„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.002.793
  • Word
4601
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
010.240.080.05.001.002.793
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები საქართველოს მთავრობის წევრის (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ).“.

4. 1511 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1517მუხლი:

     „მუხლი 1517

1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნორმატიული აქტია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებაში, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებასა და სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:

„ზ3) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება;“.

8. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით თუ დებულებებით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4601_Iს