საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/11/268

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/11/268
დოკუმენტის ნომერი 1/11/268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 26/12/2003
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 29/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1/11/268
26/12/2003
სსმ, 50, 29/12/2003
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/11/268
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/11/268

2003 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

V. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს მოქმედება საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქარველოს საარჩევნო კოდექსის” (1) მე-9 მუხლის (ა) მე-7 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველს საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიაში მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა”, (ბ) მე-8 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა”, (გ) მე-10 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას” (დ) მე-12 პუნქტისა – ,,აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით”, (2) მე-10 მუხლის (ა) პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩევლებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანად სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა” და (ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადებისა იმ ნაწილში, რომლითაც ამ (მე-10) მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს ,,კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა”;

VI. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

VII. ეს საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და პრესაში.

კოლეგიის შემადგენლობა: ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)

ვ. გვარამია

ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ნ. შაშკინი