დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3885-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 22/12/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016007 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 904 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადა არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 7 დეკემბერი.
№3885–IIს
დოკუმენტის კომენტარები