„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 806
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.226
  • Word
806
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
010.240.010.05.001.000.226
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება-საქართველოს კანონები, 1996 წლის 19 ნოემბერი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. პირველ მუხლში სიტყვები „ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ ნორმათა“ შეიცვალოს სიტყვებით „ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების“.

2. მე-2 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებში სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(თანამდებობის პირის)“, ხოლო სიტყვა „გამოცემული“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღებული (გამოცემული)“; ამავე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „გამოიცემა“ შეიცვალოს სიტყვებით „მიიღება (გამოიცემა)“, ხოლო სიტყვის „დასახელებას” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“.

3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „გამოცემის“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღების (გამოცემის)“, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვა „გამოიცეს“ შეიცვალოს სიტყვებით “იქნეს მიღებული (გამოცემული)“.

4. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ თავის უფლებამოსილებათა გადაცემა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით არის გათვალისწინებული, ან კონსტიტუციისა და ორგანული კანონის თანახმად საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.“.

7. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „კანონი, რომელიც არეგულირებს კოდექსით მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, მიღებულ უნდა იქნეს კოდექსში ცვლილების და/ან დამატების ფორმით.”, ხოლო მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.“.

8. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“, ამ კანონით და პარლამენტის რეგლამენტით.“; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მომზადება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისათვის დადგენილი წესით და იგი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

9. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მიიღოს“ შეიცვალოს სიტყვით „გამოსცეს“.

10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.“.

11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „დადგენილება” შემდეგ სიტყვა „და” შეიცვალოს სიტყვებით „შეიძლება მიღებულ იქნეს, ხოლო“.

12. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

1. საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.”.

13. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტში” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში“, ხოლო პუნქტს დაემატოს წინადადება: „არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.”.

14. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს რამდენიმე სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“

15. მე-18 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „გამოცემა“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღება (გამოცემა)“, ხოლო სიტყვა „გამოიცა“ – სიტყვებით „იქნა მიღებული (გამოცემული)“.

16. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;”, ხოლო „დ” ქვეპუნქტიდან – სიტყვები „რომელიც არ ეხება საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს;”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „გამოცემულ” შეიცვალოს სიტყვებით „მიღებულ (გამოცემულ)”.

17. 22-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(გარდა დეკრეტისა, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს)”.

18. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „ორგანოთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(თანამდებობის პირთა) ნორმატიული”.

19. 24-ე მუხლში სიტყვა „გამოცემულ” შეიცვალოს სიტყვებით „მიღებულ (გამოცემულ)”, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვას „მიღებული” დაემატოს სიტყვა „ (გამოცემული)”.

20. 28-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პარლამენტის რეგლამენტისა და”, აგრეთვე სიტყვა „(გამოცემის)“, სიტყვის „შეთანხმების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „დადების“, სიტყვის „რატიფიცირების“ შემდეგ – სიტყვა „შესრულების“, ხოლო პუნქტს დაემატოს წინადადება: „პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში და წესით საქართველოს კანონის პროექტი შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული ან დაჩქარებული წესით”; ამავე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვის “მიღების” შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გამოცემის)”.

21. 29-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.”

22. 30-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში სიტყვის „მიღება” შემდეგ დაემატოს სიტყვა                         „(გამოცემა)”.

23. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვის „მიღებისა” შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გამოცემისა)”.

24. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „კოდექსებში” შეიცვალოს სიტყვით „კოდექსში”.

25. 33-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „პირი” შეიცვალოს სიტყვით „სუბიექტი”, მე-2 პუნქტში სიტყვა „პირსა“ შეიცვალოს სიტყვით „სუბიექტსა“, ხოლო მე-4 პუნქტს დაემატოს წინადადება „იუსტიციის სამინისტროს სათანადოდ დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეესაბამოს საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს სათანადო ხელახალ დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.”

26. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვის „პარლამენტის” შემდეგ დაემატოს სიტყვა „შესაბამისი”.

27. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს მისი ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებისა) არ შეიძლება გამოქვეყნდეს მის სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე”; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი, მე-6 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და გადაუგზავნოს მას გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი.”.

28. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „ორგანოთა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „(თანამდებობის პირთა)”.

29. მე-40 მუხლში სიტყვის „მიიღება” შემდეგ დაემატოს სიტყვა „ (გამოიცემა)”, ხოლო სიტყვის „ორგანოთა” შემდეგ – სიტყვები “(თანამდებობის პირთა)”.

30. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „ნორმატიული აქტი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან,”.

31. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან პარლამენტის დადგენილებით. თუ დეკრეტი ეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით დეკრეტის ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ.”, ხოლო მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.”.

32. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „მხედართმთავრის” შეიცვალოს სიტყვით „მთავარსარდლის”; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ. პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.”.

33. 44-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „აგრეთვე”, სიტყვის „დადგენილება” შემდეგ დაემატოს სიტყვები “აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი”, ხოლო სიტყვები “ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე” შეიცვალოს სიტყვებით „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს”.

34. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „მიღებულ“, „მიმღები“, „მიღებისთვის“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „(გამოცემულ)“ „(გამომცემი)“, „(გამოცემისთვის)“.

35. 48-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „გამოცემულია“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღებულია (გამოცემულია)“, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვა “გამოცემული” შეიცვალოს სიტყვებით „მიღებული(გამოცემული)“.

36. 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „მიღებული“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გამოცემული)“, „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „მიღებულია“ შემდეგ – სიტყვები „(გამოცემულია) შესაბამისი“, „გ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ – სიტყვები „(თანამდებობის პირის)“, ხოლო სიტყვის „მიღებულია“ შემდეგ – სიტყვა „ (გამოცემულია)“; ამავე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „საკანონმდებლო“ შეიცვალოს სიტყვით „ნორმატიული“, სიტყვა „გამოცემული“ – სიტყვებით “მიღებული (გამოცემული)“, ხოლო მე-5 პუნქტში სიტყვა “გამოცემულ“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღებულ (გამოცემულ)“.

37. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „მიღებულია“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ (გამოცემულია)“, სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ – სიტყვები „(თანამდებობის პირის)“, ხოლო სიტყვის „მიღებისა” შემდეგ – სიტყვა „(გამოცემისა)”; ამავე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „მიმღები ორგანოს ზემდგომი ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით “მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი)”.

38. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „მიღებიდან“ შემდეგ დაემატოს სიტყვა                                        „(გამოცემიდან)“, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია არ შეიტანოს ნორმატიული აქტი რეესტრში.

4. ნორმატიული აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენა ამ კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით შეიძლება გახდეს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის საფუძველი.“.

39. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ორგანოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ (თანამდებობის პირის)“.

40. 58-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „ორგანოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები                         „(თანამდებობის პირების)“, სიტყვის „მიღების“ შემდეგ – სიტყვა „(გამოცემის)“, ხოლო სიტყვა „გამოცემული“ შეიცვალოს სიტყვებით „მიღებული (გამოცემული)“.

41. 61-ე მუხლში სიტყვის „მიმღები“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(გამომცემი)“.

42. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№806IIს