დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საარჩევნო კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1047 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/08/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 22/08/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.04.001.000.976 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (08/06/2007 - 03/07/2007)
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი I
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით;
ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;
დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ე) აქტიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;
ზ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
თ) საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
ი) საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;
კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;
ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;
მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;
ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ჟ1) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;
ჟ2) მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;
რ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ტ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს;
უ) მორიგი არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;
ფ) რიგგარეშე არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
ფ1) საარჩევნო ოლქი – საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით;
ქ) (ამოღებულია);
ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:
ღ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ღ.დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ყ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
შ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
შ1) არჩევნების დასასრული – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი;
შ2) არჩევნების დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე;
შ3) კენჭისყრის დღე – არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე;
ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია;
ჩ1) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;
ჩ2) ლუქი – საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები;
ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;
ძ) პარლამენტის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საარჩევნო ოლქს;
წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 31. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. გამოთქმაში „არჩევნებიდან N დღის ვადაში“ ტერმინი „არჩევნებიდან“ გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.
3. გამოთქმები „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები
საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება
1. ამ კანონით გათვალისწინებული არჩევნები საყოველთაოა:
ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 10, 56, 110) შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;
ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 73, 76, 78, 80, 92, 94, 98, 110) შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.
მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება
1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.
2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა
1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
მუხლი 81. არჩევნების საჯაროობა
1. საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არჩევნების მონაწილეთა დაფინანსების წყაროები და ოდენობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა.
2. არჩევნების ღიად და საჯაროდ ჩატარება უზრუნველყოფილია საარჩევნო კანონმდებლობით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 82. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიები
1. აკრძალულია ისეთი ნორმატიული აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას ან არღვევს არჩევნების მონაწილეთა თანასწორობას. ასეთი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებში და წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.
3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 83. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება
მორიგი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი II
ამომრჩეველთა რეგისტრაცია
მუხლი 9. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) რეგისტრაციის ადგილი (მუდმივი საცხოვრებლის მისამართი);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებასა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) ინტერნეტში განთავსებაზე.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა, წინასწარ პატიმრობაში და პატიმრობაში მყოფ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტს და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა);
ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების საფუძველზე.
6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები ყოველი წლის 1 თებერვალსა და 1 აგვისტოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა, მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ბოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.
112. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
12. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2]
13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საარჩევნო კომისიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 91. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა და გამოქვეყნება
1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის – ამ არჩევნების წლის 1 მარტისთვის არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით.
2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საერთო არჩევნების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა) ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში და მის ყოველ საარჩევნო უბანში.
5. (ამოღებულია).
6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებში, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, და ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, ან საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, აგრეთვე ყოველ საარჩევნო უბანში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 10. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ (სიაში შეაქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები):
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (ისინი სიაში შეჰყავთ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში);
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან;
გ1) საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
დ) კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები (ისინი სიაში შეჰყავთ გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით);
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში;
ვ) ამ კანონის მე-9 მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული პირები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი გემის კაპიტანი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან.
7. სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს, განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
9. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
10. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:
ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;
ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 11. ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია)
1. ამომრჩეველთა სიის დანართი (შემდგომ – დანართი) დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:
ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
ბ) ამომრჩეველი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;
გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
2. დანართში შეიყვანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო კომისიაში მისვლა.
3. დანართში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში აღინიშნება დანართში მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.
4. დანართში შეიტანება ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 13. ამომრჩეველთა სიებისა და დანართის გამოქვეყნება
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო დანართი – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
ბ1) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;
გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „წინასწარ პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“;
დ) შეყვანილია დანართში, აღინიშნება „შეყვანილია დანართში“.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 14. ამომრჩევლის ბარათი
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;
ე) საარჩევნო უბნის ნომერი;
ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);
ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები
მუხლი 15. საარჩევნო ოლქები
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 19 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი:
ოლქის № | ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც მოიცავს საარჩევნო ოლქი | მანდატების რაოდენობა |
1. | ქალაქი თბილისი | 5 |
2. | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – ქალაქი სოხუმი, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონები | 5 |
3. | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – ქალაქი ბათუმი, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს რაიონები | 5 |
4. | ცხინვალის და ჯავის რაიონები, ლიახვის ხეობა | 3 |
5. | ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები | 2 |
6. | ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის რაიონები | 3 |
7. | ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ტყიბულის და ჭიათურის რაიონები | 2 |
8. | ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები | 2 |
9. | გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის რაიონები | 2 |
10. | ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები | 2 |
11. | ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონები | 3 |
12. | ქალაქი ფოთი, აბაშის, მარტვილის და სენაკის რაიონები | 2 |
13. | ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის რაიონები | 2 |
14. | ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონები | 2 |
15. | ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონები | 2 |
16. | გარდაბნის და მარნეულის რაიონები | 2 |
17. | გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის რაიონები | 2 |
18. | ლენტეხის და მესტიის რაიონები | 2 |
19. | ამბროლაურის, ონის და ცაგერის რაიონები | 2 |
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მიზნებისათვის ყოველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იქმნება ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ამ კანონით განსაზღვრული წესით.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებისათვის ქალაქ თბილისის საარჩევნო ოლქების შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონის XVII1 თავით.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. საარჩევნო ოლქებს ქმნის, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 105 დღისა და სათანადო ინფორმაციას 5 დღის ვადაში აქვეყნებს ოლქების საზღვრების მითითებით. საარჩევნო ოლქის საზღვრების დაზუსტება ხდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 75 დღისა და სათანადო ინფორმაცია ქვეყნდება დაზუსტების დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 16. საარჩევნო უბნები
1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 75-ე დღისა და სათანადო ინფორმაციას 5 დღის ვადაში აქვეყნებს უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო მიზნებისთვის.
3. გამონაკლის შემთხვევებში (სამხედრო ნაწილი, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია (სამხედრო მოსამსახურე), საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია, კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი გემი და სხვ.) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს. შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბანი შესაძლებელია შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
4. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხას და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.
5. კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.
6. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები მიეკუთვნება №01 საარჩევნო ოლქს.
7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი IV
საარჩევნო ადმინისტრაცია
მუხლი 17. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი და სისტემა
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება ამ კანონის შესაბამისად და ამავე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას.
2. საარჩევნო ადმინისტრაცია ასრულებს საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად საყოველთაო არჩევნების ჩატარებას, არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.
3. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.
4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემოკლებით – ცესკო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და ამ კომისიათა აპარატებისაგან, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. საარჩევნო კომისიების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების გარდა) შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების შექმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ხოლო უფლებამოსილება – ამ კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
6. ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ყოველი არჩევნების დასრულებიდან 60 დღის ვადაში ცესკო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების, დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა, ცესკოსა და საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ საქმეთა, ამ კომისიების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთა და სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებათა შესახებ.
7. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 18. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა
1. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
2. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია გავიდეს პარტიიდან.
4. საქართველოს ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიების წევრები, მათი აპარატების თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა, არიან საჯარო მოხელეები. მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 64-ე მუხლებითა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 – მე-9 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს იყოს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან დაწესებულების მოსამსახურე.
5. ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:
ა) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა);
ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს მიერ განთავისუფლდა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;
გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;
დ) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შემავალი დეპარტამენტების/სამმართველოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
ზ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;
ი) პროკურატურის თანამშრომლებისა;
კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;
ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.
51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს დადგენილებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
6. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 19. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
2. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
3. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 20. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა
1. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 6 წლით.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საარჩევნო უბანში ამ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე.
3. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.
4. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.
5. ერთი და იგივე პირი ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/წევრად არ შეიძლება აირჩეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 21. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები თანამდებობებიდან ვადამდე თავისუფლდებიან შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით:
ა) თანამდებობიდან გადადგომისას:
ა.ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის, ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;
ა.ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;
ა.გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას;
ა.დ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას;
ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;
გ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
დ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;
ე) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში და 37-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;
ვ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;
ზ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას ან თუ კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
თ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვისას ან ლიკვიდაციისას (თუ ლიკვიდაცია არ მოხდა ისეთ პარტიასთან გაერთიანების გამო, რომელსაც არ ჰქონდა კომისიის წევრის დანიშვნის უფლება; ამ შემთხვევაში ლიკვიდირებული პარტიის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება პარტია, რომელსაც იგი შეუერთდა), რომელმაც დანიშნა საარჩევნო კომისიის წევრი – პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ხოლო პარტიის ლიკვიდაციისას – ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
ი) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ მისი გამოწვევისას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
კ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;
ლ) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.
2. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს: საქართველოს პარლამენტი – 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია – 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა.
4. თუ გადადგომის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
5. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 22. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2. (ამოღებულია).
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.
5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
9. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
10. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
11. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.
12. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
161. კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
17. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 221. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევა
1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ცესკოს თავმჯდომარისა), თავმჯდომარის მოადგილეს/მდივანს, შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი კომისია.
2. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. ერთი და იმავე კანდიდატის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
5. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
6. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არ ჰყავს არც მდივანი, კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 23. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.
2. ცესკოს საშტატო განრიგს მისი თავმჯდომარის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს ცესკო, ხოლო ხარჯთაღრიცხვას ცესკოს წარდგინებით – საქართველოს პარლამენტი.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში (3 თვის განმავლობაში), ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 24. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.
2. (ამოღებულია).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან 32 დღის (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – არჩევნების დღემდე 34-ე დღიდან 36 დღის) განმავლობაში და განმეორებითი კენჭისყრის ან/და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე კენჭისყრის დღემდე მე-2 დღიდან 4 დღის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 25. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.
2. ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაჭრა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა.
4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და მდივნის განკარგულებები არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
41. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.
5. საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 26. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა
1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე, თავისი უფლებამოსილების პერიოდში, იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას.
2. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია – 9 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 27. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და 6 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
2. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
4. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საზოგადოებაში სარგებლობს დადებითი რეპუტაციით, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღე.
6. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
7. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.
8. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.
9. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოში ასარჩევ თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს. საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან/წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 28. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს/წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის 6 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.
2. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
3. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, კომისიის შემადგენლობის შვიდამდე შესავსებად, საქართველოს პარლამენტის უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს სიითი შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობისა, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ წარედგინება ცესკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ დადგენილებაში უნდა მიეთითოს ცესკოს თავმჯდომარედ/წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი. დადგენილებას უნდა დაერთოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 29. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;
ე) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;
თ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
ი) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
კ) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების დამზადებასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;
ლ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;
მ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;
ნ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/სპეციალური კონვერტების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ;
ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს;
პ) (ამოღებულია);
ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და მათ დაუყოვნებლივ განთავსებას ინტერნეტში, ხოლო ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის განთავსებასაც ინტერნეტში;
რ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;
ტ) აკონტროლებს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
უ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;
უ1) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების წესს და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პირობებს.
ფ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;
ქ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ღ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მის კომპიუტერულ დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი) ინტერნეტში განთავსებაზე;
ყ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
შ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ზ“, „ლ“-„პ“, „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე” და „ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 30. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.
2. ცესკოს თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;
გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ე) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ვ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (პარლამენტის არჩევნებისთვის) და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს. პარლამენტის წევრისა და თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს;
თ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ი) თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები დარჩა, უფლებამოსილების შეწყვეტის მომდევნო დღეს აცნობებს პარლამენტს ამის შესახებ;
კ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და კომისიის თანხმობით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 31. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.
3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 311. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები ამ კანონისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების გამართვას, არჩევნების მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული არჩევნების ჩატარებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მის ერთგვაროვან გამოყენებას.
2. ამ კანონის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების ჩატარებისას ექვემდებარებიან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127
მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის და კომისიის წევრებს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. საოლქო საარჩევნო კომისიას, არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე, უფლება აქვს დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი, მაგრამ არა უმეტეს ხუთი პირისა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. იგივე წესი მოქმედებს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
7. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ საკონკურსო დოკუმენტაციას წარადგენენ ცესკოში.
9. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
10. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები; თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.
12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის განკარგულებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის თავმჯდომარედ/წევრადაც იგი აირჩა. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
14. ცესკო აქვეყნებს არჩეულ კომისიის წევრთა სიას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 34. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
11. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.
2. საოლქო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ;
ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებისა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნების მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგი საარჩევნო უბანში). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;
ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
თ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ი) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
კ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;
ლ) უზრუნველყოფს რიგგარეშე, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;
მ) აკონტროლებს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;
ნ) უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას საარჩევნო ყუთებით, კენჭისყრისთვის განკუთვნილი კონვერტებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებითა და მათთვის აუცილებელი საარჩევნო საბუთებით;
ო) ისმენს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმაციას საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ და ამოწმებს ამ ვალდებულებათა შესრულებას; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;
პ) აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ „არჩევნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის“ შესრულებას;
ჟ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;
რ) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;
ს) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ტ) (ამოღებულია);
უ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
უ1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;
ფ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 35. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) (ამოღებულია);
დ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, მის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
ზ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა თბილისის საკრებულოსი), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;
ი) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
კ) თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მეორე დღესვე აცნობებს ამის შესახებ ცესკოს;
ლ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა).
2. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3. 2-2 წევრს ნიშნავენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პარტიები, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო დასახელებული (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება გადადის მომდევნო პარტიაზე და ა.შ.). ამ პუნქტით განსაზღვრული პარტიები ასევე ნიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიის 2-2 სარეზერვო წევრს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ კენჭისყრის დღეს, ამ კანონით დადგენილი წესით.
4. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები), იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიაში ამ კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შევსების უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე კანონით დადგენილი წესით. (გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობის შევსების უფლება აქვს ცესკოს).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.
2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა (სარეზერვო წევრთა) სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისა – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.
5. თუ არჩევნების დღემდე 35-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.
6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის – ცესკოს.
7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის ახალი წევრის არჩევის უფლება მისი შემადგენლობის შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს, შესაბამისად, საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
9. კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად (სარეზერვო წევრად) არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც (სარეზერვო წევრადაც) იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:
ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად (სარეზერვო წევრად) არჩეული/დანიშნული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
გ) ამ პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (სარეზერვო წევრი) და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) (ამოღებულია).
10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240
მუხლი 38. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.
2. საუბნო საარჩევნო კომისია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;
ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;
გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას);
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;
ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათს;
ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;
თ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;
ი) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;
კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ლ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;
მ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდგომ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;
ნ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 39. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;
ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;
ზ1) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
თ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;
ი) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
გ) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 391. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
თავი V
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები
მუხლი 40. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.
3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები
1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);
ე) ხელმოწერის თარიღი;
ვ) ხელმოწერა.
4. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
5. ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას მხარს უჭერს ამომრჩეველი.
მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება
1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმევა საარჩევნო რეგისტრაციაზე.
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება ცესკოს მიერ დადგენილი წესით. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 30 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-10 დღისა, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს სიის წარდგენის ვადის ამოწურვიდან მე-8 დღისა.
6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.
7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცენტრალური და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
თავი VI
არჩევნების დაფინანსება
მუხლი 43. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა
1. არჩევნების (გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოთა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა არჩევნებისა) მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. ცესკო კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის ხარჯის პროექტს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.
3. (ამოღებულია).
4. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება ცესკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 921 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადები არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.
6. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4219 – სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.23
მუხლი 44. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.
3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.
მუხლი 45. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განკარგვა
1. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს კომისიის სახელით განკარგავენ და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.
2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთ საფინანსო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებს საქართველოს კონტროლის პალატა.
მუხლი 46. საარჩევნო კამპანიის ფონდი
1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა.
2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. სოფლისა და თემის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.
3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის შესაბამის განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
31. საერთო ან ხელახალი არჩევნების დროს რეგისტრირებულმა პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გახსნან კენჭისყრამდე არა უგვიანეს 35 დღისა.
4. საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან 2 დღის ვადაში შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს ბანკის მიერ გაცემულ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ანგარიშის ნომერს, აგრეთვე აცნობებს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობასა და კოორდინატებს.
5. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.
6. პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნისას და ბანკთან ურთიერთობისას უფლება აქვს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით, ხოლო საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების შეთანხმებით – მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკის წესდებით.
7. საარჩევნო კამპანიის ფონდში მოზიდულ სახსრებად ითვლება როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 47. საარჩევნო შემოწირულობები საარჩევნო კამპანიის ფონდში
1. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობებად ითვლება მის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.
2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულებების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები. საარჩევნო კამპანიის ფონდში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოწირულებები მიიღება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა არ აღემატება 300 ლარს. ამასთანავე, დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ანონიმურად ითვლება. ანონიმური შემოწირულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
31. პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
32. საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 10 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 30 000 ლარს.
33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება პარტიების მიერ თავიანთი სახსრებიდან საკუთარი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გადაცემულ თანხებზე.
4. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.
5. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება:
ა) სხვა სახელმწიფოსაგან;
ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან;
გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან;
ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან;
ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187
მუხლი 48. საარჩევნო კამპანიის ფონდის განკარგვის წესი
1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ეფექტურად გამოყენებისა და განკარგვის მიზნით საარჩევნო სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველსა და ბუღალტერს.
2. საარჩევნო კამპანიის ფონდს საარჩევნო სუბიექტის მითითებით განკარგავენ ფონდის მმართველი და ბუღალტერი. ისინი პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კამპანიის ფონდის მიზნობრივ გამოყენებაზე.
3. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის (არჩევის) წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.
4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია უკანონოდ მიღებული შემოწირულებები 10 დღის ვადაში გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ შესაბამის საარჩევნო კომისიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმების მეშვეობით აცნობოს შემოწირულების წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი, ხოლო არჩევნების შემდეგ წარუდგინოს ფონდის ანგარიში კანონით დადგენილ ვადებში. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებისა და შემოწირულებათა დამალვისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ყველა სახის ოპერაციას აფორმებს დოკუმენტურად. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.
6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).
7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, შესაბამისი მომავალი არჩევნების ჩათვლით ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.
8. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას და დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლო იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე. საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენისას მისი და საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. ანგარიშზე არსებული ნაშთი უბრუნდება შემტან პირებს შეტანილი ფულადი სახსრების პროპორციულად.
10. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.
101. საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების პერიოდში ცესკოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით დაკომპლექტებული ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი.
11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულებების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში არსებული ფულადი სახსრების ოდენობის, წყაროსა და ჩარიცხვის თარიღის შესახებ მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება შესაბამის ვებ-გვერდზე.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187
თავი VII
კენჭისყრა
მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი
1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.
2. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის ჩატარების დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მათთვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით.
3. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. შენობის დროებით ჩაკეტვისა თუ კენჭისყრის შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებითი ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების ან მისი შეწყვეტის მიზეზი და დრო. შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით იხსნება შენობა/განახლდება კენჭისყრა. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია თავისი განკარგულებით შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის ამ პუნქტით გათვალისწინებული განკარგულებები.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
5. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ნაოსნობაში მყოფ გემებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.
6. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. კენჭისყრის პროცედურა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იწყება კენჭისყრის დღის 9 საათზე და სრულდება 19 საათზე.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 50. კენჭისყრის შენობის მოწყობა
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.
2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია პარტია (პარტიები). არ შეიძლება საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსება და კენჭისყრის ადგილის გამოყოფა იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობანაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებულნი არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კენჭისყრის შენობაში:
ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინისა და ერთი სარეგისტრაციო მაგიდისა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;
ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი/ოქმები (სადემონსტრაციო ოქმი არის A2 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში).
4. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).
5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 51. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი
1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზეც.
2. საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს მისცემს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას.
3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ბიულეტენები იბეჭდება ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.
4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე ბიულეტენების დაბეჭდვასა და ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.
5. ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.
6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.
8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.
9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.
10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელება, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება სპეციალური კონვერტებისა და ბიულეტენების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური კონვერტები და ბიულეტენები, ვალდებულია მოითხოვოს მიღებაჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
11. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) არჩევნების დასახელება და არჩევნების ჩატარების თარიღი;
ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);
დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში აღინიშნება მასში გაერთიანებული პარტიებიც); მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო თუ იგი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, მიეთითება „დამოუკიდებელი“;
ე) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.
12. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – რეგისტრატორის – ხელმოწერის ადგილი;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – ამომრჩეველთა რეგისტრატორის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი;
გ) (ამოღებულია).
13. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში, სუბიექტის სახელის გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.
14. საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა, წაღება ან განადგურება.
15. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.
16. ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენისა და ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული სპეციალური ქაღალდის დამზადება, გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 511. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები
1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება საუბნო საარჩევნო კომისიის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი. ოქმის ყველა ეგზემპლარს და ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ამავე კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ ქსეროასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.
3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი ოქმი ბათილია. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. ამ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება სხდომას, ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემებიც იქნა შესწორებული.
4. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმები (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ოქმისათვის, თანამიმდევრობით ინომრება, დაწყებული 00001-დან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის და 001-დან საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის. ოქმი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი. თითოეული ბლოკნოტის ფურცლები თანამიმდევრობით ინომრება, დაწყებული 01-დან. ბლოკნოტს აქვს ყდა, რომლის თავფურცელზედაც დაბეჭდილია არჩევნების დასახელება, საერთო არჩევნების ჩატარების წელი, ოქმების სახე, ბლოკნოტის ნომერი, გრაფები საარჩევნო ოლქის ნომრისა და დასახელების, საარჩევნო უბნის ნომრის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბლოკნოტის მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბლოკნოტის გამცემი და მიმღები უფლებამოსილი პირების ხელმოწერებისათვის. ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელი წარმოადგენს საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, რომელიც ყდის თავფურცელთან, გამოუყენებელ ოქმებთან და საარჩევნო კომისიის სხვა საბუთებთან ერთად ილუქება შესაბამისად საარჩევნო უბანში/საარჩევნო ოლქში კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.
5. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ოქმების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.
6. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
7. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტებს. ბლოკნოტი შედგება 2 ფურცლისაგან (№01, №02) და საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილი ოქმისაგან.
8. (ამოღებულია).
9. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 512. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).
2. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.
3. ჩანაწერთა წიგნი წარმოადგენს ე.წ. ზონარგაყრილ წიგნს. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი და დაესმევა საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომერი.
4. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი.
41. ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს კომისიის წევრთა შორის წილისყრით ფუნქციების განაწილების შედეგები.
42. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა.
43. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.
5. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.
6. (ამოღებულია).
7. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემის დადგენისთანავე კომისიის მდივანს იგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება წიგნის მე-6–მე-9 გვერდები) და სადემონსტრაციო ოქმში.
8. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით.
9. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.
10. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა დალუქულ საბუთებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, რაც გახსნისთანავე უნდა ეცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო კენჭისყრა იწყება 8 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს (წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი):
ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;
ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა ერთ წევრს ყოველი 500 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;
გ) საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს;
დ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში).
11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადდება კენჭისყრის დღეს, შეიძლება ჩაენაცვლოს ამ წევრის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის სარეზერვო წევრი. სარეზერვო წევრზე ვრცელდება კომისიის წევრისათვის ფუნქციის მინიჭების ამ პუნქტით დადგენილი წესი. ზემოაღნიშნულ წევრთა შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია.
2. წილისყრის ჩატარებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას. ამის შემდეგ ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. კომისიის ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ და ცარიელ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
3. თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა ერთით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის მდივანი ასრულებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ოთხით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს ჩანაწერთა წიგნში (დროის მითითებით).
31. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, საარჩევნო უბანი არ იხსნება.
4. წილისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;
გ) (ამოღებულია);
დ) ამოწმებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ზონარით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში, სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
6. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ილუქება და მათში საკონტროლო ფურცლები იყრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება სამ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
61. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.
7. ამომრჩეველთა ყოველ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა.შ.
8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თითოეულ რეგისტრატორს გადასცემს წილისყრით გამოვლენილ სპეციალურ ბეჭედს, რომლის კოდი შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 521. ამომრჩეველთა მარკირება
1. ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას - ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).
2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აღენიშნება, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.
3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.
4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ სათანადო რეაგირება მოითხოვონ მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.
5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის მონაწილეთა მიმართ.
6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.
61. (ამოღებულია).
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 53. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემა
1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში.
2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.
3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში შეიტანება საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
4. (ამოღებულია).
5. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი, შესაბამისი დროის მინიშნებით, შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო და შემაჯამებელ ოქმებსა და ჩანაწერთა წიგნში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 54. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) კენჭისყრის ოთახში შესვლამდე ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;
ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მისცემენ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;
გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო, და რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს). რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა სიაში მისი პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ამომრჩეველი ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;
დ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით. ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს, და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, ბიულეტენი (ბიულეტენები) სპეციალურ კონვერტში მოათავსოს; კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;
ვ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ზ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;
თ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 55. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა
1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
4. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას.
მუხლი 56. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა
1. გადასატანი სარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებს.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა. ამომჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროის და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;
ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში), რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს.
31. (ამოღებულია).
4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წილისყრით გამოვლენილი წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.
41. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.
5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის გასამართად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.
6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის პროცედურას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ის სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.
7. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრა მთავრდება კენჭისყრის დღის 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა. დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს კენჭისყრის დღის 20 საათისა, დაბრუნებულ უნდა იქნეს საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 57. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს ორ მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).
2. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში, სადემონტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ერთიან და სპეციალურ სიებსა და ამომრჩეველთა სიის დანართს.
3. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე მიეთითება გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე მიეთითება გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა.
4. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
6. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია და დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს გადასატანი საარჩევნო ყუთისათვის დადგენილი წესით. ამ ორი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი ოქმით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 58. საარჩევნო ყუთის გახსნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე.
4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. ამ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავების არარსებობის შემთხვევაში მთვლელები ითვლიან იმ სპეციალურ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები. სპეციალური კონვერტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. თუ იმ სპეციალური კონვერტების რაოდენობა, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები, მეტი აღმოჩნდება ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.
5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 59. ხმის დათვლა
1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა.შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული;
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია).
2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;
ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის;
ზ) (ამოღებულია).
4. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.
6. (ამოღებულია).
7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი ბიულეტენების დასტა ცალ-ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამის შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელში), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 60. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი
1. ამ კანონის 57-ე–59-ე მუხლებში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ავსებს ოქმის 2 ეგზემპლარს (№№01-02).
2. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
დ) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;
ე) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
ვ) ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობების ჯამი);
კ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 და 17 საათზე;
ლ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
მ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ნ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ო) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
პ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ჟ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;
რ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);
ს) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;
ტ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
უ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას);
ფ) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება საარჩევნო სუბიექტის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის დასახელება და რიგითი ნომერი.
31. საუბნო საარჩევნო კომისია განკარგულებით, რომელიც მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ეგზემპლარები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც №01 ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.
8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ქსეროასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის ქსეროასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.
9. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც ახარისხებს მათ და ინახავს არქივში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 61. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე
1. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
2. განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:
ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
3. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს, ხოლო უფლებამოსილი ორგანიზაციის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში – ასევე მის წარმომადგენელს, უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
5. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე და მასში მითითებული უნდა იყოს:
ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/მომჩივნის გვარი, სახელი და მისამართი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;
დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ე) მოწმის (თუ არის) გვარი, სახელი და მისამართი;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ არის);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე, ხოლო თუ შედეგების შეჯამება ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება, – შემაჯამებელი ოქმის შედგენის მომდევნო დღის 18 საათამდე. განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.
7. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და კომისიის წევრთა ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
8. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი და შემოსული განცხადებები (საჩივრები) ილუქება ცალ-ცალკე და იკვრება ერთ პაკეტად.
9. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 62. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა
1. ამ კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.
2. ამ კანონის 61-ე მუხლის 1-ლი – მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 63. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);
დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ე) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;
ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;
ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);
მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;
ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;
ო) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;
პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);
ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).
21. საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულთა ვინაობა, მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.
4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში/უბნებში და ამ უბანში/უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების ჩატარებულად ცნობაზე ან საარჩევნო ოლქში არჩეული თუ მეორე ტურში გასული პირის/პირების გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ თუ მეორე ტურში გასულ პირს/პირებს დაადგენს ამ უბნის/უბნების გაუთვალისწინებლად.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
6. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 ფურცელი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ქსეროასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 64. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
11. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.
2. განცხადების (საჩივრის) ან/და საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს:
ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;
ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას;
გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას;
დ) საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას;
ე) ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობას.
31. ცესკო, საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად, უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ინტერნეტში განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ინტერნეტში.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.
7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო ინტერნეტით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი VIII
საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას
მუხლი 65. არჩევნების საჯაროობა
1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.
3. საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობებში და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 66. საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას
1. არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ ინფორმაციას:
ა) თავისი საქმიანობის შესახებ;
ბ) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის შესახებ;
გ) საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;
დ) საარჩევნო სუბიექტების შესახებ.
2. საარჩევნო კომისიები მათთვის განკუთვნილ შენობებში თვალსაჩინო ადგილას აკრავენ:
ა) ამომრჩეველთა სიებს და ამ სიებში უზუსტობების გასაჩივრების წესსა და ვადებს;
ბ) საარჩევნო სუბიექტების სიებს;
გ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში), რომლებიც ჩამოიხსნება კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე;
დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება მოცემული კომისიის საქმიანობას.
3. შესაბამისი საარჩევნო კომისიები პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ:
ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს;
ბ) (ამოღებულია);
გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს;
დ) არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
4. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მეშვეობით ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას სმენის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთათვის ბგერითი ინფორმაციის გადასაცემად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს ჟესტების ენა ან/და სათანადო სპეციალური ტექნოლოგიები.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 67. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები
1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, თუ შენობის ფართობი არ იძლევა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მეტი რაოდენობის დასწრების შესაძლებლობას. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;
დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;
ე) დამკვირვებლებს.
3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი და სტატუსი: ცესკოს, №...საოლქო საარჩევნო კომისიის ან №...საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი/წევრი, ან ცესკოს №...საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან კანდიდატის გვარი, სახელი და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან ორგანიზაციის სახელწოდება და სიტყვა „დამკვირვებელი“, ან მასობრივი ინფორმაციის საშუალების სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 68. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;
ე) მოსამართლისა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისა;
ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;
თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.
5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
მუხლი 69. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.
2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა და წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.
4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და იმ საარჩევნო ოლქების მითითებით, სადაც ისინი დააკვირდებიან არჩევნებს.
7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში დანიშნულ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს – საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.
9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:
ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;
ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;
გ) იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)/უბნის (უბნების) ნომერი (ნომრები) და დასახელება (დასახელებები), სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 70. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
დ1) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 71. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) უფლება აქვს ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და მის ქვემდებარე საარჩევნო კომისიებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში რეგისტრაციაში გაატაროს წარმომადგენელი და მისცეს მას წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 72. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები
1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
მუხლი 73. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)
1. წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით.
2. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
3. კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი (მათი) დანიშვნის დღიდან.
5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) (ამოღებულია);
გ) მოსამართლეს;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების საჯარო მოხელეებს;
ე) (ამოღებულია);
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;
თ) სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს.
6. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა.
8. სამხედრო ნაწილის მეთაურები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სამხედრო ნაწილის საზღვრებში უზრუნველყოფენ სამხედრო ნაწილში მყოფ ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვის თანაბარ პირობებს. აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს საარჩევნო კამპანიის ჩატარება ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს, რომელმაც ეს ინფორმაცია 2 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს და გადასცეს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას.
9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
ა) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე ამომრჩევლების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.
91. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.
10. აკრძალულია საარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:
ა) (ამოღებულია);
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებები;
გ) სასამართლოები და პროკურატურის ორგანოები.
11. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
12. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა, არ შეიძლება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე.
13. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით ყოველდღიურად, საერთო არჩევნების დღემდე სულ ცოტა ბოლო 30 დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ გამოყოს ტელევიზიისა და რადიოს საეთერო დროის 2-2 საათი, რომელიც განაწილდება საარჩევნო სუბიექტებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით.
14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი;
გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
15. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე გაზეთები, გარდა პოლიტიკური პარტიის გაზეთისა, ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა გაზეთებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;
გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;
დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
151. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით საარჩევნო კომისიაში წარსადგენი ინფორმაციის ფორმებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.
16. გაზეთს უფლება აქვს ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით, წინასაარჩევნო რეკლამისთვის უფასო ფართობი გამოუყოს საარჩევნო სუბიექტს.
17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფარ-თობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.
18. თუ საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლში და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნულ უფასო დროს, ფართობს, იგი ვალდებულია ეს ასახოს საარჩევნო ფონდის ანგარიშში მაუწყებლის, გაზეთის მხრიდან შემოწირულობის სახით, იმ ოდენობით, რაც ღირს შესაბამისი დროის, ფართობის ფასიანი გამოყენება.
19. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-9–მე-15 და მე-18 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №789 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.24
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 731. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით და მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მაუწყებლებზე.
2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო არანაკლებ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური სუბიექტისათვის.
3. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა არანაკლებ საათში 60 წამის ოდენობით.
4. მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია ან ბლოკი:
ა) რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით;
ბ) რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში პროპორციული სისტემის საფუძველზე მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.
5. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.
6. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:
ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა;
გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა.
7. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი მომსახურების ზონაში შემავალ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 4 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით.
8. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;
ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;
გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;
დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა იქნეს ჩატარებული ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;
ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;
ვ) შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს:
ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;
ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და მიმდევრობა;
ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;
ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;
ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;
ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;
ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;
ვ.ი) შერჩევის ზომა;
ვ.კ) ცდომილების ფარგლები;
ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.
9. თუ საპარლამენტო ფრაქცია შედგება რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებისაგან და შესაბამისი სუბიექტები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
10. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 74. წინასაარჩევნო შეკრებები და მანიფესტაციები
1. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რეგულირდება ამ კანონით.
2. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობისა ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.
3. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე ომისა და ძალადობის პროპაგანდას.
4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიქტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
5. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.
6. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და სუბიექტთა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 75. სააგიტაციო მასალა
1. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო განმეორებითი კენჭისყრისას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიების საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა სიების გავრცელება სავალდებულოა.
2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.
3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.
5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სარეგისტრაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი.
6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.
7. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
1. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები, უფლება არა აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენონ თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის), კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
3. თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გულისხმობს:
ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების სამუშაო დროის განმავლობაში ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენებას საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მოხელეების მიერ სამსახურებრივი (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებულ) მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას.
31. დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ რომელიმე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირთათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
4. რეგისტრირებულ კანდიდატს, რომელიც არის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს თანამშრომელი და რომელზედაც არ ვრცელდება კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი შეუთავსებლობა, არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის უპირატესობის გამოყენების უფლება, კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება მას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს აქვს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენებისას. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.
5. რეგისტრირებულ კანდიდატს, ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, თუ დარღვევა კენჭისყრამდე დადასტურდა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის (თუ იგი იმავდროულად მაჟორიტარი კანდიდატია) საკითხს წყვეტს ცესკო, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის საკითხს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს (თუ ეს კანდიდატი პარტიულ სიაშიც იყო შეყვანილი, იგი ამ სიიდანაც ამოიღება). თუ ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შესახებ განცხადება საარჩევნო კომისიაში შევიდა არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა ან თუ იმავე პერიოდში თავად კომისიამ გამოავლინა ეს დარღვევა, კომისიის განკარგულებით პირს აეკრძალება იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. საარჩევნო კომისიის განკარგულება პირისთვის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან ზემოაღნიშნული დარღვევის დაუდასტურებლობის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი IX
დავის განხილვა
მუხლი 77. დავის განხილვის ვადა და წესი
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან საერთო სასამართლოში, ხოლო თუ დავა არჩევნების კონსტიტუციურობას ეხება – აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცესკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. აკრძალულია ამ კანონით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება.
3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ საარჩევნო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადაა 2 დღე.
4. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
5. განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში რეგისტრაციის მომენტიდან.
6. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოტანილ იქნეს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
7. ამ მუხლის მე-8–მე-13 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით, მე-14 პუნქტით, მე-15–28-ე პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი განუხილველი რჩება.
8. საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის შეტანის, საარჩევნო კომისიის მიერ მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტით, ხოლო ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხები – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. თუ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით განცხადების/საჩივრის შეტანის ვადა განსაზღვრული არ არის, მისი შეტანა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ შესაბამისი არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო საარჩევნო კომისიამ იგი უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 10 კალენდარული დღის ვადაში.
9. სასამართლოში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა ვადა ან/და წესი არ არის დადგენილი.
10. ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების დანიშვნის ან არდანიშვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანისა და განხილვის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. არჩევნების კონსტიტუციურობის გასაჩივრების ვადაა შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 დღე, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა განისაზღვრება ამ პუნქტში აღნიშნული კანონებით.
11. ამომრჩეველთა სიების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, მან ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საარჩევნო ადმინისტრაციას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
12. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
13. საარჩევნო უბნების შექმნის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
14. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის/არჩევის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
15. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
16. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას):
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
17. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
18. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს. სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
19. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:
ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ა.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს საინიციატივო ჯგუფი ან მისი წარმომადგენელი ანდა გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ა.გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
ა.დ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის ან მათი წარმომადგენლების რეგისტრაციას. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
20. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ა.ბ) მაჟორიტარ კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;
ა.გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;
ა.დ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;
ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
21. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
22. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
23. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სარჩელი ცესკოს მდივნის ან საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
24. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:
ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ა.ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
25. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-13–მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
26. ამ კანონის 76-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
27. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და დამტკიცებისა) გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
28. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების (ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი გასაჩივრების შემდეგ), აგრეთვე ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
29. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგრეთვე ცესკოს;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
30. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში;
გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
31. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
32. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:
ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;
ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
გ) სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1735 – სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.220
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
განსაკუთრებული ნაწილი
კარი II
თავი X
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
მუხლი 78. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება
1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მე-5 წლის აპრილის მე-2 კვირა დღეს.
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.
მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
მუხლი 81. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.
მუხლი 82. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვთ შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.
5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
მუხლი 83. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.
მუხლი 84. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
21. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;
გ) დარღვეულია ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.
4. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 85. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მათ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები აქვთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 86. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. (ამოღებულია).
2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
4. თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ან მეორე ტურში ვერ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტი – ტარდება ხელახალი არჩევნები.
5. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-16 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო უბნების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
51. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქის შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.
52. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.
6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი XI
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) ორი კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს.
4. მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.
5. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-სა.
6. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 88. ხელახალი არჩევნები
1. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ:
ა) არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა;
ბ) არჩევნები ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა;
გ) არჩევნების მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი.
2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 თვის ვადაში.
3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 89. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები
1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.
6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის სია.
7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.
8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
კარი III
თავი XII
საქართველოს პარლამენტის არჩევნები
მუხლი 90. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.
მუხლი 91. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა. პარლამენტის შემადგენლობა
1. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.
2. საქართველოს პარლამენტის 100 წევრი აირჩევა პროპორციული, ხოლო 50 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება
1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა.
2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.
3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს ცნოს მისი უფლებამოსილება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 93. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.
მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებით მიმართვამდე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 42-ე დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;
ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები;
კ) მოსამართლეები;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;
მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);
ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრები;
პ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრები;
ჟ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები;
რ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები.
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 941. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩევლისათვის გადასაცემი ბიულეტენები
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი XIII
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
მუხლი 95. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაცია
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:
ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.
6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ცესკოს თავმჯდომარე:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა, ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.
10. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია, მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 50 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესითა და ვადაში.
11. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
12. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
13. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
15. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;
გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;
დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი წევრის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;
ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;
ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;
ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;
თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
16. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.
17. ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
18. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას, და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12 – მე-16 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში იღებს: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.
19. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
20. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკის წევრი პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში.
21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
22. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.
23. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.
24. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა და ამის მიზეზებს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 951. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 952. პარტიის, საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება
1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;
გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
დ) თუ იგი გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;
ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;
ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა;
ზ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
2. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;
გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;
დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა;
ე) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 96. პარტიული სიების წარდგენა
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.
3. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
4. პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში.
5. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა.
6. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
8. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.
9. პარტიული სია ცესკოს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 31-ე დღისა. სიას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი 2 ეგზემპლარად უნდა იქნეს წარდგენილი; ამ საბუთების თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
10. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით.
11. პარტიულ სიაში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;
ე) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);
ზ) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);
თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);
ი) თუ კანდიდატი წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქშიც, უნდა აღინიშნოს ამ ოლქის დასახელება და ნომერი.
12. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;
ვ) განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);
ზ) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);
თ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);
ი) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);
კ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);
ლ) არანაკლებ 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო თუ მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში, უნდა მიეთითოს საქართველოს საკონსულო, სადაც იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე;
მ) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;
ნ) იმ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);
ო) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით (თუ წარდგენილია პარტიული სიით, უნდა აღინიშნოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება);
პ) თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში;
ჟ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;
რ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
14. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 97. კანდიდატთა წარდგენა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში
1. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს თავის პარტიულ სიაში შეყვანილ პირთაგან პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა რაოდენობა ამ კანონით შესაბამისი საარჩევნო ოლქისათვის განსაზღვრული მანდატების ორმაგი ოდენობის ტოლი უნდა იყოს.
3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 96-ე მუხლის მე-9–მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
4. პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა მაჟორიტარული წესით ასარჩევად უნდა წარადგინოს ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატები.
5. როგორც ძირითადი, ისე სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა შესაბამისი საარჩევნო ოლქის მანდატების ოდენობის ტოლი უნდა იყოს.
6. არჩევნებისას საარჩევნო ბიულეტენში ერთი რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა მიეთითოს ძირითადი მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა, აგრეთვე სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა.
7. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადებას უნდა ერთვოდეს თითოეული კანდიდატისათვის:
ა) მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით;
ბ) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად;
გ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.
8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების თითო ეგზემპლარს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს.
9. საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში რეგისტრირდება მხარდამჭერთა მიერ ხელმოწერილი ბლანკების და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 98. პარტიული სიებისა და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია
1. პარტიული სია და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.
2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ შესაბამის კანდიდატებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.
4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:
ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;
დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ;
ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
ვ) დარღვეულია ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
5. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 99. საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრა
1. საარჩევნო სუბიექტების რიგითობა დგინდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა.
2. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, მისი ნომრით მონაწილეობის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ საარჩევნო ბლოკის სიაში დასახელებულ პარტიებს. თუ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები, რომლებიც ბოლო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას. ამ შემთხვევაში რიგით მომდევნო პარტიები, საარჩევნო ბლოკები შესაბამისად გადაინაცვლებენ წინ.
3. პარტიების, საარჩევნო ბლოკების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისა, რიგითობა დგინდება წილისყრით.
4. პარტიის, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი პარტიები, საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.
5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭება იგივე რიგითი ნომერი, რაც მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.
6. წილისყრის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მას. წილნაყარი ნომერი ხდება კანდიდატის რიგითი ნომერი.
7. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებენ საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 100. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
3. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
31. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
4. საარჩევნო კომისია ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 101. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.
მუხლი 102. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა
1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
თავი XIV
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება
მუხლი 103. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში
1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 104. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
2. განცხადების/საჩივრის ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი დათვლის საკითხს, ხოლო თუ საარჩევნო უბნის შედეგებს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა, კომისია ვალდებულია შეასრულოს ზემოაღნიშნული მოქმედება.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
მუხლი 105. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.
2. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ერთი საარჩევნო სუბიექტის ყველა კანდიდატი საარჩევნო ოლქის მანდატების შესაბამისად, რომელთა სიამ მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.
6. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 7%-ისა.
7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 100-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
8. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 100-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
9. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება, ამოიღება პარტიული სიიდან და სიის დასაწყისისაკენ გადაინაცვლებენ მისი მომდევნო კანდიდატები.
11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.
12. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანთა ნახევარზე მეტში ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.
121. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.
13. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.
14. საარჩევნო უბანში კენჭისყრის ბათილად ცნობისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.
15. განმეორებითი კეჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან (მეორე ტურიდან) 2 კვირის ვადაში.
16. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.
17. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხდდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 7%, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საერთო არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
18. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 2%. ხელახალ კენჭისყრში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
19. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.
20. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 106. არჩევნების მეორე ტური. ხელახალი არჩევნები. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრები ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ძირითადი მაჟორიტარული სიები, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ 2-ზე მეტ მაჟორიტარულ სიას ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარული სიის მომდევნო რამდენიმე მაჟორიტარულმა სიამ ტოლი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული მაჟორიტარული სია მონაწილეობს.
2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელთა მაჟორიტარულმა სიამაც მეტი ხმა მიიღო. თუ მაჟორიტარულმა სიებმა ტოლი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა სიასაც პირველ ტურში მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
3. არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისას, აგრეთვე მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.
4. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. (ამოღებულია).
7. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.
71. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ცესკო სათანადო საბუთებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
9. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს შესაბამის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ სარეზერვო კანდიდატთაგან რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ მაჟორიტარული სარეზერვო კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.
10. საქართველოს პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
11. პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 ან 71 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად მისი უფლებამონაცვლეა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
მუხლი 107. არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
მუხლი 1071. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური შემოწმება
1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ, რის საფუძველზედაც ცესკო იღებს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.
2. თუ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაში აღნიშნული იქნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელია, მაშინ ეს პირი კარგავს პასიურ საარჩევნო უფლებას, ვიდრე იგი ცესკოს არ წარუდგენს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ჯანმრთელია.
3. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ, კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ერთობლივად შეარჩევენ ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
კარი IV
თავი XV
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები
მუხლი 108. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნა
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 40 დღისა.
3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 40 და არა უგვიანეს 60 დღისა.
4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
5. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 109. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე. საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.
2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე.
4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 110. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ვადები
საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 111. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
გ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;
დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;
ვ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
ზ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;
თ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრებს;
კ) მოსამართლეებს;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;
მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);
ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;
ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრებს;
პ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;
ჟ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
რ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებს და გამომძიებლებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი XVI
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები
მუხლი 112. საარჩევნო ოლქები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.
2. ცენტრალური სარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი XVII
მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნები
მუხლი 113. საარჩევნო სისტემა
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 114. საარჩევნო ხმის უფლება
მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 115. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომელიც შედის ამ რაიონის შემადგენლობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.
2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან. თვითმმართველი ქალაქი იყოფა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. თვითმმართველი ქალაქის 5 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფის შესახებ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 116. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 117. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა.
2. ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა.
3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა. პარტია ვალდებულია 50000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 33-ე დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
4. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;
გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:
ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;
ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;
დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);
გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:
ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;
ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;
გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;
დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;
ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;
ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;
ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;
თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.
15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.
16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.
17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 26-ე დღეს.
18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.
21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.
22. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 118. პარტიული სიის წარდგენა
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.
3. წარდგენილ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.
4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.
5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.
6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება – „უმუშევარი“);
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
თ) რეგისტრაციის ადგილი;
ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება (თუ წარდგენილია).
7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
8. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.
9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 119. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:
ა) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს;
ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
გ) საარჩევნო ბლოკს.
2. პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები არანაკლებ 50 ამომრჩევლისა.
3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა და უნდა წარადგინონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“);
ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
ზ) რეგისტრაციის ადგილი;
თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“).
5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრთა და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი.
6. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.
7. მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
8. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 120. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია
1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.
5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება;
გ) პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადება;
დ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია;
ე) 2 ფოტოსურათი;
ვ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
6. პარტიული სია ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:
ა) სახელი, გვარი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);
დ) რეგისტრაციის ადგილი;
ე) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება „უმუშევარი“);
თ) საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;
ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;
კ) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
ლ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში არ ატარებს.
8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 22-ე დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა.შ. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა.შ. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.
9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულებისა) რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს მე-15 დღისა. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.
10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭებათ იგივე რიგითი ნომერი, რაც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.
11. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.
12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 121. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.
2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს დაუყოვნებლივ.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 122. საარჩევნო ბიულეტენი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.
3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება „დამოუკიდებელი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების გვართან – შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. კანდიდატის თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-18 და არა უგვიანეს მე-14 დღისა.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.
5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 123. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
1. (ამოღებულია).
2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნების მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანამიმდევრულად მიეკუთვნებათ პირველ რიგში იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც, ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს.
31. თუ ათზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ ათ საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
4. თუ 2 ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატის წანაცვლება სიის დასაწყისისაკენ.
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 124. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
2. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 125. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.
2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.
3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:
ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;
ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;
გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;
დ) ნამდვილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;
ე) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;
ვ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას;
ზ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან №01 გადაეცემა ცესკოს, №02 რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო №03 გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.
6. ოქმის პირველი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, დანარჩენი – პარტიების, საარჩევნო ბლოკების, მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლებს.
7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის №02 ეგზემპლარის ქსეროასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1251. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 126. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები
1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.
3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1261. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
მუხლი 1262. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე
1. თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე:
ა) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული წევრის გამოკლების შემთხვევაში – იმავე პარტიულ სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი, თუ იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება;
ბ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული წევრის გამოკლების შემთხვევაში – შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს იკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში მანდატი უქმდება.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
თავი XVII1
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები
მუხლი 1263. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარების ზოგადი წესები
1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
3. თბილისის საკრებულო შედგება 37 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით მრავალმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 12 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე 10 ოლქში მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შედეგად.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1264. საარჩევნო ხმის უფლება
თბილისის საკრებულოს არჩევნებში თითოეულ ამომრჩეველს აქვს 1 ხმის უფლება.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
მუხლი 1265. საარჩევნო ოლქები
1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება 10 მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:
ა) მთაწმინდის;
ბ) ვაკის;
გ) საბურთალოს;
დ) კრწანისის;
ე) ისნის;
ვ) სამგორის;
ზ) ჩუღურეთის;
თ) დიდუბის;
ი) ნაძალადევის;
კ) გლდანის.
2. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების პროპორციული წესით განაწილების უზრუნველყოფის მიზნით შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
მუხლი 1266. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის განსაზღვრა
1. შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად.
2. თითოეულ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, ისე, რომ 5 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი იყოს 3-მანდატიანი, ხოლო 5 – 2-მანდატიანი.
3. მანდატების რაოდენობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრავს არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
მუხლი 1267. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და რეგისტრაცია
1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ამ მუხლით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.
2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს.
3. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, იმ პირობით, რომ 1 სუბიექტად წარდგენილი უნდა იქნეს იმდენი კანდიდატი, რამდენი მანდატიცაა შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში.
4. მაჟორიტარი კანდიდატების მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს წარუდგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა და პარტიული სიების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1268. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიული სიების წარდგენა
1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა.
2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 50 კანდიდატისაგან.
3. პარტიულ სიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილი არიან მაჟორიტარულ არჩევნებში. პარტიის პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ 1 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
4. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.
5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);
ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
თ) რეგისტრაციის ადგილი;
ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია ძირითად/სარეზერვო მაჟორიტარ კანდიდატად;
6. პარტიის პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.
7. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად) შევსების თარიღის მითითებით. ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1269. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა
1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს.
2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრები არანაკლებ 200 ამომრჩევლისა. ამასთანავე, ერთ საარჩევნო სუბიექტად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატი, რომლის პირველ ნახევარს შეადგენენ ძირითადი კანდიდატები, ხოლო მეორე ნახევარს – სარეზერვო კანდიდატები.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 12610. საარჩევნო ბიულეტენი
1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას თითოეული ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქისათვის მზადდება 1 ბიულეტენი.
2. საარჩევნო ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი, შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) სახელები და გვარები, აგრეთვე წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება.
3. საარჩევნო ბიულეტენში შესატანი კანდიდატების რიგითობა განისაზღვრება ამ კანონის 120-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 12611. ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენა
1. (ამოღებულია).
2. თბილისის საკრებულოს არჩევნებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში 1 სუბიექტად მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 12612. არჩევნების მეორე ტური
1. თუ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) ერთი თვის ვადაში.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 სუბიექტს.
4. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლებიან 1 სუბიექტად მონაწილე ის კანდიდატები, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240
მუხლი 12613. პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი
1. პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მაჟორიტარული წესით არჩევნების პირველი ტურის ჩატარების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების შესაბამისად.
2. პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების მიზნით ჯამდება ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობები.
3. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.
4. საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 12-ზე და გაიყოს ასეთი სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
5. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამი 12-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.
6. თუ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 4% ან მეტი მიიღო 12 საარჩევნო სუბიექტზე მეტმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 12614. თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
მუხლი 12615. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი სარეზერვო კანდიდატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მანდატი უქმდება.
2. თუ უფლებამოსილება შეუწყდა თბილისის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა პროპორციული წესით, მის ადგილს იკავებს შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი.
3. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს იკავებს რიგით მომდევნო კანდიდატი ამ მუხლის პირველი–მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
თავი XVIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 127. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127
მუხლი 1271. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 128. (ამოღებულია)
საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1281. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1282. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1283. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1284. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1285. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1286. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1287. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1288. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1289. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 12810. (ამოღებულია)
საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 12811. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 12812. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 12813. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების შექმნის ვადები
1. საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამ კანონის IV თავში განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესითა და ვადებში იქმნება საარჩევნო კომისიები.
2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის მიზნით 2005 წლის 10 მაისამდე განკარგულებით აცხადებს კონკურსს.
3. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.
4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.
5. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.
6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.
7. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა, საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარის ერთ კანდიდატს და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.
8. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების არჩევა ხორციელდება ამ კანონის 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებული წესითა და ვადებში.
9. არჩევიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება არჩეულ პირთა სია.
10. ცესკოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის მიზნით ცესკო მისი პირველი შეკრებიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
12. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.
13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ცესკოს წარედგინება ცესკოს ახალი შემადგენლობის პირველი შეკრებიდან ერთი თვის ვადაში.
14. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს მათი წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 20 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, წევრების არჩევა ხდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
15. საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.
16. ამ კანონის შესაბამისად და ამავე მუხლის ვადებში შექმნილი საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების პირველი შეკრებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებს. საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საქმეები გადააბარონ კომისიების ახალ შემადგენლობას.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
მუხლი 12814. 2005 წელს ჩასატარებელი შუალედური და ხელახალი არჩევნების დანიშვნის ვადა
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში 2005 წელს ჩასატარებელი შუალედური და ხელახალი არჩევნები გაიმართოს 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 129
1. ამ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ქართული ენის ცოდნის ვალდებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც შეეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცესკოს აპარატის თამშრომლებისათვის და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის – 2006 წლის 1 ივლისიდან. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე ცესკოს აპარატის თანამშრომლები და საოლქო კომისიის წევრები ვერ მიიღებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, ამ ვადის გასვლისთანავე, მათ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით შეუწყდებათ უფლებამოსილება. ცესკომ დაადგინოს სერტიფიცირების წესი და 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ცესკოს აპარატის თანამშრომლების და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, ხოლო 2006 წლის 1 ივლისამდე – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირება.
3. (ამოღებულია).
4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინადადების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს ამ კომისიებისთვის სათანადო კვალიფიკაციის თარჯიმნის გამოყოფას.
5. ამ კანონით დადგენილი სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნა არ ვრცელდება 2005 წელს არჩეულ ცესკოს წევრებზე.
საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127
საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
მუხლი 1291. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის არჩევნები და არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიებები
1. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე 40 დღით ადრე.
11. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, თვითმმართველი ქალაქებისა და რაიონების (მუნიციპალიტეტების), ასევე ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემთა საკრებულოების არჩევის მიზნით.
12. ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემთა საკრებულოების შემადგენლობა განისაზღვრება 14–14 წევრით, რომელთაგან 10 აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 4 – მაჟორიტარული წესით.
2. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების ტერიტორიას განსაზღვრავს ცესკო. მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებად განისაზღვრება ის ადმინისტრაციული ერთეული (ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება), რომელიც 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოადგენდა დამოუკიდებელ თვითმმართველ ერთეულს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიის განსაზღვრისას ძირითადი კრიტერიუმია ამომრჩეველთა რაოდენობისა და თვითმმართველი ქალაქის საერთო ტერიტორიის თანაბარზომიერი განაწილება.
3. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის დაკომპლექტებული საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ ამ კანონით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს.
4. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის თანამდებობიდან უნდა გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ის თანამდებობის პირები, რომლებიც აპირებენ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რომელთა თანამდებობების არსებობა არ არის გათვალისწინებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
5. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს წევრების მიმართ არ ვრცელდება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის მოთხოვნა.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1292. საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიება
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკომ უზრუნველყოს 1500 ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბნების შექმნა.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
მუხლი 1293. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით (ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება/შესწორება, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი ამომრჩევლების სიიდან ამოღება და ა.შ.), ამ კანონით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის დადგენილი წესის თანახმად, 2006 წლის 23 აგვისტოდან იქმნება სპეციალური ჯგუფები.
2. საოლქო საარჩევნო კომისია სპეციალური ჯგუფის სამი წევრის არჩევის მიზნით, არა უგვიანეს 2006 წლის 7 აგვისტოსი აცხადებს კონკურსს.
3. კონკურსის ჩატარების წესს, ვადებსა და პირობებს არა უგვიანეს 2006 წლის 1 აგვისტოსი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები გადაწყვეტილებას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დასანიშნად ამავე კანონით დადგენილ დოკუმენტაციას სპეციალური ჯგუფების წევრთა დანიშვნის შესახებ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არა უგვიანეს 2006 წლის 17 აგვისტოსი.
5. თუ ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა სპეციალური ჯგუფის წევრი (წევრები), იგი დაკარგავს წევრის დანიშვნის უფლებას, და თუ ამის გამო კომისიაში 2006 წლის 18 აგვისტოს ამ კანონის 26-ე მუხლით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის სპეციალური ჯგუფების შესაქმნელ კონკურსში მონაწილე პირთაგან შევსების უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
6. სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარის, მოადგილის ან მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სპეციალური ჯგუფის არანაკლებ ორ წევრს. ხელმძღვანელი პირი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სპეციალური ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
7. ამ მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, საარჩევნო უბნის საზღვრებს ამ კანონით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2006 წლის 4 აგვისტოსი განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია.
8. სპეციალური ჯგუფების პირველ სხდომას განკარგულებით ნიშნავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არა უგვიანეს 2006 წლის 21 აგვისტოსი.
9. სპეციალური ჯგუფების პირველი სხდომა იმართება არა უგვიანეს 2006 წლის 23 აგვისტოსი.
10. ამ მუხლის თანახმად შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრთა შრომის ანაზღაურებას დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
11. ამ მუხლის თანახმად შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფებმა, კარდაკარ სიარულის პრინციპით გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების თითოეული მონაცემი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად შეიტანონ შესწორებები.
12. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომლის მეშვეობითაც სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი ამომრჩევლების ერთიანი სიიდან ამოღებას. სპეციალურ ფორმას განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
13. ამ მუხლის თანახმად შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ გადამოწმებულ და შესწორებულ სიას ხელს აწერენ შესაბამისი სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი.
14. სპეციალური ჯგუფების მიერ შეტანილ შესწორებებს სამოქალაქო რეესტრის რაიონულ სამსახურებში გადამოწმების შემდეგ განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისია.
15. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ სპეციალურ ჯგუფებს შესაბამისი შენობებით.
16. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ხარჯთაღრიცხვას (განაწილებისა და გამოყენების წესს) განსაზღვრავს დადგენილებით არა უგვიანეს 2006 წლის 1 სექტემბრისა. აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაში აგრეთვე შეიტანება ამ დადგენილების მიღებამდე წინასაარჩევნო მზადებისათვის ცესკოს მიერ გაწეული ხარჯები.
17. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 20 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.
18. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების (ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული და გარდაბანი) ამომრჩეველთათვის სიაში საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით ამომრჩეველთა ერთიანი სიის და საარჩევნო ბიულეტენების თარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
19. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთათვის სემინარებისა და ტრენინგების გამართვა.
20. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებზე დაკვირვების მსურველმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია.
21. ამ კანონის VIII თავით განსაზღვრულისაგან განსხვავებულ წესსა და ვადებს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არა უგვიანეს 2006 წლის 1 სექტემბრისა განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240
თავი XIX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 130
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);
გ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 1998 წელი, №27-28).
მუხლი 131. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 2 აგვისტო.
№1047-რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108
2. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16
3. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15
4. საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41
5. საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173
6. საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174
7. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186
8. საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23
10. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127
11. საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140
12. საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163
13. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №789 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.24
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2
15. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144
16. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1735 – სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.220
17. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354
18. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363
19. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13
20. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14
21. საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176
22. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202
23. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240
24. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357
25. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4219 – სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.23
26. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187
დოკუმენტის კომენტარები