„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 15/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.001.511
  • Word
213
30/06/2004
სსმ, 19, 15/07/2004
010.240.010.05.001.001.511
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ.1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, მინისტრის ბრძანება.

2. აფხაზეთისა და აჭარის ნორმატიული აქტებია: ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა და თანამდებობის პირთა ნორმატიული აქტებია: საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება, გამგებლის (მერის) ბრძანება.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება, მინისტრის ბრძანება.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტროს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების და კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო ორგანოთა დებულებებს ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი აქტები – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს კანონით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.“.

7. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს კონსტიტუციური შეთანხმება.“.

8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები საქართველოს მთავრობის წევრის (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) და საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ).“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.“.

 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131

1. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტია დადგენილება. საქართველოს მთავრობის დადგენილების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

4. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება მთავრობის სხდომაზე დამსწრე მთავრობის წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. საქართველოს მთავრობის დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.“.

11. 154 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

12. მე-17 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2. მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სამინისტროსა და მისი სისტემის სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა (ინსტრუქცია, დებულება, დირექტივა, მითითება, წესი და ა.შ.), უნდა გამოიცეს მინისტრის ბრძანების სახით.

5. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

6. ორმა ან ორზე მეტმა მინისტრმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

13. 171 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-19 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;“;

ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს მთავრობის დადგენილება;“;

გ) პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება;“.

15. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს და თანამდებობის პირის ნორმატიული აქტების მიმართ.“.

16. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ორგანული კანონის, კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების, რატიფიცირების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს კანონის პროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის, ბრძანებულებისა და ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

17. 32-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიულ აქტში მუხლების, პუნქტების (ნაწილების) და ქვეპუნქტების ნუმერაცია (ანბანური თანამიმდევრობა) უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისაგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები (ხოლო კოდექსში – ნაწილები) ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი (ნაწილი) ქვეპუნქტებადაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. მუხლის პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

3. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

4. ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).“.

18. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების გარდა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.“.

19. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტს, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, აგრეთვე მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებულ ასეთ კანონპროექტს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უგზავნის საქართველოს მთავრობას. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ. თუ საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში არ წარადგენს შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება მთავრობის მიერ მოწონებულად და მთავრობის თანხმობა მიღებულად.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მის მიერ სპეციალურად დანიშნულ პირს, რომელიც არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის კომიტეტს. კომიტეტი ვალდებულია განიხილოს იგი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და გამოიტანოს დასკვნა. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს კომიტეტის მიერ დასკვნის გამოტანის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე.“.

20. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება და საქართველოს მთავრობის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი – ხელმოწერიდან (მიღებიდან) მე-2 დღეს, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე.“.

21. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე დეკრეტს დასამტკიცებლად წარუდგენს ახლადარჩეულ პარლამენტს მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხების შესახებ ძალას კარგავს, თუ ახლადარჩეული პარლამენტი პირველი შეკრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაამტკიცებს მას.“.

22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 მუხლი:

     „მუხლი 421

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე შეთანხმებაში სხვა ვადა არ არის მითითებული.“.

23. 431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 431

საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.“.

24. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

25. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტები, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებსა და პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრის ნორმატიული აქტი.“.

26. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას.“.

27. 51-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას, ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს არ აქვს იურიდიული ძალა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით.“.

28. 54-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის) პირის ნორმატიული აქტი – 3 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა, უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.

3. იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს: საქართველოს ნორმატიულ აქტებს – ამ მუხლით დადგენილი წესით სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს).

4. საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტებისა), აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტი არ შეაქვს სახელმწიფო რეესტრში (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა).“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№213-რს