დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თოაბზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27(34), 06/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.627 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტებში სიტყვების „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 154 მუხლი:
„მუხლი 154
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” და „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონებით, „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში”.
3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება”.
4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცენტრალური საარჩევნო კომისიის”, სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” შემდეგ – სიტყვები „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” და „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ”, ხოლო სიტყვების „აუდიტორული საქმიანობის შესახებ” შემდეგ – სიტყვები „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ”.
5. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების „7 დღის ვადაში”, შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან მე-2 დღეს”, ხოლო მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტების გარდა, არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე”.
6. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი”, ხოლო პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.
7. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „(გარდა საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტებისა)” შეიცვალოს სიტყვებით „(გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარალამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტებისა)”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2203–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები