საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • Word
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1047
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 22/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.976
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1047
02/08/2001
სსმ, 25, 22/08/2001
010.190.020.04.001.000.976
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/11/2003 - 26/12/2003)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი I

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთaა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

    მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

ე) აქტიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

ზ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

თ) საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

ი) საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;

ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;

მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;

ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

რ) გამგებლობის კანდიდატი – გამგებლის არჩევნებში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ს) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ტ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს;

უ) მორიგი არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

ფ) რიგგარეშე არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

ქ) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;

ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ხელახლა ტარდება მთელ საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შედგა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მორიგი ტურის გამართვას, ანდა არჩევნების შედეგი ბათილად იქნა ცნობილი საარჩევნო ოლქში და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვას ცალკეულ საარჩევნო უბნებში;

ყ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;

შ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

1) არჩევნების დასასრული – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი;

2) არჩევნების დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე;

3) კენჭისყრის დღე – არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე;

ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, ხმის მიცემის უფლების მოწმობები, საკონტროლო ფურცლები, რეგისტრაციის ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათი და სხვა დოკუმენტაცია;

1) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;

2) ლუქი – საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები;

ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო – სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულო;

ძ) ადგილობრივი საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქის ნაწილი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარების მიზნით, თუ საარჩევნო ოლქი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთზე მეტ ერთეულს; ადგილობრივი საარჩევნო ოლქი მოიცავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის მთელ ტერიტორიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 31. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. გამოთქმაში „არჩევნებიდან N დღის ვადაში“ ტერმინი „არჩევნებიდან“ გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.

3. გამოთქმები „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.

4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

    მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება

1. ამ კანონით გათვალისწინებული არჩევნები საყოველთაოა:

ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 10, 56, 110) შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 73, 76, 78, 80, 92, 94, 98, 110) შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.

    მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება

1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.

2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს, გამგებელსა და მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.

    მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა

1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

    მუხლი 81. არჩევნების საჯაროობა

1. საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არჩევნების მონაწილეთა დაფინანსების წყაროები და ოდენობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა.

2. არჩევნების ღიად და საჯაროდ ჩატარება უზრუნველყოფილია საარჩევნო კანონმდებლობით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 82. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიები

1. აკრძალულია ისეთი ნორმატიული აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას ან არღვევს არჩევნების მონაწილეთა თანასწორობას. ასეთი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებში და წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.

3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი II

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

    მუხლი 9. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი, მამის სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) რეგისტრაციის ადგილი (მუდმივი საცხოვრებლის მისამართი);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის აღინიშნება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, – „იმყოფება უცხოეთში“).

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები კი – სამხედრო ნაწილის მუდმივი განლაგების ადგილის მიხედვით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებასა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) ინტერნეტში განთავსებაზე.

5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არსებული მონაცემების საფუძველზე (გარდაცვლილთა, წინასწარ პატიმრობაში და პატიმრობაში მყოფ პირთა მონაცემები);

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოთა მიერ იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

ე) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტს და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ვ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული დაწესებულებები ყოველი წლის 1 თებერვალსა და 1 აგვისტოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.

7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა, მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი ინიციატივით ან ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული განცხადების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა სიებში.

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ბოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

12. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საარჩევნო კომისიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 91. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა და გამოქვეყნება

1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის – ამ არჩევნების წლის 1 მარტისთვის არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით.

2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების ჩატარებისას (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას, არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქსა (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

3. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებისას მისი თარიღის გამოცხადებასთან ერთად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას (ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით) შესაბამის საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქსა და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქსა და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

5. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას შესაბამის საარჩევნო ოლქში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქსა და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებში, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, და ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, ან საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, აგრეთვე ყოველ საარჩევნო უბანში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 10. ამომრჩეველთა სპეციალური სია

1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ (სიაში შეაქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები):

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის ის მოხელეები, რომლებიც კენჭისყრის დღეს არიან იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიის წევრები, რომელიც არ წარმოადგენს მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით განსაზღვრულ საარჩევნო უბანს;

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან;

დ) კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები (ისინი სიაში შეჰყავთ გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით);

ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-12 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-12 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი გემის კაპიტანი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან.

7. სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

8. ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტების შესაბამისად სპეციალურ სიაში შეტანილ პირთა მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია მათი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გადასცემს ქვემდგომ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და იმ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც რეგისტრირებულია სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი. ეს უკანასკნელი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო აღნიშვნის გაკეთება საარჩევნო ოლქისა და შესაბამისი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიებში.

9. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

10. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 11. ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია)

1. ამომრჩეველთა სიის დანართი (შემდგომ – დანართი) დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;

გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

2. დანართში შეიყვანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო კომისიაში მისვლა.

3. დანართში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში აღინიშნება დანართში მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.

4. დანართში შეიტანება ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 13. ამომრჩეველთა სიებისა და დანართის გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო დანართი – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;

გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „წინასწარ პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“;

დ) შეყვანილია დანართში, აღინიშნება „შეყვანილია დანართში“.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 14. ამომრჩევლის ბარათი

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;

ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები.

2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

თავი III

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 15. საარჩევნო ოლქები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 85 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 10 – ქალაქ თბილისში, ხოლო 75 – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქის ქვემდებარე ტერიტორიაზე ქმნის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, თუ საარჩევნო ოლქი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთზე მეტ ერთეულს. ყოველი ადგილობრივი საარჩევნო ოლქი მოიცავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის მთელ ტერიტორიას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ქალაქი თბილისი წარმოადგენს ერთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქს, რომელიც მოიცავს თბილისის ათივე საარჩევნო ოლქს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ქალაქები ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ქუთაისი და ცხინვალი წარმოადგენს თითო-თითო ადგილობრივ საარჩევნო ოლქს, რომელიც მოიცავს შესაბამისი ქალაქის მთელ ტერიტორიას.

5. (ამოღებულია).

6. საარჩევნო ოლქებს ქმნის, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 105 დღისა და სათანადო ინფორმაციას 5 დღის ვადაში აქვეყნებს ოლქების საზღვრების მითითებით. საარჩევნო ოლქის საზღვრების დაზუსტება ხდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 75 დღისა და სათანადო ინფორმაცია ქვეყნდება დაზუსტების დასრულებიდან 3 დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 16. საარჩევნო უბნები

1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 75-ე დღისა და სათანადო ინფორმაციას 5 დღის ვადაში აქვეყნებს უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო მიზნებისთვის.

3. გამონაკლის შემთხვევებში (სამხედრო ნაწილი, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია (სამხედრო მოსამსახურე), საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია, კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი გემი და სხვ.) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს. შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბანი შესაძლებელია შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

4. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება ხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები ქვეყნდება დაზუსტების დასრულებიდან 3 დღის ვადაში.

5. კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

6. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები მიეკუთვნება №01 საარჩევნო ოლქს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი IV

საარჩევნო ადმინისტრაცია

    მუხლი 17. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი და სისტემა

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება ამ კანონის შესაბამისად და ამავე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას.

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ასრულებს საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს რეფერენდუმის გამართვას, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად საყოველთაო არჩევნების ჩატარებას, არჩევნებისა და რეფერენდუმის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას.

3. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.

4. საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემოკლებით – ცესკო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური საარჩევნო კომისიების, საოლქო საარჩევნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ამ კომისიების (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიებისა) აპარატებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. საარჩევნო კომისიების შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური საარჩევნო კომისიებისა, რომელთა შექმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ხოლო უფლებამოსილება – ამ კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.

6. ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ყოველი არჩევნების დასრულებიდან 60 დღის ვადაში ცესკო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების, დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა, ცესკოსა და საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ საქმეთა, ამ კომისიების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთა და სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებათა შესახებ.

7. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის კანონიერების შემოწმების უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში კომისიაში თანაბარი რაოდენობით უნდა შედიოდნენ საპარლამენტო კოალიციათა და იმ ფრაქციათა წევრები, რომლებიც გაერთიანებულნი არ არიან კოალიციაში, აგრეთვე დამოუკიდებელ დეპუტატთა წარმომადგენლები, თუ ისინი არც ერთ ფრაქციასა და კოალიციაში არ არიან გაერთიანებულნი და მათი რაოდენობა არაა 10-ზე ნაკლები. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს საერთო სასამართლოში, ხოლო დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ საქმე უნდა გადასცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 18. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია გავიდეს პარტიიდან ან საარჩევნო ადმინისტრაციაში სამსახურის დასრულებამდე შეაჩეროს პარტიის წევრობა.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (გარდა კომისიის თავმჯდომარისა) და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შტატგარეშე მოსამსახურეები არიან.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურისა, არის სახელმწიფო მოხელე.

51. სამსახურებრივი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება. საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 64-ე მუხლებითა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 – მე-9 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს, მსახურობდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსა თუ დაწესებულებაში.

6. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:

ა) პირისა, რომელსაც მინიჭებული არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს მიერ განთავისუფლებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებული იყო სასამართლოს მიერ;

დ) პირისა, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ზ) საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

ი) პროკურატურის თანამშრომლებისა (გარდა ტექნიკური და დამხმარე პერსონალისა);

კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;

ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

7. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს;

გ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს;

დ) ზემდგომ საარჩევნო კომისიას;

ე) პარტიას.

8. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ მუხლის მე-3 და 51 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 19. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

2. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.

3. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 20. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა

1. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი კომისიის პირველი შეკრების დღეს და იწურება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შემდეგ შექმნილი ცესკოს პირველი შეკრებისთანავე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი კომისიის პირველი შეკრების დღეს და იწურება საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შემდეგ შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებისთანავე.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საარჩევნო უბანში კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე.

4. ახალშექმნილი ცესკოს პირველი შეკრება იმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 3-დან 8 იანვრამდე, ახალშექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება – 11-დან 18 თებერვლამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება – საერთო ან შუალედური არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-40 და არა უგვიანეს 35-ე დღისა (გამონაკლისია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად შექმნილი საარჩევნო უბნები, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა). ცესკოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი, საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას – ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე).

5. თუ საარჩევნო კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მისი უფლებამონაცვლე ინიშნება/ირჩევა დარჩენილი უფლებამოსილების ვადით და მისი უფლებამოსილების ვადა იწყება შესაბამისი კომისიისთვის ამ წევრის დანიშვნის/არჩევის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 21. საარჩევნო კომისიის წევრის, კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა და მათ უფლებამონაცვლეთა დანიშვნა/არჩევა

1. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცესკოს წევრს კი – ახალშექმნილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

2. საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ზემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ცესკოს წევრს – ცესკოს თავმჯდომარის, ხოლო ცესკოს თავმჯდომარეს – ცესკოს განკარგულებით:

ა) თანამდებობიდან გადადგომისას – საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის განცხადება წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ცესკოს წევრის განცხადება კი – თვით ამ კომისიას და კმაყოფილდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, კომისიის წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან;

ბ) თუ კომისიის წევრმა ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეწყვიტა შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური – ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან;

გ) თუ კომისიის წევრმა დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი (ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული) თანამდებობა – ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების დღიდან;

დ) თუ კომისიის წევრი ეწევა მის სტატუსთან შეუთავსებელ (ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ) საქმიანობას – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) თუ კომისიის წევრმა მიიღო მის სტატუსთან შეუთავსებელი (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ და „ლ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული) სტატუსი – ამ სტატუსის მიღების დღიდან;

ვ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-9 პუნქტსა და 391-ე მუხლის მე-9 – მე-12 პუნქტებში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ზ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას ან თუ კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურდა სასამართლოს მიერ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

თ) იმ პარტიის აკრძალვისას ან ლიკვიდაციისას (თუ ლიკვიდაცია არ მოხდა ისეთ პარტიასთან გაერთიანების გამო, რომელსაც არ ჰქონდა კომისიის წევრის დანიშვნის უფლება; ამ შემთხვევაში ლიკვიდირებული პარტიის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება პარტია, რომელსაც იგი შეუერთდა), რომელმაც დანიშნა კომისიის წევრი – პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, ხოლო ლიკვიდაციისას – ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

ი) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ მისი გამოწვევისას – კომისიისთვის გამოწვევის განცხადების წარდგენის დღიდან;

კ) თუ გაუქმდა კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი ამ კანონში აღნიშნული საფუძვლით – შესაბამისი საფუძვლის წარმოქმნის დღიდან.

3. საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ზემდგომი საარჩევნო კომისიის, ხოლო ცესკოს წევრს – თვით ცესკოს განკარგულებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან:

ა) საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას;

გ) არასაპატიო მიზეზით კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის შეუსრულებლობისას, არჩევნების/კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი სხდომის გაცდენისას, საარჩევნო კომისიის სხვა სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენისას.

4. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 7 დღის განმავლობაში.

5. უფლებამოსილი საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ და წყვეტენ ამ მუხლში აღნიშნული საფუძვლის დამადასტურებელი ცნობის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. გადაწყვეტილება კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (გარდა თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევისა) მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლე ინიშნება/ირჩევა მის მიერ, ვინც დანიშნა/აირჩია ეს წევრი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტმა და პარტიამ კომისიის წევრი უნდა დანიშნონ 10 დღეში, ხოლო თუ დაწყებულია არჩევნები, – 5 დღეში. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ცესკოს წევრს ირჩევენ უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში, ხოლო თუ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა არჩევნების დაწყების შემდეგ და იგი დაემთხვა არასასესიო პერიოდს, 7 დღის ვადაში მოიწვევა რიგგარეშე სესია კომისიის ახალი წევრის ასარჩევად. ამ პუნქტში აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში ზემოაღნიშნული სუბიექტები კარგავენ კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის უფლებას. კომისიის წევრს (წევრებს) საქართველოს პარლამენტი ირჩევს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ცესკო – კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში, ხოლო თუ დაწყებულია არჩევნები – 3 დღეში, საოლქო საარჩევნო კომისია – კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 დღეში.

7. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას შესაბამისი განცხადება წარედგინება იმავე საარჩევნო კომისიას. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იმავე კომისიის განკარგულებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს – კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, კომისიის წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

8. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის მდივანი თანამდებობიდან შეიძლება გადაყენებულ იქნეს იმავე ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ იგი არ ან ვერ ასრულებს ანდა არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობას. თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 22. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. (ამოღებულია).

3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.

5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.

6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

9. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

11. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.

12. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებას იღებს სიითი შემადგენლობის 2/3-ით. დაუშვებელია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა.

14. (ამოღებულია).

15. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

16. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

161. კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

17. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 221. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის პირველი შეკრებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს თავმჯდომარის არჩევიდან 3 დღის ვადაში, კომისიის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს თავად კომისია.

2. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის სრული შემადგენლობის ერთ მეოთხედზე მეტს, თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის სრული შემადგენლობის ერთ მეოთხედზე მეტს. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კომისიამ ვერ აირჩია კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის მდივანი, ამ თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

4. თუ კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, კომისია არა უგვიანეს მე-15 დღისა (ხოლო თუ დაწყებულია არჩევნები – 3 დღეში) ირჩევს მის უფლებამონაცვლეს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თუ კომისიას თავმჯდომარის მოადგილე არა ჰყავს – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი. თუ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის მდივანი ვერ აირჩა ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი.

5. თუ კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს თავმჯდომარის/მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი თავმჯდომარე ან მისი მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

6. თუ კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 23. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.

2. ცესკოს საშტატო განრიგს მისი თავმჯდომარის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს ცესკო, ხოლო ხარჯთაღრიცხვას ცესკოს წარდგინებით – საქართველოს პარლამენტი.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 24. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნება ხელფასი.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, ბუღალტერსა და იურისტს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო კომისიის სხვა წევრებს (კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით) არჩევნების დღემდე მე-10 დღიდან 15 დღის განმავლობაში და განმეორებითი კენჭისყრის ან/და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე, კენჭისყრის დღემდე მე-2 დღიდან 7 დღის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო კომისიის სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან 32 დღის განმავლობაში და განმეორებითი კენჭისყრის ან/და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე, კენჭისყრის დღემდე მე-2 დღიდან 4 დღის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 25. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.

2. ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაჭრა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა დადგენილი.

4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და მდივნის განკარგულებები ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5. საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 26. საარჩევნო კომისიების შემადგენლობა

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიები იქმნება არანაკლებ 7 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიები, უბნის ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, – არანაკლებ 9 – 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამ კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ:

ა) 9 წევრისაგან, თუ უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 400-ს არ აღემატება, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ბ) 10 წევრისაგან, თუ უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 800-ს არ აღემატება;

გ) 11 წევრისაგან, თუ უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 1200-ს არ აღემატება;

დ) 12 წევრისაგან, თუ უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 1600-ს არ აღემატება;

ე) 13 წევრისაგან, თუ უბნის ამომრჩეველთა რაოდენობა 1600-ზე მეტია.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 27. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის/არჩევის უფლება აქვთ:

ა) ორი წევრის – საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) თითო წევრის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის რესპუბლიკის საბჭოს;

გ) ორ-ორი წევრის – საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილე ყველა პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), თუ ამ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც მიიღო. თუ ასეთ პარტიათა/საარჩევნო ბლოკთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 5-მდე შეივსება მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნების მონაწილეთა ხმების 3%-ზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 5-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ ყველა პარტიას უფლება აქვს დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი.

2. თუ იმ პარტიების ნაწილი, რომლებსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ჰყავთ ცესკოს წევრები, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის გაერთიანდება ერთ საარჩევნო ბლოკში, ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, გარდა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში დასახელებულ ასეთ პარტიათაგან პირველის მიერ დანიშნული წევრისა/წევრებისა (თუ მან კომისიის წევრის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), ხოლო თუ პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანდებიან ერთ საარჩევნო ბლოკში, ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან ამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და გადაწყვეტისას უფლებამოსილება შეუჩერდებათ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, გარდა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში დასახელებულ ასეთ პარტიათაგან პირველის მიერ დანიშნული წევრისა/წევრებისა (თუ მან კომისიის წევრის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.).

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა რომელიმე სუბიექტმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნა/არ აირჩია და შესაბამის ორგანოს არ წარუდგინა კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის უფლებას და თუ ამის გამო კომისიაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, ცესკოს შემადგენლობას 7-მდე შეავსებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 28. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის რესპუბლიკის საბჭოსა და პარტიის მიერ

1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის რესპუბლიკის საბჭოს დადგენილება და ამ კანონის 27-ე მუხლით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება ცესკოს წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ წარედგინება ცესკოს პარლამენტის არჩევნების წლის 1-დან 15 დეკემბრამდე. ცესკო 20 დეკემბრამდე აქვეყნებს დანიშნულ/არჩეულ კომისიის წევრთა სიას.

2. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 16 დეკემბრისთვის ცესკოს შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. ცესკოს წევრებს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად 26 დეკემბრამდე ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

3. თუ ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტმა არ გამოიყენა ეს უფლება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, ახალ წევრს, კომისიის შემადგენლობის 7-მდე შესავსებად, უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა არჩევნების დაწყების შემდეგ და იგი დაემთხვა პარლამენტის მუშაობის არასასესიო პერიოდს, 7 დღის ვადაში მოიწვევა პარლამენტის რიგგარეშე სესია კომისიის ახალი წევრის ასარჩევად.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან. ყოველ კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად და თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი ყველა დარჩენილ კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრთა არჩევიდან 5 დღეში აქვეყნებს მათ სიას.

5. ამ მუხლის 1-ელ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის სახელი და გვარი. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის განათლება, სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის, ხოლო თუ აქვს რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე მისი ფოტოასლი;

გ) ზემოაღნიშნული პირის ხელით დაწერილი და ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა მიუთითოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ნომერი და მისი გაცემის თარიღი.

6. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 29. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;

ბ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადები და აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

დ) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;

ე) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

თ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

ი) განკარგულებით ადგენს საარჩევნო და სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

კ) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების დამზადებასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ლ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

მ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

ნ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ (გარდა კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საკითხებისა);

ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს;

პ) განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევის შესახებ (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით), ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრთა არჩევისა (გარდა ქალაქ თბილისისა) და გამგებლის/მერის არჩევის შესახებ, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეცვლილი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და მათ დაუყოვნებლივ განთავსებას ინტერნეტში, ხოლო ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის განთავსებასაც ინტერნეტში;

რ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ კავშირს, ფონდს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;

ტ) აკონტროლებს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

უ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

ფ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ქ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ღ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მის კომპიუტერულ დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი) ინტერნეტში განთავსებაზე;

ყ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ზ“, „ლ“-„პ“, „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე” და „ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 30. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ე) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის), პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (პარლამენტის არჩევნებისთვის) და ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ კანდიდატებს აძლევს სათანადო მოწმობებს;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს; პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრისა და თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;

თ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ი) თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები დარჩა, უფლებამოსილების შეწყვეტის მომდევნო დღეს აცნობებს პარლამენტს ამის შესახებ;

კ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და კომისიის თანხმობით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე კავშირის/ფონდის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს;

დ) ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 31. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი.

2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.

3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა.

    მუხლი 311. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური საარჩევნო კომისიები ამ კანონისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოთა და სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად საყოველთაო არჩევნების გამართვას, არჩევნების მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული არჩევნების ჩატარებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას.

2. ამ კანონის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების ჩატარებისას ექვემდებარებიან ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის/არჩევის უფლება აქვთ:

ა) ერთი წევრის – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ) თითო წევრის – საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილე პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), თუ ამ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც მიიღო. თუ ასეთ პარტიათა/საარჩევნო ბლოკთა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 7-მდე შეივსება მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნების მონაწილეთა ხმების 3%-ზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნულ ყველა პარტიას უფლება ეძლევა დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი. თუ რაოდენობა 7-მდე კვლავ ვერ შეივსო, ამ პუნქტის მეორე წინადადებაში აღნიშნულ პარტიებს (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად) უფლება ეძლევათ 7-მდე შესავსებად დანიშნონ კომისიის კიდევ თითო წევრი. თუ რაოდენობა 7-მდე კვლავ ვერ შეივსო, კომისიის შევსება გაგრძელდება ამ პუნქტით დადგენილი წესით.

2. თუ იმ პარტიების ნაწილი, რომლებსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული ჰყავთ ცესკოს წევრები, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის გაერთიანდება ერთ საარჩევნო ბლოკში, ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, გარდა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში დასახელებულ ასეთ პარტიათაგან პირველის მიერ დანიშნული წევრისა/წევრებისა (თუ მან წევრის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), ხოლო თუ პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანდებიან ერთ საარჩევნო ბლოკში, ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან ამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას უფლებამოსილება შეუჩერდებათ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, გარდა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში დასახელებულ ასეთ პარტიათაგან პირველის მიერ დანიშნული წევრისა/წევრებისა (თუ მან წევრის შენარჩუნებაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.).

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა რომელიმე პარტიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნა და ცესკოს არ წარუდგინა კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობას 7-მდე შეავსებს ცესკო.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პარტიის მიერ

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე.

2. ამ კანონის 32-ე მუხლით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება ცესკოს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე.

3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 1 თებერვლისთვის კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის წევრებს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად 11 თებერვლამდე ირჩევს ცესკო.

4. ცესკო 15 თებერვლამდე აქვეყნებს დანიშნულ/არჩეულ კომისიის წევრთა სიას.

5. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტმა არ გამოიყენა ეს უფლება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები დარჩა, კომისიის ახალ წევრს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში (ხოლო არჩევნების დაწყების შემდეგ – 3 დღეში) ირჩევს ცესკო და 5 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს ფარული კენჭისყრით. ყოველ კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები; თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

7. ამ მუხლის 1-ელ–მე-3 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებული უნდა იყოს კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის წევრადაც იგი დაინიშნა/აირჩა. მე-2 პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის განათლება, სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების შესაბამისად); საარჩევნო ოლქი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ბ) ზემოაღნიშნული პირის 2 ფოტოსურათი;

გ) მოქალაქის პირადობის მოწმობის, ხოლო თუ აქვს რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე მისი ფოტოასლი;

დ) ზემოაღნიშნული პირის ხელით დაწერილი და ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა მიუთითოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ნომერი და მისი გაცემის თარიღი.

8. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 34. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ დანიშნული და ცესკოს მიერ არჩეული პირებისგან.

2. საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;

ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ;

ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებისა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნების მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგი საარჩევნო უბანში). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;

ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

თ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით), საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ქალაქ თბილისისა) არჩევნებისას და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

ი) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ კავშირს/ფონდს;

კ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;

ლ) უზრუნველყოფს რიგგარეშე, ხელახალი და შუალედური არჩევნების ჩატარებას, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

მ) აკონტროლებს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

ნ) უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას საარჩევნო ყუთებით, კენჭისყრისთვის განკუთვნილი კონვერტებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებითა და მათთვის აუცილებელი საარჩევნო საბუთებით;

ო) ისმენს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმაციას საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ და ამოწმებს ამ ვალდებულებათა შესრულებას; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;

პ) აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ „არჩევნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის“ შესრულებას;

ჟ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

რ) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;

ს) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ტ) დაუყოვნებლივ ატყობინებს ცესკოს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატისაგან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადების მიღებას;

უ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ფ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება 5 დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 35. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს;

დ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (ყველა არჩევნებისთვის, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), მის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის), პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა თბილისის საკრებულოსი), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;

ი) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

კ) თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მეორე დღესვე აცნობებს ამის შესახებ ცესკოს;

ლ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე კავშირის/ფონდის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას;

ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის/არჩევის უფლება აქვთ:

ა) ერთი წევრის – ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა);

ბ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრის – ცესკოს;

გ) ორ-ორი წევრის – საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილე პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), თუ ამ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა პარლამენტის ბოლო არჩევნების მონაწილეთა ხმების 7% მაინც მიიღო. თუ ასეთ პარტიათა/საარჩევნო ბლოკთა რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 7-მდე შეივსება მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა.შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნების მონაწილეთა ხმების 3%-ზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად) უფლება ეძლევათ დამატებით დანიშნონ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის კიდევ თითო წევრი მისი შემადგენლობის შესავსებად: ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – 10-მდე, „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – 11-მდე, „გ” ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – 12-მდე, „დ” ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – 13-მდე, ხოლო „ე” ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – 14-მდე. თუ კომისიის შემადგენლობა ამ რაოდენობამდე კვლავ ვერ შეივსო, მისი შევსება გაგრძელდება ამ პუნქტით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პარტიათაგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არა აქვს პარტიას, რომელიც პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდება სხვა ასეთ პარტიასთან/პარტიებთან (ამ შემთხვევაში კომისიის წევრის დანიშვნის უფლება ექნება მხოლოდ ბლოკის წევრთა ჩამონათვალში დასახელებულ ასეთ პარტიათაგან პირველს, ხოლო თუ მან კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადავა და ა.შ.).

3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა რომელიმე პარტიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ დანიშნა და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ წარუდგინა კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ მინიმუმზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობას დადგენილ მინიმუმამდე შეავსებს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია (გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობასაც შეავსებს ცესკო).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს ირჩევს ამ კანონის მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.

2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

3. ამ კანონის 36-ე მუხლით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება ამ კანონის მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 46-ე დღისა;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა;

გ) მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ცესკოს საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს ამ მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა;

გ) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 45-ე დღისთვის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), მე-8 დღისთვის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ან მე-19 დღისთვის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) კომისიის შემადგენლობაში ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის წევრებს მისი შემადგენლობის მინიმუმამდე შესავსებად 5 დღის ვადაში ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკო (მესამე შემთხვევაში).

6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო ამ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ცესკოს.

7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ მინიმუმზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის ახალ წევრს მისი შემადგენლობის მინიმუმამდე შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 დღეში ირჩევს, შესაბამისად, საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. ყოველ კანდიდატს კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

9. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იქნება კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ბ) ზემოაღნიშნული პირის 2 ფოტოსურათი;

გ) მოქალაქის პირადობის მოწმობის, ხოლო თუ აქვს რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე მისი ფოტოასლი;

დ) ზემოაღნიშნული პირის ხელით დაწერილი და ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა მიუთითოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ნომერი და მისი გაცემის თარიღი.

10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 38. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ დანიშნული და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პირებისაგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

გ) იღებს განკარგულებას ამომრჩეველთა სიის დანართში იმ ამომრჩეველთა შეყვანის შესახებ, რომელთაც ამ კანონით განსაზღვრული საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საუბნო საარჩევნო კომისიაში მისვლა;

დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათს;

ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

თ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;

ი) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;

კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ლ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

მ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდგომ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

ნ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 39. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;

თ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

ი) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

გ) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 391. საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატთა წარდგენა

1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (კავშირს, ფონდს), რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, მისი წესდების თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი ან/და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა იყო, თუ მას ამ კანონის შესაბამისად მიღებული არა აქვს არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსი – საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში;

ბ) საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს – შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირობების დაცვით;

გ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან – ცესკოს წევრობის კანდიდატებისა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში;

დ) ცესკოს არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად – საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში;

ე) საოლქო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივად – საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში;

ვ) ცესკოს არანაკლებ 2 წევრს ერთობლივად – სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში;

ზ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს – ამ სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კავშირს/ფონდს უფლება აქვს წარადგინოს საოლქო და იმავე საარჩევნო ოლქში შემავალი ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის თითო კანდიდატი, თუ მისი მოქმედება, მისივე წესდების თანახმად, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს ამ საარჩევნო ოლქს, და თუ მას შესაბამის რაიონში/ქალაქში (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) აქვს ფილიალი ან წარმომადგენლობა.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის ერთი კანდიდატი, თუ საინიციატივო ჯგუფში ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 50 ამომრჩეველია;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის ერთი კანდიდატი, თუ საინიციატივო ჯგუფში ამ საარჩევნო უბნის სულ ცოტა 10 ამომრჩეველია.

4. სხვა სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს წარადგინოს ამ სახელმწიფოში შექმნილი ყოველი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ცესკოს წარედგინება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 5-დან 15 იანვრამდე, კომისიის შემადგენლობის მინიმუმამდე შევსების საჭიროების შემთხვევაში – ვაკანსიის გაჩენის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო არჩევნების დაწყების შემდეგ – ვაკანსიის გაჩენის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სუბიექტების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები წარედგინება:

ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 51-ე დღისა;

ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-11 დღისა;

გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ცესკოს საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა;

დ) კომისიის შემადგენლობის მინიმუმამდე შევსების საჭიროების შემთხვევაში – ვაკანსიის გაჩენის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სუბიექტის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ცესკოს წარედგინება საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ სუბიექტთა მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება მხოლოდ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებითა და 37-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამ კანონით დადგენილ ვადაში საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები არ წარადგინეს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში აღნიშნულმა სუბიექტებმა. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრობის კანდიდატი შესაბამის კომისიას წარედგინება ზემოაღნიშნული ვადების ამოწურვიდან 2 დღეში.

9. კავშირის/ფონდის მიერ კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის განცხადებაში აღწერილი უნდა იყოს ბოლო 2 წლის განმავლობაში კავშირის/ფონდის მიერ გაწეული საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ სფეროებში, უნდა აღინიშნოს კავშირის/ფონდის წევრთა რაოდენობა, მისი რეგიონალური წარმომადგენლობები/ფილიალები (თუ აქვს), კავშირის/ფონდის უმაღლესი ორგანო და ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება კავშირის/ფონდის მოქმედება. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი და მას უნდა დაერთოს სასამართლოს/იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული კავშირის/ფონდის წესდება ან ნოტარიულად დამოწმებული მისი ასლი (წარდგენილი უნდა იყოს კავშირის/ფონდის პირველი რეგისტრაციისას არსებული წესდება და წესდებაში შეტანილი ყველა რეგისტრირებული ცვლილება).

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი; განათლება (უმაღლესი, საშუალო); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების შესაბამისად); საარჩევნო ოლქი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი; საარჩევნო კომისია, რომლის წევრობის კანდიდატადაც არის წარდგენილი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის, ხოლო თუ აქვს რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე მისი ფოტოასლი;

გ) კანდიდატის ხელით დაწერილი და ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა მიუთითოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;

დ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია (მხოლოდ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისთვის) და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

11. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარდგენილი კანდიდატის იგივე მონაცემები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 პუნქტშია აღნიშნული და საინიციატივო ჯგუფის რწმუნებულის გვარი, სახელი, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის რწმუნებული და მას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთები და „საინიციატივო ჯგუფის განცხადების დანართი“, რომელშიც უნდა აღინიშნოს საინიციატივო ჯგუფის წევრთა გვარი, სახელი; დაბადების რიცხვი, თვე, წელი; მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი; რაიონი, ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი; მისამართი; ხელმოწერის თარიღი; ხელმოწერა.

12. საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის წევრთა ჯგუფის, საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარდგენილი კანდიდატის იგივე მონაცემები, რომლებიც ამ მუხლის მე-10 პუნქტშია აღნიშნული. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს (აწერდნენ) მისი წარმდგენი/წარმდგენები და მას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთები.

13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კანდიდატის წარმდგენს 2 დღის ვადაში უნდა ეცნობოს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები შესაბამის ორგანოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი V

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

    მუხლი 40. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.

3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);

ე) ხელმოწერის თარიღი;

ვ) ხელმოწერა.

4. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას მხარს უჭერს ამომრჩეველი.

    მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება ცესკოს მიერ დადგენილი წესით. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 30 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-10 დღისა, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-8 დღისა.

6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცენტრალური და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი VI

არჩევნების დაფინანსება

    მუხლი 43. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. არჩევნების (გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა არჩევნებისა) მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის ხარჯის პროექტს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები ცესკოს ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა და ნაწილდება ცესკოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

4. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება ცესკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 921 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადები არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

6. საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სახით, უფლებამოსილია მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. აკრძალულია გრანტით მიღებული ფინანსური სახსრების გამოყენება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა შრომის ასანაზღაურებლად.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 44. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

    მუხლი 45. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განკარგვა

1. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს კომისიის სახელით განკარგავენ და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.

2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთ საფინანსო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებს საქართველოს კონტროლის პალატა.

    მუხლი 46. საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს უფლება აქვს არ გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი (ასეთ შემთხვევაში მას უფლება არა აქვს საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენოს სხვა სახსრები, გარდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებისა). თემისა და სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნის ნებაყოფლობით.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის შესაბამის განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

4. საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან 2 დღის ვადაში შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს ბანკის მიერ გაცემულ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ანგარიშის ნომერს, აგრეთვე აცნობებს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობასა და კოორდინატებს.

5. პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.

6. პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნისას და ბანკთან ურთიერთობისას უფლება აქვს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით, ხოლო საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების შეთანხმებით – მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკის წესდებით.

7. საარჩევნო კამპანიის ფონდში მოზიდულ სახსრებად ითვლება როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 47. საარჩევნო შემოწირულობები საარჩევნო კამპანიის ფონდში

1. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობებად ითვლება მის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები.

3. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე ფულადი სახსრების შეტანა. ანონიმური შემოწირულობები ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.

5. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება:

ა) სხვა სახელმწიფოსაგან;

ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან;

ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან;

ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.

    მუხლი 48. საარჩევნო კამპანიის ფონდის განკარგვის წესი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ეფექტურად გამოყენებისა და განკარგვის მიზნით საარჩევნო სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველსა და ბუღალტერს.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდს საარჩევნო სუბიექტის მითითებით განკარგავენ ფონდის მმართველი და ბუღალტერი. ისინი პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კამპანიის ფონდის მიზნობრივ გამოყენებაზე.

3. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის (არჩევის) წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.

4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების კანონიერება; აგრეთვე შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფონდის ანგარიში და აცნობოს შემოწირულობის წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი.

5. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ყველა სახის ოპერაციას აფორმებს დოკუმენტურად. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.

6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომელებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით.

7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, შესაბამისი მომავალი არჩევნების ჩათვლით ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

8. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას და დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა, შესაბამისი საარჩევნო კომისია იხილავს და წყვეტს საკითხს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე.

9. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. ანგარიშზე არსებული ნაშთი უბრუნდება შემტან პირებს შეტანილი ფულადი სახსრების პროპორციულად.

10. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულობების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში არსებული ფულადი სახსრების ოდენობის, წყაროსა და ჩარიცხვის თარიღის შესახებ მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

თავი VII

კენჭისყრა

    მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის ჩატარების დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მათთვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით.

3. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. შენობის დროებით ჩაკეტვისა თუ კენჭისყრის შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებითი ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების ან მისი შეწყვეტის მიზეზი და დრო. შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით იხსნება შენობა/განახლდება კენჭისყრა. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია თავისი განკარგულებით შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის ამ პუნქტით გათვალისწინებული განკარგულებები.

4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

5. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ნაოსნობაში მყოფ გემებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

6. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. კენჭისყრის პროცედურა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იწყება კენჭისყრის დღის 11 საათიდან და უნდა დასრულდეს 19 საათამდე.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 50. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.

2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია პარტია (პარტიები). არ შეიძლება საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსება და კენჭისყრის ადგილის გამოყოფა იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობანაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კენჭისყრის შენობაში:

ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს, რათა დამკვირვებლები ხედავდნენ კაბინაში შესულ ამომრჩეველს. ყოველი 400 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინისა და ერთი სარეგისტრაციო მაგიდისა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს თითო კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და საარჩევნო ბიულეტენების დამოწმებისთვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმი არის A1 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში).

4. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 51. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზეც.

2. საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, საარჩევნო ბიულეტენების ნაწილის დამზადებისას ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს მისცემს ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას, თუ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა გვარი, სახელი და მისამართი ამ ინფორმაციის მქონე პირის მიერ ცესკოს გადაეცა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 45-ე დღისა.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა თბილისისა) საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ბიულეტენები იბეჭდება ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებელს.

4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე ბიულეტენების დაბეჭდვასა და ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

5. ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.

6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთიმეორისგან პერფორაციით უნდა იყოს გამოყოფილი) და ორმოც-ორმოც ცალად იკინძება ბლოკნოტის სახით. ბლოკნოტებიც, თავის მხრივ, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია ბიულეტენის სახეობა, გრაფები: ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრისა და დასახელების, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბიულეტენების მიღების თარიღის, ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ბიულეტენების გამცემი და მიმღები პირების ვინაობის აღნიშვნისა და მათი ხელმოწერისთვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (რეგისტრატორის) ხელმოწერისთვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისთვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ტოლია, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40-ის ჯერადი რიცხვის (მეტობით დამრგვალებულის) ტოლია.

9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელება, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება სპეციალური კონვერტებისა და ბიულეტენების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური კონვერტები და ბიულეტენები, ვალდებულია მოითხოვოს მიღებაჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

11. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების დასახელება და არჩევნების ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);

დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში აღინიშნება მასში შემავალი პარტიებიც); მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი და მამის სახელი, წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო თუ წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, იწერება „დამოუკიდებელი“;

ე) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

12. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – რეგისტრატორის – ხელმოწერის ადგილი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – დამმოწმებლის – ხელმოწერის ადგილი;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

13. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში, სუბიექტის სახელის გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

14. საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა, წაღება ან განადგურება.

15. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენისა და ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული სპეციალური ქაღალდის დამზადება, გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 511. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება საუბნო საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი. ოქმის ყველა ეგზემპლარს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი ოქმი ბათილია. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. ამ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება სხდომას, ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემებიც იქნა შესწორებული.

4. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) იკინძება ბლოკნოტების სახით. საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტში ფურცლების რაოდენობა 8-ის ჯერადი და საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების საერთო რაოდენობაზე სულ ცოტა ორით მეტი უნდა იყოს. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ოქმისთვის, თანამიმდევრობით ინომრება დაწყებული 00001-დან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებისთვის და 001-დან – საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისთვის. საკუთრივ ოქმი მისი ყუისგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი. თითოეული ბლოკნოტის ფურცლები თანამიმდევრობით ინომრება დაწყებული 01-დან. ბლოკნოტს აქვს ყდა, რომლის თავფურცელზეც დაბეჭდილია არჩევნების დასახელება, საერთო არჩევნების გამართვის წელი, ოქმების სახეობა, ბლოკნოტის ნომერი, გრაფები: საარჩევნო ოლქის ნომრისა და დასახელების, საარჩევნო უბნის ნომრის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბლოკნოტის მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბლოკნოტის გამცემი და მიმღები უფლებამოსილი პირების ხელმოწერებისთვის. ყდის უკანა ფურცელი წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილ შემაჯამებელ ოქმს, რომელიც ყდის თავფურცელთან, გამოუყენებელ ოქმებთან და საარჩევნო კომისიის სხვა საბუთებთან ერთად ილუქება, შესაბამისად, საარჩევნო უბანსა და საარჩევნო ოლქში კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.

5. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ოქმების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

6. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

7. ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო ოლქისა და თითოეული საარჩევნო უბნისთვის ყველა სახის შემაჯამებელი ოქმების თითო ბლოკნოტს. თუ რომელიმე საარჩევნო ოლქში სუბიექტთა რაოდენობა, რომელთაც უნდა გადაეცეს შემაჯამებელი ოქმები, 24-ს აღემატება, კომისიას გადაეცემა შემაჯამებელი ოქმების დამატებითი ბლოკნოტები.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმების თითო ბლოკნოტს. თუ რომელიმე საარჩევნო უბანში სუბიექტთა რაოდენობა, რომელთაც უნდა გადაეცეს შემაჯამებელი ოქმები, 24-ს აღემატება, კომისიას დამატებით გადაეცემა 1 ან 2 ბლოკნოტი.

9. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 512. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3. ჩანაწერთა წიგნი წარმოადგენს ე.წ. ზონარგაყრილ წიგნს. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი და დაესმევა საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომერი.

4. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ გვერდზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი.

5. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

6. კენჭისყრის დღეს, 12 და 17 საათზე ბიულეტენების გამცემი კომისიის წევრი – რეგისტრატორი დაითვლის ამომრჩეველთა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, ამ რიცხვს ჩაწერს ჩანაწერთა წიგნის მე-2 გვერდზე და მის სისწორეს ხელმოწერით დაადასტურებს.

7. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემის დადგენისთანავე კომისიის მდივანს იგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება მე-3–მე-6 გვერდები) და სადემონსტრაციო ოქმში.

8. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება მე-7 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით).

9. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

10. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა დალუქულ საბუთებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, რაც გახსნისთანავე უნდა ეცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო კენჭისყრა იწყება 8 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით (წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიაში წევრთა საკმარისი რაოდენობაა, წილისყრაში თავმჯდომარის მოადგილეც არ მონაწილეობს) გამოავლენს:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა ერთ წვერს ყოველი 400 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;

გ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით;

დ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ კომისიის წევრს;

ე) კომისიის წევრს, რომელიც გასცემს სპეციალურ კონვერტს, სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს მას და შევსებულ საარჩევნო ბიულეტენს და ახდენს ამომრჩეველთა მარკირებას;

ვ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სულ ცოტა ორ კომისიის წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში).

2. წილისყრის ჩატარებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას. ამის შემდეგ ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. კომისიის ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ და ცარიელ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

3. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც ჩანაწერთა წიგნში უნდა აღინიშნოს (დროის მითითებით). თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელ ფუნქციებზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი შეიცვლება წილისყრით გამოვლენილი დამკვირვებლით. თუ ეს რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, სპეციალური ბეჭედი გადაეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ კომისიის წევრს. თუ ეს რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, გადასატან საარჩევნო ყუთს წაიღებს კომისიის ერთი წევრი. თუ ეს რაოდენობა ოთხით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი შეასრულებს კომისიის წევრის ფუნქციას. თუ ეს რაოდენობა ხუთით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, ამომრჩეველთა სიები გადანაწილდება დანარჩენ რეგისტრატორებს შორის. აუცილებლობის შემთხვევაში რეგისტრატორის ფუნქცია დროებით შეიძლება შეითავსოს კომისიის თავმჯდომარემ.

4. წილისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ძირითადი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) (ამოღებულია);

დ) ამოწმებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ზონარით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში, სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

6. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ილუქება და მათში საკონტროლო ფურცლები იყრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება სამ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.

61. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.

7. ამომრჩეველთა ყოველ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა.შ.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 521. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას - ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აღენიშნება, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც გაივლის რეგისტრაციას და მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ სპეციალური კონვერტის მიღებისას კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ სათანადო რეაგირება მოითხოვონ მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის მონაწილეთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 53. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში.

2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფებში შეიტანება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი და გაცემული ბიულეტენების რაოდენობა. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას კომისიის წევრი – რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

4. (ამოღებულია).

5. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი, შესაბამისი დროის მინიშნებით, შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო და შემაჯამებელ ოქმებსა და ჩანაწერთა წიგნში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 54. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლამდე ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მისცემენ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;

გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომერი, რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს) და ამომრჩეველთა სიაში მოწმობის (ან პასპორტის) ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის (ბიულეტენების) უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში;

დ) მიღებული ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც მას ხელმოწერით დაამოწმებს ბიულეტენების ხელმოწერით დამმოწმებელი კომისიის წევრი;

ე) ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით. ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;

ვ) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც სპეციალური ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი ამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე ხელმოწერების არსებობას და მათი არსებობის შემთხვევაში სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს მას, ამომრჩეველს მისცემს იმავე ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტს და განახორციელებს მის მარკირებას;

ზ) დამოწმებული ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველმა უნდა ჩადოს სპეციალურ კონვერტში, მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მასში ჩააგდოს კონვერტი. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

თ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

ი) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.

7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი გადათვლის რიგში მდგომ ამომრჩევლებს და მათ რაოდენობასა და ბოლო ამომრჩევლის ვინაობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 55. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას.

    მუხლი 56. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა

1. გადასატანი სარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა. ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული იქნება ამომრჩევლის წერილობითი ან ტელეფონით გაკეთებული ზეპირი განცხადება, რის შესახებაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სათანადო ჩანაწერი უნდა გააკეთოს სარეგისტრაციო ჟურნალში სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროის მითითებით და დაადასტუროს ხელმოწერით (სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა აღინიშნოს იმ ტელეფონის ნომერი, რომლითაც ამომრჩეველმა გააკეთა ზეპირი განცხადება);

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

3. კენჭისყრის დღის 11 საათის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითებს ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებას და გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

31. თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამ უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 2%-ზე მეტი, გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მიეცემათ მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალში დადგენილი წესით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს.

4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის გასამართავად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე ყუთი. კომისიის მდივანი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში აღნიშნოს, რამდენი ბიულეტენი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. არჩევნების დასრულების შემდეგ გადასატან ყუთში არსებული და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა დაჯამდება შედარების მიზნით.

6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის პროცედურას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ის სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

7. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრა მთავრდება კენჭისყრის დღის 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა. დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს კენჭისყრის დღის 20 საათისა, დაბრუნებულ უნდა იქნეს საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 57. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს ორ მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში, სადემონტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ერთიან და სპეციალურ სიებსა და ამომრჩეველთა სიის დანართს.

3. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს, რომელთა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე იწერება გამოუყენებელ ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს, რომელთა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე იწერება გაფუჭებულ ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა.

4. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

6. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია და დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს გადასატანი საარჩევნო ყუთისათვის დადგენილი წესით. ამ ორი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი ოქმით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 58. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე.

4. თუ გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა ათზე მეტმა ამომრჩეველმა, ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენები ითვლება ცალ-ცალკე. ასეთ შემთხვევაში თავდაპირველად იხსნება ძირითადი საარჩევნო ყუთი. მთვლელები საარჩევნო ყუთიდან მაგიდაზე გადმოყრიან სპეციალურ კონვერტებს, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და უდარებენ მას საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა ან გამოვლინდა განსხვავება ამ ფურცელსა და კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს შორის, ყველა კონვერტი დაუყოვნებლივ შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები დაითვლიან სპეციალურ კონვერტებს და შედეგი შეიტანება შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც იწყება ხმების დათვლა. ძირითადი ყუთის შედეგების შეჯამების შემდეგ იხსნება გადასატანი საარჩევნო ყუთი. მთვლელები სპეციალურ კონვერტებს ყრიან მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას, დაითვლიან სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ ხმების დათვლას. თუ გადასატან ყუთში არსებული კონვერტების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიის დანართში ხელმომწერ ამომრჩეველთა რაოდენობას, საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები ბათილად იქნება ცნობილი. თუ გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმა მისცა ათზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, მთვლელები ორივე ყუთში ცალ-ცალკე ამოწმებენ საკონტროლო ბარათის არსებობას და შემდეგ ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს ურევენ ერთმანეთში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 59. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა.შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული;

გ) საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენები ბათილად მიიჩნევა;

დ) თუ სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ყველა მათგანი ბათილად ითვლება, ზემოდან ეწერება „ბათილია“ და ცალკე იდება.

2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

4. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პროცედურის შემდეგ დაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები, შემდეგ კი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები მათი სახეების მიხედვით და შეიკვრება ცალ-ცალკე.

6. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებზე იწერება „ბათილია“, ხოლო დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებზე – „დაუდგენელია“, რასაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ისინი ცალ-ცალკე პაკეტებად იკვრება და მათი რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ბიულეტენების დასტა ცალ-ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამის შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 60. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი

1. ამ კანონის 57-ე–59-ე მუხლებში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ავსებს ოქმის 10 ეგზემპლარს (№№01 – 10).

2. საქართველოს პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დროს დგება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ერთი ოქმი, გამონაკლისს წარმოადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები, რომლის დროსაც დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ხოლო საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს – 2 ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (შეივსება ოქმის გაცემისას);

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი;

გ) არჩევნების დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) მიღებული, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში, სპეციალურ სიებში და ამომრჩეველთა სიის დანართში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბანში;

ზ) კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით (ეს რაოდენობა ტოლია ამომრჩეველთა სიებში მათი ხელმოწერების რაოდენობისა), კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბანში;

თ) კონვერტების რაოდენობა ძირითად და გადასატან ყუთებში:

ი) დაუდგენელი ნიმუშის, ბათილად ცნობილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელებები და მათ მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა (ასეთია ბიულეტენი, რომელშიც გადახაზულია ყველა სუბიექტი);

მ) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ფურცლები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

8. ოქმის №№03 – 08 ფურცლები დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო უბანში საუკეთესო შედეგის მქონე ექვსი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ხოლო №09 და №10 ფურცლები – ორი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (თუ ამ ოქმების მიღების სურვილი მეტმა დამკვირვებელმა გამოთქვა, ეს ორი დამკვირვებელი წილისყრით შეირჩევა). სხვა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს კენჭისყრის მომდევნო დღეს, თუ მოითხოვენ, გადაეცემათ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით შევსებული ოქმები, რომლებსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01 – 10 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

9. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც ახარისხებს მათ და ინახავს არქივში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 61. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

1. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე (საჩივარზე) და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.

5. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის გვარი, სახელი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის (თუ არის) გვარი, სახელი და მისამართი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ არის);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე, ხოლო თუ შედეგების შეჯამება ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება, – შემაჯამებელი ოქმის შედგენის მომდევნო დღის 18 საათამდე. განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და კომისიის წევრთა ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი და შემოსული განცხადებები (საჩივრები) ილუქება ცალ-ცალკე და იკვრება ერთ პაკეტად.

9. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 62. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა

1. ამ კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.

2. ამ კანონის 61-ე მუხლის 1-ლი – მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 63. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, ადგენს საქართველოს პარლამენტისა (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით) და ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა თბილისის საკრებულოსი) არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (შეივსება ოქმის გაცემისას);

ბ) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

გ) არჩევნების დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის ბათილად ცნობის საფუძველი;

ვ) მიღებული, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

თ) კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ი) გაცემული ბიულეტენების რაოდენობა იმ უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

კ) ბათილად ცნობილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელებები და მათ მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა;

მ) ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ნ) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები და მათთან ერთად, არჩეული პირის/პირთა ვინაობა, არჩევნების მეორე ტურში გასულთა ვინაობა, მეორე ტურში მათ მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში/უბნებში და ამ უბანში/უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან საარჩევნო ოლქში არჩეული თუ მეორე ტურში გასული პირის/პირების გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ თუ მეორე ტურში გასულ პირს/პირებს დაადგენს ამ უბნის/უბნების გაუთვალისწინებლად.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

6. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

8. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების №01 ფურცლები (ამ კომისიების წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. ოქმის №№02 – 08 ფურცლები დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე 7 პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ხოლო №09 და №10 ფურცლები – ორი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (თუ ოქმის მიღების სურვილი მეტმა დამკვირვებელმა გამოთქვა, ეს ორი დამკვირვებელი წილისყრით გამოვლინდება). სხვა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შედეგების შეჯამების მომდევნო დღეს, თუ მოითხოვენ, გადაეცემათ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით შევსებული ოქმები, რომლებსაც ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01 – 10 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 64. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

11. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

2. განცხადების (საჩივრის) ან/და საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას;

დ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა და კონვერტთა რაოდენობას;

ე) საარჩევნო სუბიქტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

31. ცესკო, საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად, უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ინტერნეტში განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ინტერნეტში.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო ინტერნეტით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

თავი VIII

საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

    მუხლი 65. არჩევნების საჯაროობა

1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კავშირებისა (ასოციაციებისა) და ფონდების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

3. საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობებში და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს.

    მუხლი 66. საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

1. არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ ინფორმაციას:

ა) თავისი საქმიანობის შესახებ;

ბ) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის შესახებ;

გ) საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;

დ) საარჩევნო სუბიექტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიები მათთვის განკუთვნილ შენობებში თვალსაჩინო ადგილას აკრავენ:

ა) ამომრჩეველთა სიებს და ამ სიებში უზუსტობების გასაჩივრების წესსა და ვადებს;

ბ) საარჩევნო სუბიექტების სიებს;

გ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში), რომლებიც ჩამოიხსნება კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე;

დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება მოცემული კომისიის საქმიანობას.

3. შესაბამისი საარჩევნო კომისიები პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ:

ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს;

დ) არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

4. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სახელმწიფო ტელემაუწყებლობის მეშვეობით ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას სმენის დაქვეითების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთათვის ბგერითი ინფორმაციის გადასაცემად სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ უნდა გამოიყენოს ჟესტების ენა ან/და სათანადო სპეციალური ტექნოლოგიები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 67. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები

1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს. წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც სხდომის ოქმში აღინიშნება. მისი ამ გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს საარჩევნო კომისიას დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტის გადაწყვეტილებით.

2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი და სტატუსი: ცესკოს, №...საოლქო საარჩევნო კომისიის ან №...საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი/წევრი, ან ცესკოს №...საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან კანდიდატის გვარი, სახელი და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან ორგანიზაციის სახელწოდება და სიტყვა „დამკვირვებელი“, ან მასობრივი ინფორმაციის საშუალების სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 68. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი კავშირი (ასოციაცია), ფონდი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ე) მოსამართლისა;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.

7. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება თან ახლდეს თარჯიმანი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებელთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 69. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა და წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 3 დღის ვადაში.

6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და იმ საარჩევნო ოლქების მითითებით, სადაც ისინი დააკვირდებიან არჩევნებს.

7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში დანიშნულ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს – საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

8. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის სახელი, გვარი;

ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;

გ) საარჩევნო ოლქისა და უბნის (უბნების) დასახელება და ნომერი, სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 70. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;

ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 71. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) უფლება აქვს ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი, ხოლო ერთ-ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში რეგისტრაციაში გაატაროს წარმომადგენელი და მისცეს მას წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს (ერთდროულად მხოლოდ ერთს) საარჩევნო კომისიის სხდომებს, კენჭისყრის დღეს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და ესწრებოდეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ყველა პროცედურას.

6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 72. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

4. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს 2 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 73. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით.

2. ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია საარჩევნო სუბიექტისა და სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის, შუალედური ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი დანიშვნის დღიდან.

5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირებს;

გ) მოსამართლეს;

დ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პროკურატურისა და სახლმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;

ე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებს;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;

თ) სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს.

6. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

8. სამხედრო ნაწილის მეთაურები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სამხედრო ნაწილის საზღვრებში უზრუნველყოფენ სამხედრო ნაწილში მყოფ ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვის თანაბარ პირობებს. აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საარჩევნო კამპანიის ჩატარება ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს, რომელმაც ეს ინფორმაცია 2 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს და გადასცეს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას.

9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ პირადად ან ვინმეს მეშვეობით გადასცენ ამომრჩევლებს ფულადი სახსრები, საჩუქრები და სხვა მატერიალური ფასეულობანი, შეღავათიან ფასებში მიჰყიდონ საქონელი, უფასოდ მიაწოდონ ან გაავრცელონ ნებისმიერი საქონელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა, აგრეთვე დააინტერესონ ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. სასამართლოს მიერ ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია.

10. აკრძალულია საარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს პარლამენტი;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებები;

გ) სასამართლოები და პროკურატურის ორგანოები.

11. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

12. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთის ვინაობა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების საზღვრები. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნებში შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა, არ შეიძლება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 24 საათამდე.

13. სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლები ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით ყოველდღიურად, საერთო არჩევნების დღემდე სულ ცოტა ბოლო 15 დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ გამოყონ ტელევიზიისა და რადიოს საეთერო დროის ორ-ორი საათი, რომელიც თანაბრად განაწილდება საარჩევნო სუბიექტებს შორის.

14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო ტელერადიომაუწყებლები ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და ცესკოს გადასცენ ინფორმაცია: რა რიცხვიდან რა რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი;

ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი არ უნდა დაეთმოს;

გ) დღიური ფასიანი საეთერო დრო თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;

დ) დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

ე) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ვ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან წინასაარჩევნო სააგიტაციო გამოსვლა და პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

15. პარტიებისა და სარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის დღიდან გაზეთები, გარდა პოლიტიკური პარტიის გაზეთისა, ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და ცესკოს გადასცენ შემდეგი ინფორმაცია: რა რიცხვიდან, რა პერიოდულობით და როდემდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი; გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე; თუ გამოყოფილია უფასო ფართობი, მთლიანად გამოყოფილი ფართობის რა ნაწილია უფასო; ფართობის ტარიფი;

ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი არ უნდა დაეთმოს;

გ) გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი ფართობი თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;

დ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;

ე) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ვ) ამ პუნქტში აღნიშნულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა და პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

16. არასახელმწიფო ტელე-და რადიომაუწყებელს, აგრეთვე გაზეთს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-14 – მე-15 პუნქტებით დადგენილი პირობების დაცვით, პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დრო/ფართობი გამოუყოს საარჩევნო სუბიექტს.

17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, ტელერადიომაუწყებლობასა და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

18. თუ საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს ტელერადიომაუწყებლობასა და გაზეთში ამ მუხლის მე-13 ან/და მე-16 პუნქტებში აღნიშნულ უფასო დროს/ფართობს, იგი ვალდებულია, ეს ასახოს საარჩევნო ფონდის ანგარიშში მაუწყებელი კომპანიის/გაზეთის მხრიდან შემოწირულობის სახით, იმ ოდენობით, რაც ღირს შესაბამისი დროის/ფართობის ფასიანი გამოყენება.

19. ამ მუხლის მე-11 – მე-18 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 74. წინასაარჩევნო შეკრებები და მანიფესტაციები

1. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რეგულირდება ამ კანონით.

2. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობისა ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.

3. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიქტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

5. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

6. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და სუბიექტთა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 75. სააგიტაციო მასალა

1. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო განმეორებითი კენჭისყრისას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიების საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა სიების გავრცელება სავალდებულოა.

2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.

3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები და ინფორმაცია მისი ტირაჟისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.

6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები, უფლება არა აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენონ თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის), კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების სამუშაო დროის განმავლობაში ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენებას საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მოხელეების მიერ სამსახურებრივი (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებულ) მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას.

4. რეგისტრირებულ კანდიდატს, რომელიც არის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს თანამშრომელი და რომელზედაც არ ვრცელდება კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი შეუთავსებლობა, არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის უპირატესობის გამოყენების უფლება, კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება მას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს აქვს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი დროის გამოყენებისას.

5. რეგისტრირებულ კანდიდატს, ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არა უგვიანეს კენჭისყრის დღემდე 7 დღისა, აეკრძალება კანდიდატად იმავე სახის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო თუ დარღვევა კენჭისყრამდე დადასტურდა, გაუქმდება მისი საარჩევნო რეგისტრაციაც. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის (თუ იგი იმავდროულად მაჟორიტარი კანდიდატიც არ არის) საკითხს წყვეტს ცესკო, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატის საკითხს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს (თუ ეს კანდიდატი პარტიულ სიაშიც იყო შეყვანილი, იგი ამ სიიდანაც ამოიღება). საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განიხილოს ამ პუნქტში აღნიშნული საკითხი, თუ სათანადო განცხადება კომისიაში შევიდა არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა ან თუ იმავე პერიოდში თავად კომისიამ გამოავლინა დარღვევა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან ზემოაღნიშნული დარღვევის დაუდასტურებლობის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი IX

დავის განხილვა

    მუხლი 77. დავის განხილვის ვადა და წესი

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან საერთო სასამართლოში, ხოლო თუ დავა არჩევნების კონსტიტუციურობას ეხება, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცესკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს 3 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. აკრძალულია ამ კანონით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება.

21. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ საარჩევნო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 3 დღით.

3. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

4. საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის შეტანის, საარჩევნო კომისიის მიერ მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტით, ხოლო ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხები – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. თუ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით განცხადების/საჩივრის შეტანის ვადა განსაზღვრული არ არის, მისი შეტანა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ შესაბამისი არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო საარჩევნო კომისიამ იგი უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. სასამართლოში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა ვადა ან/და წესი არ არის დადგენილი.

6. ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანისა და განხილვის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე გასაჩივრების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 დღით, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა – ამ პუნქტში აღნიშნული კანონებით.

7. ამომრჩეველთა სიების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადებაც ამომრჩეველთა სიაში შეყვანის თხოვნით არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9. საარჩევნო უბნების შექმნის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

10. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის დანიშვნის/არჩევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

12. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას):

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, და შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო/რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

13. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომელ კომისიასაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) სარჩელი შეიტანება თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხაობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს. საქართველოს უზენაესი სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში.

15. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს საინიციატივო ჯგუფი ან მისი წარმომადგენელი ანდა გააუქმა მათი რეგისტრაცია; არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თუ საქმე ეხება პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას, და 2 დღის ვადაში, თუ საქმე ეხება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციას. საქართველოს უზენაესი სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

16. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა მის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტიული სია ან ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარეს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო – შესაბამის საოლქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

17. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი შეიტანება თბილისის საოლქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

18. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

19. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი ცესკოს მდივნის განკარგულების გამო შეიტანება თბილისის საოლქო სასამართლოში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო – შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოსა და რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

20. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას; პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. საოლქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება ერთ ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

21. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-13 – მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, რომლის ინფორმაციაც ვრცელდება ერთი ან რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუ მისი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

22. ამ კანონის 76-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიასა და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარი კანდიდატის საკითხს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება ცესკოს განკარგულებას. საოლქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

23. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და მისი დამტკიცებისა) გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.

24. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების (ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი გასაჩივრების შემდეგ), აგრეთვე ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

25. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგრეთვე ცესკოსა და მის თავმჯდომარეს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

26. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს) და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ცესკოს განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

27. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

28. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ცესკოს განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

განსაკუთრებული ნაწილი

კარი II

თავი X

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

    მუხლი 78. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება

1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მე-5 წლის აპრილის მე-2 კვირა დღეს.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.

    მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

    მუხლი 81. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

    მუხლი 82. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვთ შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.

5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 83. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.

    მუხლი 84. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

21. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;

გ) დარღვეულია ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.

4. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 85. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მათ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები აქვთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 86. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობამ.

2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

4. თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ან მეორე ტურში ვერ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტი – ტარდება ხელახალი არჩევნები.

5. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-16 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო უბნების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

51. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქის შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

52. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.

6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

თავი XI

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

    მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური

1. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) ორი კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს.

4. მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

5. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-სა.

6. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 88. ხელახალი არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ:

ა) არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა;

ბ) არჩევნები ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა;

გ) არჩევნების მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი.

2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 თვის ვადაში.

3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 89. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.

6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის სია.

7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

კარი III

თავი XII

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

    მუხლი 90. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 91. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა. პარლამენტის შემადგენლობა

1. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პარტიული სიებით, პროპორციული, ხოლო 85 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს ცნოს მისი უფლებამოსილება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 93. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.

    მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებით მიმართვამდე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 42-ე დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

თ) რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

კ) მოსამართლეები;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრები;

პ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრები;

ჟ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები;

რ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი XIII

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

    მუხლი 95. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაცია

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.

6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა, ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.

10. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია, მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 50 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში.

11. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

12. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

13. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

15. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი წევრის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

16. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

17. ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

18. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას, და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12 – მე-16 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში იღებს: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

19. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

20. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკის წევრი პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო ბლოკს უფლება ეძლევა დანიშნოს თითო წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

22. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

23. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდეს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა.

24. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა და ამის მიზეზებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 951. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის წარდგენის უფლების მისაღებად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში რეგისტრაციაში უნდა გატარდეს:

ა) ცესკოში – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიაში – ყველა სხვა არჩევნებისთვის.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა) არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 55-ე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს იმავე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სულ ცოტა ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება. განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის 2 ფოტოსურათი, მისი ხელმოწერის ნიმუში და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საინიციატივო ჯგუფი რომელ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ითხოვს საარჩევნო რეგისტრაციას და რომელ საარჩევნო ოლქში აპირებს კანდიდატის წარდგენას;

ბ) საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ან/და ფაქსის ნომრები, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ფარგლები.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ საბუთებს და მათი მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს საინიციატივო ჯგუფის და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის საკითხს. კომისიის თავმჯდომარე, დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საინიციატივო ჯგუფსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ვადაში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და საინიციატივო ჯგუფს ერთი დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთები საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შესწორებული საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს საინიციატივო ჯგუფსა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 51-ე დღეს.

5. საოლქო საარჩევნო კომისია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციისთანავე აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშსა და ამ კანონის 96-ე მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულ 2 სააღრიცხვო ბარათს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 952. პარტიის, საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა;

ზ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

2. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;

გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა;

ე) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა წარდგენილი კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 96. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 235-ს.

4. პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

5. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა.

6. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

8. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

9. პარტიული სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 31-ე დღისა და მას თან უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. თუ კანდიდატი იმავდროულად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქშიც არის წარდგენილი, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი 2 ცალად უნდა იქნეს წარდგენილი; ამ საბუთების თითო ეგზემპლარი მათი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

10. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით.

11. პარტიულ სიაში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

ე) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);

თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);

ი) თუ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქშიც, უნდა აღინიშნოს ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

12. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

ვ) განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);

ზ) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);

თ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

ი) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);

კ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);

ლ) არანაკლებ 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო თუ მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში, უნდა მიეთითოს საქართველოს საკონსულო, სადაც იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე;

მ) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;

ნ) ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);

ო) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით (თუ წარდგენილია პარტიული სიით, უნდა აღინიშნოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება);

პ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში (თუ წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ);

ჟ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

რ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

14. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 97. კანდიდატთა წარდგენა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში

1. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს;

გ) შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარადგინოს თავის პარტიულ სიაში შეყვანილ პირთაგან პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. გამონაკლისია საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, რომლის დროსაც კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი, რომელიც არ იყო პარტიულ სიაში.

3. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს იმავე საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი.

4. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარდგენა ხდება ამ კანონის 96-ე მუხლის მე-9 – მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით. გამონაკლისია საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, როდესაც ასეთივე წესით კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი, რომელიც არ იყო პარტიულ სიაში.

5. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე საინიციატივო ჯგუფმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 41-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატი, კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი, პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“), აგრეთვე მხარდამჭერთა ხელმოწერილი ბლანკებისა და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით;

ბ) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი – 2 ცალად;

გ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.

7. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების თითო ეგზემპლარს მათი მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში რეგისტრირდება მხარდამჭერთა ხელმოწერილი ბლანკების და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ეძლევა სათანადო ცნობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 98. პარტიული სიებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი – საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით დადგენილი ყველა საბუთი შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. რომელიმე საბუთის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიასა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა პარტიული სიისა და სხვა საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ შესაბამის კანდიდატებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ამ კანონის 97-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ საბუთებს ცესკოს მიერ დადგენილი წესით ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისია და დასკვნას ყველა საბუთის შესახებ, გარდა მხარდამჭერთა სიებისა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს საბუთების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო დასკვნას მხარდამჭერთა სიების შესახებ – 15 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-8 დღისა. თუ ზემოაღნიშნული საბუთები, გარდა მხარდამჭერთა სიებისა, არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მისთვის დასკვნის გადაცემიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა წერილობით აცნობებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შეუსაბამობის არსებობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მას 3 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული შესწორებული საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 31-ე დღისა. თუ მხარდამჭერთა სიები და შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

6. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (თუ რეგისტრირებული იყო მის მიერ) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამ კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) თუ არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნების მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე მისი თანხმობა;

დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ;

ე) თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზეც;

ვ) თუ დარღვეულია ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

7. პარტიული სიისა და მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება, თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 99. საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტების რიგითობა დგინდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, მისი ნომრით მონაწილეობის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ საარჩევნო ბლოკის სიაში დასახელებულ პარტიებს. თუ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები, რომლებიც ბოლო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას. ამ შემთხვევაში რიგით მომდევნო პარტიები, საარჩევნო ბლოკები შესაბამისად გადაინაცვლებენ წინ.

3. პარტიების, საარჩევნო ბლოკების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისა, რიგითობა დგინდება წილისყრით.

4. პარტიის, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი პარტიები, საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

5. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს ენიჭება იგივე რიგითი ნომერი, რაც მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული, ხოლო დანარჩენ კანდიდატთა რიგითობა დგინდება წილისყრით.

6. წილისყრის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მას. წილნაყარი ნომერი ხდება კანდიდატის რიგითი ნომერი.

7. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში – აქვეყნებენ საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 100. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

4. საარჩევნო კომისია ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

    მუხლი 101. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.

    მუხლი 102. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი XIV

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

    მუხლი 103. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტრული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 104. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. განცხადების/საჩივრის ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი დათვლის საკითხს, ხოლო თუ საარჩევნო უბნის შედეგებს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა, კომისია ვალდებულია შეასრულოს ზემოაღნიშნული მოქმედება.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 105. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

2. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

4. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

5. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 1/3-ისა.

6. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 7%-ისა.

7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

8. თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღო.

9. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიის დასაწყისისაკენ გადაინაცვლებენ მისი მომდევნო კანდიდატები.

11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

12. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანთა ნახევარზე მეტში ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.

13. განცხადების, საჩივრის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების (სპეციალური კონვერტების) ხელახლა დათვლის შესახებ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

14. საარჩევნო უბანში კენჭისყრის ბათილად ცნობისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

15. განმეორებითი კეჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან (მეორე ტურიდან) 2 კვირის ვადაში.

16. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში.

17. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხდდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 7%, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საერთო არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

18. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 2%. ხელახალ კენჭისყრში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

19. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

20. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 106. არჩევნების მეორე ტური. ხელახალი და შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც უნდა გაიმართოს პირველი ტურის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ერთნაირი საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში მონაწილეობს ზემოხსენებული ყველა კანდიდატი.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ტოლი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც პირველ ტურში მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

3. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები, ხოლო ამ ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – შუალედური არჩევნები.

4. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. შუალედური არჩევნები იმართება წელიწადში ორჯერ, მაის-ივნისში ან ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები უნდა გაიმართოს უახლოეს ვადაში.

6. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე ხელახალი არჩევნები გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად არ ტარდება.

7. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

71. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ცესკო სათანადო საბუთებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

9. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის კანდიდატურის წარდგენის უფლება ენიჭება პარტიასა და საარჩევნო ბლოკს (მიუხედავად იმისა, შეყვანილია თუ არა ეს კანდიდატი რეგისტრირებულ პარტიულ სიაში), აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

10. საქართველოს პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

11. პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 ან 71 პუნქტების შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება პარტიულ სიაში მყოფ პირს, თუ პარტია/საარჩევნო ბლოკი ამ საარჩევნო ოლქში მას წარადგენს პარლამენტის წევრობის კანდიდატად (სტატუსი აღუდგება ცესკოსთვის კანდიდატად წარდგენის მომენტიდან).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 107. არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

    მუხლი 1071. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური შემოწმება

1. პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობამდე ამ პირმა საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს ამ მუხლით განსაზღვრული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

2. საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს ცნოს პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ცნობაში აღნიშნულ იქნა, რომ იგი ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს პირი კარგავს პასიურ საარჩევნო უფლებას, ვიდრე მის მიერ ცესკოსთვის წარდგენილი არ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი ჯანმრთელია.

3. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან, ხოლო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ცესკოს მიერ პარლამენტისთვის სათანადო საბუთების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ინიშნება ხელახალი არჩევნები, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, ან ცესკოს მიერ ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71-ე პუნქტების შესაბამისად განისაზღვრება მისი უფლებამონაცვლე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პარლამენტის საერთო/შუალედური არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე სულ ცოტა 30 დღით ადრე ერთობლივად შეარჩევს ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ მუხლში აღნიშნული შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

კარი IV

თავი XV

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები

    მუხლი 108. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები არ ტარდება.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებებით არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 109. საარჩევნო სისტემა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ტარდება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

3. ქალაქში, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5 000-ზე მეტია და ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გარდა ქალაქ თბილისისა და ფოთისა, გამგებელი, მერი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 110. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად, გამგებლად, მერად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი, საქართველოში მუდმივად უცხოვრია 5 წელი მაინც და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია:

ა) შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევნებისას;

ბ) შესაბამისი ქალაქის ტერიტორიაზე – გამგებლად, მერად არჩევნებისას.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოსი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ნაოსნობაში მყოფ გემებზე მყოფი ამომრჩევლები.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 111. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმის უფლება, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საკრებულოში.

2. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. გამგებლის, მერის არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 112. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. საკრებულო შედგება:

ა) 5 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს;

ბ) 7 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 5 000-დან 10 000-მდეა;

გ) 9 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 10 000-ს;

2. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოები შედგება 15-15 წევრისაგან.

3. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 49 წევრისაგან.

4. საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 113. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის უფლებამოსილების ვადები

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

2. გამგებლის, მერის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 114. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ ამ კანონის 94-ე მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

3. საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

თავი XVI

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 115. საარჩევნო ოლქები

1. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს ასარჩევად იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები.

2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გამგებლის, მერის ასარჩევად იქმნება საარჩევნო ოლქები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად.

3. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საარჩევნო ოლქებს განკარგულებით ქმნის საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისია.

4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საარჩევნო ოლქებს განკარგულებით ქმნიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.

5. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ქალაქ თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცეს თავისი უფლებები, გარდა ამ კანონის 118-ე და 120–126-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა.

6. საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ მათი საზღვრების მითითებით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

თავი XVII

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რეგისტრაცია, კანდიდატთა წარდგენა და საარჩევნო ბიულეტენი

    მუხლი 116. საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 117. პარტიების რეგისტრაცია

ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლებისა და მერების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციაში ტარდებიან ამ კანონის 95-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 118. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიული სიების წარდგენა

1. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია.

3. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 49-ზე ნაკლები და 98-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

5. პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) მისი შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

9. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 119. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა წარდგენა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის, გამგებლის, მერის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

გ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისად სოფელში, თემში, დაბაში მცხოვრები არანაკლებ 10 ამომრჩეველი, ხოლო ქალაქში – არანაკლებ 100, იმ ქალაქში კი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში – არანაკლებ 200 ამომრჩეველი.

3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უადრეს 40 და არა უგვიანეს 30 დღისა და წარადგინონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

ზ) რეგისტრაციის ადგილი;

თ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება - „უპარტიო“).

5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრთა და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი.

6. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

7. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის წარდგენა ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და გამგებლობის, მერობის კანდიდატად, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრობისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

    მუხლი 120. პარტიული სიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება;

გ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია;

დ) ორი ფოტოსურათი.

6. პარტიული სია ან პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) განცხადება კანდიდატის წარდგენის შესახებ, რომელიც დამოწმებულია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელთა ხელმოწერებით;

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება – „უმუშევარი“);

თ) საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს რეგისტრაციაში არ ატარებს.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს რეგისტრაციაში არ ატარებს შესაბამისი საოლქო ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

9. პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნებისათვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ მან უარი განაცხადა, – მომდევნოს და ა.შ. თუკი საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

10. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულებისა, განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

11. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო სხვა პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა – ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ერთი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს ენიჭება ერთი და იგივე ნომერი (ეს ნომერი არაბული ციფრებით აღინიშნება), ხოლო ამ ნომრის მქონე კანდიდატების თანამიმდევრობა აღინიშნება ანბანის მიხედვით, იმ რიგითობით, როგორითაც ისინი წარადგინა პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა.

12. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

13. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება აგრეთვე იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 121. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ რეგისტრაციის შემდეგ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ აცნობებს ამას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს დაუყოვნებლივ.

    მუხლი 122. საარჩევნო ბიულეტენი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიების, საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება – „საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს – შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. მონაცემები კანდიდატების თაობაზე საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება მისი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.

4. გამგებლის, მერის არჩევნებისათვის ცალკე დგება საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც შეიტანება გამგებლად, მერად ასარჩევი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება – „საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს – შესაბამისი პარტიისა და საარჩევნო ბლოკის სახელწოდება.

5. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს იმდენი კანდიდატის რიგით ნომერს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საკრებულოში, ხოლო გამგებლის, მერის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში – მხოლოდ იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას.

    მუხლი 123. საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სულ ცოტა 1/3.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს იმ პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნების მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს) შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს.

4. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.

7. გამგებლის, მერის არჩევნებში საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.

8. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

9. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

10. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია.

11. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.

12. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას;

დ) ნამდვილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ე) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ვ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას;

ზ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

13. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებში არჩეულად ჩაითლება გამგებლობის, მერობის ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღეებს.

14. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობას.

15. ოქმის პირველი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, დანარჩენი – პარტიების, საარჩევნო ბლოკების, მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლებს.

16. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მეოთხე ცალი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

17. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების, გამგებლის, მერის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 124. განმეორებითი კენჭისყრა. ხელახალი არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები

1. თუ კენჭისყრა საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის, ან გაბათილებული უბნების, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები.

5. განმეორებითი კენჭისყრისას, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნებისას კენჭისყრა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების შეჯამება ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 125. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად, გამგებლად, მერად არჩეულთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულს წევრად, გამგებლად, მერად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 126. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე

1. თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე:

ა) იმავე პარტიულ სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი (ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის), თუ იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის მანდატი უქმდება;

ბ) საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი (მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოსათვის), თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს იკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში მანდატი უქმდება.

თავი XVIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 127

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე:

ა) 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების ჩატარებისა და მათი უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილებაგაგრძელებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება;

ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება.

    მუხლი 1271. მოქმედი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილების შეწყვეტა

საარჩევნო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გამო ამ კანონის 128-ე და 1281 მუხლების შესაბამისად შექმნილი საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების პირველი შეკრებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებსა და მათი აპარატების თანამშრომლებს. საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საქმეები გადააბარონ კომისიების ახალ შემადგენლობას, ხოლო საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლები საქმის გადაბარებამდე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურიდან განთავისუფლებამდე ასრულებენ კომისიის თავმჯდომარის დავალებებს.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 128. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე, ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე, 221, 26-ე მუხლების, 28-ე მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტების, 391 მუხლის და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოაღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებათაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 წევრს ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.) – 3 წევრს;

ბ) 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მესამე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.) – 2 წევრს;

გ) 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 4 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადავა მეორეზე და ა.შ.), თუ მას ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება – თითო წევრს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ორი ან მეტი პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, ხოლო საარჩევნო ბლოკი მიიღებს კომისიის იმდენივე წევრის დანიშვნის უფლებას, რამდენიც ჰყავდა დანიშნული ბლოკში გაერთიანებულ იმ პარტიას, რომელსაც სხვაზე მეტი წევრი ჰყავდა კომისიაში დანიშნული. საარჩევნო ბლოკის მიერ ამ წევრის/წევრების დანიშვნის წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პარტიის/პარტიების და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პარტიის/პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს.

8. ამ მუხლის მე-6–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შექმნილ ვაკანტურ ადგილზე კომისიის თითო წევრის დანიშვნის უფლებით სარგებლობენ ქვემოთ ჩამოთვლილი ოპოზიციური პარტიები შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მე-5 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.);

ბ) პარტია, რომელიც აერთიანებს საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების საფუძველზე განთავისუფლებულ და დევნილობიდან დაბრუნებულ, 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დამხობილი ხელისუფლების მომხრეებს (თუ ასეთი პარტია რამდენიმე აღმოჩნდა, კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიას დაადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამართული წილისყრით);

გ) პარტია, რომელსაც 2003 წლის 1 ივლისისათვის საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ჰყავდა და ამ მუხლით დადგენილი სხვა კრიტერიუმით არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება (თუ ასეთი სუბიექტი რამდენიმეა, უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც აღნიშნული დროისთვის უფრო მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰყავდა);

დ) პარტია, რომელსაც 2003 წლის 1 ივლისისათვის საქართველოს პარლამენტში ჰყავდა წარმომადგენელი და ამ მუხლით დადგენილი სხვა კრიტერიუმით არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება (თუ ასეთი სუბიექტი რამდენიმეა, უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც აღნიშნული დროისთვის უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდა პარლამენტში).

9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სუბიექტი რამდენიმეა და თუ მათ პარლამენტში თანაბარრიცხოვანი ფრაქციები ან თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყავთ, კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიას ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამართული წილისყრით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული პარტიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პარტიასთან ან 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული პარტიის მიერ დანიშნულ წევრს.

11. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ამ კანონის ამოქმედებიდან, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში – ვაკანსიის წარმოქმნიდან 5 დღის ვადაში.

12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის პირველ სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს 10 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის ამ წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტი.

14. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და კომისიის წევრის ეს ადგილი გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება დარჩენილი ადგილების რაოდენობით.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 1281. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე, ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 – მე-5 პუნქტების, 21-ე, 221, 26-ე მუხლების, 33-ე მუხლის მე-5 – მე-8 პუნქტების, 391 მუხლის და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოაღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებათაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით, ხოლო ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგინების არარსებობის შემთხვევაში, მის გარეშე ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის ვადა იწურება ამ კანონის ამოქმედებიდან მე-14 დღეს.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ამ კანონის 128-ე მუხლის მე-5 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ პარტიებს (იმავე მუხლით განსაზღვრული რაოდენობითა და წესით).

6. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარუდგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში – ვაკანსიის წარმოქმნიდან 5 დღის ვადაში.

7. საოლქო საარჩევნო კომისიები თავის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს 10 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის ამ წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტი.

9. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და კომისიის წევრის ეს ადგილი გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება დარჩენილი ადგილების რაოდენობით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1282. საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე, ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 – მე-5 პუნქტების, 21-ე, 221, 26-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 37-ე და 391 მუხლების და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოაღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებათაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არა უმეტეს 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს 1281 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დანიშნული ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას მისი დამნიშვნელის მიერ მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ამ კანონის 128-ე მუხლის მე-5 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ პარტიებს (იმავე მუხლით განსაზღვრული რაოდენობითა და წესით).

6. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

7. საუბნო საარჩევნო კომისიები თავის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

8. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიაში ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობა დადგენილ მინიმუმამდე შეივსება ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული კომისიის წევრით/წევრებით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1283. ამ კანონის 128-ე, 1281 და 1282 მუხლების შესაბამისად შექმნილი საარჩევნო კომისიების წევრების უფლებამოსილების ვადა

1. ამ კანონის 128-ე და 1281 მუხლების შესაბამისად დანიშნული ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების უფლებამოსილების ვადა იწყება კომისიის პირველი შეკრების დღეს და იწურება პარლამენტის მომდევნო არჩევნების საფუძველზე შექმნილი კომისიების პირველი შეკრების დღეს.

2. ამ კანონის 1283 მუხლის შესაბამისად დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება კომისიის პირველი შეკრების დღეს, ხოლო თუ იგი დაინიშნა ამ დღის შემდეგ – ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი დანიშვნის განცხადების წარდგენის დღეს და იწურება შესაბამის საარჩევნო უბანში კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1284. საარჩევნო კომისიების მიერ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღების წესი

1. ამ კანონის 128-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს აუცილებლობის შემთხვევაში ნიშნავს განკარგულებით, რომელიც მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

2. ამ კანონის 1281 მუხლის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისია, განკარგულებით, რომელიც (ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებით) მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილია:

ა) აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი;

ბ) ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში;

გ) დაამტკიცოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1285. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების შექმნის ვადები

1. საარჩევნო ოლქები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით არა უგვიანეს 2003 წლის 6 სექტემბრისა, ხოლო მათი ჩამონათვალი ცესკოს მიერ ქვეყნდება საარჩევნო ოლქების შექმნიდან 3 დღის ვადაში.

2. საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით არა უგვიანეს 2003 წლის 11 სექტემბრისა, ხოლო მათი ჩამონათვალი ცესკოს მიერ ქვეყნდება უბნების შექმნიდან 5 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიების მეშვეობით. საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტება ხდება არა უგვიანეს 2003 წლის 3 ოქტომბრისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1286. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დაწესებულებები არა უგვიანეს 2003 წლის 29 აგვისტოსი, ბოლო ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დაწესებულებები არა უგვიანეს 2003 წლის 10 სექტემბრისა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემების 2 ეგზემპლარს გადასცემენ ცესკოს, რომელიც სიების ერთ ეგზემპლარს გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. მონაცემების ამსახველი სიის დედნების შენახვას უზრუნველყოფს ცესკო.

2. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოქალაქის პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამ კანონის 1288 მუხლით განსაზღვრული იმ საბუთის სახელწოდება და ნომერი, რომლის საფუძველზეც იქნა შეყვანილი სიაში.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 2003 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის მისამართის შეცვლა არ წარმოშობს ამომრჩევლის მონაცემებსა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის ვალდებულებას.

4. საოლქო საარჩევნო კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დაწესებულებათა მიერ გადაცემული მონაცემების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.

5. ცესკო არა უგვიანეს 2003 წლის 27 სექტემბრისა უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენას, მასში ამ კანონით გათვალისწინებულ ცვლილებათა ასახვას, სიის დაყოფას საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით, სიების გადაცემას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას. საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის გადაცემულ ამომრჩეველთა სიებს, მიღებიდან 2 დღის ვადაში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ სიების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას მათი გამოკვრით.

6. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ნაწილს (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს 2003 წლის 19 ოქტომბრისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განცხადება, თუ იგი შევიდა საქართველოს ცენტრალურ ან საუბნო საარჩევნო კომისიაში, არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. უფლებამოსილი სუბიექტის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2003 წლის 22 ოქტომბრისა. კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

8. ამომრჩეველთა სიებსა და მონაცემებში ცვლილების შეტანა უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მიერ უფლებამოსილი პირის, სახელმწიფო დაწესებულებაში შესაბამისი მონაცემების დადგენაზე უფლებამოსილი პირის და იმ სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერით, რომელიც მოითხოვდა ცვლილების შეტანას.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა სიებსა და მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. არა უგვიანეს 2003 წლის 26 ოქტომბრისა საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების 2 ეგზემპლარი. ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა სიებში/მონაცემებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნების დღემდე 10 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, მომდევნო დღესვე უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა სიებში.

12. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნებამდე მე-10-დან მე-4 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (ასეთ შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში ცვლილება შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს და მას ხელმოწერით ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

13. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში და მის ყოველ საარჩევნო ოლქში განისაზღვრება 2003 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით და ქვეყნდება 3 დღის ვადაში. ამომრჩეველთა დაზუსტებული საერთო რაოდენობა განისაზღვრება 2003 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით და ქვეყნდება არა უგვიანეს 31 ოქტომბრისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1287. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის ღონისძიებათა ვადები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის ვადის ბოლო, განსხვავებით ამ კანონის 95-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, განისაზღვროს 2003 წლის 2 სექტემბრით.

2. არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადის ბოლო, განსხვავებით ამ კანონის 95-ე მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულისა, განისაზღვრება 2003 წლის 7 სექტემბრით.

3. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადის ბოლო, განსხვავებით ამ კანონის 95-ე მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულისა, განისაზღვრება 2003 წლის 12 სექტემბრით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 1288. საარჩევნო ბიულეტენის მისაღებად, საარჩევნო კომისიების წევრთა დასანიშნად/ასარჩევად/წარსადგენად და მხარდამჭერთა სიაში აღსანიშნავად აუცილებელი საბუთები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას

1. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ კონვერტს გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის წარდგენისას:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი;

გ) დევნილის მოწმობა;

დ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

2. თუ სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ ამომრჩეველს არა აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საბუთი, მან განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას ამომრჩეველს ეძლევა ამომრჩევლის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა განკარგულების ასლი, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი. ამომრჩევლის მოწმობის ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

3. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთის დასახელება და ნომერი.

4. საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისას/არჩევისას/წარდგენისას, აგრეთვე მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნაცვლად (თუ პირს არა აქვს ეს საბუთი), შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ერთ-ერთი საბუთი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 1289. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ვადის გადაწევის შესახებ

1. 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მხარდამჭერთა სიების წარდგენის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადები გადაწეულ იქნეს 5-5 კალენდარული დღით.

2. ამ კანონის 128-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურების ჩატარების ვადების/ღონისძიებების განუსაზღვრელობის შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს ეს ვადები/ღონისძიებები.

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 12810. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შესადგენად გამოიყენება შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი;

გ) დევნილის მოწმობა.

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

    მუხლი 129

1. ამ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ქართული ენის ცოდნის ვალდებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც ეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის – 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც 2004 წლის 1 მაისამდე, ხოლო აპარატის თანამშრომელს, რომელსაც 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება შეუწყდება შესაბამისად, 2004 წლის 1 მაისიდან ან 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 15 თებერვლიდან 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნული კომისიების წევრთა სერტიფიცირება.

3. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 თებერვლიდან.

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინადადების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს ამ კომისიებისთვის სათანადო კვალიფიკაციის თარჯიმნის გამოყოფას.

საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

თავი XIX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 130

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

გ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 1998 წელი, №27-28).

    მუხლი 131. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 აგვისტო.

№1047-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

2. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

3. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

4. საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

5. საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

6. საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174

7. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

8. საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

50. 27/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5636-რს - ვებგვერდი, 10/01/2012 49. 13/10/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5114-IIს - ვებგვერდი, 111031027, 31/10/2011 48. 07/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3885-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 47. 15/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3713-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 46. 27/04/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2996 - სსმ, 24, 10/05/2010 45. 09/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2704 - სსმ, 12, 24/03/2010 44. 12/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2786 - სსმ, 10, 16/03/2010 43. 12/01/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2528 - სსმ, 2, 12/01/2010 42. 28/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2525 - სსმ, 49, 30/12/2009 41. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1889 - სსმ, 33, 09/11/2009 40. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1880 - სსმ, 33, 09/11/2009 39. 10/08/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1610 - სსმ, 23, 10/08/2009 38. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1279 - სსმ, 13, 02/07/2009 37. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1182 - სსმ, 12, 29/06/2009 36. 26/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 883 - სსმ, 1, 15/01/2009 35. 01/11/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 479 - სსმ, 30, 07/11/2008 34. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 231 - სსმ, 16, 26/07/2008 33. 21/03/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 6013 - სსმ, 5, 22/03/2008 32. 07/12/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5582 - სსმ, 43, 12/12/2007 31. 22/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5500 - სსმ, 39, 22/11/2007 30. 20/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5467 - სსმ, 40, 03/12/2007 29. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5250 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5246 - სსმ, 29, 27/07/2007 27. 03/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5186 - სსმ, 28, 18/07/2007 26. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4919 - სსმ, 22, 19/06/2007 25. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4219 - სსმ, 2, 04/01/2007 24. 14/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3990 - სსმ, 48, 22/12/2006 23. 24/07/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3489 - სსმ, 31, 28/07/2006 22. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3400 - სსმ, 26, 14/07/2006 21. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3189 - სსმ, 21, 15/06/2006 20. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2441 - სსმ, 2, 09/01/2006 19. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2414 - სსმ, 2, 09/01/2006 18. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2263 - სსმ, 55, 27/12/2005 17. 09/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2208 - სსმ, 54, 20/12/2005 16. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1735 - სსმ, 36, 11/07/2005 15. 22/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1427 - სსმ, 21, 07/05/2005 14. 24/01/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/257,268 - სსმ, 2, 31/01/2005 13. 24/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 789 - სსმ, 5, 18/01/2005 12. 26/11/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 618 - სსმ, 35, 29/11/2004 11. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 488 - სსმ, 30, 18/10/2004 10. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 420 - სსმ, 27, 05/10/2004 9. 26/12/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/11/268 - სსმ, 50, 29/12/2003 8. 28/11/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 3124 - სსმ, 31, 29/11/2003 7. 14/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2965 - სსმ, 25, 25/08/2003 6. 12/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2934 - სსმ, 24, 20/08/2003 5. 05/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2932 - სსმ, 24, 20/08/2003 4. 25/04/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1380 - სსმ, 9, 26/04/2002 3. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274 - სსმ, 4, 05/03/2002 2. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1268 - სსმ, 4, 05/03/2002 1. 28/09/2001 - საქართველოს ორგანული კანონი - 1074 - სსმ, 26, 01/10/2001