საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 14/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.340
  • Word
3400
23/06/2006
სსმ, 26, 14/07/2006
010.210.010.04.001.002.340
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ და „ჟ2“ ქვეპუნქტები:

„ჟ1) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;

2) მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) საარჩევნო ოლქი – საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით;“;

გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) პარლამენტის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საარჩევნო ოლქს;“;

დ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.“.

2. კანონის I თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:

     „მუხლი 83. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება

მორიგი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა, წინასწარ პატიმრობაში და პატიმრობაში მყოფ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე;

გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტს და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა);

ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების საფუძველზე.

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები ყოველი წლის 1 თებერვალსა და 1 აგვისტოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში.“;

ე) 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.“;

ვ) 111 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 პუნქტი:

„112. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

4. 91 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საერთო არჩევნების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა) ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში და მის ყოველ საარჩევნო უბანში.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ კანონის მე-9 მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული პირები.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს, განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.“.

6. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მიზნებისათვის ყოველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იქმნება ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ამ კანონით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხას და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.“.

8. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-18 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა);“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს დადგენილებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

10. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.“.

11. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.“.

12. 221 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.“.

13. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში (3 თვის განმავლობაში), ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“.

14. 24-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან 32 დღის (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – არჩევნების დღემდე 34-ე დღიდან 36 დღის) განმავლობაში და განმეორებითი კენჭისყრის ან/და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, აგრეთვე კენჭისყრის დღემდე მე-2 დღიდან 4 დღის განმავლობაში ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“.

15. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.“.

16. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე, თავისი უფლებამოსილების პერიოდში, იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას.

2. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია – 9 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“.

17. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.“.

19. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის და კომისიის წევრებს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

20. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;“.

21. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2-2 წევრს ნიშნავენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პარტიები, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო დასახელებული (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება გადადის მომდევნო პარტიაზე და ა.შ.). ამ პუნქტით განსაზღვრული პარტიები ასევე ნიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიის 2-2 სარეზერვო წევრს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ კენჭისყრის დღეს, ამ კანონით დადგენილი წესით.“.

22. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.“;

ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა (სარეზერვო წევრთა) სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისა – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 35-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად (სარეზერვო წევრად) არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც (სარეზერვო წევრადაც) იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის (სარეზერვო წევრის) დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად (სარეზერვო წევრად) არჩეული/დანიშნული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) ამ პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (სარეზერვო წევრი) და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.“.

23. 48-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულებების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში არსებული ფულადი სახსრების ოდენობის, წყაროსა და ჩარიცხვის თარიღის შესახებ მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება შესაბამის ვებგვერდზე.“.

24. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინისა და ერთი სარეგისტრაციო მაგიდისა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი/ოქმები (სადემონსტრაციო ოქმი არის A2 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში).“.

25. 51-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს მისცემს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ბიულეტენები იბეჭდება ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.“;

გ) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში აღინიშნება მასში გაერთიანებული პარტიებიც); მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო თუ იგი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, მიეთითება „დამოუკიდებელი“;“;

დ) მე-12 პუნქტის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – ამომრჩეველთა რეგისტრატორის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი;“;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

26. 511 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი. ოქმის ყველა ეგზემპლარს და ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ამავე კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ ქსეროასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

7. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმების ბლოკნოტებს. ბლოკნოტი შედგება 2 ფურცლისაგან (№01, №02) და საუბნო საარჩევნო კომისიის კუთვნილი ოქმისაგან.“.

27. 52-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, რაც გახსნისთანავე უნდა ეცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო კენჭისყრა იწყება 8 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს (წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი):

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა ერთ წევრს ყოველი 500 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;

გ) საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს;

დ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადდება კენჭისყრის დღეს, შეიძლება ჩაენაცვლოს ამ წევრის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კომისიის სარეზერვო წევრი. სარეზერვო წევრზე ვრცელდება კომისიის წევრისათვის ფუნქციის მინიჭების ამ პუნქტით დადგენილი წესი. ზემოაღნიშნულ წევრთა შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა ერთით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის მდივანი ასრულებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ოთხით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს ჩანაწერთა წიგნში (დროის მითითებით).“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ კომისიის წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, საარჩევნო უბანი არ იხსნება.“;

ე) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თითოეულ რეგისტრატორს გადასცემს წილისყრით გამოვლენილ სპეციალურ ბეჭედს, რომლის კოდი შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.“.

28. 521 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.“;

ბ) 61 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

29. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში შეიტანება საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.“.

30. 54-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლამდე ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მისცემენ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის პირველი ასო, და რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს). რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა სიაში მისი პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ამომრჩეველი ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;

დ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით. ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;

ე) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს, და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, ბიულეტენი (ბიულეტენები) სპეციალურ კონვერტში მოათავსოს; კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ვ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ზ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

თ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.“.

31. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა. ამომჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროის და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში), რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წილისყრით გამოვლენილი წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.“.

32. 57-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე მიეთითება გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში (ოქმების ბლოკნოტის ყდის უკანა ფურცელზე), სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. პაკეტზე მიეთითება გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.“.

33. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

34. მე-60 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 57-ე–59-ე მუხლებში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ავსებს ოქმის 2 ეგზემპლარს (№№01-02).

2. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

ე) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;“;

ბ.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობების ჯამი);“;

ბ.დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„უ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას);“;

ბ.ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება საარჩევნო სუბიექტის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის დასახელება და რიგითი ნომერი.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის №01 და №02 ეგზემპლარები (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც №01 ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ქსეროასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმის ქსეროასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“.

35. 63-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის №02 შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ქსეროასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც №№01-02 ოქმებისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.“.

36. 64-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო ინტერნეტით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.“.

37. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საზოგადოებრივი მაუწყებლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მეშვეობით ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას სმენის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთათვის ბგერითი ინფორმაციის გადასაცემად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს ჟესტების ენა ან/და სათანადო სპეციალური ტექნოლოგიები.“.

38. 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, თუ შენობის ფართობი არ იძლევა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მეტი რაოდენობის დასწრების შესაძლებლობას. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.“.

39. 68-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისა;“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.“.

40. 69-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.“.

41. 73-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების საჯარო მოხელეებს;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე ამომრჩევლების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.“;

ე) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა, არ შეიძლება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე.

13. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით ყოველდღიურად, საერთო არჩევნების დღემდე სულ ცოტა ბოლო 30 დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ გამოყოს ტელევიზიისა და რადიოს საეთერო დროის 2-2 საათი, რომელიც განაწილდება საარჩევნო სუბიექტებს შორის ამ კანონით დადგენილი წესით.“.

42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი:

     „მუხლი 731. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით და მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მაუწყებლებზე.

2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო არანაკლებ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური სუბიექტისათვის.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა არანაკლებ საათში 60 წამის ოდენობით.

4. მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია ან ბლოკი:

ა) რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით;

ბ) რომელმაც უკანასკნელ საყოველთაო არჩევნებში პროპორციული სისტემის საფუძველზე მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

5. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

6. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:

ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა;

გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა.

7. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი მომსახურების ზონაში შემავალ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 4 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით.

8. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა იქნეს ჩატარებული ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და მიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

9. თუ საპარლამენტო ფრაქცია შედგება რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებისაგან და შესაბამისი სუბიექტები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები.

10. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.“.

43. 76-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ რომელიმე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირთათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრირებულ კანდიდატს, რომელიც არის სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს თანამშრომელი და რომელზედაც არ ვრცელდება კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი შეუთავსებლობა, არა აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის უპირატესობის გამოყენების უფლება, კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება მას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს აქვს. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენებისას. ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე.

5. რეგისტრირებულ კანდიდატს, ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, თუ დარღვევა კენჭისყრამდე დადასტურდა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატისა და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის (თუ იგი იმავდროულად მაჟორიტარი კანდიდატია) საკითხს წყვეტს ცესკო, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის საკითხს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს (თუ ეს კანდიდატი პარტიულ სიაშიც იყო შეყვანილი, იგი ამ სიიდანაც ამოიღება). თუ ამ მუხლის დებულებათა დარღვევის შესახებ განცხადება საარჩევნო კომისიაში შევიდა არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა ან თუ იმავე პერიოდში თავად კომისიამ გამოავლინა ეს დარღვევა, კომისიის განკარგულებით პირს აეკრძალება იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. საარჩევნო კომისიის განკარგულება პირისთვის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ან ზემოაღნიშნული დარღვევის დაუდასტურებლობის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

44. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77. დავის განხილვის ვადა და წესი

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან საერთო სასამართლოში, ხოლო თუ დავა არჩევნების კონსტიტუციურობას ეხება – აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო ცესკოს გადაწყვეტილება – სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. აკრძალულია ამ კანონით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება.

3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ საარჩევნო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადაა 2 დღე.

4. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

5. განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში რეგისტრაციის მომენტიდან.

6. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოტანილ იქნეს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის მე-8–მე-13 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით, მე-14 პუნქტით, მე-15–28-ე პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი განუხილველი რჩება.

8. საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის შეტანის, საარჩევნო კომისიის მიერ მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტით, ხოლო ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხები – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. თუ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით განცხადების/საჩივრის შეტანის ვადა განსაზღვრული არ არის, მისი შეტანა შეიძლება ნებისმიერ დროს, მაგრამ შესაბამისი არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო საარჩევნო კომისიამ იგი უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 10 კალენდარული დღის ვადაში.

9. სასამართლოში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა ვადა ან/და წესი არ არის დადგენილი.

10. ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების დანიშვნის ან არდანიშვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანისა და განხილვის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით. არჩევნების კონსტიტუციურობის გასაჩივრების ვადაა შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 დღე, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა განისაზღვრება ამ პუნქტში აღნიშნული კანონებით.

11. ამომრჩეველთა სიების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, მან ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საარჩევნო ადმინისტრაციას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

12. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

13. საარჩევნო უბნების შექმნის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

14. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის/არჩევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

15. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

16. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას):

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

17. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

18. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს. სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

19. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:

ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ა.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს საინიციატივო ჯგუფი ან მისი წარმომადგენელი ანდა გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ა.გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ა.დ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საინიციატივო ჯგუფის ან მათი წარმომადგენლების რეგისტრაციას. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

20. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ა.ბ) მაჟორიტარ კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;

ა.გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

ა.დ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

ბ) სარჩელი ცესკოს თავმჯდომარის ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

21. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

22. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

23. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი ცესკოს მდივნის ან საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

24. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:

ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ა.ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, თუ საქმე ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას. რაიონული/საქალაქო სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

25. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-13–მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

26. ამ კანონის 76-ე მუხლის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

27. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და დამტკიცებისა) გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარეს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

28. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების (ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი გასაჩივრების შემდეგ), აგრეთვე ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

29. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგრეთვე ცესკოს;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

30. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

31. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

32. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;

ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცესკოს სარჩელის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მან დააკმაყოფილა სარჩელი, მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.“.

45. 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

46. 94-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები;“.

47. კანონის XII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 941 მუხლი:

     „მუხლი 941. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩევლისათვის გადასაცემი ბიულეტენები

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები.“.

48. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

49. მე-100 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“.

50. 105-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.“.

51. 108-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 40 დღისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 40 და არა უგვიანეს 60 დღისა.“.

52. 111-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს;

გ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

ვ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

ზ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებს და მათ მოადგილეებს;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრებს;

კ) მოსამართლეებს;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრებს;

პ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;

ჟ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

რ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებს და გამომძიებლებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

53. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 112. საარჩევნო ოლქები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.

2. ცენტრალური სარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.“.

54. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა.

2. ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა.

3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა. პარტია ვალდებულია 50000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 33-ე დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

4. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 26-ე დღეს.

18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

22. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.“.

55. 118-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა.“;

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება (თუ წარდგენილია).“.

56. 119-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები არანაკლებ 50 ამომრჩევლისა.

3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა და უნდა წარადგინონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.“.

57. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 120. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება;

გ) პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადება;

დ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია;

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6. პარტიული სია ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება „უმუშევარი“);

თ) საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

კ) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ლ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში არ ატარებს.

8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 22-ე დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა.შ. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა.შ. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულებისა) რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს მე-15 დღისა. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭებათ იგივე რიგითი ნომერი, რაც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.“.

58. 121-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

59. 122-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება „დამოუკიდებელი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების გვართან – შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. კანდიდატის თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-18 და არა უგვიანეს მე-14 დღისა.“.

60. 123-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ათზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ ათ საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.“.

61. 125-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან №01 გადაეცემა ცესკოს, №02 რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო №03 გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის №02 ეგზემპლარის ქსეროასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.“.

62. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1251 მუხლი:

     „მუხლი 1251. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.“.

63. 126-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 126. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები

1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.“.

64. 1263 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1263. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარების ზოგადი წესები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

3. თბილისის საკრებულო შედგება 37 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით მრავალმანდატიან ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 12 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე 10 ოლქში მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამების შედეგად.“.

65. 1267 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მაჟორიტარი კანდიდატების მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს წარუდგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა და პარტიული სიების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

66. 1268მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 24 დღისა.

2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 50 კანდიდატისაგან.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია ძირითად/სარეზერვო მაჟორიტარ კანდიდატად;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად) შევსების თარიღის მითითებით. ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

67. 1269 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრები არანაკლებ 200 ამომრჩევლისა. ამასთანავე, ერთ საარჩევნო სუბიექტად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატი, რომლის პირველ ნახევარს შეადგენენ ძირითადი კანდიდატები, ხოლო მეორე ნახევარს – სარეზერვო კანდიდატები.“.

68. 12610 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი, შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების (სარეზერვო კანდიდატების ჩათვლით) სახელები და გვარები, აგრეთვე წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება.

3. საარჩევნო ბიულეტენში შესატანი კანდიდატების რიგითობა განისაზღვრება ამ კანონის 120-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

69. 12611 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

70. 12613 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მაჟორიტარული წესით არჩევნების პირველი ტურის ჩატარების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების შესაბამისად.“.

71. 12615 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი სარეზერვო კანდიდატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი მანდატი უქმდება.“.

72. 1291 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე 40 დღით ადრე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, თვითმმართველი ქალაქებისა და რაიონების (მუნიციპალიტეტების), ასევე ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემთა საკრებულოების არჩევის მიზნით.

12. ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემთა საკრებულოების შემადგენლობა განისაზღვრება 14–14 წევრით, რომელთაგან 10 აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 4 – მაჟორიტარული წესით.“;

გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების ტერიტორიას განსაზღვრავს ცესკო. მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებად განისაზღვრება ის ადმინისტრაციული ერთეული (ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება), რომელიც 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოადგენდა დამოუკიდებელ თვითმმართველ ერთეულს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიის განსაზღვრისას ძირითადი კრიტერიუმია ამომრჩეველთა რაოდენობისა და თვითმმართველი ქალაქის საერთო ტერიტორიის თანაბარზომიერი განაწილება.

3. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის დაკომპლექტებული საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ ამ კანონით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის თანამდებობიდან უნდა გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ის თანამდებობის პირები, რომლებიც აპირებენ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რომელთა თანამდებობების არსებობა არ არის გათვალისწინებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

5. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ თბილისის მერისა და თბილისის საკრებულოს წევრების მიმართ არ ვრცელდება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის მოთხოვნა.“.

73. კანონის XVIII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1292 მუხლი:

     „მუხლი 1292. საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკომ უზრუნველყოს 1500 ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბნების შექმნა.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3400-Iს