„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 12/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.001.744
  • Word
1130
22/03/2005
სსმ, 13, 12/04/2005
010.240.080.05.001.001.744
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, 19 ნო-ემბერი, 1996, გვ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი (521–527 მუხლები):

„თავი III1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი

    მუხლი 521

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ კანონპროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას.

3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) წარუდგენენ თავიანთ შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

4. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განსახილველად. კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

5. წამყვანი კომიტეტი უფლებამოსილია დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პროექტი შემუშავდება ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 522

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

    მუხლი 523

1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.

2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე). პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 524

1. შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალ-ცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი არ უნდა ეწი-ნააღმდეგებოდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმუ-ლი შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძირითად პრინციპებს.

2. შემთანხმებელი კომისია საქმიანობს, როგორც კოლეგიალური ორგანო. მისი სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. შემთანხმებელი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შემთანხმებელი კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები. მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის საკითხს წყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანათავმჯდომარეების მიერ სხდომის ერთობლივად წარმართვა.

3. შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.

4. შემთანხმებელი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის მიხედვით მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატები.

    მუხლი 525

1. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ კანონის 524 მუხლის შესაბამისად შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ერთი კვირის ვადაში ბიუროს წარუდგენენ დასკვნებს კანონპროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინების შესახებ.

2. საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტის საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

4. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად.

    მუხლი 526

1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცე-ბული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუ-ცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლი-კის კონსტიტუციას, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენო-ბა, რაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკ-ლებ სამი მეხუთედისა.

4. თუ პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ სრულად იქნება გაზიარებული, პარლამენტი 5 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნათა გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საბოლოო რედაქციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრულად არ იქნება გაზიარებული საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, ამ თავით დადგენილი წესით იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 524-525 მუხლებით.

    მუხლი 527

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების ან/და დამატებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვა და მიღება ხდება ამ თავით დადგენილი წესით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება მისი მიღებისათვის გათვალისწინებული წესით. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვა და მიღება ხდება ამ თავით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 მარტი.

№1130-Iს