რაც აუცილებელია მალფუჭებადი ტვირთის ჩატვირთვის, დამაგრებისა და გადაზიდვისთვის.

2. დატვირთვისას სამარჯვის დაყენებასა და გადმოტვირთვისას მის მოხსნას უზრუნველყოფს, შესაბამისად, ტვირთგამგზავნი და ტვირთმიმღები.

3. ტვირთმიმღების ყველა სამარჯვი, დანიშნულების სადგურში, ტვირთთან ერთად გადაეცემა ტვირთმიმღებს.

    მუხლი 225

1. ვაგონში ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩატვირთვა ნებადრთულია სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

2. ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩატვირთვის დანიშნული დროის შესახებ ტვირთგამგზავნი ვეტერინარულ სამსახურს ატყობინებს ვაგონის დასატვირთად ჩამოყენებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.

3. ხორცსა და ხორცპროდუქტებს ტვირთგამგზავნი გადასაზიდად წარადგენს მხოლოდ იმ სადგურამდე და იმ ტვირთმიმღების მისამართით, რომელიც აღნიშნულია ვეტერინარულ მოწმობაში. დანიშნულების სადგურისა და ტვირთმიმღების შეცვლა დატვირთვის ან მისამართის შეცვლის დროს დაიშვება მხოლოდ ვეტერინარული სამსახურის თანხმობით.

    მუხლი 226

ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად წარადგინოს გაყინული ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა მსხვილფეხა ცხოველების ნაკლავი დაჩეხილი უნდა იყოს ფეშხოებად ან ნახევარფეშხოებად; ღორის ნაკლავი – გრძივ ფეშხოებად ან მთლიან უთავო ნაკლავად; ცხვარი და სხვა წვრილფეხა ცხოველები ხორცის გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს უთავოდ, მთლიანი ნაკლავის სახით;

ბ) ნაკლავზე, ფეშხოებსა და ნახევარფეშხოებზე არ უნდა იყოს შინაგანი ორგანოების ნარჩენები, შედედებული სისხლი, ფოჩები, ჭუჭყი, აგრეთვე ყინული და თოვლი. ნაკლავს, ფეშხოებსა და ნახევარფეშხოებს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ზედაპირი, გამოცლილი კანქვეშა ცხიმი, სისხლჩაქცევები და ნაჟეჟი ადგილები. სარეალიზაციოდ გამოსაშვებ გაყინულ ხორცს დასაშვებია ჰქონდეს ნაფხეკი ან კანქვეშა ცხიმის გამონაცალი ფართობზე, რომელიც არ აღემატება ზედაპირის 15%-ს;

გ) საქონლის, ცხვრისა და თხის ხორცის ტემპერატურა კუნთების სიღრმეში ძვლებთან, სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში ჩატვირთვისას, უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 8 გრადუსისა, ხოლო ღორის ხორცისა – არა უმეტეს მინუს 10 გრადუსისა;

დ) გაყინული ხორცის ბლოკები გახვეული უნდა იყოს პერგამენტში, პერგამენტისებრ ქაღალდში, ცელოფანში ან სხვა პოლიმერულ აფსკში, შეფუთული გოფრირებული მუყაოს ყუთებში ან სპეციალიზებულ იზოთერმულ მუყაოს კონტეინერებში, რომლებიც განლაგებულია დგარიან ან ბრტყელ ქვეშებზე;

ე) გადასაზიდად წარდგენისას, ტემპერატურა ბლოკის სიღრმეში არ უნდა აღემატებოდეს: ხორცის ბლოკებისა, ძვლებზე – მინუს 8 გრადუსს, ძარღვგამოცლილი ხორცის ბლოკების, ხორცისა და ფრინველის სუბპროდუქტებისა – მინუს 12 გრადუსს, მექანიკურად დამუშავებული ფრინველის ხორცის და ხორცის მასის ბლოკებისა – მინუს 18 გრადუსს;

ვ) გაყინული ხორცი და ხორცის ბლოკები, რომელიც საექსპორტოდ იგზავნება სასაზღვრო სადგურებში გადატვირთვით, წარდგენილი უნდა იყოს შეფუთული და გადაიზიდოს სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში. დასაშვებია გაყინული ხორცის შეუფუთავად გადაზიდვა დაუფეშხოებელი ნაკლავის და ფეშხოების სახით. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ვაგონის იატაკსა და კედლებზე, ჩატვირთვის სიმაღლეზე, დააფინოს სუფთა ქაღალდი და იმავდროულად ჩადოს ვაგონში სულ ცოტა 8 კგ ქაღალდი ვაგონების, იატაკისა და კედლების მოსაფენად. საექსპორტო ხორცის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მინუს 10 გრადუსს, ხოლო ბლოკებისა – მინუს 12-დან მინუს 18 გრადუსამდე, პროდუქციის სახეობის კვალობაზე;

ზ) გაყინული ვეშაპის ხორცი და ჯიგარი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს შეფუთულ ბლოკებად და მისი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მინუს 10 გრადუსს.

    მუხლი 227

1. გაცივებული ხორცი გადასაზიდად მიიღება დაკვლის მომენტიდან არა უმეტეს 4 დღის შენახვის ვადით. ჩატვირთვისას, მისი ტემპერატურა, ძვლებთან, ყუთების სიღრმეში, უნდა იყოს 0-დან პლუს 4 გრადუსამდე. მას უნდა ჰქონდეს მშრალი ზედაპირი და შემხმარი ქერქი, რომელსაც არ უნდა ეტყობოდეს ობის, გალორწოვანებისა და დასველების კვალი. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში ამგვარი ხორცის დაგროვებისა და გადაზიდვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს, ხოლო წლის გარდამავალ პერიოდში – 14 დღეს.

2. აკრძალულია დაჩეხილი ღორის ხორცის გაცივებულ მდგომარეობაში გადაზიდვა.

3. წლის გარდამავალ და ზამთრის პერიოდში ბუნებრივად გაციებულ მდგომარეობაში გადაიზიდება საქონლის, ძროხისა და ცხენის ხორცი, რომლის დაკვლის-შემდგომი შენახვის ვადაა არა უმეტეს 2 დღისა.

4. ბუნებრივად გაცივებულ ხორცს, გადასაზიდად წარდგენისას, ზედაპირზე უნდა ჰქონდეს შემხმარი ქერქი და ტემპერატურა ძვლებთან, კუნთების სიღრმეში, – პლუს 4-დან პლუს 12 გრადუსამდე.

    მუხლი 228

1. სასურსათო მიზნით, სამრეწველო გადამუშავებისთვის შეყინული ხორცის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” დამატებით მიუთითოს ხორცის გაგზავნის მიზანი.

2. შეყინულ ხორცს, სარეფრიჟერატორო ვაგონებში ჩატვირთვისას, ზედაპირიდან 1 სმ სიღრმეზე უნდა ჰქონდეს ტემპერატურა მინუს 3 – 5 გრადუსი. შეყინული ხორცი დანაწევრებული უნდა იყოს გაყინულის ანალოგიურად. იგი უნდა იყოს მკვრივი და არ იდრიკებოდეს აწევისას.

3. შეყინული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში 0-დან მინუს 3 გრადუსამდე ტემპერატურით. მისი დაგროვებისა და გადაზიდვის საერთო ვადა, დაკვლის მომენტიდან, არ უნდა აღემატებოდეს: წლის ზაფხულის პერიოდში – 11 დღეს, გარდამავალ პერიოდში – 12 დღეს, ზამთრის პერიოდში – 15 დღეს.

    მუხლი 229

1. ფრინველის ხორცი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს ყუთებში შეფუთული.

2. გამოშიგნულ და ნახევრადგამოშიგნულ გაყინულ ფრინველის ნაკლავს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა ნაკლავის შიგნით არა უმეტეს მინუს 8 გრადუსისა, ხოლო გამოშიგნულ გაციებულ ნაკლავს – 0-დან პლუს 2 გრადუსამდე.

3. შენახვის საერთო ვადა, გაცივებული ფრინველის ხორცის ჩატვირთვამდე, და გადაზიდვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს გამომუშავების დღიდან.

    მუხლი 230

1. ბოცვრის ნაკლავი გადასაზიდად მიიღება დაკლული ფრინველის ჩასაწყობად მოსახმარ ყუთებში, გაყინულ მდგომარეობაში, არა უმეტეს მინუს 9 გრადუსი ტემპერატურით.

2. ბოცვრის ნაკლავი უნდა იყოს გატყავებული, უთავო და ამოცლილი უნდა ჰქონდეს შინაგანი ორგანოები, თირკმლების გარდა.

3. ფრინველის, ბოცვრის ხორცი და გაუპუტავი ნანადირევი ფრინველი, რომელსაც აქვს ობის, გალორწოვანების ნიშნები, დაჰკრავს მჟავე სუნი, აგრეთვე აქვს ტენიანი ზედაპირი, გადასაზიდად არ მიიღება.

    მუხლი 231

1. სუბპროდუქტი (თავი, ენა, ტვინი, დრუნჩი, ფეხი, გული, ფილტვები, ჯიგარი, თირკმელი, ყურები, კუდი, კუჭი, ელენთა, ცური) სასურსათო მიზნებისთვის გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში და ტემპერატურა ქსოვილის სიღრმეში არ უნდა იყოს მინუს 12 გრადუსზე მეტი.

2. სუბპროდუქტი იფუთება მუყაოს ყუთებში, იზოთერმულ მუყაოს კონტეინერებში ან ქაღალდის ტომრებში.

3. სუბპროდუქტი უნდა იყოს ახალი, სუფთა, არ უნდა ეტყობოდეს გაფუჭების ნიშნები. თავ-ფეხი და ყურები გადაიზიდება დაფუფქული (შეტრუსული) სახით და უბეწვოდ.

4. ვეტერინარული სამსახურის ნებართვით დაიშვება პირუტყვის საკვებად განკუთვნილი დაბრიკეტებული გაყინული სუბპროდუქტის უტაროდ გადაზიდვა, ვაგონის იატაკზე და კედლებზე, დატვირთვის სიმაღლეზე, ქაღალდის გაკვრის პირობით.

5. სუბპროდუქტის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს გამგზავნის გრაფაში „განსაკუთრებული განცხადებებისა და აღნიშვნები”: „სუბპროდუქტები განკუთვნილია სასურსათო მიზნებისათვის ან პირუტყვის საკვებად“.

    მუხლი 232

1. ენდოკრინულ-ფერმენტული (კუჭუკანა, ფარისებრი, თირკმლისზედა და სხვა ჯირკვლები, ჰიპოფიზი, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსი, სათესლეები, საკვერცხეები) და სამედიცინო წარმოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ნედლეული (ღორის ფილტვები, ტვინი, ჯიგარი, თირკმელები, ელენთა, თვალის მინისებრი სხეული, ენის ლორწოვანი გარსი) გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს არა უმეტეს მინუს 20 გრადუსი ტემპერატურით.

2. დასაშვებია ენდოკრინული ნედლეულისა და გაყინული ხორცის ერთობლივი გადაზიდვა სარეფრიჟერატორო ვაგონებში. ამ შემთხვევაში, გაყინული ხორცის ტემპერატურა, ჩატვირთვის დროს, არ უნდა აღემატებოდეს მინუს 20 გრადუსს.

3. ენდოკრინული ნედლეული იფუთება ტომრებში და ზედნადებში აღინიშნება: „ნედლეული სამედიცინო პრეპარატების წარმოებისთვის”.

    მუხლი 233

1. სისხლისა და მისი ფრაქციების გაყინული ბლოკები (პლაზმა, შრატი, ფერმენტული ელემენტები) უნდა შეიფუთოს ყუთებში, ქაღალდის ან კომბინირებული მასალის ტომრებში და უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 12 გრადუსისა.

2. დაშაშხულ ბარკალს, მკერდის ორცს, „კორეიკას” და სხვა უმადშებოლილ ხორცეულს (შემდგომ – შაშხეული) უვაკუუმო შეფუთვაში უნდა ჰქონდეს კარგად გამოხატული შაშხის სუნი, მშრალი, სუფთა, თანაბარზომიერად შებოლილი ზედაპირი, ხორცისა და ქონის გამონაგლეჯი ადგილების, ხორცის ფოჩების, ობისა და ჯაგრის ნარჩენების გარეშე.

3. შაშხეული გადაიზიდება ყუთებსა და კასრებში, სასურსათო ცხიმმოსმული.

4. შაშხეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს 0-დან მინუს 9 გრადუსამდე ტემპერატურით. დაიშვება გადასაზიდად შაშხეულის მიღება, თუ ტემპერატურა 0-დან პლუს 4 გრადუსამდეა, როდესაც მისი დაგროვებისა და გადაზიდვის ვადა არ აღემატება 20 დღეს.

    მუხლი 234

1. უმადშებოლილ, მოხარშულ-შებოლილ და ნახევრადშებოლილ ძეხვს უნდა ჰქონდეს სუფთა, მშრალი, გარსდაუზიანებელი ზედაპირი. უმადშებოლილი ძეხვის კონსისტენცია უნდა იყოს მაგარი, მკვრივი, ნახევრად შებოლილისა – მკვრივი, მჭიდრო, მოხარშულ-შებოლილისა კი, მჭიდრო.

2. უმადშებოლილი ძეხვი გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს მინუს 12 გრადუსი ტემპერატურით, ხოლო ნახევრადშებოლილი და მოხარშულ-შებოლილი – მინუს 14-დან მინუს 9 გრადუსამდე.

3. ნახევრადშებოლილი და მოხარშულ-შებოლილი ძეხვეული გადასაზიდად დაიშვება 0-დან მინუს 4 გრადუსამდე ტემპერატურით, თუ მისი დაგროვებისა და გადაზიდვის საერთო ვადა არ აღემატება 15 დღეს.

4. უმადშებოლილი, მოხარშულ-შებოლილი და ნახევრადშებოლილი ძეხვეულის ტენიანობა აღინიშნება ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, და იგი არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტებით (ტექნიკური პირობებით) დადგენილს. ძეხვეული გადაიზიდება ყუთებში ჩაწყობილი.

    მუხლი 235

1. გადასაზიდად წარსადგენ ღორის ქონს, (შპიკს) უნდა ჰქონდეს: ტემპერატურა არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ფერი – თეთრი ან თეთრ-მოვარდისფრო, არ უნდა დაჰკრავდეს სიყვითლე, გამუქება ან რაიმე სხვა ელფერი; კონსისტენცია – მკვრივი, არაზეთოვანი და არაწებოვანი; გემო და სუნი – ისეთი, როგორიც ახასიათებს ახალ, დამარილებულ ან დამარილებულ-შებოლილ ღორის ქონს, ყოველგვარი სხვა უცხო გემოსა და სუნის გარეშე. ღორის ქონი გადაიზიდება შეფუთული სახით.

2. ცხოველთა სასურსათო ცხიმი (საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის და ძვლისა) გადაიზიდება კასრებით, აგრეთვე ყუთში მონოლითის სახით ჩაწყობილი, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსი ტემპერატურით, ხოლო ცხიმგაუმტარ ქაღალდში გახვეული, ძელაკებად დაფასოებული და ყუთში ჩაწყობილი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსი ტემპერატურით.

3. ჰერმეტულად შეფუთული თითოეული სასურსათო ცხიმი გადაიზიდება დახურულ ან იზოთერმულ ვაგონებში, მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად.

    მუხლი 236

1. დამარილებული ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი და დამარილებული ენა გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს კასრებში, რომელიც მარილწყლით არის სავსე. დამარილებული ხორცი, რომლის დამარილების ვადა 10 დღეზე ნაკლებია, გადასაზიდად არ მიიღება. დამარილების ვადა აღინიშნება ხარისხის მოწმობაში.

2. დაკონსერვებული სისხლი გადაიზიდება რკინის ან ხის კასრებში, რომელიც სავსე უნდა იყოს მოცულობის დაახლოებით 4/5-ით.

    მუხლი 237

1. ხინკალი და პელმენი შეკვრაში, ხორცის ნახევარფაბრიკატი, რომელიც დაფასოებულია პოლიმერისაფსკგადაკრულ პატარა ხონჩებში, აგრეთვე სოსისი და სარდელი პოლიმერულ შეფუთვაში იწყობა მუყაოს ყუთებში და გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს მინუს 18 გრადუსი ტემპერატურით.

2. ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვის ზღვრული ვადა, წლის პერიოდების მიხედვით, აღნიშნულია ამ წესების დანართში.

    მუხლი 238

1. გადასაზიდად წარდგენილ გაყინულ თევზს, თევზისა და ზღვის სავარცხელას ფილეს, მიდიებს, ტრეპანგებს, კიბორჩხლის ჩხირებს, კიბორჩხალს, მოხარშულ-გაყინულ კრევეტებს და სხვა გაყინულ ზღვის პროდუქტებს, დატვირთვისას, უნდა ჰქონდეს არა უმეტეს მინუს 18 გრადუსი ტემპერატურა.

2. გაუყინავი კიბორჩხლის ჩხირების, მოხარშული კიბორჩხლისა და კრევეტის გადაზიდვა არ დაიშვება.

    მუხლი 239

1. გაყინული თევზის კეთილხარისხოვნების ნიშნებია:

ა) სხეულის ზედაპირი – სუფთა, ბუნებრივი შეფერილობისა;

ბ) ლაყუჩები – ღია ან მუქი წითელი;

გ) სუნი (გალხობის შემდეგ) – ახალი თევზისა, მანკიერი ნიშნების გარეშე.

2. გაყინული თევზის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ ყუთებსა და სასურსათო ტომრებში შეფუთული.

3. გაყინული თევზი და გაყინული თევზის ფილე, რომელიც შეფუთულია აფსკიან პაკეტებსა და მუყაოს შეკვრებში, პოლიმერული დაფარვის გარეშე იწყობა ყუთებში.

    მუხლი 240

1. გაციებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, ყუთებში ან მშრალი ტარის კასრებში. ზუთხისებრი და ორაგულისებრი თევზი იწყობა მხოლოდ ყუთებში.

2. გაცივებულ თევზს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა ხერხემალთან ხორცის სიღრმეში მინუს 1-დან პლუს 3 გრადუსამდე. შეფუთვის თარიღი უნდა აღინიშნოს ზედნადებში ტვირთის დასახელების ქვეშ.

    მუხლი 241

1. გადასაზიდად წარდგენილი თევზი და ქაშაყი – დამარილებული, დამარილებულ-შეკმაზული და მარინადი, შეფუთული უნდა იყოს ხის, პოლიმერ ჩასასხმელ ან მშრალი ტარის ყუთებში, რომელთა ტევადობა შეადგენს არა უმეტეს 50 დმ3-სა, პოლიმერის მასალის სარჩულიან ტომრებში, ფიცრის ყუთებში, ხოლო პოლიმერული მასალის პაკეტებად დაფასოებული – გოფრირებული მუყაოს ყუთებში.

2. ჩასასხმელ კასრებში ჩაწყობილ თევზსა და ქაშაყს მოსხმული უნდა ჰქონდეს სათანადო სიმკვრივის მარილწყალი, ხოლო ტარაში ჩაწყობილი გაწურული უნდა იყოს. ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი ქაღალდი, ცელოფანი ან წყალშეუღწევადი მასალა.

3. მარილის შემცველობა თევზსა და ქაშაყში უნდა შეადგენდეს:

ა) სუსტად დამარილებულისა – 6-დან (ქაშაყისათვის 7-დან) 10%-მდე ჩათვლით;

ბ) საშუალო დამარილებულისა – 10-ზე მეტს და 14%-მდე ჩათვლით;

გ) მაგრად დამარილებულისა –14%-ზე მეტს.

4. მარილის შემცველობა უნდა აღინიშნოს ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშნები”.

5. თევზსა და დამარილებულ ქაშაყს, დამარილებულ-შეკმაზულსა და მარინადს, ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა 0-დან მინუს 3 გრადუსამდე.

6. კასრებში ჩაწყობილი და მარილხსნარში ჩადებული დამარილებული თევზი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში, ვაგონ-თერმოსებსა და დახურულ ვაგონებში იმ პირობით, რომ ტვითგამგზავნმა იზოთერმული ვაგონის იატაკის ცხაურზე და დახურული ვაგონის იატაკზე დააგოს ქაღალდი, მუყაო ან სხვა საფუთავი მასალა და დაფაროს იგი ნახერხის ფენით. გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები ვალდებულია, გაწმინდოს ვაგონი საფენად გამოყენებული მასალისა და ნახერხისგან და გაგზავნოს გასარეცხად. რეცხვას, ტვირთმიმღების ხარჯით, უზრუნველყოფს რკინიგზა.

    მუხლი 242

1. ცივად და ცხლად შებოლილი თევზი, ზურგიელის ნაწარმი, მზეზე გამოყვანილი და სხვა თევზეული გადაიზიდება მხოლოდ ტარაში.

2. ცხლად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ გაყინული სახით. ცხლად შებოლილი თევზი და ზურგიელის ნაწარმი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში და გასინჯვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს მინუს 18 გრადუსისა.

3. ცივად შებოლილი თევზისა და ზურგიელის ნაწარმის ტემპერატურა, დატვირთვისას, არ უნდა აღემატებოდეს 0 გრადუსს და მისი გადაზიდვა წარმოებს იზოთერმულ ვაგონებში.

4. ცივად შებოლილი ორაგულისებრი თევზი და კბილებიანი ვეშაპი, აგრეთვე, ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი ზურგიელის ნაწარმი, შეფუთული უნდა იყოს მხოლოდ ყუთებში.

5. ყუთზე, რომელშიც მოთავსებულია ცხლად შებოლილი გაყინული თევზი, მსხვილი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა „გაყინულია”.

6. ცივად შებოლილი და მზეზე გამოყვანილი თევზის, მათ შორის, ზურგიელის ნაწარმის ყუთების ტორსულ კედლებზე შეიძლება დატანებული იყოს 25 მმ-დან 30 მმ-მდე დიამეტრის ორი-სამი მრგვალი ნახვრეტი.

    მუხლი 243

1. გაყინული კიბორჩხლის ჩხირების პაკეტები, მოხარშულ-გაყინული კიბორჩხალა და კრევეტები იწყობა ყუთებში, რომლებსაც მსხვილი შრიფტით უნდა ჰქონდეს გაკეთებული წარწერა „გაყინულია”.

2. კიბორჩხლის ჩხირების დატვირთვამდე, შენახვისა და გადაზიდვის ხანგრძლივობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს.

    მუხლი 244

1. ორაგულისებრი თევზის მარცვლოვანი ხიზილალა და დაუფასოებელი დამარილებული ქვირითი იფუთება ახალ ჩასასხმელ კასრებში, რომელთა ტევადობა არ აღემატება 50 დმ3-ს.

2. ორაგულისებრთა მარცვლოვანი, ზუთხისებრთა მარცვლოვანი და პაიუსის, ზეთხისებრთა პასტერიზებული ხიზილალა და დამარილებული ქვირითი, რომელიც ლითონის ან მინის ქილებშია დაფასოებული, იწყობა ყუთებში.

3. თევზისა და თევზის პროდუქციის ფიცრის და ფანერის ყუთები პირთამდე უნდა იყოს სავსე და ტორსზე გადაკრული ჰქონდეს ფოლადის საფუთარი ლენტი ან ფოლადის მავთული.

4. გოფრირებულ მუყაოს ყუთებზე შემოჭერილი უნდა იყოს ფოლადის მავთული ან შემოკრული წებოვანი ლენტი. მარცვლოვანი ხიზილალის მუყაოს ყუთებს ორ სარტყლად აკრავენ წებოვან ლენტს.

5. მარცვლოვანი ხიზილალას ყუთებზე შემოკრული მავთულის წვერები მჭიდროდ უნდა იყოს გადაგრეხილი.

6. გაყინული თევზის ტომრები საიმედოდ უნდა იყოს გაკერილი, ხოლო თევზის კასრები – საიმედოდ დაცობილი.

    მუხლი 245

1. ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დასტვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდად ვარგისად ითვლება მკვირცხლი, მოძრავი თევზი, სხეულზე მექანიკური დაზიანებებისა და ობის წანაზარდების გარეშე, ქერცლისა და ტყავის დაუზიანებელი საფარით, დაუზიანებელი და სუფთა ფარფლებით.

2. ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები) გადაიზიდება ცოცხალი თევზის გადამზიდ სარეფრიჟერატორო სექციებში, ტვირთგამგზავნის გამყოლითურთ და მისი პასუხისმგებლობით.

3. კიბო გადაიზიდება ყუთებში, რომელსაც დატანებული აქვს საცირკულაციო ღიობები, თითოში 100 – 150 ცალი. ტარაში კიბოს ჩაწყობისას, მათ შუა აწყობენ მშრალ ხავსს, სუფთა მშრალ წყალმცენარეებს ან თივას. დრო, კიბოს დაჭერასა და დატვირთვას შორის, არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს. ჩატვირთვამდე კიბოები უნდა ინახებოდეს საჩრდილობლის ქვეშ ან დახურულ შენობაში.

4. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალი კიბო. ლიმანის, ტბის და გუბურის კიბოები გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 2 დღის, ხოლო მდინარის კიბო – 6 დღემდე გადაზიდვის ვადით.

5. თევზისა და თევზპროდუქტების სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვის ზღვრული ვადა, წლის პერიოდების მიხედვით, აღნიშნულია ამ წესების დანართში.

    მუხლი 246

1. ხილ-ბოსტნეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს ქორფა, სუფთა, მექანიკური და მავნებელ-დაავადებებით დაზიანების გარეშე, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი გარეგნული ტენიანობა, აგრეთვე იყოს სიმწიფის მიხედვით ერთგვაროვანი ყოველ სავაგონო პარტიაში.

2. ნაყოფში ტოქსიკური ელემენტების, პესტიციდებისა და ნიტრატების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო-ბიოლოგიური მოთხოვნების და სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხის სანიტარული ნორმებით დადგენილ დასაშვებ დონეს.

3. თუ ხილ-ბოსტნეულის უტაროდ გადაზიდვა არ არის გათვალისწინებული სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით, იგი ჩაწყობილი უნდა იყოს თითოეული სახეობისთვის შესატყვის შემდეგ ტარაში:

ა) საგვიანო კარტოფილი ყუთებში, ყუთის ქვეშებში, ქსოვილისა და ბადის ტომრებში, ხოლო საადრეო კარტოფილი – მკვრივ ტარაში;

ბ) სუფრის ჭარხალი და სტაფილო – ყუთებში, ქსოვილის ტომრებსა და ყუთის ქვეშებში;

გ) თავიანი ხახვი - ფიცრის ყუთებში, ბადისა და ქსოვილის ტომრებში;

დ) ნიორი – ყუთებში;

ე) კიტრი, ბადრიჯანი, ყაბახი, ყვავილოვანი კომბოსტო – ფიცრის ყუთებში;

ვ) საადრეო თავთეთრა კომბოსტო – ყუთებში, ხოლო საშუალო სიმწიფის, საშუალო-საგვიანო და საგვიანო სიმწიფისა – ყუთებსა და ყუთის ქვეშებში;

ზ) პატარა ნესვი – ფიცრის ყუთებში, ხოლო მსხვილი ნესვი და სასურსათო გოგრა – სპეციალიზებულ კონტეინერებსა და გალიებში;

თ) სასურსათო საზამთრო – ყუთის ქვეშებში;

ი) პამიდორი, ტკბილი წიწაკა – ფიცრის ყუთებსა და ხონჩა-ყუთებში;

კ) ვაშლი, მსხალი, კომში – ფიცრის ყუთებში, ხოლო საგვიანო ვაშლი, ასევე გოფრირებულ მუყაოს ყუთებში;

ლ) ბროწეული და ხურმა – ფიცრის ყუთებში;

მ) ყურძენი, გარგარი, ატამი, ალუჩა, ქლიავი, ბალი და ალუბალი – ფიცრის ყუთებსა და ხონჩა-ყუთებში;

ნ) მოცხარი და ხურტკმელი – ხონჩა ყუთებში;

ო) მარწყვი – ხონჩა-ყუთებსა და ლარტყულიან ჭურჭელში;

პ) ციტრუსის ნაყოფი (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიფრუტი), სუბტროპიკული და ტროპიკული ხილი – ხისა და მუყაოს ყუთებში.

4. ხილ-ბოსტნეული დახურულ ტარაში იწყობა მჭიდროდ, ტარის პირთამდე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და არ ეხეთქებოდეს. ყოველ ყუთში იწყობა ერთი პომოლოგიური ჯგუფისა და ერთი ზომითი კატეგორიის ნაყოფი.

5. მასობრივი დამზადების პერიოდში, ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან შეთანხმებით, დაიშვება დახურულ ვაგონებში საგვიანო კარტოფილის, სუფრის ჭარხლის, საზამთროს, სასურსათო გოგრის, საშუალო საგვიანო და საგვიანო თავთეთრა კომბოსტოს, აგრეთვე სპირტის, სახამებლისა და ბადაგის წარმოებისთვის განკუთვნილი კარტოფილის დაყრით გადაზიდვა. ხანგრძლივ შესანახი კარტოფილი გადაიზიდება მხოლოდ ტარაში.

6. ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვა სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში ხორციელდება მხოლოდ ტარაში.

    მუხლი 247

1. ბანანი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მკვრივი, მწვანე ფერის კანითა და ნაყოფის ყუნწით, საკმარისად განვითარებული, სახეობისთვის ტიპური ფორმისა და სიდიდის ნაყოფით.

2. პოლიმერის აფსკის ტომრებში წინასწარ ჩაწყობილი ბანანი, ტომრის ყელის მჭიდროდ შეკვრის შემდეგ, უნდა ჩაიწყოს მუყაოს კოლოფში.

3. ბანანი გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო სექციებში ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. გადაზიდვის დროს გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვენტილაცია უნდა მოეწყოს დღე-ღამეში ორჯერ, უარყოფითი ტემპერატურისას – დღეში ერთხელ, ვენტილატორების 15 – 20 წუთის ჩართვით. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ბანანი საწყობიდან სარეფრიჟერატორო ვაგონში ჩაიტვირთება მხოლოდ ტამბურებიდან, რომლებიც თბება. ყველა შემთხვევაში, ექსპერტიზის აქტში უნდა აღინიშნოს გარე ჰაერის ტემპერატურა ბანანის ჩატვირთვის პერიოდში.

4. გადაზიდვის დასასრულს გაყვითლებული ბანანების არსებობა არ არის ნაყოფის ხარისხის გაუარესების ნიშანი.

    მუხლი 248

1. ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში.

2. გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს სულ ცოტა 15 სმ სიგრძის ტარო (ტკბილი სიმინდისა – არა ნაკლებ 12 სმ), ქორფა ღია მწვანე ფოთლებით, რომლებსაც არ ეტყობა ჭკნობის ნიშნები, აქვს ყავისფერი ბუტკოს სვეტები, ნაზი გარსის მქონე, ერთმანეთს მიყრილი მკვრივი მარცვლები, მავნებელდაავადებებით დაუზიანებელი. პარტიაში დაიშვება ტაროს ზედა ნაწილში 3 სმ-მდე სიგრძეზე განუვითარებელი მარცვლების მქონე სიმინდის ტაროს არსებობა.

3. სიმინდის ტარო იწყობა ხონჩა-ყუთებში ან ფიცრის ყუთებში, რომელთა ტევადობა 12 კგ-დეა, და სადგურში შეიზიდება ვაგონის გადასაზიდად მზადყოფნისას.

4. წინასწარ, არაუმეტეს პლუს 3 გრადუსამდე გაციებული სიმინდის ტარო, გადასაზიდად დაიშვება არა უმეტეს 6 დღის ვადით, ხოლო გაუციებელი – არა უმეტეს 4 დღის ვადით. ტაროს ტეხვიდან დატვირთვამდე დრო არ უნდა აღემატებობეს: გაუციებელი ტაროსთვის – 12 საათს, ხოლო წინასწარ გაციებულისთვის – 30 საათს.

    მუხლი 249

1. ცოცხალი მცენარეების და ყვავილების, აგრეთვე სათესლე-სარგავი მასალის გადაზიდვის ხერხსა და ვადას ადგენს ტვირთგამგზავნი და აღნიშნავს ზედნადებში. ცოცხალი მცენარეები და ყვავილები გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის გამყოლთა თანხლებით.

2. სათესლე რკო ჩაიწყობა ფიცრის ყუთებში. არ დაიშვება გადასაზიდად ტენიანი, წინასწარ გაუშრობელ-გაუნიავებელი, აგრეთვე 0,5 სმ-ზე მეტი ღივის მქონე რკოს წარდგენა.

3. ქორფა ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვის ზღვრული ვადები მოცემულია ამ წესების დანართში.

    მუხლი 250

1. რძე და რძის პროდუქტები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს გაციებულ მდგომარეობაში, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსის ტემპერატურით.

2. რძე უნდა იყოს სუფთა, არ უნდა დაჰკრავდეს უცხო გემო, სუნი და უნდა წარმოადგენდეს უნალექო, თეთრი ფერის, ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე ერთგვაროვან სითხეს.

3. სტერილიზებული რძე და ნაღები გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს არა უმეტეს 10 გრადუსი ტემპერატურით, გამომუშავების დღიდან არა უმეტეს ერთი თვის შენახვის ვადით.

4. გაყინული ხაჭო გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს მინუს 12 გრადუსი ტემპერატურით.

    მუხლი 251

1. რძე, გარდა ცისტერნებში გადასაზიდისა, და რძის პროდუქტები დაფასოებული უნდა იყოს:

ა) არასტერილიზებული რძე და ნაღები – მათარებში;

ბ) სტერილიზებული რძე და ნაღები – „ტბა“ პაკეტებსა ან მინის შეფუთვაში, ყუთებში ჩაწყობილი;

გ) არაჟანი – მათარებში, „ტბა“ პაკეტებსა ან მინის ქილებში, ყუთებში ჩაწყობილი;

დ) გაცივებული ხაჭო, ხაჭოს ყველეული და ხაჭოს მასა – ხისტ ტარასა და ყუთებში;

ე) გაყინული (დაფასოებული) ხაჭო, გაცივებული ხაჭოს ყველეული – ყუთებში;

2. მათარას მჭიდროდ უნდა ჰქონდეს დახურული რეზინის, პერგამენტის ან პერგამენტისმაგვარი ქაღალდის შუასადებიანი თავსახური.

    მუხლი 252

1. რძე და რძის პროდუქტები გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში. არასტერილიზებული რძე, სადგურებს შორის, გადაიზიდება, აგრეთვე რძის იმ ცისტერნაში, რომელზეც ტვირთგამგზავნსა და ტვირთმიმღებს აქვს ცისტერნების ჩასასხმელი, გადმოსასხმელილი და სარეცხი საშუალება.

2. წლის ზაფხულის პერიოდში, პლუს 30 გრადუსამდე გარე ჰაერის ტემპერატურის დროს ცისტერნებში ჩასხმისას, რძეს უნდა ჰქონდეს არა უმეტეს პლუს 4 გრადუსი ტემპერატურა, ხოლო უფრო მაღალი გარე ტემპერატურისას – არა უმეტეს პლუს 2 გრადუსი.

3. ზამთრის პერიოდში რძეს, ცისტერნებში ჩასხმისას, უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა ნაკლებ პლუს 8 გრადუსისა.

4. ცისტერნები რძით უნდა შეივსოს ხუფის ნახევარსიმაღლემდე. სამსექციან ცისტერნებში, ნებადართულია, აივსოს ორი კიდურა ან ერთი შუა სექცია. არ დაიშვება ერთი კიდურა ან კიდურა და შუა სექციის რძით ავსება. ცისტერნებში რძე გადაიზიდება ცისტრენებში თხევადი ტვირთის გადაზიდვის ზოგადი მოთხოვნების დაცვით.

    მუხლი 253

1. კარაქი (მონოლითად ან დაფასოებული) გადასაზიდად მიიღება ყუთებში შეფუთული.

2. ერბო გადასაზიდად მიიღება ხის კასრებში, რომლებსაც ამოგებული აქვს პოლიმერის აფსკი, ან ყუთებში ჩაწყობილ მინისა და თუნუქის ქილებში. აფსკამოუფენელი კასრების ზედაპირი დაფარული უნდა იყოს კაზეინის მინანქრით ან მისი შემცველი სხვა საფარველით.

3. კარაქის მონოლითად გადაზიდვისას, ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი ან პოლიმერის აფსკი, ფიცრის ყუთები უნდა იყოს დაჭედებული, ხოლო ტორსზე გამაგრებული ფოლადის ლენტით ან მავთულით.

4. ნაღების კარაქს უნდა ჰქონდეს სუფთა, ამ სახეობის კარაქისთვის დამახასიათებელი გემო და სუნი, ერთგვაროვანი და მკვრივი კონსისტენცია, ფერი – თეთრიდან ყვითლამდე, მთელ მასაში ერთგვაროვანი, ზედაპირი გაჭრისას – ოდნავ ბრჭყვიალა და მშრალი, ანდა ტენის ერთგვაროვანი უმცირესი წვეთების მქონე.

5. ერბოს უნდა ჰქონდეს რბილი მარცვლოვანი კონსისტენცია. გადასაზიდად წარდგენილ ერბო-კარაქის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს:

ა) კარაქისა და ერბოსი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსისა;

ბ) საექსპორტოდ გასაგზავნის – არა უმეტეს მინუს 14 გრადუსისა.

6. კარაქი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო ზამთრისა და გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ტემპერატურა 6 გრადუსზე ნაკლებია, ერბოს გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში.

    მუხლი 254

1. ძელაკებად დაფასოებული, პერგამენტში ან დამუშავებულ კილიტაში გახვეული მყარი მარგარინი, გამყარებული საკონდიტრო, პურსაცხობი და კულინარიული ცხიმი (შემდგომ – გამყარებული ცხიმი), იფუთება ყუთებში, ხოლო დაუფასოებელი (მონოლითის სახით) იწყობა ყუთებში, რომლებიც ამოფენილია პერგამენტით ან პოლიმერის აფსკით.

2. დაუფასოებელ მყარ მარგარინსა და გამყარებულ ცხიმს, რომლის სიმაგრე 40 გრ/სმ და ნაკლებია, ან დაფასოებულს, რომლის სიმაგრე 50 გრ/სმ და ნაკლებია, ვაგონში ჩატვირთვისას უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 10 გრადუსისა, ხოლო შესაბამისად 40 გრ/სმ და 50 გრ/სმ-ზე მეტი სიმყარის პროდუქცია გადასაზიდად წარედგინება არა უმეტეს პლუს 15 გრადუსის ტემპერატურით.

3. მყარი მარგარინი და გამყარებული ცხიმი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს არ აღემატება, დაიშვება ამ ტვირთის დახურულ ვაგონებში გადაზიდვა.

    მუხლი 255

1. 100-დან 500 გრამამდე ნეტო წონის რბილი, პოლიმერულ შეფუთვაში დაფასოებული და გოფრირებულ მუყაოს ყუთებში ჩაწყობილი მარგარინი, თუ ყუთის ზღვრული ნეტო წონა არ აღემატება 10 კილოგრამს, გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს პლუს 10 გრადუსი ტემპერატურით.

2. რბილი მარგარინი გადაიზიდება იზოთერმული ვაგონებით, ხოლო წლის გარდამავალ პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსს არ აღემატება, მისი გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში.

    მუხლი 256

1. გაუმყარებელი საკონდიტრო და თხევადი ცხიმი გადაიზიდება ფოლადისა და ხის კასრებში და მათარებში. ხის კასრებში ჩადებული უნდა იყოს პოლიმერული მასალის ჩანართი ტომარა.

2. გაუმყარებელი და თხევადი ცხიმის გადაზიდვა წარმოებს, აგრეთვე სპეციალიზებულ ცისტერნებში.

    მუხლი 257

1. მაიონეზი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მინის შეფუთვაში დაფასოებული, შიდა- და შუასადებების მქონე ყუთებში.

2. ვაგონში სხვადასხვა გამომუშავების თარიღის მაიონეზის პარტიის ჩატვირთვისას, მთელი სავაგონო გზავნილის ტრანსპორტაბელურობის ვადა იანგარიშება ყველაზე ადრეული გამომუშავების თარიღის პარტიის მიხედვით.

3. მაიონეზის ტემპერატურა, დატვირთვის დროს, არ უნდა იყოს პლუს 4 გრადუსზე მეტი და 0 გრადუსზე ნაკლები.

4. მაიონეზის გადაზიდვა წლის ყველა პერიოდში ხდება იზოთერმულ ვაგონებში.

    მუხლი 258

1. მაჭიკის (დვრიტით ამოყვანილი) მაგარი ყველი იფუთება ყუთებში. დატვირთვისას ყველს უნდა ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის და წლის გარდამავალ პერიოდში – არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 8 გრადუსისა. მდნარი ყველი უნდა ჩაიწყოს ყუთებში და ჰქონდეს ტემპერატურა: ზაფხულის პერიოდში ჩატვირთვის დროს – არაუმეტეს პლუს 2 გრადუსისა, ხოლო ზამთრის პერიოდში – არანაკლებ პლუს 5 გრადუსისა.

2. ბრინზა გადაიზიდება ხის კასრებში, რომელიც არ ატარებს მარილხსნარს, ხოლო თუნუქის ქილებსა ან „ტბა“ პაკეტებში დაფასოებული – ყუთებში. კასრში ისხმება სუფთა მარილხსნარი. ბრინზას უნდა ჰქონდეს სუფთა, ულორწოო და უქერქო ზედაპირი.

3. ნაყინი გადაიზიდება ლითონის ქილებში, ხოლო წვრილად დაფასოებული – კოლოფებში, სპეციალურ კონტეინერებსა და სხვა ტარაში მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში. ამ შემთხვევაში, ყოველ ვაგონში, ტვირთგამგზავნის სახსრებით დამატებით იტვირთება 2,0 – 3,0 ტონა მშრალი ყინული. ნაყინის ტემპერატურა, კვერცხის ჩატვირთვისას, უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 20 გრადუსისა.

    მუხლი 259

1. ქათმის სასურსათო კვერცხი (გაუციებელი და გაციებული) გადაიზიდება სპეციალურ უჯროვან შეფუთვაში, რომელიც ყუთებში იწყობა. გაციებული კვერცხის ტემპერატურა, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა იყოს არაუმეტეს პლუს 6 გრადუსი.

2. გაუცივებელი კვერცხი ზაფხულის პერიოდში, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება პლუს 25 გრადუსს, აგრეთვე წლის გარდამავალ პერიოდში გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, გადაიზიდება დახურულ ვაგონებში.

3. დიეტური კვერცხი რკინიგზით არ გადაიზიდება.

4. გაყინული კვერცხის პროდუქტები (კვერცხის მელანჟი, გული და ცილა) გადაიზიდება თეთრი თუნუქით ჰერმეტულად დარჩილულ ქილაში, რომელიც ყუთშია ჩაწყობილი.

5. სარეფრიჟერატორო ვაგონებში რძის, ყველ-კარაქის და ცხიმის მრეწველობის პროდუქციისა და კვერცხის გადაზიდვის ზღვრული ვადა განსაზღვრულია ამ წესების დანართში.

    მუხლი 260

1. დაწნეხილი პურსაცხობი საფუარი, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფერი – მორუხო, მოყვითალო ელფერით, ძელაკების ზედაპირზე არ უნდა იყოს მუქი ლაქები;

ბ) კონსისტენცია – მკვრივი, საფუარი იოლად იმტვრევა;

გ) გემო და სუნი – საფუარისთვის დამახასიათებელი, დაუშვებელია ობის ან რაიმე სხვა უცხო სუნი.

2. ქაღალდში შეფუთული საფუვრის ძელაკები უნდა ჩაიწყოს ყუთებში. თითოეულ ყუთში იწყობა მასის მიხედვით ერთნაირი დაფასოების, ერთი პარტიისა და გამომუშავების თარიღის ძელაკები. ვაგონში ჩატვირთვისას, საფუვრის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს პლუს 4 გრადუსისა და არანაკლებ 0 გრადუსისა.

3. ვაგონში სხვადასხვა გამომუშავების თარიღის საფუარის პარტიის ჩატვირთვისას, მთელი სავაგონო გზავნილის ტრანსპორტაბელურობის ვადა იანგარიშება ყველაზე ადრეული გამომუშავების თარიღის პარტიის მიხედვით.

4. სპეციალიზებულ ქარხნებში გამომუშავებულ საფუარს, გადასაზიდად წარდგენისას, უნდა ჰქონდეს მედეგობა არანაკლებ 60 საათისა, ხოლო სპირტის ქარხნებში გამომუშავებულს – არანკლებ 48 საათისა.

5. ვაგონში საფუვრის ჩატვირთვის მომენტში ტვირთგამგზავნი იღებს სინჯებს საფუვრის მედეგობის საკონტროლო განსაზღვრისთვის. ანალიზის შედეგები ინახება გაგზავნის სადგურში და ტვირთგამგზავნთან.

    მუხლი 261

1. ლითონისა და მინის შუფუთვის დაკონსერვებული პროდუქცია გადაიზიდება ყუთებში, ხოლო შეუფუთავი – პოლიეთილენის ჩანართიან კასრებში.

2. პროდუქციანი კასრები და ქილები უნდა იყოს მჭიდროდ დახუფული და არ ჟონავდეს.

3. მინის ქილები იწყობა განივ და გრძივ უჯრედიან ტიხრის მქონე ყუთებში. ლითონის ქილების ჰორიზონტალურ რიგებს ყუთებში დატანებული უნდა ჰქონდეს მუყაოს ან მკვრივი ქაღალდის შუასადებები.

4. დაიშვება კონსერვირებული პროდუქციის გადაზიდვა თუნუქის ქილებში, თერმოშეკლებადი ბლოკების სახით. ბლოკები გადაიზიდება მხოლოდ პაკეტებად გაერთიანებული, ქვეშებზე. ამ შემთხვევაში, პაკეტს უნდა ჰქონდეს შემოკრული თერმოშეკლებადი აფსკი.

5. სტერილიზებული ბოსტნეული, ხილი, წვენი და ნექტარი მინის თუნუქის შეფუთვაში, აგრეთვე „ტბა“ პაკეტებში გადაიზიდება იზოთერმულ და დახურულ ვაგონებში.

    მუხლი 262

1. ღვინო, მათ შორის, შუშხუნა, ცქრიალა და შამპანური, აგრეთვე ლიქიორ-არყის ნაწარმი გადაიზიდება ყუთებში ჩაწყობილ ბოთლებში.

2. დახურულ ხის ყუთებს გარედან აკრავენ მავთულს ან ფოლადის საფუთავ ლენტს. გოფრირებულ მუყაოს ყუთებს გარედან შემოუჭერენ ფოლადის სახუფავ ლენტს ან ორ სარტყლად შემოაკრავენ ქაღალდის ლენტს. დახურულ ყუთებს უკეთდება სამანიპულაციო ნიშნები, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების თანახმად.

3. ღვინო და ლიქიორ-არყის ნაწარმი გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში. ამ ტვირთის ტემპერატურა, ჩატვირთვისას, უნდა იყოს პლუს 8-დან პლუს 16 გრადუსამდე.

4. ლიქიორ-არყის ნაწარმი (ლიქიორი, პუნში, ტკბილი და მწარე ნაყენი, სადესერტო სასმელი, ბალზამი, განსაკუთრებული არაყი), ზაფხულისა და წლის გარდამავალ პერიოდებში, გადაიზიდება დახურულ და იზოთერმულ ვაგონებში, ხოლო ზამთრის პერიოდში – იზოთერმულ ვაგონებში. ღვინის გადაზიდვა დაიშვება, აგრეთვე საკუთარ სპეციალურ თერმოს-ცისტერნებსა და იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებში ჩასხმით, ტვირთგამაგზავნის ან ტვირთმიმღების გამყოლთა თანხლებით.

5. ღვინის ტემპერატურა ჩასხმისას, ზამთრის პერიოდში, არ უნდა იყოს პლუს 8 გრადუსზე ნაკლები, ხოლო ზაფხულში – პლუს 15 გრადუსზე მეტი.

    მუხლი 263

1. მინერალური წყალი, უალკოჰოლო და მცირეალკოჰოლური, მათ შორის, გაზიანი სასმელები, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მინის, თუნუქის ან პოლიმერული შეფუთვით, ყუთებში ან სპეციალიზებულ კონტეინერებში. თუნუქის ქილებსა და პეტ-ბოთლებში ჩამოსხმული პროდუქცია შეიძლება შეიკრას ბლოკებად ამ წესების 222-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

2. მინერალური წყლის, უალკოჰოლო და მცირეალკოჰოლური სასმელების უტაროდ (დაყრით) გადაზიდვა არ დაიშვება.

    მუხლი 264

1. ლუდი, მინის ან პოლიმერის ბოთლებში, თუნუქის ქილებსა და კასრებში გადაიზიდება იზოთერმულ ვაგონებში. ლუდი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს პლუს 2-დან პლუს 12 გრადუსამდე ტემპერატურით.

2. პასტერიზებული ლუდის გადაზიდვა ზაფხულისა და წლის გარდამავალ პერიოდებში დაიშვება დახურულ ვაგონებში.

    მუხლი 265

1. ფუტკარი გადაიზიდება სკებში ან ფანერის პაკეტებში, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების გამყოლთა თანხლებით.

2. ფუტკრის გადაზიდვა დახურულ ვაგონებში დაიშვება, როდესაც გარე ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება პლუს 10 გრადუსს, ხოლო, თუ იგი პლუს 10 გრადუსზე მეტია, ფუტკრის გადაზიდვა ხორციელდება სარეფრიჟერატორო ვაგონებში.

3. ფუტკრის გადაზიდვისას სარეფრიჟერატორო ვაგონების ტემპერატურულ რეჟიმს, ვენტილირების პერიოდულობას და ხანგრძლივობას აწესებს ტვირთგამგზავნი.

    მუხლი 266

1. მცენარეული ზეთი პეტ-ბოთლებში გადაიზიდება გოფრირებულ მუყაოს ყუთებში ჩაწყობით ან რამდენიმე ბოთლის ბლოკების სახით, რომლებსაც შემოკრული აქვს პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი. ბლოკები ჩამოყალიბებული უნდა იყოს პაკეტებად და დაიწყოს ქვეშზე, ჰორიზონტაულ რიგებსშუა სადებების დატანებითა და მკვრივი პოლიმერის აფსკის შემოკვრით. პაკეტების საერთო სიმაღლე, ქვეშის სიმაღლის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 180 სმ-ს.

2. სხვადასხვა მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის ზღვრული ვადები განსაზღვრულია ამ წესების დანართში.

    მუხლი 267

1. მალფუჭებადი ტვირთის გადასაზიდად გამოიყენება იზოთერმული და დახურული ვაგონები ან სარეფრიჟერატორო და უნივერსალური კონტეინერები.

2. სარეფრიჟერატორო ვაგონში, რომელსაც მიეკუთვნება სარეფრიჟერატორო სექცია და ვაგონი, გადაიზიდება ამ წესებით გათვალისწინებული მალფუჭებადი ტვირთი.

3. თერმოს-ვაგონებში გადაიზიდება თერმულად დამზადებული მალფუჭებადი ტვირთი 10 დღეზე მეტი შენახვის ვადით.

4. ხილ-ბოსტნეული, როგორც ბიოლოგიური სითბოს გამომყოფი, თერმოს-ვაგონებში არ გადაიზიდება.

5. თერმოს-ვაგონებში გადასაზიდი მალფუჭებადი ტვირთის ნუსხას და გადაზიდვის პირობებს ადგენს რკინიგზა.

6. იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებში ან თერმოს-ცისტერნებში გადაიზიდება ღვინო და ღვინო მასალა, ტვირთგამგზავნთა ან ტვირთმიმღებთა გამყოლების თანხლებით.

7. რძე გადაიზიდება რძის ცისტერნებში.

    მუხლი 268

1. დახურულ ვაგონებსა და უნივერსალურ კონტეინერებში გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს გზაში ტემპერატურული რეჟიმის დაცვას.

2. დახურულ ვაგონებსა და დათბუნებულ უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვა ხორციელდება რკინიგზის მითითებებით.

3. უნივერსალურ კონტეინერებში გადასაზიდი მალფუჭებადი ტვირთის ნუსხას და გადაზიდვის ზღვრულ ვადას ადგენს რკინიგზა.

    მუხლი 269

1. სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსი, გარე ჰაერის დადებითი ტემპერატურისას, ვაგონის ჩამოყენების წინ წინასწარ უნდა იყოს გაციებული იმ ტვირთის ჩასატვირთად, რომელიც გადასაზიდად წარედგინება მინუს 10 და უფრო დაბალი (0 გრადუსამდე) ტემპერატურით. გაუციებელი ტვირთის ჩატვირთვისას სატვირთო სათავსის წინასწარი გაციება არ ხდება.

2. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას იმ ტვირთის ჩატვირთვის წინ, რომელიც გათბობას მოითხოვს, სარეფრიჟერატორო ვაგონის სატვირთო სათავსს წინასწარ ათბობენ პლუს 6 გრადუსამდე.

3. ბანანის ჩატვირთვის წინ ჰაერის ტემპერატურა ვაგონის სატვირთო სათავსში აყვანილიუნდა იქნეს 12 გრადუსამდე.

    მუხლი 270

1. სარეფრიჟერატორო სექციის ცალკეული სატვირთო ვაგონი შეიძლება დაიტვირთოს გადაზიდვის სხვადასხვა რიჟიმების მქონე ტვირთით.

2. ტვირთგამგზვნის (ტვირთმიმღების) განაცხადით დიზელელექტროსადგურიანი სამსახურებრივი ვაგონისგან მოხსნილ სარეფრიჟერატორო სექციის სატვირთო ვაგონში მალფუჭებადი ტვირთი შეიძლება იმყოფებოდეს არუმეტეს 6 საათისა.

3. გარე ჰაერის უარყოფითი ტემპერატურისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიიღოს ზომები ხილ-ბოსტნეულის გადამეტცივების ან შეყინვის თავიდან ასაცილებლად დატვირთვის დროს.

    მუხლი 271

1. მალფუჭებადი ტვირთის სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვისას, ტემპერატურული რეჟიმი და ვენტილირების საჭიროება განისაზღვრება ტვირთის სახეობის ან ტვირთის ტემპერატურის მიხედვით ჩატვირთვის დროს.

2. ზამთრის პერიოდში გადაზიდვისას დაიშვება გაყინული ტვირთის, მათ შორის, ერბოს, ტემპერატურის შეუზღუდავი შემცირება, თუ ვაგონში ჩატვირთვისას მას ჰქონდა მინუს 5 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა.

3. ზაფხულისა და წლის გარდამავალ პერიოდში სუსხის დადგომამდე, დახურულ ვაგონებში გადაზიდვისას, სვლის მთელ გზაზე ხდება მზეზე გამოყვანილი თევზის, ხილ-ბოსტნეულის, სასურსათო ქათმის კვერცხის (გაუცივებლის) ვენტილირება.

4. დახურული ვაგონების განუწყვეტელი ვენტილირება წარმოებს:

ა) ნახევრად ღია გვერდის ლიუკებიდან. ნახევრად ღია გვერდის ლიუკების სახურავები დამაგრებული უნდა იყოს 4 – 6 მმ დიამეტრის მავთულით და შეყენებული ჰქონდეს ტვირთგამგზავნის მიერ დამზადებული ხის ძელაკები, როგორც ამ წესების დანართში არის ნაჩვენები. ვაგონის გარსსამოსში, ლიუკების სახურავების დასამაგრებლად, ლიუკის თავზე იხვრიტება 5 – 6 მმ დიამეტრის ხვრელი. ამ ნახვრეტსა და ლიუკის სახურავის რგოლში გაიყრება მავთული. მავთულის ბოლოები იგრიხება გარსამოსის შიდა მხრიდან ლითონის ფირფიტის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება ვაგონის კარზე ნაგრეხების დაყენებისას. ამასთან, გრეხილს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა სამი ხვეულა. ვაგონის კედლისგან ლიუკის სახურავის კიდის დაცილება არ უნდა იყოს 100 მმ-ზე მეტი. ნახევრად ღია მდგომარეობაში ლიუკების სახურავების დამაგრებას, აგრეთვე მავთულის მოხსნას გადმოტვირთვის შემდეგ, აწარმოებს, შესაბამისად, ტვირთგამგზავნი და ტვირთმიმღები;

ბ) ღია ლიუკებიდან, რომლებსაც შიგნიდან დატანებული აქვს ლითონის გისოსი.

5. სარეფრიჟერატორო კონტეინერებში მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება ფიტინგიან ბაქნებსა და დიზელ-ელექტროსადგურის სპეციალურად აღჭურვილ ბმულებზე, რომლებსაც, რკინიგზის ნებართვით და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, თან ახლავს მექანიკოსთა ბრიგადა.

    მუხლი 272

1. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილი, რომელიც გარკვეულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, გადაიზიდება ნაკრებ ავტონომიურ რეფრჟერატორულ ვაგონებსა და თერმოს-ვაგონებში, ხოლო ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს ტემპერატურული რეჟიმის დაცვას – ნაკრებ დახურულ ვაგონებში, რომლებიც კურსირებენ გაგზავნის ერთი სადგურიდან დანიშნულების ერთ სადგურამდე, რამდენიმე ტვირთმიმღების მისამართით.

2. თუ სარკინიგზო მიმართულების რამდენიმე სადგურში (უბნის) მალფუჭებადი ტვირთი გადასაზიდად სისტემატურად წარედგინება წვრილმან გზავნილებად, რკინიგზა ნიშნავს ნაკრებ-სარიგებელ ვაგონებს.

3. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ტარაში.

4. იმ მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილების გადაზიდვის ზღვრული ვადა, რომელიც სპეციალურ მომსახურებას (გაციება, გათბობა, ვენტილირება) საჭიროებს, არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის ზღვრულ ვადას, რომელიც დაწესებულია წარსადგენ ტვირთთაგან ყველაზე ნაკლებად მედეგ სავაგონო გზავნილებისთვის.

5. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები, რომლებიც არ მოითხოვ სპეციალურ მომსახურებას, სავაგონო გზავნილებად გროვდება ტვირთგამგზვანის ან ექსპედიტორის მიერ, ხოლო გადაზიდვისას სპეციალური მომსახურების საჭიროების შემთხვევაში – ტვირთგამგზავნის მიერ.

6. დანიშნულების სადგურში წვრილმანი გზავნილების გაცემას ახორციელებს ექსპედიტორი.

    მუხლი 273

1. ერთ ვაგონში იტვირთება მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილები, რომლებიც გადაზიდვისას მოითხოვს ერთნაირ ტემპერატურულ რეჟიმს და ერთმანეთზე არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას.

2. რკინიგზა პასუხს არ აგებს წვრილმანი გზავნილებით გაგზავნილი მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისთვის, თუ ტვირთგამგზავნმა (ექსპედიტორმა) ვაგონში ჩატვირთა ერთმანეთთან შეუთავსებელი ტვირთი, არასწორად განსაზღვრა მიტანის ვადა, არ შეასრულა ტვირთის განლაგებისა და დამაგრების მოთხოვნები, აგრეთვე, თუ ტვირთი გაფუჭდა რკინიგზისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით.

    მუხლი 274

1. ადგილობრივ და პირდაპირ მიმოსვლაში ნაკრებ ვაგონებს ნიშნავს გაგზავნის რკინიგზა, იმ რკინიგზებთან შეთანხმებით, სადაც უნდა შესრულდეს გადაზიდვა,.

2. მალფუჭებადი ტვირთის წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას, ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, გამოიყენება ტვირთის წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვის წესი.

თავი XIX

ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გადაზიდვის წესი

    მუხლი 275

მცენარეული წამოშობისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა პროდუქცია, მასალა და ობიექტი (შემდგომ – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთი), რომელიც შეიძლება გახდეს საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების (შემდგომ – მავნე ორგანიზმები) გადამტანი, საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიებიდან რკინიგზით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით‚ თუ ტვირთგამგზავნი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის (შემდგომ – მცენარეთა დაცვის სამსახური) მიერ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გაგზავნის ადგილებში გაცემულ სერტიფიკატს (შემდგომ – სერტიფიკატი) და დაცული იქნება შესაბამისი ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო წესები.

    მუხლი 276

1. კარანტინგამოცხადებული ტერიტორიის შესახებ მცენარეთა კარანტინის ინსპექციისგან შეტყობინებისა და გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის ნუსხის მიღების შემდეგ‚ რკინიგზა‚ რომლის საქმიანობის ზონაში მდებარეობს ასეთი ტერიტორია‚ დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე სხვა რკინიგზებს. სადგურებზე ტვირთის მიღების ყველა პუნქტში, თვალსაჩინო ადგილებში გამოიკვრება განცხადება‚ გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის შესახებ, რომელიც გადასაზიდად უსერტიფიკატოდ არ მიიღება.

2. სერტიფიკატი გაიცემა საქვეკარანტინო ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე)‚ თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) არის ტვირთის რამდენიმე გზავნილი (პარტია). სერტიფიკატის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ მეორე ეგზემპლარი რჩება გაგზავნის სადგურს და ინახება, როგორც მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტი. ზედნადებში ტვირთგამგზავნს შეაქვს აღნიშნვა სერტიფიკატის თანდართვის შესახებ‚ სადაც მიუთითებს მის ნომერსა და გაცემის თარიღს.

3. ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება‚ თუ სერტიფიკატს არა აქვს ბეჭედი და ხელმოწერა‚ აქვს შესწორებული და წაშლილი ადგილები‚ წარდგენილია სერტიფიკატის ასლები‚ ან მასში ტვირთის დასახელება არ შეესაბამება ფაქტობრივად წარდგენილს.

4. სერტიფიკატი, დატვირთვის სადგურზე წარსადგენად, ვარგისია მასში მითითებული ვადის განმავლობაში. ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული ტვირთის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ იზღუდება.

5. საქვეკარანტინო ტვირთს ტვირთგამგზავნი გადასაზიდად წარადგენს მხოლოდ იმ სადგურში და იმ ტვირთმიმღების მისამართით‚ რომელიც აღნიშნულია სერტიფიკატში. საქვეკარანტინო ტვირთის მისამართის შეცვლა დაიშვება, თუ მისამართის შეცვლის განმცხადებელი წარმოადგენს მცენარეთა კარანტინის ინსპექციის თანხმობას მისამართის შეცვლაზე.

    მუხლი 277

1. კარანტინგამოცხადებული ზონიდან მიტანილი საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვა, ტვირთმიმღების მიერ, ხორციელდება მხოლოდ მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ნებართვით.

2. საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ‚ ტვირთმიმღები ასუფთავებს ვაგონებს (კონტეინერებს)‚ ხოლო ტვირთის ნარჩენებსა და ნაგავს, მცენარეთა კარანტინის ინსპექცის მითითებით, წვავს საამისოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.

3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები), საჭიროებისას, ექვემდებარება გაუსნებოვნებას მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის (საკარანტინო ფოტოსანიტარული კონტროლის აქტი) საფუძველზე,.

4. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთისა და სატრასპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სამსახური. გაუსნებოვნებისა და მასთან დაკავშირებულ მოცდენის ხარჯებს ანაზღაურებს ტვირთმიმღები.

5. ვაგონების (კონტეინერების) გაუსნებოვნების თაობაზე მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს‚ რომელსაც ტვირთმიმღები წარუდგენს სადგურს.

    მუხლი 278

1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთის საქართველოში შემოტანა ნებადართულია ამ ტვირთზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული საიმპორტო საკარანტინო ნებართვისა და ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ოფიციალური სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობისას, რომელსაც ექსპორტიორი ქვეყნის აღნიშნული ორგანო გასცემს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე), თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის რამდენიმე გზავნილია (პარტიაა).

2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ცალკეული იმპორტული ტვირთის უსერტიფიკატოდ გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ მცენარეთა დაცვის სამსახურის ნებართვით.

3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზას წარმოუდგენს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემულ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს.

    მუხლი 279

1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვისას, ზედნადებზე უნდა იყოს მცენარეთა დაცვის სამსახურის დადგენილი ნიმუშის შტამპი საქართველოში ამ ტვირთის შემოტანის ან მისი სატრანზიტო გატარების ნებართვით.

2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთის სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების სასაზღვრო გადამცემ სადგურში მიტანის თაობაზე სადგური აცნობებს მცენარეთა დაცვის სამსახურს‚ წარუდგენს მას ამ ტვირთის დოკუმენტებს და გადასცემს აღნიშნულ ტვირთს შესამოწმებლად.

    მუხლი 280

1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადატვირთვა დაიშვება მხოლოდ მცენარეთა დაცვის სანსახურის ნებართვით.

2. ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს ვაგონების (კონტეინერების) მოცდენა იმ ნორმების გადამეტებით‚ რაც დადგენილია სადგურის მუშაობის ტექნოლოგიური პროცესით.

    მუხლი 281

1. თუ სასაზღვრო პუნქტებში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის შესამოწმებლად და ლაბორატორიული ანალიზის ან ექსპერტიზის მოსაწყობად აღებულ იქნა ნიმუშები, მცენარეთა დაცვის სანსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფორმებს შესაბამის აქტს‚ რომელიც დგება სასაზღვრო გადამცემი სადგურისა და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ ხოლო მეორე ინახება იმ სადგურში‚ სადაც მოხდა ნიმუშების ამოღება.

2. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში დასნებოვნებული ტვირთის გამოვლენისას, მცენარეთა დაცვის სანსახური, საჭიროებისას, აწესებს შესასრულებლად სავალდებულო საკარანტინო მოთხოვნებს.

3. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სანსახური.

    მუხლი 282

1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოცლის შემდეგ, ტვირთმიმღებმა, მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის შესაბამისად, საგულდაგულოდ უნდა დაასუფთაოს ვაგონი (კონტეინერი) და გაანადგუროს მასში არსებული ნარჩენები, ხოლო, საჭიროებისას გარეცხოს ვაგონები (კონტეინერები), რის თაობაზეც მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საბაჟო ორგანოს‚ მეორე კი, სადგურის პასუხისმგებელ პირს.

2. გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს ტვირთის დანიშნულების სადგურში მიტანისას.

    მუხლი 283

1. თუ ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთი გადასაზიდად მიიღება სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურებსა და საზღვაო ნავსადგურში ვაგონების გადატვირთვით, ტვირთმიმღები წარადგენს სერტიფიკატს.

2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდი ვაგონებისა და კონტეინერების დაზიანების ან ამ ტვირთის დაკარგვის ნიშნების გამოვლენის თაობაზე სადგური მოვალეა, დაუყოვნებლივ აცნობოს მცენარეთა დაცვის სამსახურს.

თავი XX

სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი

    მუხლი 284

1. გადამდები დაავადებების გავრცელების ტერიტორიიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულისა და საქონლის საკვების რკინიგზით გადაზიდვა დაიშვება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური) კონტროლით.

2. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურს უფლება აქვს დაადგინოს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებული პირობები ან აკრძალოს მისი გადაზიდვა.

3. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და სასურსათო ნედლეული რკინიგზით გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად, ხოლო ცხოველები – ცხოველთა გადაზიდვის წესის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 285

1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი რკინიგზით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ვაგონის (კონტეინერის) წვრილმანი გზავნილის თანმხლები დოკუმენტაციით: მე-2 და მე-3 ფორმების ვეტერინარული მოწმობით ან მე-5 ფორმის (ბ, დ, ე) ვეტერინარიული სერტიფიკატით.

2. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საექსპორტო-საიმპორტო ან სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდება ვეტერინარული მოწმობის თანხლებით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალური წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ვეტერინარიულ მოწმობას არ საჭიროებს ვეტერინარული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გადაზიდვა.

3. ვეტერინარული სერტიფიკატი, მოწმობა ან ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვა, რომელშიც გარკვევით არ არის შეტანილი ყველა სათანადო მონაცემი, შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან აქვს შესწორებები, მიიჩნევა ბათილად და ამ დოკუმენტებით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება.

    მუხლი 286

1. ტვირთის თანმხლები ვეტერინარული საბუთების შევსების წესს განსაზღვრავს ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახური.

2. ვეტერინარულ საბუთში უნდა მიეთითოს ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის ნომერი და თარიღი, ასევე კომპეტენტური ორგანოს ნებართვა საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაადგილების შესახებ.

3. ვეტერინარული მოწმობა (სერტიფიკატი) თან ერთვის ზედნადებს. ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”, აგრეთვე შეთანხმების ზედნადების გრაფაში „გამგზავნის მიერ თანდართული საბუთები”, ტვირთგამგზავნი მიუთითებს ვეტერინარული დოკუმენტის ნომერს, მისი გაცემის თარიღსა და დასახელებას.

4. მე-2 და მე-3 ფორმის ვეტერინარული მოწმობა ძალაშია სამი დღის განმავლობაში მისი გაცემიდან ტვირთის ჩატვირთვის დაწყებამდე.

    მუხლი 287

1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთის მოსალოდნელი ჩატვირთვის შესახებ ტვირთგამგზავნმა ჩატვირთვის დანიშნული დროის შესახებ უნდა შეატყობინოს აღნიშნულ სამსახურს ვაგონის დასატვირთად ჩამოყენებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.

2. ტვირთი, რომელიც ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას, გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურებამდე და იმ ტვირთმიმღების მისამართით, რომელიც მითითებულია ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში). დანიშნულების სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება შეიძლება შეიცვალოს ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

    მუხლი 288

1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ტვირთს ათვალიერებს მისი ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის პუნქტებში. დათვალიერების შედეგები აღინიშნება ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში), დათვალიერების თარიღის მითითებით და მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

2. ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოსთხოვოს ტვირთგამგზავნს ტვირთის ტარის შერჩევით გახსნა და აკრძალოს მისი გადაზიდვა, თუ გამოვლინდა ტვირთის შეუსაბამობა ვეტერინარულ მოთხოვნებთან.

    მუხლი 289

1. თუ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს საქვეკონტროლო ტვირთს, რომელიც გადაიზიდება თანმხლები ვეტერინარიული დოკუმენტაციის გარეშე, ან თუ გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ ტვირთის კეთილსაიმედოობის თაობაზე, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვა შეიძლება შეჩერდეს და შემდგომ გაგრძელდეს მხოლოდ მისივე ნებართვით.

2. სვლის გზაზე დათვალიერების მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გადაზიდვის შეჩერების მოთხოვნას წარუდგენს იმ სადგურს, სადაც იმყოფება ტვირთი.

3. გადაზიდვის შეჩერებისას, სადგური, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელის თანდასწრებით, ადგენს საერთო ფორმის აქტს, რომელშიც აღინიშნება გადაზიდვის შეჩერების მიზეზი და მის აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები. აქტის ასლი თან დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, რის თაობაზედაც სადგურს შეაქვს აღნიშვნა „რკინიგზის აღნიშვნების” გრაფაში.

    მუხლი 290

1. მშრალუმარილო და მშრალად დამარილებული ტყავის და ბეწვეულის ნედლეული გადასაზიდად მიიღება რბილ ტარაში, ხოლო სველდამარილებული – გაუჟონავ კასრებში ან ყუთებში.

2. შეუფუთავი ან გაყინული ტყავის საბეწვეულე ნედლეული გადასაზიდად არ მიიღება.

3. სხვა ტექნიკურ ნედლეულთან ერთად ერთ ვაგონში გადასაზიდად არ მიიღება სველდამარილებული ტყავ-ბეწვეულის ნედლეული, რომელიც არ არის შეფუთული ან შეფუთულია რბილ ტარაში.

4. ტყავ-ბეწვეულის ნედლეულსა და გამოყვანილ ბეწვეულს ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს ჯილეხზე. გამოკვლევის უარყოფითი შედეგები უნდა აისახოს ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში). ჯილეხზე უარყოფითი რეაქციის მქონე ტყავს, ნედლ და გამოყვანილ ბეწვეულს უნდა ჰქონდეს გამოკვლევის მწარმოებელი ლაბორატორიის დამღა.

    მუხლი 291

1. დაუმუშავებელი მშრალი ტყავი შეიფუთება ტილოს ტომრებში, ყუთებსა ან კოლოფებში.

2. მშრალი გლემურძი გადასაზიდად წარედგინება მკვრივ ტომრებში, პოლიმერული აფსკის ჩატანებით, ხოლო კირხსნარით დაკონსერვებული – გაუჟონავ კასრებში.

3. მატყლი, ჯაგარი, თმა, ბუმბული და გერმა გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს რბილ ტარაში. ხოლო მატყლის სამრეცხაოში გასაგზავნ თითოეულ ტომარას უნდა ჰქონდეს ფაბრიკის მარკა.

4. მშრალი ნაწლავნედლეული და შარდის ბუშტი გადასაზიდად წარედგინება ყუთებსა ან ტომრებში, რომელიც შეფუთულია მკვრივ რბილ ტარაში. მშრალდამარილებული და დამარილებული ნაწლავნედლეული გადასაზიდად წარედგინება მყარ გაუჟონავ კასრებში.

    მუხლი 292

1. რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იყოს რბილ ტარაში, რბილი ნაწილებისგან, ჭუჭყისგან გასუფთავებული და გამომშრალი. შეუფუთავი, გაუმშრალი რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად არ მიიღება.

2. რქის, ჩლიქის და ძვლის უტაროდ გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში ან კონტეინერებში.

3. ზამთრის პერიოდში დასაშვებია რბილი ქსოვილებისგან გასუფთავებული გაყინული რქის, ჩლიქისა და ძვლის გადაზიდვა დახურულ ვაგონში, თუ ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება მინუს 5 გრადუსს და, თუ არსებობს ტვირთმიმღების თანხმობა ამგვარ გადაზიდვაზე. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” ტვირთგამგზავნი მიუთითებს „ნედლი ძვლის (რქის, ჩლიქის) გაყინულ მდგომარეობაში გადაზიდვა შეთანხმებულია ტვირთმიმღებთან”.

4. სასურსათო და ძეხვეულის ძვალი გადაიზიდება მხოლოდ მყარ ტარაში (ყუთი, კასრი). ძვლის გადაზიდვისას ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებული უნდა იყოს მისი წარმოშობა (სასურსათო, ძეხვეულის, საველე).

5. აკრძალულია სასურსათო და ძეხვეულის ძვლის გადაზიდვა საველესთან ერთად, აგრეთვე საველე ძვლის გადაზიდვა წვრილმანი გზავნილებით.

6. არ დაიშვება საველე ძვლის, ჩლიქისა და რქის ვაგონებში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და შენახვა საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ნებადართულია უშუალოდ ავტოტრანსპორტიდან ვაგონში და ვაგონიდან ავტოტრანსპორტზე.

    მუხლი 293

1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადაზიდვა, მათ შორის, წვრილმანი გზავნილებით, საკვებ პროდუქტებთან, ცხოველის საკვებთან, ლითონის ნაკეთობებთან, საღებავ, სუნიან და აორთქლებად ნივთიერებებთან, პირადი (საყოფაცხოვრებო) მოხმარების ტვირთთან ერთად, აგრეთვე საკვები ნედლეულის გადაზიდვა ცხოველური წარმოშობის ტექნიკურ ნედლეულთან ერთად.

2. არ დაიშვება ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადაზიდვა კონტეინერებში, გარდა ბეწვეულის ნედლეულისა, რომელიც არ ექვემდებარება ჯილეხზე გამოკვლევას.

3. ცხოველური წარმოშობის ნედლეული და საკვები წვრილმანი გზავნილებით გადაიზიდება ტვირთის წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვის წესის შესაბამისად.

    მუხლი 294

1. ტყავი, ნედლი და გამოყვანილი ბეწვეული, ჯაგარი, თმა, ბუმბული, გერმა, მატყლი, ნაწლავნედლეული, შარდის ბუშტი, რქა, ჩლიქი, სასურსათო და ძეხვეულის ძვალი, ტყავნედლეულის ჩამონაჭრები და გლემურძი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს შეფუთულ მდგომარეობაში, წვრილმანი გზავნილებით.

2. მატყლი, ჯაგარი, თმა, ბუმბული, გერმა გადასაზიდად წარდგენილი უნდა იყოს წვრილმანი გზავნილებით ყუთებში ან მკვრივ, რბილ ტარაში, ხოლო რქა და ჩლიქები – მხოლოდ მყარ ტარაში.

3. ტყავის ჩამონაჭრებისა და გლემურძის წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვა დაიშვება, თუ ისინი შეფუთულია გაუქონავ კასრებში.

    მუხლი 295

1. ვაგონები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნედლეულის გადაზიდვის შემდეგ, აგრეთვე ხორცისა და ხორცპროდუქტების გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონები, ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას.

2. ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების კატეგორია დგინდება ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, რომელიც თითოეულ ვაგონზე გასცემს დადგენილი ფორმის ვეტერინარულ დოკუმენტს, გადასამუშავებლად გაგზავნის მითითებით (დამუშავების რეჟმისა და მეთოდის აღწერით).

3. ვაგონების ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას უზრუნველყოფს რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. დეზინფექციის ჩატარების შემდეგ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გასცემს დადგენილი ფორმის მოწმობას ვაგონების დამუშავებისა და კეთილსაიმედოობის შესახებ, რომელშიც მიეთითება დამუშავების რეჟიმი და მეთოდი ვაგონების კატეგორიების მიხედვით. აღნიშნული მოწმობის გარეშე ვაგონების ხელახალი გამოყენება ტვირთის გადასაზიდად აკრძალულია.

     4. დადგენილი ვეტერინარული მოთხოვნების დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კან