დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1918 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14(21), 13/05/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.522 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-19 მუხლის პირველ პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში სიტყვების „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 მუხლი:
„მუხლი 153
1. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ნორმატიული აქტია აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება.
2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.”.
3. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის”, ხოლო სიტყვების „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” შემდეგ – სიტყვები „აუდიტორული საქმიანობის შესახებ”.
4. 44-ე მუხლში სიტყვების „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1918–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები