დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2263 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 27/12/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.010.04.001.002.030 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. სოფლისა და თემის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.“.
2. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
3. 48-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია უკანონოდ მიღებული შემოწირულობები გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ შესაბამის საარჩევნო კომისიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმების მეშვეობით აცნობოს შემოწირულობის წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი, ხოლო არჩევნების შემდგომ კანონით დადგენილ ვადებში წარუდგინოს ფონდის ანგარიში. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის პასუხისმგებლობა ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებისა და შემოწირულობათა დამალვისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას და დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლო იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე. საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენისას მისი და საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“;
დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101პუნქტი:
„101. საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების პერიოდში ცესკოს განკარგულებით იქმნება საზოგადოებრივი წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით დაკომპლექტებული ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი.“.
4. 73-ე მუხლის:
ა) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი;
გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
15. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე გაზეთები, გარდა პოლიტიკური პარტიის გაზეთისა, ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა გაზეთებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;
გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;
დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.“;
ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:
„151. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით საარჩევნო კომისიაში წარსადგენი ინფორმაციის ფორმებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.“;
გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-9–მე-15 და მე-18 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.“.
5. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სარეგისტრაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2263-რს
დოკუმენტის კომენტარები