„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 07/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.995
  • Word
1119
23/10/2001
სსმ, 32, 07/11/2001
010.240.010.05.001.000.995
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,                              19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების გარდა, არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე.“.

2. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 23 ოქტომბერი.

№1119-Iს