დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4919 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.210.010.04.001.002.877 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულებების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები. საარჩევნო კამპანიის ფონდში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოწირულებები მიიღება უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა არ აღემატება 300 ლარს. ამასთანავე, დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ანონიმურად ითვლება. ანონიმური შემოწირულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–33პუნქტები:
„31. პარტიის/საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
32. საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 10 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 30 000 ლარს.
33. ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება პარტიების მიერ თავიანთი სახსრებიდან საკუთარი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გადაცემულ თანხებზე.“.
2. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია უკანონოდ მიღებული შემოწირულებები 10 დღის ვადაში გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ შესაბამის საარჩევნო კომისიას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმების მეშვეობით აცნობოს შემოწირულების წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი, ხოლო არჩევნების შემდეგ წარუდგინოს ფონდის ანგარიში კანონით დადგენილ ვადებში. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებისა და შემოწირულებათა დამალვისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4919–Iს
დოკუმენტის კომენტარები