„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.661
  • Word
2331
23/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
010.240.010.05.001.000.661
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება”.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება”.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 155 მუხლი:

     „მუხლი 155

1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.”.

4. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში”.

5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება”.

6. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის”, ხოლო სიტყვების „ენერგეტიკის შესახებ” შემდეგ – სიტყვები „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2331რს