საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • Word
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1047
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 22/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.976
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1047
02/08/2001
სსმ, 25, 22/08/2001
010.190.020.04.001.000.976
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/03/2010 - 27/04/2010)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი I

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

ე) აქტიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

ზ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

თ) საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

) საარჩევნო ადმინისტრაციასაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;

1) (ამოღებულია);

ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;

მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;

1) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

1) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;

2) მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;

რ) (ამოღებულია);

ს) (ამოღებულია);

ტ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს;

უ) მორიგი არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

1) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;

ფ) რიგგარეშე არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

1) საარჩევნო ოლქი – საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით;

ქ) (ამოღებულია);

ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ღ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;

ღ.ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;

ღ.გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;

ღ.დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ყ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;

შ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

1) არჩევნების დასასრული – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი;

2) არჩევნების დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე;

3) კენჭისყრის დღე – არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე;

ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია;

1) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;

2) ლუქი – საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები;

ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;

ძ) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

ჭ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევის ხელშეწყობას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს;

ხ) საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, შემოწირულების ოდენობის, შემოწირულების მიღების თარიღის, ფონდის ანგარიშის გახსნის, დახურვისა და ფონდის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის შემომწირველთათვის შეტანილი თანხების პროპორციულად უკან დაბრუნების შესახებ;

ჯ) საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 31. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. გამოთქმაში „არჩევნებიდან N დღის ვადაში“ ტერმინი „არჩევნებიდან“ გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.

3. გამოთქმები „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.

4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

    მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება

1. ამ კანონით გათვალისწინებული არჩევნები საყოველთაოა:

ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 10, 56, 110) შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (73-ე, 76-ე, 78-ე, მე-80, 92-ე, 94-ე, 98-ე, 109-ე მუხლებით), ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

[2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის ორგანული კანონი №5186 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.273

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.

    მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება

1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.

2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა

1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

    მუხლი 81. არჩევნების საჯაროობა

1. საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არჩევნების მონაწილეთა დაფინანსების წყაროები და ოდენობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 82. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიები

1. აკრძალულია ისეთი ნორმატიული აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას ან არღვევს არჩევნების მონაწილეთა თანასწორობას. ასეთი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებში და წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.

3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 83. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება

მორიგი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

თავი II

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

    მუხლი 9. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) რეგისტრაციის მისამართი პირადობის მოწმობის შესაბამისად;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებასა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირისათვისაგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებაზე.

5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;

გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);

ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების საფუძველზე;

ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია ქმედუუნაროებად;

თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.

[თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ პატიმრობა. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.

7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში.

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.

[111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

112. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

12. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. (ძალადაკარგულია) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2]

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საარჩევნო კომისიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 91. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა და გამოქვეყნება

1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის – ამ არჩევნების წლის 1 მარტისთვის არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით.

2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საერთო არჩევნების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა) ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

3. (ამოღებულია).

4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში და მის ყოველ საარჩევნო უბანში.

5. (ამოღებულია).

6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებში, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, და ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, ან საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, აგრეთვე ყოველ საარჩევნო უბანში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 10. ამომრჩეველთა სპეციალური სია

1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ (სიაში შეაქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები):

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (ისინი სიაში შეჰყავთ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში);

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან;

[გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

1) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

დ) კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები (ისინი სიაში შეჰყავთ გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით);

ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში;

ვ) ამ კანონის მე-9 მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

[4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების დირექტორი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი გემის კაპიტანი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან.

7. სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს, განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

9. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

10. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა);

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

101. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:

ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში/რეფერენდუმში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის საზღვრებს.

11. საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 11. ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია)

1. ამომრჩეველთა სიის დანართი (შემდგომ – დანართი) დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;

ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

2. დანართში შეიყვანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია საარჩევნო კომისიაში მისვლა.

3. დანართში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში აღინიშნება დანართში მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.

4. დანართში შეიტანება ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რაც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 13. ამომრჩეველთა სიებისა და დანართის გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო დანართი – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;

1) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;

გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „წინასწარ პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“;

[გ) შეყვანილია სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“, „პატიმრობაშია“ ან „ნაოსნობაშია“; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

დ) შეყვანილია დანართში, აღინიშნება „შეყვანილია დანართში“.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 14. ამომრჩევლის ბარათი

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;

ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

ე) საარჩევნო უბნის ნომერი;

ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

თავი III

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 15. საარჩევნო ოლქები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის იქმნება 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. როგორც წესი, ყოველი თვითმმართველი ერთეული არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი; გამონაკლისია საქართველოს დედაქალაქი, სადაც იქმნება 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აგრეთვე ერედვისა და ქურთის თემები, რომლებიც ერთად წარმოადგენენ ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, და აჟარისა და თიღვის თემები, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მიზნებისათვის ყოველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იქმნება ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ამ კანონით განსაზღვრული წესით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებისათვის ქალაქ თბილისის საარჩევნო ოლქების შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონის XVII1 თავით.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. საარჩევნო ოლქების საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების თარიღის განსაზღვრიდან 2 დღის ვადაში და აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ოლქების საზღვრების მითითებით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 ., მუხ.11

    მუხლი 16. საარჩევნო უბნები

1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.

21. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

3. გამონაკლის შემთხვევებში (სამხედრო ნაწილი, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია (სამხედრო მოსამსახურე), საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია, კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი გემი და სხვ.) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს. შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბანი შესაძლებელია შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

4. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხას და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

5. კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

6. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქია და მათ შედეგებს აჯამებს ცესკო.

7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009., მუხ.383

თავი IV

საარჩევნო ადმინისტრაცია

    მუხლი 17. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი და სისტემა

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით.

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ასრულებს საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად საყოველთაო არჩევნების ჩატარებას, არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.

3. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.

4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან (შემოკლებითცესკო), ამ კომისიის აპარატისაგან, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

41. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონის 171 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულია ცესკოს წინაშე და მას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. საარჩევნო კომისიების შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით.

6. ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ყოველი არჩევნების დასრულებიდან 60 დღის ვადაში ცესკო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების, დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა, ცესკოსა და საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ საქმეთა, ამ კომისიების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელთა და სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებათა შესახებ.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009., მუხ.383

მუხლი 171. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

1. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომშისწავლების ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და სწავლების ცენტრის დებულების შესაბამისად.

2. სწავლების ცენტრის ფუნქციებია: საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; ცენტრი ასევე ასრულებსმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციას.

3. სწავლების ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სწავლების ცენტრის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო.

4. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს ცესკოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით, ხოლო ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009., მუხ.383

    მუხლი 18. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) უფლება არა აქვს შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია გავიდეს პარტიიდან.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, აპარატის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონისაჯარო სამსახურის შესახებ“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:

) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა);

) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

) საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატისა და მისი წარმომადგენლისა;

) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

51. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ამომრჩეველი, გარდა:

) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისა, პარლამენტის აპარატის უფროსისა;

) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და მათი მოადგილეებისა;

) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელებისა;

) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისა;

) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისაგამგებლისა/მერისა და მისი მოადგილეებისა;

) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისა;

) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

) პროკურატურის თანამშრომლებისა;

) საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატისა და მისი წარმომადგენლისა;

) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

52. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტის“–„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, და მასზე არ გავრცელდებასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.

53. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს დადგენილებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

6. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 19. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

2. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.

3. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 20. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა

1. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აირჩია ამ კანონის 32- მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისთანავე.

3. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.

4. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 21. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტითა და ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში და 37-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას;

კ) საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

11. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:

ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

12. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, ასევე საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

13. არჩეული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

2. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.

21. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და ამ კანონის 281 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს: საქართველოს პარლამენტი – 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია – 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა.

4. თუ გადადგომის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

5. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 22. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. (ამოღებულია).

3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.

5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.

6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვემდგომი კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

9. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

10. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

11. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

12. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

13. (ამოღებულია).

14. (ამოღებულია).

15. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

16. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

161. კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

17. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

     მუხლი 221. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ცესკოს თავმჯდომარისა), თავმჯდომარის მოადგილეს/კომისიის მდივანს (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა) შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი კომისია.

2. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა) კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

21. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

22. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრები წევრობის უფლებამოსილების ვადით, დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება კომისიის განკარგულებით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებისგან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

24. თუ ამ მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

25. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით არ იქნა დასახელებული საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არც ერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.

3. ერთი და იმავე კანდიდატის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა), აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

5. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

6. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არ ჰყავს არც მდივანი, კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 23. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.

2. ცესკოს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ცესკო, ხოლო ბიუჯეტს – პარლამენტი.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში (3 თვის განმავლობაში), ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 24. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.

2. (ამოღებულია).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებამდე ენიშნებათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 25. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაჭრა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის 2/3 მაინც. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ოფიციალურ ვებგ-ვერდზე.

4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

41. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

5. საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1880 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.197

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 26. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ამ კანონით დადგენილი წესით, ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები შედგება 13-13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 27. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოს პარტიული წევრების მიერ (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა), ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს 3 კანდიდატურას.

3. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგინებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). წარდგინებას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

5. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე თითო წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 28. ცესკოს წევრების არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

6. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

7. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.

8. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

9. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.

10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის 5 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.

11. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

13. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატების არარსებობის შემთხვევაში.

14. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ წარედგინება ცესკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნულ დადგენილებაში უნდა მიეთითოს ცესკოს წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი. დადგენილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 281. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

1. ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე მეტია, თითო წევრს ნიშნავს 7 სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია. თუ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას. თუ საარჩევნო ბლოკში შემავალ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ მყოფ პარტიას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 7-მდე შეივსება არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და . .), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ ყველა პარტიას მათი შედეგების შესაბამისად უფლება აქვს დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი კომისიის აღნიშნული წევრების რაოდენობის 7-მდე შესავსებად.

5. პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისას ან სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება და წევრთა რაოდენობა 7-მდე შეივსება მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის (პარტიების) წარმომადგენლით, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს ან თუ ამ პარტიამ (პარტიებმა) უარი განაცხადა წევრის დანიშვნაზე, გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.

6. პარტიას უფლება აქვს გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოში ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

7. ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრს ინფორმაციას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წარუდგენს ცესკოს უახლოეს სხდომაზე.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 29. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

დ) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად და აკონტროლებს მის შესრულებას;

ე) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

თ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

1) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;

2) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და პარტიულ სიებს;

ი) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

კ) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების დამზადებასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ლ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/სპეციალური კონვერტების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ;

ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

პ) (ამოღებულია);

ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და მათ დაუყოვნებლივ განთავსებას ინტერნეტში, ხოლო ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის განთავსებასაც ინტერნეტში;

რ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

ს) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;

ტ) აკონტროლებს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

1) განკარგულებით განსაზღვრავს იმ ოლქების ჩამონათვალს, სადაც განთავსებული იქნება ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები. . ვიდეოთვალი;

უ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

1) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების წესს და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ფ) უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ქ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ღ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილის მისამართი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში განთავსებისათვის;

ყ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

შ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“, „თ1“, „თ2“, „ლ“–„პ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება გამოცემიდან 3 დღის ვადაში.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 30. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ე) აძლევს სათანადო მოწმობებს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;

ვ) აძლევს სათანადო მოწმობებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის);

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს. პარლამენტის წევრისა და თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს;

თ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ი) თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში 7 წევრზე ნაკლები დარჩა, უფლებამოსილების შეწყვეტის მომდევნო დღეს აცნობებს პარლამენტს ამის შესახებ;

კ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

) საარჩევნო კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ვადით ცესკოს თავმჯდომარე ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და კომისიის თანხმობით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 31. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი.

2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.

3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

     მუხლი 311. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები ამ კანონისა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების გამართვას, არჩევნების მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული არჩევნების ჩატარებისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მის ერთგვაროვან გამოყენებას.

11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უმაღლესი საარჩევნო კომისიის 5 წევრსა და თავმჯდომარეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს უმაღლესი საბჭო, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიები. პარტიის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საარჩევნო კომისიის წევრებს, მათი რაოდენობა 7-მდე შეივსება მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და . .), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ ყველა პარტიას მათი შედეგების შესაბამისად უფლება აქვს დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი კომისიის აღნიშნული წევრების რაოდენობის 7-მდე შესავსებად.

2. ამ კანონის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ამ მუხლში აღნიშნული არჩევნების ჩატარებისას ექვემდებარებიან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

    მუხლი 311. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო.

3. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

4. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მათ დასრულებამდე უფლება აქვს დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული რაოდენობების ფარგლებში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

21. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის 32- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 1 წევრს და ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

7. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ საკონკურსო დოკუმენტაციას წარადგენენ ცესკოში.

9. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

10. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები; თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.

12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის განკარგულებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის თავმჯდომარედ/წევრადაც იგი აირჩა. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

14. ცესკო აქვეყნებს არჩეულ კომისიის წევრთა სიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 34. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

11. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.

2. საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის მათ;

ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;

ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

თ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა), რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

1) (ამოღებულია);

2) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს;

ი) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

კ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშს;

ლ) უზრუნველყოფს რიგგარეშე, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

მ) აკონტროლებს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფას შენობებით, საკომუნიკაციო საშუალებებით, ტრანსპორტით; წყვეტს საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

ნ) უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას საარჩევნო ყუთებით, კენჭისყრისთვის განკუთვნილი კონვერტებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებითა და მათთვის აუცილებელი საარჩევნო საბუთებით;

ო) ისმენს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინფორმაციას საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ და ამოწმებს ამ ვალდებულებათა შესრულებას; აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;

პ) აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ „არჩევნებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის“ შესრულებას;

ჟ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

რ) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;

ს) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ტ) (ამოღებულია);

უ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ფ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, აგრეთვე მისი თავმჯდომარის განკარგულება, რომელიც ეხება ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება 5 დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 35. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) (ამოღებულია);

დ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;

ვ) (ამოღებულია);

ზ) აძლევს სათანადო მოწმობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წარდგენილ კანდიდატებს;

თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა თბილისის საკრებულოსი), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;

ი) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

კ) თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მეორე დღესვე აცნობებს ამის შესახებ ცესკოს;

ლ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. 7 წევრს ამ კანონის 281 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.

2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისა – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.

6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის – ცესკოს.

7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის წევრის არჩევის უფლება მისი შემადგენლობის შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

9. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) ამ პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 371. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კომისიის წევრის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

2. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 38. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას);

დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათს;

ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

თ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას;

ი) ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას;

კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ლ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

მ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდგომ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

ნ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 39. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;

1) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

თ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

ი) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

გ) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 371 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 391. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

თავი V

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

    მუხლი 40. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.

3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);

ე) ხელმოწერის თარიღი;

ვ) ხელმოწერა.

4. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას მხარს უჭერს ამომრჩეველი.

    მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება ცესკოს მიერ დადგენილი წესით. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცენტრალური და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

თავი VI

არჩევნების დაფინანსება

    მუხლი 43. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის ხარჯის პროექტს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. (ამოღებულია).

4. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება ცესკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 921 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადები არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

6. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4219 – სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.23

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 44. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

    მუხლი 45. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განკარგვა

1. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს კომისიის სახელით განკარგავენ და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.

2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთ საფინანსო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შეამოწმოს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №883 – სსმ I, №1, 15.01.2009 წ., მუხ.1

    მუხლი 46. საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი როგორც ფულადი სახსრების ერთობლიობა, ისე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა საარჩევნო სუბიექტისათვის. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის სათანადო განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის შუალედური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნების დროს რეგისტრირებული პარტიის მიერ განცხადების წარდგენიდან) 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

31. (ამოღებულია).

4. საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან 2 დღის ვადაში შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს ბანკის მიერ გაცემულ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ანგარიშის ნომერს, აგრეთვე აცნობებს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობასა და კოორდინატებს.

5. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.

6. პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნისას და ბანკთან ურთიერთობისას უფლება აქვს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით, ხოლო საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების შეთანხმებით – მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკის წესდებით.

7. საარჩევნო კამპანიის ფონდში მოზიდულ სახსრებად ითვლება როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 47. საარჩევნო შემოწირულობები საარჩევნო კამპანიის ფონდში

1. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობებად ითვლება მის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულებების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები. საარჩევნო კამპანიის ფონდში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოწირულებები მიიღება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა არ აღემატება 300 ლარს. ამასთანავე, დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ანონიმურად ითვლება. ანონიმური შემოწირულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

31. პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან – 30 000 ლარს;

ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.

32. საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 10 000 ლარს;

ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 30 000 ლარს.

33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება პარტიების მიერ თავიანთი სახსრებიდან საკუთარი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გადაცემულ თანხებზე.

4. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.

5. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება:

ა) სხვა სახელმწიფოსაგან;

ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან;

ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან;

ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 48. საარჩევნო კამპანიის ფონდის განკარგვის წესი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ეფექტურად გამოყენებისა და განკარგვის მიზნით საარჩევნო სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველსა და ბუღალტერს.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდს საარჩევნო სუბიექტის მითითებით განკარგავენ ფონდის მმართველი და ბუღალტერი. ისინი პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კამპანიის ფონდის მიზნობრივ გამოყენებაზე.

3. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის (არჩევის) წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.

4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია უკანონოდ მიღებული შემოწირულებები 10 დღის ვადაში გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ შესაბამის საარჩევნო კომისიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმების მეშვეობით აცნობოს შემოწირულების წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი, ხოლო არჩევნების შემდეგ წარუდგინოს ფონდის ანგარიში კანონით დადგენილ ვადებში. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებისა და შემოწირულებათა დამალვისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ყველა სახის ოპერაციას აფორმებს დოკუმენტურად. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.

6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).

61. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდგომ საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დღიდან ამ ბლოკში შემავალი სუბიექტები ვალდებული არიან შეაჩერონ თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდით. იმ საარჩევნო სუბიექტებმა, რომლებიც გაწევრიანებული არიან საარჩევნო ბლოკებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფონდების ანგარიშების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიას ასევე წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა საარჩევნო კომისიას დამატებით წარუდგენენ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ფონდის დახურვის 20-დღიანი ვადა აითვლება საარჩევნო ოლქში გამართული მეორე ტურის შედეგების შეჯამებიდან.

7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალებათ შესაბამის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა.

8. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა, ისინი შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცესკომ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ან ცესკო მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების შეჯამება ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად. საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენისას მისი და საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. ანგარიშზე არსებული ნაშთი უბრუნდება შემტან პირებს შეტანილი ფულადი სახსრების პროპორციულად.

10. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

101. საარჩევნო სუბიექტების მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში, ცესკოს განკარგულებით იქმნება საზოგადოების წარმომადგენლებით, იურისტებითა და ლიცენზირებული აუდიტორებით დაკომპლექტებული ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილ შესაბამის ინფორმაციას და მიღებულ დასკვნებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მისაღებად წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის დებულებას და მისი მუშაობის წესს ამავე ჯგუფის წევრების წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ცესკო ჯგუფის შექმნიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა.

11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულებების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

თავი VII

კენჭისყრა

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 49. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.

2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:

ა) პარტია (პარტიები);

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა-ნაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისა).

3. კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. კენჭისყრის შენობაში:

ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები) (სადემონსტრაციო ოქმი არის A2 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში);

ე) არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება განთავსებულ იქნეს ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია.

7. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

8. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

9. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 50. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გააძევოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.

5. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 51. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩევლისათვის ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე საჯარო ადგილებში სათანადო ინფორმაციის განთავსებით, ამომრჩევლებისათვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა.

3. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.

5. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში, კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების მიზეზი და დრო. კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

6. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

7. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ნაოსნობაში მყოფ გემებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.

8. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისთვის კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

3. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;

დ) პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთანავე, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები;

ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა:

ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;

ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა ერთი წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;

ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;

ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს;

ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

4. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:

ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;

ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.

7. ამომრჩეველთა ყოველ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..

8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადასცემს წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორის ბეჭედს, რომლის ნომერიც შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 521. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას - ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აღენიშნება, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ სათანადო რეაგირება მოითხოვონ მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის მონაწილეთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

61. (ამოღებულია).

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 53. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.

3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას.

7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით.

10. არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან (ოქმებთან) ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 54. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

2. იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.

4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.

6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.

9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები.

12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);

დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება;

ე) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

13. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო ოლქისათვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა.

14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა, წაღება ან განადგურება.

17. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენისა და ამავე მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნული სპეციალური ქაღალდის დამზადება, გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 55. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

4. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

5. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

6. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ოქმების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

7. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

9. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

10. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 56. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აღენიშნება, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სათანადო რეაგირება მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეთა მიმართ.

[5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეთა მიმართ. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)]

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

    მუხლი 57. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობის (პირადობის მოწმობასთან ერთად) წარდგენის შემთხვევაში.

2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

4. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 58. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობას (პირადობის მოწმობასთან ერთად). ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი აკეთებს ხელმოწერას ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;

დ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;           

ე) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში; საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ვ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ზ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

თ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი, შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

9. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი, საარჩევნო დოკუმენტაცია და ესწრებიან შემდგომ პროცედურებს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 59. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

3. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში), რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

4. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.

5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

7. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი განეკუთვნება იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას, სადაც იგი რეგისტრირებულია.

8. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.

9. თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

11. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 60. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს ორ მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებს და ამომრჩეველთა სიის დანართს.

3. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

4. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

6. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია, დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი).

7. ძირითადი საარჩევნო უბანი ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს.

8. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 61. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე.

4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. ამ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავების არარსებობის შემთხვევაში მთვლელები ითვლიან იმ სპეციალურ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები. სპეციალური კონვერტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. თუ იმ სპეციალური კონვერტების რაოდენობა, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები, ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდება, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.

5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 62. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

4. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 63. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და შუალედური არჩევნებისას დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;

ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ნ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ო) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

პ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ჟ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

რ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

9. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც ახარისხებს მათ და ინახავს არქივში.

12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.

14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსის მეშვეობით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 64. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი

1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის შედეგების ბათილობის საკითხზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია, აღნიშნულის თაობაზე კეთდება სათანადო ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 641. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისია გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 642. ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა

1. ამ კანონის 641 მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

4. ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

5. ამ კანონის 64-ე და 641 მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 643. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ო) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა, მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

6. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 644. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოში, მე-2 ეგზემპლარი კი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.

5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.

8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი VIII

საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

    მუხლი 65. არჩევნების საჯაროობა

1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

3. საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობებში და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

    მუხლი 66. საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

1. არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ ინფორმაციას:

ა) თავისი საქმიანობის შესახებ;

ბ) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის შესახებ;

გ) საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;

დ) საარჩევნო სუბიექტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიები მათთვის განკუთვნილ შენობებში თვალსაჩინო ადგილას აკრავენ:

ა) ამომრჩეველთა სიებს და ამ სიებში უზუსტობების გასაჩივრების წესსა და ვადებს;

ბ) საარჩევნო სუბიექტების სიებს;

გ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში), რომლებიც ჩამოიხსნება კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე;

დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება მოცემული კომისიის საქმიანობას.

3. შესაბამისი საარჩევნო კომისიები პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ:

ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს;

დ) არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

4. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მეშვეობით ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას სმენის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთათვის ბგერითი ინფორმაციის გადასაცემად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოიყენოს ჟესტების ენა ან/და სათანადო სპეციალური ტექნოლოგიები.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 67. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები

1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის და ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, თუ შენობის ფართობი არ იძლევა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მეტი რაოდენობის დასწრების შესაძლებლობას. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

3. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი და სტატუსი: ცესკოს, №...საოლქო საარჩევნო კომისიის ან №...საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი/წევრი, ან ცესკოს №...საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან კანდიდატის გვარი, სახელი და სიტყვა „წარმომადგენელი“, ან ორგანიზაციის სახელწოდება და სიტყვა „დამკვირვებელი“, ან მასობრივი ინფორმაციის საშუალების სახელწოდება და სიტყვა „წარმომადგენელი“.

4. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

5. საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობა. ამ კანონით გათვალისწინებულ განცხადებაში/საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარდგენილი ამ კანონით დადგენილი წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 68. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ე) მოსამართლისა;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისა;

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

    მუხლი 69. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი) მითითებით.

7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი (ოლქები) და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

71. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

8. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

81. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;

ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება;

გ) იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების)/უბნის (უბნების) ნომერი (ნომრები) და დასახელება (დასახელებები), სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.

10. საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობაში ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა მითითებული უნდა იყოს, რომ მას დაკვირვების უფლება აქვს ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ნებისმიერ უბანში.

11. დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის შესაბამისი მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 70. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;

ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

1) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 71. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისია 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში უნდა აღინიშნოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 72. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.

 4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

    მუხლი 73. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით.

2. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერის მეშვეობით.

4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) განახლდება მისი (მათი) დანიშვნის დღიდან.

5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) (ამოღებულია);

გ) მოსამართლეს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების საჯარო მოხელეებს;

ე) (ამოღებულია);

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;

თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

6. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

8. (ამოღებულია).

9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)     საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

91. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

10. აკრძალულია საარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

გ) სასამართლოები;

დ) სამხედრო ნაწილებში.

101. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში.

11. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

12. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა, არ შეიძლება კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე.

13. (ამოღებულია).

14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი;

გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

141. (ამოღებულია).

15. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონულმა გაზეთებმა – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;

გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

151. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით საარჩევნო კომისიაში წარსადგენი ინფორმაციის ფორმებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

16. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთებისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.

17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფარ-თობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

18. (ამოღებულია).

19. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-15 პუნქტების დამრღვევ პირს ეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №789 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.24

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №479 – სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.183

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 731. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით და მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მაუწყებლებზე.

11. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ამ მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი;

ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;

გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;

დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.

2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.

4. (ამოღებულია).

41. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

5. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

6. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:

ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა;

გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25%-ისა.

7. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც მისი მომსახურების ზონაში შემავალ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 4 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ის მხარდაჭერით.

8. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა იქნეს ჩატარებული ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და მიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

9. (ამოღებულია).

10. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.

11. საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო საეთერო დროის თანაბრად განაწილებისა და ამ კანონით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით მედიამონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფს ცესკო უშუალოდ ან მომსახურების შესყიდვით.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 74. წინასაარჩევნო შეკრებები და მანიფესტაციები

1. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რეგულირდება ამ კანონით.

2. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.

3. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიქტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

5. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

6. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და სუბიექტთა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 75. სააგიტაციო მასალა

1. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო განმეორებითი კენჭისყრისას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიების საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა სიების გავრცელება სავალდებულოა.

2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.

3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სარეგისტრაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი.

6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

7. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

2. საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც სარგებლობენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, მათი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ საწვავის ანაზღაურების პირობით.

3. საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 761. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 762. წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების მოთხოვნების დარღვევა

1. (ამოღებულია).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ცესკოს განკარგულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოცემული დაჯარიმების ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი გამოცემიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

4. რეგისტრირებული კანდიდატის მიერ ამ კანონის 76-ე და 761 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანდიდატის მიმართ ამავე კანონის 12627 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას;

ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი IX

საარჩევნო დავის განხილვა

    მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

5. ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო/ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

8. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/ სარჩელის/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

11. ამ კანონის 771 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/ სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში საარჩევნო დავებზე განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1735 – სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.220

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 771. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ამომრჩეველთა სიების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, იმ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო, ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ცესკოს.

10. პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) (ამოღებულია);

გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) (ამოღებულია).

11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესის დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მიერ ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 და მე-14–მე-17 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

17. ამ კანონის 76-ე და 981 მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას და თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება; საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.

18. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებათა (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.198

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

განსაკუთრებული ნაწილი

კარი II

თავი X

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

    მუხლი 78. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება

1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე არ ვრცელდება თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 81. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 82. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვთ შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.

5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 83. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 84. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

21. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;

გ) დარღვეულია ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადები.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.

4. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

     მუხლი 841. პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

2. საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 842. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში ცესკოს სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

5. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეული იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი.

6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

7. რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატების სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 დღისა.

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 85. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აქვთ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი წესით.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №479 – სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.183

    მუხლი 86. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. (ამოღებულია).

2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

4. (ამოღებულია).

5. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

51. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქის შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

52. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.

6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

თავი XI

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

    მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური

1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან ორი კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.

4. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 88. ხელახალი არჩევნები

1. ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად არ აირჩა პრეზიდენტი.

2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 თვის ვადაში.

3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 89. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.

6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის სია.

7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

კარი III

თავი XII

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

    მუხლი 90. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 91. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა. პარლამენტის შემადგენლობა

1. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტის 75 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 75 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს ცნოს მისი უფლებამოსილება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 93. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.

    მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა);

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრები;

ი) მოსამართლეები;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

1) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრები;

ო) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრები;

პ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;

ჟ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, რეგისტრაცია უქმდება.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5246 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.296

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5467 – სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.372

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1182 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.47

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №1279 - სსმ I, №13, 02.07. 2009წ., მუხ.59

    მუხლი 941. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩევლისათვის გადასაცემი ბიულეტენები

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

თავი XIII

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

    მუხლი 95. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების საარჩევნო რეგისტრაცია

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლები და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში).

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.

6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ცესკო:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა, ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.

10. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია, მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 30 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

11. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკო სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

12. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

13. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

15. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი წევრის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

16. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

17. ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

18. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას, და არა უგვიანეს კომისიაში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12 – მე-16 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში იღებს: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

19. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

20. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკის წევრი პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

22. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

23. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.

24. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა და ამის მიზეზებს.

25. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

26. პარტია, რომელსაც არა აქვს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57 დღისა და განცხადების მიღებისთანავე (პარლამენტში წარმომადგენლის არყოლის შემთხვევაში) მას გადაეცემა პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვალდებულია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 30 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

27. ცესკოში რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კარგავს, თუ:

ა) პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატები არც ერთ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება;

ბ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ ოლქებში წარდგენილი არც ერთი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება;

გ) გაუქმდა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი ყველა კანდიდატის რეგისტრაცია, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 951. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

    მუხლი 952. პარტიის, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი პარლამენტის არჩევნების დასრულებამდე გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

2. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;

გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 96. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

5. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა.

6. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

8. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

9. პარტიული სია ცესკოს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. სიას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათი და ფოტოსურათი 2 ეგზემპლარად უნდა იქნეს წარდგენილი; ამ საბუთების თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

10. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით.

11. პარტიულ სიაში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

ე) (ამოღებულია);

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);

თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);

ი) თუ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქშიც, უნდა აღინიშნოს ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

12. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

ვ) განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);

ზ) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);

თ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

ი) თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება – „უმუშევარი“);

კ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება – „უპარტიო“);

ლ) არანაკლებ 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო თუ მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში, უნდა მიეთითოს საქართველოს საკონსულო, სადაც იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე;

მ) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;

ნ) იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);

ო) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით (თუ წარდგენილია პარტიული სიით, უნდა აღინიშნოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება);

პ) თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;

ჟ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

რ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

14. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 97. კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

1. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები.

3. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 96-ე მუხლის მე-9–მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. არჩევნებისას საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ უნდა მიეთითოს მაჟორიტარი კანდიდატის სახელი და გვარი და იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომელმაც ის წარადგინა.

7. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის განცხადებას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატისათვის:

ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად;

ბ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი.

8. საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთების თითო ეგზემპლარს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს ცესკოს.

9. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 98. პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს განკარგულებით, ხოლო პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი – შესაბამისი საოლქო კომისიის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკო ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

31. საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ცესკოს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას რეგისტრაციისათვის დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ;

ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ვ) დარღვეულია ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე და 771 მუხლებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 981. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო კომისიის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია ამ კანონის 952 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე;

დ) თუ პირი გარდაიცვალა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

     მუხლი 99. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩევნებამდე 30 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში ცესკოს სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.

4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებებისა, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეული იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარული წესით წარდგენილ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

9. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 100. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

31. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

4. საარჩევნო კომისია ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 101. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.

    მუხლი 102. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №479 – სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.183

თავი XIV

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

    მუხლი 103. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 104. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. განცხადების/საჩივრის ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი დათვლის საკითხს, ხოლო თუ საარჩევნო უბნის შედეგებს შეუძლია არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა, კომისია ვალდებულია შეასრულოს ზემოაღნიშნული მოქმედება.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

    მუხლი 105. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

2. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა. მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

6. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 75-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

8. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 75-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

9. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 106-ე მუხლის 71 პუნქტით დადგენილი წესით.

11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

12. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანთა ნახევარზე მეტში ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.

121. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

13. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

14. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

15. განმეორებითი კეჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან (მეორე ტურიდან) 2 კვირის ვადაში.

16. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

17. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საერთო არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

18. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 2%. ხელახალ კენჭისყრში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

19. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

20. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 106. არჩევნების მეორე ტური. ხელახალი და შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების დამტკიცებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

3. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.

4. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

5. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

6. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა. შუალედური არჩევნები იმართება სექტემბერ-ოქტომბერში.

7. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

71. თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის მომდევნო კანდიდატი და ა.შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ცესკო სათანადო საბუთებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

9. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები იმართება სექტემბერ-ოქტომბერში ამ კანონით დადგენილი წესით. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

10. საქართველოს პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

11. პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 ან 71 პუნქტის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 107. არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

    მუხლი 1071. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური შემოწმება

1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წინასწარი მონაცემებით არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნო-ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა ყველა პარლამენტის წევრობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.

2. თუ პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან/და უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.

3. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულება ვალდებულია ცესკოში წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ცესკო გამოსცემს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.

5. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ, კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ერთობლივად შეარჩევენ ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს განკარგულებით.

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

კარი IV

თავი XV

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 108. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

5. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 109. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 110. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ვადები

საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 111. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

ვ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;

ზ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

თ) სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს და მათ მოადგილეებს;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების ოფიცრებს;

კ) მოსამართლეებს;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრებს;

პ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;

ჟ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს;

რ) პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებს და გამომძიებლებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

3. (ამოღებულია).

4. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება კანდიდატად წარდგენილი იყოს ორი სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5246 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.296

საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5467 – სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.372

საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1182 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.47

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი XVI

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 112. საარჩევნო ოლქები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.

2. ცენტრალური სარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

თავი XVII

 მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნები

    მუხლი 113. საარჩევნო სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 114. საარჩევნო ხმის უფლება

მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 115. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომელიც შედის ამ რაიონის შემადგენლობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება:

ა) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;

ბ) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 116. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 117. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

2. ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა. პარტია ვალდებულია 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერები ცესკოს წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს.

4. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკო:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკო სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მისი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს. ცესკო დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

22. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 118. პარტიული სიის წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი;

ი) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება (თუ წარდგენილია).

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 119. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) (ამოღებულია);

ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

გ) საარჩევნო ბლოკს.

2. (ამოღებულია).

3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

ზ) რეგისტრაციის ადგილი;

თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“).

5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერებით.

6. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის  ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

7. (ამოღებულია).

8. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 120. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;

ბ) (ამოღებულია);

გ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;

დ) (ამოღებულია);

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6. პარტიული სია ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) (ამოღებულია);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება „უმუშევარი“);

თ) საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

კ) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ლ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში არ ატარებს.

8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა. შ.. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭებათ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.

11. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 121. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს დაუყოვნებლივ.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 122. საარჩევნო ბიულეტენი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის (კანდიდატების) გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. კანდიდატის თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 123. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. (ამოღებულია).

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანამიმდევრულად მიეკუთვნება პირველ რიგში იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც; ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

31. თუ 10-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 10 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. თუ 2 ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 124. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

2. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 125. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

დ) ნამდვილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ე) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ვ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას;

ზ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.

6. ოქმის ერთი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, ხოლო ოქმის დამოწმებული ასლები – პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

     მუხლი 1251. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 126. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები

1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 1261. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

    მუხლი 1262. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. თუ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები.

4. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

5. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი XVII1

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1263. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

5. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ცესკო განკარგულებით ქმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1264. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:

ა) მთაწმინდის;

ბ) ვაკის;

გ) საბურთალოს;

დ) კრწანისის;

ე) ისნის;

ვ) სამგორის;

ზ) ჩუღურეთის;

თ) დიდუბის;

ი) ნაძალადევის;

კ) გლდანის.

2. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო.

3. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1265. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.

5. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 111-ე მუხლით დადგენილი წესით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1266. პარტიული სიების წარდგენა

1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.

3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი;

ი) ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, თუ პირი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად.

7. პარტიის პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის  ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 1267. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა

1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1268. საარჩევნო ბიულეტენი

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენი და ერთი პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 1269. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12610. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მანდატების განაწილება ხდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისას პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად, თანამიმდევრულად მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიიღეს ერთი მანდატი მაინც.

4. თუ ორი ან ორზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 12611. თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12612. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს კანდიდატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

4. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი XVII2

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12613. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის (შემდგომში – თბილისის მერის) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თბილისის მერი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, თბილისის ამომრჩევლების მიერ, 4 წლის ვადით.

3. თბილისის მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12614. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს, რომლის საზღვრები ემთხვევა ამ კანონის 1264 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი საარჩევნო ოლქების საზღვრებს.

2. თბილისის მერის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12615. თბილისის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. თბილისის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც მუდმივად უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც და ფლობს ქართულ ენას.

2. კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 117-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს.

3. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 111-ე მუხლით დადგენილი წესით. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

4. თბილისის მერობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

5. თბილისის მერობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

6. წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი) და პირადი ნომრები;

ვ) განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);

ზ) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);

თ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ი) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

კ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ლ) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;

მ) თანხმობა, კენჭი იყაროს თბილისის მერად;

ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

7. თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრულია ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა თბილისის მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;

დ) ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

მუხლი 12616. თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამება

თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

მუხლი 12617. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნები

1. თუ თბილისის მერის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 12616 მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, 2 თვის თავზე იმართება ხელახალი არჩევნები.

2. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება კენჭისყრის დღიდან 1 თვის ვადაში.

3. თბილისის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, ტარდება თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი XVII3

პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12618. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით

 ამ კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12619. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12620. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12621. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12622. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება

წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან (ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12623. საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება ან/და შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება, –

გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა, –

გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –

გამოიწვევს შესაბამისად აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12624. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12625. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12626. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12627. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12628. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12629. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა, –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12630. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12631. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების და მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 12632. სამართალწარმოება

1. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

2. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული/საქალაქო სასამართლო.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

თავი XVIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 127. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

    მუხლი 1271. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 128. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1281. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1282. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1283. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1284. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1285. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1286. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1287. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1288. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 1289. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 12810. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 12811. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 12812. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

    მუხლი 12813. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

    მუხლი 12814. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

    მუხლი 129

1. ამ კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ქართული ენის ცოდნის ვალდებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინადადების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს ამ კომისიებისთვის სათანადო კვალიფიკაციის თარჯიმნის გამოყოფას.

5. ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც არა აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, უფლებამოსილება შეუწყდებათ, თუ 2009 წლის 1 იანვრამდე ვერ გაივლიან სერტიფიცირებას ან უარს განაცხადებენ სერტიფიცირების გავლაზე.

საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 1291. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

     მუხლი 1292. საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკომ უზრუნველყოს 1500 ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბნების შექმნა.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

    მუხლი 1293. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

    მუხლი 1294. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 1295. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

    მუხლი 1296. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 1297. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

    მუხლი 1298. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

    მუხლი 1299

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში 2009 წლის 27 სექტემბერს გასამართი შუალედური არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის მაის-ივნისში.

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს ორგანული კანონი №1610 - სსმ I, №23, 10.08.2009წ., მუხ.129

    მუხლი 12910

1. ცესკოს არჩეულ წევრებს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ 2010 წელს, უფლებამოსილება უწყდებათ ამ მუხლით დადგენილი წესით 2010 წლის 1 იანვარს და ითვლებიან ცესკოს წევრის/ცესკოს შესაბამისი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლებად ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალაში შესვლამდე.

2. საქართველოს პრეზიდენტი არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა გამოსცემს განკარგულებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს წევრების თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

3. საკონკურსო კომისიას წარედგინება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საბუთები, რომელთა წარდგენა უნდა დასრულდეს 2010 წლის 8 იანვარს.

4. არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ცესკოს წევრის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის ცესკოს წევრის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატის წარდგენის თაობაზე.

5. საქართველოს პარლამენტი ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან 7 დღის ვადაში სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12911     

1. ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლით დადგენილი წესით 2010 წლის 1 იანვარს და ითვლება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის დღემდე.

2. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 12 იან­ვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს.

3. არა უგვიანეს 2010 წლის 14 იანვრისა ცესკოს სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. ცესკოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 იანვრის ორგანული კანონი №2528 - სსმ I, №2, 12.01.2010წ., მუხ.3

    მუხლი 12912

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-12 დღისა, ხოლო ცესკო – კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს 24-ე დღისა.

2. ამ კანონის 77-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე (გარდა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა).

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12913

1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 30 მაისს.

2. 2006 წელს არჩეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.

3. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მუნიციპალიტეტებში ჩატარდეს 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას განსაზღვრული ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2006–2010 წლებში განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების გათვალისწინებით.

4. ცესკომ 2010 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა.

5. არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტისა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს განსაზღვრავს ცესკო.

6. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 12914

1. 2010 წელს ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიების მიერ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 თებერვლისა დამატებით გამოყოს 2010 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის შესაბამისი თანხა და უზრუნველყოს მისი ჩარიცხვა ცესკოს ანგარიშზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა თანაბრად გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა უგვიანეს 2010 წლის 1 თებერვლისა წერილობით მიმართავენ ცესკოს ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობის შესახებ.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგები წერილობით და ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოს ცესკოს არა უგვიანეს 2010 წლის 10 აპრილისა.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 12915

1. 2010 წლის 15 იანვრიდან 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა, რომლის იურიდიული ძალა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის იდენტურია, გარდა იმ საარჩევნო მიზნებისა, რომლებიც უკავშირდება აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებას. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის შეცვლა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით განხორციელდეს 2010 წლის 1 ივნისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

3. საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადობის მოწმობაში 2010 წლის 15 იანვრის მდგომარეობით მითითებული არ არის კონკრეტული მისამართი, მონაწილეობს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩევნებში და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

    მუხლი 12916

1. 2010 წლის 1 თებერვლამდე ცესკომ სასწავლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცება;

ბ) სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან;

გ) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

2. 2010 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ სასწავლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სასწავლო ცენტრისათვის;

ბ) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სასწავლო ცენტრისათვის.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

    მუხლი 12917

1. 2010 წელს გასამართი არჩევნებისათვის უფასო საეთერო დრო ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%, ან დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% ქვეყნის მასშტაბით, უფასო საეთერო დროს მიიღებს ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრული ოდენობით.

3. იმ პარტიის უფასო საეთერო დრო, რომელიც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და გადალახა 3%-იანი ბარიერი, ან ბოლო საპარლამენტო, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და გადალახა 4%-იანი ბარიერი, გამოიანგარიშება ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრული ოდენობის ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობაზე გაყოფის გზით.

4. პარტიებს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლება მიეცემათ შესაბამის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მომენტიდან.

5. თუ საარჩევნო სუბიექტში გაერთიანდა რამდენიმე პარტია, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დრო დაჯამდება. ამასთანავე, ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განსაზღვრული უფასო საეთერო დრო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრულ ოდენობას.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

თავი XIX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 130

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

გ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 1998 წელი, №27-28).

    მუხლი 131. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 აგვისტო.

№1047-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

2. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

3. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

4. საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

5. საქართველოს 2003 წლის 5 აგვისტოს ორგანული კანონი №2932 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.173

6. საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს ორგანული კანონი №2934 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.174

7. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს ორგანული კანონი №2965 – სსმ I, №25, 25.08.2003 წ., მუხ.186

8. საქართველოს 2003 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №3124 – სსმ I, №31, 29.11.2003 წ., მუხ.232

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/11/268 - სსმ IV, №50, 29.12.2003 წ., გვ.23

10. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის ორგანული კანონი №420 – სსმ I, №27, 05.10.2004 წ., მუხ.127

11. საქართველოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №488 – სსმ I, №30, 18.10.2004 წ., მუხ.140

12. საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის ორგანული კანონი №618 – სსმ I, №35, 29.11.2004 წ., მუხ.163

13. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №789 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.24

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/257,268 – სსმ IV, 2005 წ., №2, გვ. 2

15. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის ორგანული კანონი №1427 – სსმ I, №21, 07.05.2005 წ., მუხ.144

16. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №1735 – სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.220

17. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №2208 – სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.354

18. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2263 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.363

19. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2414 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.13

20. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 – სსმ I, №2, 09.01.2006 წ., მუხ.14

21. საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №3189 – სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.176

22. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3400 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.202

23. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის ორგანული კანონი №3489 – სსმ I, №31, 28.07.2006 წ., მუხ.240

24. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №3990 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.357

25. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4219 – სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.23

26. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4919 – სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.187

27. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის ორგანული კანონი №5186 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.273

28. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5246 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.296

29. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5250 – სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.297

30. საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5467 – სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.372

31. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5500 – სსმ I, №39, 22.11.2007 წ., მუხ.368

32. საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №5582 – სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.389

33. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის ორგანული კანონი №6013 – სსმ I, №5, 22.03.2008 წ., მუხ.11

34. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №231 – სსმ I, №16, 26.07.2008 წ., მუხ.115

35. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №479 – სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.183

36. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №883 – სსმ I, №1, 15.01.2009 წ., მუხ.1

37. საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №1182 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.47

38. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის ორგანული კანონი №1279 - სსმ I, №13, 02.07. 2009წ., მუხ.59

39. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს ორგანული კანონი №1610 - სსმ I, №23, 10.08.2009წ., მუხ.129

40. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1880 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.197

41. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 - სსმ I, №33, 09.11.2009წ., მუხ.198

42. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2525 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.383

43. საქართველოს 2010 წლის 12 იანვრის ორგანული კანონი №2528 - სსმ I, №2, 12.01.2010წ., მუხ.3

44. საქართველოს 2010 წლის 12 მარტის ორგანული კანონი №2786 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.35

45. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2704 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.41

50. 27/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5636-რს - ვებგვერდი, 10/01/2012 49. 13/10/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5114-IIს - ვებგვერდი, 111031027, 31/10/2011 48. 07/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3885-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 47. 15/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3713-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 46. 27/04/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2996 - სსმ, 24, 10/05/2010 45. 09/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2704 - სსმ, 12, 24/03/2010 44. 12/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2786 - სსმ, 10, 16/03/2010 43. 12/01/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2528 - სსმ, 2, 12/01/2010 42. 28/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2525 - სსმ, 49, 30/12/2009 41. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1889 - სსმ, 33, 09/11/2009 40. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1880 - სსმ, 33, 09/11/2009 39. 10/08/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1610 - სსმ, 23, 10/08/2009 38. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1279 - სსმ, 13, 02/07/2009 37. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1182 - სსმ, 12, 29/06/2009 36. 26/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 883 - სსმ, 1, 15/01/2009 35. 01/11/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 479 - სსმ, 30, 07/11/2008 34. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 231 - სსმ, 16, 26/07/2008 33. 21/03/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 6013 - სსმ, 5, 22/03/2008 32. 07/12/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5582 - სსმ, 43, 12/12/2007 31. 22/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5500 - სსმ, 39, 22/11/2007 30. 20/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5467 - სსმ, 40, 03/12/2007 29. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5250 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5246 - სსმ, 29, 27/07/2007 27. 03/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5186 - სსმ, 28, 18/07/2007 26. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4919 - სსმ, 22, 19/06/2007 25. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4219 - სსმ, 2, 04/01/2007 24. 14/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3990 - სსმ, 48, 22/12/2006 23. 24/07/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3489 - სსმ, 31, 28/07/2006 22. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3400 - სსმ, 26, 14/07/2006 21. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3189 - სსმ, 21, 15/06/2006 20. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2441 - სსმ, 2, 09/01/2006 19. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2414 - სსმ, 2, 09/01/2006 18. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2263 - სსმ, 55, 27/12/2005 17. 09/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2208 - სსმ, 54, 20/12/2005 16. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1735 - სსმ, 36, 11/07/2005 15. 22/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1427 - სსმ, 21, 07/05/2005 14. 24/01/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/257,268 - სსმ, 2, 31/01/2005 13. 24/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 789 - სსმ, 5, 18/01/2005 12. 26/11/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 618 - სსმ, 35, 29/11/2004 11. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 488 - სსმ, 30, 18/10/2004 10. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 420 - სსმ, 27, 05/10/2004 9. 26/12/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/11/268 - სსმ, 50, 29/12/2003 8. 28/11/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 3124 - სსმ, 31, 29/11/2003 7. 14/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2965 - სსმ, 25, 25/08/2003 6. 12/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2934 - სსმ, 24, 20/08/2003 5. 05/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2932 - სსმ, 24, 20/08/2003 4. 25/04/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1380 - სსმ, 9, 26/04/2002 3. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274 - სსმ, 4, 05/03/2002 2. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1268 - სსმ, 4, 05/03/2002 1. 28/09/2001 - საქართველოს ორგანული კანონი - 1074 - სსმ, 26, 01/10/2001