საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 22/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.003.198
  • Word
6013
21/03/2008
სსმ, 5, 22/03/2008
010.210.010.04.001.003.198
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან;“;

ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;“;

დ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;“;

ე) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;“;

ვ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“, „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები:

„ჭ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გასული, ისეთი შინაარსის შემცველი რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევის ხელშეწყობას;

ხ) საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, შემოწირულების ოდენობის, შემოწირულების მიღების თარიღის, ფონდის ანგარიშის გახსნის, დახურვისა და ფონდის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის შემომწირველთათვის შეტანილი თანხების პროპორციულად უკან დაბრუნების შესახებ;

ჯ) საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერული დამუშავებისა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში განთავსებისათვის.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მის ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.“;

გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 1 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში.

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-10 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით.“.

4. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. როგორც წესი, ყოველი თვითმმართველი ერთეული არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; გამონაკლისია საქართველოს დედაქალაქი, სადაც იქმნება 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აგრეთვე ერედვისა და ქურთის თემები, რომლებიც ერთად წარმოადგენენ ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, და აჟარისა და თიღვის თემები, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო ოლქების საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღის განსაზღვრიდან 2 დღის ვადაში და აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ოლქების საზღვრების მითითებით.“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.“.

6. მე-18 მუხლის:

ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:

ა) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა ცესკოს იმ წევრებისა, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პოლიტიკური გაერთიანებები, და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა);

ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

დ) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატისა და მისი წარმომადგენლისა;

ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ამომრჩეველი, გარდა:

ა) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

ბ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

გ) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

დ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისა, პარლამენტის აპარატის უფროსისა;

ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და მათი მოადგილეებისა;

ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელებისა;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა – გამგებლისა/მერისა და მისი მოადგილეებისა;

ი) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისა;

კ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

ლ) პროკურატურის თანამშრომლებისა;

მ) საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატისა და მისი წარმომადგენლისა;

ნ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.“;

ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:

„52. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის „დ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, და მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.

53. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს დადგენილებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისთანავე.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში და 37-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:

ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

12. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, ასევე საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.“;

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

9. 22-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.“.

10. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“.

11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ2) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და პარტიულ სიებს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

გ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში განთავსებისათვის;“.

12. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მათ დასრულებამდე უფლება აქვს დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული რაოდენობების ფარგლებში.“.

13. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ;

ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;

ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

თ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა), რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

ბ) „თ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ2) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს;“.

14. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“.

15. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.“.

16. 46-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი როგორც ფულადი სახსრების ერთობლიობა, ისე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა საარჩევნო სუბიექტისათვის. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები და საინიციატივო ჯგუფები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.“;

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 47-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან – 30 000 ლარს;

ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.“.

18. 48-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალებათ შესაბამის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა.“;

ბ) 101 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში, ცესკოს განკარგულებით იქმნება საზოგადოების წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით დაკომპლექტებული ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილ შესაბამის ინფორმაციას და მიღებულ დასკვნებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მისაღებად წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის დებულებას და მისი მუშაობის წესს ამავე ჯგუფის წევრების წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ცესკო ჯგუფის შექმნიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულებების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

19. 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება;“.

20. 511 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.“.

21. 512 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა დალუქული საბუთებისგან განცალკევებით გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

22. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.“.

23. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს). რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;“.

24. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

25. მე-60 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 57-ე–59-ე მუხლებში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით ავსებს თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც არ ჯამდება კენჭისყრის დღის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომელიც მიმაგრებულია ამ უბანზე;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;“;

გ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

26. 601 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსის მეშვეობით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამ კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, მიღებისთანავე მიაწოდოს ცესკოს.

3. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოქმის გამოქვეყნებისას (ვებ-გვერდზე განთავსებისას) ამის შესახებ უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.“.

27. 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს, ხოლო უფლებამოსილი ორგანიზაციის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში – ასევე მის წარმომადგენელს, უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული საჩივრების განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის ბათილობის საკითხის შესახებ.

5. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის გვარი, სახელი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის (თუ არის) გვარი, სახელი და მისამართი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ არის);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.“.

28. 62-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ დარღვეულია ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 პუნქტით, მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას.“.

29. 63-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“;

ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

30. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.

31. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.“.

32. 69-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი) მითითებით.

7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი (ოლქები) და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.“;

დ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.“;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. დამკვირვებლის მოწმობა ძალაშია შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში.“.

33. 73-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.“;

გ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;“;

დ) მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-15 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.“.

34. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

2. საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც სარგებლობენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, მათი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ საწვავის ანაზღაურების პირობით.“.

35. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 და 762 მუხლები:

    „მუხლი 761. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.

    მუხლი 762. წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების მოთხოვნების დარღვევა

1. ამ კანონის 76-ე და 761 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ცესკოს განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოცემული დაჯარიმების ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი გამოცემიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

4. რეგისტრირებული კანდიდატის მიერ ამ კანონის 76-ე და 761 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, კანდიდატის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას;

ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას.“.

36. IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX. საარჩევნო დავის განხილვა

    მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

5. ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო/ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

8. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/ სარჩელის/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

11. ამ კანონის 771 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/ სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 771. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. არჩევნების დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი, აგრეთვე არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელი წარედგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არჩევნების დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანისა და განხილვის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. არჩევნების კონსტიტუციურობის გასაჩივრების ვადაა შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 დღე, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა განისაზღვრება ამ პუნქტში აღნიშნული საქართველოს კანონებით.

2. ამომრჩეველთა სიების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს.

10. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს საინიციატივო ჯგუფი ან მისი წარმომადგენელი ანდა გააუქმა მათი რეგისტრაცია;

გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) მაჟორიტარ კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

დ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-14–მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

17. ამ კანონის 76-ე და 981 მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.

18. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

37. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.“.

38. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.“.

39. 84-ე მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;“.

40. 89-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის სია.“.

41. 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის 75 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 75 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.“.

42. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა);

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები;

ი) მოსამართლეები;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

ნ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრები;

ო) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრები;

პ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ჟ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, რეგისტრაცია უქმდება.“.

43. 95-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია, მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 30 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.“.

44. 952 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიის, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება“.

45. 96-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტიული სია ცესკოს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. სიას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი 2 ეგზემპლარად უნდა იქნეს წარდგენილი; ამ საბუთების თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

გ) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თუ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქშიც, უნდა აღინიშნოს ამ ოლქის დასახელება და ნომერი.“;

დ) მე-12 პუნქტის:

დ.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);“;

დ.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;“.

46. 97-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არჩევნებისას საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა მიეთითოს მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა.

7. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადებას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატისათვის:

ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად;

ბ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.

8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების თითო ეგზემპლარს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს.“;

ე) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

47. 98-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი – შესაბამისი საოლქო კომისიის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ შესაბამის კანდიდატებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკო ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.“;

დ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ;“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე და 771 მუხლებით დადგენილი წესით.“.

48. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 981 მუხლი:

    „მუხლი 981. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო კომისიის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია ამ კანონის 952 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე;

დ) თუ პირი გარდაიცვალა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

49. 99-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.“.

50. 103-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.“.

51. 105-ე მუხლის:

ა) მე-5–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა. მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

6. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 75-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

8. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 75-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 106-ე მუხლის 71 პუნქტით დადგენილი წესით.“;

გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საერთო არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.“.

52. 106-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არჩევნების მეორე ტური. ხელახალი და შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი“;

ბ) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

3. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. შუალედური არჩევნები იმართება სექტემბერ-ოქტომბერში.“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები იმართება სექტემბერ-ოქტომბერში ამ კანონით დადგენილი წესით. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში.“;

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 ან 71 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.“.

53. 1071 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/ საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ, რის საფუძველზედაც ცესკო იღებს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.“.

54. 1294 მუხლი ამოღებულ იქნეს.

55. 1297 მუხლი ამოღებულ იქნეს.

56. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1298 მუხლი:

    „მუხლი 1298. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სპეციალური რეგულირებები

1. 2008 წელს მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება მაისში. არჩევნების თარიღს 60 დღით ადრე განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 56-ე დღისა. იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოში განცხადების წარდგენისთანავე ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ გადაეცემა პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში.

3. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია, მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 30 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

4. 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამატებით ინიშნება 8 წევრი, რომელთაგან 7 წევრს ამ კანონის 281 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე მუხლით განსაზღვრული სუბიექტები, ხოლო 1 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით დანიშნული/არჩეული წევრების უფლებამოსილება იწყება მათი დანიშვნიდან და წყდება შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობისთანავე.

6. 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი არ არის სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრებისათვის, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პოლიტიკური გაერთიანებები.

7. ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13 წევრამდე შეავსოს.

8. ცესკო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის არჩევნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურების ჩატარების ვადების/ღონისძიებების განუსაზღვრელობის შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს ეს ვადები/ღონისძიებები.

9. ცესკომ უზრუნველყოს საქართველოს საზღვრებს გარეთ – ერაყსა და კოსოვოში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა 2008 წლის პროპორციული სისტემით ჩასატარებელ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ერაყსა და კოსოვოში საარჩევნო უბნებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესრულების მიზნით სპეციალური ჯგუფების შექმნის წესს, მათ შემადგენლობას, ვადებსა და უფლებამოსილებას, ასევე კენჭისყრის შედეგების შეჯამების წესს ადგენს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

10. არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიდეოდაკვირვების და ჩაწერის საშუალებები, ე.წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ პუნქტით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.

11. 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნის დღიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№6013–რს