დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4293 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.080.05.001.002.703 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.
3. 157 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 157
1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტია სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ და „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;“.
5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრისა და სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით თუ დებულებებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4293–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები