„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1978
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 09/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.539
  • Word
1978
28/05/1999
სსმ, 20(27), 09/06/1999
010.240.010.05.001.000.539
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ნორმატიულ აქტში მუხლის (პუნქტის) ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ნორმატიული აქტის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული მუხლის (პუნქტის) ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც მუხლი (პუნქტი) ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

4. ნორმატიულ აქტში მუხლის დამატების შემთხვევაში, ნორმატიული აქტის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, მიეთითება წინა მუხლის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა მუხლი)“.

2. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად.

3. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს მისი ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების გარდა, არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე“.

4. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი დაიწყოს სიტყვით „საქართველოს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№1978-IIს