დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/02/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 23/02/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.000.489 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება,“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება,“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:
„მუხლი 152
1. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს ბოლოს დაემატოს სიტყვები „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება“.
5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის“, შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის,“, ხოლო სიტყვების „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ,“ შემდეგ – სიტყვები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ,“.
6. 44-ე მუხლში სიტყვების „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი.
№1798–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები