დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 967 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 03/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.947 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება,“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 159 მუხლი:
„მუხლი 159
1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნორმატიული აქტია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება გამოიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
3. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება.“.
4. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულებით.“.
5. 44-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება,“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივნისი.
#967–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები