დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.05.001.002.948 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 141 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 159 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 1510 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა კანონქვემდებარე აქტების მიმართ; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიმართ.“.
7. 28-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით ან დებულებებით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება, ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი
№5164–რს
დოკუმენტის კომენტარები