დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/06/1973
დოკუმენტის სახე საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.000
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

კანონი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1973 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შესაბამისი გახადოს ამ კოდექსისა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე         გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                   ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1973 წლის 28 ივნისი.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი

პრეამბულა

(ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი I

ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ამოცანები

1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა), ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, მისი უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომის პირობების განსაზღვრის თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოსამსახურეებზე მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 2. მუშაკთა ძირითადი შრომითი უფლებები და მოვალეობები

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შრომა თავისუფალია. თითოეულ მუშაკს აქვს იმ შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც თავისუფლად ირჩევს ან რომელზედაც იგი თანხმდება, უფლება – აირჩიოს საქმიანობის სფერო და პროფესია, აგრეთვე – უმუშევრობის დროს ისარგებლოს სახელმწიფო გარანტიებით.

2. იძულებით მუშაობა აკრძალულია.

3. მუშაკს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლისას მიყენებული ზიანის მთლიანი ანაზღაურება;

ბ) თანაბარი მუშაობის პირობებში ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმისა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ისარგებლოს დასვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

დ) გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში;

ე) შრომისუუნარობისა და მოხუცებულობის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს საარსებო მინიმუმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

4. მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა;

გ) გაუფრთხილდეს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ქონებას;

დ) დაიცვას ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომისა და საქმიანობის პირობები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 3. (ამოღებულია)

    მუხლი 4. კანონმდებლობა შრომის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა შრომის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და შრომის კანონმდებლობის სხვა აქტებისაგან, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 6. მუშაკის მდგომარეობის გამაუარესებელი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობის ბათილობა

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობები, რომლებიც ამ კოდექსთან შედარებით აუარესებენ მუშაკის მდგომარეობას, ბათილია.

2. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს მუშაკისათვის საკუთარი სახსრების ხარჯზე დაადგინოს კანონმდებლობასთან შედარებით დამატებითი შრომითი და სოციალური შეღავათები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი II

კოლექტიური ხელშეკრულება

    მუხლი 7. კოლექტიური ხელშეკრულება

კოლექტიური ხელშეკრულება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესრიგებს შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს დამსაქმებელსა და მუშაკებს შორის საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. კოლექტიური ხელშეკრულების შემუშავების, დადების და დავის განხილვის წესი დგინდება კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 8. (ამოღებულია)

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი III

შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი)

    მუხლი 16. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მხარეები და შინაარსი

შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე – საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე – მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 17. სამუშაოდ მიღების გარანტიები

1. დაუსაბუთებელი უარი სამუშაოდ მიღებაზე აკრძალულია.

2. სამუშაოდ მიღებისას დაუშვებელია ადამიანის უფლებათა პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. შეზღუდვად არ ჩაითვლება განსაკუთრებული პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მუშაკებისათვის ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 18. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტი) ვადა

შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება:

) განუსაზღვრელი ვადით;

) განსაზღვრული ვადით, არა უმეტეს სამი წლისა;

) გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით.

    მუხლი 19. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტი) დადება

1. შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან, თუ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული.

2. სამუშაოზე მიღება ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრძანებით (განკარგულებით). ბრძანების (განკარგულების) გამოცხადების შესახებ მუშაკს ჩამოართმევენ ხელწერილს.

3. შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს.

4. ხელმძღვანელთა შორის შეთანხმებით სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან გადმოყვანის წესით სამუშაოზე მოწვეულ მუშაკს არ შეიძლება უარი ეთქვას შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებაზე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 191. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 21. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას წარსადგენი დოკუმენტები

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია მუშაკს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის წიგნაკი ან ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ და განათლების დამადასტურებელი საბუთი, სამხედრო ბილეთი, აგრეთვე ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ ამას ითვალისწინებს სამსახურის სპეციფიკა.

2. აკრძალულია სამუშაოზე მისაღები პირისაგან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დოკუმენტების მოთხოვნა.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 22. საგამოცდო ვადა სამუშაოზე მიღებისას

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას, მხარეთა შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საგამოცდო ვადა.

2. საგამოცდო ვადის პირობები განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

3. საგამოცდო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

4. საგამოცდო ვადის განმავლობაში მუშაკზე მთლიანად ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები.

5. საგამოცდო ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობა ან ის პერიოდი, როცა მუშაკი საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.

6. საგამოცდო ვადა ითვლება შრომის საერთო და უწყვეტ სტაჟში.

7. საგამოცდო ვადის გარეშე სამუშაოზე მიიღება:

ა) პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი;

ბ) მუშაკი, რომელიც მისი თანხმობით გადაჰყავთ სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან რომელსაც სამუშაოდ გზავნიან ტერიტორიულად სხვა ადგილას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 24. სამუშაოზე მიღებისას გამოცდის შედეგები

1. თუ საგამოცდო ვადა დამთავრდა, ხოლო მუშა ან მოსამსახურე აგრძელებს მუშაობას, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება და შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შემდგომი გაუქმება დასაშვებია მხოლოდ საერთო საფუძველზე.

2. თუ საგამოცდო ვადის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოშალოს მუშაკთან დადებული შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი). სამუშაოდან ასეთი განთავისუფლება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 25. შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების მოთხოვნის აკრძალვა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს მოსთხოვოს მუშას ან მოსამსახურეს იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც გათვალისწინებული არ არის შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

    მუხლი 26. სხვა სამუშაოზე გადაყვანა. შრომის არსებითი პირობების შეცვლა

1. სხვა სამუშაოზე გადაყვანა იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, აგრეთვე სამუშაოდ გადაყვანა სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად სხვა ადგილას, თუნდაც საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან ერთად, დასაშვებია მხოლოდ მუშის თუ მოსამსახურის თანხმობით ამ კოდექსის 27-ე, 28-ე და 135-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

2. სხვა სამუშაოზე გადაყვანილად არ ითვლება და მუშაკის თანხმობას არ საჭიროებს მისი გადანაცვლება იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ტერიტორიულად იგივე ადგილას მდებარე სხვა სამუშაო ადგილას, სხვა სტუქტურულ ქვეგანაყოფში, მუშაობის დაკისრება სხვა მექანიზმსა თუ აგრეგატზე შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებული სპეციალობის, კვალიფიკაციის ან თანამდებობის ფარგლებში. ადმინისტრაციას უფლება არა აქვს გადაანაცვლოს მუშა ან მოსამსახურე მისი ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაოზე.

3. წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაშვებია შრომის არსებითი პირობების შეცვლა იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებისას. შრომის არსებითი პირობების – შრომის ანაზღაურების სისტემებისა და ოდენობის, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის, არასრული სამუშაო დროის დაწესების ან გაუქმების, პროფესიების შეთავსების, თანრიგებისა და თანამდებობათა დასახელების შეცვლისა და სხვ. შესახებ მუშაკებს უნდა აცნობონ არა უგვიანეს ორი თვისა.

4. თუ ადრინდელი შრომის არსებითი პირობები არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეწყდება ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 27. სხვა სამუშაოზე დროებითი გადაყვანა საწარმოო აუცილებლობის გამო

1. საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს ერთ თვემდე ვადით გადაიყვანოს მუშები და მოსამსახურეები შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გაუთვალისწინებელ სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. ამ შემთხვევაში შრომა უნდა ანაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წინანდელი სამუშაო ხელფასისა.

2. ამგვარი გადაყვანა დასაშვებია:

ა) სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად თუ სალიკვიდაციოდ ან მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად;

ბ) უბედური შემთხვევების, მოცდენის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაღუპვის ან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

გ) სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშის თუ მოსამსახურის შესაცვლელად.

3. სამუშაოზე გამოუცხადებელი მუშაკის შესაცვლელად სხვა სამუშაოზე გადაყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს კალენდარული წლის განმავლობაში.

    მუხლი 28. მოცდენის შემთხვევაში სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანა

1. მოცდენის შემთხვევაში მუშები და მოსამსახურეები მათი სპეციალობის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით გადაყვანილ უნდა იქნენ სხვა სამუშაოზე იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოცდენის მთელი დროის მანძილზე ან ტერიტორიულად იმავე ადგილას მდებარე სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ერთ თვემდე ვადით.

2. მოცდენის შედეგად დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანისას მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გამომუშავების ნორმებს ასრულებენ, უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი წინანდელი სამუშაოს მიხედვით, იმ მუშებსა და მოსამსახურეებს. რომლებიც ვერ ასრულებენ ნორმებს ან გადაყვანილი არიან დროებლივი ანაზღაურების სამუშაოზე, უნარჩუნდებათ თავიანთი სატარიფო განაკვეთი (სარგო).

    მუხლი 29. არაკვალიფიციურ სამუშაოზე გადაყვანის შეზღუდვა

მოცდენის ან სამუშაოზე არმყოფი მუშაკის დროებით შეცვლისას დაუშვებელია კვალიფიციური მუშებისა და მოსამსახურეების გადაყვანა არაკვალიფიციურ სამუშაოზე.

    მუხლი 30. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველი

1. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველია:

ა) მხარეთა შეთანხმება;

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დაწესებული ვადის გასვლა;

გ) სამხედრო სამსახურში შესვლა, გარდა 1101 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა მუშაკის ან ადმინისტრაციის ინიციატივით;

ე) მუშაკის თანხმობით მისი სხვა სამუშაოზე ან თანამდებობაზე გადასვლა;

ვ) საწარმოო აუცილებლობის ან სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო სხვა სამუშაოზე გადაყვანისას მუშაკის უარი;

ზ) სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც მუშაკი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა) ან სხვა სასჯელით, რომელიც ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს.

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის გადაცემა ერთი ორგანოს დაქვემდებარებიდან სხვა ორგანოს დაქვემდებარებაში არ შეწყვეტს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედებას. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შერწყმის, გაყოფის ან შეერთებისას შრომითი ურთიერთობები გრძელდება მუშის ან მოსამსახურის თანხმობით. ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1535– სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.91

    მუხლი 31. ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტი) მოქმედების გაგრძელება

თუ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გასვლის (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.

    მუხლი 32. განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა მუშაკის ინიციატივით

1. მუშაკს უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციისაგან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა, რის შესახებაც მან ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია. საპატიო მიზეზით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას ადმინისტრაცია წერილობით სამი დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუშაკს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა და შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) ძალადაკარგულად ჩაითვლება. ადმინისტრაცია მოვალეა გაუსწოროს მუშაკს საბოლოო ანგარიში და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი.

2. მუშაკისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეიძლება მოიშალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადების გასვლამდეც. ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველზე წარმოშობილი დავა განიხილება სასამართლო წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 31 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1980წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 33. ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტი) მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით

ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) (მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) ვადამდე მოშლა მუშაკის მოთხოვნით ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მუშაკის ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, რაც აბრკოლებს ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს შესრულებას;

ბ) ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევის დროს;

გ) სხვა საპატიო მიზეზების გამო.

    მუხლი 34. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით

1. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა:

ა) საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა), ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო;

ბ) თუ გამოვლინდა, რომ მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას ან შესასრულებელ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

გ) მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

დ) სამუშაოზე გამოუცხადებლობისას დროებითი შრომისუუნარობის გამო ზედიზედ ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით მიცემული შვებულების ჩაუთვლელად; აღნიშნული ოთხთვიანი ვადა არ ვრცელდება შრომითი დასახიჩრებისა და პროფესიულ დაავადებათა დროს, აგრეთვე იმ დაავადებებზე, რომლებზედაც ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ მკურნალობის უფრო ხანგრძლივი ვადაა დაწესებული;

ე) თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღადგენენ მუშაკს, რომელიც ადრე ასრულებდა ამ სამუშაოს; ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია მუშაკი, მისი თანხმობით, გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე. ადმინისტრაცია თავისუფლდება ამ მოვალეობისაგან, თუ მას სხვა სამუშაო არ გააჩნია;

ვ) თუ მუშაკი სამუშაოზე გამოცხადდება არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ;

ზ) სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლითაც მუშაკი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით (გარდა პირობითი მსჯავრისა და განაჩენის აღსრულების გადადებისა), ან სხვა სასჯელით, რომელიც ამ სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს;

თ) იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას (მათ შორის, წვრილმანი დატაცების დროსაც), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება;

ი) სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში მუშაკის იძულებით გაგზავნის გამო;

კ) დადგენილი წესით მუშაკის ქმედუუნაროდ აღიარების გამო;

ლ) იმ მუშაკის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს და რაც შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 35. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 მაისის ბრძანებულება №2646 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1990წ., მუხ.109

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 36. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება

1. მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან.

2. თანაბარი პირობების შემთხვევაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა ეძლევა:

ა) ოჯახის მეპატრონეს - თუ კმაყოფაზე ჰყავს ორი ან მეტი პირი; ასევე მარტოხელა დედებს და ქალებს, რომლებსაც ჰყავთ სამ წლამდე ასაკის ბავშვი;

ბ) იმ პირს, რომლის ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი;

გ) იმ პირს, რომელსაც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვს;

დ) ომისა და სამხედრო ინვალიდებს, იმ ოჯახის წევრებს, რომელთა მარჩენალიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა;

ე) გამომგონებელს;

ვ) იმ პირს, რომელიც ამ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში დასახიჩრდა ან მიიღო პროფესიული დაავადება.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 37. ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლის აკრძალვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის თანხმობის გარეშე

1. იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 371. შრომითი ხელშეკრულების მოშლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირების წინასწარი თანხმობის გარეშე

შრომითი ხელშეკრულების მოშლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირების თანხმობის გარეშე დაიშვება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციისას;

ბ) თუ სამუშაოზე მიღებისას დაწესებული გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია;

გ) თუ შეთავსებით მუშაობისაგან დათხოვნა ხდება ამ თანამდებობაზე სხვა მუშაკის არაშეთავსებით მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე შეთავსებით სამუშაოსათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვათა გამო;

დ) იმ საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან დათხოვნისას, სადაც არ არის პროფკავშირები;

ე) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ფილიალის, წარმომადგენლობის, განყოფილების ან სხვა დამოუკიდებელი ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის, მისი მოადგილეების, ხელმძღვანელი მუშაკების დათხოვნისას, რომელთაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლების ან მმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 38. გასასვლელი დახმარება

თუ შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეწყდა ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტებში და 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ან ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) დარღვევის შედეგად (მუხლი 33-ე), მუშებსა და მოსამსახურეებს ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 39. (ამოღებულია)

    მუხლი 40. სამუშაოდან გადაყენება

1. მუშის ან მოსამსახურის სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოების წინადადებით, რომლებიც საამისოდ არიან უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მუშაკს, რომელიც სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცხადდება, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იმ დღეს (იმ ცვლაში) არ დაუშვებს სამუშაოდ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 41. შრომის წიგნაკი

1. შრომის წიგნაკი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ.

2. შრომის წიგნაკი შედგება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს.

3. შრომის წიგნაკში იწერება ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერება.

4. ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი კანონის მუხლი, პუნქტი. მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში ან ასპირანტურაში ჩარიცხვის და სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებსაც კანონმდებლობა უკავშირებს განუსაზღვრელი შეღავათებისა და უპირატესობათა მიცემას, შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლისას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შრომის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში უნდა აღინიშნოს ეს მიზეზი.

5. სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს.

    მუხლი 42. ცნობის გაცემა სამუშაოსა და ხელფასის შესახებ

ადმინისტრაცია მოვალეა მუშებსა და მოსამსახურეებს მათი თხოვნით მისცეს ცნობა ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ სპეციალობის, კვალიფიკაციის, თანამდებობის, მუშაობის დროისა და ხელფასის ოდენობის მითითებით.

თავი III-ა

მუშაკის განთავისუფლების საფუძველი და წესი. განთავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 421. გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები

1. მუშები და მოსამსახურეები შეიძლება გამონთავისუფლებულ იქნენ საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან მათი საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო.

2. გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია:

ა) სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში;

ბ) წინანდელი პროფესიის, სპეციალობის, კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას – სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადობრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;

გ) ახალი პროფესიების (სპეციალობების) შესწავლის შესაძლებლობის მიცემით შესაბამისი სამუშაოთი დაკმაყოფილებასთან ერთად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 422. მუშაკის განთავისუფლების საფუძველი და წესი

1. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და იგი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე. ამ შემთხვევაში ოქმში აგრეთვე მიეთითება მისი შედგენის თარიღი და მასზე ხელს აწერს მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი.

2. ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ან სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია ორი თვით ადრე მაინც აცნობოს შრომითი მოწყობის ორგანოს მუშაკთა მასობრივი განთავისუფლების შესახებ, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მითითებით.

3. მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №201  – სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.65

    მუხლი 423. განთავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები

1. საწარმოდან, დაწესებულებიდან და ორგანიზაციიდან მათი ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (სტრუქტურული ცვლილებები და სხვა), მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო განთავისუფლებულ მუშაკებს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტისას:

ა) ეძლევათ გასასვლელი დახმარება ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით;

ბ) უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი შრომით მოწყობამდე, მაგრამ დათხოვნის დღიდან არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში, გასასვლელი დახმარების მიცემის გაუთვალისწინებლად;

გ) უნარჩუნდებათ უწყვეტი შრომის სტაჟი, თუ დათხოვნის შემდეგ წყვეტილი მუშაობის ხანგრძლივობა სამ თვეს არ აღემატება.

2. განთავისუფლებულ მუშაკებს შეიძლება მიეცეთ სხვა შეღავათებიც, რომლებიც გათვალისწინებულია შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან თვით საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის დებულებით (წესდებით).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი IV

სამუშაო დრო

    მუხლი 43. სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა

1. საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო დროის ნორმალური ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 41 საათს კვირაში. ეკონომიკური და სხვა საჭირო პირობების შექმნის კვალობაზე განხორციელდება უფრო შემცირებულ სამუშაო კვირაზე გადასვლა.

2. სამუშაო დროის ხანგრძლივობის ნორმირებას სახელმწიფო ახორციელებს პროფკავშირების მონაწილეობით. არ შეიძლება სამუშაო დროის ხანგრძლივობის ნორმების შეცვლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებს შორის ან მუშაკთა შორის შეთანხმებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 44. სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობა

1. სამუშაო დროის შემცირებული ხანგრძლივობა წესდება:

) 16-დან 18 წლამდე ასაკის მუშებისა და მოსამსახურეებისათვის 36 საათი კვირაში, ხოლო 15-დან 16 წლამდე ასაკის პირებისათვის (14-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არდადეგების დროს მუშაობენ) (167-ე მუხლი) – 24 საათი კვირაში.

სასწავლო წლის განმავლობაში სწავლისაგან თავისუფალ დროს მომუშავე მოსწავლეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის პირველ აბზაცში შესაბამისი ასაკის პირთათვის გათვალისწინებული სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობის ნახევარს;

) შრომის მავნე პირობებიან სამუშაოზე დასაქმებული მუშებისა და მოსამსახურეებისათვის – არა უმეტეს 36 საათისა კვირაში.

2. სია შრომის მავნე პირობების მქონე იმ საწარმოების, საამქროების, პროფესიების და თანამდებობებისა, რომლებიც იძლევიან შემცირებული ხანგრძლივობის სამუშაო კვირის უფლებას, მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით წესდება სამუშაო კვირის შემცირებული ხანგრძლივობა ცალკეული კატეგორიის მუშაკებისათვის (მასწავლებლები, ექიმები და სხვები).

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 45. ხუთდღიანი და ექვსდღიანი სამუშაო კვირა ყოველდღიური და მუშაობის ხანგრძლივობა

1. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით ან ცვლიანობის განრიგით, რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით, სამუშაოს სპეციფიკის, შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით და სამუშაო კვირის დადგენილი ხანგრძლივობის დაცვით (43-ე და 44-ე მუხლები).

2. იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც წარმოების ხასიათისა და შრომის პირობებით ხუთდღიანი სამუშაო კვირის შემოღება მიზანშეწონილი არ არის, წესდება ექვსდღიანი სამუშაო კვირა ერთი დასვენების დღით. ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს, როცა კვირის ნორმა 41 საათია, 6 საათს, როცა კვირის ნორმა 36 საათია და 4 საათს, როცა კვირის ნორმა 24 საათია.

3. ხუთდღიან ან ექვსდღიან სამუშაო კვირას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დააწესებს პროფკავშირებთან ერთად სამუშაო სპეციფიკის, შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით.

4. ცვლიანობის განრიგს მუშებსა და მოსამსახურეებს აცნობენ, როგორც წესი, არა უგვიანეს ერთი თვისა განრიგის ძალაში შესვლამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 46. მუშაობის ხანგრძლივობა უქმე და დასვენების დღეების წინ

1. უქმე დღეების წინ (მუხლი 64-ე) მუშათა და მოსამსახურეთა მუშაობის ხანგრძლივობა, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული მუშა-მოსამსახურეებისა, მცირდება ერთი საათით როგორც ხუთდღიანი, ისე ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს.

2. ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს დასვენების წინა დღეებში მუშაობის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს საათს.

    მუხლი 47. მუშაობის ხანგრძლივობა ღამით

1. დაწესებული მუშაობის (ცვლის) ხანგრძლივობა ღამით მუშაობის დროს მცირდება ერთი საათით. ეს წესი არ ვრცელდება იმ მუშებსა და მოსამსახურეებზე, რომლებისთვისაც უკვე გათვალისწინებულია სამუშაო დღის შემცირება (44-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტი და მესამე ნაწილი).

2. ღამის სამუშაოების ხანგრძლივობა გათანაბრებულია დღის სამუშაოსთან იმ შემთხვევაში, როცა ეს წარმოების პირობების გამოა აუცილებელი, კერძოდ, უწყვეტ წარმოებაში, აგრეთვე ცვლიან სამუშაოზე, სადაც ექვსდღიანი სამუშაო კვირაა ერთი დასვენების დღით.

3. ღამის დროდ ითვლება დრო საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე.

    მუხლი 48. ღამის მუშაობის შეზღუდვა

1. ღამით სამუშაოებზე არ დაიშვებიან:

ა) ორსული ქალები, მეძუძური დედები, ქალები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ერთ წლამდე ასაკისა;

ბ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაავადებული არიან ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

გ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებსაც 18 წელი არ შესრულებიათ;

დ) სხვა კატეგორიის მუშაკები, კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ინვალიდების დასაქმება ღამის სამუშაოებზე შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობით და იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო სამედიცინო რეკომენდაციით მათ არ ეკრძალებათ.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 49. არასრული სამუშაო დღე

1. მუშებს, მოსამსახურეებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შემდეგაც შეიძლება დაწესდეს არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა. ორსული ქალისა და იმ ქალის თხოვნით, რომელსაც თორმეტ წლამდე ასაკის (მათ შორის მის მეურვეობაში მყოფი) ბავშვი ჰყავს, ან რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე უვლის ავადმყოფ ოჯახის წევრს, ადმინისტრაცია მოვალეა დაუწესოს მას არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა.

2. ამ შემთხვევებში შრომის ანაზღაურება ხდება ნამუშევარი დროის პროპორციულად ან გამომუშავების მიხედვით.

3. მუშაობა არასრული სამუშაო დროის პირობით არ იწვევს მუშებისა და მოსამსახურეების ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობის, შრომითი სტაჟის გამოთვლისა და სხვა შრომითი უფლებების რაიმე შეზღუდვას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

    მუხლი 50. ყოველდღიური მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო

ყოველდღიური მუშაობის (ცვლის) დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით და ცვლიანობის განრიგით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 51. ცვლიანი მუშაობა

1. ცვლიანი მუშაობისას მუშაკთა ყოველი ჯგუფი უნდა მუშაობდეს დაწესებული ხანგრძლივობის სამუშაო დროის განმავლობაში.

2. მუშაკები ერთმანეთს თანაბრად ენაცვლებიან ცვლის მიხედვით. ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია პროფკავშირებთან შეთანხმებით, სამუშაოს სპეციფიკისა და შრომითი კოლექტივის აზრის გათვალისწინებით.

3. აკრძალულია მუშაკის სამუშაოდ დანიშვნა ზედიზედ ორ ცვლაში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 52. სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვა

უწყვეტად მოქმედ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, აგრეთვე ცალკეულ წარმოებებში, საამქროებში, უბნებში, განყოფილებებსა და ზოგიერთი სახის სამუშაოებზე, სადაც წარმოების (მუშაობის) პირობებით არ შეიძლება ამ კატეგორიის მუშა - მოსამსახურეებისათვის დადგენილი ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით შეიძლება სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის შემოღება იმ პირობით, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღსარიცხ პერიოდში არ აღემატებოდეს სამუშაო საათების ნორმალურ ოდენობას (43-ე და 44-ე მუხლები).

    მუხლი 53. სამუშაო დღის ნაწილებად გაყოფა

იმ სამუშაოებზე, სადაც ეს აუცილებელია შრომის განსაკუთრებული ხასიათის გამო, მუშათა და მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიისათვის სამუშაო დღე შეიძლება გაყოფილ იქნეს ნაწილებად კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთან, სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს მოცემული კატეგორიის მუშაკებისთვის დაწესებულ სამუშაო დღის ხანგრძლივობას.

    მუხლი 54. ზეგანაკვეთური მუშაობის შეზღუდვა

1. ზეგანაკვეთური მუშაობა, როგორც წესი, არ არის დაშვებული.

2. ზეგანკვეთურად ითვლება სამუშაო, რომელსაც ასრულებენ დაწესებული ხანგრძლივობის სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ (45-ე და 52-ე მუხლები).

3. ადმინისტრაციას შეუძლია ზეგანაკვეთური მუშაობა გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით. ზეგანაკვეთური სამუშაოები დაიშვება მხოლოდ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების ნებართვით. ზეგანაკვეთური მუშაობა ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით).

4. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ დაიშვებიან:

ა) ორსული ქალები, მეძუძური დედები, ქალები, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები ერთ წლამდე ასაკისა;

ბ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაავადებული არიან ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

გ) მუშები და მოსამსახურეები, რომელთაც 18 წელი არ შესრულებიათ;

მუშაკები, რომლებიც წარმოებიდან მოუწყვეტლად სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებებში – მეცადინეობის დღეებში;

 დ) სხვა კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, კანონმდებლობის შესაბამისად.

 5. ქალები, რომელთაც ერთი წლიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, და ინვალიდები, შეიძლება ჩააბან ზეგანაკვეთურ სამუშაოში მხოლოდ მათი თანხმობით. ამასთან, ინვალიდებს იყენებენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო სამედიცინო რეკომენდაციით მათ არ ეკრძალებათ.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 55. ზეგანაკვეთური მუშაობის გამოყენების გამონაკლისი შემთხვევები

ზეგანაკვეთური მუშაობა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

) ისეთი სამუშაოს წარმოების დროს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისათვის, აგრეთვე საზოგადოებრივი ან სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების დუყოვნებელი აღმოფხვრისათვის;

) საზოგადოებრივად აუცილებელი ისეთი სამუშაოების საწარმოებლად, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზით მომარაგება, გათბობა, განათება, კანალიზაცია, ტრანსპორტი, საფოსტო-სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის შემთხვევითი ან მოულოდნელი გარემოებები, რაც არღვევს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას;

) როცა აუცილებელია დამთავრებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც გაუთვალისწინებელი ან შემთხვევითი შეფერხების მიზეზით ვერ დამთავრდებოდა ნორმალური სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო, თუ დაწყებული მუშაობის შეწყვეტას შეუძლია გამოიწვიოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გაფუჭება ან დაღუპვა;

) მექანიზმისა ან ნაგებობის შესაკეთებლად და აღსადგენად დროებითი სამუშაოების წარმოების დროს, იმ შემთხვევებში, თუ მათი მოუწესრიგებლობა გამოიწვევს მშრომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მუშაობის შეწყვეტას;

) შემცვლელი მუშაკის გამოუცხადებლობისას მუშაობის გასაგრძელებლად, თუ დაუშვებელია სამუშაოს შეწყვეტა; ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები შემცვლელის სხვა მუშაკით შეცვლისათვის;

) როდესაც აუცილებელია დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა შესრულება იმ მიზნით, რომ არ იქნეს დაშვებული ან აღკვეთილ იქნეს მოძრავი შემადგენლობის მოცდენა ან ტვირთის დაგროვება გაგზავნის და დანიშნულების პუნქტებში.

    მუხლი 56. ზეგანაკვეთური მუშაობის ზღვრული ოდენობა

1. თითოეული მუშის ან მოსამსახურის ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში კი – 120 საათს.

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია ზუსტად აღრიცხოს თითოეული მუშაკის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათები.

თავი V

დასვენების დრო

    მუხლი 57. შესვენება კვებისა და დასვენებისათვის

1. მუშებსა და მოსამსახურეებს კვებისა და დასვენებისათვის ეძლევა შესვენება არა უმეტეს ორი საათის ხანგრძლივობისა. შესვენება არ შედის სამუშაო დროში.

2. მუშა ან მოსამსახურე შესვენებას იყენებს თავისი ნება-სურვილის მიხედვით. ამ ხნის განმავლობაში მას ეძლევა სამუშაოს შესრულების ადგილიდან წასვლის უფლება.

3. შესვენება კვებისა და დასვენებისათვის, როგორც წესი, უნდა მიეცეთ სამუშაოს დაწყებიდან ოთხი საათის შემდეგ.

4. შესვენების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება შრომის შინაგანაწესით.

5. იმ სამუშაოებზე, სადაც წარმოების პირობების გამო შესვენების შემოღება არ შეიძლება, მუშას ან მოსამსახურეს უნდა მიეცეს ჭამის შესაძლებლობა სამუშაო დროის განმავლობაში. ასეთი სამუშაოების ნუსხას, საჭმლის მიღების წესსა და ადგილს განსაზღვრას ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით.

    მუხლი 58. დასვენების დღეები

1. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მუშებსა და მოსამსახურეებს ეძლევათ ორი დასვენების დღე კვირაში, ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს კი ერთი დასვენების დღე.

2. საერთო დასვენების დღე არის კვირა.

3. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მეორე დასვენების დღე, თუ იგი განსაზღვრული არ არის კანონმდებლობით, წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის განრიგით. ორივე დასვენების დღეს, როგორც წესი, აძლევენ ერთად.

    მუხლი 59. ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა

ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ ორმოცდაორი საათისა.

    მუხლი 60. დასვენების დღეები უწყვეტ მოქმედ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სადაც საწარმოო-ტექნიკური პირობებისა ან მოსახლეობის მუდმივი, განუწყვეტელი მომსახურების აუცილებლობის მიზეზით, შეუძლებელია მუშაობის შეჩერება, აგრეთვე სხვა საწარმოებში, სადაც შემოღებულია უწყვეტი წარმოება, მუშებისა და მოსამსახურეების ყოველ ჯგუფს დასვენების დღეები ეძლევა რიგრიგობით, კვირის სხვადასხვა დღეს, ცვლიანობის განრიგის შესაბამისად. განრიგს ამტკიცებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით.

    მუხლი 61. დასვენების დღეები მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში

იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც საერთო დასვენების დღეს მუშაობის შეწყვეტა არ შეიძლება მოსახლეობისათვის მომსახურების გაწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით (მაღაზიები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, თეატრები, მუზეუმები და სხვა), დასვენების დღეებს აწესებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 62. დასვენების დღეებში მუშაობის აკრძალვა. დასვენების დღეებში სამუშაოდ გამოწვევის გამონაკლისი შემთხვევები

1. დასვენების დღეებში მუშაობა აკრძალულია.

2. დასვენების დღეს ცალკეული მუშებისა და მოსამსახურეების სამუშაოდ გამოწვევა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მხოლოდ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების ნებართვით და მხოლოდ გამონაკლისის სახით ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. დასვენების დღეს ცალკეული მუშებისა და მოსამსახურეების სამუშაოდ გამოწვევა, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში:

) საზოგადოებრივი ან სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის აცილების თუ ლიკვიდაციის დროს, ან მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოფხვრისათვის;

) უბედური შემთხვევების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დაღუპვის ან გაფუჭების თავიდან აცილების დროს;

) ისეთი გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების დროს, რომელთა სწრაფად შესრულებაზე დამოკიდებულია მთლიანად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან მათი ცალკეული ქვეგანაყოფების ნორმალური მუშაობა შემდგომში.

4. დასვენების დღეებში მუშებსა და მოსამსახურეებს სამუშაოდ გამოიწვევენ ადმინისტრაციის წერილობითი ბრძანებით (განკარგულებით), ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 153-ე, 157-ე და 171-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 63. კომპენსაცია დასვენების დღეს მუშაობისათვის

1. დასვენების დღეს მუშაობა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს სამაგიერო დასვენების დღის მიცემით ან ფულადი სახით ორმაგად.

2. დასვენების დღეს მუშაობის ანაზღაურება გამოანგარიშებული უნდა იქნეს ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 64. უქმე დღეები

1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;

ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;

დ) 3 მარტს – დედის დღეს;

ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;

ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;

ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;

კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;

ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.

2. უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო-ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე გადაუდებელი საავარიო-სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1977წ., მუხ.158

საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი №94 –საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, დეკემბერი, 1990წ., მუხ.396

საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 2 მარტის კანონი №164 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993წ., მუხ.37

საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 13 აპრილის კანონი №214 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №6, აპრილი, 1993წ., მუხ.90

საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი №630 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, დეკემბერ-მარტი, 1994-95წწ., მუხ.503

საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი №628 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15-16, 26.04.1997წ., გვ.5

საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1313– სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.28

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1916 – სსმ I, №35, 30.12.2002წ., მუხ.164

საქართველოს 2003 წლის 22 აპრილის კანონი №2091 – სსმ I, №10, 24.04.2003წ., მუხ.56

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2141 – სსმ I, №11, 10.05.2003წ., მუხ.58

    მუხლი 65. ყოველწლიური შვებულება

ყველა მუშასა და მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნებით (67-ე და 69-ე მუხლები).

    მუხლი 66. შვებულებაში წასვლის რიგი

 1. შვებულებაში წასვლის რიგს აწესებს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით.

2. შვებულებაში წასვლა შეიძლება წლის ყოველ დროს მუშის, მოსამსახურის სურვილისა და საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის ნორმალური მსვლელობის აუცილებელი უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

    მუხლი 67. შვებულება

1. ყველა მუშაკს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და ხელფასის შენარჩუნებით.

2. მუშაკის ყოველწლიური შვებულება მოიცავს არანაკლებ 24 სამუშაო დღეს, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირებს შვებულება ეძლევათ ერთი კალენდარული თვის ხანგრძლივობით.

4. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია.

5. შრომის მავნე პირობებზე დასაქმებულ ან არანორმირებული სამუშაო დღის მქონე მუშაკებს ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის შინაგანაწესით ან შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული წესით.

6. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულება ყოველწლიურ შვებულებაში არ ჩაითვლება.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 68. ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 69. ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 70. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №1369– საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1987წ., მუხ.173

    მუხლი 71. შვებულების მიცემის წესი

1. მუშაობის პირველ წელს მუშებსა და მოსამსახურეებს შვებულება ეძლევათ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მათი უწყვეტი მუშაობის თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ. თერთმეტი თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლამდე, მუშაკის თხოვნით, შვებულება ეძლევათ: ქალებს – ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში წასვლის წინ ან უშუალოდ მის შემდეგ; თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს; სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან თადარიგში და ორგანიზებული შეგროვების წესით გაიგზავნენ სამუშაოდ – მუშაობის დაწყებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გადაყვანილი არიან ერთი საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან მეორე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, შვებულება შეიძლება მიეცეთ სამუშაოზე გადაყვანიდან თერთმეტი თვის გასვლამდე. თუ ახალ სამუშაოზე გადაყვანამდე მუშაკს არ შესრულებია ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობის თერთმეტი თვე, მას შვებულება შეიძლება მისცენ ძველ და ახალ სამუშაოზე მისი მუშაობიდან მთლიანად თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ.

3. მუშაობის მეორე და შემდგომი წლების შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, შვებულებაში გასვლის რიგის შესაბამისად.

    მუხლი 72. შვებულების ყოველწლიურად მიცემა. შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

1. მუშებსა და მოსამსახურეებს შვებულება უნდა მიეცეთ ყოველ წელს, დადგენილ ვადაში.

2. ყოველწლიური შვებულება გადატანილი ან გაგრძელებული უნდა იქნეს: მუშის ან მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობისას; მუშის ან მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებისას; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მუშის ან მოსამსახურისათვის მიმდინარე სამუშაო წელს შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის ნორმალურ მსვლელობაზე, დასაშვებია, მუშაკის თანხმობით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით, შვებულების გადატანა შემდეგი წლისათვის. გადატანილი შვებულება შეიძლება დაემატოს შემდეგი სამუშაო წლის შვებულებას.

4. აკრძალულია ყოველწლიური შვებულების მიუცემლობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, აგრეთვე შვებულების მიუცემლობა თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშისა და მოსამსახურისათვის და იმ მუშაკებისათვის, რომლებსაც შრომის მავნე პირობებთან დაკავშირებით აქვთ დამატებითი შვებულების უფლება.

    მუხლი 73. შვებულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო სტაჟის გამოთვლა

შვებულების უფლების მოსაპოვებლად საჭირო შრომის სტაჟში ჩაითვლება:

) ფაქტიურად ნამუშევარი დრო;

) ის დრო, რომლის განმავლობაში მუშა ან მოსამსახურე ფაქტიურად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ხელფასი მთლიანად ან ნაწილობრივ (მათ შორის, სამუშაოს იძულებითი გაცდენის ანაზღაურებული დრო, თუ მუშაკი სამუშაოდან არასწორად იყო დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილი, ხოლო შემდეგ აღდგენილი);

გ) ის დრო, რომლის განმავლობაშიც მუშა ან მოსამსახურე ფაქტობრივად არ მუშაობდა, მაგრამ მას ენახებოდა სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და იღებდა დახმარებას სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან;

) კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის სხვა პერიოდები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 74. უხელფასო შვებულება

ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოო ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით მუშას ან მოსამსახურეს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება, რაც ფორმდება ბრძანებით (განკარგულებით). აუცილებლობის შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით ეს შვებულება მუშამ ან მოსამსახურემ შეიძლება აანაზღაუროს მომდევნო პერიოდში, წარმოების პირობებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

თავი VI

ხელფასი

    მუხლი 75. შრომის ანაზღაურება

1. მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით.

2. შრომის ანაზღაურებისას აკრძალულია რაიმე შეზღუდვა მუშაკის რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. მუშაკისათვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესითა და პირობებით. თუ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ჩათვლის მიზანშეწონილად, შეიძლება გამოიყენონ სატარიფო სისტემა. სატარიფო სისტემით ანაზღაურების პირობები განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით).

4. თანამდებობის პირის, სპეციალისტისა და მუშაკის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია მუშაკის თანამდებობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 76. მინიმალური ხელფასი

1. მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს. მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, არ უნდა იყოს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

2. მუშაკის თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის დაცვა სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1678 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.38

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2130 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.99

    მუხლი 77. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 78. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 79. (ამოღებულია)

    მუხლი 80. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2086 – სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.115

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2470 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.152

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2471  – სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.412

    მუხლი 81. შრომის ანაზღაურების სისტემები

1. მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, ნარდობლივად ან შრომის ანაზღაურების სხვა სისტემების მიხედვით. ანაზღაურება შეიძლება მუშაობის ინდივიდუალური და კოლექტიური შედეგებისათვის.

2. შრომის ანაზღაურების სისტემებსა და მატერიალური წახალისების ფორმებს დაადგენს, პრემირებისა და წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით გასამრჯელოს გადახდის შესახებ დებულებებს დაამტკიცებს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია პროფკავშირებთან შეთანხმებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 82. გასამრჯელო წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით

1. შრომის ანაზღაურების სისტემების დამატებით შეიძლება დაწესდეს საწარმოთა და ორგანიზაციათა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის გასამრჯელო წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით საწარმოს, ორგანიზაციის მიერ მიღებული მოგების ხარჯზე შექმნილი ფონდიდან.

2. ამ გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის შრომის შედეგების და საწარმოში მუშაობის მისი განუწყვეტელი სტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 83. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის შრომის ანაზღაურების ახალი ან შეცვლილი პირობების შემოღების შეტყობინება

შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლა ან ახალი პირობების შემოღება მუშებსა და მოსამსახურეებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა მათ შემოღებამდე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 84. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 85. შრომის ანაზღაურება პროფესიის (თანამდებობის) შეთავსებისა და სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისას

1. იმ მუშაკებს, რომლებიც ერთსა და იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებულ თავის ძირითად სამუშაოსთან ერთად ასრულებენ დამატებით სამუშაოს სხვა პროფესიის (თანამდებობის) მიხედვით, ან თავისი ძირითადი სამუშაოდან გაუნთავისუფლებლად ასრულებენ სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობებს, ეძლევათ ხელფასის დანამატი პროფესიის (თანამდებობის) შეთავსების ან სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შესრულებისათვის.

2. პროფესიის (თანამდებობის) შეთავსების ან სამუშაოზე დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობათა შესრულებისათვის ხელფასის დანამატის ოდენობას მხარეთა შეთანხმებით ადგენს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 86. შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისათვის

1. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის _ შრომის ანაზღაურების ერთნახევარი ოდენობით, მომდევნო საათებისთვის კი _ ორმაგი ოდენობით.

2. ზეგანაკვეთური მუშაობის კომპენსაცია დღემაგიერის მიცემით დაუშვებელია.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 87. უქმე დღეებში მუშაობის ანაზღაურება

1. უქმე დღეებში მუშაობა (64-ე მუხლის მეორე ნაწილი) ორმაგად აუნაზღაურდებათ:

) მენარდეებს – ორმაგი სანარდო ფასდებით;

) მუშაკებს, რომელთა შრომის ანაზღაურება ხდება საათობრივი ან დღიური განაკვეთებით, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ორმაგი ოდენობით;

) მუშაკებს, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, – საათობრივი ან დღიური განაკვეთების ერთმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა უქმე დღეს წარმოებდა სამუშაო დროის თვიური ნორმის ფარგლებში, და საათობრივი ან დღიური განაკვეთის ორმაგი ოდენობით, გარდა ხელფასისა, თუ მუშაობა წარმოებდა თვიური ნორმის ზევით.

2. მუშას ან მოსამსახურეს, რომელიც უქმე დღეებში მუშაობდა, შეიძლება მიეცეს მისი სურვილის მიხედვით, სხვა დასვენების დღე.

    მუხლი 88. შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას

შრომის ანაზღაურება ღამით მუშაობისას განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით), რომელიც იმ თანხაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე საათობრივი სამუშაოს ანაზღაურებისათვის ხელშეკრულებითაა დადგენილი.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 89. შრომის ანაზღაურება წუნდებული პროდუქციის გამოშვებისას ან იძულებითი მოცდენის პირობებში

1. თუ დამზადებული პროდუქცია წუნდებული აღმოჩნდა, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, მას აუნაზღაურდება შესრულებული სამუშაო ვარგისი პროდუქციის თანაბრად.

2. მუშაკის ბრალით გამოწვეული წუნი არ ანაზღაურდება.

3. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის იძულებითი მოცდენის დროს, რაც მუშაკის ბრალით არ არის გამოწვეული, მუშაკს შრომის ანაზღაურება მიეცემა დადგენილი მინიმალური ოდენობის ფარგლებში.

4. მუშაკის ბრალით გამოწვეული მოცდენის დრო არ ანაზღაურდება.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 90. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 91. (ამოღებულია)

    მუხლი 92. (ამოღებულია)

    მუხლი 93. შრომის ანაზღაურება სხვა სამუშაოზე გადაყვანისას

სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაოზე მუშაკის გადაყვანისას შრომის ანაზღაურების საკითხი შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) დადგენილი წესით გადაწყდება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 94. ხელფასის გაცემის ვადა და ადგილი

1. ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შვებულებაში გასვლის დროს მუშაკს ხელფასი მიეცემა შვებულების დაწყებამდე სამი დღით ადრე.

3. თუ ხელფასის გაცემის დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ხელფასი წინა დღეს გაიცემა.

4. მუშაკს ხელფასი, როგორც წესი, სამუშაო ადგილზე მიეცემა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 95. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 96. ანგარიშსწორების ვადები დათხოვნისას

მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემული უნდა იქნეს არა უგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.

    მუხლი 97. ანგარიშსწორების წესი დათხოვნისას, როცა კუთვნილი თანხის ოდენობა სადავოა

თუ სადავოა იმ თანხის ოდენობა, რომელიც დათხოვნისას ეკუთვნის მუშაკს, საკითხი საბოლოოდ სასამართლო წესით გადაწყდება.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 98. პასუხისმგებლობა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის

ადმინისტრაციის გარეთ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

    მუხლი 99. საანგარიშსწორებო წიგნაკები

1. ყველა მუშას, აგრეთვე მოსამსახურეს, რომელთა შრომა ნარდობლივად ანაზღაურდება, ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოზე მიღებიდან ხუთი დღის შემდეგ მისცეს საანგარიშსწორებო წიგნაკები.

2. საანგარიშსწორებო წიგნაკებში ჩაიწერება მუშაობის პირობები და ხელფასის ანგარიშსწორება.

    მუხლი 100. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი VII

(ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 101. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 102. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 103. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

     მუხლი 104. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 105. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 106. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 107. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 108. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი VIII

გარანტია და კომპენსაცია

    მუხლი 109. გარანტია არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკებისათვის

მუშაკებს, რომლებიც სამუშაოდან განთავისუფლდნენ არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო, რწმუნების ვადის დამთავრების შემდეგ ეძლევათ წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი არ არის–სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) ამავე ან, მათი თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 110.გარანტია მუშაკისათვის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულებისას

1. სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობათა შესრულებისას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ეს მოვალეობანი შეიძლება განხორციელდეს სამუშაო დროს, მუშაკისათვის გარანტირებულია სამუშაო ადგილის (თანამდებობის) და საშუალო ხელფასის შენარჩუნება.

2. მუშაკებს, რომლებიც გაწვეულნი არიან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის შესაბამისად ეძლევათ გარანტია და უწესდებათ შეღავათი.

3. მუშაკს საშუალო ხელფასი შეუნარჩუნდება, თუ იგი სამუშაო დროს ასრულებს შემდეგ სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ მოვალეობას:

ა) ახორციელებს საარჩევნო უფლებას;

ბ) გამოწვევით ცხადდება მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანოებში, პროკურატურაში ან სასამართლოში, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე ან მონაწილეობს სასამართლოს სხდომაში, როგორც მსაჯული, საზოგადოებრივი ბრალმდებელი ან დამცველი ან ორგანიზაციის წარმომადგენელი;

გ) მონაწილეობს პენსიების დამნიშნავი კომისიის ან საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიის მუშაობაში, როგორც მისი წევრი;

დ) პენსიის დამნიშნავ კომისიაში გამოწვევით ცხადდება, როგორც მოწმე, შრომითი სტაჟის შესახებ ჩვენების მისაცემად;

ე) ნებაყოფლობით მონაწილეობს ხანძრის ან ავარიის ლიკვიდაციაში;

ვ) ასრულებს სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. იმ მუშაკებს, რომლებიც წარმოებისაგან მოწყვეტით იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ეძლევათ კანონით გათვალისწინებული თანხა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 1101. სამხედრო ვალდებულთა შრომითი გარანტია

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მუშებსა და მოსამსახურეებს ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) ხელფასის შეუნარჩუნებლად.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1535– სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.91

    მუხლი 111. გარანტია იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად

იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმოებისაგან მოწყვეტით იგზავნებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და ეძლევათ კანონით გათვალისწინებული თანხა.

    მუხლი 112. გარანტია გამომგონებელი, რაციონალიზატორი და სამრეწველო ნიმუშის ავტორი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის

1. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც გამოგონებების, რაციონალიზატორული წინადადებების ავტორები არიან, იმავე საწარმოში, ორგანიზაციაში გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვაში მონაწილეობისათვის ძირითად სამუშაოდან განთავისუფლებისას უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი.

2. სხვა საწარმოში, ორგანიზაციაში თავისი გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვაში მონაწილეობისათვის მუშებსა და მოსამსახურეებს მუდმივ სამუშაო ადგილზე ენახებათ თანამდებობა, ხოლო გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების დანერგვისათვის გაწეული შრომის ანაზღაურება ხდება მხარეთა შეთანმხებით, მაგრამ მუდმივი სამუშაო ადგილის საშუალო ხელფასზე არანაკლები ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი გარანტიები ეძლევათ იმ მუშა-მოსამსახურეებს – სამრეწველო ნიმუშების ავტორებსაც, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საწარმოში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მათ მიერ შექმნილი სამრეწველო ნიმუშების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

    მუხლი 113. სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გაგზავნილი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის საშუალო ხელფასის შენარჩუნება

სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევად ყოფნისას მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც მოვალენი არიან გაიარონ ასეთი გამოკვლევა, სამუშაო ადგილზე უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი.

    მუხლი 114. გარანტია იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც დონორები არიან

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა დაუბრკოლებლად გაუშვას მუშები და მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სამედიცინო გამოკვლევის დღეს, სისხლის მიცემის დღეს და შეუნარჩუნოს მათ საშუალო ხელფასი ამ დღეებისათვის.

2. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც არიან დონორები, გადასხმისათვის სისხლის მიცემის ყოველი დღის შემდეგ უშუალოდ ეძლევათ დასვენების დღე საშუალო ხელფასის შენარჩუნებით. მუშაკის სურვილით ეს დღე შეიძლება მიემატოს ყოველწლიურ შვებულებას.

    მუხლი 115. გარანტია და კომპენსაცია მივლინების დროს

1. მივლინებაში მყოფ მუშაკებს მივლინებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ენახებათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და საშუალო ხელფასი.

2. მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება აქვთ აინაზღაურონ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და მიიღონ მივლინებასთან დაკავშირებული სხვა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით და წესით.

3. მუშაკებს, რომლებსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, აუნაზღაურდებათ: სადღეღამისო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი დროისათვის, მგზავრობის ხარჯები და ბინის ქირა.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 116. გარანტია და კომპენსაცია ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ წასვლის დროს

1. მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება აქვთ აინაზღაურონ ხარჯი და მიიღონ კომპენსაცია ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით.

2. მუშაკებს სხვა სამუშაოზე გადაყვანისას, რაც დაკავშირებულია ტერიტორიულად სხვა ადგილას წასვლასთან, აუნაზღაურდებათ: თავისი და ოჯახის წევრების მგზავრობის ღირებულება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაცია გამოუყოფს სათანადო მიმოსვლის საშუალებას); ქონების გადაზიდვის ხარჯები, სადღეღამისო ხარჯები გზაში ყოფნის ყოველი დღისათვის; მიეცემათ ერთდროული დახმარება მათ და მათი ოჯახის თითოეულ წევრს, რომელიც მათთან ერთად გადადის; ხელფასი სამგზავროდ მომზადებისა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე მოწყობის დღეებისათვის, მაგრამ არა უმეტეს ექვსი დღისა, აგრეთვე გზაში ყოფნის დროისათვის.

3. მუშაკებს, რომლებიც ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოზე მიღებასთან (წინასწარი შეთანხმებით) დაკავშირებით მიემგზავრებიან აუნაზღაურდებათ და ეძლევათ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კომპენსაციები და გარანტიები. ამ მუშაკებს ერთდროული დახმარება შეიძლება მიეცეთ მხარეთა შეთანხმებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1982წ., მუხ.320

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 117. კომპენსაცია მუშებისა და მოსამსახურეების კუთვნილი ინსტრუმენტების გაცვეთისათვის

1. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საჭიროებისათვის იყენებენ თავიანთ კუთვნილ ინსტრუმენტებს, უფლება აქვთ მიიღონ კომპენსაცია ინსტრუმენტის გაცვეთისათვის (ამორტიზაციისათვის).

2. ამ კომპენსაციის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი IX

გარანტია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

    მუხლი 118. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა

1. მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან მზრუნველობით მოეპყრონ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ქონებას და მიიღონ ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად.

2. საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის გამო მუშას ან მოსამსახურეს მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირობით, თუ ზიანი გამოწვეული იყო მისი ბრალით. ეს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის ხელფასის გარკვეული ნაწილით და არ უნდა აღემატებოდეს მიყენებული ზიანის სრულ ოდენობას გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“ (მუხლები 119-ე და 120-ე).

3. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პირდაპირი ნამდვილი ზიანი და არა იმ შესაძლო შემოსავალი, რომელიც ვერ მიიღეს მიყენებული ზიანის შედეგად.

4. დაუშვებელია მუშას ან მოსამსახურეს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნორმალური საწარმო-სამეურნეო რისკის კატეგორიას.

5. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინიტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშებსა და მოსამსახურეებს აუცილებელი პირობები ნორმალური მუშაობის და მათთვის მინდობილი ქონების სრული დაცვის უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 119. გარანტია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშაკისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

შრომითი მოვალეობების შესრულებისას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშაკს, რომლის ბრალითაც გამოწვეულია ზიანი, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა პირდაპირი ნამდვილი ზიანის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №796 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივნისი, 1986წ., მუხ.146

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 120.მუშაკის შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

1. შეზღუდული მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ:

ა) მუშაკებს _ მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მათი ორი თვის ხელფასისა მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მისი დამზადებისას დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლის და სხვა საგნების დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის;

ბ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს _ მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს სამი თვის ხელფასისა, თუკი საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ზიანი მიაყენეს ზედმეტი ფულადი სახსრების გაცემით, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის არასწორი აღრიცხვითა და შენახვით, მოცდენის, უხარისხო პროდუქციის გამოშვების, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის დატაცების, განადგურებისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიუღებლობით;

გ) თანამდებობის პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით სამსახურიდან მუშაკთა უკანონოდ დათხოვნაში ან უკანონოდ სხვა სამუშაოზე გადაყვანაში, სამი თვის ხელფასის ოდენობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №796 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივნისი, 1986წ., მუხ.146

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 121. მუშაკის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

მუშაკს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო, თუ იგი გამოწვეულია მისი ბრალით, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება სრული ოდენობით, როდესაც:

ა) ზიანი მუშაკის დანაშაულებრივი მოქმედებითაა მიყენებული და დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ბ) ზიანი მიაყენა მუშაკმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა;

გ) მუშაკს შრომითი მოვალეობის შესრულებისას ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო;

დ) მუშაკსა და საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლითაც მუშაკი კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუ ვერ უზრუნველყოფს მისთვის შესანახად ან სხვა მიზნით გადაცემული ქონების და სხვა ფასეულობათა დაცვას;

ე) ზიანი მიყენებულია არაშრომითი მოვალეობის შესრულებისას;

ვ) ქონება და სხვა ფასეულობანი მუშაკმა მიიღო საქვეანგარიშოდ, ერთჯერადი მინდობილობით ან სხვა ერთჯერადი დოკუმენტით;

ზ) ზიანი მიყენებულია მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მათი დამზადებისას დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ მუშაკისათვის სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლისა და სხვა საგნების დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 1211. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საწარმომ, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მუშაკთან (18 წლის ასაკს მიღწეულთან), რომელსაც უკავია ისეთი თანამდებობა ან ასრულებს ისეთ სამუშაოებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 1212. კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა

1. მუშებისა და მოსამსახურეების მიერ იმ ცალკეულ სახეობათა სამუშაოების ერთობლივად შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია მათთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან და როდესაც შეუძლებელია თითოეული მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის გამიჯვნა და მასთან ხელშეკრულების დადება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, შეიძლება შემოღებულ იქნეს კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა.

2. კოლექტიურ (ბრიგადულ) მატერიალურ პასუხისმგებლობას აწესებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით. წერილობითი ხელშეკრულება კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ იდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისა და კოლექტივის (ბრიგადის) ყველა წევრს შორის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 1213. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივი დანაკარგების მიხედვით, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, მატერიალურ ფასეულობათა საბალანსო ღირებულების (თვითღირებულების) შესაბამისად დადგენილი ცვეთის ნორმების გამოკლებით.

2. მატერიალურ ფასეულობათა დატაცების, დანაკლისის, განზრახ განადგურების ან განზრახ გაფუჭების დროს ზიანი განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომელიც დაფიქსირებულია ზიანის მიღებისას.

3. კვების საწარმოში (წარმოებაში და ბუფეტში) და ვაჭრობაში პროდუქციისა და საქონლის დატაცებით ან დანაკლისით მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომლებიც დადგენილია ამ პროდუქციისა და საქონლის გაყიდვისათვის (რეალიზაციისათვის).

4. რამდენიმე მუშაკის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა თითოეული მათგანისათვის განისაზღვრება ბრალის ხარისხის, მატერიალური პასუხისმგებლობის სახეობისა და ფარგლების გათვალისწინებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 122. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი

1. 120-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუშაკები ზიანს აანაზღაურებენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის განკარგულებით, ხოლო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები _ ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოს განკარგულებით, მუშაკის ხელფასიდან დაქვითვის გზით. ადმინისტრაციის ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს განკარგულება უნდა გაიცეს არა უგვიანეს ორი კვირისა მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამოვლენის დღიდან და აღსრულდეს მუშაკისათვის შეტყობინებიდან არა უადრეს შვიდი დღისა. თუ მუშაკი არ ეთანხმება დაქვითვას ან მის ოდენობას, დავა სასამართლო წესით განიხილება.

2. დანარჩენ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ხდება ადმინისტრაციის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით.

3. თუ ადმინისტრაციამ დადგენილი წესის დარღვევით მუშაკს დაუქვითა ხელფასიდან თანხა, მაშინ დავის განმხილველი ორგანო მუშაკის საჩივრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაქვითული თანხის დაბრუნების შესახებ.

4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის მატერიალური ზიანის გადახდევინება სასამართლო წესით ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების სარჩელით.

5. ზიანის ანაზღაურება ხდება მუშაკის დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, იმ მოქმედებისათვის (უმოქმედობისათვის), რის შედეგადაც საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას მიადგა ზიანი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №796 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივნისი, 1986წ., მუხ.146

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 123. გარემოებანი, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას

1. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მუშაკის ბრალის ხარისხს და იმ კონკრეტულ გარემოებას, რომლის დროსაც მიყენებული იყო ზიანი. თუ ზიანი არა მარტო მუშაკის ბრალეული ქცევის შედეგი იყო, არამედ მატერიალურ ფასეულობათა შენახვის უზრუნველმყოფი პირობების უქონლობაც, ანაზღაურების ოდენობა შესაბამისად უნდა შემცირდეს.

2. სასამართლოს შეუძლია შეამციროს მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა მისივე ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი მიყენებულია მუშაკის მიერ ანგარებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედობით.

3. მუშას ან მოსამსახურეს მიყენებული ზიანი შეუძლია ნებაყოფლობით აანაზღაუროს მთლიანად ან ნაწილობრივ. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის თანხმობით მუშაკს შეუძლია გადასცეს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ტოლფასოვანი ქონება ან შეაკეთოს დაზიანებული ნივთი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

    მუხლი 124. ხელფასიდან დაქვითვის შეზღუდვა

1. ხელფასიდან დაქვითვა შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. თუ მუშას ან მოსამსახურეს აქვს იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის დავალიანება, სადაც იგი მუშაობს, მისი ხელფასიდან ამ დავალიანების დასაფარავად ადმინისტრაციას შეუძლია მოახდინოს დაქვითვა, თავისი განკარგულებით:

) ხელფასის ანგარიშში გაცემული ავანსის დასაბრუნებლად; გამოთვლითი შეცდომის გამო ზედმეტად გადახდილი თანხის დასაბრუნებლად; დასაფარავად ავანისისა, რომელიც გაცემული იყო სამსახურებრივი მივლინების ან ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოზე გადაყვანის, ან სამეურნეო საჭიროებისათვის, მაგრამ მიღებული თანხა არ დაუხარჯავთ და არ დაუბრუნებიათ თავის დროზე, თუ მუშაკი არ დავობს დაქვითვის საფუძვლისა და ოდენობის შესახებ.

ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციას უფლება აქვს გასცეს განკარგულება დაქვითვის შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა იმ ვადის გასვლის დღიდან, რომელიც დაწესებული იყო ავანსის დასაბრუნებლად, დავალიანების დასაფარავად, ან იმ დღიდან, როდესაც გაიცა არასწორად გამოანგარიშებული თანხა;

) მუშის ან მოსამსახურის დათხოვნისას იმ სამუშაო წლის დამთავრებამდე, რომლის ანგარიშში მას უკვე მიღებული აქვს შვებულება – შვებულების გამოუმუშავებელი დღეებისათვის. ამ დღეების ანგარიშში დაქვითვა არ ხდება, თუ მუშაკს ითხოვენ იმ საფუძვლებით, რომლებიც მითითებულია ამ კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის , და ქვეპუნქტებში და 34-ე პირველი ნაწილის მუხლის , და ქვეპუნქტებში, სასწავლებლად გაგზავნისას, აგრეთვე პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით;

) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მუშის ან მოსამსახურის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას (122-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. ხელფასი, რომელიც მუშაკს ზედმეტად გადაუხადა ადმინისტრაციამ (მათ შორის, კანონის არასწორად გამოყენების შემთხვევაში), არ შეიძლება დაექვითოს მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გამოთვლისას დაშვებულია შეცდომა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 125. ხელფასის გაცემისას დაქვითვის ზღვრული ოდენობა

1. ხელფასის ყოველი გაცემისას ყველა დაქვითვის საერთო ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც პროცენტს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუშის ან მოსამსახურის კუთვნილი ხელფასის ორმოცდაათ პროცენტს.

2. რამდენიმე სააღსრულებო საბუთით ხელფასიდან დაქვითვისას მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველგვარ შემთხვევაში უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასის ორმოცდაათი პროცენტი.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ხელფასიდან დაქვითვაზე, რომელსაც აწარმოებენ გამასწორებელი სამუშაოების მოხდისას და არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინებისას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულება №1030 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, დეკემბერი, 1986წ., მუხ.311

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 126. თანხა, რომლიდანაც არ შეიძლება დაქვითვა

დაუშვებელია დაქვითვა გასასვლელი დახმარებიდან, საკომპენსაციო და სხვა თანხებიდან, რომლებიდანაც კანონმდებლობის თანახმად გადახდევინება არ ხდება.

თავი X

შრომის დისციპლინა

    მუხლი 127. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 128. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 129. ადმინისტრაციის მოვალეობანი

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინისტრაცია ვალდებულია სწორად მოაწყოს მუშათა და მოსამსახურეთა შრომა, შექმნას შრომის ნაყოფიერების ზრდის პირობები, უზრუნველყოს შრომისა და საწარმოო დისციპლინა, განუხრელად დაიცვას შრომის კანონმდებლობა და შრომის დაცვის წესები, ყურადღებით მოეკიდოს მუშაკთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, გააუმჯობესოს მათი შრომისა და ყოფაცხოვრების პირობები.

    მუხლი 130. შრომის შინაგანაწესი. წესდებები და დებულებები დისციპლინის შესახებ

საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის განაწესს განსაზღვრავს შრომის შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებენ შრომითი კოლექტივები ადმინისტრაციისა და პროფკავშირების წარდგენით ტიპობრივი წესების საფუძველზე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 131. წახალისება მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის

1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეობები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

2. შრომის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წახალისების სხვა სახეობებიც.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 132. წახალისების გამოყენების წესი

წახალისებას ადმინისტრაცია იყენებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან ერთად ან მასთან შეთანხმებით.

    მუხლი 133. უპირატესობანი და შეღავათები იმ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ შრომით მოვალეობებს

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ შრომით მოვალეობებს, პირველ რიგში ეძლევათ უპირატესობანი და შეღავათები სოციალურ-კულტურული და საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში (სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურები, საბინაო პირობების გაუმჯობესება და სხვ.) ასეთ მუშაკებს ეძლევათ აგრეთვე უპირატესობა სამუშაოზე დაწინაურების დროს.

    მუხლი 134. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 135. სასჯელი შრომის დისციპლინის დარღვევისათვის

1. შრომის დისციპლინის დარღვევისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იყენებს შემდეგ დისციპლინურ სასჯელებს:

) შენიშვნას;

) საყვედურს;

) სასტიკ საყვედურს;

დ) დათხოვნას (34-ე მუხლის , და - ქვეპუნქტები).

2. საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, დისციპლინის შესახებ წესდებებით და დებულებებით ცალკეული კატეგორიების მუშებისა და მომსახურეებისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე სხვა დისციპლინური სასჯელიც.

3. დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 1351. ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური სასჯელი

1. დისციპლინურ სასჯელს იყენებს ის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს (აირჩიოს, დაამტკიცოს და დანიშნოს თანამდებობაზე) ეს მუშაკი.

2. მუშაკებს, რომლებიც დისციპლინურ პასუხს აგებენ დისციპლინის შესახებ წესდებებით, დებულებებითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით, დისციპლინური სასჯელი შეიძლება დაადონ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოების ზემდგომმა ორგანოებმა.

3. მუშაკები, რომლებსაც უკავიათ არჩევითი თანამდებობა, შეიძლება დათხოვნილ იქნენ მხოლოდ მათი ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 136. დისციპლინურ სასჯელთა გამოყენებისა და გასაჩივრების წესი

1. დისციპლინური სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება.

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე. მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, მუშაკის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.

3. დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება დადებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო.

4. შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელი.

5. დისციპლინური სასჯელი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს დადგენილი წესით.

6. შრომის დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს გაითვალისწინოს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა, აგრეთვე დისციპლინური სასჯელის შესაბამისობა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან.

7. დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ბრძანებას (განკარგულებას) ან დადგენილებას მისი გამოყენების მოტივების მითითებით მუშაკს, რომელსაც დაედო სასჯელი, გამოუცხადებენ (შეატყობინებენ) ხელწერილის ჩამორთმევით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 137. დისციპლინური სასჯელის მოხსნა

1. თუ დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მუშას ან მოსამსახურეს არ დაედება ახალი დისციპლინური სასჯელი, იგი ჩაითვლება ისეთ პირად, რომელსაც დისციპლინური სასჯელი არ ჰქონია დადებული.

2. თუ მუშას ან მოსამსახურეს ხელახლა არ დაურღვევია შრომის დისციპლინა და, ამასთან, თავი გამოიჩინა როგორც კარგმა და კეთილსინდისიერმა მუშაკმა, მას შეიძლება მოეხსნას დისციპლინური სასჯელი ერთი წლის გასვლამდე თავისი ინიციატივით, უშუალოდ ხელმძღვანელის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 138. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XI

შრომის დაცვა

    მუხლი 139. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა

1. ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში იქმნება შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

2. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

3. ადმინისტრაცია ვალდებულია საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად დანერგოს უსაფრთხოების ტექნიკის თანამედროვე საშუალებანი და უზრუნველყოს ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც აღკვეთენ მუშებისა და მოსამსახურეების პროფესიული დაავადებების წარმოშობას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 140. შრომის დაცვის მოთხოვნათა შესრულება საწარმოო შენობების, ნაგებობებისა და მოწყობილობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს

1. საწარმოო შენობები, ნაგებობები, მოწყობილობა, ტექნოლოგიური პროცესები უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს.

 2. ეს მოთხოვნები შეიცავენ ტერიტორიისა და საწარმოო შენობების რაციონალურად გამოყენებას, მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციას და ტექნოლოგიური პროცესების ორგანიზაციას, მომუშავეთა დაცვას შრომის მავნე პირობების ზემოქმედებისაგან, საწარმოო შენობებისა და სამუშაო ადგილების მოვლას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესაბამისად, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას.

3. საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის დროს დაცულ უნდა იქნეს შრომის დაცვის წესები და ნორმები.

4. მანქანების, დაზგების და სხვა საწარმოო მოწყობილობის პროექტები უნდა შეესაბამებოდნენ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნებს.

5. სერიული წარმოებისათვის არ შეიძლება გადაცემულ იქნეს არც ერთი ახალი მანქანის, მექანიზმისა და სხვა საწარმოო მოწყობილობის ნიმუში, თუ იგი არ უპასუხებს შრომის დაცვის მოთხოვნებს.

    მუხლი 141. ისეთი საწარმოს საექსპლუატაციოდ გადაცემის აკრძალვა, რომელიც არ შეესაბამება შრომის დაცვის მოთხოვნებს

1. არც ერთი საწარმო, საამქრო, უბანი, წარმოება არ შეიძლება იქნეს მიღებული და გადაცემული საექსპლუატაციოდ, თუ არ არის უზრუნველყოფილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

2. საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემა დაუშვებელია, თუ არ არის იმ ორგანოების ნებართვა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო, სანიტარულ და ტექნიკურ ზედამხედველობას.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 142. ადმინისტრაციისათვის სავალდებულო შრომის დაცვის წესები

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური მოწყობა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების ტექნიკის წესებს, სანიტარიულ ნორმებსა და წესებს და სხვა).

2. თუ შრომის დაცვის წესებში არ არის ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა სამუშაოთა წარმოების დროს აუცილებელია შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია იღებს შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფ ზომებს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 143. მუშებისა და მოსამსახურეების ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის და საწარმოო სანიტარიის შესახებ

ადმინისტრაციას ეკისრება მუშათა და მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შრომის დაცვის სხვა წესების შესახებ.

    მუხლი 144. შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც სავალდებულოა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის

1. მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან შეასრულონ შრომის დაცვის ინსტრუქციები, რომლებიც ადგენს სამუშაოთა შესრულებისა და საწარმოო შენობებსა და სამშენებლო მოედნებზე ქცევის წესებს. ასეთ ინსტრუქციებს ამუშავებს და ამტკიცებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან ერთად. სამინისტროებს და უწყებებს პროფესიული კავშირების ცენტრალურ კომიტეტებთან შეთანხმებით, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში – სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოებთანაც (მუხლი 237-ე) შეუძლიათ დაამტკიცონ შრომის დაცვის ტიპობრივი ინსტრუქციები ძირითადი პროფესიების მუშებისათვის.

2. მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან აგრეთვე დაიცვან მანქანებითა და მექანიზმებით სარგებლობის დაწესებული მოთხოვნები, გამოიყენონ მათთვის მიცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

3. შრომითი კოლექტივები კონტროლს უწევენ ყველა მუშაკის მიერ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში შრომის დაცვის წესებისა და ინსტრუქციების დაცვას.

4. შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნათა შესრულების მუდმივი კონტროლი ეკისრება საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 145. სახსრები შრომის დაცვის ღონისძიებებისათვის

1. შრომის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის დადგენილი წესით გამოიყოფა სახსრები და საჭირო მასალები. ამ სახსრებისა და მასალების ხარჯვა სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

2. აღნიშნული სახსრებისა და მასალების გამოყენების წესს განსაზღვრავს კოლექტიური ხელშეკრულებები ან შრომის დაცვის შეთანხმებები, რომლებიც იდება ადმინისტრაციასა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებს შორის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 146. სპეციალური ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებათა გაცემა

1. შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებში ან დაკავშირებულია გაჭუჭყიანებასთან, მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებანი.

2. ადმინისტრაცია მოვალეა უზრუნველყოს მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიცემული სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების შენახვა, გარეცხვა, გაშრობა, დეზინფექცია, დეგაზაცია, დეზაქტივაცია და შეკეთება.

    მუხლი 147. საპნისა და გამაუვნებლებელ საშუალებათა გაცემა

ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც გაჭუჭყიანებასთანაა დაკავშირებული, მუშებსა და მოსამსხურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ საპონი. იმ სამუშაოებზე, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების კანზე მოქმედება, დადგენილი ნორმებით უფასოდ გაიცემა ჩამოსაბანი და გამაუვნებლებელი საშუალებანი.

    მუხლი 148. რძისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტების გაცემა

1. შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ რძე ან სხვა ტოლფასოვანი კვების პროდუქტები.

2. ისეთ სამუშაოებზე, სადაც შრომის განსაკუთრებით მავნე პირობებია, დადგენილი ნორმებით უფასოდ გაიცემა სამკურნალო-პროფილაქტიკური კვების პროდუქტები.

    მუხლი 149. ცხელი საამქროების მუშების უზრუნველყოფა გაზიანი მარილიანი წყლით

1. საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა ცხელი საამქროების მუშები უფასოდ უზრუნველყოს გაზიანი მარილიანი წყლით.

2. იმ საამქროებსა და საწარმოო უბნებს, რომლებიც უნდა მომარაგდნენ გაზიანი მარილიანი წყლით, ადგენენ სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

    მუხლი 150. შესვენებები, რომლებიც სამუშაო დროში ითვლება

მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც ზამთრობით მუშაობენ ღია ცის ქვეშ ან დახურულ შენობებში, რომლებიც არ თბება, მტვირთავებს, რომლებიც დასაქმებული არიან დატვირთვა- გადმოტვირთვის სამუშაოებზე, აგრეთვე სხვა კატეგორიის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გათბობისა და დასვენებისათვის ეძლევათ სპეციალური შესვენებები, რომლებიც ითვლება სამუშაო დროში. საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოვალეა მოაწყოს სადგომი მუშაკთა გათბობისა და დასვენებისათვის.

    მუხლი 151. ზოგიერთი კატეგორიის მუშებისა და მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება

1. მინდობილი სამუშაოსათვის ვარგისიანობის განსაზღვრისა და პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მძიმე სამუშაოებსა და შრომის მავნე ან საშიშ პირობებიან სამუშაოებზე (მათ შორის მიწისქვეშა სამუშაოებზე, აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშათა და მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმება სავალდებულოა სამუშაოზე მიღებისას წინასწარ, ხოლო შემდგომ – პერიოდულად (21 წლის ასაკის პირებისა – ყოველწლიურად).

2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი კვებისა და ვაჭრობის საწარმოთა, წყალსადენ ნაგებობათა, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და საბავშვო დაწესებულებათა, აგრეთვე ზოგიერთ სხვა საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაკები გადიან აღნიშნულ სამედიცინო შემოწმებას.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №1667 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1988წ., მუხ.65

    მუხლი 152. უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა

1. საწარმოს, დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ უფრო მსუბუქ სამუშაოს, გადაიყვანოს ასეთ სამუშაოზე მათი თანხმობით, დროებით ან ვადის შეუზღუდავად – სამედიცინო დასკვნის შესაბამისად.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მსუბუქ, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანის დროს დამსაქმებელი მუშებსა და მოსამსახურეებს შეუნარჩუნებს წინანდელ საშუალო ხელფასს სამუშაოზე გადაყვანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ წინანდელი საშუალო ხელფასი მუშებსა და მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების მთელი დროის განმავლობაში ან ეძლევათ დახმარება სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.

3. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც ტუბერკულოზით ან პროფესიული ავადმყოფობით დაავადებასთან დაკავშირებით დროებით არიან გადაყვანილი სხვა დაბალხელფასიან სამუშაოზე, გადაყვანის მთელი დროის მანძილზე, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, ეძლევათ დახმარება ავადმყოფობის ფურცლით ისეთი ოდენობით, რომ ახალ სამუშაოზე დანიშნულ ხელფასთან ერთად არ აღემატებოდეს სრულ ფაქტიურ შემოსავალს, რასაც წინანდელ სამუშაოზე იღებდა. თუ ადმინისტრაცია ავადმყოფობის ფურცელში მითითებულ ვადაში არ მისცემს სხვა სამუშაოს, ამ მიზეზით გამოტოვებული დღეებისათვის დახმარებას უხდიან საერთო საფუძველზე.

4. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დროებით არიან გადაყვანილი დაბალხელფასიან სამუშაოზე დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანების გამო, რაც სამუშაოსთან იყო დაკავშირებული, მათი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის პასუხისმგებელი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია უხდის სხვაობას წინანდელ და ახალ სამუშაოზე დანიშნულ ხელფასებს შორის. ასეთ სხვაობას იხდიან შრომისუნარიანობის აღდგენამდე ანდა შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის ან ინვალიდობის დადგენამდე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 153. ინვალიდების შრომის გამოყენება

1. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოზე მიიღოს ინვალიდები და დაუწესოს მათ შემცირებული სამუშაო დღე და შრომის სხვა შეღავათიანი პირობები სამედიცინო რეკომენდაციის შესაბამისად.

2. ინვალიდების დასაქმება ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენების დღეებსა და ღამის სამუშაოებზე შეიძლება მხოლოდ მათი თანხმობით და იმ პირობით, თუ ასეთი სამუშაო მათ არ ეკრძალებათ სამედიცინო რეკომენდაციით.

    მუხლი 154. ადმინისტრაციის მოვალეობა – გამოიკვლიოს და აღრიცხოს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევები

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სხვა ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობითაც, ვალდებულია დროულად და სწორად ჩაატაროს წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევათა გამოკვლევა და აღრიცხვა.

2. ადმინისტრაცია ვალდებულია დაზარალებულის მოთხოვნით მისცეს მას უბედური შემთხვევის შესახებ აქტის დამოწმებული პირი გამოკვლევის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

3. თუ ადმინისტრაცია უარს ამბობს უბედური შემთხვევის შესახებ აქტის შედგენაზე ან დაზარალებული არ ეთანხმება აქტში უბედური შემთხვევის გარემოებათა აღწერას, დაზარალებულს შეუძლია მიმართოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებს, რომლის დადგენილება აქტის შედგენის ან შინაარსის შესახებ სავალდებულოა ადმინისტრაციისათვის.

4. უბედურ შემთხვევათა გამოკვლევისა და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ადმინისტრაცია მოვალეა, დროულად მიიღოს აუცილებელი ღონისძიებები იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც იწვევენ უბედურ შემთხვევას.

    მუხლი 155. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მატერიალური პასუხისმგებლობა მუშებისა და მოსამსახურეებისათვის ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის გამო

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მატერიალურად პასუხისმგებელი არიან მუშებისა და მოსამსახურეებისათვის მიყენებული ზიანის გამო, რაც გამოწვეულია შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მათი დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ვნებით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XII

ქალის შრომა

    მუხლი 156. სამუშაოები, სადაც ქალის შრომის გამოყენება აკრძალულია

1. აკრძალულია ქალის შრომის გამოყენება მძიმე სამუშაოებზე და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოზე, გარდა ზოგიერთი მიწისქვეშა სამუშაოებისა (არაფიზიკური მუშაობა ან მუშაობა სანიტარიული და საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში).

2. აკრძალულია ქალების მიერ ისეთი სიმძიმეების გადატანა ან გადაადგილება, რომლებიც აღემატებიან მათთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს.

3. მძიმე და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოთა სიებს, აგრეთვე ქალების მიერ სიმძიმეთა გადატანისა და გადაადგილების ზღვრული ნორმები მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 157. ქალის შრომის შეზღუდვა ღამის და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, მათი მივლინებაში გაგზავნის შეზღუდვა

1. დაუშვებელია ქალის შრომის გამოყენება ღამის სამუშაოებზე, სახალხო მეურნეობის იმ დარგების გარდა, სადაც ეს გამოწვეულია განსაკუთრებული აუცილებლობით და ნებადართულია როგორც დროებითი ღონისძიება.

2. დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს შრომა ორსული ქალებისა და ქალებისა, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენების დღეებში, დაუშვებელია აგრეთვე მათი გაგზავნა მივლინებაში.

3. ქალები, რომლებსაც ჰყავთ სამიდან თორმეტი წლის ასაკამდე (ინვალიდი ბავშვები – თექვსმეტი წლის ასაკამდე) ბავშვები, არ შეიძლება ჩაბმულ იქნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოებში ან გაიგზავნონ მივლინებაში მათი თანხმობის გარეშე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

მუხლი 158. უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა ორსული და წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალებისა

1. ორსულ ქალებს სამედიცინო დასკვნის შესაბამისად შეუმცირდებათ გამომუშავებისა და მომსახურების ნორმები ან ისინი წინანდელი საშუალო ხელფასის შენარჩუნებით გადაჰყავთ სხვა უფრო მსუბუქ სამუშაოზე, რომელიც გამორიცხავს არახელსაყრელი საწარმოო ფაქტორების ზემოქმედებას.

2. ორსული ქალისათვის სამედიცინო დასკვნის შესაბამისად სხვა უფრო მსუბუქი და არაკეთილსასურველი საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების გამომრიცხველი სამუშაოს მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე იგი უნდა გათავისუფლდეს სამუშაოდან და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე შეუნარჩუნდეს ამის შედეგად გაცდენილი ყველა სამუშაო დღის საშუალო ხელფასი.

3. წლინახევრის ასაკამდე ბავშვიანი ქალები იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ადრინდელი სამუშაოს შესრულება, წინანდელი საშუალო ხელფასის შენარჩუნებით გადაჰყავთ სხვა სამუშაოზე, ვიდრე ბავშვს წლინახევრის ასაკი შეუსრულდება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

    მუხლი 159. შვებულება ორსულობისა და     მშობიარობის და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო

1. მომუშავე ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო და ქალებს, რომლებმაც ახალშობილი ბავშვი იშვილეს უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, შვებულება და დახმარება ეძლევათ სავალდებულო სოციალური დაზღვევის სახსრებიდან.

2. ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება ეძლევათ მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ხოლო მშობიარობის შემდეგ – ორმოცდათექვსმეტი (გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით, რომელიც გამოიანგარიშება შეჯამებულად და ქალს მიეცემა მთლიანად მშობიარობამდე ფაქტიურად გამოყენებული დღეების რაოდენობის მიუხედავად.

3. ქალს, რომელმაც ახალშობილი ბავშვი იშვილა უშუალოდ სამშობიარო სახლიდან, შვებულება ეძლევა ბავშვის შვილად აყვანის დღიდან, ვიდრე ბავშვის დაბადებიდან გავიდოდეს ორმოცდათექვსმეტი დღე. მასზე ვრცელდება ამ კანონის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.386

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 160. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან ყოველწლიური შვებულების შეერთება

ქალს, მისი განცხადების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების წინ ან უშუალოდ მის შემდეგ ეძლევა ყოველწლიური შვებულება ამ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მისი მუშაობის სტაჟის მიუხედავად.

    მუხლი 161. დამატებითი უხელფასო შვებულება დედებისათვის, რომლებსაც ჰყავთ სამ წლამდე ასაკის ბავშვები

1. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების გარდა ქალს და 159-ე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდეს სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი (თანამდებობა).

2. ეს შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვს შეუსრულდება სამი წლის ასაკი.

3. დამატებითი უხელფასო შვებულება ჩაითვლება მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში.

4. მუშაობის იმ სტაჟში, რომელიც იძლევა მომდევნო ყოველწლიური შვებულების უფლებას, დამატებითი უხელფასო შვებულების დრო არ ჩაითვლება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.386

    მუხლი 162. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.386

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 163. შესვენება ბავშვის კვებისათვის

1. ქალებს, რომლებსაც წლინახევრის ასაკამდე ბავშვები ჰყავთ, გარდა საერთო შესვენებისა, ეძლევათ დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისათვის.

 2. ეს შესვენება ეძლევათ სულ ცოტა ყოველ სამ საათში თითოეული არანაკლებ ოცდაათი წუთის ხანგრძლივობით. თუ ქალს ჰყავს ერთ წლამდე ასაკის ორი ან მეტი ბავშვი, შესვენების ხანგრძლივობა უნდა დაწესდეს არანაკლებ ერთი საათისა.

3. შესვენება ბავშვის კვებისათვის ჩაითვლება სამუშაო დროდ და ანაზღაურდება საშუალო ხელფასის მიხედვით.

 4. შესვენების დროს და მისი მიცემის წესს, დედის სურვილის გათვალისწინებით, ადგენს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან ერთად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

    მუხლი 164. სამუშაოზე მიღების გარანტია და სამუშაოდან დათხოვნის აკრძალვა ორსული ქალებისა და იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვები ჰყავთ

1. აკრძალულია სამუშაოზე მიღებისას ქალებისათვის უარის თქმა და მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობის ან სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოლის მოტივებით, ხოლო მარტოხელა დედებისათვის – 14 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის (16 წლამდე ინვალიდი ბავშვის ყოლის) გამო.

2. აღნიშნული კატეგორიის ქალებისათვის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმისას ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს მათ უარის მიზეზები. სამუშაოზე მიღების უარი შეიძლება გასაჩივრდეს სახალხო სასამართლოში.

3. დაუშვებელია ორსული ქალებისა და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ (მარტოხელა დედებისა – 14 წლამდე ასაკის ბავშვის ან 16 წლამდე ინვალიდი ბავშვის ყოლისას) დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებული სავალდებულო შრომითი მოწყობით. აღნიშნული ქალების სავალდებულო შრომითს მოწყობას ადმინისტრაცია ახორციელებს აგრეთვე ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მათი დათხოვნის შემთხვევებშიც. შრომითი მოწყობის პერიოდში მათ უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

    მუხლი 165. ორსული ქალებისათვის სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურების მიცემა და მათთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა

საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაციას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია უფასოდ ან შეღავათიან პირობებში მისცეს ორსულ ქალებს სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების საგზურები და აგრეთვე აღმოუჩინოს მათ მატერიალური დახმარება.

    მუხლი 166. ქალებისათვის მომსახურების გაწევა იმ საწარმოებში, ორგანიზაციებში, სადაც ფართოდ იყენებენ ქალის შრომას

იმ საწარმოებში, ორგანიზაციებში, სადაც ფართოდ იყენებენ ქალის შრომას, ეწყობა საბავშვო ბაგები და ბაღები, ოთახები ძუძუთა ბავშვის კვებისათვის, აგრეთვე ოთახები ქალის პირადი ჰიგიენისათვის.

თავი XIII

ახალგაზრდობის შრომა

    მუხლი 167. ასაკი, რომლის შემდეგ დასაშვებია სამუშაოზე მიღება

1. დაუშვებელია თექვსმეტ წელზე ნაკლები ასაკის პირთა სამუშაოზე მიღება.

2. გამონაკლის შემთხვევებში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით შეიძლება სამუშაოზე მიღებულ იქნენ პირნი, რომლებსაც თხუთმეტი წელი შეუსრულდათ.

3. ახალგაზრდობის საწარმოო შრომის მოსამზადებლად დასაშვებია სწავლისაგან თავისუფალ დროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა სამუშაოზე მიღება მათ მიერ თოთხმეტი წლის ასაკის მიღწევისას ერთ-ერთი მშობლის ან მისი შემცვლელი პირის თანხმობით მსუბუქი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ზიანს არ მიაყენებს მათ ჯანმრთელობას და არ დაარღვევს სწავლების პროცესს.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

    მუხლი 168. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები

არასრულწლოვანნი (პირნი, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვრამეტი წლის ასაკამდე) შრომითს ურთიერთობებში უფლებრივად გათანაბრებული არიან სრულწლოვანებთან, ხოლო შრომის დაცვის, სამუშაო დროის, შვებულებებისა და შრომის ზოგიერთი სხვა პირობების მხრივ სარგებლობენ იმ შეღავათებით, რომლებიც დადგენილია ამ კოდექსით და შრომის კანონმდებლობის სხვა აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 169. სამუშაოები, რომლებზედაც აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება

1. აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება მძიმე სამუშაოებზე და მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოებზე.

2. სია მძიმე სამუშაოებისა, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოებისა, რომლებზედაც აკრძალულია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა შრომის გამოყენება, მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 3. აკრძალულია არასრულწლოვანთა მიერ ისეთი სიმძიმეების გადატანა და გადაადგილება, რომელიც აღემატება მათთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 170. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა პირთა სამედიცინო შემოწმება

თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა ყველა პირს სამუშაოზე იღებენ მხოლოდ წინასწარი სამედიცინო შემოწმების შემდეგ და შემდეგში, თვრამეტი წლის მიღწევამდე, მათ ყოველწლიურად უნდა გაიარონ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება.

    მუხლი 171. ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დასაქმების აკრძალვა

აკრძალულია ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე და დასვენების დღეებში თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დასაქმება.

    მუხლი 172. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შვებულებები

თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველწლიური შვებულება (67-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ეძლევათ ზაფხულში ან, მათი სურვილის მიხედვით, წლის ყოველ სხვა დროს.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 173. გამომუშავების ნორმები ახალგაზრდა მუშებისათვის

1. ახალგაზრდა მუშებისათვის, რომლებსაც 18 წელი არ შესრულებიათ, გამომუშავების ნორმები წესდება სრულწლოვანი მუშების გამომუშავების ნორმების მიხედვით, შემოკლებული სამუშაო დროის იმ ხანგრძლივობის პროპორციულად, რომელიც დადგენილია თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდათათვის.

 2. ახალგაზრდა მუშებისათვის, რომლებიც საწარმოში, ორგანიზაციაში მუშაობას იწყებენ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებების, კურსების დამთავრების შემდეგ ან წარმოებაში პროფესიული სწავლების გავლის შემდეგ, შეიძლება დამტკიცებულ იქნეს გამომუშავების შემცირებული ნორმები იმ შემთხვევაში, იმ ოდენობით და იმ ვადით, რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ამ ნორმებს ამტკიცებს საწარმოს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

    მუხლი 174. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ყოველდღიური მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობისას

1. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველდღიური მუშაობის შემცირებული ხანგრძლივობის შემთხვევაში ხელფასი ეძლევათ იმავე ოდენობით, როგორც შესაბამისი კატეგორიების მუშებსა და მოსამსახურეებს ყოველდღიური მუშაობის სრული ხანგრძლივობის დროს.

 2. ნარდობლივ სამუშაოებზე დაშვებული თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების შრომა ანაზღაურდება სანარდო ფასდებით, რომელიც დადგენილია მოზრდილი მუშაკებისათვის. ამასთანავე მათ მიეცემათ დანამატი სატარიფო განაკვეთით იმ დროისათვის, რომლითაც მათი ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა მოზრდილების ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობასთან შედარებით მცირდება.

3. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების სწავლისაგან თავისუფალ დროს მომუშავე მოსწავლეთა შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის პროპორციულად ან გამომუშავების მიხედვით. საწარმოებს შეუძლიათ მოსწავლეებს წარუდგინონ ხელფასის დანამატები.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

    მუხლი 175. სამუშაოზე და წარმოებაში პროფესიული სწავლებისათვის ახალგაზრდობის მიღების ჯავშანი

1. ყველა საწარმოსა და ორგანიზაციისათვის წესდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული ახალგაზრდობის, აგრეთვე თვრამეტ წლამდე ასაკის სხვა პირთა სამუშაოზე და წარმოებაში პროფესიული სწავლებისათვის მიღების ჯავშანი.

2. აკრძალულია სამუშაოზე და პროფესიული სწავლებისათვის ჯავშნის ანგარიშზე გაგზავნილ პირთა მიღებაზე უარის თქმა. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 176. სასწავლებელდამთავრებულ ახალგაზრდა მუშებისა და სპეციალისტების უზრუნველყოფა სამუშაოთი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ახალგაზრდა მუშები, რომლებმაც დაამთავრეს პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, და ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც დაამთავრეს უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სამუშაოთი მიღებული სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

    მუხლი 177. თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშებისა და მოსამსახურეების დათხოვნის შეზღუდვა

ადმინისტრაციის ინიციატივით თვრამეტ წელზე უფრო ახალგაზრდა მუშაკების დათხოვნა დაიშვება დათხოვნის საერთო წესის დაცვით; ამასთან, დათხოვნა ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის , და ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და დაუშვებელია შრომითი მოწყობის გარეშე.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 178. არასრულწლოვანთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მშობლების ან სხვა პირების და ორგანოების მოთხოვნით

არასრულწლოვანის მშობლებს, მშვილებლებს და მზრუნველს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირთ, რომლებსაც დაკისრებული აქვთ შრომის კანონმდებლობის დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი, უფლება აქვთ მოითხოვონ არასრულწლოვანთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის ვადიანი ხელშეკრულებისაც), თუ მისი მოქმედების გაგრძელება ემუქრება არასრულწლოვანის ჯანმრთელობას ან არღვევს მის კანონიერ ინტერესებს.

თავი XIV

შეღავათები იმ მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, რომლებიც მუშაობას უთავსებენ სწავლას

    მუხლი 179. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

    მუხლი 180. (ამოღებულია)   

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 181. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 182. (ამოღებულია)

    მუხლი 183. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 184. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 185. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 186. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 187. შვებულება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლებასთან დაკავშირებით

მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც სწავლების საღამოს (ცვლიანი) ფორმის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში, სასწავლებლების საღამოს (ცვლიან) განყოფილებებზე წარმატებით სწავლობენ წარმოებისაგან მოუწყვეტლად, თავისუფლდებიან სამუშაოსაგან გამოცდებისათვის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად წელიწადში 30 სამუშაო დღით, მათთვის ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით საშუალო ხელფასის 50 პროცენტის შენარჩუნებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

    მუხლი 188. შვებულება უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად

1. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დაშვებული არიან მისაღებ გამოცდებზე უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, ეძლევათ უხელფასო შვებულება.

 2. უმაღლეს სასწავლებლებში (მათ შორის საქარხნო-უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში) მისაღებ გამოცდებზე დაშვებულთ ეძლევათ შვებულება 15 კალენდარული დღით, ხოლო საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში – 10 კალენდარული დღით, სასწავლებლის ადგილზე წასვლის და უკან დაბრუნების დროის ჩაუთვლელად.

    მუხლი 189. შეღავათები მუშა-მოსამსახურეებისათვის, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში

1. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც სწავლობენ საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში, სწავლასთან დაკავშირებით ეძლევათ შვებულება, რომელიც ანაზღაურდება დადგენილი წესით და აგრეთვე სხვა შეღავათები.

 2. საღამოს და დაუსწრებელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, საღამოს და დაუსწრებელ საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა მოსწავლეებს უფლება აქვთ სადიპლომო პროექტის (ნაშრომის) მომზადების ან სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების დაწყებამდე 10 სასწავლო თვის განმავლობაში, თუ მათი სამუშაო კვირა ექვსდღიანია, მეცადინეობისათვის მიიღონ სამუშაოსაგან თავისუფალი ერთი დღე კვირაში ხელფასის 50 პროცენტის ანაზღაურებით, მაგრამ არანაკლებ მინიმალური ოდენობისა. თუ სამუშაო კვირა ხუთდღიანია, სამუშაოსაგან თავისუფალი დღეების რაოდენობა იცვლება სამუშაო ცვლის ხანგრძლივობის შესაბამისად, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იქნეს სამუშაოდან თავისუფალი საათების რაოდენობა.

 3. საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ადმინისტრაციას უფლება აქვს აღნიშნული ათი სასწავლო თვის განმავლობაში, სტუდენტთა და მოსწავლეთა თხოვნით, დამატებით მისცეს მათ სამუშაოსაგან თავისუფალი ერთი ან ორი დღე კვირაში უხელფასოდ.

    მუხლი 190. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 191. ხელფასის შენარჩუნება სწავლასთან დაკავშირებით შვებულების დროს

შვებულების დროს, რომელიც ეძლევათ საღამოს და დაუსწრებელ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებით, მუშებსა და მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ხელფასი დადგენილი წესით.

    მუხლი 192. შვებულება არჩეული სპეციალობით სამუშაოს გასაცნობად და სადიპლომო პროექტისათვის მასალების მოსამზადებლად

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას უფლება აქვს შესაბამისი სასწავლებლების რეკომენდაციით საწარმოსა და დაუსწრებელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების უკანასკნელი კურსის მოსწავლეებს დამატებით მისცეს ერთი თვის უხელფასო შვებულება უშუალოდ წარმოებაში არჩეული სპეციალობით სამუშაოს გასაცნობად და სადიპლომო პროექტისათვის მასალების მოსამზადებლად. შვებულების განმავლობაში სტუდენტებსა და მოსწავლეებს ენიშნებათ სტიპენდია საერთო საფუძველზე.

    მუხლი 193. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XV

შრომის დავა

    მუხლი 194. შრომის დავის განმხილველი ორგანოები

1. შრომით დავას შრომის კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების, კოლექტიური ხელშეკრულებების და შრომის სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე განიხილავენ:

) შრომის დავის კომისიები;

ბ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირებები;

გ) რაიონის (ქალაქის) სასამართლოები.

2. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომით დავას ცალკეულ საკითხებზე განიხილავენ ზემდგომი ორგანოები.

3. შრომის დავა მუშაკისათვის ახალი შრომის პირობების დადგენის ან არსებული პირობების შეცვლის შესახებ განიხილება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის და შესაბამისი პროფკავშირების მიერ მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 195. შრომის დავის განხილვის წესი

შრომის დავის კომისიების, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირისა და ზემდგომი ორგანოების მიერ ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შრომის დავის განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სასამართლოში, გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 196. შრომის დავის კომისია

შრომის დავის კომისია აუცილებელი პირველადი ორგანოა, რომელიც განიხილავს საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში წარმოქმნილ შრომითს დავას, ერთის მხრივ მუშა-მოსამსახურეებსა და, მეორე მხრივ, ადმინისტრაციას შორის, გარდა იმ დავისა, რომელიც კანონის თანახმად უშუალოდ უნდა განიხილოს რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ან სხვა ორგანომ.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 197. შრომის დავის კომისიების ორგანიზაცია

 1. შრომის დავის კომისიები იქმნება საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებსა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით.

2. თითოეული მხარის წარმომადგენელთა რაოდენობა წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებისა და ადმინისტრაციის შეთანხმებით. მხარეთა წარმომადგენლებს კომისიაში გამოყოფენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების რწმუნებულის ვადით. პროფესიული კავშირის წარმომადგენლად შრომის დავის კომისიაში გამოიყოფა პროფესიული კავშირის კომიტეტის წევრი.

3. იმ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, სადაც არ არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირები, შრომის დავის კომისია იქმნება პროფესიული კავშირის ორგანიზატორისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით.

4. იმ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, სადაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებებს მინიჭებული აქვთ პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები საამქროებსა და სხვა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებში შეიძლება შეიქმნას საამქროების შრომის დავის კომისიები; ისინი იქმნებიან პროფკავშირის ამ კომიტეტისა და საწარმო, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 198. შრომის დავის განმხილველ კომისიაში განცხადებათა მიღების წესი და შრომის დავის განხილვის ვადა

1. შრომის დავის განმხილველ კომისიაში განცხადებათა მიღებას აწარმოებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირები, ხოლო იქ, სადაც ასეთი არ არის – პროფორგანიზატორი.

 2. კომისია ვალდებულია შრომის დავა განიხილოს ხუთ დღეში განცხადების შეტანის დღიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

    მუხლი 199. შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება

კომისიის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს და არავითარ დამტკიცებას არ საჭიროებს.

    მუხლი 200. შრომის დავის განხილვა იმ შემთხვევაში, როცა მხარეები ვერ შეთანხმდებიან შრომის დავის კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

 1. თუ შრომის დავის კომისიაში დავის განხილვისას ვერ შეთანხმდნენ პროფესიული კავშირის კომიტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუშას და მოსამსახურეს უფლება აქვს კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერის მისთვის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში მიმართოს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებს განცხადებით დავის გადაჭრის შესახებ.

 2. შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება მუშას ან მოსამსახურეს შეუძლია იმავე ვადაში გაასაჩივროს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებში.

 3. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა ან მოსამსახურე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას შრომის დავის შესახებ, რომელიც გამოიტანა კომისიამ პროფკავშირული ორგანიზატორისა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით ან ამ კომისიაში მხარეთა შეთანხმების მიუღწევლობისას, მას შეუძლია იმავე ვადაში მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განცხადებით შრომის დავის გადაჭრის შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 201. შრომის დავის განხილვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირების მიერ

1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) პროფკავშირები შრომით დავას განიხილავს მუშებისა და მოსასმსახურეების ან ადმინისტრაციის განცხადებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას, თუ კანონმდებლობით გათვალისინებული არ არის მათი განხილვის სხვა წესი.

2. პროფკავშირებს გამოაქვს დადგენილება დავის არსის გამო.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 202. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების მიერ განხილული შრომის დავის სასამართლოსათვის გადაცემის შემთხვევები

1. თუ მუშა ან მოსამსახურე არ ეთანხმება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების მიერ შრომით დავაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, განცხადებით შრომის დავის განხილვის შესახებ მას შეუძლია მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ათი დღის ვადაში საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების დადგენილების ხელზე მიღების დღიდან.

2. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას შრომის დავის გადასაჭრელად შეუძლია ზემოთ აღნიშნულ ვადაში მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, თუ მას მიაჩნია, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების მიერ გამოტანილი დადგენილება შრომის დავის შესახებ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 203. შრომის დავის განხილვა რაიონის (ქალაქის) სასამართლოში

1. რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას განიხილავს:

ა) მუშის, მოსამსახურის, ადმინისტრაციის ან პროფკავშირების განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას;

ბ) მუშის, მოსამსახურის ან ადმინისტრაციის განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან პროფკავშირების დადგენილებას;

გ) მუშის, მოსამსახურის ან ადმინისტაციის განცხადებით, როცა ისინი არ ეთანხმებიან შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას, თუ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში (ქვედანაყოფში) არის რამდენიმე პროფესიული კავშირი;

დ) პროკურორის განცხადებით, თუ შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება ან პროფკავშირების დადგენილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 2. უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლო შრომით დავას განიხილავს:

ა) იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშისა და მოსამსახურის განცხადებით, სადაც შრომის დავის კომისიას არ ირჩევენ;

ბ) მუშისა და მოსამსახურის განცხადებით სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლების მიუხედავად, დათხოვნის მიზეზის ფორმულირების და თარიღის შეცვლის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის შრომის ანაზღაურების თაობაზე, გარდა იმ მუშაკთა დავისა, რომელთათვისაც გათვალისწინებულია მათი განხილვის სხვა წესი;

გ) ადმინისტრაციის განცხადებით საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მუშებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ;

დ) მუშებისა და მოსამსახურეების განცხადებით შრომის კანონმდებლობის გამოყენების საკითხების გამო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (ქვედანაყოფის) ადმინისტრაციისა და პროფკავშირების მიერ გადაწყვეტილი იყო მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. უშუალოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში განიხილება აგრეთვე დავა სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

იმ პირებისა, რომლებიც გადმოყვანის წესით მოწვეული არიან სამუშაოდ სხვა საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან;

სხვა პირებისა, რომლებთანაც საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად ვალდებულია დადო შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 204. შრომის დავის გადასაწყვეტად მიმართვის ვადები

1. მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო – რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

2. მუშაკის მიერ საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს ერთი წლის განმავლობაში მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან;

3. ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს ან პროკურორის სასამართლოში მიმართვისას გამოიყენება იგივე ვადები.

4. თუ ამ მუხლით დადგენილი ვადები გასულია და მოსარჩელეს აქვს საპატიო მიზეზები, ისინი შეიძლება აღდგენილ იქნეს შესაბამისად შრომის დავის კომისიის და სასამართლოს მიერ.

5. სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროიდან ორი წლის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრები არ განიხილება.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 205. მუშებისა და მოსამსახურეების გათავისუფლება სასამართლო ხარჯებისაგან, როდესაც ისინი სასამართლოს მიმართავენ შრომის საქმეებზე

მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც სასამართლოს მიმართავენ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე, თავისუფალი არიან სახელმწიფოს შემოსავალში ჩასარიცხი სასამართლო ხარჯებისაგან (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები).

    მუხლი 206. სამუშაოზე აღდგენა

1. კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს მუშა ან მოსამსახურე წინანდელ სამუშაოზე უნდა აღადგინოს შრომის დავის განმხილველმა ორგანომ.

2. თუ ადმინისტრაციამ მუშაკთან შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) მოშალა შესაბამის პროფკავშირთან შეუთანხმებლად (37-ე მუხლი), საქმე განიხილება სასამართლო წესით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 207. შრომის ანაზღაურება იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის

1. სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთივე ოდენობით აუნაზღაურდებათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მაშინაც, როდესაც შრომის წიგნაკში არასწორად არის ფორმულირებული დათხოვნის მიზეზი, რაც მუშას ან მოსამსახურეს ხელს უშლიდა მოწყობილიყო ახალ სამუშაოზე.

2. საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის მუშაკს შეიძლება მისცენ აგრეთვე შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებით, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების დადგენილებით.

3. მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც უკანონოდ გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე და შემდგომ აღადგინეს წინანდელ სამუშაოზე, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით ან დადგენილებით იძულებით გაცდენილი დროისათვის ეძლევათ საშუალო ხელფასი ან სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის.

4. უკანონოდ დათხოვნის ან გადაყვანის შემთხვევაში იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება, აგრეთვე დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროს ხელფასის სხვაობის ანაზღაურება შეუძლია საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ადმინისტრაციას მაშინაც, როცა არ არსებობს შრომის დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ან დადგენილება.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 2000 წლის 21 ნოემბრის კანონი №610– სსმ I, №42, 24.11.2000წ., მუხ.117

    მუხლი 208. შრომის დავის გამო ზოგიერთი გადაწყვეტილებისა და დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება

1. შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე.

2. დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება მუშის ან მოსამსახურისათვის ხელფასის მიცემის შესახებ, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვის ხელფასისა.

    მუხლი 209. მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირისათვის, რომელსაც ბრალი მიუძღვის უკანონო დათხოვნასა ან გადაყვანაში ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებაში

იმ თანამდებობის პირს, რომელსაც ბრალი მიუძღვის მუშაკის უკანონო დათხოვნასა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანაში, სასამართლო აკისრებს ვალდებულებას აუნაზღაუროს საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ზიანი, რომელიც დაკავშირებულია იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროის ანაზღაურებასთან. თანამდებობის პირს ასეთი მოვალეობა ეკისრება მაშინ, თუ დათხოვნა ან გადაყვანა მოხდა კანონის აშკარა დარღვევით ან ადმინისტრაციამ დააყოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს ან ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირის სამი თვის სარგოს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 210. ადმინისტრაციის მიერ შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებათა და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების დადგენილებათა აღსრულების ვადები

შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება და საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების დადგენილება შრომის დავის შესახებ, თუ მასში აღნიშნული არ არის შესრულების ვადა, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციამ უნდა აღასრულოს ათ დღეში, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.

    მუხლი 211. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 212. იმ თანხების გადახდევინების შეზღუდვა, რომლებიც გაცემულია შრომის დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით

მუშის ან მოსამსახურისათვის იმ თანხის უკანვე გადახდევინება, რომელიც მან მიიღო შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირების დადგენილებით, თუ შრომის დავა შემდგომში სხვაგვარად გადაწყდა, აგრეთვე შრომის დავის გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული თანხის უკანვე გადახდევინება, თუ გადაწყვეტილება გაუქმებული იყო ზედამხედველობის წესით, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გაუქმებული გადაწყვეტილება ან დადგენილება ემყარებოდა მუშის ან მოსამსახურის მიერ მიწოდებულ ყალბ ცნობებს ან მის მიერ წარმოდგენილ ყალბ საბუთებს.

    მუხლი 213. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკების დათხოვნის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე შრომის დავის განხილვა

დავა იმ ხელმძღვანელი მუშაკისა, რომელსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ანაზღაურებისა და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე განიხილება ზემდგომი ორგანოების მიერ. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3-13]

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3-13

    მუხლი 214. ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი გაცდენის ანაზღაურება

ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენის შემთხვევაში მუშაკს აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან ან აუნაზღაურდება ხელფასი დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. ამასთან შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს ამ კოდექსის 207-ე – 209-ე მუხლები.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 2141. ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება

ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხადონ მუშაკს საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის ან ხელფასის სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლები) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამოუყენებელი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე – არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 215. შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის გამო დავის განხილვის წესი

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის შრომის ახალი პირობების დაწესების ან არსებული პირობების შეცვლის გამო წამოჭრილ დავას, რასაც არ აწესრიგებს შრომის კანონმდებლობა ან სხვა ნორმატიული დებულებები შრომის შესახებ, განიხილავს ადმინისტრაცია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებთან შეთანხმებით, ხოლო, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, დავა გადაწყდება სასამართლო წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 216. შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის საკითხებზე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის არსებული უთანხმოების განხილვის წესი

შრომის პირობების დაწესების ან შეცვლის საკითხებზე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის წამოჭრილი უთანხმოება გადაწყდება “სასამართლო წესით”.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XVI

პროფესიული კავშირები. მუშათა და მოსამსახურეთა მონაწილეობა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მართვაში

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 217. მუშებისა და მოსამსახურეების პროფესიულ კავშირებჭში გაერთიანების უფლება

1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მუშებსა და მოსამსახურეებს უზრუნველყოფილი აქვთ პროფესიულ კავშირებში გაერთიანების უფლება.

2. პროფესიული კავშირები მოქმედებენ პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები მოვალენი არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი პროფესიული კავშირების საქმიანობას.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 218. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 219. მუშა-მოსამსახურეთა უფლება მონაწილეობდნენ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში

მუშა-მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში, შეიტანონ წინადადებები საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე, აგრეთვე სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების საკითხებზე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

    მუხლი 220. საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მართვაში მუშა-მოსამსახურეთა მონაწილეობის ფორმები

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვაში მუშა-მოსამსახურენი მონაწილეობენ შრომითი კოლექტივების საერთო კრებების (კონფერენციების) და შრომითი კოლექტივების საბჭოების, პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და შრომითს კოლექტივში მოქმედი სხვა საზოგადოებრივი ორგანოების მეშვეობით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 221. (ამოღებულია)

    მუხლი 222. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 223. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 224. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 225. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 226. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 227. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 228. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XVI-ა

    მუხლი 2281. (ამოღებულია)

    მუხლი 2282. (ამოღებულია)

    მუხლი 2283. (ამოღებულია)

    მუხლი 2284. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 2285. (ამოღებულია)

    მუხლი 2286. (ამოღებულია)

    მუხლი 2287. (ამოღებულია)

    მუხლი 2288. (ამოღებულია)

თავი XVII

(ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 229. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 230. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 231. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.386

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 232. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №583 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9-10, 15.03.1997წ., გვ.51

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 233. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1973წ., მუხ.202

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 2331. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 234. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 235. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №583 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9-10, 15.03.1997წ., გვ.51

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2086 – სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.115

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

    მუხლი 236. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

თავი XVII1

სახელმწიფო სოციალური დაზღვევა

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 2361. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2471  – სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.412

    მუხლი 2362. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებით უზრუნველყოფა

დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო გაიცემა ორსულობისა და მშობიარობისთვის აღებული მთელი შვებულების სრული ხელფასის ოდენობით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 2363. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 2364. საპენსიო უზრუნველყოფა

მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ პენსიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 2365. მოხუცებულობისა და სოციალური პენსიები

1. მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლება აქვთ მუშებსა და მოსამსახურეებს:

ა) მამაკაცებს – რომლებსაც შეუსრულდათ 65 წელი და აქვთ არანაკლებ 25 წლის მუშაობის სტაჟი;

ბ) ქალებს – რომლებსაც შეუსრულდათ 60 წელი და აქვთ არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟი;

გ) იმ პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან არანაკლებ 10 წლის უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვთ მაღალმთიან რეგიონში, საპენსიო ასაკი უმცირდებათ ხუთი წლით.

2. სოციალური პენსიების დასანიშნად გათვალისწინებულია ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილთან 5 წლით მეტი ასაკი.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

    მუხლი 2366. პენსიები ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო

პენსიები ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო ენიშნებათ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკის დაინვალიდება ან მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულია შრომითი დასახიჩრებით, პროფესიული დაავადებით, საერთო დაავადებით ან დასახიჩრებით, რომელიც დაკავშირებული არ იყო სამუშაოსთან.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

თავი XVIII

ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 237. შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოები

საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, შრომის კანონმდებლობასა და შრომის დაცვის წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ ზედამხედველობისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები და ინსპექციები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №45, 21.11.1997წ., გვ.45

    მუხლი 2371. შრომის ინსპექცია

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ეს ზედამხედველობა ხორციელდება შრომისა და დასვენების დროის, შრომის ხელშეკრულების, ახალგაზრდობის და ქალთა შრომის დაცვაზე, მომუშავეთა სამუშაოს შესრულებისას სხეულის დაზიანების ან სხვა ზიანის მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესის, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების შესრულებაზე, ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო მოწყობილობების, სავენტილაციო და მაკონდიციონირებელი სისტემების, მუშაკთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესაბამისობაზე შრომის უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის მოთხოვნებთან, აგრეთვე გამწმენდი ნაგებობების და მოწყობილობების სწორ ექსპლუატაციაზე, საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე შრომის დაცვის სფეროში, ორგანიზაციების ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე შრომისა და შრომის დაცვის საკითხებში.

საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №45, 21.11.1997წ., გვ.45

    მუხლი 238. მრეწველობაში სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებისადმი სახელმწიფო ზედამხედველობა

1. მომეტებული საფრთხის ობიექტებზე სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და მისი ტერიტორიული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. აღნიშნული ზედამხედველობა ხორციელდება ქვანახშირის, სამთამადნო, სამთოქიმიურ, არამადნეულ, ნავთობმომპოვებელ და გაზმომპოვებელ, ქიმიურ, მეტალურგიულ და ნავთობგაზგადამამუშავებელ მრეწველობაში, გეოლოგიურ-სადაზვერვო ექსპედიციებისა და პარტიებში, აგრეთვე მაშინ, როდესაც აწყობენ და ექსპლუატაციას უწევენ ამწენაგებობებს, წნევის ქვეშ მომუშავე საქვაბე დანადგარებსა და ჭურჭლებს, ორთქლისა და ცხელი წყლის მილგაყვანილობას, გაზის მოპოვებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ ობიექტებს, მრეწველობაში აფეთქების სამუშაოთა წარმოების დროს.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1982წ., მუხ.131

საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №45, 21.11.1997წ., გვ.45

    მუხლი 239. სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობა

სახელმწიფო ზედამხედველობას იმ ღონისძიებათა ჩატარებაზე, რაც უზრუნველყოფს ელექტრო და სითბოგამომყენებელი დანადგარების უსაფრთხო მომსახურებას, ახორციელებენ სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის ორგანოები, რომლებიც შედიან სსრ კავშირის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სისტემაში – სსრ კავშირში სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის დებულების შესაბამისად.

    მუხლი 240. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა

სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხდველობას საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციების მიერ ჰიგიენური ნორმების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე ახორციელებენ სსრ კავშირისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანოები – სსრ კავშირში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხდველობის დებულების შესაბამისად, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე – სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების სამედიცინო სამსახური.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

    მუხლი 241. საზოგადოებრივი კონტროლი

შრომის კანონმდებლობისა და შრომის წესების დაცვის საზოგადოებრივ კონტროლს ახორციელებენ პროფესიული კავშირები კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 242. პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის

თანამდებობის პირთ, რომლებსაც ბრალი მიუძღვით შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევაში, კოლექტიური ხელშეკრულებებითა და შრომის დაცვის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობაში ან პროფესიული კავშირების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში, ეკისრებათ პასუხისმგებლობა (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

თავი XVIII1

გარდამავალი დებულებანი

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის კანონი №219 – სსმ I, №12, 27.03.2000წ., მუხ.30

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1298– სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.25

    მუხლი 2421. გარდამავალი დებულებანი

1. „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დროებით შრომისუუნარობაზე დახმარებებს (საავადმყოფო ფურცელი) პირველი 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დამქირავებელი.

2. (ამოღებულია).

3.  „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეჩერებულ იქნეს ამ   კოდექსის  423 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. (ამოღებულია).

5. ამ კანონის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების  მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ამ კანონის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება შეჩერდეს 2008 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2000 წლის 10 მარტის კანონი №219 – სსმ I, №12, 27.03.2000წ., მუხ.30

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1298– სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.25

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1949 – სსმ I, №5, 19.02.2003წ., მუხ.28

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3207 – სსმ I, №33, 31.12.2003წ., მუხ.250

საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №59  – სსმ I, №13, 02.06.2004წ., მუხ.45

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №201  – სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.65

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №847  – სსმ I, №42, 31.12.2004წ., მუხ.222

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1863  – სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.294

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2471  – სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.412

თავი XIX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 243. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკების შრომის მოწესრიგების თავისებურებანი

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს:

ა) შეღავათები შრომის დარგში იმ მუშაკებისათვის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობის, ხე-ტყის მრეწველობის და სხვა ისეთი სახის სამუშაოზე, რომელიც მუშაობის სპეციალურ პირობებს მოითხოვს;

ბ) შრომის განსაკუთრებული პირობები სამსახურებრივი თავისებურებების გათვალისწინებით იმ მუშაკებისათვის, რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობენ.

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 244. მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობა, როდესაც ზიანის ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ღირებულებას

მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის ცალკეული სახეობის ქონებისა და სხვა ფასეულობების დატაცებით, განზრახ გაფუჭებით, დანაკლისით ან დაკარგვით მიყენებული ზიანის გამო, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ფაქტობრივი ოდენობა აღემატება მის ნომინალურ ოდენობას, განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 245. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

    მუხლი 246. (ამოღებულია)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

    მუხლი 247. ამ კოდექსით გათვალისწინებული ვადების გამოთვლა

1. ვადის გამოთვლა, რომელსაც ეს კოდექსი უკავშირებს შრომითი უფლებების და მოვალეობების აღმოცენებას და შეწყვეტას, იწყება იმ კალენდარული თარიღის მეორე დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია ვადის დასაწყისი.

2. წლებით, თვეებით, კვირეებით გამოსათვლელი ვადები მთავრდება უკანასკნელი წლის, თვის ან კვირის შესაბამის რიცხვში. ვადაში, რომელიც კალენდარული კვირეებით ან დღეებით განისაზღვრება, შედის არასამუშაო დღეებიც.

3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადის დამთავრების დღედ ითვლება უახლოესი მომდევნო სამუშაო დღე.

    მუხლი 2471. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1949 – სსმ I, №5, 19.02.2003წ., მუხ.28

    მუხლი 2472

2001 წლის 2 იანვარი გამოცხადდეს უქმე დღედ.

საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონი №719– სსმ I, №51, 30.12.2000წ., მუხ.156

    მუხლი 248

2000 წლის 1 აგვისტოდან „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეჩერებულ იქნეს ამ კოდექსის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ ორგანიზაციების მუშაკების მიმართ, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №481 – სსმ I, №30, 27.07.2000წ., მუხ.93

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691– სსმ I, №50, 27.12.2000წ., მუხ.147

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1973წ., მუხ.202

2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1974წ., მუხ.206

3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1977წ., მუხ.78

4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1977წ., მუხ.158

5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 31 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1980წ., მუხ.78

6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1980წ., მუხ.287

7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1982წ., მუხ.131

8. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1982წ., მუხ.320

9. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ოქტომბერი, 1983წ., მუხ.370

10. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 თებერვლის ბრძანებულება №2944 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, თებერვალი, 1985წ., მუხ.26

11. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986წ., მუხ.140

12. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №796 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივნისი, 1986წ., მუხ.146

13. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №83 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დანართი, ნოემბერი, 1986წ., მუხ.285

14. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულება №1030 –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, დეკემბერი, 1986წ., მუხ.311

15. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №1369– საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, ივლისი, 1987წ., მუხ.173

16. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №1455 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1987წ., მუხ.251

17. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 24 მარტის ბრძანებულება №1649 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.41

18. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №1667 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1988წ., მუხ.65

19. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 მაისის ბრძანებულება №2646 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1990წ., მუხ.109

20. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებულება №2832 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.264

21. საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი №94 –საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, დეკემბერი, 1990წ., მუხ.396

22. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.386

23. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 13 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.148

24. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 2 მარტის კანონი №164 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, მარტი, 1993წ., მუხ.37

25. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 13 აპრილის კანონი №214 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №6, აპრილი, 1993წ., მუხ.90

26. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი №630 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, დეკემბერ-მარტი, 1994-95წ., მუხ.503

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3-13

28. საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №583 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9-10, 15.03.1997წ., გვ.51

29. საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი №628 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15-16, 26.04.1997წ., გვ.5

30. საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი №1025 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №45, 21.11.1997წ., გვ.45

31. საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1070 –საქართველოს პარლამენტის უწყებები, №46, 03.12.1997წ., გვ.46

32. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1678 – სსმ I, №4, 20.11.1998წ., მუხ.38

33. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2086 – სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.115

34. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 – სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

35. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999წ., მუხ.253

36. საქართველოს 2000 წლის 10 მარტის კანონი №219 – სსმ I, №12, 27.03.2000წ., მუხ.30

37. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487– სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

38. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №481 – სსმ I, №30, 27.07.2000წ., მუხ.93

39. საქართველოს 2000 წლის 21 ნოემბრის კანონი №610– სსმ I, №42, 24.11.2000წ., მუხ.117

40. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691– სსმ I, №50, 27.12.2000წ., მუხ.147

41. საქართველოს 2000 წლის 29 დეკემბრის კანონი №719– სსმ I, №51, 30.12.2000წ., მუხ.156

42. საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1298– სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.25

43. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1313– სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.28

44. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1535– სსმ I, №21, 12.07.2002წ., მუხ.91

45. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1916 – სსმ I, №35, 30.12.2002წ., მუხ.164

46. საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1949 – სსმ I, №5, 19.02.2003წ., მუხ.28

47. საქართველოს 2003 წლის 22 აპრილის კანონი №2091 – სსმ I, №10, 24.04.2003წ., მუხ.56

48. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2141 – სსმ I, №11, 10.05.2003წ., მუხ.58

49. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2130 – სსმ I, №15, 04.06.2003წ., მუხ.99

50. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2470 – სსმ I, №21, 15.07.2003წ., მუხ.152

51. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2593 – სსმ I, №24, 20.08.2003წ., მუხ.178

52. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3207 – სსმ I, №33, 31.12.2003წ., მუხ.250

53. საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №59  – სსმ I, №13, 02.06.2004წ., მუხ.45

54. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №201  – სსმ I, №18, 09.07.2004წ., მუხ.65

55. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №847  – სსმ I, №42, 31.12.2004წ., მუხ.222

56. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1497  – სსმ I, №29, 21.06.2005წ., მუხ.181

57. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1863  – სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.294

58. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2471  – სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.412

59. ძალადაკარგულია – საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3132  – სსმ I, №23, 19.06.2006წ., მუხ.183

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო სახე)
ცვლილების დოკუმენტი
ცვლილების მიღების თარიღი: 25/05/2006
ცვლილების გამოქვეყნების თარიღი: 19/06/2006
საქართველოს შრომის კოდექსი
საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტი №3132