საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.001.887
  • Word
1735
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
010.210.010.04.001.001.887
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 77-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

2. მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.“.

3. მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

4. მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

5. მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

6. მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

7. მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

8. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხაობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

9. მე-15 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, თუ საქმე ეხება პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას, და 2 დღის ვადაში, თუ საქმე ეხება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციას. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

10. მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

11. მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

12. მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

13. მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი ცესკოს მდივნის ან საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

14. მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;“.

15. 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

16. 22-ე პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.“.

18. 26-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის სააპელაციო სასამართლოში ცესკოს განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;“.

19. 27-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;“.

20. 28-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის სააპელაციო სასამართლოში ცესკოს განკარგულების გამოცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;“.

21. 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

„29. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1735-რს