საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 5582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 12/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.003.074
  • Word
5582
07/12/2007
სსმ, 43, 12/12/2007
010.210.010.04.001.003.074
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

რ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:

     „მუხლი 601. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დამატებითი ღონისძიებები

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია №1 შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გაუგზავნოს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამ კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი №1 შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, მიღებისთანავე მიაწოდოს ცესკოს.

3. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ უბნის შედეგები გასაჩივრებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოქმის გამოქვეყნებისას (ვებ-გვერდზე განთავსებისას) ამის შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.“.

3. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაო-დენობების ჯამი);“.

4. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დამკვირვებელი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით.“.

6. 1296 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად პლებისციტის გამართვასთან დაკავშირებით ამ კანონით განსაზღვრულ სპეციალურ კონვერტში ერთდროულად თავსდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ბიულეტენი და პლებისციტის ბიულეტენი/ბიულეტენები. საარჩევნო და პლებისციტის ბიულეტენები გაბათილდება, თუ კონვერტში ერთი სახის თითო ბიულეტენზე მეტი აღმოჩნდა.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. არჩევნებისა და პლებისციტის ერთად გამართვასთან დაკავშირებით, პლებისციტზე დაკვირვების მსურველი ორგანიზაციების რეგისტრაცია განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში.

13. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმებს შორის განსხვავების შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ნორმები.“.

7. 1297 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1297. დამატებითი სიები საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევ-ნებისათვის

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემა შეიძლება დამატებითი სიების მეშვეობითაც.

2. პირს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე და არ არის ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით სიაში შეყვანა კენჭისყრის დღეს. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა (იძულებით გადაადგილებულმა პირმა – დევნილმა დამატებით უნდა წარადგინოს დევნილის მოწმობა), რომელიც ადასტურებს ამ უბნის ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ფაქტს, და განცხადება სიაში შეყვანის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში დამატებით დევნილის მოწმობის ასლი).

3. ამომრჩეველი ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში დამატებით სიაში შეჰყავს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, მას შემდეგ, რაც დააზუსტებს, რომ პირი არ არის ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში და მის მიერ წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნულ ინფორმაციას აცნობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.

4. დამატებით სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ანბანურად დალაგებული სიის პირველ სარეგის-ტრაციო მაგიდასთან გადის ამ კანონით განსაზღვრულ ხმის მიცემის პროცედურას. ამასთანავე, აღნიშნულ ამომრჩეველს მოეთხოვება სპეციალური კონვერტის (რომელშიც მის მიერ მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები) დამატებით განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტში მოთავსება.

5. ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ყუთის გახსნის პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები პირველ რიგში ითვლიან განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებს. თუ განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა 15 ან 15-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია წევრთა 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას ამ კონვერტების გახსნის, მათში არსებული სპეციალური კონვერტების დანარჩენ სპეციალურ კონვერტებთან შერევისა და მათი ერთად დათვლის თაობაზე. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტები არ იხსნება, ილუქება და დამატებით ოქმთან და ამ მუხლით განსაზღვრული წესით ამომრჩევლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად იგზავნება ცესკოში.

6. თუ დათვლის შედეგად განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა 15-ზე მეტი აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია წევრთა 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას ამ კონვერტების გახსნისა და მათში არსებული სპეციალური კონვერტების ცალკე დათვლის თაობაზე, რომლის მონაცემებიც შეიტანება დამატებითი სიით ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელ ოქმში. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტები არ იხსნება, ილუქება და დამატებით ოქმთან და ამ მუხლით განსაზღვრული წესით ამომრჩევლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად იგზავნება ცესკოში.

7. ცესკო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებით მიცემული ხმების დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხმათა 2/3-ით. თუ ხმების დათვლის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არჩევნების შედეგები ჯამდება ცესკოში გაგზავნილი განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებით მიცემული ხმების გაუთვალისწინებლად.

8. ცესკოს წევრს უფლება აქვს დასვას საკითხი ერთი რომელიმე უბნიდან შემოსული განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებით მიცემული ხმების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების ცალკე მიღების თაობაზე. ამ უბნიდან შემოსული განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებით მიცემული ხმები არ დაითვლება, თუ მათი დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ცესკოს წევრთა 2/3-მა მაინც.

9. ცესკოს მიერ განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებით მიცემული ხმების დათვლის შედეგები ფორმდება დამატებითი სიებით ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი სპეციალური ოქმით.

10. ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის შემაჯამებელი ოქმების ფორმების დადგენისას გაითვალისწინოს ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისი მონაცემების შეტანა, აგრეთვე უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიებში დამატებითი სიით ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და ცესკოს მიერ დამატებითი სიებით ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი სპეციალური ოქმის ფორმების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 7 დეკემბერი.

№5582–IIს