„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2834
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 01/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.002.198
  • Word
2834
11/04/2006
სსმ, 11, 01/05/2006
010.240.080.05.001.002.198
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ნორმატიული აქტებია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

გ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

ე) საქართველოს ორგანული კანონი;

ვ) საქართველოს კანონი;

ზ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

თ) საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი;

ი) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;

კ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილება;

მ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება;

ნ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება;

ო) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება;

პ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება;

ჟ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება;

რ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;

ს) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება;

ტ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება;

უ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება;

ფ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება;

ქ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება;

ღ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება;

ყ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება;

შ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;

ჩ) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

ც) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

ძ) საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

წ) საქართველოს მინისტრის ბრძანება;

ჭ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;

ხ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;

ჯ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;

ბ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

გ) საქართველოს მთავრობის დადგენილება;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება;

ე) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება;

ვ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება;

ზ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება;

თ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება;

ი) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;

კ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება;

ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება;

მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება;

ნ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება;

ო) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება;

პ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება;

ჟ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება;

რ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;

ს) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

ტ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

უ) საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება;

ფ) საქართველოს მინისტრის ბრძანება;

ქ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;

ღ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;

ყ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1514 მუხლი:

    „მუხლი 1514

1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ნორმატიული აქტია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში, საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებაში და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი. არანორმატიულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება.“.

5. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება;“.

6. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის, საზღვაო ადმინისტრაციისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ენერგეტიკის შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ და „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტით თუ დებულებით.“.

7. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

     მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 11 აპრილი.

№2834–Iს