„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
ძალაში შესვლის თარიღი 04/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.469
  • Word
1749
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
010.240.010.05.001.000.469
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება,“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 141

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის ნორმატიული აქტია საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება.

2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ბანკისა“ შეიცვალოს სიტყვებით „ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის,“, ხოლო სიტყვების „საქართველოს ორგანული კანონით,“ შემდეგ – სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ,“.

5. 44-ე მუხლში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის“.

 II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1749რს