დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნორმატიული აქტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 458 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/10/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, უნომრო , 19/11/1996 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.175 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (08/07/2005 - 09/11/2005)
საქართველოს კანონი
ნორმატიული აქტების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 2
1. სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
2. სამართლებრივი აქტი ორი სახისაა – ნორმატიული და ინდივიდუალური.
3. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღბა (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს ნორმატიული აქტის დასახელებას გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 3
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლება აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ნორმატიული აქტი უნდა იქნეს მიღებული (გამოცემული) კონსტიტუციით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 4
1. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, მინისტრის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.
2. აფხაზეთისა და აჭარის ნორმატიული აქტებია: ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა და თანამდებობის პირთა ნორმატიული აქტებია: საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება, გამგებლის (მერის) ბრძანება.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 5
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი.
2. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, მინისტრის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.
3. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 6
1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით – რეგლამენტით, დებულებით და ა.შ.
2. საქართველოს სამინისტროს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და კანონით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 7
1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) მთელ ტერიტორიაზე.
4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მყოფ უცხოელთა მიმართ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 8
1. დაუშვებელია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიერ თავიანთ უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მათ განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.
2. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით არის გათვალისწინებული, ან კონსტიტუციისა და ორგანული კანონის თანახმად საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.
3. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
თავი II
ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია
მუხლი 9
1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის დადგენილება.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კონსტიტუციის გადასინჯვისას. კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.
21. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
3. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი მოახდინოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
4. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.
5. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს კანონით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.
51. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. კოდექსი არის განსაზღვრულ (ერთგვაროვან) საზოგადოებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული კანონი.
7. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 10
1. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:
ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონით ან კანონით არის გათვალისწინებული;
ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, ადამიანის იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;
ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;
ვ) საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი;
ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, სასჯელ-აღსრულებითი კანონმდებლობა.
2. აქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს კანონით.
3. საქართველოს სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.
6. სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონით, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.
7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მომზადება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისათვის დადგენილი წესით და იგი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 11
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბრძანებულება და დეკრეტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს.
3. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ აქტებს გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს კონსტიტუციური შეთანხმება.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 12
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები საქართველოს მთავრობის წევრის (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) და საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ).
2. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 13
1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
1. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტია დადგენილება. საქართველოს მთავრობის დადგენილების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
4. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრე მთავრობის წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საქართველოს მთავრობის დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 14
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებია: ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელთა იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 141
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის ნორმატიული აქტია საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება.
2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
მუხლი 15
1. საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 151
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
მუხლი 152
1. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
მუხლი 153
1. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ნორმატიული აქტია აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება.
2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
მუხლი 154
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 155
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
მუხლი 156
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნორმატიული აქტია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
მუხლი 157
1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტია სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
მუხლი 158
1. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
მუხლი 159
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნორმატიული აქტია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება გამოიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
მუხლი 1510
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება გამოიცემა ამ კანონითა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
მუხლი 1511
1. საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტებია შესაბამისად საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, რომელთა იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
მუხლი 1512
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც მიიღება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება საქართველოს სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი ამ კანონის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
მუხლი 1513
1. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტია საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც მიიღება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება საქართველოს სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი ამ კანონის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 16
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
მუხლი 17
1. საქართველოს მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.
2. მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან მთავრობის დადგენილებით.
3. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
4. საქართველოს სამინისტროსა და მისი სისტემის სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა (ინსტრუქცია, დებულება, დირექტივა, მითითება, წესი და ა.შ.), უნდა გამოიცეს მინისტრის ბრძანების სახით.
5. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
6. ორმა ან ორზე მეტმა მინისტრმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 171 (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 18
1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. მასში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
2. საქართველოს პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 19
1. საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისთვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილია შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ა1) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
გ) საქართველოს ორგანული კანონი;
დ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;
ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება;
ვ1) (ამოღებულია - 17.02.04 №3350);
ზ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;
ზ1) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;
თ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება;
ი) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება;
კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება.
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის და საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სხვა კანონქვემდებარე აქტების მიმართ; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიმართ.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 20
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც თვით ამ ორგანოს ნორმატიულ აქტს.
მუხლი 21
1. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.
3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.
მუხლი 22
1. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ.
2. კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ.
3. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს კანონის ძალა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 23
1. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მიმართ.
2. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.
3. საქართველოს ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს და თანამდებობის პირის ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 24
თითოეული ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც მასთან შედარებით აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 25
1. ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.
2. იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 26
1. თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენს, რომ სხვადასხვა ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია გამოიყენოს ის ნორმატიული აქტი, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
2. თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენს, რომ ერთი და იგივე სახის ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია გამოიყენოს ის ნორმატიული აქტი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული (გამოცემული).
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 27
1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).
2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე.
3. სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.
თავი III
ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები
მუხლი 28
1. საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ორგანული კანონის, კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების, რატიფიცირების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს კანონის პროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.
2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის, ბრძანებულებისა და ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებისა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით – საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ენერგეტიკის შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტით თუ დებულებით.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
5. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და ამ ორგანოთა ნორმატიული აქტებით.
6. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის მიერ ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებით.
7. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულებით.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 29
ნორმატიული აქტის პროექტში განისაზღვრება:
ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;
ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 30
ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმატებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა), აგრეთვე პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებათა შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან წარდგენილი პროექტის შესაბამისობის შესახებ, ხოლო საკანონმდებლო აქტის პროექტს – აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1598 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.14
მუხლი 31
1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.
2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებულ უნდა იქნეს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.
3. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.
4. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროსა და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის გამოცემული).
5. თუ ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება და/ან დამატება, ნორმატიული აქტის სრული ტექსტის ოფიციალურად გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს ასეთი ცვლილების და/ან დამატების მიღებისა (გამოცემისა) და ძალაში შესვლის თარიღი.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 32
1. ნორმატიული აქტი, შინაარსის მიხედვით, შეიძლება დაიყოს კარებად და თავებად, ხოლო კოდექსი – წიგნებადაც. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარების, თავების და წიგნების ნუმერაცია უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები.
2. ნორმატიულ აქტში მუხლების, პუნქტების (ნაწილების) და ქვეპუნქტების ნუმერაცია (ანბანური თანამიმდევრობა) უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისაგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები (ხოლო კოდექსში – ნაწილები) ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი (ნაწილი) ქვეპუნქტებადაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. მუხლის პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.
3. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
4. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).
5. ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი(ნაწილი), ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 33
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო. პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი.
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტსა და ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (მის სტრუქტურულ ერთეულს) უფლება აქვთ დაუკვეთონ ნორმატიული აქტის პროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის უცხოელებს).
3. საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვამდე საექსპერტო დასკვნისთვის შეიძლება გადაეცეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.
4. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების გარდა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 34
1. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დასკვნის არსებობისას. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებისთვის.
11. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტს, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, აგრეთვე მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებულ ასეთ კანონპროექტს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უგზავნის საქართველოს მთავრობას. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ. თუ საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში არ წარადგენს შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება მთავრობის მიერ მოწონებულად და მთავრობის თანხმობა მიღებულად.
2. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მის მიერ სპეციალურად დანიშნულ პირს, რომელიც არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.
3. საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის კომიტეტს. კომიტეტი ვალდებულია განიხილოს იგი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და გამოიტანოს დასკვნა. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს კომიტეტის მიერ დასკვნის გამოტანის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო აქტის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში პრეზიდენტის წარმოდგენილ ყველა შენიშვნას ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი. დაუშვებელია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებში ცვლილებების შეტანა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 35
1. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის უფლება.
2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, გაუქმებისა და დენონსირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დადგენილების ფორმით სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შესახებ.
მუხლი 36
1. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება.
2. ნორმატიული აქტის ცვლილების ან დამატების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება.
3. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, გამოქვეყნების თარიღი და მუხლი (გვერდი).
4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
მუხლი 37
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
მუხლი 38
1. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან შვიდი დღის ვადაში.
3. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება და საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი – ხელმოწერიდან (მიღებიდან) მე-2 დღეს, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე.
5. საქართველოს ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა–აგრეთვე “საქართველოს პარლამენტის უწყებებში”. ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე არ შეიძლება მისი გამოქვეყნება სხვა რომელიმე ბეჭდვით ორგანოში.
6. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და გადაუგზავნოს მას გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1906 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.22
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 39
1. თითოეულ ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის სათაური;
გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);
ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 40
საქართველოს ნორმატიული აქტი მიიღება (გამოიცემა) და ქვეყნდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც; ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 41
1. ნორმატიული აქტი რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.
2. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას (მმართველობას) ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო არ გააჩნია, მისი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი წესით, რომელიც მოსახლეობას მისცემს მისი გაცნობის საშუალებას.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214
მუხლი 42
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.
3. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე დეკრეტს დასამტკიცებლად წარუდგენს ახლადარჩეულ პარლამენტს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხების შესახებ ძალას კარგავს, თუ ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 421
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე შეთანხმებაში სხვა ვადა არ არის მითითებული.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 43
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
3. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
4. თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ. პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 431
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 431
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
მუხლი 44
1. საქართველოს მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი”, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
მუხლი 45
1. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.
2. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.
3. ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ანდა განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №915 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.26
მუხლი 46
1. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 47
1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
3. თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
მუხლი 48
1. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.
2. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 49
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის ნორმატიული აქტი.
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 50
1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ:
ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული);
ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;
გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას.
4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.
5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.
6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 51
1. დაუშვებელია ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ნორმატიული აქტის შესასრულებლად სათანადო ზომების მიუღებლობა ან დაბრკოლების შექმნა.
2. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას, ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს არ აქვს იურიდიული ძალა.
3. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
4. თუ იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 52
ამ კანონში მითითებული ვადების ათვლისას, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, არ ჩაითვლება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
თავი III1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 521
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ კანონპროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას.
3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) წარუდგენენ თავიანთ შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
4. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განსახილველად. კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
5. წამყვანი კომიტეტი უფლებამოსილია დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პროექტი შემუშავდება ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 522
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 523
1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე). პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 524
1. შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალ-ცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი არ უნდა ეწი-ნააღმდეგებოდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმუ-ლი შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძირითად პრინციპებს.
2. შემთანხმებელი კომისია საქმიანობს, როგორც კოლეგიალური ორგანო. მისი სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. შემთანხმებელი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შემთანხმებელი კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები. მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის საკითხს წყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანათავმჯდომარეების მიერ სხდომის ერთობლივად წარმართვა.
3. შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.
4. შემთანხმებელი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის მიხედვით მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატები.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 525
1. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ კანონის 524 მუხლის შესაბამისად შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ერთი კვირის ვადაში ბიუროს წარუდგენენ დასკვნებს კანონპროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინების შესახებ.
2. საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტის საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
4. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 526
1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცე-ბული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუ-ცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლი-კის კონსტიტუციას, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენო-ბა, რაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკ-ლებ სამი მეხუთედისა.
4. თუ პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ სრულად იქნება გაზიარებული, პარლამენტი 5 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნათა გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საბოლოო რედაქციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრულად არ იქნება გაზიარებული საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, ამ თავით დადგენილი წესით იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 524-525 მუხლებით.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
მუხლი 527
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების ან/და დამატებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვა და მიღება ხდება ამ თავით დადგენილი წესით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება მისი მიღებისათვის გათვალისწინებული წესით. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვა და მიღება ხდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
თავი IV
ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
მუხლი 53
1. ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი.
2. სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.
მუხლი 54
1. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის) პირის ნორმატიული აქტი – 3 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა, უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.
3. იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს: საქართველოს ნორმატიულ აქტებს – ამ მუხლით დადგენილი წესით სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს).
4. საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტებისა), აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტი არ შეაქვს სახელმწიფო რეესტრში (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა).
5. ნორმატიული აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ:
ა) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;
ბ) კანონმდებლობაში შეტანილია ცვლილებები ან/და დამატებები, რომლებიც სხვაგვარად აწესრიგებენ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებს;
გ) ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
6. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1906 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.22
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
მუხლი 55
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში თითოეული ნორმატიული აქტის შესახებ შედის შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი (გარდა „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნაწილისა);
ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;
ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);
ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თარიღი;
ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. ნორმატიულ აქტს ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ მიენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
3. „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეაქვთ სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში, სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, „ბ“, „ე“, „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები.
4. ყველას აქვს უფლება გაეცნოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებს, გარდა რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში შეტანილი ინფორმაციისა. რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”.
5. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის გადასახადი ან შეიქმნას სხვა სახის დაბრკოლება ნორმატიული აქტის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის გადახდევინების გარდა.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, თვის ბოლო სამშაბათს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სპეციალურ ნომერში აქვეყნებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს იმ დროისთვის მოქმედი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითებით.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 56
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე.
3. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 57
საქართველოს პარლამეტი, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოფენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას.
მუხლი 58
1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების სახეები, იურიდიული ძალა, მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობისა და მათ შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, ხოლო მათ შექმნამდე – მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან 1997 წლის 25 ნოემბრამდე ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოაქვეყნონ ყველა მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
მუხლი 59
1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაშია ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.
2. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს კონტროლის პალატა იღებს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:
ა) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება;
ბ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.
მუხლი 60
საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა ნორმატიული აქტების გაუქმების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 61
საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოცემამდე ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი ტექსტის გამოქვეყნება გაზეთში “საქართველოს რესპუბლიკა” ან ამ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 62
1. (ამოღებულია - 27.06.97 №806).
2. ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს 1996 წლის 26 ნოემბრის კანონი №496 – პარლამენტის უწყებანი №29-30/5, 11.12. 1996 წ., გვ.5
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 29 ოქტომბერი.
458-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1996 წლის 26 ნოემბრის კანონი №496 – პარლამენტის უწყებანი №29-30/5, 11.12.1996 წ., გვ.5
2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42
3. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11
4. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1598 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.14
5. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3
6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10
7. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19
8. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.56
9. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63
10. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79
11. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146
12. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202
13. საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.214
14. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248
15. საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59
16. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.149
17. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10
18. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35
19. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72
20. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127
21. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21
22. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1906 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.22
23. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172
24. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187
25. საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10
26. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
27. საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160
28. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №915 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.26
29. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80
30. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ., მუხ.191
31. საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
დოკუმენტის კომენტარები