საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 5250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.04.001.002.986
  • Word
5250
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
010.210.000.04.001.002.986
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 12813და 12814 მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 1291 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 1293 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1294 და 1295 მუხლები:

     „მუხლი 1294. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიებები

1. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით (კარდაკარ გადამოწმების პრინციპით ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება/შესწორება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი ამომრჩევლების სიიდან ამოღება და ა. შ.) 2007 წელს იქმნება სპეციალური ჯგუფები. სპეციალური ჯგუფების წევრთა არჩევა/დანიშვნა ხდება ამ კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, არა უგვიანეს 2007 წლის 10 ოქტომბრისა. სპეციალური ჯგუფების შექმნის პირობები, ვადები, უფლებამოსილებანი, მუშაობის წესი და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

2. 2008 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 2008 წლის 1 მაისისა. ცესკო ვალდებულია, თავის ვებგვერდზე არა უგვიანეს 2008 წლის 15 მაისისა განათავსოს ინფორმაცია საარჩევნო უბნებისა და მათი საზღვრების შესახებ, ხოლო 2008 წლის 1 ივნისამდე – ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემები საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით.

3. 2008 წლის არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ცესკომ უზრუნველყოს 2007 და 2008 წლებში:

ა) ფასილიტატორების შესარჩევი კონკურსის ჩატარება, შერჩევა და მათი ტრენინგი;

ბ) ტრენერების შესარჩევი კონკურსის ჩატარება, შერჩევა და მათი ტრენინგი;

გ) ფასილიტატორებისა და ტრენერების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების პროფესიული და საარჩევნო გამოცდილების ამაღლების მიზნით შესაბამისი ტრენინგების ჩატარება;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების, პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების, აგრეთვე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარების ვადებს, პირობებს, სამართლებრივი და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს ცესკო ადგენს დადგენილებით არა უგვიანეს 2007 წლის 1 ოქტომბრისა.

5. 2008 წლის 1 ივლისიდან არჩევნების დასრულებამდე ჩასატარებელი არჩევნების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით ცესკომ უზრუნველყოს:

ა) დამატებით შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანა;

ბ) ცხელი ხაზის ფუნქციონირება;

გ) არჩევნების გაშუქების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის მიზნით დამატებითი შენობა-ნაგებობის ქირავნობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების ჩატარების ვადებს, პირობებს, სამართლებრივი და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს ცესკო ადგენს დადგენილებით არა უგვიანეს 2008 წლის 1 ივლისისა.

    მუხლი 1295. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების ცესკოში საარჩევნო რეგისტრაციის ზოგიერთი ღონისძიება

2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტებმა ამ კანონის მე-40 და 95-ე მუხლებით დადგენილი წესით ცესკოში უნდა გაიარონ მხოლოდ ერთი საარჩევნო რეგისტრაცია.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5250–რს