საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩვენო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩვენო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 05/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.559
  • Word
420
16/09/2004
სსმ, 27, 05/10/2004
010.190.020.04.001.001.559
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩვენო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ.107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემოკლებით – ცესკო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების, საოლქო საარჩევნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ამ კომისიათა (საუბნო საარჩევნო კომისიების გარდა) აპარატებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. საარჩევნო კომისიების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების გარდა) შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების შექმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, ხოლო უფლებამოსილება – ამ კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.“.

2. 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 311. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები ამ კანონისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების გამართვას, არჩევნების მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული არჩევნების ჩატარებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მის ერთგვაროვან გამოყენებას.

2. ამ კანონის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების ჩატარებისას ექვემდებარებიან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას.“.

3. 127-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც ეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებისათვის – 2005 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც 2005 წლის 1 ივლისამდე, ხოლო აპარატის თანამშრომელს, რომელსაც 2005 წლის 1 აგვისტომდე მიღებული არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება შეუწყდება შესაბამისად 2005 წლის 1 ივლისიდან ან 2005 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინოს სერტიფიცირების წესი და 2005 წლის 15 აპრილიდან 1 ივლისამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საარჩევნო კომისიების წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სერტიფიცირება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№420-IIს