„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 16/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.003.897
  • Word
2786
12/03/2010
სსმ, 10, 16/03/2010
010.190.020.04.001.003.897
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“.

2. 52-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.“.

3. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი, საარჩევნო დოკუმენტაცია და ესწრებიან შემდგომ პროცედურებს.“.

4. 109-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე.“.    

5. 118-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

6. 119-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„6. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის  ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 120-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.“;

ბ)  მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;“;

ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;“.

8. 123-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

9. 1266 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის  ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.  

10. 12610 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

11. 12615 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც მუდმივად უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც და ფლობს ქართულ ენას.“.

12. 12631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12631. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების და მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

13. 12913 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 30 მაისს.“.

14. 12914 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წერილობით და ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოს ცესკოს არა უგვიანეს 2010 წლის 10 აპრილისა.“.

15. 12915 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2010 წლის 15 იანვრიდან 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა, რომლის იურიდიული ძალა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის იდენტურია, გარდა იმ საარჩევნო მიზნებისა, რომლებიც უკავშირდება აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებას. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადობის მოწმობაში 2010 წლის 15 იანვრის მდგომარეობით მითითებული არ არის კონკრეტული მისამართი, მონაწილეობს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩევნებში და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში.“.

16. 12917 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2010 წელს გასამართი არჩევნებისათვის უფასო საეთერო დრო ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 მარტი.

2786-Iს