დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1074 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/09/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 01/10/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.04.001.000.979 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ კანონის მოთხოვნათა შესრულება, ამტკიცებს საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების ახალ ვადას და წესს; საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებას არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;“.
2. 74-ე მუხლის მე-10 პუნქტში სიტყვები „კენჭისყრის დღის დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე“, ხოლო სიტყვის „გარდა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და“.
3. 94-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „(მდივნები)“.
4. 114-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მეორე წინადადება, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტებიდან – სიტყვა „(ეხსნებათ)“.
5. 128-ე მუხლის მე-3 პუნქტს სიტყვის „მერების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე 2001 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალ“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 28 სექტემბერი.
№1074–Iს
დოკუმენტის კომენტარები