საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2003
დოკუმენტის სახე საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 10/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005933
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.933

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №341

2003 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დანართის თანახმად.

2. აღნიშნული ინსტრუქციის ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 13 მაისის №112 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ”.

3. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ვასილ გიგოლაშვილს.

4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

ინსტრუქცია

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ

 

ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია

1. ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსირდებიან საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, საბიუჯეტო სახსრების და სპეციალური შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუჯეტისა და სპეციალური შემოსავლების ხარჯთაღრიცხვის შესრულების, მათ შორის დამხმარე სოფლის და სასწავლო-საცდელ მეურნეობებში, საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოებში შესრულებული სამუშაოების, აგრეთვე სამეურნეო ხელშეკრულებებით შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და სხვა სპეციალური შემოსავლების ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოებს ერთიანი მეთოდოლოგიით ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ ანგარიშთა გეგმის შესაბამისად. ორგანიზაციებთან არსებული დამხმარე სოფლის მეურნეობები, რომლებიც გადაყვანილია სამეურნეო ანგარიშზე ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ სამეურნეო ორგანიზაციებისათვის დაწესებული საწარმოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმით და შესაბამისი ინსტრუქციებით.

3. საქართველოს სამინისტროები და უწყებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოსცემენ მეთოდურ მითითებებს და ინსტრუქციებს თავიანთი სისტემის ორგანიზაციებისათვის მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. საბიუჯეტო ორგანიზაციები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მემორიალურ-ორდერული ფორმით ან სხვა ფორმებით საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით.

5.საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯთანუსხების შესრულების ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტერია (ცენტრალიზებული ბუღალტერია), რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია (სამსახური) და არ შედის სხვა რომელიმე ქვედანაყოფის შემადგენლობაში. ბუღალტერიას ხელმძღვანელობს მთავარი ბუღალტერი (ან ბუღალტერი, თუ ორგანიზაციას საკუთარი საბუღალტრო ქვედანაყოფი, სამსახური არ გააჩნია).

აღრიცხვის ცენტრალიზაციის დროს მომსახურე ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს უნარჩუნდებათ ასიგნებათა განმკარგულებლის უფლებები, კერძოდ: დადონ ხელშეკრულებები საქონლის მიწოდებაზე და მომსახურების გაწევაზე, შრომითი ხელშეკრულებები სამუშაოს შესრულებაზე. დადგენილი წესით მიიღონ ავანსები სამეურნეო და სხვა საჭიროებისათვის, დართონ უფლება გასცენ ავანსები თავიანთ თანამშრომლებზე; ნება დართონ ხარჯების განაღდებაზე ხარჯთანუსხებით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში; ორგანიზაციების საჭიროებისათვის დაწესებული ნორმების შესაბამისად გახარჯონ მასალები, კვების პროდუქტები და სხვა მატერიალური ფასეულობები; დაამტკიცონ ანგარიშვალდებულ პირთა საავანსო ანგარიშები, ინვენტარიზაციის მასალები, მოძველებული და უვარგისი ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აქტები მოქმედი წესის შესაბამისად; გადაწყვიტონ ორგანიზაციათა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები. ცენტრალიზებული ბუღალტერია მის მომსახურებაში მყოფ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს წარუდგენს მათთვის საჭირო ცნობებს ხარჯთანუსხების შესრულების შესახებ იმ ვადებში, რაც დაწესებულია ცენტრალიზებული ბუღალტერიის მიერ ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.

6. საბიუჯეტო ორგანიზაციები სახელმწიფო სახსრებს ხარჯავენ მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ღონისძიებების შესრულების კვალობაზე, საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახსრების მაქსიმალური ეკონომიით. ბუღალტრულმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს სისტემატური კონტროლი ხარჯთანუსხების შესრულების მიმდინარეობაზე საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ანგარიშსწორების მდგომარეობაზე, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე.

7. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციების ხელმძღვანელს. იგი ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის, უზრუნველყოს ორგანიზაციების მუშაკთა ქვეგანყოფილებებისა და სამსახურების მიერ მთავარი ბუღალტრის (ბუღალტრის) მოთხოვნების შესრულება დოკუმენტებისა და მონაცემების გაფორმებისა და სააღრიცხვო სამსახურებისათვის წარდგენის ნაწილში.

8. ბუღალტერიის მოვალეობაში შედის:

-საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა ამ ინსტრუქციისა და ცალკეულ მითითებათა შესაბამისად;

-წინასწარი კონტროლის განხორციელება საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე;

-კონტროლი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯთანუსხის შესაბამისად დადგენილი წესით მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;

-სპეციალური შემოსავლებისა და სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრების ოპერაციების აღრიცხვა;

-მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასების, სასწავლო ორგანიზაციათა მოსწავლეების სტიპენდიების დარიცხვა და დროულად გაცემა;

-ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა თავისდროული წარმოება;

-ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროული განსაზღვრა და აღრიცხვაში მისი ასახვა;

-ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა;

-ხარჯთანუსხების და მათთან დაკავშირებული გაანგარიშებების შედგენა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებთან მათი შეთანხმება;

-კონტროლის დაწესება მატერიალური ფასეულობების დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;

-ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება.

9. მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) განსაზღვრავს ბუღალტერიის მუშაკთა სამსახურებრივ მოვალოებებს ისე, რომ თითოეულმა მუშაკმა იცოდეს თავისი ვალდებულება და აგებდეს პასუხს მათი შესრულებისათვის.

მთავარი ბუღალტრის (ბუღალტრის) მოთხოვნა საჭირო დოკუმენტების და ცნობების გაფორმების წესის და ბუღალტერიაში წარდგენის ნაწილში, სავალდებულოა ორგანიზაციების ყველა დანაყოფისა და სამსახურის მუშაკისათვის, ხოლო აღრიცხვის ცენტრალიზაციისას ყველა მომსახურებული ორგანიზაციებისათვის.

10. ცალკეულ საბიუჯეტო ორგანიზაციათა შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფები, აგრეთვე ცენტრალიზებული ან ცენტრალური ბუღალტერიების მომსახურებაში მყოფი ორგანიზაციები ვალდებული არიან დროულად გადასცენ ბუღალტერიას საბუღალტრო აღრიცხვისა და კონტროლისათვის აუცილებელი დოკუმენტები: ამონაწერები ბრძანებებიდან და განკარგულებებიდან, ხარჯთანუსხები, აგრეთვე ხელშეკრულებები, ნორმატივები და სხვ.

11. ორგანიზაციებში ყველა ბუღალტრულ საბუთს, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტის, სპეცშემოსავლების ხარჯთანუსხების შესრულებასთან, ხელს აწერს ორგანიზაციების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე და მთავარი ბუღალტერი ან მისი მოადგილე.

ბანკის საბუთებს (ჩეკებს და საგადასახადო დავალებებს), აგრეთვე სალაროს გასავლის ორდერებს და ხელფასის საგადასახდელო (საანგარიშსწორებო-საგადასახდელო) უწყისებს, ხელს აწერს ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი (ან მისი მოადგილე, ბუღალტერი) ან მათი შემცვლელი პირები.

სალაროს შემოსავლის ორდერებს ხელს აწერს მთავარი ბუღალტერი (მისი მოადგილე) ან ბუღალტერი და მოლარე.

12. საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში ჩანაწერის შეტანის საფუძველია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, რომლებიც აღნუსხავენ სამეურნეო ოპერაციის შედგენის ფაქტს.

პირველად საბუთებში უნდა აღინიშნოს შემდეგი რეკვიზიტები: დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, განზომილება (რაოდენობრივ და ღირებულებით გამოსახულებაში), სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, ოპერაციის ჩატარებისა და სწორად გაფორმებისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც გამომდინარეობს ოპერაციის შინაარსიდან და მონაცემების ტექნოლოგიური დამუშავების თავისებურებებიდან.

პირველადი დოკუმენტები შედგენილ უნდა იქნეს სამეურნეო ოპერაციის მოხდენის მომენტში, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისთანავე. პირველადი დოკუმენტების დროული შედგენა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ ვადებში.

13. საბუთები, რომლებიც წარმოადგენენ აღრიცხვის რეგისტრებში ჩაწერის საფუძველს, ბუღალტერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს თავისდროულად. ფულადი სახსრებისა დასასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შენახვაზე პასუხისმგებელ პირებთან იდება წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ დადგენილი წესით.

14. ბუღალტერიაში შემოსული პირველადი საბუთები ექვემდებარებიან აუცილებელ შემოწმებას, როგორც ფორმის მიხედვით (პირველადი საბუთების სისრულე და გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების შევსება), ასევე შინაარსის მიხედვით (გაფორმებული ოპერაციების კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური შესაბამისობა).

საბუთებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე პირველადი საბუთების თავისდროული და ხარისხიანად შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ საბუთების შემდგენი და ხელისმომწერი პირები.

15. შემოწმებული და აღსარიცხავად მიღებული საბუთები სისტემატიზირდება ოპერაციების მოხდენის (ქრონოლოგიური წესით) და ფორმდება მემორიალური ორდერებით-დამაგროვებელი უწყისებით, რომლებსაც მიეკუთვნება შემდეგი მუდმივი ნომრები:

მემორიალური ორდერი 1 – სალაროს ოპერაციების დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 2 – ხაზინაში ან ბანკში მიმდინარე ანგარიშებზე სახსრების მოძრაობის დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 3 ხაზინაში ან ბანკში სპეციალური შემოსავლების ანგარიშებზე სახსრების მოძრაობის დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 4 – ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკებით ანგარიშსწორებათა დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 5 – ხელფასებისა და სტიპენდიების საანგარიშსწორებო უწყისების ნაერთი;

მემორიალური ორდერი 6 – სხვადასხვა და ორგანიზაციებთან ანგარიშსწორებათა დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 7 – გეგმური გადასახდელების წესით ანგარიშსწორებათა დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 8 – ანგარიშვალდებულ პირებთან ანგარიშსწორებათა დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 9 – ძირითადი საშუალებების გასავლისა და გადაადგილების დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 10 – მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების გასვლისა და გადაადგილების დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 11 – კვების პროდუქტების შემოსვლის დამაგროვებელი უწყისების ნაერთი;

მემორიალური ორდერი 12 – კვების პროდუქტების ხარჯვის დამაგროვებელი უწყისების ნაერთი;

მემორიალური ორდერი 13 – მასალების ხარჯვის დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 14 – სპეციალური შემოსავლების დარიცხვის დამაგროვებელი უწყისი;

მემორიალური ორდერი 15 – ბავშვების შენახვისათვის მშობლებთან ანგარიშსწორებათა უწყისების ნაერთი;

სამეურნეო ოპერაციებზე, რომლებიც არ აისახებიან 1-15 მემორიალ-ორდერებში, აგრეთვე სტორნირებულ ჩანაწერებზე, შედგება ზოგადი სახის მემორიალ-ორდერები დაწყებული მე-16 ნომრიდან.

დაწესებულებებში, რომლებშიც ოპერაციების მოცულობის მიხედვით არ არის საჭირო დამაგროვებელი უწყისების შედგენა, ანგარიშთა კორესპონდენცია კეთდება ცალკეული ზოგადი სახის მემორიალურ ორდერზე ზემოაღნიშნული შესაბამისი ნომრების მიკუთვნებით.

ცალკეული მემორიალური ორდერი შედგება ოპერაციის მოხდენის კვალობაზე, მაგრამ არა უგვიანეს მეორე დღისა (პირველადი საბუთების მიღებიდან), როგორც ცალკეული საბუთების საფუძველზე, ისე ერთგვაროვანი საბუთების ჯგუფის საფუძველზე. სუბანგარიშების კორესპონდენცია მემორიალურ ორდერებში ჩაიწერება ოპერაციის ხასიათის მიხედვით ერთი სუბანგარიშის დებეტში და მეორე სუბანგარიშის კრედიტში ან ერთი სუბანგარიშის დებეტში და რამდენიმე სუბანგარიშის კრედიტში, პირიქით, ერთი სუბანგარიშის კრედიტში და რამდენიმე სუბანგარიშის დებეტში.

მემორიალურ ორდერებს ხელს აწერს მთავარი ბუღალტერი ან მისი მოადგილე და შემსრულებელი, ხოლო აღრიცხვის ცენტრალიზაციისას – აგრეთვე აღრიცხვის ჯგუფის ხელმძღვანელი.

16. ყველა მემორიალური ორდერი ტარდება "ჟურნალ-მთავარ" დავთარში. აღრიცხვა "ჟურნალ-მთავარ" დავთარში, როგორც წესი, წარმოებს სუბანგარიშების მიხედვით ან მთავარი ანგარიშების მიხედვით.

"ჟურნალ-მთავარი" დავთარი იხსნება წლის დასაწყისში გასული წლის დასკვნითი ბალანსის მონაცემების გადმოტანით საწყისი ნაშთების სახით. მასში ჩანაწერები წარმოებს თვის ბოლოს მემორიალური ორდერებიდან ან დამაგროვებელი უწყისებიდან მემორიალური ორდერების თანხა ჩაიწერება ჯერ სვეტში "თანხა ორდერის მიხედვით", ხოლო შემდეგ შესაბამისი სუბანგარიშების დებეტსა და კრედიტში. თვიური ბრუნვის თანხა ყველა სუბანგარიშის მიხედვით, როგორც დებეტით, ისე კრედიტით უნდა უდრიდეს სვეტის "თანხა ორდერის მიხედვით" ჯამს. მეორე სტრიქონით თვიური ბრუნვის შემდეგ გამოიყვანება ნაშთი მომდევნო თვის დასაწყისისათვის ყოველი სუბანგარიშის მიხედვით.

17. ანალიზური აღრიცხვა წარმოებს აღრიცხვის რეგისტრებში (დავთრებში, ბარათებში, დამაგროვებელ უწყისებში და სხვა). აღრიცხვის რეგისტრებში ჩანაწერების წესი მოცემულია ამ ინსტრუქციის შესაბამის განყოფილებებში რეგისტრების ფორმები მოცემულია ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული დოკუმენტაციის ფორმების ალბომში, ხოლო მანქანოგრამებისა-ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამებში.

18. ბუღალტრულ დავთრებში ჩაწერის დაწყებამდე ინომრება ყველა გვერდი (ფურცელი). სალაროს დავთარს შრომის წიგნაკების, ბანკების შემოსვლა-გასავლის და მისი ჩანართების აღრიცხვის დავთარს, გარდა ამისა, გაეყრება ზონარი და დაესმება ლუქის ბეჭედი. ყოველ დავთარს დაეწერება დაწესებულების დასახელება და წელი, რომელზედაც გახსნილია დავთარი.

ბარათები (გარდა ძირითადი საშუალებებისა) რეგისტრირდება შესაბამისი ფორმის ბარათების რეესტრში, რომელიც იწარმოება ყოველი ანგარიშისათვის ცალკე. ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ბარათები ტარდება ძირითად საშუალებათა აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში.

ბარათები ინახება კართოთეკებში, რომლებშიც ისინი დალაგდება სუბანგარიშების მიხედვით მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე შიდა დანაწილებით, ხოლო ცენტრალიზებულ ბუღალტერიებში მომსახურებულ დაწესებულების მიხედვითაც.

მასალების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების და სხვათა აღრიცხვის საბუთები ბარდება არქივს აკინძული სახით ბარათების რეესტრებთან, რეგისტრებთან და სხვა ბუღალტრულ საბუთებთან ერთად. ასეთივე ვადებში ჩაბარდება არქივს წლის განმავლობაში გასული ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ბარათები.

ძირითადი საშუალებების აღრიცხვის საინვენტარო ბარათების აღწერა არქივს ჩაბარდება მაშინ, როცა მასში არის აღნიშვნა ბოლო საინვენტარო ბარათებით ინვენტარის ჩამოწერის შესახებ. არქივში საინვენტარო ბარათების აღწერის გარეშე ჩაბარებისას, ისინი ჩაიწერება ცალკეულ უწყისში, რომელშიაც ჩაიწერება ჩამოწერილი ინვენტარის ბარათის ნომერი და დასახელება.

ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრებში ჩაწერა წარმოებს პირველადი საბუთებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა მათი მიღებიდან.

ყოველი თვის დამთავრებისას ანალიზური აღრიცხვის ბარათებში ჯამდება ბრუნვის თანხები და გამოიყვანება ნაშთები სუბანგარიშების მიხედვით.

19. მომდინარე წლის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში აღმოჩენილი შეცდომების გასწორება წარმოებს შემდეგი წესით:

ა) მოცემულ საანგარიშო პერიოდში აღმოჩენილი შეცდომა ბუღალტრული ბალანსის წარდგენის მომენტამდე, რომელიც არ მოითხოვს მემორიალური ორდერის მონაცემების შეცვლას, სწორდება არასწორი თანხისა და ტექსტის წვრილი ხაზით გადახაზვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს გადახაზულის წაკითხვა. გადახაზულის ზემოდან დაიწერება შესწორებული ტექსტი და თანხა, იმავდროულად იქვე, შესაბამისი სტრიქონის მინდორზე მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით კეთდება წარწერა "შესწორებულია".

ბ) ბუღალტრული ბალანსის წარდგენამდე აღმოჩენილი შეცდომითი ჩანაწერი, რომელიც გამოწვეულია მემორიალურ ორდერში დაშვებული შეცდომით, ამ შეცდომის ხასიათის მიხედვით შესწორდება დამატებითი მემორიალური ორდერით ან "წითელი სტორნოს" წესით; ასეთივე წესით სწორდება შეცდომები, როცა ბალანსი უკვე წარდგენილია. შეცდომების გასწორების დამატებითი ბუღალტრული ჩანაწერები, აგრეთვე "წითელი სტორნოს" ხერხით შესწორებები ფორმდება მემორიალური ორდერებით, რომლებშიც ჩვეულებრივი რეკვიზიტების გარდა კეთდება მითითება იმ მემორიალური ორდერის ნომერსა და თარიღზე, რომელიც სწორდება მოცემული მემორიალური ორდერით.

20. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის ანგარიშებში ბუღალტრული ჩანაწერების სისწორის კონტროლის მიზნით დგება ბრუნვათა უწყისები ანალიზური ანგარიშების ყოველი ჯგუფისათვის, რომლებიც გახსნილია შესაბამის სინთეზურ ანგარიშებთან. ბრუნვათა უწყისების თითოეული ანალიზური ანგარიშის ბრუნვები და ნაშთები შეუდარდება "ჟურნალ-მთავარი" დავთრის შესაბამისი სუბანგარიშების ბრუნვის ჯამებს და ნაშთებს.

ბრუნვათა უწყისები დგება ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების მიხედვით – ყოველკვარტალურად. ბრუნვათა უწყისში საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერები შეიძლება იწარმოოს რამოდენიმე წლის განმავლობაში.

21. წლის დასაწყისში ბუღალტრულ რეგისტრებში სინთეზური და ანალიზური ანგარიშების მიხედვით ჩაიწერება საწყისი თანხების ნაშთები გასული წლის დასკვნითი ბალანსიდან და სააღრიცხვო რეგისტრებიდან.

თუ ზემდგომი ორგანიზაციის მიერ წლიური ანგარიშგების დამტკიცებისას ან საფინანსო ორგანოს მიერ წლიური ანგარიშგების მიღებისას დასკვნით ბალანსში შეტანილია შესწორებები, მაშინ შესაბამისი წერილობითი განკარგულების საფუძველზე ეს შესწორებები შეიტანება როგორც გასული წლის რეგისტრებში (ბუღალტრული ჩანაწერის შესწორების გზით), ისე მიმდინარე წლის რეგისტრებში (დაწყებითი ნაშთების შეცვლის გზით).

22. ყოველი თვის გასვლის შემდეგ ყველა მემორიალური ორდერი, მემორიალური ორდერი –დამაგროვებელი უწყისი შესაბამის საბუთებთან ერთად დალაგდება ქრონოლოგიური წესით და აიკინძება. საბუთების სიმცირის შემთხვევაში შესაძლებელია სამი თვის საბუთები ერთად აიკინძოს ერთ საქაღალდეში. ყდაზე დაეწერება: დაწესებულების დასახელება; საქმის დასახელება და რიგითი ნომერი; საანგარიშო პერიოდი (წელი და თვე); მემორიალური ორდერების დაწყებითი და უკანასკნელი ნომერი;

23. პირველადი საბუთების, აღრიცხვის რეგისტრების, ბუღალტრული ანგარიშგებისა და ბალანსების შენახვას, გაფორმებას და მათი არქივზე გადაცემას უზრუნველყოფს მთავარი ბუღალტერი.

პირველადი საბუთები, აღრიცხვის რეგისტრები, ბუღალტრული ანგარიშები და ბალანსები არქივში მათ გადაცემამდე უნდა ინახებოდეს ბუღალტერიაში სპეციალურ სათავსოებში ან დაკეტილ კარადებში იმ პირის პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელსაც მიცემული აქვს რწმუნება მთავარი ბუღალტრის მიერ.

24. დაწესებულების ბუღალტრულ არქივში საქმეები ინახება დაწესებული ვადის განმავლობაში. შენახვის ვადების გასვლის შემდეგ დადგენილი წესით საქმეები ბარდება შესაბამის სახელმწიფო არქივს. საბუთები, რომლებიც ადასტურებენ არქივში საქმეების ჩაბარებას, მუდმივად ინახება ბუღალტერიაში.

25. დაწესებულებათა პირველადი საბუთების, აღრიცხვის რეგისტრების, ბუღალტრული ანგარიშგებისა და ბალანსების ამოღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოკვლევების, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს მიერ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად ამ ორგანოების მიერ დადგენილებათა საფუძველზე. ამოღება ფორმდება ოქმით, რომლის ასლი ხელწერილის ქვეშ ბარდება დაწესებულების შესაბამის თანამდებობის პირს.

დაწესებულების შესაბამის თანამდებობის პირს საბუთის ამომღები ორგანოების წარმომადგენელთა ნებართვითა და თანდასწრებით შეუძლია გადაიღოს ამოსაღები საბუთების ასლები, მათი ამოღების საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით.

საბუთების გაუფორმებელი ტომების (შეუკერავი, დაუნომრავი და ა.შ.) ამოღების შემთხვევაში ამომღები ორგანოების წარმომადგენელთა ნებართვით და თანდასწრებით, დაწესებულებათა შესაბამის თანამდებობის პირებს შეუძლიათ გააფორმონ ეს ტომები (გააკეთონ აღწერა, დანომრონ ფურცლები, გაუყარონ ზონარი, დაბეჭდონ, დაამოწმონ თავიანთი ხელმოწერით და ბეჭდით).

26. პირველადი საბუთების დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი ბრძანებით დანიშნავს დაკარგვის ან განადგურების მიზეზების გამომკვლევ კომისიას. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევენ საგამომძიებლო ორგანოების, დაცვისა და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის წარმომადგენლებს. კომისიის მუშაობის შედეგები ფორმდება აქტით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

27. მატერიალური ფასეულობები და ფულადი სახსრები, აგრეთვე დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებანი ექვემდებარება ინვენტარიზაციას დადგენილი წესით.

28. საბიუჯეტო დაწესებულებები პერიოდულ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშგებას წარადგენენ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის 70 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების" შესაბამისად.

29. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის და ანგარიშგების შესადგენად საჭირო ინსტრუქციებით, რეგისტრებითა და პირველადი აღრიცხვის საბუთების ბლანკებით საბიუჯეტო დაწესებულებების უზრუნველყოფა ხორციელდება საკუთარი სახსრების ხარჯზე.

30. საბიუჯეტო დაწესებულებები ხარჯთანუსხების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისათვის იყენებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის 3 ბრძანებით დამტკიცებულ ბუღალტრული აღრიცხვის ქვემოთ მოყვანილ ანგარიშთა გეგმას:

 

 

 

საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა

 

სინთეზური ანგარიშის დასახელება

სინთეზური ანგარიშის ნომერი

სუბანგარიშების დასახელება

სუბანგა-

რიშის ნომერი

1

2

3

4

 

 

ძირითადი საშუალებები

 

 

 

 

 

01

 

 

 

 

 

 

 

 

განაყოფი I. ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები

 

 

შენობები.........................................................................

ნაგებობები .................................................................

გადამცემი მოწყობილობები ........................................

მანქანები და მოწყობილობები .................................

მიწის ნაკვეთები ........................................................

სატრანსპორტო საშუალებები .....................................

ინსტრუმენტები და სამეურნეო ინვენტარი.........................................................................

მუშა და პროდუქტიული პირუტყვი ...........................

საბიბლიოთეკო ფონდები ........................................

სხვა ძირითადი საშუალებანი ....................................

 

 

 

 

 

010

011

012

013

014

015

 

016

017

018

019

 

ძირითადი

საშუალებების და არამატერიალური აქტივების ცვეთა

 

 

02

 

ძირითადი საშუალებების ცვეთა .................................

არამატერიალური აქტივების ცვეთა ................................

 

 

020

 021

არამატერიალური აქტივები

 

 

 

 

 

03

 

 

 

არამატერიალური აქტივები ..........................

 

 

030

 

 

ნაკეთობანი და პროდუქცია

 

 

 

 

04

 

განაყოფი II. მატერიალური მარაგები

 

საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობები ..................................................

დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქცია ...................................................

 

 

 

 

040

 

041

 

მოწყობილობა, სამშენებლო მასალები და მასალები სამეცნიერო კვლევისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

05

 

დასადგმელი მოწყობილობა ........................................

სამშენებლო მასალები კაპიტალური მშენებლობისათვის .........................................................

ხანგრძლივი გამოყენების მასალები სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული ცდებისათის ..............................

სპეცმოწყობილობა სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის...................................

 

 

050

 

051

 

052

 

053

 

მასალები და კვების პროდუქტები

 

 

 

06

 

 

მასალები სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის ...............................................................

კვების პროდუქტები .....................................................

მედიკამენტები და შესახვევი საშუალებანი....

სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები ...................................................................

სათბობი, საწვავი და საცხები მასალები ....................

საკვები და ფურაჟი ....................................................

მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვი ...............................................................................

სხვა მასალები ..........................................................

მასალები გზაში .........................................................

მანქანებისა და მოწყობილობათა სათადარიგო ნაწილები ..............................................

 

 

 

 

060

061

062

 

063

064

065

 

066

067

068

 

069

 

 

 

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები

 

 

 

 

07

განაყოფი III. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები

 

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები საწყობში .......................................................

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები ექსპლოატაციაში ..............................................................

 

 

 

 

070

 

071

 

 

 

დანახარჯები წარმოებაზე და სხვა მიზნებისათვის

 

 

 

 

 

 

08

განაყოფი IV. დანახარჯები წარმოებაზე და სხვა მიზნებისათვის

 

საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების დანახარჯები ....................................................................

დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის დანახარჯები ...................................................................

დანახარჯები სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე ...........................................

დანახარჯები ექსპერიმენტალურ მოწყობილობათა დამზადებაზე ..........................................

დანახარჯები მასალების დამზადებასა და გადამუშავებაზე .....................................................................

 

 

 

 

 

080

 

081

 

082

 

083

 

084

 

 

 

მიმდინარე ანგარიშები ცენტრალური ბიუჯეტით

 

 

 

 

09

განაყოფი V. ფულადი სახსრები

 

ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის ...........................................

ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე და სხვა ღონისძიებებისათვის გადასაგზავნად .....................................................

 

 

 

 

090

 

 

091

 

მიმდინარე ანგარიშები ადგილობრივი ბიუჯეტით

 

 

 

 

10

 

ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის ან მიმდინარე ანგარიში ბანკში ..........................................................

მიმდინარე ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და სხვა ღონისძიებებზე გადასაგზავნად .......................................................................

 

 

 

 

100

 

 

101

 

სპეციალური შემოსავლების ანგარიშები

 

 

11

 

ხაზინაში სპეციალური შემოსავლების ანგარიში

სპეციალური შემოსავლების მიმდინარე ანგარიში ............................................

სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრების მიმდინარე ანგარიში .................................................................

სავალუტო ანგარიში .....................................

 

 

110

 

111

 

112

114

 

სალარო

12

სალარო .........................................................

 

120

 

სხვადასხვა ფულადი საშუალებები

 

 

13

 

აკრედიტივები ..........................................................

ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკები ...........................

ფულადი დოკუმენტები ..............................................

ფულადი საშუალებები გზაში ...............................

ფინანსური დაბანდებები .........................................

 

 

130

131

132

133

134

 

 

შიდაუწყებრივი ანგარიშსწორებანი დაფინანსებით და დაკრედიტებით ხაზინის მეშვეობით

 

 

 

 

 

14

განაყოფი VI. ანგარიშსწორებანი დაფინანსებით და დაკრედიტებით

 

ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი დაწესებულების და სხვა ღონისძიებების ხარჯებისათვის ............................................................

სხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი .....................................................................

ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დაფინანსებით ანგარიშსწორებანი ...............................................

ანგარიშსწორებანი დაკრედიტებით დაფარვის გამოკლებით ..............................................

 

 

 

 

 

 

140

 

141

 

142

 

143

 

 

ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან, მოიჯარეებთან და დამკვეთებთან შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახუ-რეობისათვის

 

 

 

 

 

15

განაყოფი VII. ანგარიშსწორებანი

 

ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან ...............................................................................

ანგარიშსწორებანი საბიუჯეტო თემატიკით შეკვეთილი საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებათა ნაწილობრივი ანაზღაურებით ........................................................................

ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან სპეციალური შემოსავლებით შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის ...................................................

ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან გასანაღდებელ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე ...........................................................................

ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან ავანსით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის ..........................................................................................

ანგარიშსწორებანი მოწვეულ პირებთან სახელშეკრულებო სამუშაოების შესრულებისათვის ........................................

ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან ................................................................................

 

 

 

150

 

 

152

 

 

153

 

 

154

 

 

155

 

156

 

157

 

ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან

16

ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ

პირებთან .......................................

ანგარიშსწორებანი მივლინებით ქვეყნის

 შიგნით ...........................................................

ანგარიშსწორებანი მივლინებით

საზღვარგარეთ ..............................................

160

 

 

161

 

162

 

 

ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან

 

17

ანგარიშსწორებანი დანაკლისებით ............................

ანგარიშსწორებანი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან .......................................................

ანგარიშსწორებანი გადასახდელთა სპეციალური სახეებით ..................................................

ანგარიშსწორებანი ბიუჯეტთან .....................................

ანგარიშსწორებანი დეპოზიტური და დავალებათა თანხებით ..................................................

ანგარიშსწორებანი სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასთან ...........................................

ანგარიშსწორებანი ბანკის მომსახურებისათვის ....................................................................

ანგარიშსწორებანი დეპონენტებთან ............................

ანგარიშსწორებანი სხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან ........................................................

ანგარიშსწორებანი გეგმური გადასახადელებით ....................................................

 

170

 

171

 

172

173

 

174

 

175

 

176

177

 

178

 

179

 

ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან და სტიპენდიატებთან

 

 

 

 

 

 

 

18

 

ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ......................................................................................

ანგარიშსწორებანი სტიპენდიატებთან ............................

ანგარიშსწორებანი კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის ...............................................................

ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკებში

ანაბრების ანგარიშებზე უნაღდო გადარიცხვებით ..........................................................................

ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ნებაყოფლობითი დაზღვევით .....................................

ანგარიშსწორებანი პროფკავშირებთან ..............................................................................

ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკის სესხებით ...........................................................

ანგარიშსწორებანი აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით ..........................................................

სხვა ანგარიშსწორებანი შესრულებული სამუშაოებისათვის

 

 

180

181

182

 

183

 

 

184

 

185

 

186

 

187

 

189

 

ანგარიშისწორებანი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფით და სოციალური დაცვით

 

 

 

 

 

 

 

19

 

ანგარიშსწორებანი პენსიებისა და დახმარებების გაცემით

ანგარიშსწორებანი ზედმეტად გაცემული პენსიებისა და დახმარებების ამოღებით .......................................................................

ანგარიშსწორებანი მოსახლეობის დასაქმების ფონდთან ........................................................

 

 

191

 

 

192

 

193

 

 

 

ბიუჯეტის ხარჯები

 

 

 

20

განაყოფი VIII. ხარჯები

 

ბიუჯეტის ხარჯები დაწესებულებების შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის ...........................................

ხარჯები სხვა ბიუჯეტის ანგარიშით ...........................

კაპიტალური ხარჯები .................................................

ხარჯები შიდა დაკრედიტებისათვის .............................

ხარჯები საგარეო დაკრედიტებისათვის ......................

 

 

 

200

201

202

203

204

 

 

სხვა ხარჯები

 

21

 

გადასანაწილებელი ხარჯები ...............................................

სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული ხარჯები ................................................................................

სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები ......................................................

ხარჯები სხვადასხვა სახსრებით ...................................

საწარმოო საქმიანობიდან მიღებული სახსრებიდან გაწეული ხარჯები ...............................................

 

 

210

 

211

 

212

213

 

214

 

 

 

დაფინანსება

 

 

23

განაყოფი IX. დაფინანსება

 

ბიუჯეტიდან დაფინანსება დაწესებულების და სხვა ღონისძიებათა ხარჯებისათვის ............................

ბიუჯეტიდან დაფინანსება კაპიტალური ხარჯებისათვის ..............................................................

დაფინანსება სხვა ბიუჯეტებიდან ...................................

დაფინანსება საპენსიო ფონდიდან პენსიებისა და დახმარებების გასაცემად ...............................................

მშობელთა შენატანები საბავშვო დაწესებულებათა შესანახად ...............................................

დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით ..............................

 

 

 

 

230

 

231

232

 

234

 

236

237

 

 

ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები

 

 

 

 

 

24

განაყოფი X. ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები

 

მატერიალური წახალისების ფონდი ...........................

წარმოებისა და სოციალური განვითარების ფონდი ......................................................................

ბანკის კრედიტები ................................................

 

 

 

 

240

 

241

242

 

ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ფონდები

 

25

 

ძირითადი საშუალებების ფონდი ................................

არამატერიალური აქტივების ფონდი .........................

 

 

250

251

 

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი

 

 

26

 

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი ..............................................................................

 

 

 

260

 

 

პროდუქციის ნაკეთობათა და შესრულებულ სამუშაოთა რეალიზაცია

 

 

28

განაყოფი XI. პროდუქციის რეალიზაცია

 

საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობათა რეალიზაცია .................................................

დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია ....................................................

ხელშეკრულებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეალიზაცია ...........................................................

 

 

 

 

280

 

281

 

282

 

 

შემოსავლები

 

 

 

40

განაყოფი XII. შემოსავლები

 

სპეციალური შემოსავლები ..............................................

პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლების საწარმოო საქმიანობიდან შემოსავლები ...............................

შემოსავლები ფასიანი სწავლებიდან ..............................

 

 

400

 

402

403

 

მოგება და ზარალი

41

მოგება და ზარალი ........................................

410

 

 

 

ბალანსგარეშე ანგარიშები

 

იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები ...............................................................................

პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები .......................................................

მკაცრი აღრიცხვის ბლანკები ...................................

გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება ....................................................

მოსწავლეთა და სტუდენტთა დავალიანება დაუბრუნებელი მატერიალური ფასეულობის გამო ..................................................................................

გარდამავალი სპორტული პრიზები და თასები ............................................................................

სამხედრო ტექნიკის სასწავლო საგნები ......................

მატერიალური ფასეულის ან მოსაკრებელის ღირებულება გადახდილი სხვა იურიდიულ ან ფიზიკურის მიერ.

 

 

 

 

01

 

02

03

 

04

 

 

05

 

06

07

 

08

 

 

 

საბიუჯეტო სახსრებისა და სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხების შესრულების ოპერაციების აღრიცხვა

განაყოფი I. ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები

31. ამ განაყოფში აღირიცხება დაწესებულებების კუთვნილი ყველა ძირითადი საშუალება, მათ შორის, იჯარით გაცემულიც.

ძირითადი საშუალებების ბუღალტრულმა აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს ძირითადი საშუალებების შემოსვლის, დაწესებულების შიგნით მათი გადაადგილების და გასვლის სწორი დოკუმენტური გაფორმება და აღრიცხვის რეგისტრებში თავისდროული ასახვა, აგრეთვე კონტროლი თითოეული ობიექტის (საგნის, კომპლექტის) შენახვაზე და სწორ გამოყენებაზე.

ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება მატერიალურ-ნივთობრივი ფასეულობანი, რომელიც მოცემულ დაწესებულებას ემსახურება ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე და მისი ღირებულება შეადგენს 150 ლარზე მეტს: შენობები, ნაგებობები, გადამცემი მოწყობილობები, მუშა და ძალოვანი მანქანები და მოწყობილობები, საზომი და მარეგულირებელი ხელსაწყოები და მოწყობილობანი, გამომთვლელი ტექნიკა, კომპიუტერები, სატრანსპორტო საშუალებები, ხელსაწყოები, საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი და კუთვნილებანი, მუშა და პროდუქტიული პირუტყვი, მიწის ნაკვეთები, საბიბლიოთეკო ფონდები და სხვა ძირითადი საშუალებები.

ძირითად საშუალებებს მიეკუთვნებიან აგრეთვე კაპიტალური დანახარჯები მრავალწლიან ნარგავებზე, მიწის გაუმჯობესებაზე (მელიორაციული და საირიგაციო სამუშაოები და სხვა), იჯარით აღებულ შენობებზე, ნაგებობებზე და სხვა ობიექტებზე.

კაპიტალური დანახარჯები მრავალწლიან ნარგავებზე, მიწის ნაკვეთების გაუმჯობესებაზე ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში აისახება ყოველწლიურად იმ დანახარჯების ოდენობით, რომელიც გაწეულ იქნა ფასეულობათა ექსპლუატაციაში მიღების დროს, მიუხედავად მთელი სამუშაო კომპლექსის დამთავრებისა.

იჯარით აღებულ შენობებზე, ნაგებობებზე, მოწყობილობებზე და სხვა ობიექტებზე და ძირითად საშუალებებზე გაწეული დამთავრებული კაპიტალური დანახარჯები მოიჯარის მიერ შეიტანება საკუთარ ძირითად საშუალებებში ფაქტობრივი ხარჯების თანხით, თუ საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ძირითად საშუალებებს არ მიეკუთვნება და აღირიცხება მცირეფასიან და სწრაფცვეთად საგნებში, საგნები, რომელიც მოცემულია ამ ინსტრუქციის 87-ე პუნქტში.

32. ძირითადი საშუალებების აღრიცხვისათვის განკუთვნილია ანგარიში 01 "ძირითადი საშუალებები", რომელიც იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

010 "შენობები";

011 "ნაგებობები";

012 "გადამცემი მოწყობილობები";

013"მანქანები და მოწყობილობები";

014 "მიწის ნაკვეთები";

015 "სატრანსპორტო საშუალებები";

016"ხელსაწყოები და სამეურნეო ინვენტარი";

017 "მუშა და პროდუქტიული პირუტყვი";

018"საბიბლიოთეკო ფონდები";

019"სხვა ძირითადი საშუალებები";

33. 010 სუბანგარიშზე "შენობები", ცალკეული ჯგუფების მიხედვით აღირიცხება:

1. საწარმოო-სამეურნეო დანიშნულების შენობები, რომლებიც დაკავებულია მმართველობის ორგანოების, სოციალურ-კულტურული (სასწავლო დაწესებულებათა, საავადმყოფოების, პოლიკლინიკების და ამბულატორიების, ღრმად მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატების, საბავშვო დაწესებულებათა, ბიბლიოთეკების, კლუბების, მუზეუმების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების და სხვათა შენობები) და სხვა დაწესებულებების მიერ.

2. შენობები, რომლებიც განკუთვნილია საცხოვრებლად (რომლებშიც საცხოვრებელი სასარგებლო ფართობი შეადგენს მთლიანი სასარგებლო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის არანაკლებ 50 პროცენტს).

34. 011 სუბანგარიშზე "ნაგებობები" აღირიცხება: წყალსაქაჩები, სტადიონები, აუზები, გზები, ხიდები, ძეგლები, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი ბაღების ღობეები და სხვა.

35. 012 სუბანგარიშზე "გადამცემი მოწყობილობები" აღირიცხება: ელექტროგადამცემი, სატრანსმისიო და მილგვაყვანილობის ხაზები ყველა შუალედური მოწყობილობებით, რომლებიც საჭიროა ენერგიის ტრანსფორმაციისა (გარდაქმნისა) და გადაცემისათვის და მილგაყვანილობით თხევადი და გაზისებრ ნივთიერებათა მომხმარებლამდე გადასაცემად.

 შენიშვნა: ელექტროსადგურების, გაზკომპრესორული, საქაჩავი და სხვა სადგურების შენობები აღირიცხება

010 სუბანგარიშზე,ხოლო მათში არსებული მოწყობილობები – 013 სუბანგარიშზე.

36. სუბანგარიშზე 013 "მანქანები და მოწყობილობები" აღირიცხება:

1. ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა, თბური და ელექტრო ენერგიის მწარმოებელი მანქანა-გენერატორები და მანქანა-ძრავები, რომლებიც სხვადასხვა სახის ენერგიას (წყლის, ქარის, სითბურ, ელექტრულ ენერგიას და ა.შ.) გარდაქმნიან მექანიკურად.

2. მუშა მანქანები და მოწყობილობა – მანქანები, აპარატები და მოწყობილობა, რომლებიც განკუთვნილია პროდუქციის შექმნის ან საწარმოო ხასიათის მომსახურების პროცესში შრომის საგნებზე მექანიკური, თერმული და სხვა სახის ზემოქმედებისათვის.

3. გამზომი ხელსაწყოები – ამპერიმეტრები, ბარომეტრები, ვატმეტრები, წყალმზომები, ვაკუმმეტრები, ვაპორიმეტრები, ვოლტმეტრები, სიმაღლის მზომები, გალვანომეტრები, გეოდეზური ხელსაწყოები, /იდროსკოპები, ინდიკატორები, კომპასები, მანომეტრები, სპეციალური სასწორები, საზომები, სალაროს აპარატები და სხვა.

4. მარეგულირებელი ხელსაწყოები და მოწყობილობანი--ჟანგბადსასუნთქი ხელსაწყოები, ელექტრული, პნევმატური და იდრავლიკური მარეგულირებელი მოწყობილობანი, ავტომატური მართვის პულტები, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების აპარატურა, სადისპეტჩერო კონტროლის სახაზო მოწყობილობანი და სხვა;

5. ლაბორატორიული მოწყობილობა-პირომეტრები, რეგულია-ტორები, კალორიმეტრები, ტენიანობის განმსაზღვრელი ხელსაწყოები, გამოსახდელი ქვაბები, ლაბორატორიული კოპრები, გაზშეღწევადობის განმსაზღვრელი ხელსაწყოები, ხელსაწყოები რღვევადობაზე ნიმუშების სიმტკიცის გამოსაცდელად, მიკროსკოპები, თერმოსტატები, სტაბილიზატორები და ა.შ..

6. გამომთვლელი ტექნიკა – ელექტრონული-გამომთვლელი, მმართავი და ანალოგიური მანქანები, ციფრობრივი გამომთვლელი მანქანები და მოწყობილობანი (კლავიშიანი გამომთვლელი და დამაჯამებელი მანქანები და სხვა).

7. სამედიცინო მოწყობილობა – სამედიცინო მოწყობილობა (კბილის საექიმო სავარძლები, საოპერაციო მაგიდები, საწოლები სპეციალური მოწყობილობებით და სხვა), სპეციალური სადეზინფექციო და სადეზინსექციო მოწყობილობა, სარძეო სამზარეულოებისა და სარძეო სადგურების, სისხლის გადასხმის სადგურებისა და სხვათა მოწყობილობა;

8. სხვა მანქანები და მოწყობილობა – მანქანები, აპარატები და სხვა მოწყობილობა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებში არ არის მოხსენებული. სხვა მანქანებსა და მოწყობილობებს მიეკუთვნება: სტადიონების, სპორტული მოედნებისა და სპორტული ნაგებობების მოწყობილობები (მათ შორის სპორტული იარაღები), კაბინეტებისა და სახელოსნოების მოწყობილობანი სასწავლო დაწესებულებებში, კინოაპარატურა, გამანათებელი აპარატურა, სცენების მოწყობილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები, ტელევიზორები, რადიოაპარატურა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და სამეცნიერო სამუშაოებით დაკავებული სხვა დაწესებულებების სპეციალური მოწყობილობა, ავტომატური სატელეფონო სადგურების მოწყობილობა, სახანძრო მანქანები, სახანძრო ავტოცისტერნები, მექანიკური სახანძრო კიბეები, სარეცხი და საკერავი მანქანები, მაცივრები, მტვერსასრუტები და სხვა.

37. 014 ანგარიშზე "მიწის ნაკვეთები" აღირიცხება შეძენილი და გადმოცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე კაპიტალური დანახარჯები ნიადაგის გაუმჯობესებაზე – აღირიცხება მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებლად და სხვ.

38. 015 სუბანგარიშზე "სატრანსპორტო საშუალებები" აღირიცხება ყველა სახის მიმოსვლის საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ხალხის გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად.

კერძოდ:

 1. რკინიგზის, წყლის და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა (ელმავლები, თბომავლები, ორთქმავლები, სასამსახურო-დამხმარე და მაშველი ნავები და გემები, ტივტივა ნავმისადგომები, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, მისაბმელები, ავტოთვითმცლელები, ავტოცისტერნები, ავტობუსები, ტრაქტორ-მაწევრები და სხვა).

2. საჰაერო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა (თვითმფრინავები, ვერტმფრენები);

 3. საწარმოო ტრანსპორტი (ელექტროკარები, მოტოციკლები, მოტორელები, ველოსიპედები, ურიკები და სხვა);

39. 016 სუბანგარიშზე "ხელსაწყოები და სამეურნეო ინვენტარი" აღირიცხება ცალკე ჯგუფებად გამოყოფილი შემდეგი ძირითადი საშუალებები:

1.ხელსაწყოები (ინსტრუმენტები) – მექანიზებული და არამექანიზებული საერთო დანიშნულების შრომის იარაღები, აგრეთვე მანქანებზე მისამაგრებელი ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია მასალების დასამუშავებლად (მჭრელი, დამრტყმელი, საწნეხი იარაღები). ამავე სახის საშუალებებს მიეკუთვნება მასალების დასამუშავებლად და სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად გამოსაყენებელი ყველა სახის მოწყობილობა.

2. საწარმოო ინვენტარი და მოწყობილობები – საწარმოო დანიშნულების საგნები: სამუშაო მაგიდები, დაზგები, კათედრები, მერხები და ა.შ.; მოწყობილობები, რომლებიც ხელს უწყობენ შრომის დაცვას; თხევადი და ფხვიერი ნივთიერებების შესანახი სათავსოები; თაროები; საინვენტარო ტარა; ტექნიკური დანიშნულების საგნები, რომლებიც არ შეიძლება მიეკუთვნოს სამუშაო მანქანებს (მაგალითად: შუქგადასაღები ჩარჩოები და სხვა);

3. სამეურნეო ინვენტარი – ოფისის მოწყობილობა საკიდები, გარდერობები, კარადები, მაგიდები, სავარძლები, საბეჭდი მანქანები, ექტოგრაფები, შაპიროგრაფები და სხვა ხელით გასამრავლებელი და დამნომრავი აპარატები, გადასატანი კარვები, ფარდულები, საწოლები, ხალიჩები, სურათები და სხვა სამეურნეო ინვენტარი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების ინვენტარი-იდროპულტები, სტენდები, ხელის კიბეები და ა.შ. (გარდა ავტომობილზე დამაგრებული ტუმბოებისა და მექანიკური სახანძრო კიბეებისა, რომლებიც აღირიცხებიან 013 სუბანგარიშზე "მანქანები და მოწყობილობები".

40. 017 სუბანგარიშზე "მუშა და პროდუქტიული პირუტყვი" აღირიცხება მუშა პირუტყვი – ცხენები, ხარები, სხვა მუშა ცხოველები, აგრეთვე პროდუქტიული და საჯიშე პირუტყვი – ძროხები, ბუღა-მწარმოებლები, ფურკამეჩები და სხვა.

41.018 სუბანგარიშზე "საბიბლიოთეკო ფონდები" აღირიცხება საბიბლიოთეკო ფონდი წიგნების ცალკე ეგზემპლარების ღირებულების მიუხედავად. საბიბლიოთეკო ფონდში შეიტანება: სამეცნიერო, მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა, ლიტერატურის სპეციალური სახეები და სხვა გამოცემები.

42. 019 სუბანგარიშზე "სხვა ძირითადი საშუალებები" აღირიცხებიან ცალკე ჯგუფების გამოყოფით:

1. სამუზეუმო ფასეულობანი (მათი ღირებულების მიუხედავად), გარდა სამუზეუმო ექსპონატებისა (ხელოვნებისა და ბუნებათმცოდნეობის, სიძველისა და ხალხური ყოფაცხოვრების საგნები, სამეცნიერო, ისტორიული და ტექნიკური დანიშნულების საგნები), რომლებიც აღირიცხება საქართველოს კულტურის სამინისტროს ან სხვა უწყებათა სისტემის სახელმწიფო მუზეუმებში ფასეულობათა შენახვისა და აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ცხოველთა სამყაროს ექსპონატები ზოოპარკებსა და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში მათი ღირებულების მიუხედავად.

3. სასცენო-დადგმითი საშუალებები, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 5 ლარს (დეკორაციები, ავეჯი და რეკვიზიტები, ბუტაფორიები, თეატრალური და ეროვნული კოსტიუმები, თავსახურავები, თეთრეული, ფეხსაცმელი და პარიკები).

4. ტიპური დაპროექტების დოკუმენტაცია, მიუხედავად მათი ღირებულებისა.

5. პროგრამები ტექნიკურ მატარებლებზე, რომელთა ერთეულის ღირებულება აღემატება 150 ლარს, სასწავლო კინოფილმები, მაგნიტური დისკოები და ლენტები, კასეტები და სხვა.

6. დანარჩენი ინვენტარი, რომელთა ერთეულის (კომპლექტის) ღირებულება აღემატება 150 ლარს, საბავშვო სათამაშოები, სპეციალური თხილამურები და სხვა.

7. ამავე სუბანგარიშზე აღირიცხება ოქრო, ვერცხლი, პლატინა და სხვა ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული სამუზეუმო ფასეულობანი, ლაბორატორიული მოწყობილობა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და სხვა საგნები.

8. მრავალწლიანი ნარგავები. მრავალწლიან ნარგავებს მიეკუთვნება ხელოვნური მრავალწლიანი ნარგავები მათი ასაკის მიუხედავად: ყველა სახის ხილ-კენკროვანი ნარგავები (ხეები და ბუჩქები), გამწვანებისა და დეკორატიული ნარგავები ქუჩებში, მოედნებზე, პარკებში, ბაღებსა და სკვერებში, დაწესებულების ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ცოცხალი ღობეები, თოვლსაცავი და მინდორსაცავი ზოლები, ქვიშისა და მდინარის ნაპირების გასამაგრებელი ნარგავები, ხრამ-ჭაობის ნარგავები და ა.შ.; ბოტანიკური ბაღების და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, აგრეთვე სასწავლო დაწესებულებების ხელოვნური ნარგავები სამეცნიერო მიზნით და სხვა ხელოვნური მრავალწლიანი ნარგავები.

ყველა სახის ახალგაზრდა ნარგავები აღირიცხება ცალკე იმ ნარგავებისაგან, რომლებმაც მიაღწიეს სრულ განვითარებას, ე.ი. ნაყოფის მომცემ ასაკს.

9. ძალოვანი სამინისტროების სპეციალური სახის ძირითადი საშუალებები; ამ საშუალებების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის დავთარში რაოდენობრივ და ღირებულებრივ მაჩვენებლებში.

43. ძირითადი საშუალებები უნდა ინახებოდეს თანამდებობის პირთა საპასუხისმგებლო შენახვაზე, რომლებსაც ბრძანებით ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი.

პირები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძირითადი საშუალებების შენახვაზე, აწარმოებენ ძირითადი საშუალებების საინვენტარო სიებს (აღწერილობებს). პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ ძირითადი საშუალებების შენახვას და აწარმოებენ ყველა ცვლილების აღრიცხვას.

პასუხისმგებელი პირის შეცვლისას ტარდება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რაზედაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი. აქტი მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

44. ძირითადი საშუალებები აღირიცხება თავდაპირველი ღირებულებით, ხოლო ობიექტები (საგნები), რომლებიც გადაფასდნენ – აღდგენითი ღირებულებით.

დამთავრებული მშენებლობები და ნაგებობები აიღება ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში მათზე გაწეული დანახარჯების სრული თანხებით, ხოლო ახლად შეძენილი ძირითადი საშუალებები მათი შეძენის თანხით, გადმოტანაზე გაწეული ხარჯების გარეშე. ძირითადი საშუალებების თავდაპირველი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ დაშენების, მოწყობილობათა დამატებით დაყენების, რეკონსტრუქციის ან შესაბამისი ობიექტების ნაწილობრივი ლიკვიდაციის შემთხვევებში.

ძირითადი საშუალებების კაპიტალურ რემონტზე გაწეული დანახარჯების თანხით არ იზრდება მათი ღირებულება.

წიგნები, სახელმძღვანელოები და სხვა გამოცემები, რომლებიც ჩართულია ბიბლიოთეკების ფონდში, აღირიცხება ნომინალური ფასებით თავდაპირველად მათი აკინძვისა და ყდაში ჩასმის ღირებულების ჩათვლით. წიგნების შეკეთებასა და რესტავრაციაზე გაწეული ხარჯები, მათ შორის მეორადი ყდაში ჩასმისა, წიგნების ღირებულებას არ ადიდებს და ჩამოიწერება ხარჯებში დაწესებულების ხარჯთანუსხის მიხედვით.

საბიუჯეტო დაწესებულებების ძირითად საშუალებებს ერიცხებათ ცვეთა დადგენილი წესის შესაბამისად.

45. საბიუჯეტო დაწესებულებაში (საწყობში) ძირითადი საშუალებების შემოსვლისას მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ხელს აწერს ამ ფასეულობათა მიღებაზე მომწოდებლის საბუთზე ან მიღების აქტზე.

საწყობიდან ძირითადი საშუალებების გაცემა წარმოებს ზედნადებით (მოთხოვნილებით), რომელიც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ამასთან ზედნადები (მოთხოვნილება) გამოიწერება ერთ ეგზემპლარად, თუ რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით სხვა წესი არ არის შემოღებული.

46. კანონით დადგენილი წესით უსასყიდლოდ მიღებული და გადაცემული ძირითადი საშუალებები, აგრეთვე გასული ძირითადი საშუალებები აღრიცხვაში აისახება საბალანსო (პირველადი ან აღდგენითი) ღირებულებით.

47. უვარგისი ძირითადი საშუალებები ჩამოიწერება დადგენილი წესით. უვარგისი ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერად საბიუჯეტო დაწესებულებებში გამოიყენება ძირითად საშუალებათა, სატრანსპორტო საშუალებათა სამეურნეო ინვენტარის, საბიბლიოთეკო ფონდიდან ამოღებული ლიტერატურის ჩამოწერის აქტები. აღნიშნული აქტები შედგება კომისიის მიერ რომელიც, შექმნილია დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

ძირითადი საშუალებების დაშლა და დემონტაჟი ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე (ზემდგომი ორგანიზაციიდან ნებართვის მიღების გარეშე) არ დაიშვება.

ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული დეტალები და კვანძები ექვემდებარება სახელმწიფო ფონდში ჩაბარებას, ხოლო ფერადი ლითონებისაგან დამზადებული დეტალები და კვანძები, რომელთა გამოყენებას დაწესებულება არ საჭიროებს, უნდა ჩაბარდეს ფერადი ლითონების მეორადი გადამუშავების ორგანიზაციას. ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული დეტალების და კვანძების ბალანსიდან ჩამოწერა აღირიცხება საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მითითებათა შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

ძირითადი საშუალებების ცალკეული ობიექტების დაშლიდან მიღებული მასალების ღირებულება, რომლებიც რჩება დაწესებულებაში თავისი სამეურნეო საჭიროებისათვის, მიეკუთვნება ბიუჯეტური დაფინანსების სახსრებს.

იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულება თავისი საჭიროებისათვის არ გამოიყენებს ძირითად საშუალებათა და სხვა ქონების ჩამოწერიდან მიღებულ მატერიალურ ფასეულობას, მაშინ ისინი რეალიზებულ უნდა იქნეს საწარმოების, უწყებების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ზენორმატიული და გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობის რეალიზაციის წესის შესახებ დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად.

ძირითადი საშუალებების ან ძირითადი საშუალებების ცალკე ობიექტების დაშლიდან მიღებული მასალების და სხვა ცალკეული მასალების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, ბიუჯეტში კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, რჩება დაწესებულების განკარგულებაში, ხოლო შენობებებისა და ნაგებობების რეალიზაციიდან მიღებული თანხები მიიმართება დადგენილი წესით შესაბამის ბიუჯეტში.

ბალანსიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერის მოქმედი წესების დარღვევისა და მატერიალური ფასეულობებისადმი უყაირათო დამოკიდებულების (განადგურება, დაწვა და ა.შ.) შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელმძღვანელებსა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებს.

შენობებისა და ნაგებობების ერთი დაქვემდებარებიდან მეორეზე გადაცემა წარმოებს დადგენილი წესით.

48. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა წარმოებს საინვენტარო ობიექტების ჭრილში მათი შენახვის ადგილისა და პასუხისმგებელი პირების მიხედვით.

ცალკე საინვენტარო ობიექტად ითვლება დამთავრებული კონსტრუქციული მოწყობილობა მასზე მიკუთვნებული მოწყობილობებით და კუთვნილებებით, ან კონსტრუქციულად განცალკევებული საგანი, რომელიც განკუთვნილია განსაზღვრული დამოუკიდებელი ფუნქციების შესასრულებლად, ან კონსტრუქციულად დანაწევრებული საგნების განცალკევებული კომპლექსი, რომლებიც წარმოადგენენ ერთიან მთელს და ერთობლივად ასრულებენ განსაზღვრულ სამუშაოს.

სუბანგარიშის "შენობები" საინვენტარო ობიექტს წარმოადგენს ყოველი ცალკე მდგარი შენობა თავისი კომუნიკაციებით.

თუ შენობები მიერთებულია ერთიმეორესთან და აქვთ საერთო კედელი, მაგრამ ყოველი მათგანი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტრუქციულ მთლიანობას, მაშინ ისინი ითვლებიან ცალკე საინვენტარო ობიექტებად.

შენობაზე გარედან მინაშენები, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი სამეურნეო დანიშნულება, ცალკე მდგარი საქვაბე შენობები, აგრეთვე ეზოს კაპიტალური შენობები (საწყობები, ავტოფარეხი და ა.შ.) წარმოადგენენ დამოუკიდებელ საინვენტარო ობიექტებს.

ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ორგანიზაციისა და შენახვისადმი კონტროლის უზრუნველსაყოფად ყოველ ობიექტს (საგანს), გარდა საბიბლიოთეკო ფონდებისა, მიეკუთვნება საინვენტარო ნომერი, რომელიც შედგება რვა ციფრისაგან. პირველი სამი ციფრი აღნიშნავს სუბანგარიშს, მეოთხე ციფრი – ჯგუფს და ბოლო ოთხი ციფრი – ჯგუფში საგნის რიგით ნომერს. იმ სუბანგარიშებში, სადაც არ არის გამოყოფილი ჯგუფები, მეოთხე ციფრად ჩაიწერება ნული.

ასე, მაგალითად, საინვენტარო ნომერი 01010001 აღნიშნავს 010 სუბანგარიშს "შენობები", 1 – საწარმოო დანიშნულების შენობას, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი 0001 – ობიექტის რიგით ნომერს; საინვენტარო ნომერი 01630005 აღნიშნავს 016 სუბანგარიშს, ჯგუფი 3 – სამეურნეო ინვენტარს, ხოლო 0005 – საგნის რიგით ნომერს.

საინვენტარო ნომერი აღინიშნება ჟეტონზე, რომელიც მიემაგრება ობიექტს, ასევე შეიძლება დაიწეროს ობიექტზე საღებავით ან სხვა საშუალებით. ძირითადი საშუალებების კომპიუტერული აღრიცხვისას ობიექტებს (საგნებს) მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების კოდები.

ძირითად საშუალებათა ობიექტზე მიკუთვნებული საინვენტარო ნომერი რჩება მოცემულ დაწესებულებაში მათი არსებობის მთელ პერიოდში.

იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები მოიჯარესთან აღირიცხება ბალანსგარეშე 01 ანგარიშზე "იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები", მომწოდებლების მიერ მიკუთვნებული საინვენტარო ნომრით.

49. შეძენილი ძირითადი საშუალებების ღირებულება ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და "ფულადი სახსრების" განაყოფის ან "ანგარიშსწორებების" განაყოფის შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში. ერთდროულად კეთდება ჩანაწერი 20 ან 21 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და 250 სუბანგარიშის კრედიტში.

ექსპლუატაციიდან გასული ძირითადი საშუალებების თანხაზე ჩაწერა წარმოებს 01 მთავარი ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში და 250 და 020 სუბანგარიშების დებეტში.

ძირითადი საშუალებების გასვლის და გადაადგილების ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 9). ჩანაწერები დამაგროვებელ უწყისში წარმოებს თითოეული საბუთის მიხედვით. ამასთან სვეტში "სულ" ჩაიწერება გასული და გადაადგილებული მატერიალურ ფასეულობათა თანხა, რომელიც უნდა უდრიდეს სუბანგარიშების სადებეტო ჩანაწერების თანხას. თვის დამთავრებისას სუბანგარიშების ჯამები ჩაიწერება "ჟურნალ-მთავარ" დავთარში.

50. ძირითადი საშუალებების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს საინვენტარო ბარათებზე ბარათები იწარმოება ყოველი საინვენტარო ობიექტის (საგნის) მიხედვით.

საინვენტარო ბარათები რეგისტრირებული უნდა იქნეს ძირითადი საშუალებების აღრიცხვის საინვენტარო ბარათების აღწერილობაში. აღწერა წარმოებს ერთ ეგზემპლარად. მასში ჩანაწერები წარმოებს ძირითად საშუალებათა ჯგუფების ჭრილში ბარათის გახსნის წლის ჩვენებით. ყოველი ჯგუფისათვის გამოიყოფა გვერდების სათანადო რაოდენობა. დანომრვა წარმოებს თითოეული ჯგუფის მიხედვით, 1 ნომრიდან დაწყებული. ძირითადი საშუალებების გასვლისა და გადაადგილებისას აღწერილობის სვეტში "შენიშვნა" იჩვენება თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და მემორიალური ორდერის ნომერი.

51. ძს-6 ფორმის ბარათი განკუთვნილია შენობების, ნაგებობების, გადამცემი მოწყობილობების, მანქანებისა და მოწყობილობების, ხელსაწყოების და სამეურნეო ინვენტარის, სატრანსპორტო საშუალებების აღსარიცხავად. მათში ჩაწერა წარმოებს პირველადი საბუთების საფუძველზე, როგორიცაა: ძირითადი საშუალებების მიღებისა და ექსპლუატაციაში მათი გადაცემის აქტები, დამამზადებელი ქარხნის ტექნიკური პასპორტები და სხვა საბუთები. ბარათში უჩვენებენ ობიექტის (საგნის) დამახასიათებელ ნიშნებს; ნახაზი, მოდელი, ტიპი, მარკა, საქარხნო ნომერი, გამოშვების (დამზადების) თარიღი, ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში შესვლის აქტის თარიღი და ნომერი. გარდა ამისა, ჩაიწერება ობიექტის (საგნის) მოკლე ინდივიდუალური დახასიათება. იმ შემთხვევებში, როდესაც მოწყობილობის, ხელსაწყოების, გამოთვლითი ტექნიკის და ა.შ. შემადგენლობაში არის ძვირფასი ლითონები, განყოფილებაში "ობიექტის მოკლე ინდივიდუალური დახასიათება" უჩვენებენ იმ დეტალების ჩამონათვალს, რომელთა შემადგენლობაშიც არის ძვირფასი ლითონები, დეტალების დასახელებას და პასპორტში ნაჩვენებ ლითონის მასას.

დაწესებულების შიგნით ძირითადი საშუალებების გადაადგილებისას ამ ბარათს უკანა მხარეზე უკეთდება ჩანაწერი.

52. ძს-8 ფორმის ბარათი განკუთვნილია მუშა, პროდუქტიული და ჯიშიანი პირუტყვის, მრავალწლიანი ნარგავების, მიწის ნაკვეთების (ნაგებობათა ჩათვლით) და ნიადაგის გაუმჯობესებაზე გაწეული კაპიტალური დანახარჯების აღსარიცხავად.

ბარათში მოცემული უნდა იყოს ცხოველების, მრავალწლიანი ნარგავების დახასიათება (ასაკის,ჯიშის და სხვა მონაცემების მიხედვით).

53. ძს-9 ფორმის ბარათი განკუთვნილია საბიბლიოთეკო ფონდების და სასცენო-დადგმითი საშუალებათა ჯგუფური აღრიცხვისათვის. ბარათებში ჩაწერა წარმოებს რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში. საბიბლიოთეკო ფონდებისათვის იხსნება ერთი ბარათი. მასში აღრიცხვა წარმოებს მხოლოდ ფულად გამოსახულებაში მთლიანი თანხით.

 

ანგარიში 02 "ძირითადი საშუალებების ცვეთა"

54. ამ ანგარიშზე აისახება დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ცვეთის მოძრაობა. ცვეთა განისაზღვრება და აღირიცხება შენობების და ნაგებობების, გადამცემი მოწყობილობების, მანქანებისა და მოწყობილობების, საექსპლუატაციო ასაკს მიღწეული ნარგავების, სატრანსპორტო საშუალებების, საწარმოო და სამეურნეო ინვენტარის და არამატერიალური აქტივების მიხედვით.

ცვეთა არ დაერიცხება შემდეგ ძირითად საშუალებებს:

იმ შენობებსა და ნაგებობებს, რომლებიც წარმოადგენენ არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალურ ძეგლებს; მოწყობილობებს, ექსპონატებს, ხელოვნების ნიმუშებს, მოქმედ და არამოქმედ მოდელებს და თვალსაჩინო ხელსაწყოებს, რომლოებიც იმყოფებიან კაბინეტებსა და ლაბორატორიებში და გამოიყენებიან სასწავლო და სამეცნიერო მიზნებისათვის; პროდუქტიულ პირუტყვს, კამეჩებს, ხარებს, ცხოველთა სამყაროს ექსპონატებს ზოოპარკებსა და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში; მრავალწლიან ნარგავებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ საექსპლუტაციო ასაკისათვის; საბიბლიოთეკო ფონდებს, ფილმოფონდს; სასცენო-დადგმით საშუალებებს, სამუზეუმო და სამხატვრო ფასეულობებს.

ძირითადი საშუალებების ობიექტების (საგნების) ცვეთა განისაზღვრება დადგენილი ნორმების შესაბამისად სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი ან აგებული.

ძირითადი საშუალებების აღრიცხვის საინვენტარო ბარათებში ფ.ფ.ძს-6 და ძს-8 იწერება ცვეთის წლიური თანხა ლარებში, ცვეთის წლიური ნორმის შიფრი და წელი, როდესაც დაერიცხება ცვეთის უკანასკნელი თანხა.

სრულად გაცვეთილ ძირითად საშუალებებს ცვეთა არ ერიცხებათ. ყოველწლიურად ცვეთის თანხა ბარათებიდან ჩაიწერება უწყისში. ცვეთის მთლიან თანხაზე დეკემბრის ბოლოს სამუშაო დღეს დგება მემორიალური ორდერი 250 სუბანგარიშის დებეტსა და 020 სუბანგარიშის კრედიტში ასახვით. ცვეთის თანხა მემორიალური ორდერის მიხედვით ჩაიწერება მხოლოდ "ჟურნალ-მთავარ დავთარში".

ძირითადი საშუალებების ობიექტები, რომლებზედაც ცვეთა დარიცხულია 100)-ით და ვარგისი არიან შემდგომი ექსპლუატაციისათვის, არ შეიძლება ჩამოწერილნი იქნენ სრული გაცვეთის მიზეზით.

ობიექტების ლიკვიდაციასა და უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით გასვლისას შესაბამის ბარათზე განისაზღვრება ცვეთის მთლიანი თანხა ობიექტის ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდისათვის და ამ თანხით მცირდება ცვეთა 020 სუბანგარიშზე.

ანალოგიურად აღირიცხება არამატერიალური აქტივების ცვეთა, რომელიც აისახება 021 სუბანგარიშზე. არამატერიალური აქტივების ფონდი აღირიცხება 251 სუბანგარიშზე. წლის ბოლოს ცვეთის დარიცხვისას დებეტდება 251 სუბანგარიში და კრედიტდება 021 სუბანგარიში.

 

არამატერიალური აქტივები

55. არამატერიალური აქტივები აღირიცხება 030 სუბანგარიშზე. დაწესებულების არამატერიალურ აქტივებს, რომლებსაც იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყენებს თავის სამეურნეო საქმიანობაში და ღებულობს შემოსავალს, მიეკუთვნება: მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება, პატენტები, ლიცენზიები, სავაჭრო მარკები, სასაქონლო ნიშნები, მონოპოლიური უფლებები, პრივილეგიები და სხვ.

არამატერიალური აქტივების შეძენისას დებეტდება 030 სუბანგარიში "არამატერიალური აქტივები" და კრედიტდება 251 სუბანგარიში "არამატერიალური აქტივების ფონდი", 178 სუბანგარიში "ანგარიშსწორებანი დებიტორებთან და კრედიტორებთან" და "ფულადი სახსრების" განაყოფის სუბანგარიშები.

არამატერიალური აქტივები აღრიცხვაში აისახება მის შეძენაზე გაწეული დანახარჯების თანხით და იმ ხარჯებით, რომლებიც საჭიროა მათი ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობამდე მისაყვანად. იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომლებზეც შეუძლებელია სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ცვეთის თანხა დადგინდება ათ წელზე გაანგარიშებით, მაგრამ არა უმეტეს დაწესებულების საქმიანობის ვადისა.

 

განაყოფი II. მატერიალური მარაგები

56. მატერიალური მარაგების სუბანგარიშებზე აღირიცხება ნაკეთობანი და პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დასადგმელი მოწყობილობა, მასალები კაპიტალური მშენებლობის, სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული ცდებისათვის, სპეცმოწყობილობები სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის, მასალები სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები, სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები, სათბობი, საწვავი და საცხები მასალები, სათადარიგო ნაწილები.

მატერიალური მარაგები აღრიცხვაში აისახება მისი ფაქტობრივი ღირებულებით, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება მათ შეძენაზე გაწეული დანახარჯებიდან გამომდინარე, კრედიტით შეძენისათვის პროცენტის ანაზღაურების, დანამატის, სასაქონლო ბირჟების მომსახურების ღირებულების, საბაჟო გადასახადის, ტრანსპორტირების ხარჯების, მომწოდებელი მხარის მიერ გაწეული შენახვისა და მოტანის ხარჯების ჩათვლით.

57. მატერიალური მარაგების აღრიცხვის ძირითადი ამოცანებია: ყველა მატერიალური ფასეულობის შენახვის და მათ მოძრაობასა და სწორად გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; მარაგისა და ხარჯების დადგენილი ნორმების დაცვა; გამოუყენებელი მასალების თავისდროული გამოვლინება, რომლებიც დადგენილი წესით ექვემდებარებიან რეალიზაციას; ზუსტი ცნობების მიღება დაწესებულებების საწყობებში არსებული ფასეულობების ნაშთების შესახებ.

მატერიალურ ფასეულობათა შენახვისა და აღრიცხვის სწორად დაყენების მიზნით საჭიროა უზრუნველვყოთ სასაწყობო აღრიცხვის სათანადო ორგანიზაცია. მატერიალური ფასეულობანი უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში (სასაწყობო შენობებში). სასაწყობო სათავსოებში მატერიალურ ფასეულობათა გონივრული განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს მათი მიღების, გაცემისა და ინვენტარიზაციის ჩატარების ოპერაციების დაჩქარებას.

მატერიალურ ფასეულობათა მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დანიშნულნი არიან დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.ამ პირთა შეცვლას თან უნდა ახლდეს საწყობების ინვენტარიზაცია და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ასაწონი მოწყობილობით, გამზომი ხელსაწყოებით, საზომი ტარით და სხვ.

58. მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა ბუღალტერიაში წარმოებს რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში, მასალების დასახელებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით. მასალების და კვების პროდუქტები აღირიცხებიან მათი შეძენის ღირებულების მიხედვით.

საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა წარმოებს მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ მასალების სასაწყობო აღრიცხვის დავთარში მხოლოდ დასახელების, ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.

ბუღალტერია სისტემატურ კონტროლს ახორციელებს საწყობში არსებულ ფასეულობათა შემოსვლასა და ხარჯვაზე, აგრეთვე აკეთებს მასალების აღრიცხვის შესახებ თავისი ჩანაწერების შედარებას საწყობში (საკუჭნაოში) წარმოებულ ჩანაწერებთან.

59. მასალები და კვების პროდუქტები აღრიცხვის რეგისტრების შემოსავალში ჩაიწერება პირველადი საბუთების (ანგარიშების, აქტების და სხვა) საფუძველზე ფასეულობათა მიღების თარიღების მიხედვით. პირველად საბუთებში ნაჩვენები უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ვისგან შემოვიდა მასალები ან კვების პროდუქტები, დასახელება, ხარისხი, რაოდენობა (წონა), ფასი, თანხა, საწყობში მიღების თარიღი და ფასეულობის მიმღები მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

იმ შემთხვევებში, როდესაც არის გარღვევა მომწოდებლის საბუთების მონაცემებთან, შედგება მიღების აქტი. აქტი დგება მიმღები კომისიის მიერ ორ ეგზემპლარად საწყობის გამგისა და მომწოდებლის ან დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. აქტის ერთი ეგზემპლარი გამოიყენება მიღებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისათვის, მეორე –მომწოდებლისათვის საპრეტენზიო წერილის გასაგზავნად.

60. კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების შეძენის ხარჯები მიეკუთვნება ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის 010400 კოდის "მიმდინარე ხარჯების" ქვეკოდებს: კოდი – 010403 "კვების ხარჯები" და კოდი 010404  – "მედიკამენტების შეძენა".

სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვაში მასალები და კვების პროდუქტები აისახებიან მათი შეძენის ღირებულებით.

61. საწყობიდან მასალების გაცემა წარმოებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული საბუთების მიხედვით.

მასალების გაცემისათვის გამოიყენება შემდეგი საბუთები:

ა) ზედდებული (მოთხოვნა) – გამოიყენება საწყობიდან მასალების გაცემისას და დაწესებულების შიგნით მასალების გადასაადგილებლად. ზედდებული (მოთხოვნა) გამოიწერება, როგორც წესი, ერთ ეგზემპლარად, თუ სამინისტროს ან უწყების მიერ სხვა წესი არ არის დადგენილი;

ბ) მენიუ-მოთხოვნა – გამოიყენება საწყობიდან კვების პროდუქტების გასაცემად. მენიუ-მოთხოვნა დგება ყოველდღიურად კვების პროდუქტების დადგენილი ნორმებისა და კვებაზე მყოფთა რაოდენობის შესახებ მონაცემების საფუძველზე.

მენიუ-მოთხოვნა კვების პროდუქტების გაცემასა და მიღებაზე შესაბამისი პირის ხელმოწერით გადაეცემა ბუღალტერიას გრაფიკით დადგენილ ვადებში, მაგრამ არანაკლებ სამჯერ თვეში.

კვების პროდუქტების გაცემა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში წარმოებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი საბუთების მიხედვით;

გ) საკვებისა და ფურაჟის გაცემის უწყისი. საკვები და ფურაჟი საწყობიდან გაიცემა დადგენილი ნორმების ფარგლებში;

დ) დაწესებულების საჭიროებაზე მასალების გაცემის უწყისი – გამოიყენება თვის განმავლობაში, სამეურნეო, სასწავლო და სხვა მიზნებისათვის მასალების გასაცემად; ამასთანავე უწყისში ჩანაწერები უნდა წარმოებდეს არაქრონოლოგიური წესით, არამედ თითოეული სახის მასალისათვის საჭიროა დატოვებული იქნეს სტრიქონების გარკვეული რაოდენობა, რომ თვის ბოლოს მასალების ყოველი სახის მიხედვით შესაძლებელი იყოს მთლიანი ჯამის მიღება;

ე) სალიმიტო ნაერთი ბარათი – გამოიყენება მასალებისა და სათბობის როგორც ყოველდღიური, ისე დროის გარკვეული შუალედების მიხედვით გასაცემად მთელი თვის მანძილზე.

სალიმიტო ბარათი გამოეწერება თითოეულ მიმღებს მასალების რამოდენიმე დასახელებაზე პირდაპირი დანიშნულებით დახარჯვისათვის. ეს ბარათი გამოიწერება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი მიმღების ხელისმოწერით ინახება საწყობში, მეორე კი – მიმღებთან. მასალების ყოველდღიურად გაცემისას სალიმიტო ბარათი გამოიწერება 15 დღის ვადით, ხოლო პერიოდული გაცემისას – ერთი თვის ვადით.

მასალები და სათბობი გაიცემა დაწესებული ლიმიტის ფარგლებში მიმღების მიერ სალიმიტო ბარათის თავისი ეგზემპლარის წარმოდგენის შემთხვევაში. დაწესებული ლიმიტის ზევით მასალების გაცემა წარმოებს ზედნადებით (მოთხოვნით).

იმ შემთხვევაში, როცა საწყობიდან სათბობის გაცემა ზედნადებით (მოთხოვნით) ან სალიმიტო ბარათით შეუძლებელია, მაშინ სათბობის ხარჯების ჩამოწერა წარმოებს ნაშთების შედარება-შემოწმების (გაზომვის) აქტებით. ამ აქტების მიხედვით ხარჯვის დადგენილ ნორმებთან შედარებით, სათბობის დანაკლისის შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი ღებულობს ზომებს გადახარჯვის მიზეზების გამოსავლინებლად და საჭიროების შემთხვევაში – სასჯელის ზომებსაც;

ვ) საგზურის ფურცელი – გამოიყენება ავტომანქანის ბენზინის ხარჯებში ჩამოწერისათვის. ბენზინი ჩამოიწერება ფაქტობრივი გახარჯვის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს იმ ნორმებისა, რომელიც დამტკიცებულია ცალკეული მარკის ავტომანქანისათვის;

ზ) სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები – გამოიყენება დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ტვირთის გადასატანად თავისი დაწესებულების საჭიროებისათვის საკუთარი ავტომანქანებით.

62. მასალებისა და კვების პროდუქტების ჩამოწერა წარმოებს მათი შეძენის ან საშუალო ფასების მიხედვით, თუ ისინი სხვადასხვა ფასით არის შეძენილი.

დასაბრუნებელი ან შესაცვლელი ტარა აღირიცხება შესაბამისი ჯგუფების ან სახეების მიხედვით იმ ფასებით, რაც ნაჩვენებია მომწოდებლების ანგარიშებში.

ტარის დაბრუნების ან რეალიზაციის დროს ამ ტარის შეძენისა და რეალიზაციის ფასებს შორის სხვაობა მიეკუთვნება ფაქტობრივ ხარჯებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის "მიმდინარე ხარჯების" შესაბამისი მუხლით (კოდით).

63. მატერიალური მარაგების აღრიცხვისათვის განკუთვნილია შემდეგი ანგარიშები: 04 – "ნაკეთობანი და პროდუქცია", 05 – "მოწყობილობა, სამშენებლო მასალები და მასალები სამეცნიერო კვლევისათვის" და 06 – "მასალები და კვების პროდუქტები".

 

ანგარიში 04 "ნაკეთობანი და პროდუქცია"

64. ამ ანგარიშზე აღირიცხება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობები და დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ასევე მზა ბეჭდვითი პროდუქცია.

ანგარიში 04 "ნაკეთობანი და პროდუქცია" იყოფა სუბანგარიშებად:

040 "საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობანი;

041 "დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქცია".

65. 040 სუბანგარიშზე "საწარმოო (სასწავლო" სახელოსნოების ნაკეთობანი" აღირიცხება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოებში დამზადებული მზა ნაწარმი, აგრეთვე მზა ბეჭდვითი პროდუქცია. მზა ნაწარმი და ბეჭდვითი პროდუქცია აღირიცხება ფაქტობრივი თვითღირებულებით, რომელიც განისაზღვრება მის დამზადებაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების მონაცემებით.

მზა ნაწარმი და ბეჭდვითი პროდუქცია საწყობის შემოსავალში აიღება მიღების აქტების ან სხვა საბუთების საფუძველზე. მზა პროდუქციის თანხაზე წარმოებს ჩანაწერი 040 სუბანგარიშის დებეტში და 080 სუბანგარიშის კრედიტში.

რეალიზებული პროდუქციის თანხით დებეტდება 280 სუბანგარიში და კრედიტდება 040 სუბანგარიში.

მზა ნაწარმის და ბეჭდვითი პროდუქციის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და შენახვის ადგილის მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებზე.

66. 041 სუბანგარიშზე "დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქცია" აღირიცხება დამხმარე სოფლის მეურნეობისა და სასწავლო-საცდელი მეურნეობების პროდუქცია.

დამხმარე სოფლის მეურნეობისა და სასწავლო-საცდელი მეურნეობების პროდუქცია წლის განმავლობაში აღირიცხება გეგმური ფასებით. პროდუქციის შემოსავალში აღება აისახება 041 სუბანგარიშის დებეტში და 081 სუბანგარიშის კრედიტში.

პროდუქციის რეალიზაციისას რეალიზებული პროდუქცია გეგმური თვითღირებულებით ჩაიწერება 281 სუბანგარიშის დებეტში და 041 სუბანგარიშის კრედიტში.

საკუთარი მეურნეობის საჭიროებისათვის განკუთვნილი პროდუქცია აისახება 041 სუბანგარიშიდან 06 ანგარიშის შესაბამის სუბანგარიშზე.

წლის ბოლოს, წლიური ანგარიშგებითი კალკულაციების საფუძველზე პროდუქციის გეგმური თვითღირებულება დაიყვანება ფაქტობრივ თვითღირებულებაზე.

იმ შემთხვევაში, როცა წლის განმავლობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულება მაღალია გეგმურზე, წარმოებს დამატებითი ჩაწერა ფაქტობრივ და გეგმურ თვითღირებულებებს შორის სხვაობის თანხაზე. პროდუქციის იმ ნაწილზე, რომელიც არ იყო რეალიზებული, დებეტდება 041 სუბანგარიში და კრედიტდება 081 სუბანგარიში, ხოლო რეალიზებული პროდუქციის ნაწილში დებეტდება 281 სუბანგარიში და კრედიტდება 081 სუბანგარიში.

თუ წლის განმავლობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფაქტობრივი თვითღიღრებულება დაბალია გეგმურზე, მაშინ პროდუქციის გეგმურ და ფაქტობრივ თვითღირებულებებს შორის სხვაობის თანხაზე (ეკონომიის თანხაზე) პროდუქციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც არ იყო რეალიზებული, წარმოებს ბუღალტრული ჩაწერა უარყოფითი რიცხვებით (წითელი მელნით) 041 სუბანგარიშის დებეტში და 081 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო რეალიზებული პროდუქციის ნაწილში – 281 სუბანგარიშის დებეტში და 081 სუბანგარიშის კრედიტში.

დამხმარე სოფლის მეურნეობის და სასწავლო-საცდელი მეურნეობების პროდუქციის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს, დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და შენახვის ადგილის მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებზე.

 

ანგარიში 05 "მოწყობილობა, სამშენებლო მასალები და მასალები მეცნიერული კვლევისათვის"

67. ამ ანგარიშზე აღირიცხება მშენებარე ობიექტებზე დასადგმელი მოწყობილობა, სამშენებლო მასალები, კონსტრუქციები, დეტალები და სხვა მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც შეიძინება კაპიტალურ ხარჯებზე გამოყოფილი ბიუჯეტის სახსრებისა და სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრების ანგარიშში, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის ხანგრძლივი გამოყენების მასალები, აგრეთვე სპეციალური მოწყობილობა, რომელიც შეძენილია სამეურნეო სახელშეკრულებო სამეცნიერო – კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად.

ანგარიში 05 "მოწყობილობა, სამშენებლო მასალები და მასალები მეცნიერული კვლევისათვის" იყოფა სუბანგარიშებად:

050 "დასადგმელი მოწყობილობა";

051 "სამშენებლო მასალები კაპიტალური მშენებლობისათვის";

052 "ხანგრძლივი გამოყენების მასალები სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული ცდებისათვის";

053 "სპეცმოწყობილობა სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის".

68. 050 სუბანგარიშზე "დასადგმელი მოწყობილობა" აღირიცხება დასადგმელად განკუთვნილი სამშენებლო კონსტრუქციები და დეტალები. მათ მიეკუთვნება: ლითონის, რკინაბეტონის და ხის კონსტრუქციები; შენობებისა და ნაგებობების ბლოკები და ასაწყობი ნაწილები; მოწყობილობები გათბობის, სავენტილაციო, სანიტარულ-ტექნიკური სისტემებისათვის (სათბობი, ქვაბები, რადიატორები და ა.შ.).

ამ სუბანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე სამამულო და იმპორტული მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს დამონტაჟებას და განკუთვნილია დასადგმელად. მოწყობილობას, რომელიც საჭიროებს დამონტაჟებას, მიეკუთვნება ისეთი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება შევიდეს მოქმედებაში მხოლოდ მისი ნაწილების აწყობისა და შენობებისა და ნაგებობების საძირკველზე ან საყრდენზე მომაგრების შემდეგ, აგრეთვე მსგავსი მოწყობილობების სათადარიგო ნაწილების კომპლექტები. ამასთან მოწყობილობის შემადგენლობაში ჩაირთვება საკონტროლო-გამზომი აპარატურა ან დასადგმელი მოწყობილობის შემადგენლობაში სამონტაჟოდ გათვალისწინებული სხვა ხელსაწყოები. ამ სუბანგარიშზე აღირიცხება მშენებლობისათვის საჭირო სხვა მატერიალური ფასეულობებიც.

მოცემული სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მოწყობილობების, კონსტრუქციებისა და დეტალების სახეების, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებში.

69. 051 სუბანგარიშზე "სამშენებლო მასალები კაპიტალური მშენებლობისათვის" აღირიცხება კაპიტალური მშენებლობისათვის განკუთვნილი სახსრების ანგარიშში შეძენილი სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოთა განხორციელების პროცესში.

სამშენებლო მასალებს მიეკუთვნება: სილიკატური მასალები, ხე-ტყის მასალა, სამშენებლო ლითონი და ლითონის ნაწარმი ტექნიკური და ელექტროტექნიკური მასალები და სხვა.

დამხმარე სოფლის მეურნეობებში ამ სუბანგარიშზე აღირიცხება სარგავი მასალა, რომელიც შეძენილია კაპიტალური ხარჯების ანგარიშზე ბაღებისა და ვენახების გასაშენებლად და სხვა.

საშენი მასალების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მასალების დასახელების, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებში.

70. 052 სუბანგარიშზე "ხანგრძლივი გამოყენების მასალები სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული ცდებისათვის" აღირიცხება მასალები, რომლებიც მიღებულია საწყობიდან ლაბორატორიაში ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, უმაღლესი სასწავლებლის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის და განკუთვნილია მრავალჯერადი ხანგრძლივი დროით გამოყენებისათვის, აგრეთვე მასალები, რომლებიც წარმოადგენენ სამეცნიერო გამოკვლევის ობიექტს.

052 სუბანგარიშზე აღსარიცხავი მასალების ნომენკლატურა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

კულტურის დაწესებულებებში ამ სუბანგარიშზე შეუძლიათ აღრიცხონ ძვირადღირებული მასალები, რომლებიც მიღებულია საწყობიდან ხელოვნების ნაწარმოებთა, სამუზეუმო ფასეულობებისა და არქიტექტურის ძეგლთა რესტავრაციისა და რემონტისათვის.

საწყობიდან მიღებული მასალები აისახება 052 სუბანგარიშის დებეტში და 06 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საწყობიდან მიღებული მასალები უნდა იმყოფებოდეს დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული პირის საპასუხისმგებლო შენახვაზე. ეს პირები ვალდებულნი არიან მასალების სასაწყობო აღრიცხვის დავთრებში აღრიცხონ მასალები დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით.

მასალების ხარჯებში ჩამოწერა წარმოებს აქტების ან სხვა საბუთების საფუძველზე, რომლებიც დამოწმებულია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. დახარჯული მასალების ღირებულება აისახება 052 სუბანგარიშის კრედიტში და 08, 20 და 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

052 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა ბუღალტერიაში წარმოებს მასალების დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებში.

71. 053 სუბანგარიშზე "სპეცმოწყობილობა სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის" სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აღირიცხება სპეცმოწყობილობები, რომლებიც შეძენილია სამეურნეო ხელშეკრულებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად დამკვეთის კონკრეტული თემის მიხედვით სამეცნიერო ქვეგანყოფილებაზე მის გადაცემამდე.

053 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება შეძენილი მოწყობილობა სამეურნეო ხელშეკრულებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად თემის მიხედვით, ამასთან კრედიტდება 178 სუბანგარიში. საწყობიდან სამეცნიერო ქვეგანყოფილებაზე თემის (ხელშეკრულებით) მიხედვით სამუშაოების შესასრულებლად მოწყობილობათა გაცემისას კრედიტდება 053 სუბანგარიში და დებეტდება 082 სუბანგარიში "დანახარჯები სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე". ეს საგნები აისახება 02 ბალანსგარეშე ანგარიშზე "პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასელობები".

თუ თემის (ხელშეკრულების) მიხედვით სამუშაოს დამთავრების შემდეგ სპეცმოწყობილობა არ დაუბრუნდა დამკვეთს, მაშინ იგი შეფასდება შესაძლო გამოყენების ფასით და აღირიცხება 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და 250 "ძირითადი საშუალებების ფონდი" და 020 "ძირითადი საშუალებების ცვეთა" კრედიტში, თუ გამოიყენება როგორც ძირითადი საშუალება, ან 06 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში და 140 სუბანგარიშის "ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი დაწესებულების და სხვა ღონისძიებების ხარჯებისათვის" კრედიტში, თუ ეს საგნები გამოიყენებიან როგორც მასალები.

ამ მოწყობილობის ღირებულება ჩამოიწერება 02 ბალანსგარეშე ანგარიშიდან.

053 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს საგნების დასახელების, ხარისხის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით ბარათებზე ან "მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის დავთარში".

 

ანგარიში 06 "მასალები და კვების პროდუქტები"

72. ამ ანგარიშზე აღირიცხება მასალები და კვების პროდუქტები მათი საგნობრივი ხასიათის მიხედვით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების კოდების მიუხედავად, საიდანაც იქნენ ისინი შეძენილი.

06 ანგარიში "მასალები და კვების პროდუქტები" იყოფა სუბანგარიშებად:

060 "მასალები სასწავლო,სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის";

061 "კვების პროდუქტები";

062"მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები";

063 "სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები";

064 "სათბობი, საწვავი და საცხები მასალები";

065 "საკვები და ფურაჟი";

066 "მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვი";067 "სხვა მასალები";

068 "მასალები გზაში";

069 "მანქანებისა და მოწყობილობათა სათადარიგო ნაწილები";

73. 060 სუბანგარიშზე "მასალები სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნებისათვის" აღირიცხება რეაქტივები და ქიმიკატები, მინა და ქიმიური ჭურჭელი, ლითონები, ელექტრომასალები და რადიომასალები, რადიონათურები, ფოტომოწყობილობები, ქაღალდი სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და მეცნიერული ნაშრომების გამოსაცემად, საცდელი ცხოველები და სხვა მასალები სასწავლო მიზნებისათვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის, აგრეთვე ძვირფასი და სხვა ლითონები პროთეზირებისათვის.

74. 061 სუბანგარიშზე "კვების პროდუქტები" აღირიცხება კვების პროდუქტები იმ დაწესებულებებში, რომელთა ხარჯთანუსხებშიც გათვალისწინებულია ასიგნებები 010403 კოდით "კვების ხარჯები".

კვების პროდუქტების შემოსავლების აღრიცხვა წარმოებს კვების პროდუქტების შემოსავლების დამაგროვებელ უწყისში. უწყისი შეივსება თითოეული მატერიალური პასუხისმგებელი პირის მიხედვით. უწყისში ჩაწერა წარმოებს პირველადი საბუთების საფუძველზე რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში. თვის ბოლოს უწყისში გამოიყვანება ჯამები. 11 მემორიალური ორდერის შედგენის საფუძველს წარმოადგენს კვების პროდუქტების შემოსავლების დამაგროვებელი უწყისი.

კვების პროდუქტების ხარჯვის აღრიცხვა წარმოებს კვების პროდუქტების ხარჯვის დამაგროვებელ უწყისში. ეს უწყისი შედგება მატერიალური პასუხისმგებელი პირების მიხედვით. მასში ჩაწერა წარმოებს მენიუ-მოთხოვნის და სხვა საბუთების საფუძველზე. თვის დამთავრებისას უწყისში გამოიყვანება ჯამები, რომელიც გვიჩვენებს დახარჯული კვების პროდუქტების ღირებულებას. იმავდროულად ხდება საბავშვო დაწესებულებებში კმაყოფაზე მყოფ ბავშვთა რიცხოვნობის შედარება ბავშვთა დასწრების მონაცემებთან, სამკურნალო დაწესებულებებში – მონაცემებთან ავადმყოფთა რაოდენობის შესახებ და სხვა.

მე-12 მემორიალური ორდერის შედგენის საფუძველს წარმოადგენს დამგროვებელი უწყისი ან კვების პროდუქტების ხარჯვის დამაგროვებელი უწყისების ნაერთი. ნაერთ უწყისში გარდა დამაგროვებელი უწყისების მონაცემებისა, ჩაიწერება აგრეთვე მონაცემები კვების პროდუქტების სხვა გასავლის საბუთების საფუძველზე.

კვების პროდუქტების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ღირებულების და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით ბრუნვათა უწყისებში. ბურვათა უწყისებში ჩანაწერები წარმოებს დამაგროვებელი უწყისების მონაცემებისა და კვების პროდუქტების მიღებისა და ხარჯვის სხვა საბუთების საფუძველზე. ბრუნვათა უწყისებში ყოველთვიურად ჯამდება ბრუნვები და გამოიყვანება ნაშთები თვის დასაწყისისათვის.

75. 062 სუბანგარიშზე "მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები" აღირიცხება მედიკამენტები, კომპონენტები, პრეპარატები, შრატები, ვაქცინები, სისხლი და შესახვევი საშუალებები საავადმყოფოებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სამკურნალო-ვეტერინალურ და სხვა დაწესებულებებში, სადაც ხარჯთანუსხებით გათვალისწინებულია ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის 01 04 04 კოდით "მედიკამენტებისა და შესახვევ საშუალებათა შეძენა". ამ სუბანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე დამხმარე და სააფთიაქო მასალები სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც აქვთ საკუთარი აფთიაქი.

მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების აღრიცხვა ბუღალტერიაში წარმოებს საქართველოს შესაბამისი სამინისტროების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

76. 063 სუბანგარიშზე "სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები" აღირიცხება დაწესებულებათა საჭიროებისათვის გამოყენებული სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები (ელექტრონათურები, საპონი, ჯაგრისები და სხვა), მიმდინარე და კაპიტალური რემონტისათვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები. ამ სუბანგარიშზე აღირიცხება მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები იმ დაწესებულებებში, რომელთა ხარჯთანუსხებშიც ასიგნებები ამ მიზნისათვის გათვალისწინებულია 010401 კოდით. "ოფისის ხარჯები".

პატარა დაწესებულებებში საკანცელარიო ნივთები (ქაღალდი, ფანქარი, მელანი, კალამი და ა.შ.), აგრეთვე მედიკამენტები და მზა წამლები (სპირტის, შესახვევი საშუალებებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების გარდა) შეძენილი და იმავდროულად მიმდინარე საჭიროებაზე გაცემული შეიძლება ჩამოიწეროს ფაქტობრივ ხარჯებში მათი საერთო თანხის ასახვით შემოსავალში და გასავალში 063 სუბანგარიშზე. ამ ფასეულობათა შეძენისა და მიღების დამადასტურებელ საბუთებზე უნდა იყოს ამ მასალების მიმღები პირის ხელმოწერა.

77. 064 სუბანგარიშზე "სათბობი, საწვავი და საცხები მასალები" აღირიცხება სათბობის, საწვავის და საცხები მასალების ყველა სახე, რომელიც იმყოფება საწყობებში ან საკუჭნაოებში (შეშა, ქვანახშირი, ტორფი, ბენზინი, ნავთი, მაზუთი, და ა.შ.), აგრეთვე უშუალოდ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან.

78. 065 სუბანგარიშზე "საკვები და ფურაჟი" აღირიცხება თივა, შვრია და პირუტყვის გამოსაკვებად განკუთვნილი სხვა სახის საკვები და ფურაჟი.

79. 066 სუბანგარიშზე "მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვი" აღირიცხება ყველა სახის მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვი, ფრინველები, ბოცვრები, ბეწვიანი მხეცები, ფუტკრის ოჯახები, მათი ღირებულებისაგან დამოუკიდებლად. ეს ანგარიში გამოიყენება მხოლოდ დამხმარე სოფლის მეურნეობებში.

მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვის შეძენა აისახება 066 ანგარიშის დებეტში და – 111, 112 ან 178 სუბანგარიშის კრედიტში.

საკუთარ მეურნეობაში ნამატის სახით მიღებული მოზარდი პირუტყვი შემოსავალში აიღება მათი მიღების დღეს ნამატის აქტის საფუძველზე გეგმური ფასებით, რომელი აისახება 066 სუბანგარიშის დებეტში და 081 ან 400 სუბანგარიშების კრედიტში, თუ დამხმარე მეურნეობებში დანახარჯების აღრიცხვა წარმოებს 211 სუბანგარიშზე. ანალოგიური ბუღალტრული გატარებები შედგება წონამატის შემოსავალში აღებისას.

სუქების დამთავრებისას დაკლული პირუტყვის ღირებულება ჩამოიწერება 066 სუბანგარიშის კრედიტიდან. ამასთან მიღებული პროდუქტის ღირებულება აქტის საფუძველზე აიღება შემოსავალში გეგმური ფასებით 041 სუბანგარიშის დებეტში. სხვაობა დაკლული პირუტყვის ღირებულებასა და მიღებული პროდუქციის ღირებულებალს შორის მიეკუთვნება 041 ან 400 სუბანგარიშს 066 სუბანგარიშთან კორესპონდენციით.

მოზარდი პირუტყვისა და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვის დაცემა განიხილება როგორც წარმოების დანაკარგები და მათი ღირებულება მიეკუთვნება გამოზრდილი სულადობის თვითღირებულებას. ჩამოწერა აისახება 066 სუბანგარიშის კრედიტში და 081 და 400 სუბანგარიშების დებეტში.

წლის ბოლოს მეცხოველეობის პროდუქციის გეგმური თვითღირებულება და მოზარდი პირუტყვის წონამატის ღირებულება, რომელიც აღრიცხულია 041 და 066 სუბანგარიშებზე. კორექტირდება მიღებული ეკონომიის ან გადახარჯვის თანხით. პროდუქციის გეგმურ და ფაქტობრივ თვითღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობით დადებეტდება 041 და 066 სუბანგარიშები და დაკრედიტდება 081 ან 400 სუბანგარიში, გეგმურ თვითღირებულებასთან შედარებით გადახარჯვის შემთხვევაში დადებითი რიცხვებით და ეკონომიის შემთხვევაში უარყოფითი რიცხვებით (წითელი მელნით).

შემდგომში გამოზრდისა და გასუქებისათვის მომდევნო წელში გადასაყვანი მოზარდი პირუტყვი, აგრეთვე საანგარიშგებო წელს ძირითად ჯოგში გადაყვანილი მოზარდი პირუტყვი შეფასდება ფაქტობრივი თვითღირებულებით, მაგრამ არაუმეტეს პირუტყვის შესყიდვის ფასებისა.

მოზარდი პირუტყვის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სახეებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ხოლო გასასუქებლად დაყენებული პირუტყვისა – მხოლოდ სახეების მიხედვით პირუტყვის აღრიცხვის დავთარში აღრიცხვამ უნდა უზრუნველყოს მონაცემების მიღება პირუტყვის ცოცხალი წონის, წანამატის, ნაზარდისა და სხვათა შესახებ.

80. 067 სუბანგარიშზე "სხვა მასალები" აღირიცხება დაბრუნებული ან გასაცვლელი ტარა (კასრები, ბიდონები, ყუთები, მინის ქილები, ბოთლები და ა.შ.), როგორც თავისუფალ (ცარიელ) მდგომარეობაში, ისე მატერიალურ ფასეულობებთან ერთად მყოფი. ამავე სუბანგარიშზე აღირიცხება თესლი, სასუქი და სხვა მასალები.

81. 060, 063-065,067 სუბანგარიშებზე მასალების ანალიზური აღრიცხვა დაწესებულებებში წარმოებს დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ღირებულების და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებზე ან დავთარში.

ბარათები რეგისტრაციაში ტარდება ამ ინსტრუქციის მე-18 პუნქტში მოცემული წესით, ამასთან ბარათების რეესტრი წარმოებს მომსახურებული დაწესებულებების მიხედვით ცალ-ცალკე.

82. 068 სუბანგარიშზე "მასალები გზაში" აღირიცხება საქალაქთაშორისო მასალები, რომლებიც განაღდებულია დაწესებულების მიერ სხვა საქალაქთაშორისო მოწოდებით, მაგრამ თვის ბოლოსათვის საწყობებში არ შემოსულა. ამავე სუბანგარიშზე აგრეთვე შეიძლება აღირიცხოს სამეურნეო მომსახურების საწყობებში მიღებული მასალები, რომლებიც არ არის განაწილებული დაწესებულებებზე.

აღნიშნულ სუბანგარიშზე ასახული თანხები დადასტურებული უნდა იყოს სათანადოდ გაფორმებული საბუთებით, კერძოდ: 1) გზაში მყოფი მასალები – სარკინიგზო და წყლის ტრანსპორტის ზედნადებებით სადგურის ან ნავსადურის შტამპით დამოწმებული, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის მიუღებლობას; 2) მასალები, რომლებიც იმყოფებიან სამეურნეო მომსახურების ჯგუფის საწყობში-შესაბამისი დოკუმენტებით.

გზაში მყოფი მასალების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებზე ან ამავე დასახელების დავთარში ცალკეული მომწოდებლების მიხედვით. სამეურნეო მომსახურების ჯგუფის საწყობში შემოსული მასალები აღირიცხება მათი დასახელების, ფასის, რაოდენობისა და თანხის ჩვენებით მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ბარათებზე ან დავთარში.

83. 069 სუბანგარიშზე "მანქანებისა და მოწყობილობათა სათადარიგო ნაწილები" აღირიცხება სათადარიგო ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია მანქანების (სამედიცინო, ელექტროგამომთვლელი და სხვა), მოწყობილობის, ტრაქტორების, კომბაინების, სატრანსპორტო საშუალებების (ძრავები, საბურავები და სხვა) გაცვეთილი ნაწილების რემონტისათვის და მათ შესაცვლელად.

სათადარიგო ნაწილების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სათადარიგო ნაწილების დასახელების, მარკის, საქარხნო ნომრის, რაოდენობის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ბარათებზე ან ამავე დასახელების დავთარში. ამასთან ავტომანქანების სალტეები, საბურავები, რომლებიც საწყობიდან გაცემულია გაცვეთილის შესაცვლელად, ბუღალტერიის მიერ აღირიცხებიან მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების მოძრაობის ოპერატიული (რაოდენობრივი) აღრიცხვის უწყისში, რომელშიც იწერება მიმღების თანამდებობა და გვარი, მიღების თარიღი და საქარხნო ნომრები. სვეტში "აღნიშვნები გასვლაზე" ჩაიწერება უვარგისობის გამო ექსპლუატაციიდან გასული ავტომანქანის სალტეების ან საბურავების საქარხნო ნომერი და დამზადების თარიღი.

84. სპეციალური შემოსავლების სახსრების ანგარიშით შეძენილი მატერიალური მარაგის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს იმავე სააღრიცხვო რეგისტრებში, მაგრამ ცალკე ბიუჯეტის სახსრების ოპერაციებისაგან.

85. შეძენილი მასალების ღირებულება ჩაიწერება 06 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშები დებეტში და 09, 10, 11, 16 და 17 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

დახარჯული მასალების ღირებულება ჩაიწერება 06 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში და 08, 20, 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

86. მასალების ხარჯვის ოპერაციების აღრიცხვა, გარდა კვების პროდუქტებისა და მოზარდი და გასასუქებლად დაყენებული პირუტყვისა, წარმოებს მასალების ხარჯვის დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 13).

დამაგროვებელ უწყისებში ჩანაწერები წარმოებს თითოეული საბუთისა და შესაბამისი სუბანგარიშის მიხედვით, მათ შორის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით თანხების გამოყოფით. თვის დამთავრებისას სუბანგარიშების ჯამები ჩაიწერება "ჟურნალ-მთავარ" დავთარში.

 

განაყოფი III. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები

 87. ამ განაყოფში აღირიცხება საბიუჯეტო დაწესებულების კუთვნილი მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების სახეზე არსებობა და მოძრაობა.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების შემადგენლობაში აღირიცხება:

1. ერთ წელზე ნაკლებ ხანს გამოსადეგი შრომის საშუალებები, მიუხედავად მათი ღიღრებულებისა.

2. შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე შეძენის თარიღისათვის 150 ლარამდეა, მიუხედავად მათი მომსახურეობის ვადისა.

3. თევზსაჭერი იარაღები (ქსელები, ბადეები და სხვ.) მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.

4. ბენზინის ძრავიანი ხერხები, საჭრელები, სეზონური გზები, ტყესაზიდარი გზების განშტოებანი, დროებითი ნაგებობანი ტყეში (პატარა მოძრავი სახლები, საქვაბე პუნქტები, ხერხის სალესი სახელოსნოები, ბენზინგასამართი და სხვ.).

5. სპეციალური ინსტრუქმენტები და სპეციალური სამარჯვები (მიზნობრივი დანიშნულების ინსტრუქმენტები და სამარჯვები, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული ნაკეთობების მასიური და სერიული წარმოებისათვის ან ინდივიდუალური შეკვეთების დასამზადებლად), მიუხედავად ღირებულებისა.

ცვლადი მოწყობილობა (წარმოებაში მრავალჯერადი გამოყენების სამარჯვები და სხვა მოწყობილობანი, რომელთა გამოყენებაც განპირობებულია პროდუქციის დამზადების სპეციფიკით), მიუხედავად მათი ღირებულებისა.

6. სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი, ქვეშაგები მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა.

7. ტანსაცმელი, რომელიც განკუთვნილია საწარმოს მუშაკებისათვის გასაცემად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და ბიუჯეტზე მყოფი სხვა დაწესებულებებისათვის.

8. დროებითი (არასატიტულო) ნაგებობები, სამარჯვები და მოწყობილობები, რომელთა აგების ხარჯები მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების თვითღირებულებას ზედნადები ხარჯების შემადგენლობაში.

9. ტარა, რომელიც განკუთვნილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა საწყობებში შესანახად ან ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად ერთეულზე შეძენის ან დამზადების ხარჯების მიხედვით, მე-2 პუნქტში დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.

10. მოზარდი ან გასასუქებელი პირუტყვი, ფრინველი, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი, ფუტკრის ოჯახები, აგრეთვე საცდელი ცხოველები.

11. მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც გამოყვანილია სანერგეებში სარგავი მასალების სახით.

12.საგნები, რომლებიც გათავალისწინებულია გასაქირავებლად, ღირებულების მიუხედავად.

 ანგარიში 07 "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები" იყოფა ორსუბანგარიშად: სუბანგარიში 070 "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები საწყობში" და სუბანგარიში 071 "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები ექსპლუატაციაში".

88. 070 სუბანგარიშზე "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები საწყობში" აღირიცხება საწყობში არსებული მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები, მათი ღირებულების მიუხედავად.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები მათი შეძენის მიხედვით აისახება 070 სუბანგარიშის დებეტში და 09,10,1,16,17 ანგარიშების სუბანგარიშების კრედიტში. ერთდროულად წარმოებს ჩაწერა 08,20,21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში და 260 სუბანგარიშის კრედიტში.

15 ლარამდე ღირებულების მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ექსპლუატაციაში გადაცემა აისახება 260 სუბანგარიშის დებეტში და 070 სუბანგარიშის კრედიტში. ამ საგნების აღრიცხვა წარმოებს მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ოპერატიული (რაოდენობრივი) აღრიცხვის უწყისებში ან მასალების სასაწყობო აღრიცხვის დავთარში მათი ექსპლუატაციისათვის ადგილის მიხედვით, ბუღალტერიის მუშაკები პერიოდულად ამოწმებენ ამ საგნების ფაქტობრივ ოდენობას რეგისტრების ჩანაწერებთან.

15 ლარზე მეტი ღირებულების მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების საწყობიდან ექსპლუატაციაში გადაცემისას აისახება 071 სუბანგარიშის დებეტში და 070 სუბანგარიშის კრედიტში.

საწყობში არსებულ მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვას აწარმოებს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი დავთარში საგნების დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით. ამ საგნების საწყობიდან გაცემა წარმოებს ზედდებულით (მოთხოვნით).

საწყობიდან გაცემისას რბილი ინვენტარის საგნებზე დაისმება სადამღო შტამპი დაწესებულების დასახელების, განყოფილების და ექსპლუატაციაში მათი გაცემის წელისა და თვის აღნიშვნით.

ბუღალტერიაში 070 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს საგნების დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით ბარათებზე.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების მიღება აღრიცხვის რეგისტრებში ჩაიწერება იმ წესით, რომელიც მითითებულია ამ ინსტრუქციის 58-ე პუნქტში.

89. 071 სუბანგარიშზე "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები ექსპლუატაციაში" აღირიცხება ექსპლუატაციაში არსებული მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ჩამოწერა ხდება მათი სრული გაცვეთის შემთხვევაში სათანადო აქტების საფუძველზე, რომლებსაც დაამოწმებს დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ შესაბამისი სამინისტროს (უწყების) მიერ ჩამოწერის სხვა წესი არ არის დადგენილი.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების გასვლისა და გადაადგილების ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 10). დამაგროვებელ უწყისში ჩანაწერები წარმოებს იმ წესით, რომელიც მოცემულია ამ ინსტრუქციის 49-ე პუნქტში.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ანალიზური აღრიცხვა 071 სუბანგარიშის მიხედვით წარმოებს საგნების დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით ბარათებზე ან საინვენტარიზაციო აღწერილობის ჩასართ ფურცლებში. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების მოძრაობა წლის განმავლობაში აისახება ჩასართი ფურცლების შესაბამის სვეტებში, ნაშთების ყოველკვარტალურად გამოყვანით. ანალიზურ აღრიცხვაში ჩასართი ფურცლების გამოყენებისას ბრუნვათა უწყისები არ დგება.

ჩასართ ფურცლებზე ჩანაწერები წარმოებს თითოეული საბუთის მიხედვით. ამასთან სვეტების "მემორიალური ორდერის თარიღი და ნომები", "რაოდენობა" და "თანხა" ზედა თავისუფალ ადგილზე ეჩვენება თვე, როცა მოხდა

ფასეულობათა მოძრაობა და ოპერაციის სახე – "შემოვიდა" ან "გავიდა". თუ ერთი თვის განმავლობაში იყო ერთნაირი დასახელებისა და ღირებულების საგნების ორჯერ შემოსვლა, ოპერაციები ჩაიწერება ორჯერ.

იმ შემთხვევებში, როდესაც წლის განმავლობაში შემოდის ახალი დასახელების საგნები, რომლებიც 1 იანვრისათვის არ იყო, ისინი უნდა ჩაიწეროს 401 ფორმის საინვენტარიზაციო აღწერილობაში (შედარებით უწყისში).

ექსპლუატაციაში გადაცემული ყველა მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები უნდა იმყოფებოდეს იმ პირებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ საგნების სწორი ექსპლუატაციისა და შენახვისათვის.

თეთრეული, ლოგინის კუთვნილებანი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის და განათლების დაწესებულებებში აღირიცხება ჯგუფების, დასახელების, რაოდენობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით:

1) თეთრეული (პერანგები, ხალათები და ა.შ.);

2) თეთრეული და ლოგინის კუთვნილებანი (ლეიბები, საბნები, ბალიშები, შალის საბნები, ზეწრები, საბნისა და ბალიშის გადასაკრავები, გადასაფარებლები, საძინებელი ტომრები და ა.შ.);

3) ტანსაცმელი და სამოსელი სპეცტანსაცმლის ჩათვლით (კოსტუმები, პალტოები, ლაბადები, კურტკები, კაბები, ქურთუკები, შარვლები და ა.შ.);

 4) ფეხსაცმელი სპეციალური ფეხსაცმლის ჩათვლით (ყელიანი ფეხსაცმელი, ჩეგქმები, ფლოსტები, ნაბდის ჩექმები და ა.შ.);

5) სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (კოსტუმები, სპორტული ფორმების ტანსაცმელი, ყელიანი ფეხსაცმელი და ა.შ.).

სიძველის გამო თეთრეულის, ლოგინის კუთვნილებების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩამოწერა ხდება მათი მომსახურების ვადის გათვალისწინებით,რომელსაც აწესებს შესაბამისი სამინისტრო და უწყება. ჩამოწერის აქტს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

განაყოფი IV. დანახარჯები წარმოებაზე და სხვა მიზნებისათვის

90. ამ განაყოფში აღირიცხება სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხებით დაგეგმილი დანახარჯები, რომელიც გამიზნულია საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების, დამხმარე სოფლის მეურნეობის და სასწავლო-საცდელი მეურნეობების ნაკეთობათა და პროდუქციის დამზადებაზე, ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემასა და მომსახურების გაწევაზე, აგრეთვე საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე და მასალების დამზადებასა და გადამუშავებაზე გაწეული ხარჯები.

ამ ხარჯების აღსარიცხავად განკუთვნილია 08 ანგარიში "დანახარჯები წარმოებაზე და სხვა მიზნებისათვის".

დანახარჯები წარმოებაზე იყოფა პირდაპირ და ზედნადებ (არაპირდაპირ) ხარჯებად:

1) პირდაპირ ხარჯებს მიეკუთვნება: მასალები წარმოების მუშების, მეცნიერთანამშრომლების და სხვ. ხელფასი, ელექტროენერგია, გასული წლების დანახარჯები, რომლებიც მიეკუთვნება საანგარიშგებო წლის პროდუქციას და სხვა პირდაპირი დანახარჯები.

2) ზედნადებ (არაპირდაპირ) ხარჯებს მიეკუთვნება: სამმართველო აპარატის და მომსახურე პერსონალის ხელფასი, შენობების იჯარა, გათბობის, რემონტის და სხვა არაპირდაპირი ხარჯები.

იმ მეურნეობებში, სადაც გამოიმუშავება პროდუქციის ერთი სახე, ყველა ხარჯი პირდაპირია.

პირდაპირი საწარმოო დანახარჯები უშუალოდ მიეკუთვნება წარმოების ანგარიშს.

რამოდენიმე ობიექტის არსებობისას ზედნადები ხარჯების კალკულაცია წინასწარ აისახება 210 სუბანგარიშზე "გასანაწილებელი ხარჯები".

ზედნადები ხარჯების განაწილება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოებში და ბეჭდვითი პროდუქციის დამზადებისას

წარმოებს ყოველთვიურად, ხოლო დამხმარე სოფლის და სასწავლო-საცდელ მეურნეობებში – წლის ბოლოს. ზედნადები ხარჯები ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან წარმოების დარგების ცალკეულ ნაკეთობათა სახეობათა მიხედვით საწარმოო მუშების, მეცნიერთანამშრომლების და სხვ. ხელფასის ან დახარჯული მასალების, პროპორციულად. ზედნადები ხარჯები ჩამოიწერება 210 სუბანგარიშის კრედიტიდან 08 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამხმარე მეურნეობის გაფართოებაზე კაპიტალური ხარჯების დაფინანსების დადგენილი გეგმის ზევით გაწეული დანახარჯები (მოწყობილობის და საწარმოო ინვენტარისა და ხელსაწყოების შეძენა, კაპიტალური ხარჯები მშენებლობაზე და დანახარჯები ძირითად საშუალებათა კაპიტალურ რემონტზე). რომელიც წარმოებულია ხარჯებზე შემოსავლების გადანამეტი თანხიდან არ მიეკუთვნება წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას.

08 ანგარიში "დანახარჯები წარმოებაზე და სხვა მიზნებისათვის" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

080 "საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების დანახარჯები";

081 "დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის დანახარჯები";

082 "დანახარჯები სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე";

083 "დანახარჯები ექსპერიმენტალურ მოწყობილობათა დამზადებაზე";

084 "დანახარჯები მასალების დამზადებასა და გადამუშავებაზე".

91. 080 სუბანგარიშზე "საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების დანახარჯები" აღირიცხება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოებში მზა პროდუქციის გამოშვებასთან, აგრეთვე ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვებასთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯები.

080 სუბანგარიშის დებეტს მიეკუთვნება ნაკეთობათა დამზადების, ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემის და გაწეული მომსახურების ყველა დანახარჯები. მზა ნაწარმის, ბეჭდვითი პროდუქციის გამოშვებისა და მათი საწყობში (საკუფჭნაოში) გაცემისას წარმოებს ჩაწერა 040 სუბანგარიშის დებეტში და 080 სუბანგარიშის კრედიტში.

გაწეული მომსახურების ფაქტობრივი თვითღირებულება, რომელზეც ანგარიში გამოწერილია და წარდგენილია გასანაღდებლად ჩაიწერება 280 სუბანგარიშის დებეტში და 080 სუბანგარიშის კრედიტში.

080 სუბანგარიშის ნაშთი ასახავს დაუმთავრებელი წარმოების დანახარჯების თანხას იმ ნაკეთობაზე, რომელიც იმყოფება წარმოების პროცესში.

გამოშვებული პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულების განსაზღვრისათვის დანახარჯების აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე დგება საანგარიშგებო კალკულაცია. ამასთან დანახარჯების საერთო ჯამი ამ სუბანგარიშით, საანგარიშგებო წლის ბოლოს დაუმთავრებელ წარმოებაზე დანახარჯების თანხის გამოკლებით, ნაწილდება სახეების მიხედვით, რის შედეგადაც განისაზღვრება ყოველი სახის გამოშვებული პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება.

დანახარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ნაკეთობათა სახეების და დანახარჯების მუხლების მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებში.

92. 081 სუბანგარიშზე "დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის დანახარჯები" აღირიცხება დამხმარე სოფლისა და სასწავლო-საცდელ მეურნეობებში გაწეული დანახარჯები. დანახარჯები აღირიცხება ცალ-ცალკე მეურნეობის დარგების (მეცხოველეობის, მემცენარეობის) და მათი სახეობების მიხედვით. მემცენარეობაში ცალ-ცალკე აღირიცხება დანახარჯები მემინდვრეობაზე, მებოსტნეობაზე, მებაღეობაზე. საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვა შეიძლება მოეწყოს ცალკეული კულტურების მიხედვით (მარცვლეული, ბოსტნეული, კარტოფილი და ა.შ.) მეცხოველეობაში დანახარჯები აღირიცხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, მეცხვარეობაზე, მეღორეობაზე და ა.შ.).

081 სუბანგარიშის დებეტს მიეკუთვნება წარმოების ყველა დანახარჯი, აგრეთვე დანაკარგები მოზარდი პირუტყვის დაცემის შედეგად.

081 სუბანგარიშის კრედიტში წლის განმავლობაში აისახება: სოფლის მეურნეობიდან მიღებული პროდუქციის გეგმური თვითღირებულება (ამ შემთხვევაში დებეტდება 041 სუბანგარიში), მოზარდი პირუტყვის წონამატის გეგმური თვითღირებულება (დებეტდება 066 სუბანგარიში). 081 სუბანგარიშის კრედიტში წლის ბოლოს ჩამოიწერება პროდუქციის გეგმურ და ფაქტობრივ თვითღირებულებას შორის სხვაობა. ეს სხვაობა აისახება არარეალიზებული პროდუქციის ნაწილში 041 სუბანგარიშისა და 066 სუბანგარიშის დებეტში და 081 სუბანგარიშის კრედიტში. ხოლო რეალიზებული პროდუქციის ნაწილში – 281 სუბანგარიშის კრედიტში. ამასთან გადახარჯვა ჩაიწერება დადებითი რიცხვებით, ხოლო ეკონომია –უარყოფითი რიცხვით (წითელი მელნით).

სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვითღირებულების საკალკულაციო ობიექტებს წარმოადგენს მიწათმოქმედების კულტურები და მეცხოველეობის ძირითადი პროდუქციის სხვადასხვა სახეები.

პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულების განსაზღვრისათვის წლის ბოლოს დგება საანგარიშგებო კალკულაცია. დამხმარე სოფლის მეურნეობაში, რომელსაც თავის შემადგენლობაში აქვს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დარგები, უწინარეს ყოვლისა შედგება მიწათმოქმედების პროდუქციის, შემდეგ კი მეცხოველეობის პროდუქციის თვითღირებულების საანგარიშგებო კალკულაცია.

მიწათმოწმებების პროდუქციის თვითღირებულების საანგარიშგებო კალკულაციის შედგენისას დანახარჯების საერთო თანხიდან გამოიყოფა ცალკეული კულტურების მიხედვით მომავალი წლის მოსავლისათვის გაწეული დანახარჯები, როგორიცაა: დანახარჯები კვალსათბურებისა და სათბურების მომზადებაზე, საშემოდგომო ნათესებზე, მზრალად ხვნაზე, ხარჯები ბაღებზე, საკენკნეებზე და ვენახებზე. ეს დანახარჯები გადადის მომავალ წელში 081 სუბანგარიშით, როგორც დაუმთავრებელი წარმოება. დანახარჯების მთელი დანარჩენი თანხა ნაწილდება კულტურების მიხედვით. რის შემდეგაც განისაზღვრება ყოველი კულტურის (ხორბლის, შვრიის და ა.შ.), აგრეთვე დამხმარე პროდუქციის ერთეულის ფაქტობრივი თვითღირებულება.

მიწათმოქმედების ან მეცხოველეობის პროდუქციის ერთეულის ფაქტობრივი თვითღირებულება განისაზღვრება ფაქტიური დანახარჯების მთლიანი თანხის გაყოფით მემცენარეობიდან ან მეცხოველეობიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობაზე.

კარტოფილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის და სხვა კულტურების მოყვანასთან დაკავშირებული დანახარჯების საერთო თანხა (გასული წლის დანახარჯების ჩათვლით) ნაწილდება ცალკეული კულტურების მიხედვით ამ პროდუქციის გასაცემი ფასების ან გეგმური თვითღირებულების პროპორციულად.

დანახარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასახელების ან ცხოველთა ცალკეული ჯგუფის მიხედვით.

93. 082 სუბანგარიშზე "დანახარჯები სახელშეკრულებო სამეცნიერო კვლევით სამუშაოებზე" აღირიცხება დანახარჯები საწარმოებთან და დაწესებულებებთან დადებული ხელშეკრულებებით შესრულებულ სამეცნიერო კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებზე. ხელშეკრულებების დადებისას სამუშაოთა ღირებულებაში ჩაირთვება (შეიტანება) ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია თემის (სამუშაოს) შესრულებასთან, მათ შორის დანახარჯები სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო სპეციალური მოწყობილობის შეძენაზე. სპეცმოწყობილობა, რომელიც შეძენილია სამეურნეო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოთა შესასრულებლად, აღირიცხება დაუმთავრებელი წარმოების დანახარჯების შემადგენლობაში (082 სუბანგარიშის დებეტში).

082 სუბანგარიშის დებეტს მიეკუთვნება სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე გაწეული ყველა დანახარჯი. წლის ბოლოს 082 სუბანგარიშზე შეიძლება დარჩეს ნაშთი დაუმთავრებელი სამუშაოების მიხედვით.

შესრულებული და დამკვეთებზე ჩაბარებული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ფაქტობრივი თვითღირებულება ჩამოიწერება 082 სუბანგარიშის კრედიტიდან 282 სუბანგარიშის დებეტში.

სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებზე დანახარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თემების და დანახარჯების მუხლების მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებზე. ბარათის სათაურში აღინიშნება თემის სრული დასახელება, ნომერი, შიფრი, შესრულების ვადა და ა.შ.

94. 083 სუბანგარიშზე "დანახარჯები ექსპერიმენტალური მოწყობილობათა დამზადებაზე" აღირიცხება ბიუჯეტის სახსრებით შესასრულებელ სამუშაოთა მიხედვით მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად სხვადასხვა ექსპერიმენტულ მოწყობილობათა დამზადებაზე გაწეული დანახარჯები (დანადგარები, მანქანებისა და ხელსაწყოების ნიმუშები, გამოსაცდელი სტენდები და სხვა).

083 სუბანგარიშის დებეტში აისახება ექსპერიმენტულ მოწყობილობათა დამზადებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ამასთან კრედიტდება 01,05,06,07 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები.

083 სუბანგარიშის კრედიტში მიღებული აქტების თანახმად ჩაიწერება დამზადებულ ექსპერიმენტულ მოწყობილობებზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯები.

დამზადებული ექსპერიმენტული მოწყობილობანი შემოსავალში აიღება 013 ან 071 სუბანგარიშზე.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოთა დამთავრების შემდეგ მოწყობილობა შემოსავალში არ იქნა აღებული და ხდება მისი დემონტაჟი (დაშლა), მაშინ შედგება აქტი და აიღება შემოსავალში მოწყობილობათა დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალები და ხელსაწყოები მათი შესაძლო გამოყენების ფასით.

ექსპერიმენტულ მოწყობილობათა დამზადების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული ექსპერიმენტული მოწყობილობის მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებზე.

95. 084 სუბანგარიში "დანახარჯები მასალების დამზადებასა და გადამუშავებაზე" განკუთვნილია სამეურნეო წესით მასალების დამზადებასა და გადამუშავების ოპერაციების (თეთრეულის შეკერვა, სათბობის დამზადება, ბოსტნეულის გადამუშავება და ა.შ.) აღსარიცხავად.

მოცემულ სუბანგარიშზე გამოვლინდება დამზადებული და გადამუშავებული მასალების თვითღირებულება. 084 სუბანგარიშის კრედიტში აისახება მასალების დამზადებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მოხმარებული მასალების ღირებულება, აგრეთვე ხარჯები მათ გადატანაზე, შენახვაზე და ა.შ.

ამა თუ იმ სახის მასალების დამზადების ან გადამუშავების შემდეგ, სათანადო პირების ხელმოწერით შედგება აქტი, რომელშიც ნაჩვენები უნდა იყოს გადამუშავებიდან ან დამზადებიდან მიღებული ფასეულობის რაოდენობა, ამ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები და მათი (ფასეულობების) თვითღირებულება. აქტი მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, რის შედეგადაც იგი წარმოადგენს ამ ანგარიშიდან დანახარჯების ჩამოწერის და მიღებული ფასეულობის შესაბამის ანგარიშებზე შემოსავალში აღების საბუთს.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს დამზადებისა და გადამიუშავების თითოეული სახის მიხედვით, ბარათებზე ან დავთარში.

 

განაყოფი V. ფულადი სახსრები

 96. მოცემული განაყოფის ანგარიშებზე საბიუჯეტო დაწესებულებები აღრიცხავენ ბიუჯეტით გახსნილ კრედიტებს, ფულადი სახსრების მოძრაობას ბანკის მიმდინარე ან ხაზინის ანგარიშებზე და სალაროში. გარდა ამისა, ამ ანგარიშებზე აღრიცხავენ აკრედიტივების, ლიმიტირებულ საჩეკო წიგნაკების და სხვა ფულადი საბუთების თანხების მოძრაობას.

 

ანგარიში 09 "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის"

97. ანგარიში 09 "მიმდინარე ანგარიშები ცენტრალური ბიუჯეტით" იყოფა ორ სუბანგარიშად:

090 "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის".

091 "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე და სხვა ღონისძიებებისათვის გადასაგზავნად".

98. 090 სუბანგარიშზე აღირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების ფულადი სახსრების მოძრაობა სახაზინო სამსახურის ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ხორციელდება სახაზინო სამსახურის კონტროლის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციით გამოყოფილი თანხების ხარჯვის დროულობას და მიზნობრიობას. ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების გაცემა წარმოებს სახაზინო საგადასახდელო დავალებების საფუძველზე, რომლებსაც ავსებენ საბიუჯეტო დაწესებულებები ყველა რეკვიზიტის დაცვით და წარუდგენენ სახაზინო სამსახურებს.

სახაზინო სამსახურების მეშვეობით მიზნობრივად დახარჯული თანხები ჩაიწერება 090 ანგარიშის კრედიტში და შესაბამისი სუბანგარიშების (ხარჯების ანგარიშსწორებათა და სხვა) დებეტში. თვის ბოლოს დაწესებულების სასარგებლოდ განაღდებული თანხები, უკან დაბრუნებული თანხები, ასევე საკასო ხარჯების აღსადგენად შემოსული თანხები და სხვა ჩაიწერება 090 ანგარიშის დებეტში და 230 სუბანგარიშის კრედიტში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხაზინის მიერ ყველა განაღდებული თანხა დაწესებულებას ჩაეთვალა დაფინანსებაში.

საბიუჯეტო დაწესებულებები საბიუჯეტო სახსრების ფაქტობრივი ხარჯვის შესახებ ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის სახაზინო სამსახურს წარუდგენს თვიურ ანგარიშს (ფორმა 2).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურები ამოწმებენ ასიგნების თანხებს და აგრეთვე მათ მიზნობრივ გამოყენებას. სახაზინო სამსახურებსა და ბანკებს ევალებათ საბიუჯეტო დაწესებულებებს მითითებული თანხები ჩაურიცხონ თავისდროულად, სწორად და მიზნობრივი მიმართულებით.

ჩანაწერთა სისწორის შესამოწმებლად სახაზინო სამსახურები საბიუჯეტო დაწესებულებებს აძლევენ ან უგზავნიან ამონაწერებს პირად ანგარიშებიდან და მათზე დართული საგადასახადო დავალებების ასლებს, რომელიც დამოწმებულია ხაზინის მიერ მათთან შეთანხმებულ ვადებში.

99. საბიუჯეტო დაწესებულებათა სახაზინო ანგარიშებზე სახსრების მოძრაობის ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს სახსრების მოძრაობის დამაგროვებელ უწყისში – 2 მემორიალურ ორდერში.

იმ დაწესებულებებში, სადაც ოპერაციების მოცულობის სიმცირის გამო საჭირო არ არის დამაგროვებელი უწყისების შედგენა, ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა წარმოებს დავთარში.

გახსნილ ასიგნებათა თანხების, საკასო და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდების ჭრილში "ასიგნებებისა და ხარჯების აღრიცხვის დავთარში".

100. 091 სუბანგარიშზე "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე და სხვა ღონისძიებებზე გადასაგზავნად" კრედიტების მთავარი განმკარგულებლების მიერ აღირიცხება დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე და ცენტრალურ ღონისძიებებზე გასაწევი ხარჯებისათვის გახსნილი ასიგნებების (კრედიტების) თანხები. კრედიტების ქვემდგომი განმკარგულებლების მიერ ამავე სუბანგარიშზე აღირიცხება მათთვის გახსნილი ასიგნებები (კრედიტები), რომელიც გამიზნულია ამ დაწესებულების შენახვის ხარჯებისათვის, აგრეთვე მასზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე გადასაცემად.

101. ცენტრალური ხაზინის მეშვეობით გახსნილ ასიგნებათა თანხები ჩაიწერება 091 სუბანგარიშის დებეტში და 230 ან 140 სუბანგარიშის კრედიტში.

საკასო ხარჯების აღსადგენად შემოსული თანხები ჩაიწერება 091 სუბანგარიშების დებეტში და სალაროს, ანგარიშსწორებათა, ანგარიშვალდებული პირების და სხვა ანგარიშების კრედიტში.

ხაზინიდან (ბანკიდან) გასული სახსრების თანხები (ჩეკით ან საგადასახდელო დავალებებით) აისახება 091 ანგარიშების კრედიტში და სალაროს, ანგარიშსწორებათა, მასალების და სხვა ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში. ასიგნებათა თანხების დახურვისას ჩაწერა წარმოებს 091 სუბანგარიშების კრედიტში და 23 ან 14 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

მოსახლეობის სოციალური დაცვის ორგანოებში აღნიშნულ სუბანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე თანხები, სხვადასხვა დახმარებების გასაცემად და პენსიონერთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ხარჯების გასაწევად სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.

დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე გახსნილი ასიგნებების თანხები და მათი მოძრაობის აღრიცხვა დავთარში წარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდების მიხედვით.

 

ანგარიში 10. "მიმდინარე ანგარიშები ადგილობრივი ბიუჯეტებით"

102. სახაზინო მომსახურების პრინციპზე გადასული ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისათვის (რომელთაც დახურული აქვთ მიმდინარე ანგარიშები ბანკებში) გამოყოფილი ასიგნებების სახაზინო მომსახურება ხორციელდება რეგიონის საფინანსო განყოფილების ძირითადი ანგარიშიდან.

103. ანგარიში 10 "მიმდინარე ანგარიშები ადგილობრივი ბიუჯეტით" იყოფა 2 სუბანგარიშად:

100 "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულების ხარჯებისათვის ან მიმდინარე ანგარიში ბანკში";

101 "მიმდინარე ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და ღონისძიებებზე გადასაგზავნად".

ეს ანგარიში გამოიყენება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებზე მყოფი დაწესებულებებისათვის, რომელთათვის გამოყოფილი თანხების ათვისება ხორციელდება სახაზინო მომსახურეობის პრინციპით. ასევეა იმ დაწესებულებებისათვისაც, რომლებიც ასიგნებების თანხებს განკარგავენ დამოუკიდებლად.

დაწესებულებები,რომლებიც გადასული არიან სახაზინო მომსახურეობის პრინციპზე ამ სუბანგარიშზე თანხების მოძრაობას ასახავენ 090 სუბანგარიშის "ხაზინაში გახსნილი ანგარიში დაწესებულებების ხარჯებისათვის" ანალოგიურად.

დაწესებულებები, რომელთა დაფინანსება წარმოებს ძველი წესით, ბანკში მიმდინარე ანგარიშზე შემოსული ასიგნებების თანხებს ასახავენ 100 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისი სუბანგარიშების (230,140) კრედიტში. პირველადი საბუთების საფუძველზე გაცემული ფულადი სახსრების თანხები აისახება ამ სუბანგარიშის კრედიტში და შესაბამისი სუბანგარიშების (ხარჯები, მასალები, ანგარიშსწორებები, სალარო და სხვა) დებეტში.

ბანკის დაწესებულებები ყველა მიღებულ და გახარჯულ თანხაზე საბიუჯეტო დაწესებულებებს უგზავნიან ან აძლევენ ამონაწერებს, რომლებსაც თან ახლავს ამ თანხების გამამართლებელი პირველადი საბუთები.

104. 101 სუბანგარიშზე "მიმდინარე ანგარიში დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და სხვა ღონისძიებებზე გადასაგზავნად" აღირიცხება ის ასიგნებათა თანხები, რომლებსაც ღებულობს კრედიტების განმკარგულებელი და თავის მხრივ აფინანსებს ქვემდგომ (დაქვემდებარებულ) საბიუჯეტო დაწესებულებას, ან აფინანსებს ცენტრალიზებულ ღონისძიებებს.

 

ანგარიში 11. "სპეციალური შემოსავლების ანგარიში"

105. 11 ანგარიშზე "სპეციალური შემოსავლების ანგარიში" აისახება საბიუჯეტო დაწესებულებების თანხების მოძრაობა, რომელიც მიღებულია სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირებიდან პროდუქციის რეალიზაცის სამუშაოების შესრულებისა და მომსახურეობის გაწევისათვის; ლიცენზიების გაცემიდან მიღებული თანხები, დეპოზიტური თანხები და სხვა თანხები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

110 "ხაზინაში სპეციალური შემოსავლების ანგარიში"

111 "სპეციალური შემოსავლების მიმდინარე ანგარიში"

112 "სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრების მიმდინარე ანგარიში"

114 "სავალუტო ანგარიში"

ცნობები სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხების დამტკიცების შესახებ გაიცემა შემდეგი წესით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების მიერ – შესაბამისად საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებსა და უწყებებზე მათ უშუალო განკარგულებაში არსებული სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხების მიხედვით.

საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებისა და უწყებების მიერ – უშუალოდ მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე.

საქალაქო და რაიონულ საფინანსო სამმართველოების (განყოფილებების) მიერ – მერიისა და რაიონების გამგეობების სამმართველოებზე (განყოფილებებზე), უშუალოდ მათ განკარგულებაში არსებული სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხების მიხედვით, ხოლო ამ უკანასკნელთა (სამმართველოების ან განყოფილებების) მიერ – მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე, რომლებიც აღრიცხვას აწარმოებენ დამოუკიდებლად.

ზემდგომი ორგანიზაციების მიერ ცნობების გაცემა ხდება იმ დაწესებულებებზე, რომლებიც უშუალოდ არ ექვემდებარებიან სამინისტროებს, უწყებებს ქალაქის მერიისა და რაიონების გამგეობების სამმართველოებს და განყოფილებებს.

ცნობები სპეციალური შემოსავლების დამტკიცების შესახებ გაიცემა ერთი კალენდარული წლის ვადით.

ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების სახაზინო მომსახურეობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, ბანკებში დაეხურათ ბიუჯეტგარეშე სახსრების ანგარიშები და მის ნაცვლად რეგიონალურ ხაზინებში გაიხსნა ერთიანი სპეციალური ანგარიში რომლის მეშვეობით ხდება თითოეული საბიუჯეტო დაწესებულების შემოსავლების და გაწეული

ხარჯების ასახვა დამტკიცებული სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხის შესრულებასთან დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით. ასევე აღირიცხება დავალებათა თანხები და სხვა.

106. 110 სუბანგარიშზე "ხაზინაში სპეციალური შემოსავლების ანგარიში" აისახება ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების სპეცშემოსავლების თანხების მოძრაობა.

ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისათვის შემოსული თანხები ჩაიწერება 110 სუბანგარიშის დებეტში და 04,05,10,12,13,16,17,24,28 და 40 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

110 სუბანგარიშის კრედიტში აისახება მიმდინარე ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდილი და საბიუჯეტო დაწესებულების სალაროზე ნაღდი ფულის სახით გაცემული თანხები. ამასთან დებეტდება N05,06,08,12,13,16,17 და 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები.

ხარჯებზე შემოსავლების გადანამეტი თანხის (შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა) მიმდინარე ანგარიშიდან ბიუჯეტში გადარიცხვა აისახება 3400 სუბანგარიშის დებეტში.

ფულადი სახსრების მოძრაობის ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს დამაგროვებელ უწყისში (3 მემორიალური ორდერი).

ამ სუბანგარიშზე აღირიცხება ასევე:

დეპოზიტური თანხები, რომლებიც შემოსულია საბიუჯეტო დაწესებულებათა დროებით განკარგულებაში და განსაზღვრული პირობების დადგომისას ექვემდებარება უკან დაბრუნებას;

ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფო სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური.

სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავალი სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან.

მიღებული სახსრები, რომელიც განკუთვნილია საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სასწავლებელში გაგზავნილი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის სტიპენდიების გასაცემად, დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისათვის მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო სახელმძღვანელოების შესაძენად სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების ბლანკების ცენტრალიზებული წესით შესაძენად და ა.შ.;

შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეგროვების სხვა სახის მეორადი ნედლეულისა და კვების ნარჩენების შეგროვება-ჩაბარებაზე შემოსული სახსრები.

აღებული ბანკის სესხები (კრედიტები), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

სკოლა-ინტერნატებში ბავშვთა შენახვისათვის გადასახდელები;

სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების შენახვის გადასახდელი;

მუსიკალურ შვიდწლიან სკოლებში ბაშვების სწავლის ქირის გადასახდელი;

გახანგრძლივებული დღის სკოლებში და სკოლასთან არსებულ ინტერნატებში ბავშვების კვებაზე შემოსული სახსრები;

სახსრები, რომლებიც შემოდის კადრების მომზადებაზე და მუშების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ხელშეკრულებების შესაბამისად;

სახსრები, რომლებიც რჩებათ სამონადირეო მეურნეობის ორგანოებს იმ თანხებიდან, რომლებიც ამოიღება ნადირობის წესებისა და ვადების დარღვევისათვის, აგრეთვე სამონადირეო მეურნეობის პროდუქციის დამზადებისათვის;

სახსრები, რომლებიც რჩებათ თევზის დაცვის ორგანოებს იმ თანხებიდან, რომლებიც ამოიღება თევზის რესურსებზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ჩამორთმეული თევზის, საცურაო საშუალებებისა და თევზსაჭერი იარაღების რეალიზაციის შედეგად მიღებული, აგრეთვე თევზჭერის წესების დარღვევისათვის ჯარიმების სახით მიღებული თანხები;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცალკეული მითითებებით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები;

ზემოაღნიშნულ დავალებათა შესრულებისათვის შემოსული თანხები აისახება 110 სუბანგარიშის დებეტში და 174 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო ამ დავალების შესრულებისას დახარჯული თანხები და გამოუყენებელი ნაშთების დაბრუნებული თანხები აისახება 110 სუბანგარიშის კრედიტში და 174 სუბანგარიშის დებეტში.

ანალოგიურად აღირიცხება დეპოზიტური თანხებიც.

გაცემული პრემიების და ერთდროული დახმარების თანხებზე ჩანაწერი წარმოებს 240 სუბანგარიშის დებეტში და 110 ან 120 სუბანგარიშების კრედიტში.

110 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სპეციალური შემოსავლების აღრიცხვის დავთარში სპეციალური შემოსავლების ცალკეული სახეების მიხედვით.

ტერიტორიულ ერთეულების ბიუჯეტზე მყოფ საბიუჯეტო დაწესებულებებს, გარდა ბიუჯეტის სახსრებისა, შეუძლიათ თავიანთ განკარგულებაში იქონიონ სპეციალური შემოსავლების სახსრები, რომელიც ირიცხება ადგილობრივი საფინანსო განყოფილების სპეციალური შემოსავლების მიმდინარე ანგარიშზე.

ამონაწერები ან საგადასახდელო დავალების 1 ეგზემპლარი გაიცემა ან ეგზავნებათ დაწესებულებას დათქმულ ვადებში.

107. 111 სუბანგარიშზე "სპეციალური შემოსავლების მიმდინარე ანგარიში" აღირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისათვის სპეცშემოსავლების ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელიც დაკავშირებულია სპეციალური სახსრების ხარჯთანუსხის შესრულებასთან. ეს ანგარიში იხსნება ტერიტორიული ერთეულების საფინანსო განყოფილებებთან.*

108. 112 სუბანგარიში "მიმდინარე ანგარიში სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრებზე" გამოიყენება იმ საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ, რომლებიც არ არიან სახაზინო მომსახურეობის პრინციპზე გადასული და გახსნილი აქვთ საბანკო დაწესებულებებში სპეციალური შემოსავლების ანგარიში.

სპეციალური სახსრების მიმდინარე ანგარიშები ბანკის დაწესებულებებში გაიხსნება სპეციალური სახსრების ხარჯთანუსხების ცნობების საფუძველზე. ანალოგიური ცნობების საფუძველზე ხდება მიმდინარე ანგარიშების ვადის გაგრძელება ახალი საბიუჯეტო წლისათვის.112 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება მიმდინარე ანგარიშზე შემოსული თანხები №№04,10,12,13,16,17,28 და 40 ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო კრედიტშიმიმდინარე ანგარიშიდან უნაღდო ანგარისწორებით განაღდებული თანხები და საბიუჯეტო დაწესებულებების სალაროში ნაღდად მიღებული თანხები. 05,08,12,13,16,17 და 21 ანგარიშებთან კორესპონდენციით.

მიმდინარე ანგარიშიდან ბიუჯეტის შემოსავალში გადარიცხული თანხები, როგორც შემოსავლების გადამეტება ხარჯებზე, მიეკუთვნება 400 სუბანგარიშის დებეტს.

112 სუბანგარიშზე ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ცალკეული სახეობების მიხედვით.

109. 114 სუბანგარიშზე "სავალუტო ანგარიში" აღირიცხება ბანკის სავალუტო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობა უცხო ვალუტაში. ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშით ბანკებში ვალუტის ყიდვისას დადებეტდება 114 სუბანგარიში და კრედიტდება სუბანგარიშები 090,100,101,112. სამუშაოთა შესრულებისა და მომსახურების გაწევისათვის ვალუტის შემოსვლისას დებეტდება 114 სუბანგარიში და კრედიტდება 178,240,241 და 400 სუბანგარიშები.

სავალუტო ანგგარიშზე ნაშთის დადებითი საკურსო სხვაობის თანხა აისახება 114 სუბანგარიშის დებეტში და 230,140,240,241 და 400 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო უარყოფითი საკურსო სხვაობა აისახება ამავე ანგარიშებზე "სტორნოს" წესით.

ბანკიდან უცხოური ვალუტის გამოტანა აისახება 120 სუბანგარიშის დებეტში და 114 სუბანგარიშის კრედიტში. უცხოური ვალუტის შემოსვლისა და გასავლის ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს ცალკე სალაროს დავთარში.

114 სუბანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს ლარებში N3 დამაგროვებელი უწყისებით თითოეულ ანგარიშზე ცალ-ცალკე, რომელიც გახსნილია ბანკის დაწესებულებებში უცხო ვალუტაში ფულადი სახსრების შესანახად. ამავე დროს ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს ცალკეული ვალუტების მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვის დავთარში.

 

ანგარიში 12. "სალარო"

109. 120 სუბანგარიშზე აღირიცხება დაწესებულების სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და მისი სახეზე არსებობა. (როგორც საბიუჯეტო, ასევე სპეციალური შემოსავლების მიღებული და გაცემული თანხები).

სალაროს ოპერაციების გაფორმებისა და აღრიცხვისას დაწესებულებები ხელმძღვანელობენ სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ დებულებით.

ბანკის დაწესებულებიდან ნაღდი ფულის მიღებაზე ჩეკები, როგორც წესი, გამოიწერება მოლარის ან მისი შემცვლელი პირის სახელზე.

ხაზინის მომსახურებაზე გადასული საბიუჯეტო დაწესებულებების ნაღდი ფულის გამოტანაზე მოქმედებს ხაზინის მიერ შემუშავებული წესი.

დიდი რაოდენობის მომსახურებულ დაწესებულებებში, ხელფასის, დროებითი შრომისუუნარობისათვის დახმარებების, სტიპენდიების, პენსიების და სხვათა გაცემა დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ბრძანებით, გარდა მოლარისა, შეიძლება მოხდეს სხვა პირების საშუალებითაც, რომლებთანაც იდება წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. ნდობით აღჭურვილ პირებზე სალაროდან ნაღდი ფულის გაცემისას, მის აღრიცხვას აწარმოებს მოლარე ხელფასის გასაცემად დამრიგებლებზე გაცემული ფულის აღრიცხვის დავთარში.

თუ მომსახურებულ დაწესებულებათა სიშორის გამო საგადასახდელო ან საანგარიშსწორებო – საგადასახდელო უწყისის დაბრუნება დაწესებულების სალაროში, ნდობით აღჭურვილი პირის მიერ სამი დღის ვადაში არ ხერხდება, მაშინ ხელფასების გაცემა უნდა მოხდეს უშუალოდ პასუხისმგებელი პირის მიერ. ამ შემთხვევაში ხელფასების გასაცემად საჭირო თანხა ანგარიშვალდებულ პირს მიეცემა სალაროდან სალაროს გასავლის ორდერით და აისახება 160 სუბანგარიშზე.

სალაროდან რამდენიმე პირზე ანგარიშქვეშ თანხის გაცემისას, ნაცვლად ინდივიდუალური სალაროს გასავლის ორდერებისა, გამოიყენება სალაროდან ანგარიშვალდებულ პირებზე თანხების გაცემის უწყისი.

111. დაწესებულებებში, სადაც შტატით არ არის გათვალისწინებული მოლარის თანამდებობა, მუშებსა და მოსამსახურეებზე ხელფასების გაცემა და მცირე სამეურნეო ხარჯების განაღდება წარმოებს ანგარიშვალდებული პირების მეშვეობით, რომელიც ფორმდება დაწესებულების ბრძანებით. ჩეკები ბანკის დაწესებულებისათვის ნაღდი ფულის მიღებაზე გამოიწერება ამ პირების სახელზე, ხაზინის მომსახურეობაზე გადასულ დაწესებულებების დადგენილი წესით.

120 სუბანგარიში დადებეტდება სალაროში შემოსული თანხებით, ხოლო კრედიტდება სალაროდან გაცემული თანხებით.

დაწესებულებებში სალაროს ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს სალაროს დავთარში.

სალაროს დავთარში ჩაწერა წარმოებს მოლარის მიერ თანხების მიღების ან გაცემისთანავე თითოეული სალაროს ორდერის ან მისი შემცვლელი საბუთის მიხედვით.

ყოველდღიურად, სამუშაო დღის ბოლოს, მოლარე გამოთვლის დღის განმავლობაში მომხდარი ოპერაციების ჯამებს, გამო/ყავს მეორე დღისათვის სალაროში ფულის ნაშთი და ბუღალტერიას გადასცემს მოლარის ანგარიშის სახით მეორე მოსახევ ფურცელს (სალაროს დავთარში დღის განმავლობაში ჩანაწერების ასლს) შემოსავლისა და გასავლის საბუთებთან ერთად სალაროს დავთარში ხელმოწერის ქვეშ.

112. ბუღალტერიის მიერ მოწმდება სალაროს ანგარიში, რომლის საფუძველზეც ყოველდღიურად წარმოებს ჩაწერა სალაროს ოპერაციების დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 1) და ანალიზური აღრიცხვის სხვა რეგისტრებში. 1 მემორიალური ორდერით ერთი თვის ბრუნვების საერთო თანხიდან გამოაკლდება საბიუჯეტო (მიმდინარე) ანგარიშების ბრუნვები.

 

ანგარიში 13. "სხვა ფულადი სახსრები"

113. ამ ანგარიშზე აღირიცხება აკრედიტივებში, ლიმიტირებულ საჩეკო წიგნაკებსა და სხვა ფულად საბუთებში არსებული ფულადი სახსრები. 13 ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

130 "აკრედიტივები";

131"ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკები";

132 "ფულადი დოკუმენტები";

133"ფულადი სახსრები გზაში";

134 "ფინანსური დაბანდებები"

114. 130 სუბანგარიშზე "აკრედიტივები", აღირიცხება დადებული ხელშეკრულებების საფუძელზე აკრედიტივების თანხები მატერიალური ფასეულობების მოწოდებისა და გაწეული მომსახურებისათვის.

აკრედიტივების წარდგენა შეიძლება როგორც საბიუჯეტო სახსრების, ისე ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯზე.

აკრედიტივების გაფორმების წესს და მათი მოქმედების ვადებს აწესებენ საქართველოს ბანკის დაწესებულებები.

აკრედიტივის წარდგენისას დებეტდება 130 სუბანგარიში და კრედიტდება შესაბამისი საბიუჯეტო ან სხვა მიმდინარე ანგარიშები.

გამოყენებული აკრედიტივების თანხით კრედიტდება 130 სუბანგარიში და დებეტდება მატერიალურ ფასეულობათა და სხვა შესაბამისი ანგარიშები. აკრედიტივების გამოუყენებელი თანხები ჩაირიცხება სათანადო საბიუჯეტო ან მიმდინარე ანგარიშებზე (09,10,11).

130 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ყოველი წარდგენილი აკრედიტივის მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა დავთარში.

115. 131 სუბანგარიშზე "ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკები" აღირიცხება ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკებით დეპონირებული თანხები ერთქალაქოვანი ანგარიშსწორებისათვის მიღებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე, აგრეთვე სხვა ქალაქოვანი ანგარიშსწორებისათვის მიღებულ საქონელზე საქართველოს ფარგლებში. ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკების შესაძენად საბიუჯეტო დაწესებულება ბანკში გზავნის N0401002 საგადასახდელო დავალებას და განცხადებას ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკების გაცემის შესახებ. დეპონირებული სახსრები აღირიცხება როგორც საკასო ხარჯები ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამის კოდში. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია წიგნაკების მიღება ცალ-ცალკე. ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკების გამოუყენებელი ლიმიტის თანხები საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისას აღრიცხვაში აისახება როგორც საკასო ხარჯების აღდგენა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისი ქვედანაყოფების (კოდების) მიხედვით.

ლიმიტირებულ საჩეკო წიგნაკებს ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავარი ბუღალტერი. ადგილებზე საქონლის შერჩევის დროს ნებადართულია ჩეკს ხელი მოაწეროს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც მიეცემა მინდობილობა საქონლის მიღებაზე. მინდობილობაში აღნიშნული უნდა იყოს თანამდებობის პირის მიერ ჩეკზე ხელის მოწერის უფლება და თანხა, რომლითაც შეუძლია მას საქონლის შეძენა. როცა ჩეკს მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს დაწესებულების თანამდებობის პირი, მაშინ ჩეკზე ხელმოწერის წინ გაკეთებული უნდა იქნეს წარწერა "მინდობილობით".

ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკი მომწოდებელს ეძლევა საქონლის გაშვების ან მომსახურების გაწევისთანავე. ჩეკში აუცილებლად უნდა იქნეს ნაჩვენები, რომელი ორგანიზაციის მიერ და რომელი ანგარიშით ან სხვა მისი შემცვლელი საბუთით უნდა იქნეს ჩეკის მიხედვით თანხა გადარიცხული.

131 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკებით ანგარიშსწორებათა დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი N4). დამაგროვებელ უწყისში ჩანაწერები წარმოებს თითოეული საბუთის მიხედვით (საგადასახდელო დავალება, ანგარიში, ჩეკი) ოპერაციების მოხდენის კვალობაზე, მაგრამ არაუგვიანეს ბუღალტერიაში საბუთების შემოსვლის მომდევნო დღისა. დამაგროვებელ უწყისში ჩანაწერები წარმოებს შემდეგი წესით: ყოველი თვის დასაწყისში, გასული თვის დამაგროვებელი უწყისიდან გადმოიტანება გამოუყენებელი ლიმიტის ნაშთი თვის დასაწყისისათვის. 131 სუბანგარიშის დებეტში (სვეტები 2-4) ჩაიწერება ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკებით დეპონირებული თანხები. შეძენილი მატერიალური ფასეულობების ასანაზღაურებლად ჩეკებით გადახდილი თანხების ჩაწერა წარმოებს 131 სუბანგარიშის კრედიტში (სვეტი 9) და შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში (სვეტები 10-18). ერთდროულად მეორე ჩაწერა წარმოებს 19-21 სვეტებში. თვის დამთავრების შემდეგ ჩანაწერები დაჯამდება და გამოიყვანება თავისუფალი ლიმიტის ნაშთი თვის ბოლოსათვის, რომელიც უნდა შესატყვისებოდეს ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკების ლიმიტის ნაშთს.

უწყისის 9-21 სვეტების ჯამი ჩაიწერება "ჟურნალ-მთავარ" დავთარში. იმ შემთხვევაში, როცა საჩეკო წიგნაკებით ლიმიტის გამოუყენებელი ნაშთი დაბრუნებულია ბანკის დაწესებულებაში საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე, მაშინ "ჟურნალ-მთავარ" დავთარში ჩანაწერები წარმოებს ამ თანხების მხედველობაში მიუღებლად.

116. 132 სუბანგარიშზე "ფულადი დოკუმენტები" აღირიცხება სხვადასხვა ფულადი საბუთები, როგორიცაა: განაღდებული ტალონები ბენზინსა და ზეთზე, კვებაზე და ა.შ., დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, ტურბაზების განაღდებული საგზურები, საფოსტო გზავნილებებზე მიღებული შეტყობინებები, საფოსტო მარკები, სახელმწიფო ბაჟის მარკები, სესხის ობლიგაციები (ავადმყოფების მიერ შესანახად ჩაბარებული და ა.შ.), შრომის წიგნაკების ბლანკები და მათში ჩასართები და ა.შ.

სალაროში ასეთი საბუთების მიღება და მათი სალაროდან გაცემა ფორმდება სალაროს ორდერებით, რომლებზეც ისმება შტამპი "საფონდო" ან ხელით კეთდება წარწერა წითელი ფანქრით.

ამ ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს ფულადი სახსრების ოპერაციებისაგან განცალკევებულად. შემოსავლისა და გასავლის საფონდო ორდერების რეგისტრაცია წარმოებს სალაროს შემოსავლისა და გასავლის საბუთების სარეგისტრაციო ჟურნალის (ფორმა სო-3 ან ფ.სო-3-ა) ბოლოში ცალკე ფურცლებზე.

ბენზინის ტალონები ეძლევათ მძღოლებს ანგარიშქვეშ დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულებით. ტალონების ხელმეორედ გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ადრე მიღებული ტალონების დაბრუნების (ჩაბარების) შემდეგ.

ფულადი საბუთების, შრომის წიგნაკების ბლანკების და მათში ჩასართების ანალიზური აღრიცხვა, მათი სახეების მიხედვით, შესაბამის დავთრებში წარმოებს დავთარში.

117. 133 სუბანგარიშზე "ფულადი სახსრები გზაში" აღირიცხება ფულადი სახსრების მოძრაობა გზაში. ამ სუბანგარიშზე აღირიცხება ფულადი სახსრები, რომელიც გადმორიცხულია ასიგნებების ზემდგომი განმკარგულებლების მიერ, მაგრამ დაწესებულებებს მიღებული აქვთ მომდევნო თვეში.

118. 134 სუბანგარიშზე "ფინანსური დაბანდებები" აღირიცხება დაწესებულებათა დაბანდებების (ინვესტიციების) მოძრაობა ბანკების დეპოზიტებში, საწარმოების და ორგანიზაციების ფასიანი ქაღალდები, სახელმწიფო და ადგილობრივი სესხის პროცენტიანი ობლიგაციები, რომელიც შეძენილია ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების არასაბიუჯეტო სახსრების ანგარიშით. ამასთან დაბანდებები ბანკის დეპოზიტებში, პროცენტიანი ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები აისახება 134 სუბანგარიშის დებეტში და 110,111,112 და 114 სუბანგარიშების კრედიტში.

თუ ფასიანი ქაღალდების დაფარვის (გამოშვების) მომენტისათვის მათი შესყიდვის ღირებულება განსხვავდება მათი ნომინალური ღირებულებისაგან, მაშინ შესყიდვისა და ნომინალურ ღირებულებებს შორის სხვაობის თანხა ექვემდებარება ჩამოწერას (მომატებას). იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ფასი მეტია ნომინალურზე, მაშინ სხვაობა აისახება 410 სუბანგარიშის დებეტში და 134 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო თუ ნომინალური ღირებულება აღემატება შესყიდვის ღირებულებას, მაშინ წარმოებს ჩაწერა 134 სუბანგარიშის დებეტში და 410 სუბანგარიშის კრედიტში.

ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები აისახება 111,112 და 114 სუბანგარიშების დებეტში და 410 სუბანგარიშის კრედიტში.

ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და დაფარვა (გამოშვება) აისახება მიმდინარე ანგარიშების დებეტში და 134 სუბანგარიშის კრედიტში მათი ნომინალური ღირებულების თანხით,ხოლო ნომინალურ ღირებულებაზე ზედმეტი თანხა აისახება 410 სუბანგარიშის კრედიტში.

410 სუბანგარიში იხურება მოგების (ზარალის) ჩამოწერის გზით შესაბამისი ფონდებიდან.

134 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ფინანსური დაბანდებების სახეებისა და ობიექტების მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა აღრიცხვის დავთარში.

 

განაყოფი VI. ანგარიშსწორებანი დაფინანსებით და დაკრედიტებით

ანგარიში 14 "შიდაუწყებრივი ანგარიშსწორებანი დაფინანსებით და დაკრედიტებით ხაზინის მეშვეობით"

119. 14 ანგარიშზე "შიდაუწყებრივი ანგარიშსწორებანი დაფინანსებით და დაკრედიტებით ხაზინის მეშვეობით" აღირიცხება ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი, რომელიც წარმოიშობა ასიგნებების ზემდგომი განმკარგულებლებსა და მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს შორის ხარჯთანუსხების შესრულების პროცესში.

ეს ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

140 "ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი დაწესებულების და სხვა ღონისძიებების ხარჯებისათვის";

141 "სხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი";

142 "ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დაფინანსებით ანგარიშსწორებანი";

143 "ანგარიშსწორებანი დაკრედიტებით დაფარვის გამოკლებით";

ეს სუბანგარიშები გამოიყენება ასიგნებების როგორც ქვემდგომი განმკარგულებლების, ასევე ზემდგომი განმკარგულებლების მიერ. ამ სუბანგარიშების კრედიტში

ასიგნებების ქვემდგომი განმკარგულებლები ასახავენ ასიგნებების ზემდგომი განმკარგულებლებიდან მიღებული დაფინანსების თანხებს, აგრეთვე სხვა ოპერაციების თანხებს, რომლებიც იწვევენ დაფინანსების გადიდებას.

მოცემული სუბანგარიშების დებეტში ჩაიწერება წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების თანხები, ასიგნებების ზემდგომი განმკარგულებლის განკარგულების შესაბამისად დაფინანსების შემცირება, გამოვლენილი დანაკლისის თანხები და სხვა ჩამოწერები, რომლებიც აიღება დაწესებულების ანგარიშზე. ამასთან დეკემბრის თვის მეორე ნახევარში მუწებსა და მოსამსახურეებზე დარიცხული ხელფასის თანხა (თუ ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ) 200 სუბანგარიშიდან არ ჩამოიწერება და გადადის მომდევნო წელში.

ასიგნებების მთავარი განმკარგულებლები 14 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის დებეტში ჩაწერენ დაქვემდებარებულ დაწესებულებათა დაფინანსების თანხებს და ცენტრალიზებულ ღონისძიებებზე ხარჯთანუსხის მიხედვით ასიგნებათა ანგარიშით დაქვემდებარებულ დაწესებულებებისათვის გაწეულ ხარჯებს, ხოლო კრედიტში ასახავენ დაქვემდებარებულ დაწესებულებათა დაფინანსების შემცირებას და ასიგნებების ქვემდგომი განმკარგულებლების მიერ წლის მანძილზე გაწეული ხარჯების თანხებს.

120. 140 სუბანგარიშზე "ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი დაწესებულებების და სხვა ღონისძიებების ხარჯებისათვის" ასიგნებების ქვემდგომი განმკარგულებლები აღრიცხავენ ასიგნებების ზდემდგომი განმკარგულებლებიდან ხაზინის მეშვეობით მიღებულ დაფინანსების თანხებს. ასიგნებების ზემდგომი განმკარგულებლები ამ სუბანგარიშზე აღრიცხავენ დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე გაწეულ დაფინანსების თანხებს.

121. 141 სუბანგარიშზე "სხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებით ანგარიშსწორებანი" აღირიცხება ცალკეულ ღონისძიებათა გასატარებლად სხვა ბიუჯეტების ანგარიშიდან მიღებული დაფინანსების თანხები.

122. 142 სუბანგარიშზე "ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დაფინანსებით ანგარიშსწორებანი" აღირიცხება ბიუჯეტის ანგარიშით კაპიტალური ხარჯებისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებისათვის ბანკის დაწესებულებებიდან ხაზინის მეშვეობით მიღებული თანხები.

123. 143 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დაკრედიტებით დაფარვის გამოკლებით" აღირიცხება დაწესებულების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებანი.

სახელმწიფო დაკრედიტება გულისხმობს კრედიტის გაცემას მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებებზე, რომელთა ფონდი ფორმირებულია სახელმწიფო სახსრების ხარჯზე. საბიუჯეტო დაწესებულებებზე სახელმწიფოს მიერ გაცემული ყველა სახის ასიგნების თანხა ჩაითვლება დაკრედიტებად. დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით გულისხმობს კრედიტის გაცემისას დაფარული კრედიტის გამოქვითვას, აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგებისა და ანალოგიური თავისუფალი სახსრების ნაშთის გამორიცხვას.

ყოველგვარი გადასახდელი პროცენტი, ეს იქნება ვადაგადაცილებული ვალი თუ სხვა, რომელშიც მმართველობითი ორგანო გამოდის გარანტი ან შუამავალი, ჩაითვლება დაკრედიტებად, რამდენადაც მათ შემდეგი წაუყენებენ მევალე-არგადამხდელის მოთხოვნებს და კლასიფიცირდება როგორც სახელმწიფო კრედიტის დაფარვა.

ეს მუხლი მოიცავს დაკრედიტებას, გაცემულს მმართველობითი ორგანოებისათვის, კერძო პირებისათვის, საწარმოებისათვის და სხვა ეკონომიკური ერთეულებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მოცემული ეკონომიკის რეზიდენტებს. მათგან მიღებულ გადახდებს მისი დაფარვისათვის, აგრეთვე წილობრივი მონაწილეობის უფლების შეძენას და გაყიდვას საკუთარი საწარმოს კაპიტალის სასარგებლოდ.

ამ სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება გაცემული დაკრედიტების თანხები, ხოლო კრედიტში – დაფარული, განაღდებული კრედიტის თანხები.

124. საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების ზემდგომ განმკარგულებლების მიერ წარმოებს შესაბამის დავთარში. დავთარში ჩაწერა იწყება დაფინანსების წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის თანხის გადმოტანით. მე-19 სვეტში იჩვენება ფულადი სახსრების ნაშთი წლის დასაწყისისათვის ბანკის დაწესებულების მიმდინარე ანგარიშზე, ხოლო მე-10 სვეტში-დანარჩენი თანხა რომელიც წარმოადგენს სხვაობას წლის დასაწყისისათვის 140 სუბანგარიშზე რიცხულ თანხასა (დაქვემდებარებული დაწესებულების ბალანსით) და მე-9 სვეტში ნაჩვენებ თანხას შორის. დავთარის 4-7 სვეტებში ჩაიწერება დაწესებულების ხარჯთანუსხის შესაბამისად გამოყოფილ ასიგნებათა თანხები კვარტალების მიხედვით, ხოლო მე-8 სვეტში – ხარჯთანუსხით მთელი წლისათვის დამტკიცებულ ასიგნებათა მთლიანი თანხა. ასიგნებათა გადიდება და შემცირება ჩაიწერება იმავე სვეტებში, ამასთან ასიგნებათა შემცირების ჩაწერა ხდება წითელი მელნით. 9-12 სვეტებში აისახება 140 სუბანგარიშის მიხედვით მომხდარი ოპერაციები. დავთრის მე-13 სვეტში ჩაიწერება დაფინანსებით დაუფარავი ასიგნებების ნაშთი, რომელიც განისაზღვრება შემდეგი წესით: 4-7 სვეტებს (შესაბამისი კვარტალის ასიგნება) აკლდება მე-9 სვეტი წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის გათვალისწინებით და ემატება სვეტი 11.

4-12 სვეტების ჯამები გამოიყენება მოცემული თვისათვის და წლის დასაწყისიდან. მე-9 სვეტის ჯამის თანხას დამატებული მე-10 სვეტი, გამოკლებული 11 და 12 სვეტები უნდა შეესაბამებოდეს საანგარიშო თარიღისათვის დაქვემდებარებული დაწესებულებების ბალანსში 140 სუბანგარიშის ნაშთის თანხას.

ასიგნებათა ქვემდგომი განმკარგულებლები 140-143 სუბანგარიშებზე ანგარიშსწორებების აღრიცხვას აწარმოებენ მრავალსვეტებიან ბარათებზე ხარჯთანუსხის შესრულების ბალანსის 3 დანართის "ბიუჯეტის დაფინანსების თანხების მოძრაობის შესახებ ანგარიშში" გათვალისწინებული მონაცემების ჭრილში.

ნაერთი ბალანსის შედგენისას 140-143 სუბანგარიშების ნაშთები ზემდგომი ორგანიზაციების ბალანსის აქტივში და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსების პასივში ამავე სუბანგარიშებით ურთიერთ გამოირიცხება (გაბათილდება).

 

განაყოფი VII.ანგარიშსწორებანი

ანგარიში 15 "ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან, მოიჯარეებთან და დამკვეთებთან შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის"

125. ამ განაყოფში აღირიცხება ანგარიშსწორებები მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან მიღებული საქონლის, შესრულებული სამუშაოების და გაწეული მომსახურებისათვის, ანგარიშსწორებანი ბიუჯეტთან სახელმწიფო სოციალურ დაზღვევის ანარიცხებით, ანგარიშვალდებულ პირებთან, მუშა-მოსამსახურეებთან, სტიპენდიატებთან, დეპონენტებთან, მშობლებთან სკოლა-ინტერნატებსა და სხვა საბავშვო დაწესებულებებში ბავშვთა შენახვისათვის, სხვადასხვა დებიტორ-კრედიტორებთან, ანგარიშსწორებანი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფით და სოციალური დაცვით, სამედიცინო დაზღვევით და სხვა.

ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან მიღებული საქონლისათვის და გაწეული მომსახურებისათვის ხორციელდება, როგორც წესი, ბანკის დაწესებულებებისა და ხაზინის მეშვეობით მოქმედი წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციებისათვის ავანსების გადარიცხვა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით და ფინანსთა სამინისტროს მითითებებით დადგენილ შემთხვევებში.

126. ბალანსში რიცხული დეპონირებული და კრედიტორული დავალიანების თანხები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, რჩება დაწესებულების განკარგულებაში, გარდა ბიუჯეტში გადასახდელებისა და ფონდებთან ანგარიშსწორებებისა.

დებიტორული დავალიანების თანხები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, ჩამოიწერება დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვით დაფინანსების ან ფონდების შემცირებაზე, ხოლო ბიუჯეტის და სახელმწიფო არა საბიუჯეტო ფონდების დავალიანების თანხები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში ან ფონდებში დაბრუნებას.

თანამდებობის პირები პასუხისმგებელნი არიან ხანდაზმულობის ვადების დაცვაზე.

მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და სხვა ქონების დანაკლისი, ასევე ფასეულობათა დაზიანება დაეწერებათ დამნაშავე პირებს.

მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი და დანაკარგები, როდესაც კონკრეტული დამნაშავის დადგენა არ ხერხდება ან დამნაშავე პირებისაგან მათ ამოღებაზე სასამართლომ უარი განაცხადა, ჩამოიწერება ფონდების შემცირებაზე. ეს დავალიანება ჩამოწერის მომენტიდან 5 წლის განმავლობაში აღირიცხება 05 ბალანსგარეშე ანგარიშზე, მევალის ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში მისი ამოღების შესაძლებლობაზე მეთვალყურეობისათვის.

ძირითადი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფულადი საშუალებების ზედმეტობა აიღება შემოსავალში და მიიმართება საწარმოში ფინანსურ შედეგებზე, ხოლო ორგანიზაციაში ფონდების გაზრდაზე.

127. ანგარიში 15 "ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან, მოიჯარეებთან და დამკვეთებთან შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

150 "ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან;

152 "ანგარიშსწორებანი საბიუჯეტო თემატიკით შემკვეთილი საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებათა ნაწილობრივი ანაზღაურებით";

153 "ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან სპეციალური შემოსავლებით შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის";

154 "ანგარიშსწორებანი და დამკვეთებთან გასანაღდებელ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე";

155 "ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან ავანსით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის";

156 "ანგარიშსწორებანი მოწვეულ პირებთან სახელშეკრულებო სამუშაოების შესრულებისათვის";

157 "ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან".

128. 150 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან" აღირიცხება ანგარიშსწორება მომწოდებლებთან სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და დეტალების, დასადგმელი მოწყობილობისათვის და ა.შ., რომლებიც შეძენილია კაპიტალური ხარჯებისათვის გამოყოფილი ასიგნებების სახსრების ანგარიშზე, აგრეთვე ანგარიშსწორებანი მოიჯარეებთან მშენებლობისა და მონტაჟისათვის მათზე გადაცემული კონსტრუქციებისა და დეტალებისათვის და შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის.

მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისას 150 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება მიღებული სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და დეტალების განაღდებული ანგარიშების თანხები, ამასთან კრედიტდება 090, 100, 110, 111, 112 სუბანგარიშები. მომწოდებლებიდან საწყობში მიღებული ფასეულობა აისახება 050,051 სუბანგარიშის დებეტში და 150 სუბანგარიშის კრედიტში. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ფასეულობა საწყობში მიღების გარეშე პირდაპირ გადაეცემა მოიჯარეს, მაშინ დებეტდება 150 სუბანგარიში და კრედიტდება 050 ან 051 სუბანგარიში.

მოიჯარეებთან ანგარიშსწორებისას 150 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება თანხები, რომლებიც გადარიცხულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისათვის და ამევე მიზნით მოიჯარეზე გაცემული კონსტრუქციების, დეტალების და სამშენებლო მასალების ღირებულება. ამასთან კრედიტდება 050, 051, 100, 110,111,112 სუბანგარიშები. მოიჯარის მიერ შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების თანხით წარმოებს ჩაწერა 102, 212 სუბანგარიშების დებეტში და 150 სუბანგარიშის კრედიტში.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული მომწოდებლისა და მოიჯარის მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებების დავთარში.

129. 152 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი საბიუჯეტო თემატიკით შეკვეთილ საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ნაწილობრივი ანაზღაურებით" აღირიცხება ანგარიშსწორებანი საწარმოებთან და ორგანიზაციებთან მათ მიერ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისათვის საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შეკვეთების შესრულებაზე.

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება საწარმოს ან ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია დადგენილი წესით. ხელშეკრულებაში ნაჩვენები უნდა იქნას საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (ნაკეთობათა) მთლიანი ღირებულება, ავანსის ოდენობა და მიმდინარე წლის დანახარჯების მოცულობა, მზა ნაკეთობათა მიღების ვადა.

გადარიცხული ავანსის თანხა და შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილი თანხები ჩაიწერება 152 სუბანგარიშის დებეტში და 090 სუბანგარიშის კრედიტში. მიღებულ ნაკეთობათა ღირებულებით დებეტდება 01 და 07 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები და კრედიტდება 152  სუბანგარიში.

ამ სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული საწარმოსა და დაწესებულების მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა აღრიცხვის დავთარში.

130. 153 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან სპეციალური შემოსავლებით შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურებისათვის" პროფესიულ-ტექნიკური განათლების სასწავლო დაწესებულებებში აღირიცხება ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან მათთვის შესრულებული სამუშაოების ანდა გაწეული მომსახურებისათვის და რეალიზებული მხა პროდუქციისათვის, აგრეთვე ანგარიშსწორებანი საწარმოებთან და ორგანიზაციებთან მოსწავლეთა მიერ საწარმოთა სწავლების პროცესში შესრულებული სამუშაოებისათვის.ამ სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება სასწავლო საწარმოო სახელოსნოების მიერ დამზადებული და რეალიზებული მზა ნაწარმის ღირებულება, სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებზე გაცემული თანხები მათ მიერ საწარმოებსა და ორგანიზაციებში შესრულებული სამუშაოებისათვის გაწეული მომსახურების თანხები და სხვ. 189, 280 და 402 სუბანგარიშებთან კორესპონდენციით.

დამკვეთებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსული თანხები აისახება 111 სუბანგარიშის დებეტში და 153 სუბანგარიშის კრედიტში.

153 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული დამკვეთის, საწარმოსა და ორგანიზაციის მიხედვით.

131. ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან ხელშეკრულებებით შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის აღირიცხება 154 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან" გასანაღდებელ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე".

154 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება. ამავე თანხებით კრედიტდება სუბანგარიში N282. 154 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება ანგარიშების განაღდებიდან შემოსული თანხები და ჩათვლილი ავანსების თანხები. ამასთან დადებეტდება შესაბამისად 110, 111 და 155 სუბანგარიშები.

ამ ანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშების და ანგარიშსწორებათა დავთარში თემების მიხედვით.

132. 155 სუბანგარიშზე, ანგარიშსწორებანი დამკვეთებთან ავანსით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისათვის" აღირიცხება დამკვეთებიდან ხელშეკრულებებით შესასრულებელი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშში მიღებული ავანსები. მიღებული ავანსის თანხები აისახება 110, 111 სუბანგარიშის დებეტში და 155 სუბანგარიშის კრედიტში. ავანსების თანხები ჩაითვლება შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშების განაღდებისას და აისახება 155 სუბანგარიშის დებეტში და 154 სუბანგარიშის კრედიტში. აღნიშნული სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თემების მიხედვით.

133. 156 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მოწვეულ პირებთან სახელშეკრულებო სამუშაოების შესრულებისათვის" აღირიცხება ანგარიშსწორებანი თანაშემსრულებლებთან, რომლებიც მოწვეული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ დადებული ხელშეკრულებების მიხედვით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად.

თანაშემსრულებლების მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის მათთვის გადარიცხული თანხებით დებეტდება 156 სუბანგარიში და კრედიტდება 110 ან 1111 სუბანგარიში, ხოლო თანაშემსრუბლებისაგან მიღებული სამუშაოების ღირებულებით დებეტდება 082 სუბანგარიში და კრედიტდება 156 სუბანგარიში.

აღნიშნული სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული თანაშემსრულებლის მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებზე.

134. 157 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მყიდველებთან და დამკვეთებთან" აღირიცხება ავანსები, რომლებიც მიღებულია საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან ხელშეკრულებებით დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მომსახურებისათვის. დამკვეთებიდან მიღებული სახსრები აისახება 110 და 111 სუბანგარიშების დებეტში და 157 სუბანგარიშის კრედიტში. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების მიხედვით შეკვეთის ან მისი ცალკეული ეტაპების შესრულება აისახება 157 სუბანგარიშის დებეტში და 280 და 400 სუბანგარიშების კრედიტში.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს საქმიანობის ცალკე სახეების მიხედვით.

 

ანგარიში 16 "ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან"

135. ანგარიშვალდებულ პირებთან მათზე მიცემული ავანსების მიხედვით ანგარიშსწორებანი ისეთი ხარჯების გასაწევად, რომელთა უნაღდო ანგარიშსწორების გზით წარმოება არ შეიძლება, აღირიცხება 16 ანგარიშზე.

ავანსები საქვეანგარიშოდ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მუშაობენ მოცემულ დაწესებულებაში.

ეს ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

160 "ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან";

161 "ანგარიშსწორებანი მივლინებებით ქვეყნის შიგნით";

162 "ანგარიშსწორებანი მივლინებებით საზღვარგარეთ".

136. ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების მოძრაობა აისახება 160 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან".

ანგარიშვალდებულ პირებზე ავანსების გაცემა ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულებით მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე და ავანსის დანიშნულების ჩვენებით. საქვეანგარიშო თანხების გაცემის შესახებ განცხადებაზე ბუღალტერიის მუშაკის მიერ დაისმება სახარჯთაღრიცხვო ქვედანაყოფი (კოდი), რომელსაც უნდა მიეკუთვნოს აღნიშნული ხარჯი და კეთდება აღნიშვნა ანგარიშვალდებულ პირზე წინა ავანსების მიხედვით დავალიანების არარსებობის შესახებ.

საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებული იყო გაცემისას. ანგარიშვალდებული პირი საავანსო თანხების შესახებ წარმოადგენს ანგარიშგებას ყველა იმ საბუთების თანდართვით, რომლებიც ადასტურებენ თანხების ხარჯვას. საავანსო ანგარიშგებაზე თანდართული საბუთები ანგარიშვალდებული პირის მიერ ინომრება მათი ჩამოწერის თანმიმდევრობის შესაბამისად.

საავანსო ანგარიშები ბუღალტერიაში მოწმდება როგორც არითმეტიკულად, ისე საბუთების გაფორმების და სახსრების დანიშნულებით ხარჯვის სისწორის მიხედვით. შემოწმებული საავანსო ანგარიშები მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

აღნიშნულ სუბანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებული პირების მეშვეობით ხელფასების გაცემაზე იმ დაწესებულებებში, სადაც შტატით არ არის გათვალისწინებული მოლარის თანამდებობა.

სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში ამ სუბანგარიშზე აღირიცხება ანგარიშსწორებანი ანგარიშვალდებულ პირებთან პენსიონერებზე ერთდროული დახმარების გასაცემად მათზე მიცემული ავანსების მიხედვით.

ავანსების გამოუყენებელი ნაშთი ანგარიშვალდებული პირის მიერ დაბრუნებული უნდა იქნეს საავანსო საბუთების ჩაბარებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში. ანგარიშვალდებულ პირზე ახალი ავანსის გაცემა შეიძლება მოხდეს ადრე გაცემული ავანსის დაფარვის შემდეგ.

ანგარიშვალდებული პირის მიერ საქვეანგარიშო თანხების შესახებ საავანსო ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისას, ანდა ავანსების გამოუყენებელი ნაშთის სალაროში დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაწესებულების ბუღალტერიას უფლება აქვს ამ დავალიანების დასაფარავად მოახდინოს დაკავებები ავანსების მიმღები პირის ხელფასიდან, მქომედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხებით დებეტდება 160 სუბანგარიში და კრედიტდება 09, 10 და 12 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები.

ავანსის გახარჯულ თანხებზე და საქვეანგარიშო თანხების დაბრუნებულ ნაშთზე ჩაწერა წარმოებს 06, 07, 12, 18, 20, 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში და 160 სუბანგარიშის კრედიტში.

ანგარიშვალდებულ პირებთან ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ანგარიშვალდებულ პირებთან ანგარიშსწორების დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 8). ამ უწყისში აღრიცხვა წარმოებს პოზიციური წესით. ყველა სტრიქონზე ჩაიწერება ანგარიშვალდებული პირის გვარი, გაცემული ავანსის თანხები და გაწეული ხარჯების თანხები, აგრეთვე გამოუყენებელი ავანსის დაბრუნებული თანხა.

137. საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებულ პირებთან საანგარიშსწორებო თანხების მოძრაობა აღირიცხება 161 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მივლინებით ქვეყნის შიგნით".

მივლინების ხარჯებში შედის: გზის, კვების, ბინისა და სავალდებულო დაზღვევის ხარჯები.

გაცემულ სახსრებზე ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირთან წარმოებს მივლინების შესახებ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთები.

ქვეყნის შიგნით მივლინებულ თანამშრომლებზე სამივლინებო თანხების გაცემა წარმოებს ამ პირების მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე.

ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული ფულადი სახსრები აისახება 161 სუბანგარიშის დებეტში, ხოლო კრედიტში საავანსო ანგარიშით განაღდებული ფაქტობრივი ხარჯები, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების მიერ გამოუყენებელი და დაწესებულების სალაროში დაბრუნებული თანხები.

ანგარიშვალდებული პირი ფულადი სახსრების ხარჯვაზე დაწესებულების ბუღალტერიაში ანგარიშს აბარებს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სამი დღის განმავლობაში.

161 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის 136-ე პუნქტის შესაბამისად.

138. ანგარიშვალდებულ პირებთან ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებით ანგარიშსწორებანი აღირიცხება 162 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მივლინებით საზღვარგარეთ".

საზღვარგარეთ მივლინებულ მუშაკზე იწერება ბრძლანება, სადაც აღინიშნება მივლინების მიზანი და ვადა.

მივლინებაში წამსვლელ პირებზე თანხების გაცემა ხდება სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე. მივლინებულ პირებთან ანგარიშსწორება ხდება ლარებში. აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკის საშუალებით შეიძლება მოხდეს ლარის კონვერტაცია უცხო ვალუტაზე. კონვერტაციისათვის ბანკის მომსახურების ხარჯები მიეკუთვნება დაწესებულების ხარჯებს და მივლინებული პირების მიერ მიღებულ თანხაში არ ჩაითვლება.

162 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის 136-ე პუნქტის შესაბამისად.

 

ანგარიში 17 "ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან"

139. ანგარიში 17 იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

170 "ანგარიშსწორებანი დანაკლისებით";

171 "ანგარიშსწორებანი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან";

172 "ანგარიშსწორებანი გადასახდელთა სპეციალური სახეებით";

173 "ანგარიშსწორებანი ბიუჯეტში გადასახდელებით";

174 "ანგარიშსწორებანი დეპოზიტური და დავალებათა თანხებით";

175 "ანგარიშსშწორებანი სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასთან";

176 "ანგარიშსწორებანი ბანკის მომსახურებისათვის";

177 "ანგარიშსწორებანი დეპონენტებთან";

178 "ანგარიშსწორებანი სხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან";

179 "ანგარიშსწორებანი გეგმური გადასახდელებით".

140. 170 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დანაკლისებით" აღირიცხება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისებისა და დატაცების თანხები, მატერიალურ ფასეულობათა გაფუჭებით გამოწვეული და დამნაშავე პირებზე ასანაზღაურებლად დაკისრებული ზარალის თანხები, აგრეთვე სხვა თანხები, რომლებიც დადგენილი წესით ექვემდებარებიან დაკავებას.

დანაკლისებისა და დატაცების მიზეზით გამოწვეული ზარალის განსაზღვრისას აღებული უნდა იქნას მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება ზარალის გამოვლენის დღისათვის.

გამოვლენილი დანაკლისები და დატაცებები დამნაშავე პირებს მიეკუთვნება შემოწმების ან რევიზიის აქტში მითითებული თანხით და მათი გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში მასალები უნდა გადაეცეს საგამომძიებლო ორგანოებს სამოქალაქო სარჩელის წარსადგენად. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამნაშავე პირებზე მიკუთვნებული თანხები დაზუსტებული უნდა იქნეს სასამართლო ორგანოს აღმასრულებელი ფურცლის შესაბამისად.

დანაკლისის, დატაცების, დანაკარგების და ა.შ. გამოვლენილი თანხები აისახება 170 სუბანგარიშის დებეტში ფულადი სახსრების ან მატერიალურ ფასეულობათა შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. 170 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება დაწესებულების სალაროში, ბანკში საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე ან ხაზინის ანგარიშზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად შემოსული თანხები.

ამ სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა დავთარში თითოეული დამნაშავე პირის მიხედვით გვარის, სახელის, მამის სახელის, თანამდებობის, დავალიანების წარმოშობის თარიღის და დანაკლისის თანხის მითითებით.

141. 171 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან" აღირიცხება ანგარიშსწორებანი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან. ერთიან სახელმწიფო ფონდში შენატანების დარიცხვა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პროცენტების მიხედვით. შენატანების დარიცხვა წარმოებს თვეში ერთხელ დარიცხული ხელფასის მთლიანი თანხიდან. შენატანების დარიცხვა წარმოებს საანგარიშსწორებო-საგადასახდელო ან ხელფასისა და სტიპენდიების საანგარიშსწორებო უწყისების ნაერთის (მემორიალური ორდერი 5) საფუძველზე.

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების დარიცხვა წარმოებს საავადმყოფო ფურცლების (შრომისუუნარობის ფურცლების) საფუძველზე.

დროებითი შრომისუუნარობისათვის დახმარებების გაცემა წარმოებს ხელფასთან ერთად.

ერთჯერადი დახმარებები (ბავშვის დაბადებაზე, მშრომელთა და მათი ოჯახის წევრების სანატორიულ-საკურორტო მკურნალობაზე და სხვა მიზნით) გაიცემა დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე სალაროს ან ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით.

სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში სახსრების გადარიცხვა წარმოებს თვეში ერთხელ თვის მეორე ნახევრის ხელფასის გაცემისათვის დაწესებულ ვადაში.

სოციალურ უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში შესატანი დარიცხული თანხები, დავალიანებების დასაფარავად მიღებული თანხები და სხვა აისახება 171 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო მუშა-მოსამსახურეებზე დროებითი შრომისუუნარობის გამო დარიცხული დახმარებების თანხები, მუშა-მოსამსახურეებზე გაცემული სხვა ერთდროული დახმარებები და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში გადარიცხული თანხები ამ სუბანგარიშის დებეტში.

ანგარიშსწორებანი სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდთან ანალიზურად აღირიცხება შესაბამისი ფორმის დავთარში.

142. 172 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი გადასახდელთლა სპეციალური სახეებით" აღირიცხება ანგარიშსწორებანი: მშობლებთან საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა შენახვისათვის; მუსიკალურ სკოლა-შვიდწლედებში ბავშვების სწავლებისათვის; სკოლა-ინტერნატებში აღსაზრდელთა შენახვისათვის; მუშა-მოსამსახურეებთან კვებისა და ფორმის ტანსაცმლისათვის; სკოლებთან არსებულ ინტერნატებში ბავშვთა კვებისათვის. მშობელთა შენატანები სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე საფეხურზე სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა კონტიგენტისათვის.

143. ანგარიშსწორებანი მშობლებთან ბავშვთა შენახვისათვის საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში" (საბავშვო ბაგებში, საბავშვო ბაღებში და ბაგა-ბაღებში).

საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვებისათვის გადასახდელი, როგორც წესი, შეიტანება ბანკებში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – უშუალოდ საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებაში.

პასუხისმგებლობა საბავშვო სკოლამდელ დაწესლებულებებში ბავშვთა შენახვისათვის გადასახდელთლა თავისდროულ შემოსვლაზე ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს.

საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების შენახვისათვის თვიური გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით.

გადასახდელის დარიცხვა წარმოებს ყოველი თვის ბოლოს სამუშაო დღეს თვის განმავლობაში ფაქტიურად დასწრებული დღეებისათვის, რომელიც დგინდება ბავშვთა დასწრების აღრიცხვის ტაბელით.

საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის ზედიზედ სამ დღეზე მეტჯერ გამოუცხადებლობისას, მოქმედი დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაცდენილი დღეებისათვის შეტანილი გადასახდელი ჩაითვლება მომდევნო გადასახდელებში.

გადასახდელი თანხის უშუალოდ საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებაში შეტანისას მშობლებს ეძლევათ ქვითრები ფულის გადახდის შესახებ. უფლებამოსილი პირების მიერ მიღებული თანხები სამი დღის ვადაში შეტანილი უნდა იქნას ბანკის დაწესებულებაში საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე ან ხაზინის საბიუჯეტო ანგარიშზე. ამ სახსრების ხარჯვა წინასწარ, ბანკის საბიუჯეტო ანგარიშზე შეტანის გარეშე აკრძალულია. პირები, რომლებსაც დავალებული აქვთ ფულის მიღება, ვალდებული არიან ყოველდეკადურად გადასცენ ბუღალტერიას ბანკის დაწესებულების საბუთები მათ მიერ ჩაბარებულ თანხაზე შესაბამისი შეტყობინებების თანდართვით. მშობლების მიერ გადაუხდელი შეტყობინება-ქვითრები, თვის ბოლოს სამუშაო დღეს დაბრუნებულ უნდა იქნას ბუღალტერიაში.

მშობლებიდან შემოსულ თანხებზე კრედიტდება 172 სუბანგარიში და დებეტდება 09 ან 10 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები. ეს თანხები ჩაიწერება ასიგნებების და ხარჯების აღრიცხვის დავთარში საკასო ხარჯების აღდგენაზე კოდით "ხარჯები კვებაზე".

მშობლებისათვის თანხების დაბრუნება (ბავშვის გამოყვანის შემთხვევაში) წარმოებს მათი განცხადებების საფუძველზე საბავშვო სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელის განკარგულებით. ფულის დაბრუნება ხდება სალაროდან ან საფოსტო გზავნილებით. დაბრუნებული თანხები ჩაიწერება 172 სუბანგარიშის დებეტში და 120 სუბანგარიშის ან 09 და 10 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

ბავშვთა შენახვისათვის ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ბავშვთა შენახვისათვის მშობლებთან ანგარიშსწორების უწყისში. უწყისი შეიძლება შედგეს მთელი ან ნახევარი წლისათვის, სადაც მაჩვენებლები ყოველი თვის მიხედვით მოცემულია ჩასართი ფურცლების 3-10 სვეტებში.

დამოუკიდებელი აღრიცხვის მქონე საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებებში მემორიალური ორდერი შედგება დადგენილი წესით დარიცხული გადასახდელის მთლიანი თანხის საფუძველზე, რომელიც ნაჩვენებია უწყისის სვეტში "დარიცხულია დასწრების დღეებისათვის".

უწყისის საფუძველზე დგება მემორიალური ორდერი 15.

საბავშვო სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის ფაქტიურად დასწრების დღეებისათვის დარიცხული თანხები აღირიცხება 172 სუბანგარიშის დებეტში და 236 სუბანგარიშის კრედიტში.

144. ანგარიშსწორებანი მშობლებთან სკოლა-ინტერნატებში აღსაზრდელთა შენახვისათვის.

გადასახდელი აღსაზრდელთა შენახვისათვის შეიტანება ყოველთვიურად არა უგვიანეს მიმდინარე თვის 10 რიცხვისა.

აღსაზრდელთა შენახვისათავის თვიური გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით. გადასახდელის ოდენობის განსაზღვრისათვის საბუთების წარდგენა ხდება სკოლა-ინტერნატში განცხადების შეტანისას, ხოლო შემდგომში-დადგენილ ვადებში.

აღსაზრდელების სკოლა-ინტერნატში ზედიზედ სამ დღეზე მეტჯერ გამოუცხადებლობის დროს (არდადეგებთან ან ავადმყოფობასთან დაკავშირებით), სკოლა-ინტერნატებში მათ შენახვის გადასახდელი არ გადახდებათ, კვირას და დასვენების დღეებში აღსაზრდელების მშობლებთან ან მათ შემცვლელ პირებთან ყოფნისას, ამ დღეებისათვის შენახვის გადასახდელის თანხა არ ჩაითვლება შემდგომ გადასახდელებში.

აღსაზრდელის სკოლა-ინტერნატიდან ამორიცხვის დროს (ავადმყოფობის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შედეგად და სხვა მიზეზებით), მათ შენახვაზე შეტანილი გადასახდელი ექვემდებარება დაბრუნებას, მოცემული თვის შესაბამისი დღეების რაოდენობის შესაბამისად. აღსაზრდელის შენახვაზე სკოლა-ინტერნატში ზედმეტად შეტანილი თანხების დაბრუნება ხდება თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის საფინანსო ორგანოში განცხადების შეტანის საფუძველზე. განცხადება შეტანილ უნდა იქნას ამ თანხების ბიუჯეტში შეტანის დღიდან ერთი წლის ვადაში.

აღსაზრდელების შენახვაზე მშობლების მიერ გადასახდელი თანხა შეიტანება შეტყობინება-ქვითრის საფუძველზე ბანკებში დაწესებულების საბიუჯეტო ან ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვისათვის, ან სკოლა-ინტერნატის სალაროში. სალაროში მიღებული თანხები სამ დღეში ერთხელ მაინც შეტანილი უნდა იქნას ბანკის დაწესებულებაში, მისი იმ ბიუჯეტის შემოსავალში ჩასარიცხად, რომლიდანაც ფინანსირდება სკოლა-ინტერნატი. სკოლა-ინტერნატის მიმდინარე საბიუჯეტო ან ხაზინის ანგარიშზე შემოსული თანხები ამ უკანასკნელის მიერ გადაირიცხება შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავალში.

შემოსული გადასახდელის თანხით კრედიტდება 172 სუბანგარიში და დებეტდება 09, 10, 11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები ან ხაზინის ანგარიში.

აღსაზრდელის სკოლა-ინტერნატში ყოფნის ფაქტობრივი დღეებისათვის დარიცხული გადასახდელის თანხა აისახება 172 სუბანგარიშის დებეტში და 173 სუბანგარიშის კრედიტში.

ანალოგიურად აისახება მშობლების შენატანები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მე-3 საფეხურის მოსწავლეთა სწავლებისათვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1997 წლის 29 დეკემბრის ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 12 თებერვლის 11$08$452 წერილის შესაბამისად.

მშობლებთან ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს უწყისში.

145. ანგარიშსწორებანი მშობლებთან ბავშვთა კვებისათვის სკოლებთან არსებულ ინტერნატებში.

სკოლებთან არსებულ ინტერნატებში ბავშვთა კვებისათვის მიმდინარე თვის გადასახდელი მშობლების მიერ შეიტანება ყოველთვიურად, არა უგვიანეს მიმდინარე თვის 5 რიცხვისა.

ბავშვთა კვებაზე გადასახდელის დარიცხვა წარმოებს ჯგუფების მიხედვით შედგენილი და აღმზრელისა და სკოლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი სიების საფუძველზე.

გადასახდელი ბავშვთა კვებაზე მშობლების მიერ შეიტანება ბანკში შეტყობინება-ქვითრით ან სალაროში, რომელიც შემდგომ ჩაირიცხება სპეციალური შემოსავლების მიმდინარე ანგარიშზე. მშობლებისაგან ბავშვთა კვებაზე მიღებული თანხები სამი დღის განმავლობაში შეტანილი უნდა იქნეს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე. ამ სახსრების ხარჯვა ბანკის დაწესებულების სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე წინასწარი შეტანის გარეშე დაუშვებელია.

მოსწავლეთა კვებაზე დარიცხული გადასახდელის თანხები აისახება 172 სუბანგარიშის დებეტში და 400 სუბანგარიშის კრედიტში. შემოსული გადასახდელის თანხით დადებეტდება სუბანგარიშები 120, 111 და კრედიტდება სუბანგარიში 172.

მშობლებთან ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს უწყისში.

146. ანგარიშსწორებანი მშობლებთან ბავშვთა სწავლებისათვის მუსიკალურ სკოლა-შვიდწლედებში.

მუსიკალურ სკოლა-შვიდწლედებში ბავშვთა სწავლებისათვის მშობლებთან ანგარიშსწორებათა აღრიცხვა წარმოებს დაახლოებით იმავე წესით, როგორც ეს გადმოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის 143-ე პუნქტში. მშობლებიდან მუსიკალური სკოლის საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე ხაზინაში შემოსული გადასახდელი მიეკუთვნება საკასო ხარჯების აღდგენას კოდით "ხელფასი (შრომის ანაზღაურება)".

147. ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან სამუშაო ადგილებზე კვებისათვის.

ანგარიშსწორებანი კვებისათვის წარმოებს იმ დაწესებულებათა მუშაკებთან (საავადმყოფოები, ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები, ინვალიდთა და მოხუცებულთა სახლები და სხვა დაწესებულებები) რომლებშიც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებადართულია მუშაკთა კვება შესაბამისი ანაზღაურებით.

მუშაკთა კვებაზე დახარჯული პროდუქტების ღირებულება აისახება 172 სუბანგარიშის დებეტში, ხოლო მუშაკებიდან კვებისათვის მიღებული თანხები – კრედიტში.

კვებისათვის ანგარიშსწორებათა აღრიცხვა წარმოებს ბრუნვით უწყისებში, სადაც მიეთითება მუშაკთა გვარი და ინიციალები.

148. ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან ფორმის ტანსაცმლისათვის.

ფორმის ტანსაცმლისათვის ანგარიშსწორებათა აღრიცხვის წესი დგინდება საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

149. 173 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი ბიუჯეტში გადასახდელებით" აღირიცხება ანგარიშსწორებანი ბიუჯეტთან:

ხელფასებიდან და სტიპენდიებიდან დაკავებული გადასახადებით;

გამოვლენილი მატერიალურ ფასეულობათა და ფულადი სახსრების დანაკლისებით, რომლებიც დაეწერება დამნაშავე პირებს და ექვემდებარება ბიუჯეტის შემოსავალში ამოღებას;

მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხებით, რომელიც მოქმედი წესის შესაბამისად, ექვემდებარება ბიუჯეტის შემოსავალში ჩარიცხვას.

სკოლა-ინტერნატებში ბავშვთა შენახვისათვის გადასახდელებით;

მშობელთა შენატანები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-3 საფეხურის მოსწავლეთა სწავლებისათვის;

დამატებული ღირებულების გადასახადებით;

საწარმოო საქმიანობიდან მიღებული მოგების გადასახადებით;

სხვა დანარჩენი შემოსავლებით.

ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიხედვით წარმოშობილი თანხები ჩაიწერება 173 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო ამ თანხების ბიუჯეტის შემოსავალში გადარიცხვისას – ამ სუბანგარიშის დებეტში.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ანგარიშსწორებების ცალკეული სახეების მიხედვით.

150. 174 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დეპოზიტური და დავალებათა თანხებით" აღირიცხება დაწესებულების დროებით განკარგულებაში შემოსული თანხები, რომლებიც განსაზღვრული პირობების დადგომისთანავე ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ასევე დანიშნულებისამებრ გამოყენებას;

დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრები ხარჯებისათვის, მათ მიერ მოცემულ დავალებათა შესრულების მიხედვით;

ანგარიშსწორებანი სხვა ტერიტორიულ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების მიერ მიღებული თანხებით შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვებისათვის, სხვა სახის მეორადი ნედლეულის, აბრეშუმის პარკის და სხვა შეგროვება-ჩაბარებისათვის;

ანგარიშსწორებანი პროფგანათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებში კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შემოსული სახსრებით;

ანგარიშსწორებანი ბანკის დაწესებულებიდან მიღებული სესხებით (კრედიტებით) მუშა-მოსამსახურეებზე გასაცემად;

ანგარიშსწორებანი სხვა სახის შემოსავლებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცალკეული მითითებებით.

დეპოზიტური თანხები ინახება ხაზინის სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე და პირობის დადგომისთანავე გაიცემა ან საგადასახდელო დავალებით გადაირიცხება იმ პირებზე ანდა ორგანიზაციებზე, ვისაც ეკუთვნის ეს ფულადი სახსრები.

გაცემული ან მიმდინარე ანგარიშიდან სათანადო დანიშნულებით გადარიცხული დეპოზიტური თანხები, აგრეთვე დავალებათა მიხედვით დახარჯული თანხები აისახება 174 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 110, 1111 და 120 სუბანგარიშების კრედიტში.

დაწესებულების დროებით განკარგულებაში შემოსული დეპოზიტური თანხები აისახება 174 სუბანგარიშის კრედიტში და 111 ან 120 სუბანგარიშების დებეტში.

დავალებათა მიხედვით ხარჯებისათვის შემოსული თანხები აისახება 110, 111 სუბანგარიშის დებეტში და 174 სუბანგარიშის კრედიტში. დახარჯულ თანხაზე ჩანაწერი წარმოებს 174 სუბანგარიშების დებეტში და 110, 111 სუბანგარიშის კრედიტში.

პროფგანათლების სისტემის სასწავლებლების მიმდინარე ანგარიშებზე კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შემოსული თანხები ჩაიწერება 110, 111 სუბანგარიშის დებეტში და 174 სუბანგარიშის კრედიტში.

დეპოზიტური თანხების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული მიმღების მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა დავთარში, ხოლო დავალებათა თანხების აღრიცხვა კი წარმოებს ამავე დავთარში თითოეული დაწესებულებისა და ორგანიზაციის მიხედვით, რომლებიდანაც მიღებულია სახსრები დავალებათა შესასრულებლად.

150-ა. 175 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასთან" აღირიცხება ანგარიშსწორებანი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეთა სადაზღვევო შენატანებით.

სამედიცინო დაზღვევის დარიცხული თანხები აისახება ხარჯების შესაბამისი ანგარიშის დებეტში და 175 სუბანგარიშის კრედიტში. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაზე თანხების გადარიცხვისას დებეტდება 175 სუბანგარიში და კრედიტდება ფულადი სახსრების მიმდინარე ანგარიშები.

150-ბ. 176 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი ბანკის მომსახურებისათვის" აღირიცხება ბანკებთან ანგარისწორებანი მომსახურებისათვის.

ბანკების მომსახურებისათვის დარიცხული თანხები აღირიცხება ხარჯების შესაბამისი ანგარიშების დებეტში და 176 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო ბანკის დაწესებულებაზე გადარიცხული შესაბამისი თანხები – 176 სუბანგარიშის დებეტში და ფულადი სახსრების მიმდინარე ანგარიშების კრედიტში.

151. დადგენილ ვადაში მიუღებელი ხელფასისა და სტიპენდიის თანხები აღირიცხება 177 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი დეპონენტებთან

დადგენილ ვადაში მიუღებელი ხელფასის და სტიპენდიების თანხები აისახება 180 ან 181 სუბანგარიშების დებეტში და 177 სუბანგარიშის კრედიტში. გაცემული სადეპონენტო დავალიანების თანხებზე დებეტდება 177 სუბანგარიში და კრედიტდება 120 ან 160 სუბანგარიში. 177 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება აგრეთვე დეპონენტური დავალიანების თანხები, რომელთა ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია და მიეკუთვნება დაფინანსების გადიდებას. იგი ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას, რომლის დროსაც კრედიტდება 173 სუბანგარიში.

ხელფასისა და სტიპენდიების დეპონირებული თანხების აღრიცხვა წარმოებს დეპონირებული ხელფასებისა და სტიპენდიების ანალიზური აღრიცხვის შესაბამისი ფორმის დავთარში. ამ დავთარში ჩაწერა წარმოებს თითოეული დეპონენტის მიხედვით. დავთრის "კრედიტის" შესაბამის სვეტებში ნაჩვენები უნდა იყოს დეპონენტური დავალიანების წარმოშობის წელი და თვე, საგადასახდელო (საანგარიშსწორებო-საგადასახდელო) უწყისების ნომრები და თანხები, ხოლო "დებეტის" სვეტებში დეპონენტის გვარის გასწვრივ ჩაიწერება სალაროს გასავლის ორდერის ნომერი და გაცემული თანხა.

თვის ბოლოს ამ ფორმის დავთარში "დებეტის" და "კრედიტის" სვეტების მიხედვით გამოიყვანება ჯამები და საკრედიტო ნაშთი მომდევნო თვის დასაწყისისათვის.

152. სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებანი აღირიცხება 178 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან", ამავე ანგარიშზე აღირიცხება ანგარიშსწორებანი სტუდენტებთან და სასწავლო დაწესებულებათა მოსწავლეებთან საერთო საცხოვრებლით სარგებლობისათვის. სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს პოზიციური წესით დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 6).

ანგარიშსწორებანი დანარჩენ დებიტორებთან და კრედიტორებთან შეიძლება წარმოებულ იქნას მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა დავთარში, ხოლო სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ანგარიშსწორებათა აღრიცხვა მათ მიერ საერთო საცხოვრებლით სარგებლობისათვის წარმოებს შესაბამისი ფორმის ბრუნვით უწყისში.

ანგარიშსწორებანი სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე მომხდარი ოპერაციების მიხედვით იწარმოებს ზემოთ აღნიშნულ რეგისტრებში განცალკევებულად.

153. 179 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი გეგმური გადასახდელებით" აღირიცხება ანგარიშსწორებანი მომწოდებლებთან გეგმური გადასახდელების წესით, რომლის დროსაც ანგარიშსწორება ხდება არა ცალკეული ოპერაციების (საქონლის გადატვირთვის, გაშვების ან გაწეული მომსახურების) მიხედვით, არამედ სახსრების პერიოდულად გადარიცხვის გზით, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში და შეთანხმებით გათვალისწინებული ოდენობით.

ყოველი გეგმური გადასახდელის თანხა და გადარიცხვის ვადები დგინდება მხარეების მიერ მიმდინარე თვისათვის (კვარტლისათვის) მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით ან შეთანხმებებით გათვალისწინებული გადასახდელების პერიოდულობიდან და მოწოდების (შესყიდვის) მოცულობიდან ან გაწეული მომსახურებიდან, ანდა წინა პერიოდის ფაქტობრივი მოწოდებიდან გამომდინარე.

გეგმური გადასახდელების საგადასახდელო დავალებებში მყიდველი სვეტში "გადასახდელის დანიშნულება" ვალდებულია უჩვენოს "გეგმური გადასახდელის თანხა დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე გადასახადის ვადა და გადარიცხული თანხების მიზობრივი დანიშნულება.

მომწოდებელი და მყიდველი ყოველთვიურად აზუსტებენ თავიანთ ანგარიშსწორებათა მდგომარეობას ფაქტობრივად მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა ან გაწეული მომსახურების საფუძველზე და ახდენენ გადაანგარიშებას და შესაბამის გადახდას ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა 179 სუბანგარიშის მიხედვით წარმოებს დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 7).

დამაგროვებელ უწყისში ჩანაწერები წარმოებს თითოეული საბუთის (საგადასახდელო დავალება, ანგარიში) მიხედვით, სათანადო წესით, მომხდარი ოპერაციების შესაბამისად, თვის დასაწყისში, წინა თვის დამაგროვებელი უწყისიდან. უწყისში გადმოიტანება ნაშთების თანხა თვის დასაწყისისათვის თითოეული მომწოდებლის მიხედვით. მომწოდებლისათვის გადარიცხული გეგმური ავანსის თანხები ჩაიწერება 179 სუბანგარიშის დებეტში, ხოლო მომწოდებლებიდან მიღებულ ფასეულობათა თანხები 179 სუბანგარიშის კრედიტში და შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

თვის დამთავრებისას გამოიყვანება თვიური ჯამები და ნაშთები თვის ბოლოსათვის თითოეული მომწოდებლის მიხედვით. ამასთანავე გამოიყვანება მთლიანი ნაშთი ყველა მომწოდებლისათვის.

იმ შემთხვევაში, როცა მომწოდებლის მიერ გეგმური ავანსი ბრუნდება უკან დაწესებულების საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე, მაშინ "ჟურნალ-მთავარ" დავთარში ჩანაწერი კეთდება ამ თანხების მხედველობაში მიუღებლად.

მომწოდებლებთან გეგმური გადასახდელებით ანგარიშსწორებების აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა დავთარში.

 

ანგარიში 18 "ანგარიშსწორებანი მუშებთან, მოსამსახურეებთან და სტიპენდიატებთან"

154. ამ ანგარიშზე აღირიცხება ანგარიშსწორებები მუშებთან და მოსამსახურეებთან ხელფასით და შრომისუუნარობის გამო დახმარებებით, აგრეთვე ანგარიშსწორებანი სტუდენტებთან, ასპირანტებთან და მოსწავლეებთან სტიპენდიებით და სხვა სახის ანგარიშსწორებანი.

ანგარიში 18 "ანგარიშსწორებანი მუშებთან, მოსამსახურეებთან და სტიპენდიატებთან" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

180 "ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან";

181 "ანგარიშსწორებანი სტიპენდიატებთან";

183 "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკებში ანაბრების ანგარიშზე უნაღდო გადარიცხვებით";

184 "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ნებაყოფლობითი დაზღვევით";

185 "ანგარიშსწორებანი პროფკავშირებთან";

186 "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკის სესხებით";

187 "ანგარიშსწორებანი აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით";

189 "სხვა ანგარიშსწორებანი შესრულებული სამუშაოებისათვის".

155. ანგარიშსწორებანი დაწესებულების სიობრივ და არსიობრივ მუშაკებთან ყველა სახის ხელფასით, პრემიებით, დროებით შრომისუუნარობის გამო დახმარებებით და სხვა დახმარებებით აღირიცხება 180 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან".

ხელფასისა და დახმარებების დარიცხვა წარმოებს თვეში ერთხელ და აღრიცხვაში აისახება თვის ბოლო დღეს.

ხელფასის დარიცხვისათვის საჭირო საბუთებს წარმოადგენს:

დაწესებულების ბრძანებები მუშაკთა მიღების, განთავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელები და სხვა საბუთები.

ტაბელების შედგენა წარმოებს ყოველთვიურად, დადგენილი ფორმით, დაწესებულების ბრძანებით დანიშნული პირის მიერ. ტაბელები იწარმოება მთლიანად დაწესებულების ან სტრუქტურული დანაყოფების (განყოფილებები, ფაკულტეტები, ლაბორატორიები და სხვა) ჭრილში. თვის ბოლოს ტაბელის მიხედვით განისაზღვრება ნამუშევარი დღეების, აგრეთვე გამომუშავებული ზედმეტი საათების საერთო რაოდენობა.

შევსებული და სათანადო ხელმოწერებით დადასტურებული ტაბელები და სხვა საბუთები დადგენილ ვადაში გადაეცემა ბუღალტერიას ხელფასის დარიცხვისათვის.

თვის პირველ ნახევარში მუშაკებზე გაიცემა გეგმური ავანსი. გეგმური ავანსი დგინდება თვიური ხელფასის 50)-ის ოდენობით. მისგან დადგენილი გადასახადების თანხების გამოკლებით. თუ სხვა წესი არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, როცა თვის პირველ ნახევარში ადგილი აქვს სამსახურში გამოუცხადებლობას, ბუღალტერიას წარედგინება ცნობა გეგმური ავანსის ოდენობის შესაცვლელად. გეგმური ავანსის გაცემა წარმოებს საგადასახდელო უწყისით.

თვიური ხელფასის დარიცხვა და თვის მეორე ნახევრის ხელფასის გაცემა, როგორც წესი, წარმოებს საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისით. საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისში იწერება მუშაკის სატაბელო ნომერი, გვარი და ინიციალები, დარიცხული ხელფასის და დახმარებების, გაცემული ავანსის, დაკავებული გადასახადების და სხვა თანხები.

ანგარიშსწორებანი მუშებთან და მოსამსახურეებთან შვებულებაში წასვლის ან განთავისუფლებისას წარმოებს ბარათ-გაანგარიშებით. ამ ანგარიშსწორების მიხედვით დარიცხული თანხა ჩაიწერება მიმდინარე თვისათვის გახსნილ საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისში. იმ შემთხვევაში, როცა მუშაკის შვებულებაში წასვლასთან ან განთავისუფლებასთან დაკავშირებით ერთჯერადი ანგარიშსწორებანი ხელფასით არ ემთხვევა საერთო ანგარიშსწორების პერიოდს, მაშინ ანგარიშსწორებათაშორის პერიოდში გაცემა წარმოებს საგადასახდელო უწყისით ან სალაროს გასავლის ორდერით. ამ გაანგარიშებათა მიხედვით დარიცხული და გაცემული თანხები ჩაირთვება მიმდინარე თვის საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისებში. საანგარიშსწორებო – საგადასახდელო და საგადასახდელო უწყისებს ხელს აწერენ ის მუშაკები, რომლებმაც შეადგინეს და შეამოწმეს ეს უწყისები. ხელფასების გაცემაზე ნებართვისათვის უწყისზე ხელს აწერენ დაწესებულების ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი.

გაცემის ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახდელო და საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისებში იმ პირების გვარების გასწვრივ, რომლებსაც მიუღებელი დარჩათ ხელფასი, მოლარე ვალდებულია დასვას შტამპი ან გააკეთოს ხელით აღნიშვნა "დეპონირებულია" და შეადგინოს დეპონირებული თანხების რეესტრი. უწყისის ბოლოში მოლარე აკეთებს ჩანაწერს ფაქტობრივად გაცემული და მიღებული ხელფასის თანხაზე, ადარებს ამ თანხებს საგადასახდელო ან საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისის მთლიან ჯამთან და ჩანაწერს ადასტურებს თავისი ხელმოწერით. თუ ფული მოლარის ნაცვლად გაცემულია სხვა პირის მიერ, მაშინ უწყისზე დამატებით კეთდება მინაწერი "ფული უწყისით გაცემულია-თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერის გაშიფვრა". მოლარის მიერ საგადასახდელო და საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისებში გაკეთებული აღნიშვნების სათანადო შემოწმებისა და გაცემული და დეპონირებული თანხების დაჯამების შემდეგ, გაცემულ ხელფასის თანხებზე შედგება სალაროს გასავლის ორდერი, რომელიც ფორმდება დადგენილი წესით. საანგარიშსწორებო-საგადასახდელო და საგადასახდელო უწყისებზე ისმება თარიღი და სალაროს გასავლის ორდერის ნომერი, რომლითაც მოხდა სალაროდან ფულის ჩამოწერა.

დეპონირებული თანხები, ხელფასის გაცემის ვადის გასვლიდან მეორე დღეს ჩაბარდება ბანკში საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშზე ან ხაზინის ანგარიშზე ბანკში, რომელზედაც შედგება სალაროს გასავლის ორდერი.

მომუშავეთა ხელფასის შესახებ გასული პერიოდისათვის ცნობების მისაღებად იწარმოება ბარათ-ცნობა, რომელშიც მუშაკის შესახებ საერთო მონაცემებთან ერთად, ყოველთვიურად აისახება დარიცხული ხელფასის თანხები სახეების მიხედვით.

მუშაკთა სიობრივი და არასიობრივი შემადგენლობისათვის დარიცხული ხელფასისა და დახმარებების თანხებზე წარმოებს ჩაწერა 180 სუბანგარიშის კრედიტში და 08,20,21,17 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

გაცემული ხელფასის, დახმარებების და დაკავებების თანხები ჩაიწერება 180 სუბანგარიშის დებეტში და 120 სუბანგარიშისა და 16,17,18 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისების საფუძველზე შედგება მემორიალური ორდერი 5. დაწესებულებებში, რომლებშიც დგება რამოდენიმე საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისი, ამ უწყისების საფუძველზე შედგება ნაერთი უწყისი (მემორიალური ორდერი 5). ამასთან, საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისების მონაცემები სპეციალური სახსრების მიხედვით ჩაიწერება ბიუჯეტური სახსრების ჯამის გამოყვანის შემდეგ. მემორიალურ ორდერს უნდა დაერთოს ყველა საბუთები, რომლებიც წარმოადგენენ ხელფასის დარიცხვის საფუძველს (სამუშაო დროის გამოყენების ტაბელები, ბრძანების ამონაწერები მუშაკების მიღებასა და განთავისუფლებაზე და სხვა).

საავადმყოფო (დროებით შრომისუუნარობის) ფურცლები იკერება ცალკე საქაღალდეში და ინომრება ქრონოლოგიური წესით წლის დასაწყისიდან. ყოველ ფურცელზე ისმება იმ საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისის ნომერი, რომლითაც მოხდა დარიცხვა.

156. ანგარიშსწორებანი სტიპენდიებით უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების სტუდენტებთან, ასპირანტებთან და დოქტორანტებთან, ტექნიკუმების, სასწავლებლების, სკოლების მოსწავლეებთან და კურსების მსმენელებთან აღირიცხება 181 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი სტიპენდიებთან".

სტიპენდიების დარიცხვა და გაცემა ხდება საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისებით ბრძანებების საფუძველზე თვეში ერთჯერ.

სტიპენდიების გაცემის საანგარიშსწორებო-საგადასახდელო უწყისების გაფორმება წარმოებს ამ ინსტრუქციის 155 პუნქტში მოცემული წესით.

დარიცხული სტიპენდიის თანხებზე წარმოებს ჩაწერა 181 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო ამავე ანგარიშის დებეტში ჩაიწერება დაკავებების, გაცემული და დადგენილ ვადაში მიუღებელი სტიპენდიების თანხები.

სტიპენდიატების პირადი ანგარიშების წარმოება ხდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით.

157. მუშა-მოსამსახურეების ხელფასიდან დავალება-ვალდებულებების შესაბამისად დაკავებული თანხები, მათ მიერ კრედიტით შეძენილი საქონლისათვის აღირიცხება 182 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის".

მუშა-მოსამსახურეების ხელფასიდან კრედიტით შეძენილი საქონლისათვის დაკავებულ თანხებზე ჩაწერა წარმოებს 182 სუბანგარიშის კრედიტში და 180 სუბანგარიშის დებეტში. სავაჭრო ორგანიზაციებისათვის გადარიცხული თანხები ჩაიწერება 182 სუბანგარიშის დებეტში და 09,10 და 11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

კრედიტით შეძენილი საქონლისათვის მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან დაკავებული თანხებით ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სავაჭრო ორგანიზაციების მიხედვით ცალ-ცალკე. თითოეული მუშაკის მიხედვით დაკავებული თანხების აღრიცხვა ხდება დავალება-ვალდებულებებში, ხოლო ერთი და იგივე სავაჭრო ორგანიზაციიდან კრედიტით საქონლის შემძენ მუშა-მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი რიცხოვნობის დროს აღრიცხვა, ნაცვლად დავალება-ვალდებულებებისა, წარმოებს კრედიტით შეძენილი საქონლისათვის მუშებისა და მოსამსახურეთა ხელფასიდან თანხების დაკავების რეესტრში. თვის ბოლოს ჩანაწერები უნდა შეუდარდეს რეესტრების ან დავალება-ვალდებულებების მონაცემებს.

158. მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან დაკავებული თანხები თითოეული ცალკე მუშაკის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელთაც სურთ ხელფასი უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხონ ბანკში პირად ანგარიშებზე, აღირიცხება 183 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკებში ანაბრების ანგარიშზე უნაღდო გადარიცხვებით".

მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან ანაბრების ანგარიშებზე გადასარიცხად დაკავებული თანხებით დებეტდება 180 სუბანგარიში და კრედიტდება 183 სუბანგარიში. 183 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება ბანკებში მუშებისა და მოსამსახურეების ანაბრების ანგარიშებზე გადარიცხული თანხები. იგივე თანხები აისახება 09,10,11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

ამ ანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული ბანკის მიხედვით.

159. მუშებისა და მოსამსახურეების დავალებით ხელფასიდან დაკავებული თანხები, რომელიც გამიზნულია სახელმწიფო დაზღვევის ორგანოებთან ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო გადასახდელებით უნაღდო ანგარიშსწორებებისათვის აღირიცხება 184 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ნებაყოფლობითი დაზღვევით".

მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან სადაზღვევო გადასახდელების დაკავება და მათი დაზღვევის ორგანოების ანგარიშებზე გადარიცხვა წარმოებს დაწესებულების ბუღალტერიაში გადაცემული სიებისა და დავალებების საფუძველზე.

ხელფასიდან დაკავებული თანხები ჩაიწერება 184 სუბანგარიშის კრედიტში და 180 სუბანგარიშის დებეტში.მიმდინარე ანგარიშიდან დაზღვევის ორგანოს ანგარიშზე გადარიცხული თანხები აისახება 184 სუბანგარიშის დებეტში და 09,10,11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

ანალიზური აღრიცხვა 184 სუბანგარიშზე წარმოებს დაზღვევის თითოეული ორგანოს მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა აღრიცხვის დავთარში.

160. პროფკავშირულ ორგანიზაციებთან უნაღდო ანგარიშსწორების წესით ხელფასიდან დაკავებული საწევრო შესატანი თანხები აღირიცხება 185 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი პროფკავშირებთან".

პროფკავშირის საწევრო შენატანების დაკავება წარმოებს პროფკავშირის წევრების წერილობითი განცხადებების საფუძველზე მათგან პროფკავშირის საწევრო შენატანების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის თხოვნის შესახებ.

პროფკავშირების საწევრო შენატანების გადასახდელად ხელფასიდან დაკავებული თანხები ჩაიწერება 185 სუბანგარიშის კრედიტში და 180 სუბანგარიშის დებეტში. საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხული თანხები ჩაიწერება 185 სუბანგარიშის დებეტში და 09 და 10 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

185 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული პროფკავშირული ორგანიზაციების მიხედვით მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა აღრიცხვის დავთარში.

161. მუშებთან და მოსამსახურეებთან ხელფასიდან დაკავებული თანხები მოქმედი წესის შესაბამისად ბანკის დაწესებულებიდან მიღებული სესხების დასაფარავად აღირიცხება 186 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი მუშა-მოსამსახურეებთან ბანკის სესხებით".

მუშებისა და მოსამსახურეების ხელფასიდან სესხების დასაფარავად დაკავებული თანხები აისახება 186 სუბანგარიშის კრედიტში და 180 სუბანგარიშის დებეტში. მიმდინარე ანგარიშიდან ან ხაზინის საბიუჯეტო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებზე დებეტდება 186 სუბანგარიში და კრედიტდება 09,10,11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები.

მუშებისა და მოსამსახურეთა ხელფასიდან დაკავებულ თანხებზე ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა აღრიცხვის დავთარში, რომელშიაც ცალ-ცალკე გაიხსნება სესხის გამცემი ბანკის დაწესებულების ანგარიშები. დაკავებული თანხების აღრიცხვა თითოეული მსესხებლის მიხედვით წარმოებს ამ ინსტრუქციის 157-ე პუნქტში მოცემული წესის შესაბამისად.

162. აღმასრულებელი ფურცლებით და სხვა საბუთებით ხელფასიდან და სტიპენდიიდან დაკავებული თანხები აღირიცხება 187 სუბანგარიშზე "ანგარიშსწორებანი აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით".

ხელფასიდან და სტიპენდიიდან აღმასრულებელი ფურცლებით და სხვა საბუთებით დაკავებული თანხები აისახება 187 სუბანგარიშის კრედიტში და 180 ან 181 სუბანგარიშების დებეტში. 187 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება ხაზინის ანგარიშიდან ან საბიუჯეტო მიმდინარე ანგარიშიდან გადარიცხული თანხები, ამასთან კრედიტდება 09,10,11 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშები.

აღმასრულებელი ფურცლებით და სხვა საბუთებით ანგარიშსწორებათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული მიმღების მიხედვით, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს მიმღების გვარი ან ორგანიზაცია, აღმასრულებელი ფურცლის ან სხვა საბუთის ნომერი, თარიღი და მოქმედების ვადა, აგრეთვე დაკავების თანხა (პროცენტი).

163. ანგარიშსწორებანი არასიობრივ შემადგენლობასთან (კომპოზიტორები, მსახიობები, ავტორები) გადახდილი ონორარის თანხებით მათ მიერ ხელშეკრულებებით ან ერთჯერადი შეკვეთებით შესრულებული სამუშაოებისა და სატელევიზიო და რადიოგადაცემებში გამოსვლებისათვის აღირიცხება 189 სუბანგარიშზე "სხვა ანგარიშსწორებანი შესრულებული სამუშაოებისათვის".

დარიცხული ონორარის თანხები ჩაიწერება 189 სუბანგარიშის კრედიტში და 20 ან 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში. 189 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება დადგენილი წესით დაკავებული გადასახადის და გაცემული ონორარის თანხები.

 

ანგარიში 19 "ანგარიშსწორებანი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფით და სოციალური დაცვით"

164. ამ ანგარიშზე აღირიცხება მოსახლეობის სოციალური დაცვის ორგანოების ანგარიშსწორებანი კავშირგაბმულობის საწარმოებთან მათ მიერ დავალებათა შესაბამისად პენსიებისა და დახმარებების გაცემით, ანგარიშსწორებანი პენსიონერებთან მათზე ზედმეტად გაცემული პენსიებისა და დახმარებების ამოღებით და აგრეთვე ანგარიშსწორებანი მოსახლეობის დასაქმების ფონდთან.

ანგარიში 19 "ანგარიშსწორებანი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფით და სოციალური დაცვით" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

191 "ანგარიშსწორებანი პენსიებისა და დახმარებების გაცემით";

192 "ანგარიშსწორებანი ზედმეტად გაცემული პენსიებისა და დახმარებების ამოღებით";

193 "ანგარიშსწორებანი მოსახლეობის დასაქმების ფონდთან".

165. სუბანგარიშზე 191 "ანგარიშსწორებანი პენსიებისა და დახმარებების გაცემით" აღირიცხება ანგარიშსწორებანი კავშირგაბმულობის ორგანიზაციებთან მოსახლეობის სოციალური დაცვის ორგანოების გასანაღდებელი საბუთებით პენსიებისა და დახმარებების გაცემისათვის.

166. სუბანგარიშზე 192 "ანგარიშსწორებანი ზედმეტად გაცემული პენსიებისა და დახმარებების ამოღებით" აღირიცხება პენსიებისა და დახმარებების მიმღები პირებისაგან არაკანონიერად მიღებული ზედმეტი თანხების ამოღების ოპერაციები.

167. სუბანგარიშზე 193 "ანგარიშსწორებანი მოსახლეობის დასაქმების ფონდთან" აღირიცხება მოსახლეობის დასაქმების ფონდში დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ანარიცხების მიხედვით ანგარიშსწორებები. დასაქმების ფონდში შენატანების დარიცხვა აისახება 193 სუბანგარიშის კრედიტში და 20,21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში. დასაქმების ფონდში თანხების გადარიცხვისას დებეტდება 193 სუბანგარიში და კრედიტდება მიმდინარე ანგარიშების (09,10,11) შესაბამისი სუბანგარიშები.

 

განაყოფი VIII. ხარჯები

168. ამ განაყოფში აღირიცხება დაწესებულების მიერ ხარჯთანუსხებით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით გაწეული ხარჯები.

ფაქტობრივ ხარჯებად ითვლება დაწესებულების მიერ გაწეული და სათანადო საბუთებით გაფორმებული ხარჯები, კრედიტორების გაუნაღდებელი ანგარიშების, დარიცხული ხელფასისა და სტიპენდიების ხარჯების ჩათვლით.

ბიუჯეტით გაწეული ხარჯების აღრიცხვა წარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდების მიხედვით.

ფაქტობრივი ხარჯების აღრიცხვა წარმოებს 20 ანგარიშზე "ბიუჯეტის ხარჯები" და 21 ანგარიშზე "სხვა ხარჯები".

 

ანგარიში 20 "ბიუჯეტის ხარჯები"

169. ეს ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

200 "ბიუჯეტის ხარჯები დაწესებულებების შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის";

201 "ხარჯები სხვა ბიუჯეტის ანგარიშით";

202 "კაპიტალური ხარჯები";

203 "ხარჯები შიდა დაკრედიტებისათვის";

204 "ხარჯები საგარეო დაკრედიტებისათვის".

170. 200 სუბანგარიშზე "ბიუჯეტის ხარჯები დაწესებულებების შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის" აღირიცხება დაწესებულებათა შენახვისა და სხვა ღონისძიებებისათვის გაწეული ფაქტობრივი ხარჯები.

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა წარმოებს დამტკიცებულ ხარჯთანუსხებთან მკაცრი შესაბამისობით.

კაპიტალური ხარჯების თანხების გაცემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 30 მარტის N24 ბრძანებით დამტკიცებულ ტიპიური დებულების მოთხოვნებს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

წლის ბოლოს 200 სუბანგარიში კრედიტების მთავარ განკარგულებლებთან იხურება წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების ამ სუბანგარიშის კრედიტიდან 230 სუბანგარიშის დებეტში ჩამოწერით, გარდა მუშებისა და მოსამსახურეებზე დეკემბრის თვის მეორე ნახევარში დარიცხული ხელფასისა. კრედიტების ქვემდგომ განმკარგულებლებთან ხარჯების ჩამოწერა წარმოებს 140 სუბანგარიშის დებეტში და 200 სუბანგარიშის კრედიტში.

თუ ბიუჯეტით გაწეული ფაქტობრივი ხარჯების თანხა აღემატება 230 ან 140 სუბანგარიშების მიხედვით დაფინანსების თანხას, მაშინ ხარჯების ჩამოწერა ხდება ამ სუბანგარიშებს შორის უმცირესი თანხით.

იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულებათა ხარჯთანუსხებში გათვალისწინებულია დაფინანსება არა მარტო ბიუჯეტიდან, არამედ სხვა წყაროებიდანაც, მაშინ პირველ რიგში ხარჯები ჩამოიწერება სხვა დაფინანსების წყაროების ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი კი ბიუჯეტიდან დაფინანსების ანგარიშზე.

დაწესებულებებში, რომლებიც ხარჯთანუსხების შესრულების აღრიცხვას აწარმოებენ დამოუკიდებლად, ფაქტობრივი ხარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს კრედიტების (ასიგნებების) და ხარჯების აღრიცხვის დავთარში საბიუჯეტო ეკონომიკური კლასიფიკაციის კოდების მიხედვით.

თვის დამთავრების შემდეგ დავთარში გამოიყვანება ჯამები მოცემული თვისა და წლის დასაწყისიდან.

იმ შემთხვევაში, როცა შენობებისა და ნაგებობების კაპიტალური რემონტი ხორციელდება სამეურნეო წესით, ფაქტობრივი ხარჯები აღირიცხება თითოეული ობიექტის მიხედვით ცალ-ცალკე მათი დანახარჯების ელემენტების განაწილებით: ხელფასი, მასალები, სხვა პირდაპირი დანახარჯები და ზედნადები ხარჯები.

171. 201 სუბანგარიშზე "ხარჯები სხვა ბიუჯეტების ანგარიშით" აღირიცხება სხვა ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების ანგარიშზე მოცემული დაწესებულების ხარჯთანუსხით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე გაწეული ხარჯები.

წლის დამთავრების შემდეგ 201 სუბანგარიშიდან კრედიტების მთავარ განმკარგულებლებთან, ხარჯები ჩამოიწერება 232 სუბანგარიშის დებეტში, ხოლო კრედიტების ქვემდგომ განმკარგულებლებთან 141 სუბანგარიშის დებეტში.

201 სუბანგარიშით ხარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული ღონისძიებისა და ხარჯების კოდების მიხედვით "კრედიტების (ასიგნებების) და ხარჯების აღრიცხვის დავთარში.

172. 202 სუბანგარიშზე "კაპიტალური ხარჯები" აღირიცხება ბიუჯეტის სახსრების ანგარიშზე გაწეული დანახარჯები ახალ მშენებლობაზე და შენობების და ნაგებობების რეკონსტრუქციაზე, მიუხედავად სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების წესისა.

თუ მშენებლობა წარმოებს სამეურნეო წესით, მაშინ გაწეული ხარჯების თანხით დებეტდება 202 სუბანგარიში და კრედიტდება ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების, სამშენებლო მასალების, დასადგმელი მოწყობილობების და მომწოდებლებთან და მოიჯარეებთან ანგარიშსწორებების შესაბამისი სუბანგარიშები.

თუ მშენებლობა ხორციელდება საიჯარო წესით, მაშინ 202 სუბანგარიში დებეტდება შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოიჯარეებიდან გასანაღდებლად წარმოდგენილი ანგარიშების თანხით, ამასთან კრედიტდება 150 სუბანგარიში.

დამთავრებულ და ექსპლუატაციაში გადაცემულ ობიექტებზე წლის განმავლობაში გაწეული დანახარჯები აღირიცხება 202 სუბანგარიშზე. წლის ბოლოს ეს დანახარჯები კრედიტების მთავარ განმკარგულებლებთან ჩამოიწერება 231 სუბანგარიშის, ხოლო კრედიტების ქვემდგომ განმკარგულებლებთან-142 სუბანგარიშის დებეტით.

დამთავრებული და ექსპლუატაციაში ჩაბარებული მშენებლობის ობიექტების ღირებულება მიღების აქტების საფუძველზე ჩაიწერება 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში და 250 სუბანგარიშის კრედიტში.

დაუმთავრებელი, ასევე დამთავრებული და ექსპლუატაციაში ჩაუბარებელი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ობიექტებზე გაწეული დანახარჯები 202 სუბანგარიშით გადადის მომდევნო წლის ბალანსზე.

სამეურნეო წესით განხორციელებულ მშენებლობაზე 202 სუბანგარიშით დანახარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს კრედიტების (ასიგნებების) და ხარჯების აღრიცხვის დავთარში თითოეული ობიექტისა და ცალ-ცალკე დანახარჯების ელემენტების მიხედვით: ხელფასი, მასალები, დანარჩენი პირდაპირი და ზედნადები ხარჯები.

საიჯარო წესით განხორციელებულ მშენებლობაზე დანახარჯების აღრიცხვა წარმოებს მხოლოდ ობიექტების მიხედვით (ელემენტების მიხედვით განაწილების გარეშე).

სამშენებლო სამუშაოებისა და სამონტაჟო სამუშაოების აღრიცხვა წარმოებს ცალ-ცალკე.

173. 203 სუბანგარიშზე "ხარჯები შიდა დაკრედიტებისათვის" აღირიცხება ქვეყნის შიგნით დაკრედიტებისათვის განკუთვნილი ხარჯები.

სახელმწიფო დაკრედიტება გულისხმობს საკრედიტო საქმიანობას მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებებზე, რომელთა ფონდი ფორმირებულია სახელმწიფო სახსრების ხარჯზე. სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო დაწესებულებებზე გაცემული ყველა სახის სახსარი ჩაითვლება დაკრედიტებად. დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით გულისხმობს კრედიტის გაცემისას დაფარული კრედიტის გამოქვითვას. აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგებისა და ანალოგიური თავისუფალი სახსრების ნაშთის გამორიცხვას.

ყველა გადასახდელი პროცენტი, ეს იქნება ვადაგადაცილებული ვალი თუ სხვა, რომელშიც მმართველობითი ორგანო გამოდის გარანტად ან შუამავლად, ჩაითვლება დაკრედიტებად, რამდენადაც მათ შემდგომში წაეყენება მევალე-არგადამხდელის მოთხოვნას, რომელიც კლასიფიცირდება როგორც სახელმწიფო კრედიტის დაფარვა.

შიდა დაკრედიტება გულისხმობს: სხვა დონეების სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზე გაცემულ სესხებს, არასაფინანსო სახელმწიფო საწარმოებში აქციების შესაძენად გაცემულ სესხებს, არასაფინანსო სახელმწიფო საწარმოებსა და ფინანსურ დაწესებულებებზე გაცემულ კრედიტს და სხვა.

203 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება შიდა დაკრედიტებაზე (სესხებზე) გაწეული ხარჯები, რომელიც წლის ბოლოს 237 სუბანგარიშიდან (დებეტით) ჩამოიწერება თანხის 203 ანგარიშების კრედიტში ჩაწერის გზით.

203 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს კრედიტების (ასიგნებების) და ხარჯების აღრიცხვის დავთარში თითოეული კრედიტის (სესხის) მიმღები ობიექტის მიხედვით.

174. 204 სუბანგარიშზე "ხარჯები საგარეო დაკრედიტებისათვის" აღირიცხება საზღვარგარეთ მმართველობის, სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო ორგანოებისათვის გადაცემული სესხები გამოყოფილი სესხების გამოკლებით (კოდი – 090100). აღნიშნულ კატეგორიაში ჩაითვლება გადასახადები აღნიშნული კრედიტის დაფარვისათვის მოვალის ეროვნულ ვალუტაში და რომელიც გადარიცხულია სახსრების გამოყენებაზე და კონვერტირებაზე გარკვეული შეზღუდვებით. აღნიშნული თანხა შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს ცალკე.

საგარეო დაკრედიტებაში ითვლება საზღვარგარეთ მართვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, არარეზიდენტ საწარმოებზე, კერძო პირებსა და სხვა ეკონომიკურ ერთეულებზე წარდგენილი ანგარიშები დასაკრედიტებლად და გადასახდელების დასაფარავად. ასევე აქციების, არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში წილის დასაფინანსებლად.

საგარეო დაკრედიტებაში გარდა ამისა, შედის:

სესხები საერთაშორისო ორგანოებს (კოდი 090200) – მთავრობის მიერ გაცემული სესხები აღნიშნულ ორგანოებზე; სხვა საგარეო დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით (კოდი 090300).

204 სუბანგარიშის დებეტში აისახება საგარეო დაკრედიტებაზე გაწეული ხარჯები, ხოლო ამ ანგარიშის კრედიტში ჩაიწერება საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩამოწერილი ფაქტობრივი ხარჯები. ამასთან დადებეტდება 237 სუბანგარიში "დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით".

204 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს კრედიტების (ასიგნებების) და ხარჯების აღრიცხვის დავთარში.

 

ანგარიში 21 "სხვა ხარჯები"

175. ეს ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

210 "გადასანაწილებელი ხარჯები";

211"სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული ხარჯები";

212"სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები";

213 "ხარჯები სხვადასხვა სახსრებით";

214 "საწარმოო საქმიანობიდან მიღებული სახსრებიდან გაწეული ხარჯები".

176. 210 სუბანგარიშზე "გადასანაწილებელი ხარჯები" აღირიცხება ისეთი დანახარჯები, რომლებიც მათი გაწევისთანავე არ შეიძლება უშუალოდ მიეკუთვნოს განსაზღვრული სახის სამუშაოების (ობიექტის) ან ცალკეული სახის პროდუქციისა და ნაკეთობათა თვითღირებულებას. ასეთი ხარჯების არსებობა დაკავშირებულია ერთდროულად რამდენიმე სახის სამუშაოს შესრულებასთან ან რამდენიმე სახის პროდუქციის (ნაკეთობის) წარმოებასთან.

გასანაწილებელი ხარჯები თვის განმავლობაში აისახება 210 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში. თვის ბოლოს ეს ხარჯები ნაწილდება დადგენილი წესით. სოფლის დამხმარე და სასწავლო-საცდელ მეურნეობებში ზედნადები ხარჯების განაწილება წარმოებს წლის დამთავრების შემდეგ.

ზედნადები ხარჯები, კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, ნაწილდება წარმოების მუშების, მეცნიერ-მუშაკების და ა.შ. ხელფასის პროპორციულად ან დახარჯული მასალების პროპორციულად ანდა მთელი პირდაპირი დანახარჯების პროპორციულად.

გასანაწილებელი ხარჯები ჩამოიწერება 210 სუბანგარიშის კრედიტიდან 08,20,21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

ანალიზური აღრიცხვა ამ სუბანგარიშის მიხედვით წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებში.

177. 211 სუბანგარიშზე "სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული ხარჯები" აღირიცხება სპეციალური შემოსავლების ხარჯთანუსხის მიხედვით გაწეული ხარჯები. სპეციალური შემოსავლების სახსრების ხარჯვისას დაცული უნდა იქნეს იგივე წესი, რაც დადგენილია საბიუჯეტო სახსრებისათვის.

მთავარი ბუღალტრის გადაწყვეტილებით ამავე სუბანგარიშზე შეიძლება აღრიცხულ იქნას დამხმარე მეურნეობის ხარჯები. ამ დროს 08 ანგარიში აღარ გამოიყენება.

დახარჯული მასალების, ფულადი სახსრების და სხვა ხარჯების თანხებზე ჩაწერა წარმოებს 211 სუბანგარიშის დებეტში და "მატერიალური მარაგების", "ფულადი სახსრების", "ანგარიშსწორების" ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში.

წლის დამთავრების შემდეგ, წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების მთლიანი თანხა 211 სუბანგარიშის კრედიტიდან ჩამოიწერება 400 სუბანგარიშის დებეტში.

ხარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სპეციალური შემოსავლების სახსრების სახეებისა და ხარჯების კოდების მიხედვით სპეციალური შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის დავთარში.

178. 212 სუბანგარიშზე "სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული კაპიტალური ხარჯები" აღირიცხება:

სპეციალური შემოსავლების სახსრებით გაწეული დანახარჯები ახალმშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და მოწყობილობათა შეძენაზე;

სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და განმტკიცებისათვის შემოსული სახსრების ანგარიშზე ახლის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და მოწყობილობის შეძენაზე გაწეული დანახარჯები;

სხვა ბიუჯეტგარეშე სახსრების ანგარიშით გაწეული ახალი მშენებლობის დანახარჯები.

საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების, დამხმარე სოფლის და სასწავლო-საცდელი მეურნეობების დანახარჯები (მოწყობილობისა და ინვენტარის შეძენა, კაპიტალური ხარჯები მშენებლობაზე), რომლებიც არ მიეკუთვნება გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებას. საწარმოო სახელოსნოების, დამხმარე სოფლის მეურნეობის დანახარჯები, რომლებიც შეიტანება პროდუქციის თვითღირებულებაში, აგრეთვე დანახარჯები სამეურნეო ხელშეკრულებით სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შესრულებაზე აღირიცხება 08 ანგარიშის შესაბამის სუბანგარიშებზე.

წლის ბოლოს დამთავრებული და ექსპლოატაციაში ჩაბარებული ობიექტების დანახარჯები, აგრეთვე სხვა დანახარჯები, რომლებიც გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულბას არ მიეკუთვნება, 212 სუბანგარიშის კრედიტიდან ჩამოიწერება 400,241 სუბანგარიშების დებეტში. დაუმთავრებელი და დამთავრებული, მაგრამ ექსპლუატაციაში ჩაუბარებელი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ობიექტების დანახარჯები არ ჩამოიწერება და რჩება ბალანსზე 212 სუბანგარიშზე.

212 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს იმავე წესით, რომელიც მოცემულია ამ ინსტრუქციის 172-ე პუნქტში.

179. 213 სუბანგარიშზე "ხარჯები სხვადასხვა სახსრებით" პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებში აღირიცხება საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის გეგმის ზევით კადრების მომზადებაზე გაწეული ხარჯები. პენსიების და დახმარებების გაცემა საპენსიო ფონდის სახსრებიდან. ამავე სუბანგარიშზე აღირიცხება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერიების, გამგეობების) დამატებითი ფინანსური რესურსების ფონდის სახსრების ანგარიშით გაწეული ხარჯები, დავალებათა თანხების ანგარიშით გაწეული ხარჯები და აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები.

გაწეული ხარჯების თანხები ჩაიწერება 213 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტში.

წლის დამთავრების შემდეგ 213 სუბანგარიში იხურება წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების 174,240,400 სუბანგარიშების დებეტში ჩამოწერის გზით.

ამ ხარჯების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ცალკეული ორგანიზაციების (დამკვეთების) ღონისძიებების ჭრილში მრავალსვეტებიან ბარათებზე.

180. 214 სუბანგარიშზე "საწარმოო საქმიანობიდან მიღებული სახსრების ანგარიშით გაწეული ხარჯები" აღირიცხება კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურებასა და მოწინავე მოსწავლეების წახალისებაზე გაწეული ხარჯები, რომლებიც გაიწევა პროფესიულ-ტექნიკური განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულების საწარმოო საქმიანობის შემოსავლებიდან მათ განკარგულებაში დატოვებული ანარიცხების ანგარიშზე.

214 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება ცალკეულ ღონისძიებებზე დადგენილი წესით დახარჯული თანხები, ამასთან დაკრედიტდება 111, 120 და სხვა სუბანგარიშები. წლის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ჯამი 214 სუბანგარიშის კრედიტიდან ჩამოიწერება 402 სუბანგარიშის "პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების საწარმოო საქმიანობიდან შემოსავლები" დებეტში.

214 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ღონისძიებათა სახეების მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათზე.

 

განაყოფი IX. დაფინანსება

ანგარიში 23 "დაფინანსება"

181. 23 ანგარიში გამოიყენება კრედიტების მთავარი განმკარგულებლების მიერ. ეს ანგარიში მოიცავს შემდეგ სუბანგარიშებს:

230 "ბიუჯეტიდან დაფინანსება დაწესებულების და სხვა ღონისძიებათა ხარჯებისათვის";

231 "ბიუჯეტიდან დაფინანსება კაპიტალური ხარჯებისათვის";

232 "დაფინანსება სხვა ბიუჯეტებიდან";

234 "დაფინანსება საპენსიო ფონდიდან პენსიებისა და დახმარებების გასაცემად";

236 "მშობელთა შენატანები საბავშვო დაწესებულებათა შესანახად";

237 "დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით".

182. 230 "ბიუჯეტიდან დაფინანსება დაწესებულების და სხვა ღონისძიებათა ხარჯებისათვის" 231 "ბიუჯეტიდან დაფინანსება კაპიტალური ხარჯებისათვის", 232 "დაფინანსება სხვა ბიუჯეტებიდან" და 237 "დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით" სუბანგარიშებზე აღირიცხება ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.

230-232 სუბანგარიშების კრედიტში ჩაიწერება:

მიღებული სახსრების თანხები;

გამოვლენილი მასალების ზედმეტობისა და უსასყიდლოდ მიღებული მასალების თანხები;

230, 232, 237 სუბანგარიშების დებეტში აისახება:

დახურული კრედიტების ან გამოთხოვილი სახსრების თანხები;

წლის ბოლოს წლიური ანგარიშგების საფუძველზე ჩამოწერილი ხარჯების თანხა;

მასალების დანაკლისებისა და მასალების უიმედო ვალების ჩამოწერილი თანხები;

230 და 237 სუბანგარიშების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე იმ მაჩვენებლების ჭრილში, რაც გათვალისწინებულია ხარჯთანუსხების შესრულების ბალანსთან დართულ N3 ფორმაში "ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების მოძრაობის შესახებ".

231 და 232 სუბანგარიშების აღრიცხვა წარმოებს "მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებათა არიცხვის დავთარში".

183. 234 სუბანგარიშზე "დაფინანსება საპენსიო ფონდიდან პენსიებისა და დახმარებების გასაცემად" აღირიცხება საპენსიო ფონდიდან მიღებული დაფინანსების თანხები პენსიებისა და დახმარებების გასაცემად, ხოლო 237 სუბანგარიშზე "დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით" აღირიცხება დაფინანსების სახსრების ანგარიშით გაცემული კრედიტის თანხები დაფარული სახსრების გამოკლებით.

184. 236 სუბანგარიშზე "მშობელთა შენატანები საბავშვო დაწესებულებათა შესანახად" აღირიცხება დაფინანსება, რომელიც ხორციელდება საბავშვო დაწესებულებებში (სკოლა-ინტერნატების გარდა) ბავშვების შენახვაზე მშობლებისაგან შემოსული სახსრების ხარჯზე. დარიცხული შენატანების თანხით დადებეტდება 172 სუბანგარიში და დაკრედიტდება 236 სუბანგარიში.

წლის ბოლოს 236 სუბანგარიშის დებეტით ჩამოიწერება ბიუჯეტის ფაქტობრივი ხარჯები 200 სუბანგარიშის კრედიტში ჩაწერის გზით, 236 სუბანგარიშზე რიცხული თანხების ოდენობით. ბიუჯეტით გაწეული ხარჯების საერთო თანხასა და 236 სუბანგარიშზე ჩამოწერილ თანხას შორის სხვაობა მიეკუთვნება 230 ან 140 სუბანგარიშის დებეტს.

ამ სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვის დავთარში.

 

განაყოფი X. ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები

ანგარიში 24 "ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები"

185. ანგარიში 24 "ფონდები და მიზნობრივი დანიშნულების სახსრები" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

240 "მატერიალური წახალისების ფონდი";

241 "წარმოებისა და სოციალური განვითარების ფონდი";

242 "ბანკის კრედიტები".

186. 240 სუბანგარიშზე "მატერიალური წახალისების ფონდი" აღირიცხება:

საქართველოს სამინისტროების და უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე რაიონული და საქალაქო გამგეობების ფონდში შემოსული სახსრები, რომელიც გამიზნულია მუშაკებზე პრემიების გასაცემად და ერთობლივი დახმარებების გასაწევად. აღნიშნული ფონდის შესაქმნელად შემოსული და ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაიწერება 240 სუბანგარიშის კრედიტში და 110 სუბანგარიშის დებეტში. ფონდების შესაქმნელად საბიუჯეტო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები აისახება 200 სუბანგარიშის დებეტში და 09, 10 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში;

სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპრემიო ფონდის შესაქმნელად შემოსული სახსრები. ამ ფონდში შემოსული თანხები აისახება 240 სუბანგარიშის კრედიტში და შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში. პრემიებისა და ერთდროული დახმარებების გაცემული თანხებით დებეტდება 240 სუბანგარიში და კრედიტდება 110 ან 120 სუბანგარიშები;

მოქმედი დებულების თანახმად საპრემიო ფონდში ანარიცხი თანხები ჩაიწერება 400 სუბანგარიშის დებეტში და 240 სუბანგარიშის კრედიტში. პრემიების გაცემისას კი ჩაწერა წარმოებს 240 სუბანგარიშის დებეტში და 11 ან 12 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების კრედიტში;

სახსრები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოსულია სხვა ფონდების შესაქმნელად. ამ სახსრების შემოსვლისას კრედიტდება 240 სუბანგარიში და დებეტდება შესაბამისი სუბანგარიშები;

ხელფასის ეკონომიის სახსრები, რომლებიც წლის ბოლოს ჩაირიცხება მატერიალური წახალისების ფონდში.

240 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სახსრების შემოსვლის (წარმოშობის) წყაროების და მათი გამოყენების მიმართულებების მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებზე.

187. 240 სუბანგარიშზე "წარმოებისა და სოციალური განვითარების ფონდი" აღირიცხება მიზნობრივი დანიშნულების სახსრები, რომლებიც მიმართულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დანახარჯების დასაფინანსებლად.

 სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ამ სუბანგარიშზე აღირიცხება სამეურნეო ხელშეკრულებებით შესრულებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხარჯებზე შემოსავლების გადანამატი თანხებიდან შემოსული სახსრების მოძრაობა. ამავე ანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე ამ ორგანიზაციაში გამოგონებაზე ლიცენზიების გაყიდვიდან და ზედმეტი და მწყობრიდან გასული მოწყობილობების რეალიზაციიდან შემოსული თანხები.

უმაღლესი და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში 241 სუბანგარიშზე აღირიცხება იმ სახსრების მოძრაობა, რომელიც შემოდის დადგენილი წესით მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებასა და განმტკიცებისათვის.

საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდში შემოსული თანხები ჩაიწერება შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში და 241 სუბანგარიშის კრედიტში.

ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და მოწყობილობის შეძენაზე დაწესებულების საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდის ანგარიშით გაწეული დანახარჯები აღირიცხება 212 სუბანგარიშზე. წლის ბოლოს დამთავრებული და ექსპლუატაციაში გადაცემული მშენებლობის ობიექტებზე დანახარჯები ჩაიწერება 241 სუბანგარიშის დებეტში.

აღნიშნული ფონდის გამოუყენებელი ნაშთი გადადის მომდევნო წელში.

წლის ბოლოს საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდის ანგარიშით გაწეული ფაქტობრივი ხარჯები ჩამოიწერება ფონდის შესამცირებლად და აღრიცხვაში აისახება 241 სუბანგარიშის დებეტში და 213 სუბანგარიშის კრედიტში.

საწარმოო და სოციალური განვითარების ფონდში წლის ბოლოს ჩაირიცხება მატერიალური და მასთან გათანაბრებული დანახარჯების ეკონომიის სახსრები (გარდა სტიპენდიების, კვებისა და მედიკამენტების შეძენის სახსრებისა).

241 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სახსრების შემოსავლების წყაროებისა და მათი გამოყენების მიმართულების მიხედვით მრავალსვეტებიან ბარათებზე.

188. 242 სუბანგარიშზე "ბანკის კრედიტები" აღირიცხება ბანკის დაწესებულებებიდან მიღებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტები.

დაკრედიტების, კრედიტების გაფორმების და მისი დაფარვის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის წესებითა და საკრედიტო ხელშეკრულებებით.

მიღებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი ბანკის კრედიტების თანხები აისახება 242 სუბანგარიშის კრედიტში და სპეცშემოსავლების სახსრების შესაბამისი მიმდინარე ანგარიშის დებეტში.

გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტების ანგარიშით გაწეული დანახარჯები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებაზე აისახება შესაბამისად 110-112 სუბანგარიშების კრედიტში და 120,150, 178 და სხვა სუბანგარიშების დებეტში.

კრედიტები გამოიყენება შემოსავლებისა და გასავლების ხარჯთანუსხებით გათვალისწინებული მიზნით.

ბანკების გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტების დაფარვისას დებეტდება 242 სუბანგარიში და კრედიტდება 110-112 სუბანგარიშები.

242. სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე ბანკებისა და კრედიტების სახეების მიხედვით.

 

ანგარიში 25 "ძირითადი საშუალებების ფონდი

189. ანგარიში 25 "ძირითადი საშუალებების ფონდი" იყოფა ორ სუბანგარიშად:

250 "ძირითადი საშუალებების ფონდი";

251 "არამატერიალური აქტივების ფონდი".

190. 250 სუბანგარიშზე აღირიცხება დაბანდებანი ძირითად საშუალებათა ფონდში (ცვეთის გათვალისწინებით), რომლებიც უშუალოდ იმყოფებიან დაწესებულების განკარგულებაში. მშენებლობის, მიწათმოწყობის და ტყეთმოწყობის ახალი ობიექტების მოქმედებაში შეყვანისას წარმოებს ჩაწერა 250 სუბანგარიშის კრედიტში და 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

ძირითადი საშუალებების შეძენა აისახება 16, 17, 250 სუბანგარიშების კრედიტში და 01, 20, 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიღებისას ჩაწერა წარმოებს 250 და 020 სუბანგარიშების კრედიტში და 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

ძირითადი საშუალებების გასვლის, ლიკვიდაციის და უსასყიდლოდ გადაცემის დროს დებეტდება 250 და 020 (ცვეთის თანხით) სუბანგარიშები და კრედიტდება 01 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშები.

250 სუბანგარიშზე აისახება აგრეთვე ტიპიური დაპროექტების დოკუმენტაციის ღირებულება. ტიპიური დაპროექტების დოკუმენტაციის მიღებისას, დანახარჯების იმვდროულად ხარჯებზე მიკუთვნებით, ჩაწერა წარმოებს 019 სუბანგარიშის დებეტში და 250 სუბანგარიშის კრედიტში. ამ დოკუმენტაციის ჩამოწერისას დებეტდება 250 სუბანგარიში და კრედიტდება 019 სუბანგარიში.

250 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე ძირითად საშუალებათა შემოსვლისა და გასვლის იმ მაჩვენებელთა ჭრილში, რომლებიც მოცემულია წლიური ბალანსის 5 ფორმის ანგარიშში "ძირითადი საშუალებების მოძრაობის შესახებ".

191. 251 სუბანგარიშზე "არამატერიალური აქტივების ფონდი" აღირიცხება არამატერიალური აქტივების სახსრების ღირებულება.

არამატერიალური აქტივების შეძენა აისახება 178, 251 სუბანგარიშის კრედიტში და 03, 20, 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

არამატერიალური აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას ჩაწერა წარმოებს 251 და 021 სუბანგარიშების კრედიტში და 030 სუბანგარიშის დებეტში.

არამატერიალური აქტივების ჩამოწერისას დებეტდება 251 და 021 სუბანგარიშები და კრედიტდება 030 სუბანგარიში.

251 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე არამატერიალური აქტივების სახეების მიხედვით.

 

ანგარიში 26 "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი"

192. დაწესებულების განკარგულებაში არსებული მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ღირებულება აღირიცხება 260 სუბანგარიშზე "მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ფონდი".

შეძენილი მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების, თეთრეულის, ლოგინის, ტანსაცმლის ღირებულება ჩაიწერება 260 სუბანგარიშის კრედიტში და 07, 20, 21 ანგარიშების შესაბამისი სუბანგარიშების დებეტში.

ექსპლუატაციიდან გასული მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების, თეთრეულის, ლოგინის კუთვნილების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ღირებულების თანხაზე დებეტდება 260 სუბანგარიში და კრედიტდება 07 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშები.

260 სუბანგარიშის ნაშთი უნდა ედრებოდეს 070 და 071 სუბანგარიშების ნაშთების თანხას.

260 სუბანგარიშის აღრიცხვა წარმოებს "ჟურნალ-მთავარ" დავთარში.

 

განაყოფი XI. პროდუქციის რეალიზაცია

ანგარიში 28 "პროდუქციის, ნაკეთობათა და შესრულებულ სამუშაოთა რეალიზაცია"

193. ამ ანგარიშზე აღირიცხება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების, დამხმარე სოფლის და სასწავლო-საცდელი მეურნეობების მზა ნაკეთობათა და პროდუქციის, მზა ბეჭდვითი პროდუქციის გაწეული მომსახურების, აგრეთვე ხელშეკრულებით შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეალიზაცია.

დამხმარე მეურნეობები, რომლებიც 28 ანგარიშს არ გამოიყენებენ, მიღებულ თანხებს ასახავენ 400 სუბანგარიშზე.

194. 28 ანგარიში იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

280 "საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობათა რეალიზაცია";

282 "სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეალიზაცია".

195. 280 სუბანგარიშზე "საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების ნაკეთობათა რეალიზაცია" აღირიცხება საწარმოო (სასწავლო) სახელოსნოების მიერ გამოშვებული მზა ნაკეთობათა, აგრეთვე მზა ბეჭდვითი პროდუქციის და გაწეული მომსახურების რეალიზაცია.

280 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება რეალიზებულ ნაკეთობათა, მზა ბეჭდვითი პროდუქციისა და გაწეული მომსახურების თანხები გასაცემი ფასებით, ამასთან დადებეტდება 110-112 ან 120 სუბანგარიშები.

280 სუბანგარიშის დებეტში აისახება რეალიზებულ ნაკეთობათა და მზა ბეჭდვითი პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულება და ამავე თანხით კრედიტდება 040 სუბანგარიში. გაწეული მომსახურების ფაქტობრივ თვითღირებულებაზე, რომლის მიხედვითაც გამოწერილია და ანგარიშები წარდგენილია გასანაღდებლად, დებეტდება 280 სუბანგარიში და კრედიტდება 080 სუბანგარიში.

280 სუბანგარიშის საკრედიტო ნაშთი გვიჩვენებს მოგების თანხას, ხოლო სადებეტო ნაშთი-ნაკეთობების, ბეჭდვითი პროდუქციის და გაწეული მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულ ზარალს.

რეალიზაციის შედეგები, საანგარიშო წლის დამთავრებისას მიეკუთვნება 410 სუბანგარიშს "მოგება და ზარალი".

280 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე.

196. 281 სუბანგარიშზე "დამხმარე (სასწავლო) სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია" აღირიცხება დამხმარე სოფლის და სასწავლო-საცდელი მეურნეობების მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია.

281 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება რეალიზებული პროდუქციის თანხა გასაცემი ფასებით, ამასთან დებეტდება 110 – 112, 120 სუბანგარიშები.

281 სუბანგარიშის დებეტში აისახება რეალიზებული პროდუქციის გეგმური თვითღირებულება, ამასთან კრედიტდება 041 სუბანგარიში.

წლის ბოლოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კორექტირდება და დაიყვანება ფაქტობრივ თვითღირებულებამდე 281 სუბანგარიშის დებეტში (081 სუბანგარიშის კრედიტით) რეალიზებული პროდუქციის ფაქტობრივ და გეგმურ თვითღირებულებას შორის სხვაობის ჩამოწერის გზით. ამასთან გადახარჯვა ჩაიწერება დადებითი რიცხვებით, ხოლო ეკონომია-უარყოფითი რიცხვით (წითელი მელნით).

ამ ანგარიშის საკრედიტო ნაშთი გვიჩვენებს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ მოგების თანხას, ხოლო სადებეტო ნაშთი-პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ ზარალს.

წლის დამთავრების შემდეგ ამ ანგარიშით მიღებული შედეგები მიეკუთვნება 410 სუბანგარიშს.

281 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე.

197. 282 სუბანგარიშზე "სახელშეკრულებო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეალიზაცია" აღირიცხება ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებული და დამკვეთისათვის ჩაბარებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოები.

282 სუბანგარიშის კრედიტში აისახება შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების და დამკვეთისათვის გასანაღდებლად წარდგენილი ანგარიშების თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების მიხედვით, ამასთან ამავე თანხით დებეტდება 154 სუბანგარიში.

282 სუბანგარიშის დებეტს მიეკუთვნება მოცემული თემის მიხედვით შესრულებული და დამკვეთისათვის ჩაბარებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ფაქტობრივი თვითღირებულება, ამასთან ამავე თანხით კრედიტდება 082 სუბანგარიში.

ხელშეკრულებით შესრულებულ სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების რეალიზაციის შედეგების ჩამოწერა წარმოებს დამთავრებული და დამკვეთებზე აქტებით ჩაბარებული თემების მიხედვით.

მიღებული მოგება ნაწილდება კანონით დადგენილი წესით, ამასთან წარმოებს ჩაწერა 282 სუბანგარიშის დებეტში და 240, 241 და 173 სუბანგარიშების კრედიტში.

282 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე.

 

განაყოფი XII. შემოსავლები

ანგარიში 40 "შემოსავლები"

198. ანგარიში 40 "შემოსავლები" იყოფა შემდეგ სუბანგარიშებად:

400 "სპეციალური შემოსავლები";

402 "პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების საწარმოო საქმიანობიდან შემოსავლები";

405 "შემოსავლები ფასიანი სწავლებიდან".

199. სუბანგარიშზე 400 "სპეციალური შემოსავლები" აღირიცხება საქართველოს კანონის "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლები ნებართვების, ლიცენზირების გაცემის და სხვა სახის სახელმწიფო ან მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური, სახელმწიფო ქონების იჯარიდან ან გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და სხვა სპეციალურ შემოსავლებს, რომელიც გადაირიცხება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებში და შეადგენს ამ ბიუჯეტებს არა საგადასახადო შემოსავლების წყაროს ან რჩება დაწესებულების განკარგულებაში და შეიძლება დახარჯული იქნეს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად.

სპეციალური შემოსავლები შეიძლება შემოვიდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით. დაწესებულების სალაროში, რომელიც შემდგომ შეტანილი უნდა იქნას ბანკში გახსნილ ხაზინის საერთო სპეციალურ ანგარიშზე.

დაწესებულების სალაროში ნაღდი ფულის მიღება წარმოებს დადგენილი წესით გაფორმებული სალაროს შემოსავლის ორდერებით.

სპეციალური შემოსავლების მიღება შეუძლია აგრეთვე პირს, ვისაც ეს დავალებული აქვს ხელმძღვანელის ბრძანებით. ამ შემთხვევაში ფულის მიღება წარმოებს ქვითრებით. ქვითრებით მიღებული ფული, მისი მიღებიდან არაუგვიანეს სამი დღისა, შეტანილ უნდა იქნს ბანკში ხაზინის მეშვეობით სპეცშემოსავლების ანგარიშზე. ამ სახსრების ხარჯვა ბანკის დაწესებულებაში ხაზინის ანგარიშზე შეტანის გარეშე დაუშვებელია.

400 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება: დარიცხული სახელმწიფო ქონების იჯარის გადასახადი, სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ან სხვადასხვა სახის სპეციალური შემოსავლებიდან მიღებული თანხები. ამასთან დებეტდება 17 ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშები ან 110 – 112 და 120 სუბანგარიშები.

დამხმარე მეურნეობებში, სადაც არ გამოიყენება 080, 081 სუბანგარიშები, 400 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება დამზადებული ნაკეთობების და გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება და ამავე თანხით დებეტდება 040, 041 სუბანგარიშები.

400 სუბანგარიშის დებეტში ჩაიწერება:

წლის განმავლობაში სპეციალური შემოსავლებიდან გაწეული ხარჯები (211 სუბანგარიშის კრედიტიდან ჩამოწერილი);

ბიუჯეტში სასარგებლოდ დარიცხული და გადახდილი სპეციალური შემოსავლების და ხარჯებზე შემოსავლების გადანამეტი თანხები.

უიმედო დავალიანებების და დაწესებულებების ანგარიშზე მიღებული დანაკლისის თანხები. ამასთან დაკრედიტდება მასალების და ანგარიშსწორებების შესაბამისი სუბანგარიშები.

სპეციალური შემოსავლების დარიცხვის ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს დამაგროვებელ უწყისში (მემორიალური ორდერი 14).

სპეციალური შემოსავლების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს სპეციალური შემოსავლების სახეების მიხედვით "სპეციალური შემოსავლების აღრიცხვის დავთარში". შემოსავლების აღრიცხვა შეიძლება წარმოებულ იქნას მრავალსვეტებიან ბარათებზეც.

200. 402 სუბანგარიშზე "პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების საწარმოო საქმიანობიდან შემოსავლები" აღირიცხება შემოსავლები საწარმოო-სასწავლო სახელოსნოების საქმიანობიდან, აგრეთვე საწარმოებსა და ორგანიზაციებში მოსწავლეთა საწარმოო პრაქტიკიდან სასწავლებლების განკარგულებაში შემოსული სახსრები, რომელიც გამოიყენება სასწავლო ბაზის გაფართოებაზე, მოსწავლეთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე, მოწინავე მოსწავლეების წახალისებაზე და მუშაკთა პრემირებაზე.

402 სუბანგარიშის კრედიტში ჩაიწერება საწარმოო-სასწავლო სახელოსნოების საქმიანობიდან მიღებული (შემოსული) სახსრები, ამასთან შემოსავლების თანხით დებეტდება 280 ან 153 სუბანგარიში.

წლის ბოლოს 214 სუბანგარიშის კრედიტიდან ხარჯები ჩამოიწერება 402 სუბანგარიშის დებეტში.

402 სუბანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მრავალსვეტებიან ბარათებზე ღონისძიებათა სახეების მიხედვით.

201. 403 სუბანგარიშზე "შემოსავლები ფასიანი სწავლებიდან" აღირიცხება ფასიან სწავლებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა და სტუდენტთა მშობლებიდან მიღებული გადასახდელი თანხები, რომლებიც რჩება დაწესებულების განკარგულებაში.

გადასახდელი თანხების დარიცხვა წარმოებს 172 სუბანგარიშის დებეტში და 403 სუბანგარიშის კრედიტში, ხოლო მიღებული გადასახდელი თანხით დებეტდება 110 ან 111 სუბანგარიში და კრედიტდება 172 სუბანგარიში.

ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯვა აისახება 213 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისი სუბანგარიშების (180, 171 და ა.შ.) კრედიტში. წლის ბოლოს 213 სუბანგარიშის კრედიტით თანხა ჩამოიწერება 403 სუბანგარიშის დებეტში.

 

ანგარიში 41 "მოგება და ზარალი"

202. 410 სუბანგარიშზე აღირიცხება გამოშვებული პროდუქციის, ნაკეთობების, გაწეული მომსახურების, ბანკის დეპოზიტებში დაწესებულებათა ფინანსურ დაბანდებათა სხვაობის თანხები, საწარმოებისა და ორგანიზაციების ფასიანი ქაღალდები, სახელმწიფო და ადგილობრივი სესხის პროცენტული ობლიგაციები.

ფინანსური შედეგები ჩამოიწერება დადგენილი წესით.

 

ბალანსგარეშე ანგარიშები

203. ბალანსგარეშე ანგარიშებზე აღირიცხება მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც დროებით იმყოფება დაწესებულებაში და არ ეკუთვნის მას (იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები, პასუხსაგებ შენახვაზე ან გადასამუშავებლად მიღებული მატერიალური ფასეულობანი), აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, დასასვენებელი სახლების და სანატორიუმების საგზურები და სხვა. ბალანსგარეშე ანგარიშებზე აღრიცხვა წარმოებს მარტივი წესით.

ბალანსგარეშე ანგარიშებზე აღრიცხული ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის და იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია წარმოებს იმავე წესით და იმავე ვადებში, რომელიც დადგენილია ბალანსში ასახული ფასეულობისათვის.

აღნიშნული ფასეულობების აღსარიცხავად გამოიყენება შემდეგი ბალანსგარეშე ანგარიშები:

01 "იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები";

02 "პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები";

03 "მკაცრი აღრიცხვის ბლანკები";

04 "გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება";

05 "მოსწავლეთა და სტუდენტთა დავალიანება დაუბრუნებელი მატერიალური ფასეულობების გამო";

06 "გარდამავალი სპორტული პრიზები და თასები";

07 "სამხედრო ტექნიკის სასწავლო საგნები".

204. 01 ანგარიშზე "იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები" აღირიცხება ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც მიღებულია იჯარით გარეშე ორგანიზაციებიდან სათანადო ხელშეკრულებებით, საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ღირებულებით.

იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მოიჯარეებისა და ძირითად საშუალებათა თითოეული ობიექტის მიხედვით (მოიჯარის საინვენტარო ნომრებით) მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის ბარათებზე.

205. 02 ანგარიშზე "პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები" აღირიცხება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც დაწესებულების მიერ მიღებულია პასუხსაგებ შენახვაზე. ამ ფასეულობათა ჯგუფში შევა აგრეთვე ხელშეკრულებით სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესასრულებლად შეძენილი სპეცმოწყობილობა.

პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული სასაქონლო ფასეულობათა ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ორგანიზაცია-მესაკუთრის, ფასეულობათა სახეების, ხარისხის და შენახვის ადგილების მიხედვით როგორც სახელშეკრულებო, ისე შეძენის ფასებით.

მოცემულ ანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე გადასამუშავებლად მიღებული ნედლეული და მასალები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებში. ანალიზური აღრიცხვა წარმოებს დამკვეთების, მასალების სახეების, ხარისხისა და მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

02 ანგარიშის აღრიცხვა წარმოებს მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის ბარათებზე.

206. 03 ანგარიშზე "მკაცრი აღრიცხვის ბლანკები" აღირიცხება შესანახად მიღებული და საქვეანგარიშოდ გაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკები (საქვითარო წიგნაკები, ატესტატები, დიპლომები, პირადობის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ დამტკიცებული ჩამონათვალების შესაბამისად.

მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ბლანკების სახეებისა და მათი შენახვის ადგილების მიხედვით მკაცრი ანგარიშების ბლანკების აღრიცხვის დავთარში.

207. 04 ანგარიშზე "გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება" აღირიცხება გადახდისუუნარო დებიტორების დავალიანება, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში მათზე მეთვალყურეობისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში დავალიანების შესაძლო ამოღების მიზნით. ამ დავალიანების დასაფარავად მიღებული თანხები ჩამოიწერება 04 ანგარიშიდან და ექვემდებარება შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავალში შეტანას.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვის დავთარში მოვალეების (გადამხდელების) გვარის, სახელისა და მამისახელის მითითებით.

208. 05 ანგარიშზე "მოსწავლეთა და სტუდენტთა დავალიანება დაუბრუნებელი მატერიალური ფასეულობების გამო" აღირიცხება მოსწავლეებისა და სტუდენტების ის დავალიანებები, რომლებიც წარმოშობილია მათ მიერ ფორმის ტანსაცმლის, თეთრეულის, ხელსაწყოებისა და სხვა ფასეულობების დაუბრუნებლობით.

სასწავლებლებიდან წასულ მოსწავლეებსა და სტუდენტებზე რიცხული მატერიალური ფასეულობის ბალანსიდან ჩამოწერა ხდება მათი გარიცხვის (გასვლის) ბრძანების საფუძველზე. მოსწავლეეებისა და სტუდენტების მიერ დაუბრუნებელი მატერიალური ფასეულობანი აიღება ბალანსგარეშე აღრიცხვაში (ანგარიშზე) და წარედგინება მათ სარჩელი დადგენილი წესით.

05 ანგარიშის ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მიმდინარე ანგარიშებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვის დავთარში თითოეული მოსწავლისა და სტუდენტის მიხედვით.

209. 06 ანგარიშზე "გარდამავალი სპორტული პრიზები და თასები" აღირიცხება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაწესებული და გამარჯვებული გუნდების გასაჯილდოებლად მათგან მიღებული გარდამავალი პრიზები, დროშები, თასები. მიღებული პრიზები, დროშები, თასები მოცემულ დაწესებულებაში აღირიცხება მათი ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ანალიზური აღრიცხვა წარმოებს თითოეული საგნისა და ღირებულების მიხედვით მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის დავთარში ან ბარათებზე.

210. 07 ანგარიშზე "სამხედრო ტექნიკის სასწავლო საგნები" აღირიცხება სამხედრო ტექნიკას მიკუთვნებული ყველა სახის საგნები და მოწყობილობა, რომლებიც იმყოფებიან ტირებში, სპორტულ სასროლეთებში, სასწავლებლების სამხედრო დისციპლინის კაბინეტებში და ა.შ.

ამ საგნების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მათი დასახელების, ადგილსამყოფელისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობრივ-თანხობრივი აღრიცხვის დავთარში.

 

მემორიალური ორდერები-დამაგროვებელი უწყისები

დანართი 1

 

 დაწესებულების სახელწოდება ––––––––––––––––––––––––––––––

 

 მემორიალური ორდერი –––––––––––––––––––                                                                     ფორმა

 ………………….20.....წ.

 

 ––––––––––––––––––––––––სუბანგარიშის დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

ბანკის ამონაწერი ან მოლარის ანგარიშის თარიღი

სუბანგარიშის დებეტი

სუბანგარიშის კრედიტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ნაშთი თვის დასაწყისში

 ნაშთი თვის ბოლოს

 ბრუნვის თანხა

 

 

ფორმის უკანა მხარე

 

რიგზე

ბანკის ამონაწერის ან მოლარის ანგარიშის თარიღი

სუბანგარიშის კრედიტი

 

მეორე ჩანაწერი

 

 

სუბანგარიშის დებეტი

დ.

დ.

დ.

 

 

 

კ.

კ.

კ .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ს უ ლ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

200

 

 

 

შემსრულებელი –––––––––––  ––––––––––  ––––––––––– შეამოწმა აღრიცხვის  ––––––––––––   –––––––––––––

                          (თანადებობა)  (ხელმოწერა) (ხელმოწერის   ჯგუფის ხელმძღვანელმა (ხელმოწერა) (ხელმოწერის

                                                                                  გაშიფვრა)                                                                               გაშიფვრა)

 

 დანართი –––––––––––––– გვერდზე

მთავარი ბუღალტერი ––––––––––––     –––––––––––––––––

                                         (ხელმოწერა)              (ხელმოწერის

                                                                                       გაშიფვრა)

 

––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                             ფორმა

     დაწესებულების დასახელება

 

 

მემორიალური ორდერი №4

–––––––––––––– 20..წ.

 

ლიმიტირებული საჩეკო წიგნაკებით ანგარიშსწორების დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

ბანკის ამონაწერის თარიღი და დავალების ნომერი

131 სუბანგარიშის დებეტი სუბანგარიშის კრედიტი

დაწესებულების დასახელება

მომწოდებლის დასახელება

ანგარიშის ნომერი და თარიღი

ჩეკის ნომერი

131 სუბანგარიშის კრედიტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

მეორადი ჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ-

კ-

დ-

კ-

დ-

კ-

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაშთი თვის დასაწყისში –––––––––        ნაშთი თვის ბოლოს ––––––––––       ბრუნვის თანხა –––––––––––

 

 უკანა მხარე

 

რიგზე

ბანკის ამონაწერის თარიღი და დავალების ნომერი

131 სუბანგარიშის დებეტი სუბანგარიშის კრედიტი

დაწესებულების დასახელება

მომწოდებლის დასახელება

ანგარიშის ნომერი და თარიღი

ჩეკის ნომერი

131 სუბანგარიშის კრედიტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

მეორადი ჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ-

კ-

დ-

კ-

დ-

კ-

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსრულებელი –––––––––––––             ––––––––––––––––    –––––––––––––––––––––

                                          (თანამდებობა)        (ხელმოწერა)              (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 შეამოწმა აღრიცხვის          ––––––––––––––––               ––––––––––––––––––––

 ჯგუფის ხელმძღვანელმა         (ხელმოწერა)             (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 

მთავარი ბუღალტერი –––––––––––––– –––––––––––––––––––––––

                                                  (ხელმოწერა)        (ხელმოწერის გაშიფვრა)

დანართი –––––––ფურცელზე

 

ფორმა

 

–––––––––––––––––––––––––––––––

 დაწესებულების დასახლება

 

 

მემორიალური ორდენი 5

--------------------- 20----წ.

 

ხელფასებისა და სტიპენდიების საანგარიშსწორებო უწყისის ნაერთი

 

შემსრულებელი –––––––––––––––         –––––––––––––                      ––––––––––––––

             (თანამდებობა)                    (ხელმოწერა)                     (ხელმოწერის

                                                                                                                                                 გაშიფვრა)

 

შეამოწმა აღრიცხვის        –––––––––––––          –––––––––––––––––––––

ჯგუფის ხელმძღვანელმა  (ხელმოწერა)                    (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 

მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––             –––––––––––––––

           (ხელმოწერა)            (ხელმოწერის

                                                                                        გაშიფვრა)

 

 დანართი ––––––––––––––––––– გვერდზე

 

გაგრძელება

 

 

სუბანგარიშის დებეტი

სუბანგარიშის კრედიტი

თანხა

დარიცხული ხელფასი

200

180

 -

 " "

211

180

 -

დარიცხულია სტიპენდიები

200

181

 -

დარიცხულია დახმარებები დროებით შრომისუუნარობის გამო

171

180

 -

დაკავებულია გადასახადები

180

173

 -

დეპონირებული შრომის ანაზღაურების თანხები

180

177

 -

დარიცხულია სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ

200

171

 -

დაკავებულია ხელფასიდან სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ

180

171

-

დაკავებულია კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის

180

182

-

დაკავებულია ბანკებში ანაბრების ანგარიშებზე უნაღდო გადარიცხვებით

180

183

-

დაკავებულია ნებაყოფლობითი დაზღვევით

180

184

-

დაკავებულია პროფკავშირებთან უნაღდო ანგარიშსწორებით

180

185

-

დაკავებულია ბანკის სესხი

180

186

-

დაკავებულია აღმასრულებელი ფურცლით და სხვა დაკავებებით

180

187

-

 

 

 

 

ს უ ლ                                                                                             X                      X

 

 ფორმის უკანა მხარე

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდები, სპეცშემოსავლების სახეები მომსახურებულ დაწესებულებათა დასახელება

უწყისის

დ ა რ ი ც ხ უ ლ ი ა

საშტატო მუშაკებს

(ცალკეული სახეების მიხედვით)

შტატგარეშე დამხმარე დროებითი მუშაკები შრომისუუნარობის

გამო

ავანსი თვის 1-ლი ნახევრი-სათვის

 

 

 

 

 

სულ

კოდით

კოდით

დღეები

თანხა

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფორმის გაგრძელება

 

 

 

 

 

დ ა კ ა ვ ე ბ უ ლ ი ა

გასაცემი თანხა

 

 

 

საშემოსა-

ვლო

გადასა-ხადი

აღმასრუ-ლებელი ფურცლით

კრედიტით

(ნაყიდი)

საქონელზე

პროფკავში-რებთან უნაღდო ანგარიშსწო-რებმით

 

 

 

 

 

სულ დაკავე-

ბულია

კრედიტი

 

 

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

––––––––––––––––––––––––––––                                                                                               ფორმა

    დაწესებულების დასახელება

 

 

მემორიალური ორდერი 6

–––––––––––––––– 20..წ.

 

სხვადასხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

თარიღი

საბუთის

მომწოდებლის დასახელება

ნაშთი თვის დასაწყისში სუბანგარიშით

 

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

სუბანგარიშის კრედიტი

თარიღი

საგადასახდელო დავალიანება

სუბანგარიშის კრედიტი

სულ

თარიღი

საბუთის

ნომერი

თანხა

 

 

 

7

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

მეორადი ჩანაწერი

ნაშთი თვის ბოლოს სპეცანგარიშით

 

 

 

 

 

 

 

 

დ-

დ-

დ-

დებეტი

კრედიტი

 

 

 

 

 

 

 

 

კ-

კ-

კ-

 

 

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსრულებელი ––––––––––––––––     ––––––––––––––––––     ––––––––––––––––––––––––

                                      (თანამდებობა)                 (ხელმოწერა)                   (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 შეამოწმა აღრიცხვის       ––––––––––––––––    ––––––––––––––––––––

 ჯგუფის ხელმძღვანელმა       (ხელმოწერა)                 (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 

მთავარი ბუღალტერი –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)          (ხელმოწერის გაშიფვრა)

დანართი –––––––ფურცელზე

 

 

––––––––––––––––––––––––––                                                                                                   ფორმა

დაწესებულების დასახელება

 

 

მემორიალური ორდერი 7

–––––––––––––––––––– 20…წ.

 

გეგმიური გადასახდელების წესით ანგარიშსწორებათა დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

თარიღი

საბუთის N

მომწოდებლის დასახელება

ნაშთი თვის დასაწყისში სუბანგარიშით

 

 

 

 

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

5

6

 

გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

სუბანგარიშის კრედიტი

თარიღი

საგადასახდელო დავალების

სუბანგარიშის კრედიტი

სულ

თარიღი

საბუთის ნომერი

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

სუბანგარიშის დებეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

16

17

18

19

20

21

22

23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

მეორადი ჩანაწერი

ნაშთი თვის ბოლოს სპეცანგარიშით

დ-

დ-

დ-

დებეტი

კრედიტი

კ-

კ-

კ-

 

 

24

25

26

27

28

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსრულებელი ––––––––––––––––       –––––––––––––––––––                     ––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა)                                 (ხელმოწერა)                        (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 შეამოწმა აღრიცხვის       ––––––––––––––––       ––––––––––––––––––––

 ჯგუფის ხელმძღვანელმა   (ხელმოწერა)                                (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 

მთავარი ბუღალტერი –––––––––––––––– –––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)      (ხელმოწერის გაშიფვრა)

დანართი –––––––ფურცელზე

 

 

––––––––––––––––––––––––––                                                                                                   ფორმა

დაწესებულების დასახელება

 

 

მემორიალური ორდერი 8

––––––––––––––– 20…წ

 

ანგარიშვალდებულ პირებთან ანგარიშსწორებათა  დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

საავანსო

ანგარიშის

დაწესებულების

კოდი

ანგარიშვალდებული

პირის გვარი, სახელი

მამის სახელი

ნაშთი თვის დასაწყისში

სუბანაგრიშით 360

 

 

 

 

დავალიანების

თარიღი

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაცემულია ანგარიშქვეშ და დაბრუნებულია გადახარჯვით

სუბანგარიშის დებეტი

ავანსის გამოუყენებელი თანხის დაბრუნება

თარიღი

სუბანგარიშის

კრედიტი

თარიღი

სუბანგარიშის

კრედიტი

თარიღი

სუბანგანიშის კრედიტი 360 სუბანგარიშის

დებეტი

 8

 9

 10

 11

 12

 13

 

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

დამოწ. ბარჯების

აღრიცხვის თანხა

 

სუბანგარიშის დებეტი

კრედიტი

სუბანგარიშით 160

 

 

 

 

 

 

 14

 15

 16

17

 18

 19

 20

 

 

 

 

 

 

 

 გაგრძელება

 

მეორადი ჩანაწერი

ნაშთი თვის ბოლოს

საცნობარო

დ-

დ-

დ-

დებეტი კრედიტი

გაცემულია დღიური

მივლინების დროს

კ-

კ-

კ-

 

 

 

 21

 22

 23

 24                    

25

 26

 

 

შემსრულებელი ––––––––––––––––       –––––––––––––––––––              ––––––––––––––––––––––––

                                         (თანამდებობა)                    (ხელმოწერა)                         (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

 შეამოწმა აღრიცხვის       ––––––––––––––––    ––––––––––––––––––––

 ჯგუფის ხელმძღვანელმა       (ხელმოწერა)               (ხელმოწერის გაშიფვრა)

 

მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––   ––––––––––––––––––––

                                                   (ხელმოწერა)           (ხელმოწერის გაშიფვრა)

დანართი –––––––ფურცელზე

 

–––––––––––––––––––––––––ფორმა

დაწესებულების დასახლება

 

 

მემორიალური ორდერი 9

–––––––––––––––––––– 20 –– წ

 

ძირითადი საშუალებების გასავლისა და გადაადგილების დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

თარიღი

საბუთის

ნომერი

საბუთის

დასახელება

მატერიალურად

პასუხისმგებელი პირი

დაწესებუ-ლების

კოდი

სუბანგარიშების დებეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

სპეცანგარიშების კრედიტი

მეორადი ჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

დ-

კ-

დ-

კ-

დ-

კ-

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემსრულებელი ––––––––––   –––––––––  –––––––––––– შეამოწმა აღრიცხვის    –––––––––––––  ––––––––––––

                           (თანადებობა)  (ხელმოწერა) (ხელმოწერის ჯგუფის ხელმძღვანელმა (ხელმოწერა)   (ხელმოწერის

                                                                              გაშიფვრა)                                                                                     გაშიფვრა)

 

 დანართი –––––––––––––– ფურცელზე

მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––– ––––––––––––––––––––

                                                   (ხელმოწერა)             (ხელმოწერის

                                                                                            გაშიფვრა)   

 

–––––––––––––––––––––––––ფორმა

  დაწესებულების დასახლება

 

 

მემორიალური ორდერი 10

–––––––––––––––––– 20 ..... წ

 

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების გასავლისა და გადაადგილების დამაგროვებელი უწყისი

 

რიგზე

თარიღი

საბუთის

ნომერი

საბუთის

დასახელება

მატერიალურად

პასუხისმგებელი პირი

დაწესებუ-ლების

კოდი

სუბანგარიშების დებეტი