„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 23/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.002.778
  • Word
4534
28/03/2007
სსმ, 15, 23/04/2007
010.240.080.05.001.002.778
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“ ქვეპუნქტი:

„ჰ3) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1518 მუხლი:

     „მუხლი 1518

1. ეროვნული პროფესიული სააგენტოს ნორმატიული აქტია ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებაში, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებაში, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებასა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.“.

5. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება.“.

6. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით თუ დებულებებით.“.

7. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება, ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4534–Iს