„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 29/11/2005
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.001.981
  • Word
2019
09/11/2005
სსმ, 48, 29/11/2005
010.240.080.05.001.001.981
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არ გააჩნიათ იურიდიული ძალა საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებამდე.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები:

„31. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს (მიუხედავად მათი დასახელებისა), რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

32. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2019-IIს