„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5469
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 03/12/2007
ძალაში შესვლის თარიღი 24/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.003.055
  • Word
5469
20/11/2007
სსმ, 40, 03/12/2007
010.240.080.05.001.003.055
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“.

3. 151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.“.

4. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებაში, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებაში, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებასა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.“.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;“.

6. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით ან დებულებებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 20 ნოემბერი.

№5469_IIს