საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 09/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.003.651
  • Word
1880
22/10/2009
სსმ, 33, 09/11/2009
010.190.020.04.001.003.651
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის 2/3 მაინც. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის   1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1880–IIს