„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.002.297
  • Word
3181
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
010.240.080.05.001.002.297
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“;

ბ) „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“;

ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 1511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1511

1. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“.

5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის და სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ენერგეტიკის შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტით თუ დებულებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3181-Iს