საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.057
  • Word
2414
23/12/2005
სსმ, 2, 09/01/2006
010.210.010.04.001.002.057
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „შ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ2) არჩევნების დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე;“.

2. 91 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 19 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი:

ოლქის

ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც მოიცავს საარჩევნო ოლქი

მანდატების რაოდენობა

1.

ქალაქი თბილისი

5

2.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაქალაქი სოხუმი, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონები

5

3.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაქალაქი ბათუმი, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს რაიონები

5

4.

ცხინვალის და ჯავის რაიონები, ლიახვის ხეობა

3

5.

ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები

2

6.

ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს და ხონის რაიონები

3

7.

ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ტყიბულის და ჭიათურის რაიონები

2

8.

ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები

2

9.

გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის რაიონები

2

10.

ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები

2

11.

ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონები

3

12.

ქალაქი ფოთი, აბაშის, მარტვილის და სენაკის რაიონები

2

13.

ადიგენის, ასპინძის, ახალციხის და ბორჯომის რაიონები

2

14.

ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონები

2

15.

ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონები

2

16.

გარდაბნის და მარნეულის რაიონები

2

17.

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის რაიონები

2

18.

ლენტეხის და მესტიის რაიონები

2

19.

ამბროლაურის, ონის და ცაგერის რაიონები

2

4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;“.

6. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უზრუნველყოფს რიგგარეშე, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, მის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“.

8. 46-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საერთო ან ხელახალი არჩევნების დროს რეგისტრირებულმა პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გახსნან კენჭისყრამდე არა უგვიანეს 35 დღისა.“.

9. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) უფლება აქვს ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და მის ქვემდებარე საარჩევნო კომისიებში.“.

10. 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი (მათი) დანიშვნის დღიდან.“.

11. 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის 100 წევრი აირჩევა პროპორციული, ხოლო 50 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.“.

12. 95-ე მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.“.

13. 951 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 952 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 96-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პარტიული სია ცესკოს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 31-ე დღისა. სიას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი 2 ეგზემპლარად უნდა იქნეს წარდგენილი; ამ საბუთების თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

გ) მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თუ კანდიდატი წარდგენილია მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქშიც, უნდა აღინიშნოს ამ ოლქის დასახელება და ნომერი.“;

დ) მე-12 პუნქტის:

დ.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) იმ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);“;

დ.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში;“.

16. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97. კანდიდატთა წარდგენა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში

1. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს თავის პარტიულ სიაში შეყვანილ პირთაგან პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა რაოდენობა ამ კანონით შესაბამისი საარჩევნო ოლქისათვის განსაზღვრული მანდატების ორმაგი ოდენობის ტოლი უნდა იყოს.

3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 96-ე მუხლის მე-9–მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

4. პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა მაჟორიტარული წესით ასარჩევად უნდა წარადგინოს ძირითადი და სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატები.

5. როგორც ძირითადი, ისე სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა შესაბამისი საარჩევნო ოლქის მანდატების ოდენობის ტოლი უნდა იყოს.

6. არჩევნებისას საარჩევნო ბიულეტენში ერთი რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა მიეთითოს ძირითადი მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა, აგრეთვე სარეზერვო მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა.

7. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადებას უნდა ერთვოდეს თითოეული კანდიდატისათვის:

ა) მხარდამჭერთა სია შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი კანდიდატი ბოლო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად და უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით;

ბ) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად;

გ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.

8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების თითო ეგზემპლარს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში რეგისტრირდება მხარდამჭერთა მიერ ხელმოწერილი ბლანკების და ხელმომწერ მხარდამჭერთა სრული რაოდენობა.“.

17. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. პარტიული სიებისა და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ შესაბამის კანდიდატებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ;

ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ვ) დარღვეულია ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“.

18. 99-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭება იგივე რიგითი ნომერი, რაც მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებენ საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა.“.

19. 103-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.“.

20. 105-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მათში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-ისა.

5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ერთი საარჩევნო სუბიექტის ყველა კანდიდატი საარჩევნო ოლქის მანდატების შესაბამისად, რომელთა სიამ მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 100-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

8. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 100-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება, ამოიღება პარტიული სიიდან და სიის დასაწყისისაკენ გადაინაცვლებენ მისი მომდევნო კანდიდატები.“.

21. 106-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არჩევნების მეორე ტური. ხელახალი არჩევნები. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი“;

ბ) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრები ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ძირითადი მაჟორიტარული სიები, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ 2-ზე მეტ მაჟორიტარულ სიას ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარული სიის მომდევნო რამდენიმე მაჟორიტარულმა სიამ ტოლი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული მაჟორიტარული სია მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომელთა მაჟორიტარულმა სიამაც მეტი ხმა მიიღო. თუ მაჟორიტარულმა სიებმა ტოლი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა სიასაც პირველ ტურში მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

3. არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისას, აგრეთვე მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს შესაბამის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ სარეზერვო კანდიდატთაგან რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ მაჟორიტარული სარეზერვო კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.“;

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 ან 71 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად მისი უფლებამონაცვლეა.“.

22. 1071 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ, კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ერთობლივად შეარჩევენ ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2414-რს