დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50(57), 28/12/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 00000000000000000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები
1. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანცელარიას და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებით შეუძლია შეასრულოს მისი შემდეგი ცალკეული დავალებები:
ა) საქართველოს პრეზიდენტთან დღის წესრიგის წინასწარი შეთანხმების შემდეგ მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომებს სოციალურ, ეკონომიკის, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე; მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი დღის წესრიგით განხილულ საკითხებზე;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობას; წარუდგინოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენაში;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებაში;
დ) წარუდგინოს პრეზიდენტს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განმსაზღვრელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
ე) კოორდინაცია გაუწიოს სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობას პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონპროექტების მომზადებას;
ვ) მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელების კანდიდატურების შერჩევასა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენაში;
ზ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებები.
2. სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს მე-16 – მე-17 მუხლებით და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მოადგილეები.
4. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით.
5. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეების რაოდენობას და მათ შორის მოვალეობების განაწილებას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წინადადებით.
6. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა ფარგლებში, კოორდინაციას უწევენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მუშაობას; ახორციელებენ ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველსაყოფად; წინასწარ განიხილავენ საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარდგენილ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ასრულებენ სახელმწიფო მინისტრის სხვა დავალებებს.“.
II. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171
1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება მის უფლებამოსილებათა სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.“.
2. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება;“.
3. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საქართველოს მინისტრის“ წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის,“.
4. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვის „დადგენილება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:
„მუხლი 431
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.“.
6. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „პარლამენტისა“ შეიცვალოს სიტყვებით „პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრისა“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 24 დეკემბერი.
№84–რს
დოკუმენტის კომენტარები