„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.886
  • Word
759
02/03/2001
სსმ, 6, 20/03/2001
010.240.010.05.001.000.886
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I.   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტებში სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება,“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 157 მუხლი:

     „მუხლი 157

1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტია სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2.  სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

3.  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს,“, ხოლო სიტყვების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“,“ – სიტყვები „ნავთობისა და გაზის შესახებ“,“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

№759-IIს