ნორმატიული აქტების შესახებ

  • Word
ნორმატიული აქტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, უნომრო , 19/11/1996
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.175
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
458
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, უნომრო , 19/11/1996
010.240.010.05.001.000.175
ნორმატიული აქტების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/2002 - 28/12/2002)

საქართველოს კანონი

ნორმატიული აქტების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 2

1. სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

2. სამართლებრივი აქტი ორი სახისაა ნორმატიული და ინდივიდუალური.

3. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღბა (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს ნორმატიული აქტის დასახელებას გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 3

1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლება აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ნორმატიული აქტი უნდა იქნეს მიღებული (გამოცემული) კონსტიტუციით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 4

1. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.

2. აფხაზეთისა და აჭარის ნორმატიული აქტებია: ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა და თანამდებობის პირთა ნორმატიული აქტებია: საკრებულოს გადაწყვეტილება, გამგეობის (მერიის, ქ. თბილისის მთავრობის) დადგენილება, გამგებლის (მერის) ბრძანება.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

    მუხლი 5

1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი.

2. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.

3. საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

    მუხლი 6

1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით რეგლამენტით, დებულებით და ა.შ.

2. საქართველოს სამინისტროებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოთა დებულებებს ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 7

1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) მთელ ტერიტორიაზე.

4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მყოფ უცხოელთა მიმართ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 8

1. დაუშვებელია საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიერ თავიანთ უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მათ განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.

2. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით არის გათვალისწინებული, ან კონსტიტუციისა და ორგანული კანონის თანახმად საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.

3. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

თავი II

ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია

    მუხლი 9

1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, პარლამენტის დადგენილება.

2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კონსტიტუციის გადასინჯვისას. კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

3. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი მოახდინოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.

4. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.

5. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს კანონით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.

6. კოდექსი არის განსაზღვრულ (ერთგვაროვან) საზოგადოებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული კანონი.

7. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 10

1. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონით ან კანონით არის გათვალისწინებული;

ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, ადამიანის იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;

გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;

დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;

ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;

ვ) საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;

თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი;

ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, სასჯელ-აღსრულებითი კანონმდებლობა.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონით.

3. საქართველოს სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, ამ კანონით და პარლამენტის რეგლამენტით.

6. სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონით, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.

7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მომზადება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისათვის დადგენილი წესით და იგი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 11

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბრძანებულება და დეკრეტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ აქტებს გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 12

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულება საქართველოს მთავრობის წევრის - მინისტრის და საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ).

2. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

    მუხლი 13

1. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია, რომელიც გამოიცემა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 14

1. საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებია: ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელთა იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 141

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის ნორმატიული აქტია საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

    მუხლი 15

1. საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 151

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

    მუხლი 152

1. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

    მუხლი 153

1. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ნორმატიული აქტია აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება.

2. აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

    მუხლი 154

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” და „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონებით, „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

    მუხლი 155

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

    მუხლი 156

1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ნორმატიული აქტია საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

    მუხლი 157

1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტია სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2.  სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

    მუხლი 158

1. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

    მუხლი 159

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნორმატიული აქტია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება გამოიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

    მუხლი 16

1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

    მუხლი 17

1. საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2. ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.

3. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

4. საქართველოს სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა (ინსტრუქცია, დებულება, დირექტივა, მითითება და ა.შ.), უნდა გამოიცეს შესაბამისი მინისტრის ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანების სახით.

5. საქართველოს სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება.

6. საქართველოს რამდენიმე სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 171

1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება მის უფლებამოსილებათა სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

      საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

    მუხლი 18

1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. მასში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

2. საქართველოს პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 19

1. საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისთვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილია შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

გ) საქართველოს ორგანული კანონი;

დ) საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;

ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება;

ზ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება;

თ) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება;

ი) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის და საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სხვა კანონქვემდებარე აქტების მიმართ; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიმართ.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

    მუხლი 20

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც თვით ამ ორგანოს ნორმატიულ აქტს.

    მუხლი 21

1. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.

2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

    მუხლი 22

1. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ.

2. კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ.

3. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს კანონის ძალა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 23

1. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მიმართ.

2. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 24

თითოეული ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც მასთან შედარებით აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 25

1. ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.

2. იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 26

1. თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენს, რომ სხვადასხვა ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია გამოიყენოს ის ნორმატიული აქტი, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.

2. თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენს, რომ ერთი და იგივე სახის ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია გამოიყენოს ის ნორმატიული აქტი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული (გამოცემული).

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 27

1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე.

3. სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

თავი III

ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები

    მუხლი 28

1. საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ორგანული კანონის, კანონის, პარლამენტის დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადების რატიფიცირების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ” საქართველოს კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში და წესით საქართველოს კანონის პროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის, ბრძანებულებისა და ბრძანების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს  ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”, „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” და „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ”, საქართველოს ორგანული კანონით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ, აუდიტორული საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, ელექტროენერგეტიკის შესახებ, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტით თუ დებულებით.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და ამ ორგანოთა ნორმატიული აქტებით.

6. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მიერ ბრძანების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებით.

7. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21

    მუხლი 29

ნორმატიული აქტის პროექტში განისაზღვრება:

ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;

ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 30

ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:

ა) განმატებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;

ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა), აგრეთვე პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებათა შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან წარდგენილი პროექტის შესაბამისობის შესახებ, ხოლო საკანონმდებლო აქტის პროექტს – აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;

დ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1598 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.14

    მუხლი 31

1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.

2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებულ უნდა იქნეს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.

3. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.

4. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროსა და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის გამოცემული).

5. თუ ნორმატიულ აქტში შევიდა ცვლილება და/ან დამატება, ნორმატიული აქტის სრული ტექსტის ოფიციალურად გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს ასეთი ცვლილების და/ან დამატების მიღებისა (გამოცემისა) და ძალაში შესვლის თარიღი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 32

1. ნორმატიული აქტი, შინაარსის მიხედვით, შეიძლება დაიყოს კარებად და თავებად, ხოლო კოდექსი – წიგნებადაც. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარების, თავების და წიგნების ნუმერაცია უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები.

2. ნორმატიულ აქტში მუხლების ნუმერაცია უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები (ხოლო კოდექსში – ნაწილები) ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი (ნაწილი) ქვეპუნქტებადაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. მუხლის პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

3. ნორმატიულ აქტში მუხლის (პუნქტის) ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ნორმატიული აქტის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული მუხლის (პუნქტის) ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც მუხლი (პუნქტი) ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

4. ნორმატიულ აქტში მუხლის დამატების შემთხვევაში, ნორმატიული აქტის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, მიეთითება წინა მუხლის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა მუხლი).

5. ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი(ნაწილი), ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79

    მუხლი 33

1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო.

2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტსა და ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (მის სტრუქტურულ ერთეულს) უფლება აქვთ დაუკვეთონ ნორმატიული აქტის პროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის უცხოელებს).

3. საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვამდე საექსპერტო დასკვნისთვის შეიძლება გადაეცეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

4. საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მისი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის შესახებ. იუსტიციის სამინისტროს სათანადოდ დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეესაბამოს საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს სათანადო ხელახალ დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 34

1. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დასკვნის არსებობისას. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებისთვის.

2. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას პრეზიდენტის სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მის მიერ სპეციალურად დანიშნულ პირს, რომელიც არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, რეგლამენტით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის კომიტეტს. კომიტეტი ვალდებულია განიხილოს იგი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და გამოიტანოს დასკვნა. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს კომიტეტის მიერ დასკვნის გამოტანის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო აქტის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში პრეზიდენტის წარმოდგენილ ყველა შენიშვნას ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი. დაუშვებელია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებში ცვლილებების შეტანა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 35

1. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის უფლება.

2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, გაუქმებისა და დენონსირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დადგენილების ფორმით სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შესახებ.

    მუხლი 36

1. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება.

2. ნორმატიული აქტის ცვლილების ან დამატების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემის) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება.

3. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, გამოქვეყნების თარიღი და მუხლი (გვერდი).

4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით.

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21

    მუხლი 37

1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

2. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.

    მუხლი 38

1. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 5 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან შვიდი დღის ვადაში.

3. თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს მისი ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან მე-2 დღეს, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების გარდა, არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე.

5. საქართველოს ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა–აგრეთვე “საქართველოს პარლამენტის უწყებებში”. ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე არ შეიძლება მისი გამოქვეყნება სხვა რომელიმე ბეჭდვით ორგანოში.

6. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და გადაუგზავნოს მას გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127

    მუხლი 39

1. თითოეულ ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის სათაური;

გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;

ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 40

საქართველოს ნორმატიული აქტი მიიღება (გამოიცემა) და ქვეყნდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა  (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც; ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 41

1. ნორმატიული აქტი რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

2. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას (მმართველობას) ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო არ გააჩნია, მისი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი წესით, რომელიც მოსახლეობას მისცემს მისი გაცნობის საშუალებას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

    მუხლი 42

1. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.

3. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 43

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

3. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ. პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 431

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

    მუხლი 44

1. საქართველოს მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის,  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი”, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

    მუხლი 45

1. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.

2. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.

3. ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ანდა განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

[4. საკანონმდებლო აქტი, რომელიც აწესებს ან აუქმებს გადასახადს ანდა ზრდის ან ამცირებს მის ოდენობას, მიიღება საბიუჯეტო პროცესის პირველ ეტაპზე (მომდევნო წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებამდე) და ძალაში შედის მომდევნო წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა. ამოქმედდეს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებისთანავე. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21)]

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21

    მუხლი 46

1. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 47

1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

3. თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

    მუხლი 48

1. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.

2. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ იმავე საკანონმდებლო აქტით ეს არ არის დადგენილი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 49

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს მისდამი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტები.

    მუხლი 50

1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ:

ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული);

ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;

გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3. იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი კანონის ამოქმედებას.

4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 51

1. დაუშვებელია ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ნორმატიული აქტის შესასრულებლად სათანადო ზომების მიუღებლობა ან დაბრკოლების შექმნა.

2. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის თანახმად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებაშია, ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილია.

3. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

4. თუ იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს), აგრეთვე ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

    მუხლი 52

ამ კანონში მითითებული ვადების ათვლისას, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, არ ჩაითვლება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

თავი IV

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

    მუხლი 53

1. ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი.

2. სახელმწიფო რეესტრში უნდა შევიდეს საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.

    მუხლი 54

1. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გადასცეს იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. იუსტიციის სამინისტროს შეაქვს ნორმატიული აქტი სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამინისტროსათვის აქტის გადაცემიდან 2 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმარველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

3. ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია არ შეიტანოს ნორმატიული აქტი რეესტრში. გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა.

4. ნორმატიული აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენა ამ კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით შეიძლება გახდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79

საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127

    მუხლი 55

1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში თითოეული ნორმატიული აქტის შესახებ შედის შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი (გარდა „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნაწილისა);

ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;

ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);

ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თარიღი;

ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. ნორმატიულ აქტს ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ მიენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

3. „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეაქვთ სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში, სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, „ბ“, „ე“, „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები.

4. ყველას აქვს უფლება გაეცნოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებს, გარდა რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში შეტანილი ინფორმაციისა. რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”.

5. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის გადასახადი ან შეიქმნას სხვა სახის დაბრკოლება ნორმატიული აქტის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის გადახდევინების გარდა.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, თვის ბოლო სამშაბათს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სპეციალურ ნომერში აქვეყნებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს იმ დროისთვის მოქმედი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 56

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე.

3. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 57

საქართველოს პარლამეტი, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოფენ ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებთან შესაბამისობაში მოყვანას.

    მუხლი 58

1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (თანამდებობის პირების)  ნორმატიული აქტების სახეები, იურიდიული ძალა, მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობისა და მათ შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, ხოლო მათ შექმნამდე – მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან 1997 წლის 25 ნოემბრამდე ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოაქვეყნონ ყველა მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

    მუხლი 59

1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაშია ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.

2. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს კონტროლის პალატა იღებს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება;

ბ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.

    მუხლი 60

საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა ნორმატიული აქტების გაუქმების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 61

საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გამოცემამდე ნორმატიული აქტის ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვლება მისი ტექსტის გამოქვეყნება გაზეთში “საქართველოს რესპუბლიკა” ან ამ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 62

1. (ამოღებულია - 27.06.97 №806).

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს 1996 წლის 26 ნოემბრის კანონი №496 – პარლამენტის უწყებანი №29-30/5, 11.12. 1996 წ.,  გვ.5

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.

458-Iს

     შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს 1996 წლის 26 ნოემბრის კანონი №496 – პარლამენტის უწყებანი №29-30/5, 11.12.1996 წ.,  გვ.5

      2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

      3. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11

      4. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1598 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.14

      5. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3

      6. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10

      7. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19

      8. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56

      9. საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63

      10. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79

      11. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146

      12. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202

      13. საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

      14. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248

      15. საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59

      16. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.149

      17. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10

      18. საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35

      19. საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72

      20. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1119 - სსმ I, №32, 07.11.2001 წ., მუხ.127

      21. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21

49. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1876 - სსმ, 33, 09/11/2009 48. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1686 - სსმ, 29, 12/10/2009 47. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1344 - სსმ, 16, 07/07/2009 46. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1138 - სსმ, 9, 13/04/2009 45. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5923 - სსმ, 7, 26/03/2008 44. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5469 - სსმ, 40, 03/12/2007 43. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5164 - სსმ, 27, 17/07/2007 42. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4860 - სსმ, 22, 19/06/2007 41. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4737 - სსმ, 18, 22/05/2007 40. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4534 - სსმ, 15, 23/04/2007 39. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4601 - სსმ, 11, 10/04/2007 38. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4293 - სსმ, 1, 03/01/2007 37. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4139 - სსმ, 49, 29/12/2006 36. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3241 - სსმ, 24, 29/06/2006 35. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3181 - სსმ, 17, 30/05/2006 34. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2947 - სსმ, 15, 16/05/2006 33. 11/04/2006 - საქართველოს კანონი - 2834 - სსმ, 11, 01/05/2006 32. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2019 - სსმ, 48, 29/11/2005 31. 08/07/2005 - საქართველოს კანონი - 1893 - სსმ, 42, 29/07/2005 30. 03/06/2005 - საქართველოს კანონი - 1553 - სსმ, 31, 27/06/2005 29. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1130 - სსმ, 13, 12/04/2005 28. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 915 - სსმ, 5, 18/01/2005 27. 11/11/2004 - საქართველოს კანონი - 572 - სსმ, 34, 16/11/2004 26. 30/06/2004 - საქართველოს კანონი - 213 - სსმ, 19, 15/07/2004 25. 17/02/2004 - საქართველოს კანონი - 3350 - სსმ, 4, 02/03/2004 24. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2955 - სსმ, 26, 05/09/2003 23. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2621 - სსმ, 23, 12/08/2003 22. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1906 - სსმ, 4, 22/01/2003 21. 28/12/2002 - საქართველოს კანონი - 1904 - სსმ, 4, 22/01/2003 20. 23/10/2001 - საქართველოს კანონი - 1119 - სსმ, 32, 07/11/2001 19. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 967 - სსმ, 20, 03/07/2001 18. 30/03/2001 - საქართველოს კანონი - 833 - სსმ, 10, 19/04/2001 17. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 759 - სსმ, 6, 20/03/2001 16. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 686 - სსმ, 51, 30/12/2000 15. 13/06/2000 - საქართველოს კანონი - 369 - სსმ, 23, 23/06/2000 14. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 84 - სსმ, 50(57), 28/12/1999 13. 08/09/1999 - საქართველოს კანონი - 2365 - სსმ, 43(50), 21/09/1999 12. 23/07/1999 - საქართველოს კანონი - 2331 - სსმ, 40(47), 11/08/1999 11. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2203 - სსმ, 27(34), 06/07/1999 10. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1978 - სსმ, 20(27), 09/06/1999 9. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 8. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1918 - სსმ, 14(21), 13/05/1999 7. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1798 - სსმ, 4, 23/02/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1773 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1749 - სსმ, 1(8), 14/01/1999 4. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1598 - სსმ, 2, 26/10/1998 3. 27/06/1997 - საქართველოს კანონი - 815 - პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 2. 27/06/1997 - საქართველოს კანონი - 806 - პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 1. 26/11/1996 - საქართველოს კანონი - 496 - პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996