საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„
დოკუმენტის ნომერი 488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 18/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.573
  • Word
488
12/10/2004
სსმ, 30, 18/10/2004
010.190.020.04.001.001.573
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ღ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;

ღ.ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;

ღ.გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;

ღ.დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გვარი, სახელი;“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (ისინი სიაში შეჰყავთ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში);“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;“;

გ) მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტებში აღნიშნულ პირთა მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს სპეციალურ სიებს და შედგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ქვემდგომ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს. სპეციალურ სიებში შესატან მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია მათი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გადასცემს იმ საოლქო საარჩევნო კომისიებს, სადაც რეგისტრირებულნი არიან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები. ეს უკანასკნელი ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო აღნიშვნის გაკეთება საარჩევნო ოლქისა და შესაბამისი საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა ერთიან სიებში.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;“.

5. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტები:

„ე) საარჩევნო უბნის ნომერი;

ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.“.

6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/სპეციალური კონვერტების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ;“.

7. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე კავშირის/ფონდის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;“.

8. 33-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქალაქის პირადობის მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) ქსეროასლი;

დ) ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა, იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.“.

9. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე კავშირის/ფონდის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;“.

10. 37-ე მუხლის მე-9 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქალაქის პირადობის მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) ქსეროასლი;

დ) ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა, იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.“.

11. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას);“.

12. 39-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;“.

13. 391 მუხლის მე-10 პუნქტის:

ა) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი (მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენისას);

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის (რეგისტრაციის მოწმობის) ქსეროასლი;

გ) კანდიდატის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც მან უნდა აღნიშნოს, რომ იგი თანახმაა, იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;“.

14. 43-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

15. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს უფლება აქვს არ გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი (ასეთ შემთხვევაში მას უფლება არა აქვს საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენოს სხვა სახსრები, გარდა მისი წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებისა). თემისა და სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნის ნებაყოფლობით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.“.

16. 49-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის პროცედურა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იწყება კენჭისყრის დღის 9 საათზე და სრულდება 19 საათზე.“.

17. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 400 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინისა და ერთი სარეგისტრაციო მაგიდისა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (სადემონსტრაციო ოქმი არის A2 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში).“.

18. 51-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 100-100 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია ბიულეტენის სახე, გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებების, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბიულეტენების მიღების თარიღის, ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ბიულეტენების გამცემი და მიმღები უფლებამოსილი პირების ვინაობის (თანამდებობის, გვარისა და სახელის) აღნიშვნისა და მათი ხელმოწერებისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 100-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.“.

19. 511 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმები (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ოქმისათვის, თანამიმდევრობით ინომრება, დაწყებული 00001-დან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის და 001-დან საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისათვის. ოქმი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი. თითოეული ბლოკნოტის ფურცლები თანამიმდევრობით ინომრება, დაწყებული 01-დან. ბლოკნოტს აქვს ყდა, რომლის თავფურცელზედაც დაბეჭდილია არჩევნების დასახელება, საერთო არჩევნების ჩატარების წელი, ოქმების სახე, ბლოკნოტის ნომერი, გრაფები საარჩევნო ოლქის ნომრისა და დასახელების, საარჩევნო უბნის ნომრის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბლოკნოტის მიღების თარიღის აღნიშვნისა და ბლოკნოტის გამცემი და მიმღები უფლებამოსილი პირების ხელმოწერებისათვის. ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელი წარმოადგენს საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, რომელიც ყდის თავფურცელთან, გამოუყენებელ ოქმებთან და საარჩევნო კომისიის სხვა საბუთებთან ერთად ილუქება შესაბამისად საარჩევნო უბანში/საარჩევნო ოლქში კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტებს. ბლოკნოტი შედგება №01-დან №10-მდე თანამიმდევრულად დანომრილი 10 ფურცლისაგან და საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილი ოქმისაგან.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 512 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 – 43 პუნქტები:

„41. ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს კომისიის წევრთა შორის წილისყრით ფუნქციების განაწილების შედეგები.

42. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა.

43. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემის დადგენისთანავე კომისიის მდივანს იგი შეაქვს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება წიგნის მე-6–მე-9 გვერდები) და სადემონსტრაციო ოქმში.

8. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით.“.

21. 52-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც ჩანაწერთა წიგნში უნდა აღინიშნოს (დროის მითითებით). თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელ ფუნქციებზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი შეიცვლება წილისყრით გამოვლენილი დამკვირვებლით. თუ ეს რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, საარჩევნო ბიულეტენის მეორე ხელმოწერით დამოწმების ფუნქცია გადაეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნულ კომისიის წევრს. თუ ეს რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, გადასატან საარჩევნო ყუთს წაიღებს კომისიის ერთი წევრი. თუ ეს რაოდენობა ოთხით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის მდივანი შეასრულებს. თუ ეს რაოდენობა ხუთით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, ამომრჩეველთა სიები გადანაწილდება დანარჩენ რეგისტრატორებს შორის. აუცილებლობის შემთხვევაში, რეგისტრატორის ფუნქცია დროებით შეიძლება შეითავსოს კომისიის თავმჯდომარემ.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით;“.

22. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამომრჩეველს, რომელსაც არ გაუვლია მარკირების პროცედურა, არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. მის ბიულეტენს (ბიულეტენებს)/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.“.

23. 54-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას მდგარ მაგიდასთან, სადაც სპეციალური ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი ამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე ხელმოწერების არსებობას და მათი არსებობის შემთხვევაში სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს, ამომრჩეველს მისცემს იმავე ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტს და განახორციელებს მის მარკირებას. მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, გადაკეცოს დამოწმებული ბიულეტენი და მოათავსოს იგი სპეციალურ კონვერტში; კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას დამოწმებული ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ზ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.“.

24. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღის წინა დღის 18 საათამდე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა. ამომჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროის და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში), რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითებს ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის გამართვას და გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), ასევე კომისიის 2 წევრის (რეგისტრატორის და ბიულეტენების ხელმოწერით დამმოწმებელი კომისიის წევრის) ხელმოწერებითა და კომისიის ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს.“;

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის გასამართად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.“.

25. 58-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. ამ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავების არარსებობის შემთხვევაში მთვლელები ითვლიან იმ სპეციალურ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები. სპეციალური კონვერტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. თუ იმ სპეციალური კონვერტების რაოდენობა, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები, მეტი აღმოჩნდება ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.“.

26. 59-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სპეციალური კონვერტი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. მე-60 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის ნომერი;

ე) ერთიან სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში;

ზ) ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში);

თ) კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;

ი) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამი);

კ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 და 17 საათზე;

ლ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

მ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ნ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ო) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

პ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ჟ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

რ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);

ს) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ტ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

უ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საუბნო საარჩევნო კომისია განკარგულებით, რომელიც მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ფურცლები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ოქმის №01 ფურცელს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრების ასლებით) დაუყოვნებლივ გადასცემს ცესკოს.

 8. ოქმის №№03–08 ფურცლები დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო უბანში საუკეთესო შედეგის მქონე 6 პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ხოლო №09 და №10 ფურცლები – ორი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (თუ ამ ოქმის მიღების სურვილი მეტმა დამკვირვებელმა გამოთქვა, ორი დამკვირვებელი წილისყრით შეირჩევა). საარჩევნო სუბიექტების სხვა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს, თუ მოითხოვენ, საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01–10 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“.

28. 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს, ხოლო უფლებამოსილი ორგანიზაციის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში – ასევე მის წარმომადგენელს, უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

29. 63-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);

მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ო) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულთა ვინაობა, მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.“;

დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 ფურცელი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. ოქმის №№02 – 08 ფურცლები დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე 7 პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ხოლო №09 და №10 ფურცლები – ორი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს (თუ ამ ოქმის მიღების სურვილი მეტმა დამკვირვებელმა გამოთქვა, ორი დამკვირვებელი წილისყრით შეირჩევა). საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ საარჩევნო სუბიექტების სხვა წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს, თუ მოითხოვენ, გადაეცემათ საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელი) ქსეროასლი, დამოწმებული კომისიის ბეჭდით და კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“.

30. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას;

ე) ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობას.“.

31. 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრირებულ თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ თითო დამკვირვებელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს თავისი განკარგულებით წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“.

32. 69-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;

ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;

გ) იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)/უბნის (უბნების) ნომერი (ნომრები) და დასახელება (დასახელებები), სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.“.

33. 70-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;“.

34. 71-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.“.

35. 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.

 4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).“.

36. 76-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგისტრირებულ კანდიდატს, ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, თუ დარღვევა კენჭისყრამდე დადასტურდა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის (თუ იგი იმავდროულად მაჟორიტარი კანდიდატიც არის) საკითხს წყვეტს ცესკო, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის საკითხს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს (თუ ეს კანდიდატი პარტიულ სიაშიც იყო შეყვანილი, იგი ამ სიიდანაც ამოიღება). თუ ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შესახებ განცხადება საარჩევნო კომისიაში შევიდა არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა ან თუ იმავე პერიოდში თავად კომისიამ გამოავლინა ეს დარღვევა, კომისიის განკარგულებით პირს აეკრძალება იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მომდევნო არჩევნებში პირის კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან ზემოაღნიშნული დარღვევის დაუდასტურებლობის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

37. 77-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 33 პუნქტები:

„31. განცხადება/საჩივარი წარდგენილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში რეგისტრაციის მომენტიდან.

32. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოტანილ იქნეს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

33. ამ მუხლის მე-7 – მე-13 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით, მე-14 პუნქტით, მე-15 – 28-ე პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი განუხილველი რჩება.“;

ბ) მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია; მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული სია ან სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (ყველა არჩევნებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;“;

გ) 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“;

დ) 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგრეთვე ცესკოს;“;

ე) 26-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;“;

ვ) 27-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;“;

ზ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ცესკოს განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

გ) უზენაესი სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – ამ გადაწყვეტილების შესახებ. თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, ეს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.“.

38. 95-ე მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკის წევრი პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში.“.

39. 952 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;“.

40. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით;

ბ) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი – 2 ცალად;

გ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.“.

41. 105-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მათში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც. ეს შეზღუდვა არ გამოიყენება შუალედური არჩევნების დროს.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/სპეციალური კონვერტების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.“.

42. 106-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შუალედური არჩევნები პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად არ ტარდება.“.

43. 1071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების /საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, ცესკო იღებს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.

2. თუ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაში აღნიშნული იქნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელია, მაშინ ეს პირი კარგავს პასიურ საარჩევნო უფლებას, ვიდრე იგი ცესკოს არ წარუდგენს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ჯანმრთელია.

3. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პარლამენტის საერთო/შუალედური არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ, კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ერთობლივად შეარჩევენ ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.“.

44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12811 და 12812 მუხლები:

     „მუხლი 12811. 2004 წელს ჩასატარებელი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება და დაზუსტება

1. 2004 წელს ჩასატარებელი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს, ღონისძიებებსა და ვადებს დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება ხორციელდება ამ კანონის 12812 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე და ცესკოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 12812. 2004 წელს ჩასატარებელ არჩევნებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების, ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთები

1. 2004 წელს ჩასატარებელ არჩევნებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთის წარდგენის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ე) სამხედრო ბილეთი (საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის – სამხედრო ნამსახურობის ბარათი) და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;

ვ) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლისათვის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

2. 2004 წელს ჩასატარებელ არჩევნებში ხმის მიცემა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა, საარჩევნო ბიულეტენების გაცემა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთის წარდგენის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

დ) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ე) სამხედრო ბილეთი (საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის – სამხედრო ნამსახურობის ბარათი);

ვ) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრები ამომრჩევლისათვის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

3. თუ სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ ამომრჩეველს არა აქვს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არც ერთი საბუთი, მან კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას განმცხადებელს ეძლევა ამომრჩევლის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნულია უარის მიზეზი. ამომრჩევლის მოწმობის ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 12 ოქტომბერი.

#488 _ IIს