დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4139 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 29/12/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.05.001.002.497 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1516 მუხლი:
„მუხლი 1516
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ნორმატიული აქტია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.
4. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4139–რს
დოკუმენტის კომენტარები