„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 02/03/2004
ძალაში შესვლის თარიღი 24/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.001.451
  • Word
3350
17/02/2004
სსმ, 4, 02/03/2004
010.240.010.05.001.001.451
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის დადგენილება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;“.

5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ორგანული კანონის, კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, პარლამენტის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების, რატიფიცირების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს კანონის პროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.“.

6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო. პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 17 თებერვალი.

№3350-რს