საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 28/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.369
  • Word
3489
24/07/2006
სსმ, 31, 28/07/2006
010.210.010.04.001.002.369
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 37-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 12612 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) ერთი თვის ვადაში.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1293 მუხლი:

     „მუხლი 1293. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით (ერთიან სიაში არსებულ ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება/შესწორება, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი ამომრჩევლების სიიდან ამოღება და ა.შ.), ამ კანონით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის დადგენილი წესის თანახმად, 2006 წლის 23 აგვისტოდან იქმნება სპეციალური ჯგუფები.

2. საოლქო საარჩევნო კომისია სპეციალური ჯგუფის სამი წევრის არჩევის მიზნით, არა უგვიანეს 2006 წლის 7 აგვისტოსი აცხადებს კონკურსს.

3. კონკურსის ჩატარების წესს, ვადებსა და პირობებს არა უგვიანეს 2006 წლის 1 აგვისტოსი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები გადაწყვეტილებას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დასანიშნად ამავე კანონით დადგენილ დოკუმენტაციას სპეციალური ჯგუფების წევრთა დანიშვნის შესახებ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არა უგვიანეს 2006 წლის 17 აგვისტოსი.

5. თუ ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა სპეციალური ჯგუფის წევრი (წევრები), იგი დაკარგავს წევრის დანიშვნის უფლებას, და თუ ამის გამო კომისიაში 2006 წლის 18 აგვისტოს ამ კანონის 26-ე მუხლით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის სპეციალური ჯგუფების შესაქმნელ კონკურსში მონაწილე პირთაგან შევსების უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

6. სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარის, მოადგილის ან მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სპეციალური ჯგუფის არანაკლებ ორ წევრს. ხელმძღვანელი პირი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სპეციალური ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, საარჩევნო უბნის საზღვრებს ამ კანონით დადგენილი წესით, არა უგვიანეს 2006 წლის 4 აგვისტოსი განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისია.

8. სპეციალური ჯგუფების პირველ სხდომას განკარგულებით ნიშნავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არა უგვიანეს 2006 წლის 21 აგვისტოსი.

9. სპეციალური ჯგუფების პირველი სხდომა იმართება არა უგვიანეს 2006 წლის 23 აგვისტოსი.

10. ამ მუხლის თანახმად შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრთა შრომის ანაზღაურებას დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

11. ამ მუხლის თანახმად შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფებმა, კარდაკარ სიარულის პრინციპით გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების თითოეული მონაცემი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შესაბამისად შეიტანონ შესწორებები.

12. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომლის მეშვეობითაც სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არარეგისტრირებული გარდაცვლილი ამომრჩევლების ერთიანი სიიდან ამოღებას. სპეციალურ ფორმას განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

13. ამ მუხლის თანახმად შექმნილი სპეციალური ჯგუფების მიერ გადამოწმებულ და შესწორებულ სიას ხელს აწერენ შესაბამისი სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი.

14. სპეციალური ჯგუფების მიერ შეტანილ შესწორებებს სამოქალაქო რეესტრის რაიონულ სამსახურებში გადამოწმების შემდეგ განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისია.

15. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ სპეციალურ ჯგუფებს შესაბამისი შენობებით.

16. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ხარჯთაღრიცხვას (განაწილებისა და გამოყენების წესს) განსაზღვრავს დადგენილებით არა უგვიანეს 2006 წლის 1 სექტემბრისა. აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაში აგრეთვე შეიტანება ამ დადგენილების მიღებამდე წინასაარჩევნო მზადებისათვის ცესკოს მიერ გაწეული ხარჯები.

17. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 20 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

18. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების (ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული და გარდაბანი) ამომრჩეველთათვის სიაში საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით ამომრჩეველთა ერთიანი სიის და საარჩევნო ბიულეტენების თარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

19. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთათვის სემინარებისა და ტრენინგების გამართვა.

20. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებზე დაკვირვების მსურველმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია.

21. ამ კანონის VIII თავით განსაზღვრულისაგან განსხვავებულ წესსა და ვადებს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, არა უგვიანეს 2006 წლის 1 სექტემბრისა განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

    მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3489–რს