„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 19/04/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.908
  • Word
833
30/03/2001
სსმ, 10, 19/04/2001
010.240.010.05.001.000.908
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტებს და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება,“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 158 მუხლი:

     „მუხლი 158

1. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

3. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში“, შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს,“, ხოლო სიტყვების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“,“ – სიტყვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“,“.

5. 44-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის,“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 30 მარტი.

№833IIს