საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 29/11/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.410
  • Word
3124
28/11/2003
სსმ, 31, 29/11/2003
010.190.020.04.001.001.410
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 52-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამოწმებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ზონარით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.“.

2. 521 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას - ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).“.

3. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;“.

4. 61-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;“.

5. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.“.

6. 77-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ საარჩევნო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 3 დღით.“;

ბ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;“;

გ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით შეუწყდა უფლებამოსილება;“;

დ) მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;“;

ე) 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას;“.

7. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქის შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

52.საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.“.

8. 128-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.“.

9. 1288 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1289 და 12810 მუხლები:

     „მუხლი 1289. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ვადის გადაწევის შესახებ

1. 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მხარდამჭერთა სიების წარდგენის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადები გადაწეულ იქნეს 5-5 კალენდარული დღით.

2. ამ კანონის 128-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურების ჩატარების ვადების/ღონისძიებების განუსაზღვრელობის შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს ეს ვადები/ღონისძიებები.

    მუხლი 12810. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შესადგენად გამოიყენება შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი;

გ) დევნილის მოწმობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 28 ნოემბერი.

№3124-რს